შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანნა 4 თავი


31-05-2018, 08:30
ნანახია 852

ანნა 4 თავი

****
მარიამ ქეთას ნათქვამზე ბევრი იფიქრა.ჯერ მათი პირველი შეხვედრა გაიხსენა,შემდეგ დანარჩენი დღეები.კოცნის გახსენებისას ჟრუანტელმა დაუარა. აევანზე და გავიდა და იმ წამს მოსულ ნიკოს მოკრა თვალი.ბიჭს ხელში ერთი დიდი ჩანთა ეჭირა.უკან მოყვებოდა მაღალი ქერა მამაკაცი.მისი ვარაუდით ეს თორნიკე უნდა ყოფილიყო.ამიტომ დაბლა ჩასვლა გადაწყვიტა.
დაბლა ჩასულს ასეთი სცენა დახვდა.ნანის შვილიშვილი გულში ჩაეკრა და ტირილით თბილ სიტყვებს ეუბნებოდა.ქეთა და ნიკო მათ შემხედვარეს ღიმილს ვერ იკავებდნენ.
-გენაცვალოს ბებო,როგორ მომენატრე ჩემო ბიჭო, როგორ გაზრდილხარ და დავაჟკაცებულხარ ამ 4 წელიწადში.
-კარგი,ბებო გამოუშვი ჩვენსკენაც სულ აქ არ იქნება?-სიტყვით გამოვიდა ნიკო.
-უი,წამოდი ბებია მოშიებული იქნებით,ნამგზავრები.მე კიდევ აქ ჩამოგაყენეთ.
სუფრასთან დასხდნენ და სიცილ-ხარხარში გალიეს მთელი საღამო.ამასობაში მარია აფიქრსირებდა ნიკოს თბილ მზერას ,რომელიც მისკენ იყო მიმართული.
-აუ ის გახსოვთ?! ჩვენს მეზობელ ნათიას,თამაშის დროს ,მკვდარი გველი რომ ჩავუსვით ჯიბეში.-გაიხსენა ქეთამ.
რასაც წამში იქ მყოფების სიცილი მოჰყვა.
-მაგას რა დაგვავიწყებს ,დედამისმა იმდენი გვწყევლა.უჰჰ კარგი იყო ბავშობა.
ნიკო მარიას თვალს არ აშორებდა.მარიამ მისი მზერა რომ იგრძნო თვალი გაუსწორა.უტეხად უყურებდნენ ერთმანეთს.
ცოტა ხანში ადგა და გარეთ ჰაერზე გავიდა და დიდ საქანელაზე ჩამოჯდა. იცოდა რომ ბიჭი უკან გამოყვებოდა და არც შემცდარა.
რამდენიმე წუთში უკვე მასთან ერთად იჯდა საქანელაზე. ორივე დუმდნენ. სიჩუმეს მხოლოდ მეზობლის ძაღლის ყეფვა არღვევდა. ორივე ჩვეულებრივ ადამიანს ჰგავდა. ისევ,ნიკომ დაარღვია სიჩუმე.
-მაპატიე. -ბიჭის ხმაში გულწრფელობა ჩანდა.
-რა უნდა გაპატიო?
-კა*პა რომ გიწოდე.ვიცი არაფერი არ მამართლებს,მაგრამ ჩემი ხასიათები მგონი შესანიშნავად შეიცანი ,თუმცა შენ არ იცი რის მიზეზი რის გამოც უკონტროლო ხასიათი მაქვს,ემოციების მოთოკვა მიჭირს. ყველაზე ძალიან შენთან მიმართებაში შევცდი.
-მისმინე , ქეთამ ყველაფერი მიამბო თქვენი ტყუილისა და შენი გრძნობების შესახებ.ისიც რომ 2 წლის წინ მნახე პირველად.მინდა რომ შენთვითონ მომიყვე ამ ყველაფრის შესახებ.
და ჰო, ქეთას არ გაუბრაზდე , მას რომ არ ეთქვა,ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, შეიძლება წავსულიყავი კიდეც ისე რომ ვერ გამეგო სიმართლე.ასე რომ გისმენ.
- დემეტრე ჩემი უახლოესი მეგობარი იყო.ის რთულ ვითარებაში ყოველთვის გვერდში მედგა.ჩემთვის ძმასავით იყო. სკოლიდან ერთად ვიყავით,ჩვენი გზები მხოლოდ მაშინ გაიყო როცა მე კულინარია ავირჩიე მან კი სამხედრო აკადემიაში გადაწყვიტა ჩაბარება.არც კი მოთხრა თავისი გადაწყვეტილების შესახებ ,სანამ არ ჩააბარა.მიუხედავად წყენისა მაინც გამიხარდა მისი ამბავი. ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა.მე ერთ-ერთი პრესტიჟული რესტორანის შეფ-მზარეულის დამხმარე გავხდი, წარმატებული სწავლების შემდეგ კი საზღავარგარეთ შემომთავაზა წაყვანა.მეც რა თქმა უნდა სიხარულით დავთანხმდი , ან როგორ შეიძლება არ გამხარებოდა იტალიაში წასვლა მაშინ ოცნებად მქონდა. ზუსტად ერთ კვირაში ჩამოვედი ,ისიც დედას დაბადების დღეზე. დემეტრეც იქ იყო , იქ კი საზეიმოდ გამოაცხადა რომ ავღანეთში მიდიოდა.ის აღტაცებით საუბრობა თუ რამდენი ხანი ელოდა ამ მომენტს და როგორ სურდა იქ წასვლა.ჩემთვის კი ეს ერთხელაც არ უთქვამს,არც ვამტყუნებ,იცოდა რომ მისი აზრის შეცვლას შევეცდებოდი. იქიდან იშვიათად გვეკონტაქტებოდა. ირინასთან (დემეს დედა) ერთად ვესაუბრებოდი ხოლმე, სკაიპის გათიშავდა თუ არა ირინა ტირილით გულს იოხებდა.შიშები ჰქონდა,რასაც მხოლოდ მე მეუბნებოდა. სულ ამბობდა "მგონია რომ ცოცხალს ვეღარ ვნახავ და ვერც შვილის ცხედარს ვეღარ ვეღირსებიო.".
მე კი სულ ვამბობდი ნუ გეშინია საღ-სალამათი დაბრუნდება თქო. მაგრამ სუკ ტყულად. 5 დღე იყო გასული ბოლო საუბრიდან, ჩვეულებრივ მოვლენად ჩავთვალეთ რადგან ხშირად ხდებოდა ასე,ერთხელ ერთი კვირა ისე გავიდა , ვერ მოახერხა დარეკვა. მხოლოდ ამით ვიმშვიდებდით თავს. 2 კვირა ველოდეთ. შემდეგ შეგვატყობინეს რომ... - ბიჭს სიტყვა გაუწყდა .
უჭირდა ძველი მოგონებების აღდგენა,იმ მოგონების რომელმაც ასეთი ტკივილი მოუტანა.ძალა მოიკრიბა და კვლავ განაგრძო ბიჭმა საუბარი.
- თავდასხმისას ნაღმზე აფეთქებულა მისი დანაყოფი. ცხედარიც კი ვერ გადმოგვცეს.იმ პერიოდში ისე ვიყავი იტალიაშიც ვეღარ დავბრუნდი..მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.ამ ხნის განმავლობაში ფესვები გავიდგი კულინარიულ სამყაროში. შემდეგ მიმიწვიეს ერთ-ერთ დიდ კონფერენციაზე, საფრანგეთში.იქ ყოფნისას გავიცანი საოცრად მომხიბვლელი,ჯიუტი და მშვენიერი ქალბატონი. შენ..ერთი ნახვით შემაყვარე თავი.მას შემდეგ იქ ყოფნის პერიოდში სულ თან დაგყვებოდი,ფრანგი მეგობრის საშუალებით შენზე ყველაფერი გავიგე.საოცრად გამიკვირდა და გამიხარდა ,როდესაც ქართველი აღმოჩნდი. საღამოობით სეირნობისას სულ თან დაგყვებოდი.მას შემდეგ აღარ მინახავხარ,სანამ ნანიმ შენზე არ მიამბო.როგორცკი დავრწმუნდი რომ შენ იყავი დავეჩი და ლოდინი დაგიწყე.სიმართლე გითხრა ჩვენი შეხვედრა ცოტა სხვანაირად დავგეგმე მაგრამ ჩემმა ფიცხმა ხასიათმა , ჩაშალა ყველაფერი.-ბიჭს ჩაეღიმა და კვლავ განაგრძო.
-მე არ ვაპირებ რაიმეს დაძალებას.შენ უკვე ყველაფერი იცი.იცი რომ უსაზღვროდ მიყვარხარ და შენ თუ იგივე გრძნობით ვერ მიპასუხებ ეს არ იქნება დანაშაული.არჩევანი შენზეა.
გოგონა შოკირებული უსმენდა ყველაფერს.ჯერ სევდიან ამბავზე თავი ძლივს შეიკავა რომ არ ატირებულიყო. ნიკოს აღიარებამ კი უჩვეულო გრძნობა გაუჩინა ,გულში.თითქოს ძალით დავიწყებული,მისდამი სიმპატია გამოუღვიძა და სააშკარაოზე გამოიტანა.იმდენად მოსწონდა ასეთი ნიკო ,რომ თამამად შეეძლო იმ წუთასვე ეღიარებინა თავისი გრძნობებისა და განცდების შესახებ.დუმილის შემდეგ გოგონამ საუბარი წამოიწყო.
-ვწუხვარ მეგობრის დაკარგვის გამო.მესმის თუ რა რთული რამ გადაიტანე.საფრანგეთში ჩვენი შეხვედრა ალბათ გარდაუალი იყო.მწამს რომ ადამიანი მხოლოდ ერთხელ ხვდება მის მეორე ნახევარს , უცნაურ დროსა და ვითარებაში.იმ პერიოდში მახსოვს რომ უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს,ამოუხსნელი მიზეზის გამო. თურმე შენი მზერა ჰქმნიდა უხილავ საზღვარს ჩემს გარშემო.
შენს მიმართ ვგრძნობ რომ გულგრილი არ ვარ.თუმცა ამას ვერ დავარქმევ სიყვარულს,ისეთს როგორსაც შენ გრძნობ ჩემს მიმართ. მინდა რომ შანსი მივცე საკუთარ თავს,შენ და ჩვენს გრძნობებს.
მე მხოლ...
სიტყვა შუაზე გაუწყდა როცა ბიჭი მოულოდნელად გადაეხვია.იმდენად ახლოს იყო მასთან რომ სურვილს ძლივს ეწინააღმდეგებოდა , ისე უნდოდა ბიჭს მის ბაგეებს დაწაფვოდა.თითქოს ვერ ბედავდა.მარიამ თავისდა მოულოდნელად თავად აიღო "საქმე" საკუთარ თავზე და თავად დაეწაფა ნიკოს ღვინისფერ , სავსე ბაგეებს.
ეს არ იყო უხეში და ვნებიანი კოცნა.ეს იყო ნაზი,გრძნობებით გაჟღენთილი და ბედნიერების გამომხატველი..
-მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია. -თქვა ბიჭმა.
სახლში შესულებს მხიარულება დახვდათ.ნანის ეშმაკური გამოხედვა შეამჩნიეს თუ არა,ეგრევე მიხვდნენ რომ მან ყველაფერი იცოდა.რაზეც ნიკოს თავის ქნევით გაეცინა.ის საღამო მხიარულად გალიეს...

****
დილით გაღვიძებულს სასიამოვნო სურნელი ეცა.სწორედ ამით მიხვდა რომ ოთახში ნიკო იმყოფებოდა.ოდნავ წამოჯდა და იქვე დივანზე ოთხად მოკუნტული ბიჭი დაინახა.
"როგორც ჩანს ,ჩაეძინა"-გაიფიქრა გოგოამ. ბიჭთან მივიდა და ბავშვივით სახეს ყურება დაუწყო. სურვილი რომ მის სახეს მოფერებოდა იმდენად დიდი იყო რომ ხელი დაუფიქრებლად წაიღო მისი სახისკენ. ჯერ თვალებზე შემოხაზა უხილავი კონტური,შემდეგ ცხვირს და ასე გააგრძელებდა კიდეც ბიჭს რომ არ გაეღვიძა.
თვალები ეშმაკურად აუელვდა.უცებ დასტაცა ხელი გოგოს და მის ქვეშ მოაქცია.მოულოდნელობისგან გოგონამ ხმადაბლა წამოიყვირა.
-არც კი გაბედო.-მიუხვდა გოგონა ბიჭს.
- გავბედავ თანაც როგორ.
თქვა ბიჭმა და გოგონას ახარხარება ერთი იყო.გველივით იკლაკნებოდა და თან ბიჭს ჩმენტდა რომ გაეჩერებინა,მაგრამ ის მაინც აგრძელება ღუტუნს.მოულოდნელად გაჩერდა და ღიმილით დააჩერდა მარიას.
ამ დროს შემოაღეს კარგი და ხმაც გაიგეს.
-აქ რა ხდება?

*****
ეს არის ბოლოს წინა თავი.იმედი მაქვს მოგეწონებათ სიტუაციის ასეთი შემობრუნება.ძალიან მიხარია რომ მოთხრობას ასეთი კარგი და ბევრი მკითხველი ჰყავს..მიყვარხართ ყველაა და მიხარიხართ heart_eyes heart_eyesскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი sandra

ძალიააააააააააააან მომეწონა მაღტლა კარგი იყო უსაზღვროოდ კარგი

 




sandra
ძალიააააააააააააან მომეწონა მაღტლა კარგი იყო უსაზღვროოდ კარგი

ძალიან,ძალიან მიხარია მართლა heart_eyes

 



№3  offline წევრი mirandaa31

მალე ამთავრებ ძალიან თუმცა შენი გადასაწყვეტია რათქმაუნდა. მე ძალიან მომწომს ❤️
--------------------
ხელმოწერა

 




mirandaa31
მალე ამთავრებ ძალიან თუმცა შენი გადასაწყვეტია რათქმაუნდა. მე ძალიან მომწომს ❤️

გამოცდების გამო ვერ ვუთმობ წერას იმდენ დროს ,რასაც მოითხოვს ,ამიტომ გადავწყვიტე მკითხველი რომ არ გამეწვალებინა და კვირები არ ეცადათ ,შედარებით მალე დამემთავრებინა.. მაგრამ მეორე ნაწილის დაწერაზე ვფიქრობ ..
heart_eyes

 



№5 სტუმარი სტუმარი ნინუცა

ძალიან ხალიან კაი მოხრობა იყო მომეწონა

 




სტუმარი ნინუცა
ძალიან ხალიან კაი მოხრობა იყო მომეწონა

მადლობა საყვარელო heart_eyes

 



№7 სტუმარი Lile

Kaiaa veli daskvnit tavs...da sxva lamaz da sainteteso istoriebs shengan

 




Lile
Kaiaa veli daskvnit tavs...da sxva lamaz da sainteteso istoriebs shengan

დიდი მადლობა ❤ აუცილებლად იქნება ბევრი და საინტერესო ისტორიები❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent