შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა, რომელსაც უყვარდა ტალღები ( საცდელი ვარიანტი)


30-05-2018, 22:51
ნანახია 153

გოგონა, რომელსაც უყვარდა ტალღები ( საცდელი ვარიანტი)

- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ადამიანის
- მერე?
- სიბნელის
- ადამიანის უფრო გეშინია თუ სიბნელის?
- ადამიანის
- რატომ? ბულინგის მსხვერპლი ხართ?
- არა და არასდროს ვყოფილვარ
- მაშინ რატომ გეშინია ადამიანების?
- მოქმედებენ ჩემზე და იმიტომ
- კარგი ადამიანები მოქმედებენ თუ ცუდები?
- ორივე
- დარწმუნებული ხარ რომ ადამიანზე მეტად არაფერი გაშინებს?
- სრულიად
- რატომ?
- რადგან ადმიანები ცუდები არიან
- კარგი ადამიანებიც ხომ არიან?
- კი და მათი უფრო მეშინია ვიდრე ცუდების. მაგრამ ცუდებიც არ არიან ნაკლები
- შეგიძლია მითხრა რატომ გეშინია მათი?
- კი... კარგი ადამიანების იმიტომ მეშინია, რომ მიყვარს ისინი. ცუდების კი იმიტომ, რომ მათ ალბათ არ აინტერესებთ ჩვენი გრძნობები დამხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობენ.
- იცი რა მაინტერესებს? იმათი გეშინია, ვინც გიყვარს?
- მე არავინ მიყვარს
- და რატომ?
- მატკინა ყველამ ვინც მიყვარდა. აი აქ. და ეხლა ამ ადგილას სიცარიელე აპარებს
- ესეიგი თქვენ გეშინიათ იმიტომ, რომ საყვარელმა ადამიანებმა შეიძლება გული გატკინოთ?
- მე თქვენიც მეშინია.
- ჩემი რატომ?
- რადგან თქვენც იქეცით ადამიანად, რომელმაც შეიძლება მატკინოს.
- ასე რატომ ფიქრობთ?
- ეს საუბარი დასრულდება. და ჩვენ აღარასოდეს ვნახავთ ერთმანეთს. ხომ ასეა? მე დამაძალეს რომ მოვსულიყავი.
- ამიტომ გაშინებთ სიმარტოვე
- რა?
- თქვენ გაშინებთ სიმარტოვე, რადგან მარტო ხართ
- ასე რატომ ფიქრობთ?
- რადგან ერთადერთი მომენტი, რომელიც ხალხს ასე აშინებს ის მომენტებია, რომლებიც ახლა დგას.
- და გამოსავალი რაშია?
- მეგობრებში
- მეგობრებში, რომელიც არ მყავს.
- არ გაბოროტდე და ნახავ. ერთხელაც სწორ ადგილას სწორი დრო დადგება! ერთხელაც სწორ ხალხს იპოვი და შექმნი მოგონებებს, რომლებიც გაბედნიერებაში დაგეხმარება. შენ უბრალოდ არ გაუშვა მომენტი. იცხოვრე დღევანდელი დღით და ნახავ ადამიანს, რომელიც დღეს დაგეხმარება რადგან შენ დღეს გჭირდება შველა და დღესვე ამოძრავდები. შენ უბრალოდ არ დაკარგო შანსი და ნახავ ყველაფერი რა კარგად იქნება. თვითონაც გაგაკვირვებს შედეგი მერწმუნე და დანარჩენებს? დანარჩენებს ეს არ ეცოდინებათ მაგრამ გაიგებენ და მიხვდებიან, როგორი ძლიერი და სრულყოფილი ხარ. გპირდები.
- და თქვენ საიდან იცით ეს?
- ვიცი, რადგან გჯერათ თუ არ გჯერათ უფალი არავის ტოვებს სულ მარტო და გასაჭირში მყოფ ადამიანს ისეთ ანგელოზს მოუვლენს, რომელიც მის არყოფნას ამოავსებს ადიანის გვერდით. გინდ უფალი დაიჯერეთ და გინდ საკუთარ თავს დააბრალეთ, რომ ეს მხოლოდ თქვენ გამოგივიდათ, მაგრამ არ მოეშვათ და იბრძოლეთ უკეთესი აწმყოთსთვის. მომავალი ისედაც დადგება. მას თქვენი ბრძოლა არ სჭირდება. ისედაც დადგება ეგ დრო. არ შეეჯიბრო სხვებს რომ აი შენ სხვაზე უკეთესი გახდი. ეს დაიმახსოვრე. ძალიან ძნელია და თუ შეძელი მერწმუნე, არავისთან წააგებ. გჯეროდეს. არ თქვა რომ მასზე უკეთესი ხარ. ან უარესი. თქვი რომ შენ კარგი ხარ, ან თუ ასე არ თვლი უბრალოდ თქვი რომ შენ ხარ. დიახ შენ არსებობ. სამყარო შენს გარშემო არ ბრუნავს, მაგრამ შენ ხედავ ამ სამყაროს, რომელიც შენსავით ფიზიკური არსებული სხეულებისაგან შედგება რომლებმაც დრო უბრლოდ კარგად გამოიყენეს და მინდა რომ კოდწვ მოხვიდე. სასიამოვნოა შენთან საუბარი.
- ეგ სულ გადამავიწყდა. დრო უკვე გავიდა. ამდენი რატომ ვილაპარაკეთ?
- მე ავირჩიე ვყოფილიყავი ფსიქოლოგი რადგან მიყვარს ხალხს რომ ვეხმარები და არა ფულისღვის. ფული უბრალოდ ისაა, რაც ყველას სჭირდება ამ სამყაროში თავის გასატანად. აი ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა 15 წუთით თუ გადავაცილეთ დრო შენთვის დათმობილს.
- მადლობა. წავედი. კარგად.
- ნახვამდის.

მცირე პაუზა და...

- აქ კიდევ მოვალ.
- მოხარული ვიქნები.

თუ გინდათ მახოთ გაგრძელება დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში ^-^скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი lena lena

ძალიან კარგია.
ასე გააგრზელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent