შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვარჯულოთ ერთმანეთი(მესამე ნაწილი)


31-05-2018, 15:25
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 449

როგორ მოვარჯულოთ ერთმანეთი(მესამე ნაწილი)

ნაწილი 3

–როდის? როდის უნდა მოეგო გონს? კატო ზედმეტად აიწყვიტე, ასე რამეს აიკიდებ.
–აუ როგორ დამღალეთ გაუთავებელი კრიტიკით, არასოდეს არ მოგწონთ ჩემი საქციელი, რა გინდათ ჩემგან, ჩემი შეცვლა გადაწყვიტეთ? გაიგეთ რომ არაფერი გამოგივათ, ჩემი სული იცით რა ბებერია? არ იცით და შეეშვით, ჩემი გული იცით როგორი დანაოჭებულია? არ იცით და შეეშვით, ჩემი სხეული რომელიც თითქოს მწყობრშია სინამდვილეში ერთი დიდი ჭაობია, რომელშიც ათასი სისაძაგლე ბუდობს. მე სიცოცხლე აღარ მინდა, ასეთი სიცოცლე ტანჯვაა, ჩემთვის თავისუფლება მხოლოდ სიკვდილშია. ღრიალებდა მეგობრების კრიტიკით წყობიდან გამოსული კატო.
–კატო.
–რა კატო? კიდევ არ მითხრათ კატო გაჩუმდიო თორემ გეფიცებით ფანჯრიდან გადავხტები, ყოველთვის გისმენთ, როცა გაჩმდიო მეუბნებით მუდამ ვჩუმდები, მაინც რისთვის მაჩუმებთ, იმისთვის რომ მწარედ და პირდაპირ ვიძახი სიმართლეს? თქვენი აზრით აუტანელი ვარ? მაშინ თავი დამანებეთ. დავიღალე მინდა დავიძინო და აღარ გავიგვიძო, აღარ გავიღვიძო რომ გაღვიძებისას ისევ არ შევეჩეხო ამ დამპალ, ნეხვით, ლეშით, სიცრუით და ბოღმით სავსე სამყაროს.
–დამშვიდდი კატო, დამშვიდდი რა, რა მოგივიდა, ესეთი არასოდეს მახსოვხარ.
–იმიტომ რომ მუდამ ვჩუმდებოდი, თქვენი აზრით ერთი მარტივი აგებულების ქალი ვარ რომელიც ვერასოდეს უმკლავდება სექსის ცდუნებას? რეალურად ასე სჩანს მაგრამ კატო გაჩუმდის გარდა გიკითხავთ რამე? ეგოისტი ვარ, მაპატიეთ უნდა წავიდე.


ადამიანები დაბადებისთანავე არ ყალიბდებიან ისეთებად როგორებიც გასავლელი ცხოვრების მანძილზე უნდა იყვნენ, ისინი იბადებიან უსუსურები, არაფრის მცოდნენი და დროთაგანმავლობაში იძენენ, ხასითს, ცოდნას, უარყოფით თუ დადებით თვისებებს. კატო დაიბადა და გაიზარდა ერთ-ერთ სოფელში სადაც ცივილიზაცია იმდენად მოწყვეტილი იყო რომ ბავშვებს ხისგან გამოთლილი სათამაშოების გარდა სხვა გასართობი არც კი გააჩნდათ. კატო ძალიან ცელქი ბავშვი იყო, თავისი სითავხედით და სითამამით მუდამ გამოირჩეოდა თანატოლებში, ის კარგად სწავლობდა და ყოველთვის იმაზე მეტი იცოდა და ესმოდა ვიდრე თავის თანატოლებს, უცნაური ბავშვი იყო, თითქოს მხიარული სინამდვილეში კი თვითონაც ვერ არკვევდა რა ხდებოდა მის გულში და გონებაში, ეძებდა და ვერ პოულობდა იმ სევდის მიზეზს რაც მის ტვინს საშინლად ანადგურებდა. ცამეტი წლისა იყო როცა სახლიდან წამოვიდა, ერთი ბიჭი შეუყვარდა და მასთან ერთად ახალ ქალაქში ახალი თავგადასავლების ძიება დაიწყო. თითქოს ყველაფერი კარგად იყო მაგრამ როცა კატო ფეხმძიმეთ დარჩა იმ ბიჭმა სწორედ მაშინ მიატოვა და სხვა გოგოზე დაქორწინდა, კატოსთვის ეს იმხელა დარტყმა იყო რომ ბავშვი ვერ შეინარჩუნა და მუცელი მოეშალა, მისთვის ცხოვრება თითქოს დასრულდა, არაფერი აღარ ადარდებდა, მას ანდრია გაგიჟებით უყვარდა მის გარეშე კი სრულიად გამოფიტულ ქალად იქცა, ცდილობდა, იბრძოდა, მაგრამ მის დავიწყებას ვერ ახერხებდა.

–კაი რა, მერე?
–რა მერე, ავდექი და წამოვედი.
–კატო კატო შენი გამოსწორება მართლა შეუძლებელია.
–ეცადე მაინც რო ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა გააბა, აღარ მოგბეზრდა ერთჯერადი ფლირტები?
–კი მომბეზრდა, იმიტო რო ყველა კატეგორიის კაცთან მქონდა ურთიერთობა, მაგრამ მე სიყვარული არ შემიძლია გაიგეთ ეს.
–ცდები შენ ძალიან დიდი სიყვარული შეგიძლია, მაგრამ წარსულს დავიწყების საშუალებას არ აძლევ, ანდრია დღემდე გიმონებს, აღარ ვიცი რა გითხრა, რა რჩევა მოქცე.
–იცი რა, არ გინდათ მოწევა?
–ნახე ეხლა. როგორ შეიძლება ამას სერიოზულად ელაპარაკო როცა არც კი გისმენს.ანუშკას უკმაყოფილოდ გათახედა მაშომ.
–ვა გისმენთ რა გამიტრაკეთ საქმე, მაგრამ რა აზრიაქვს ტყუილად თავის ტკივილს, დატკბით რა ცხოვრებით, მართალია მთელი სამყარო ყარს, მაგრამ ჩვენ მაინც უნდა დავტკბეთ.
–მასხარა ხარ რა. სიცილი აუვარდათ მეგობრებს.

კატოს ცხოვრება მართლა უაზროდ გადიოდა, ის დროს მხოლოდ გართობაში ატარებდა, მისი გონება სხვაგავარად იყო მოწყობილი მაგრამ როგორ ამის ამოხსნა არ შეეძლო, უნდოდა კიდეც სხვანაირი ყოფილიყო, მაგრამ არ გამოსდიოდა, თითქოს რაღაცამ დაიმონა ისე, რომ თავისუფლად სუნთქვის საშუალებასაც აღარ აძლევდა, რამოდენიმეჯერ სცადა ც მაგრამ ყოველი ცდა უშედეგოდ დამთავრდა, დასცინოდა კიდეც თავის ბედს, იტყოდა ხოლმე „რაკი ცხოვების საკმარისი ნიჭი არ გამაჩნია, რა კი ვერ ვეგუები არსებულს, რაკი უცხოა ჩემთვის სამყაროს სიკეთე და მხოლოდ ბოროტების ნათლად აღქმა შემიძლია– იქნებ სივდილში ვივარგო..მომწყინდა, ყველა ხერხი ვცადე მაგრამ ყოველთვის რაღაც ან ვიღაც ეღობება ჩემს სიკვდილს წინ, როგორც ჩანს თავის მოკვლის ნიჭიც არ გამაჩნია“

-კატო რაღაც შენი ფერი არ მომწონს? ეუბნბეა ერთ საღამოს ანუშკა.
–რატო?
–არ ვიცი, ფერმკრთალი მეჩვენები.
–გადაიწვა ეტყობა. ჩაიქირქილა მაშომ.
–აუ მაშო გეფიცები დაგახრჩობ ეხლა.
–რაიყო გეწყინა?
–არა სიმართლე გითხრა ფეხებზე ჩემზე რას იტყვი, არც შენ მყევხარ ფრთაშესხმული ანგელოზი.
–გეხვეწებით რა ,ისევ ნუ იჩხუბებთ. მეგობრების დაშოშმინებას შეეცადა ანუშკა.
–წავედი მე.
–სად მიდიხარ?
–სანრო უნდა ვნახო?
–რაღაც ამ ბოლო დროს მასთან უფრო მეტ დროს ატარებ ვიდრე ჩვენთან რა ხდება? ერთადერთი მეგობარი გყავდა და ისიც შეაბი?
–მაშო გეყოფა, რა აგრესიული ხარ?
–შეეშვი რა ანუშკა, სადააცაა გასკდება, მაგრამ აზრი? რაც არ უნდა თქვათ მაინც კარგად ვიცი რომ ორივე გიჟდებით ჩემზე ისევე როგორც მე თქვენზე. დროებით.

კატოს ცხოვრებაში არსებობდა სანდრო, რომელიც მას შემდეგ გამოჩნდა რაც კატო და ანდრია დაშორდნენ ერთმანეთს, სანდრო სხვებს არ ჰგავდა, ის მასთან მართლა მეგობრულად იყო და ამიტომაც კატოც ძალიან ლაღად გრძნობდა მასთან თავს, ის იყო კატოს ერთგული ფინია არა ცუდი გაგებით არამედ, ის იყო მართლა ფინია მეგობარი რომელიც კატოს ყველა ახირებას უსიტყვოდ ასრულებდა. მუდამ მის გვერდით იყო, მასზე ყურებამდე იყო შეყვარებული მაგრამ ვერასოდეს უბედავდა ამის თქმას, მტკივნეულად ისმენდა მისგან ყოველი ახალი ფლირტის ამბებს.

–არ გინდა გთხოვ კატო, დავიღალე.
–რა გჭირს?
–აღარ მინდა იმის მოსმენა რას აკეთებდი წუხელ, შენი სექსუალური ფანტაზიები არ მაინტერესებს, ცხოვრებაში სხვა უფრო ღირებული საკითხებიც არსებობს.
–რა მოგივიდა?
–არაფერი უბრალოდ შენი სექსუალური ცხოვრების მსმენელი აღარ მინდა ვიყო.
–კარგი მაპატიე, მუდამ მეკითხებოდი და მეც ამიტომ გიყვებოდი.
–ხო ვიცი უბრალოდ მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო.
–მაინც როგორ? კარგი რა, ახლა არ მითხრა რომ შეგიყვარდი, ამას არ დავიჯერებ, შენისთანა სრულყოფილ ადამიანს არ შეუძლია ჩემისთანა ბო*ის შეყვარება.
–საკუთარ თავს რატო აყენებ შეურაწყოფას? როცა ასე იქცევი ძალიან მინდა გაგარტყა რომ გონს მოეგო.
–რა ასე არ არის? მოდი გამარტყი, ამოიღე რაც გულში გაქვს, როგორც ვხვდები ბევრი რამ დაგგროვებია, კატო სანდროს გამოწვევას ცდილობდა მაგრამ არაფერი გამოუვიდა, სანდრომ გაღიზიანებული მეგობარი მკლავებში მოიქცია, მაგრად ჩაიხუტა და მანამ არ გაუშვა სანამ არ იგრძნო, რომ დამშვიდდა.
– აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, შენს მეგობრებს უთხარი?
–ჯერ არა, ვერ ვბედავ, ვიცი მათთვის ეს დიდი დარტყმა იქნება.
–და შენი აზრით ჩემთვის ადვილი იყო ამის მოსმენა?
–შენ თვითონ მაიძულე ექიმთან მისვლა, ამიტომაც გაიგე, თორემ დამიჯერე არც შენ გეტყოდი.
–იცი კატო იმდენად ეგოისტი ხარ, რომ იმის თქმაც არ გინდა რამხელა საფრთხის წინაშეც დგეხარ, კარგი რა ეს უკვე მეტისმეტია, აქამადე ფული არ გქონდა და ეს იყო მიზეზი, ეხლა როცა ფული გაქვს რას აკეთებ? უფრო მეტ სისაძაგლეს, უფრო მეტს სვავ, მეტს ეწევი, მითხარი სიკვდილს ეძებ?
–ხო ასეა, მინდა მანამ მოვკვდე ვიდრე მიქელგაბრიელი მომაკითხავს მაშინ როცა ღმერთმა დამიწესა სიკვდილი, ვერ ვიტან წესებით თამაშს, გეხვეწები სანდრო, გთხოვ შენ მაინც მოეშვი ჩემს კრიტიკას, რა მოგივა?
–კატო გპირდები სიკვდილის უფლებას არ მოგცემ.
–არც ვითხოვ შენგან რამის უფლებას.


კატოს ხშირად აწუხებდა ჯამრთელობის პრობლემები, მაგრამ ადვილად უმკლავდებოდა მათ, თუმცა ბევრი დალევისგან, სექსისგან და აწყვეტილი ცხოვრების შედეგად მან საკმაოდ გაირთულა მდგომარეობა და პატარ–პატარა დაავადებები კიბოში გადაეზარდა, ეს თითქოს მისთვის არც ყოფილა შოკი, ძალიან ადვილად მიიღო და არც არავისთვის უთქვავს, არ თვლიდა საჭიროდ ვინმეს შესცოდებოდა თავისი ავადმყოფობის გამო, „სიბრალული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამ ქვეყანაზე“ ის არ აპირებდა დანებებოდა მას, დალოდებოდა როდის შეჭამდა მის სხეულს ნაწილ ნაწილ, ის ცდილობდა მისგან განთვისუფლებას, ის ცდილობდა სიკვდილს მანამ სანამ დაუძლურდებოდა.


-რა მოხდა?
-გუშინ ანდრია შემხვდა, ცოლთან და ბავშვთან ერთად.
-სად კატო?
-მე და სანდრო ბარში ვისხედით და იქ შემოვიდნენ, იცით რა დამემართა? არ ვიცი მომეკვეთა ყველაფერი, ვეღარ ვგრძნობდი სხეულს, მხოლოდ სიმხურვალეს ვგრძნობდი რომელმაც ჩემი სხეული და გონება ერთიანად მოიცვა.
-ისევ გიყვარს?
-არ ვიცი მიყვარს თუ მეზიზღება, მაგრამ მის დანახვაზე ისე ვინთები, მასთან სექსიც მინდება, მაგრამ მისი ტანჯვის ყურება უფრო მინდა, მის თვალებში სინანულის დანახვა მინდა.
-როგორ არ მიყვარს რო დალაგდება ყველაფერი მერე გამოჩნდება ეგ ნაბი*ვარი და ისევ გერევა ტვინი, მოხვალ აზრზე და მერე ისევ აუშვებ, სიამოვნებით გამოვუყვანდი ჩემი ხელით წირვას, ეგ ტიპი იმდენად ნაბი*ვარია რომ სულაც არ არის ღირსი დღის სინათლეს ხედავდეს.


–მე მაინც ვფიქრობ რომ სანდროს შენ უყვარხარ.
–არამგონია.
–და შენ?
–რა მე? თუ მიყვარს? კარგით რა, სანდრო ძალიან კარგი ადამიანია ჩემგან განსხვავებით და თავს არასოდეს მივცემ მისი შეყვარების უფლებას.
–და შენ რა გაქვს ცუდი?
–დამცინით არა? ჩემთან თამაში გადაწყვიტედ? პირი შეკარით დამპლებო ხო?
–კატო მომისმინე, რაც არ უნდა გაიძახო რომ აღვირახსნილი, ვნება აწყვეტილი და დაუოკებელი ქალი ხარ, სამივემ ვიცით სინამდვილეში, მშიშარა, სუსტი და სასტიკად რომანტიკული ადამიანი ხარ, რომელსაც იმხელა სიყვარული შეუძლია რომ ირგვლივ სიყვარულის გარდა არაფერს ასხივებს და ამას ვერ ამჩნევს.
–ეს რაღაც ახალია, თქვენ რამე დალიეთ?
–სულ ნუ ღადაობ გოგო, მომისმინე რასაც გეუბნები და შეიგნე, შენი იმ გრძელი სიიდან ვისთანაც კი ერთი ღამე მაინც გაგიტარებია, სანდრო არის ერთადერთი ადამიანი ვისაც ნამდვილად უყვარხარ და შენი სურვილით კიარ იწვის, შენი სიყვარულის გაზიარება და მისით ტკობოდა უნდა.
–არ მომწონს ეს ლექცია. წარბები დაუქაჩა კატომ მეგობრებს.
–გამაჭედინებს ეხლა ეს.
–მე არავის გაუბედურებას არ ვაპირე.ბ
–ეგ რას ნიშნავს? კატო მოდი აქ, ეგ რატო თქვი?
–შემეშვით, ჩემს ცხოვრებას თვითონ მივხედავ.


კატო თავის ოთახში იმყოფებოდა, იატაკზე ფურცლები გაეშალა და რაღაცას უაზროდ ხატავდა, კომპანიის ახალ ემბლემაზე მუშაობდა მაგრამ გაუსაძლისი თავის ტკივილი ამის საშუალებას არ აძლევდა, ფიქრი უნდოდა მაგრამ ტკივილი ჭამდა და ფერებს ვერ სვავდა, ხატავდა და მერე ისევ ხევდა, მოულოდნელად გონება დაკარგა, კარგა ხანს იქნებოდა ასე უგონოდ რომ არა ანუშკა რომელიც ძალიან შეშინდა, ორი საათის განმავლობაში ურეკვადა და რადგან ტელეფონს არ უპასუხა გადაწყვიტა სახლში მიეკითხა და გაეგო მეგობრის ამბავი, შინ შესულს საშინელი სანახაობა დახვდა, კატო იატაკზე უგონოდ ეგდო, ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ანუშკა პანიკაში არ ჩავარდნილა მაშინვე სასწრაფო გამოიძახა და შემდეგ მაშოსაც დაურეკა.

–შეგიძლიათ შეხვიდეთ ეხლა უკეთ არის. ამბობს ექიმი.
–ექიმო რა მოუვიდა?
–სჯობს მას დაელაპარაკოთ.
–როგორ ხარ კატო?
–შეგაშინეთ?
–როგორ ფიქრობ? არ ვიცი როგორ მოვახრეხე სასწრაფოს გამოძახება, მითხარი რა მოგივიდა, გონება დაკარგე?
–თქვენთვის რაღაც მაქვს სათქმელი, მაგრამ პირობა მომეცით რომ არც იტირებთ და არც პანიკაში ჩავარდებით.
-ნუ გვაშინებ, თქვი რისი თქმა გინდა, საშინლად ვიძაბები როცა სერიოზულად ლაპარაკობ და არ მაიმუნობ ხოლმე. გაუღიმა მაშომ.
- მე სიკვდილს ვეძებ, მინდა მოვკვდე ოღონდ არა ისე როგორც ყველა, მინდა გავნთავისუფლდე ყოველგვარი მიწიერისგან და ვეზიარო მარადიულ ცხოვრებას, იქ რა მელის ეს უკვე მეორე ხარისხოვანია, ვიცი სამოთხში ჩემი ადგილი არ იქნება მაგრამ მაინც მინდა ამ სამყაროს მოვწყდე.
–კატო რეებს ლაპარაკობ, გაგიჟდი?
–შენ მთელი ცხოვრება წინ გაქვს ჯერ ძალიან პატარა ხარ ასეთ რაღაცეებზე საფიქრელად.
–გოგოებო მე ავად ვარ.
–კატო გაჩუმდი.
–არა გთხოვთ დამამთავრებინეთ, ნუღარ მეტყვით კატო გაჩუმდი, ჩემი სიმართლე ისაა რომ ავად ვარ, კიბოს ჩემი სხეული სამოთხედ მოეჩვენა და იფიქრა ამ მშვენიერ კუნძულზე არდადეგებს გავატარებო, ხოდა ახლა ნებივრობს ჩემი სისხლის ოკეანეში, ჩემი გულის მზეზე ირუჯება, ტანჯვით მიწევს მისი ძვირადღირებული შვებულების გადახდა და ეს სიცოცხლის ფასად მიჯდება, ტკივილმა რომ არ გამტეხოს ხშირად მიწევს მორფის გაკეთება, აბების ყლაპვისგან კი კუჭის ტკივილებიც დამეწყო, ჯერ კიდევ შემომრჩა გონება, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება, ამიტომაც მირჩევნია სანამ „მე“ ვარ მანამ მოვიკლა თავი და არა რომელიმე ექიმმა საწოლში უგონოდ მწოლიარეს გამომირთოს სუნთქვის აპარატი, მხოლოდ სიკვდილშია ჩემი თავისუფლება, ვიყო თავისუფალი ეს იგივეა რომ მოვკვდე.
–კატო რას ამბობ, თქვი რომ იტყუები და არაფერიც არ გჭირს, თქვი რომ უბრალოდ გონება დაკარგე. უკვე ცრემლებს ვერ იკავებს მაშო.
-არა მაშო სიმართლეს გეუბნებით.
- შენ ამას ეხლა ამბობ? ეხლა როცა ამდენი რამ შეგემთხვა? გაგიჟდი? შენი აზრით ღირსი არ ვიყავით რომ შენი ამბავი ჩვენთვის გეთქვა? ესე იგი სიკვდილს აპირებდი არა? არასოდეს, არასოდეს დაგანებებთ სიკვდილს. გესმის?
–უკვე გვიანია.
–არა, გაიგე? არასოდეს არის გვიანი, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, შეუძლებელსაც კი, შენ არ მოკვდები, მეტიც არც კი იფიქრებ სიკვდილზე, შენ ჩვენ გვჭირდბი არ მოგცემთ ჩვენი დატოვების უფლებას, გასაგებია? ისე მოიქცევი როგორც ექიმი გეტყვის, თუ საჭირო გახდება უცხოეთშიც წავალთ და იქ გაიკეთებ ოპერაციას.
–ხომ გეუბნებოდი შენი მეგობრები გვერდში დაგიდგებიანთქო. როგორც იქნა ხმა ამოიღო სანდრომ.
–სანდრო? შენ აქ საიდან გაჩნდი?
–ანუშკამ დამირეკა.
–შენ იცოდი? მოიცა შენ იცოდი და არაფერი გვითხარი?
–სანდრო არაფერ შუაშია მე არ მინდოდა გცოდნოდათ, ისედაც აწეწილი ცხოვრება გაქვთ და არ მინდოდა ჩემი პრობლემებით დამეტვირთეთ.
–ანუშკა ეხლა დამაკავე თორემ ამას საწოლში გავგუდავ.
–კარგი დამშვიდი მაშო, ყველაფერი მოგვარდება.


მეგობრების დაჟინებული თხოვნის შედეგად კატო ამერიკაში გაემგზავრა სანდროსთან ერთად სადაც მისთვის ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ, ექიმის აზრით მისი გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებლი იყო, კატომ არ მოისურვა გოგოების თან წაყვანა, დარჩით და კომპანიას მიხედეთ მე სანდროც მშვენივრად მომხედავსო. მეგობრებმაც იცოდნენ რომ კატო მართალი იყო და ალბათ უკეთესიც იქნებოდა მათი მარტო წასვლა, იქნებ კატოს ნამდვილი სიყვარული სწვეოდა.. ისინი საშინლად განიცდიდნენ განშორებას რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა როცა მეგობრები ყოველ საღამოს ვეღარ მოახერხებდნენ ერთად დასხდომას და ერთმანეთის კრიტიკას, სიცილს, ტირილს, ერთმანეთის წუწუნის მოსმენას, მიუხედავად იმისა რომ უკვე ბევრი ფული ჰქონდათ და არც დროსტარებას იკლებდნენ, არც კაცებს და არც ალკოჰოლსა თუ სხვა რაიმე გასართობ საშუალებებს, ერთად ყოფნაზე მეტად მაინც არაფერი უყვარდათ...

თუ რეალობას გადავხედავთ დავინახავთ, რომ ყველაზე მხიარულებს ყველაზე სევდიანი გული აქვთ, ყველაზე პახაბნი ადამიანები, ყველაზე მგრძნობიარენი არიან, ასე იყო კატოც, ის იყო, თავქარიანი, ვნება აწყვეტილი, საშინლად ბილწი ენის მქონე ადამიანი, მაგრამ ეს კარგად მორგებული ნიღაბი იყო, სინამდვილეში ის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელსაც სიცოცხლე სურდა, მაგრამ არა ისეთი როგორიც ჰქონდა, მას არ უნდოდა ამ ჭაობში ჩაძირვა მაგრამ მაინც იძირებოდა, ძალა არ ყოფნიდა ებრძოლა. მან სიკვდილი არჩია რათა ამ ყველაფრისგან თავი დაეღწია, თუმცა ჯერ ყველაფერი არ იყო დასრულებული...


-ცუდად ხარ კატო?
-ყველაზე მეტად ცუდად ის მხდის რომ ჩემი მეგობრებისგან მოწყვეტილი ვარ, შენ არ იცი ისინი ჩემთვის რას ნიშნავენ, შენ კი არა მათაც არ იციან ეს.
-დამიჯერე რომ ძალიან კარგად იციან, ცოტაც გაუძელი, ეს ოპერაციაც ჩავამთავროთ, მერე თბილიში დავბრუნდეთ და ყველაფერს აინაზღაურებ რასაც გამოაკლდი.
-მადლობ რომ ჩემს გვერდით ხარ, არვიცი ოდესმე თუ გადავიხდი შენს პატივისცემას.
-მე არ მჭირდება არაფრის გადახდა კატო, მე შენ მჭირდები, ჯამრთელი, ცოცხალი, ისევ ისეთი ლაღი, ისევ ისეთი უხამსი, ვნებიანი, მეგობრული, დაუნდობელი როგორიც ადრე იყავი.
-სანდრო.
-არა მომისმინე გთხოვ, ძალიან შვცდი რომ აქამდეც არ გითხარი ჩემი სათქმელი, იქნებ ყველაფერი სხვაგვარად ყოფილყო, მაგრამ არაუშავს მე მჯერა რომ ჩვენ კიდევ ბევრი დრო გვექნება ერთად ყოფნისთის, მე შენ მჭირდები, არც გაბედო ჩემი მიტოვება გესმის?
-შენთან ყოფნა მინდა, თქვა კატომ, ცრემლები წასკდა და სანდროს ჩაეხუტა, იმ ღამით ალბათ პირველად გაატარა ღამე რომელსაც მუდამ ელოდა, მას არ ჰქონია უბრალოდ სექსი, ის სიყვარულის ღრუბლებში დაფრინავდა, ის თავს არ გრძნობდა ისე როგორც სხვა დროს, ის არ თამაშობდა, ის იყო სათუთი, ფაქიზი, შეშინებული ქალი, რომელიც უსაზღვროდ გააბედნიერა სანდრომ. მას დაავიწყდა ყველა სულიერი თუ უსულო, მხოლოდ სანდროზე ფიქრობდა და მომავალზე რომელიც ოპერაციის წარმატებით დასრულების შედეგად ელოდა, თუმცა ჯერ დიდი რბოლის ბოლო ადგილას იდგა და პირველობის მოსაპოვებლად ბევრი ბრძოლა მოუწევდა, თუმცა ის მზად იყო ებრძოლა, ებრძოლა სიცოცლისთვის, მეგობრებისთვის, საკუთარი თავისთის და რათქმაუნდა სანდროსთვის...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ შემეცოდა კატო. ყველაზე მეტად დატანჯული ის გამოვიდა. იმსახურებს ბედნიერებას სანდროსთან ერთად, თუნდაც ცოტა ხნით. ცრემლები მდიოდა კითხვის დროს. იშვიათობაა ისეთი მეგობრობა, როგორიც ამ სამ ქალს გააჩნია ერთმანეთის მიმართ.

 



№2  offline წევრი mirandaa31

სევდიანი თავი იყო (( კატო შემეცოდა თუმცა მიხარია რომ სანდრომ შეძლო და გააბედნიერა. აი რამდენი ხნით იქნებიან ბედნიერები ეს შენი გადასაწყვეტია, მაგრამ იმედია მიცემ ბედნიერების უფლებას. ანდრიასნაირ კაცებს ვერ ვიტან!!
--------------------
ხელმოწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent