შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი, დღეს ჩახუტების დღეა.. 6


31-05-2018, 12:58
ავტორი ანუშირვანი
ნანახია 343

იცი, დღეს ჩახუტების დღეა.. 6

არ მახსოვს კაფიდან როდის, ან როგორ გამოვედი.. ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და თამუნას ნომერი ავკრიბე.. ,,მჭირდები“ მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. შემდეგ, მხოლოდ ძლიერი დამუხრუჭებისა კივილის ხმა გავიგონე..
აპარატის გულისწამღებმა წრიპინმა და მძაფრმა სუნმა გამომაფხიზლა. პირველი, ვინც დავინახე ეს დედა იყო. ოთახს თვალი მოვავლე.. მამა, გიო და თამუნა.. თვალებით ვიღაცას ვეძებდი.. თუმცა, ვიცოდი, ეს ,,ვიღაც“ აქ არ იყო და არც გამოჩნდებოდა.
-ნინია, როგორ ხარ? - ნანერვიულები ხმით მკითხა ეკამ
-კარგად დე, ცოტა თავბრუ მესხმის.. რა მოხდა?
-მძღოლს გზაზე გადაუხტი - თქვა მამამ - მისი ბრალი არაფერი არ იყო, თუმცა თავი გაიგიჟა და საავადმყოფოს ხარჯები თვითონ დაფარა, თან დააყოლა, თუ რაიმე დაგჭირდებათ თქვენს გვერდით მიგულეთო..
-საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია.. მხოლოდ ტვინის შერყევა გაქვს და ათ დღიანი წოლითი რეჟიმი გამოგიწერა ექიმმა - მითხრა თამუნამ და ხელი მაგრად ჩამჭიდა- ეკა დეიდა, მთელი დღე აქ ხართ არც არაფერი გიჭამიათ. სახლში წადით და დაისვენეთ, ნინიასთან ჩვენ დავრჩებით - დედას მიუბრუნდა თამუნა
-ხო ძვირფასო, წამოდი სახლშ საღამოს ისევ მოვიდეთ- ცოლს ხელი მოხვია ალექსანდრემ
-კარგი დე.. არ ინერვიულო, მალე დავბრუნდებით - შუბლზე მაკოცა და პალატიდან გავიდა
-დემეტრეს არ დაურეკავს??? სადაა??? - მაშინვე მივუბრუნდი ტყუპებს
-არაფერი ვიცი..რა მოხდა?? - გაკვირვებულომა მკითხა მან
მეც ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.. გაკვირვება და აღშფოთება ვერცერთმა ვერ დამალა.
-იცი, ყველაფერი, ყველაფერი , მაგრამ არა მგონია კარიერის გამო ასე უბრალოდ მიეტოვებინა ყველაფერი და წასულიყო.. ექვსი წლით?? რომელი კომპანია გაუფორმებს კონტრაქტს ოცი წლის ბიჭს, რომელსაც ფაქტობრივად არავინ იცნობს ? თანაც, იტალიაში.. შანსი არაა.. არ არსებობს - ოთახში ბოლთას სცემდა გიორგი.
-დემეტრემ თუ მხოლოდ ამის გამო ასე დაგტოვა, ურჩევნია იმ ექვსი წლის შემდეგ თვალით აღარ დამენახოს!! - წარბშეკრულმა წამოიძახა თამუნამ - მაგრამ, მაინც ვფიქრობ რომ სხვა რამეშია საქმე.. გიორგის ვეთანხმები ასე უბრალოდ არ წავიდოდა..
-შეიძლება.. არვიცი.. არაფერი აუხსნია, სულ ესაა რაც მითხრა.. და ..და.. წავიდა - ტირილით ვთქვი ბოლო სიტყვები .
-ნინ, ხომ იცი, ჩვენ სულ გვერდით ვიქნებით! თქვენ ორზე ძვირფასი არავინ მყავს მთელს დედამიწაზე!! - ორივეს მთელი ძალით ჩაგვეხუტა გიო.
საავადმყოფოდან გამომწერეს. ძირითადად სახლშ ვიყავი, ტყუპები სულ თან მყავდა.. ერთი წამითაც არ დავუტოვებივარ.. დრო გადიოდა, სკოლა დავამთავრეთ. ეროვნულებიც ჩავათავეთ. სექტემბერში სტუდენტობას აღვნიშნავდით სამივე .. ყველა ბედნიერი იყო ჩვენი წარმატებით. გიო იურიდიულზე, თამუნა ფსიქოლოგიურზე, მე კი ფილოლოგიურზე ჩავირიცხე. ნელ-ნელა შევეგუე, იმ ფაქტს, რომ ის ჩემს გვერდით არ იყო.. შემოძარცვული ვიყავი , როგორც ხე ზამთრის სუსხში.. ის იყო სამოსი, რომელიც მათბობდა.. ის იყო, სარკე რომელშიც რეალურ მეს ვხედავდი.. ახლა კი დაკარგული ვიყავი დროსა და სივრცეში.
გავიდა ერთი წელი პირველი კურსი დავასრულეთ.. მეორე წელი... მესამე... მეოთხეე.. მოვრჩით ბაკალავრიატი და მაგისტრატურის გაგრძელება გადავწყვიტეთ. გიო გაცვლითი პროგრამით გერმანიაში წავიდა, მე და თამუნამ აქ გავაგრძელეთ. მეხუთე წელი იწურებოდა მისი წასვლიდან.. აგვისტო იყო, ქალაქში საშინლად ცხელოდა, ამიტომ მე და თამუნამ ჩვენს საყვარელ კაფეს მივაშურეთ
-ვაიმე, რა კარგია სიგრილე.. -გაღიმებულმა ჩაილაპარაკა თამუნამ და სკამს მიეყრდნო - ვაიმე, მაგისტრატურაზე ფსიქოლოგია კიდევ თუ ავალინმა გააგრძელა შეიძლებ მოვკვდე.. ეგეთი მონსტრი ლექტორი არ მინახავს რა!
-ხო, გამიგია მაგ ქალის შესახებ .. - ჩავიცინე და ნაყინს შევექეცი , რომელიც ამ წამს მოიტანა მიმტანმა- აუ თამუნა ერთი გიჟური იდეა მაქვს - თვალებგაბრწყინებულმა შევხედე
-მერე, ხომ იცი, სიგიჟე ჩვენი პროფესიაა.. აბა მითხარი !
-რედაქცია გავხსნათ.. ჩვენი რედაქცია . რა აზრის ხარ ?
-მშვენიერი იდეაა, თუმცა ხომ იცი, არც ისე მარტივია, საკამოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული..
-ვიცი, ჩემებს ვუთხარი და ნახევარს ისინი დამიფინანსებენ
-ნახევარს? მოიცა, უკვე იცი რა გიჯდება ?
-კი, ვიცი.. ერთი პაწია შენობა ვნახე ამ ქუჩის კვეთაზე , რომელიც იყიდება , თანაც უსაშველოდ ძვირიც არაა..
-ვაიმე, რა კარგია! -ტაში შემოკრა თამუნამ
-ხო, დანარჩენს მოვაგროვებ და იქნებ მოვახერხოთ ახალი ფურცლის დაწყება..
-მშვენიერია, წამოდი რა გავიდეთ , მაჩვენე მაინტერესებს !
კაფიდან გამოვედით და ქუჩის ბოლოსკენ გავწიეთ. შენობა ვაჩვენე.. საკმაოდ ბევრი იყო სამუშაო.. საღამოს შენობის პატრონს დავუკავშირდი და ვუთხარი რომ თანახმა ვიყავი შეძენაზე. ფული იმ კვირაში გადავრიცხე.. ახლა იწყებოდა მთავარი .. ინტერიერი.. ექსტერიერი.. საჭირო ნივთები , საკმაოდ შორს მიდიოდა თანხები.. მთელი დღე კაფეში ვიჯექით და მიახლოებით ვვანგარიშობდით
-არა, აღარ შემიძლია, თავი ბუღალტერი მგონია - მობეზრებულმა ჩავილაპარაკე
-აღარც მე..
-წავალ ყავას მოვიტან, გინდა?
-არა, ცივი წყალი წამომიღე..
ბარისკენ გავწიე, როცა ვიღაც უხეშად დამეჯახა
-უკაცრავად, ძალიან დიდი ბოდიში -მითხრა დაახლოებით ჩემი ასაკის ბიჭმა
-არაუშავს.. - ჩავილაპარაკე და წასვლას ვაპირებდი, როცა უცნობმა გამაჩერა
-თქვენ?? ღმერთო.. რა დამთხვევაა ..
-მე? რა დამთხვევა ვინ ბრძანდებით?
-მათე გელოვანი, მე ის გახლავართ ამ ხუთი წლის წინ მანქანით რომ დაგეჯახეთ.. - ჩუმად ჩაილაპარაკა ბიჭმა
-უი.. გამარჯობა - გამეცინა - მე ნინია ვიბლიანი ვარ.. და თქვენი ბრალი არ იყო, ეს მე გადმოგიხტით გზაზე
-რათქმაუნდა ჩემი ბრალი იყო.. ცოტა ნელა უნდა მეარა ..
-არ იყო თქვენი ბრალი.. იცით, მეჩქარება, უნდა წავიდე - თავის დაძვრენა ვცადე
-ნინია, დიდი ბოდიში იმ ამბის გამო.. თუ რაიმე დაგჭირდებათ, მნიშვნელობა არ აქვს რა.. მომმართეთ..
-კარგით, მადლობა.. - ვუთხარი და გამოვწიე, უცებ თავში შესანიშნავმა იდეამ გამიელვა- მათე, მოიცადეთ..
-დიახ, გისმენთ - მაშინვე მობრუნდა ბიჭი
-გინდათ ის დანაშაული გამოასწოროთ, რომელიც , ჩემი აზრით, არ ჩაგიდენიათ ?
-დიახ, თუკი ამის შესაძლებლობა არსებობს..- თვალებგაბრწყინებულმა მითხრა
-მშვენიერია, წამომყევით ..
ბიჭი თამუნას გავაცანი და მთელი ჩვენი იდეები გავუზიარეთ. დახმარებაზე დაგვთანხმდა. ხვალვე დავიწყოთო. მართლაც მეორე დილას უკვე მუშებითა და ხელოსნებით იყო სავსე მთელი შენობა.. რაღაცებში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა, საღებავის ფერები ავარჩიეთ, ძირითადად იისფერი და იასამნისფერი ჭარბობდა.. ნელ-ნელა შენობა რაღაცას ემსგავსებოდა.. დიზაინზე მე და ტამუნა ვმუშაობდით.. ფაქტობრივად 6 თვეში ყველაფერი დამთავრდა.. ბოლოს ჯერი სახელზე მიდგა, დიდი ხანი ვიფიქრეთ, ბოლოს, ისევ მოგონებებმა გაიმარჯვა და ,,ლავანდა“ დავარქვით .. საზეიმოდ გავხსენით დედა და მამაც ჩამოვიდნენ.. გიომაც მოიცალა და ჩამოვიდა, თანაც თითქმის ამთავრებდა სწავლას
-ძალიან ვამაყობ თქვენით ! -ორივეს ჩაგვეხუტა დედა
-მათე რომ არა, ვერაფერსაც ვერ ვიზამდით - ვთქვი და მათეს გადავხედე
-არაფერია .. - ღიმილით გადმოგვხედა ყველას..
-თამუნა სად წავიდა? - გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა გიორგიმ
-წეღან აქ იყო.. ალბათ შენობაშია..

((თამუნა))
-სად ჯანდაბაში დავტოვე ეს ტელეფონი, სულ როგორ უნდა ვკარგავდე..
-მგონი ესაა, არა? - ტელეფონი მიაწოდა ვიღაცამ
-დიახ, დიდი მადლობა.. - თქვა და ხელის პატრონს რომ ახედა ადგილზე გაშეშდა.. თვალებს ვერ უჯერებდა.. - თორნიკე?? - აკაკნკალებული ხმით ჩაჩურჩულა და სკამს დაეყრდნო
-გამარჯობა თამარ ქალო! - თავის ჩვეული ღიმილით შეხედა გოგონას და მისკენ გაიწია, თამუნა უცებ გამოერკვა და ბიჭის ხელები უხეშად მოიშორა..
-აქ რას აკეთებ ?? როგორ ბედავ აქ მოსვლას ? მას შემდეგ, რაც შენ და შენმა ძვრიფასმა ძმაკაცმა, ნინიასა და მე გაგვიკეთეთ?- განრისხებული, თანდათან ხმას უწევდა
-დამშვიდდი. ყველაფერს თავისი ახსნა აქვს... ამისთვის ძალიან სერიოზული მიზეზი გვქონდა! - კბილებს შორის გამოსცრა სიტყვები
-მართლა? - ირონიულად გაიღიმა გოგონამ - მაშინ, მეც სერიოზული მიზეზი მაქვს, იმისთვის რომ აქედან მიგაბრძანო!!
-ჩშშ.. პატარა ქალბატონო.. - ნელ-ნელა მიუახლოვდა გოგონას და გულზე მიიხუტა, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად- როგორ მომენატრე, რომ იცოდე, როგორ.. მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ...
-მაშინ რატომ წახვედი? ? რადომ გაქრი ასე უცებ ? - აცრემლებული თვალებით ახედა გოგონამ
-დამიჯერე, მეც არ მინდოდა, მაგრამ არ შმეძლო, მხოლოდ დემეტრეს ვერ გავიმეტებდი ამ ტკივილისთვის... - ნაღვლიანად ჩაილპარაკა მამაკაცმა და თამუანას სახეს რომ დააკვირდა, მიხვდა რომ ზედმეტი წამოსცდა..
-რა ტკივილისთვის ? რა მოხდა?
-ყველაფერს გაიგებ.. როცა ამის დრო მოვა.. ახლა კი შენი დახმარება მჭირდება..
-ჩემი დახმარება ? რაში ? -გაკვირვეუბულმა შეხედა
-მინდა რომ ამ რედაქციაში შენი მოთხრობა, ,,ლავანდის გოგონა“ დაბეჭდო..
-რა? საიდან იცი რომ დაწერილი მაქვს ? და რაში გჭირდება?
-იცი, ამ ბოლო დროს სხვის კომპიუტერში შეღწევა სულ მარტივი ხდება..
-რა? ჩემს კომპიუტერშ დაძვრებოდი ? - გაბრაზებულმა წამოიძახა
-ახლა, მაგას არ აქვს მნიშვნელობა.. მოთხრობა აუცილებლად დაბეჭდე, ამ რედაქციაში.. რაც შეიძლება მალე.. დანარჩენს მე მივხედავ
-რატომ ? რა ხდება ?
-დემეტრე ბრუნდება.. და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება..


ესეც მეექვსე თავი <3 <3 შეიძლება ათამდე ავიდე :დ მუზები მოვიდა <3 მადლობა, ვინც კითხულობთ ველოდები შეფასებას <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Axla cavikitxe yvela ertad, yochagg, kargad cer, sasiamovno istoriaaaa, imedia ardaagvianeb axali tavis dadebasss, da carmatebebiii,

 



№2  offline წევრი ანუშირვანი

Qeti qimucadze
Axla cavikitxe yvela ertad, yochagg, kargad cer, sasiamovno istoriaaaa, imedia ardaagvianeb axali tavis dadebasss, da carmatebebiii,


დიდი მადლობა, რომ კითხულობთ <3 < ვეცდები მალე დავდო <3 შაბათ-კვირას ვერ მოვახერხებ და შემდეგ დღეებში , აუცილებლად იქნება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent