შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 20


31-05-2018, 22:56
ავტორი Queenofmoon
ნანახია 1 128

შენს მკლავებში დავლევ სულს 20

-ქალბატონო ევა,არაფერზე არ ინერვიულოთ,ბავშვები კარგად არიან,ისინი კარგად ვითარდებიან და იზრდებიან,ამბობს ექიმი და მზერას მონიტორს არ აშორებს.
-დიდი მადლობა.. ვთქვი მოწყენილმა,ჩანთა ავიღე და კაბინეტი დავტოვე.
გული საშინლად მწყდება,იოანე რომ არ გამომყვა,ის ჩემთან ერთად ჯერ არ ყოფილა ექოზე,რატომ არ მოვიდა..რატომ მაიგნორებს მთელი დღე...ფიქრები ტვინს მიბურღავს და ვერ ვიშორებ თავიდან მათ ქაოსს.
სახლში მისვლისას,კიდევ რამდენჯერმე დავრეკე,თუმცა უშედეგოდ.
შეტყობინება ამჯერად თორნიკეს გავუგზავნე,არც მან მიპასუხა,ოთახში შევედი და ჩემს საწოლზე დავესვენე,ფანჯრიდან შემოვალ სიოს მივუშვირე სახე,რომელიც სასიამოვნოდ მელამუნებოდა,ამ ნეტარებაში ჩამეძინა,სადღაც ოთხი საათი იყო,როცა დედა შემოვიდა დოინჯშემოკრული ხელებით,თავზე დამადგა და ისე მიყურებდა,როგორც დასჯილ ბავშვს,
ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი ვერ ვარკვევდი მის ბრაზნარევი ხმის მიზეზს.
-ევა ადექი!
-რა ხდება?!
-ვიღაც კაცი მოვიდა,ევასთან საქმე მაქვსო..ვერ ვკითხე შენი ქმარი არის თუ არა,მომერიდა. ადექი ახლავე!
-რაა?ვინ კაცი??
მაშინვე ტელეფონს ვწვდი და შემოსული ზარების რაოდენობა ვერც კი დავითვალე,სწრაფად შემოვიცვი ხალათი და გამობერილ მუცელზე ფრთხილად მოვიჭირე ქამარი.
მისაღებში თორნიკე იდგა,აქეთ იქით დადიოდა და მისმა სტუმრობამ მართლაც გამაკვირვა,დედა კარს ამოფარებული იდგა და თვალს არ გვაშორებდა,თორნიკე სამზარეულოში შევიპატიჟე და კარი მოვხურე.
-თორნიკე,რა ხდება? მშვიდობაა?!
-კი,კი. არ ინერვიულო.. იყავი ექიმთან?
-ვიყავი,შენ ის მითხარი რა ქარმა გადმოგაგდო?
-იოანე ვერ წამოვიდა დღეს შენთან ერთად,არ გაუბრაზდე..
-რატომ.. რა მოხდა? კიდევ ვინმეს ეჩხუბა? ცინიზმი არ დავიშურე და წყლით სავსე ჭიქა გამოვცალე,თორნიკეს წინ დავჯექი და თვალები დავხარე.
-გახსოვს,რამდენი ხანი ცდილობდა კონსტანტინეს სეიფის გახსნას?
-კი.
-მოკლედ,როგორც იქნა გახსნა სეიფი.. ძალიან ბევრი ნივთი,წერილი,ფული ნახა.. მოკლედ ყველაფერი..
-წერილი?
-ჰოო..მან იოანეს დაუტოვა..იოანემ წაიკითხა და..
-და?
-განადგურებულია...იმ წერილში ისეთი რაღაცები ეწერა,რასაც თავის თავს ვერ პატიობს.
-და მაინც?
-მაინც,ის.. რომ მაგალითად,ნიკასთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდა,არ ეჩხუბა მისთვის..
-მას ეს წერილი წაკითხული რომც ჰქონოდა,მაინც მოკლავდა ნიკას.. ასე არ არის?
-ფიქრობს,რომ ალბათ ამ წერილის გამო თავს შეიკავებდა და დათმობდა.
-რას დათმობდა? ნიკას სისასტიკეს ადამიანების მიმართ?ათას უდანაშაულო ადამიანის სიკვდილს?ამას დათმობდა?
-ევა,ხომ ხვდები რომ ესე ადვილი არ არის.. აზრზე მოვა და დაგიკავშირდება.. მე ამის სათქმელად მოვედი..
-ჰო მესმის,ძნელი იქნება მისთვის..
-კარგი წავალ.. მაპატიე,ცუდ დროს მოვედი,გაგაღვიძე..
-არა თორნიკე,რას ამბობ,მოდი რა,ვისადილოთ?
-არა,არა.. მეჩქარება,მართლა. თვალი ჩამიკრა და სამზარეულოს მოშორდა.
-ისე,ნუკისთან როგორ არის საქმე?
თვალებგაბრწყინებულმა გამომხედა მისი სახელის გაგონებაზე, მაშინვე ღიმილმა გაიელვა და მხოლოდ თავი დააქნია..
-მგონი კარგად..
-მგონი?
-ხო,ცოტა მიჭირს მასთან ურთიერთობა,ესე სერიოზულად არავინ მომწონებია და მგონი ჩემი სისულელეებით ვღლი.
-არამგონია,იცი რა? მე იო,შენ და ნუკი ერთად წავიდეთ სადმე,ადგილს მე მოვიფიქრებ და გპირდები მოეწონება.
-ძაან მაგარი აზრია,მართლა.. ააუ მადლობა, ხელები გაშალა და მიმიხუტა
-ხო,მთავარია იოანე...
-ნუ ნერვიულობ,გადაუვლის მალე..
-კარგი,დროებით..
-დროებით ევა.
მეორე ოთახიდან დედა მაშინვე ჩემი ოთახისკენ გამოეშურა,კითხვების კორიანტელი დამაყარა,მე კი ვერც კი ვფიქრობდი,რა მომეტყუებინა.. ვინ იყო ეს ბიჭი,რა მეთქვა.. კითხვას რამოდენიმეჯერ მიმეორებდა და მიმეორებდა,როგორც იქნა აზრებმა მოაღწიეს გონებამდე და უაზრო მიზეზით ვუპასუხე.
-თორნიკე იყო,ჩემი მეგობარი.
-მე რატომ არ ვიცნობ?
-მმ...შენ.. იმიტომ,რომ..როცა დავქორწინდი,მაშინ გავიცანი.
-შენი ქმრის მეგობარია არა?
-არა,ჩემი.
-ევა მატყუებ.
-კარგი რა დედა,დამანებე თავი,დასვენება მინდა. კარი მოვხურე,გადავკეტე და საწოლზე დავეშვი,თავს უფლება მივეცი ყველანაირად მოვდუნებულიყავი და ნეგატიური აზრები მომეშორებინა.. მხოლოდ რამოდენიმეჯერ დავხედე ტელეფონს იოს ზარის მოლოდინში და მეც მალევე ჩამეძინა.
3 კვირა გავიდა,მას შემდეგ,რაც იოანე არ გამოჩენილა,საშინელი ბრაზი მიტევდა და ამას ვერ ვმალავდი,ექიმი სულ იმას მეუბნებოდა,ნერვიულობა არ შეიძლებაო,თუმცა სტრესი ხომ თავისით მოდის?
ამ ყველაფერს ვერ ვეწინააღმდეგებოდი,სახლში ჩავიკეტე,თუმცა ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა,ეს ჩემთვის და პირველ რიგში ჩემი ორი პატარასთვის იქნებოდა ძალიან ცუდი,ამიტომ ძალა მაქსიმალურად მოვიკრიბე,არ მეფიქრა იოზე,არ მეფიქრა ცუდზე.
დარდის გასაქარვებლად,სოციალურ ქსელში ისევ დავიწყე აქტიურობა.
ჩემს ძველ მინაწერებს გადავხედე დაქალებთან,კურსელებთან... ბოლოს,გიოსთან.
ძნელია ამდენი ხნის მერე,ადგე და დაქალებს დაუკავშირდე,ახლა გაიხსენო ყველა.. ამაზე ტანში საშინელმა კანკალმა ამიტანა,არ მინდა ვინმესთვის ზედმეტი ვიყო,ისიც არ ვიცი კიდევ არიან თუ არა ჩემი მეგობრები.. მყავს ვინმე საერთოდ?ვუნდივარ მათ მეგობრად?სიმართლეს ისედაც ვერ მოვუყვები,ჩემი ტყუილი კი გულს ატკენთ. ძალას ვიკრებ და ჩემს ორ საუკეთესო მეგობარს ჩათში ვაგდებ.
"გამარჯობა" ვწერ სენსორზე,და ისევ ვშლი.. "პრივეტ,როგორ ხართ?" არა,ისევ ვშლი,რა პრივეტ ევა?! შუბლზე ხელს ვირტყამ,იმდენი ხანი გადის ამდენი ფიქრის შემდეგ,ვერც კი ვაცნობიერებ,რომ ელენამ ჩატი ნახა და პირველმა მან მომწერა.
-ევა?
ჩატს უკვე ანასტასიაც ნახულობს და ისიც მას ჰყვება.
-არ მჯერა?! ევა შენ ხარ?!
-ეს შენ ხარ თუ ვინმე ღადაობს?
ძალას ვიკრებ,სენსორზე თითებს ვხლართავ და პასუხის გასაცემად ვემზადები.
-მე ვარ.. როგორ ხართ? სხეულის ცახცახს ვერ ვიჩერებ და პლედს მთელ სხეულზე ვიკრობ.
-მე კარგად,შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად..
-აღარ გვეგონა თუ გამოჩნდებოდი..ისიც არ ვიცოდით ცოცხალი იყავი თუარა.. (ანასტასია)
-ჯერ კიდევ არ მჯერა,რომ მართლა შენ გვწერ(ელენა)
-მაპატიეთ,ძალიან ბევრი რამ მოხდა ბოლოს,არ შემეძლო არავისთან კონტაქტი..
-ჩვენ შენი დაქალები ვიყავით ევა,რა ვერ გვითხარი?რა მოხდა ასეთი..
-მაპატიეთ..მართლა არ შემეძლო..
-კარგი,რაც არ უნდა იყოს,იმედია მშვიდობა გაქვს..
-კი.. რას აკეთებთ?გცალიათ?
-მე უნივერსიტეტიდან გამოვედი,საღამოს სანდროს ვხვდები და ანასტასიასთან გავალ.
-უი,სანდროსთან ხომ ყველაფერი რიგზეა?
-კი,კი..
-ჩემი სახლის მისამართი გახსოვთ?
ორივემ სიცილის სმაილი არ დაიშურა,რამოდენიმე წამში დამეთანხმნენ.
-თქვენი ნახვა მინდა.. მე,მომენატრეთ.. ძალიან..
-შენ გგონია ჩვენ არა?
-ანუ,მოხვალთ?
-მოვალთ. მეტი არ მინდა შენი გაუჩინარების მიზეზი არ გქონდეს წესიერი.
-მოგიყვებით ყველაფერს..გპირდებით.
-კარგი ევა,დროებით.
-დროებით.
ჩათი დავხურე და ამოვისუნთქე,ბედნიერებისგან ასე რამოდენიმი წუთი გაღიმებული ვიჯექი და მართლაც დიდ სიხარულს მანიჭებდა ის ფაქტი,რომ მეგობრები შეიძლება ისევ დამებრუნებინა.
ტირამისუ და სამი ჭიქა ლატე მოვიმარაგე ჩემს ოთახში,ასე მეგონა ისევ თინეიჯერი ვიყავი,ისეთი ეიფორიითა და სიხარულით ველოდებოდი მათ მოსვლას. კარზე ზარი გაისმა თუარა,მაშინვე გიჟივით გავვარდი,ღმერთო,მემგონი მართლაც ბედნიერი ადამიანი ვარ,რომ მეგობრებმა ხელი არ მკრეს.
ერთმანეთს ვეხუტებოდით,ასე ვიდექით სამივენი,სანამ დედაჩემი არ გამოვიდა და მიესალმა მათ.
ხელები ჩავჭიდე ორივეს და ოთახის კარი მოვხურე.
-და გიო?ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ელენამ და ყავა მოსვა.
-ალბათ არ მიყვარდა.. რომ მყვარებოდა ასე ძალიან,მის დავიწყებას ხომ ვერ შევძლებდი?
-ალბათ..
-განიცდიდა ჩემს გაუჩინარებას?
გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს,მე კი გაკვირვებული შევყურებდი მათ.
-რა ხდება? ისევ კითხვით მივუბრუნდი და გულმა გამალებით დაიწყო ცემა.
-ევა არ გეწყინოს.. რომ გაუჩინარდი,იმ დღეს ამ კორპუსშიც მკვლელობა რომ მოხდა,ყველაფერი ამ ფაქტს დაუკავშირეს,ყველას მკვდარი გვეგონე..
-ჰო,ეგ არ მიკვირს,მაგრამ..გიოსთან რა კავშირშია?
ანასტასიამ თავი დახარა და ტუჩები მოკუმა.
-ჰა,რა ხდება მითხარით? თვალებგაფართოებულმა გადავხედე ისევ ორივეს.
-შენი გაუჩინარებიდან,ორ თვეში ვიღაც გოგო მოიყვანა ცოლად.
ამ სიტყვების გაგონებაზე,ბაგეები გამეპო,გაკვირვებას ვერ ვმალავდი და სიმართლე გითხრათ გულის სიღრმეში რაღაც ტკივილსაც ვგრძნობდი,რადგან სანამ გიოზე ფიქრს შევწყვეტდი და იოანე შემიყვარდებოდა,მანამდე ძალიან მენატრებოდა,სულ მასზე ვფიქრობდი,სულ ჩვენს ქორწილზე... სულ ის მახსენდებოდა,მან კი ასე უცბად,ცოლი მოიყვანა.. რა გამოდის,არც მას ვყვარებივარ ისე,როგორც მე?ღრმად ჩავისუნთქე და ელენა მომეხვია.
-კარგი რა,ნუ იდარდებ ამაზე.. თქვენ ერთმანეთისთვის არ იყავით შექმნილები..
-არა,არ ვიდარდებ.. იმედია ბედნიერია..
-და შენი ქმარი? რატომ დაშორდით..
-არ დავშორებულვართ.. გავუღიმე მე.
-მართლა?
-ხო,ოღონდ ეკას ნუ გააგებინებთ ეხლა..
-როდის გაგვაცნობ სიძეს?!
-მმმ... მალე,ოღონდ ერთი კითხვა მაქვს.
-აბა გისმენთ?!
-ჩემი მეჯვარეობა ხომ არ გადაგიფიქრებიათ?!! წარბი ავწიე და ეშმაკურად გავხედე ორივეს.
*********
ისევ გავიდა ერთი კვირა. იოანე ერთი თვეა არ მინახავს..დღეებს ვითვლი,წუთებს,წამებს..ტელეფონს ყოველ წამს ვუყურებ,არ შემიძლია ამის ატანა..ვერ ვეგუები..
როგორ შეუძლია ჩემი ასეთ მდგომარეობაში იგნორირება,ასე ფეხებზე დაკიდება... თვალებზე ცრემლი მადგება,მაგრამ ვცდილობ ყველა ეს ცრემლი,ნაღველი,სევდა გადავყლაპო და თავი შევიკავო,მაგრამ არ შემიძლია.. არ შემრჩა ამდენი ძალა ყოველივე ამას მოვერიო.
კიბეებს ნელნელა ჩავუყვები და აჩრდილის დანახვაზე წამიერად შევკივლე.
ის მე შემომიტრიალდა,სიგარეტის კვამლში იყო გახვეული,ტუჩის კუთხე ჩატეხა,მწვანე თვალები შემომანათა და ბოლო ნაფაზი დაარტყა.
ბრაზი ერთიანად მაწვება,სიარულის ისე ვაგრძელებ და გვერდს ვუვლი,ამის გააზრებას ვერც კი ახერხებს,გზაში მეწევა და ხელს მჭიდროდ მკიდებს.
-ევა მოიცადე.
-დამანებე თავი! შემეშვი!
-გთხოვ,დავილაპარაკოთ!
-არა!
-ჩაჯექი მანქანაში! გიბრძანებ!
გაცეცხლებული სახით შევყურებ და ბრაზი უფრო მაწვება.
-შენ ვინ გგონივარ რამე მიბრძანო! შემეშვი!!
-მოკლედ სხვა გზას არ მიტოვებ.
წამიერად ხელში ავყავარ და სწრაფი მოძრაობით მტენი მანქანაში,კარებებს კეტავს და მისკენ მწევს,მე კი სახეს ვარიდებ და ყველანაირად ვცდილობ შევეწინააღმდეგო და არ შევხედო.
-ევა თუ არ მომისმენ,ასე არ გამოვა არაფერი.
-ჩვენ ისედაც არაფერი არ გამოგვდის,ხომ ხედავ?! დავიღალე იოანე! ძალიან დავიღალე.
-ევა შემომხედე! ამის დედაც! შემომხედე!
-არა!!!
საჭეს ხელს უტყავს რამოდენიმეჯერ,მანქანას ქოქავს და მთელი სისწრაფით მიჰყავს.
-რას აკეთებ,როგორ დაგყავს მანქანა!! ნორმალური ხარ?! გაჩერდი!! იოანე გაჩერდი! უკვე ვკივი იმდენად მეშინია,ისე სწრაფად დაჰყავს მგონია მანქანა ჰაერშია,ყვირილს არ ვწყვეტ და ხელს ვუტყამ გაჩერდეს.
სწრაფად უხვევს მანქანას უცნობ ადგილას და მუხრუჭს აჭერს.
გული ამოვარდნას მაქვს,ძალიან სწრაფად ვსუნთქავ და შეშინებული ვუყურებ.
ჩემს ხელს მის ხელში აქცევს და თითებზე მკოცნის.
-მაპატიე,გთხოვ.
-საშინელი კაცი ხარ იოანე..
თვალებს ხრის და ჩემს ხელს უფრო მჭიდროდ იჭერს.
-ევა.. გთხოვ.
-აღარ მინდა შენთან ყოფნა,აღარ მინდა! დავიღალე ასეთი ცხოვრებით,გესმის?
-ასე ნუ მეუბნები,ევა გთხოვ..მაპატიე.. ძალიან რთული იყო ჩემთვის ეს პერიოდი.. ვიცი გვიან,მაგრამ მაინც გავაანალიზე,რომ იმ წერილში რაც ეწერა იმას მაინც ვეღარ შევცვლიდი და ახლა რაც გამაჩნია,იმას უნდა გავუფრთხილდე.. შენ,შენ და ჩემს ორ პატარას.. გთხოვ ევა,გულს ნუ მატკენ.
-გულს ყოველთვის შენ მტეკნ იოანე.
-მაპატიე,კარგი?ძალიან გთხოვ ევა..
-იოანე,კიდევ თუ მაწყენინებ და გაქრები.შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ წავალ.
-მიყვარხარ,არასდროს გაწყენინებ,აღარასდროს მიგატოვებ. გპირდები.
-მეც.
-სახლში არ დაბრუნდები?
-ჯერ არა.
-ჰო,მაგრამ ამდენი ხანი გავიდა.. ხომ შემპირდი?
-ექიმთან მაგვიანდება იოანე..წავიდეთ
-2 თვე დარჩა ხო?
-უფრო ნაკლებიც,გავუღიმე და მუცელზე ხელი დავიდე.
-ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია.. ორი ბიჭი მეყოლება.
-მე გოგო მინდოდა! ჩავიბურტყუნე და გზას გავხედე, სახე მისკენ მიმაწევინა მისი თითებით და შუბლზე მაკოცა.
-მერე შენ რა იცი გოგო რომ არ გვეყოლება?
-ოჰ,სამი შვილი გინდა?
-მეტიც.
-კარგი ერთი,მე მეტი არ მინდა! ხომ ხედავ,როგორ გავსუქდი? მერე და მერე,აღარ მოგეწონები!
ჩემს საუბარზე გულიანად გადაიხარხარა,თავი საზურგეს მიადო და იცინოდა გაუჩერებლად.
-რა გაცინებს?
-ძალიან,ძალიან სულელი ხარ!
გულზე მიმიკრა და მის თითებს ჩემს თმაში დაათამაშებდა.
როგორ ავღწერო ეს მომენტი,ვერც კი წარმოგიდგენთ,იმდენად ბედნიერებაა მის გვირდით ყოფნა,უბრალოდ თვალებს ვხუჭავ და ამ ბედნიერების შეგრძნებას მთელი გულით ვცდილობ,კარგად დამამახსოვრდეს და ეს მუხტი მთელი ცხოვრება გამყვეს.
იმ დღეს იოანე ექოზე გამომყვა,ჩვენი პატარების გულის ცემა პირველად რომ მოისმინა,ისეთი გაბადრული სახით იჯდა,ისეთი დაკვირვებით უსმენდა,ხოველ ჯერზე ხელს უფრო ძლიერად სჭიდებდა ჩემს ხელს. ჩემი საყვარელი მწვანე თვალები უციმციმებდა და ღიმილს არ იშურებდა,მონიტორს აკვირდებოდა და ცდილობდა ერთმანეთისგან მათ გარჩევას.
დრო დადგა,მშობლებისთვის მეთქვა,რომ ჩემი შვილების მამას უნდა შევრიგებოდი,სხვანაირად არ გამოდიოდა..ეს ძალიან ძნელი იყო,თუმცა როცა სხვა გზა არ გრჩება,ის გეგმა უნდა განახორციელო რომელიც შენს თავში ტივტივებს.
სახლში დაღლილი შევდივარ,სადაც დედა ლანგრით ხელში მხვდება და ჩემი საყვარელი ალუბლის კრუასანები ისე მადისაღმძვრელად გამოიყურებიან,ჩემი ყველა ფიქრი იფანტება წამიერად და ორ ნამცხვარს ერთად ვიღებ.
-მმმმმ.... დედა,რა გემრიელია...
-სად ხარ ამდენ ხანს?
-ჩემს გოგოებს შევუარე,რა მოხდა?
-დაგერეკა მაინც.
-კარგი რა დე, ლუკმა პირიდან არ გამომიღია,ძლივს იგებდა ქალი ჩემს ლაპარაკს,თითქმის ყველა კრუსასანი მე შევჭამე და დივანზე წამოვწექი უზარმაზარი მუცლით.. ასე ჯობია,ჩავილაპარაკე კმაყოფილმა და მომღიმარ დედას გავხედე.
-მამა სად არის?
-თავის ოთახში...რაიყო?
-კარგი,მას არ ვიცი როგორ ვუთხრა.. მაგრამ მინდა შენ გითხრა დე..
-რა ხდება ევა?
-ჩემი ქმარი..ჩვენ..მოკლედ..
-ევა დროზე მითხარი აღარ შემიძლია..
-ჩვენ შევრიგდით.
-რაა?! რას ჰქვია შერიგდით?ევა შენ მისგან წამოხვედი,ორსული წამოხვედი! კარგად გიცნობ,მოხდა რაღაც ისეთი რის გამოც ასეთ მდგომარეობაში ის დატოვე და აქ დაბრუნდი,ეხლა კიდევ ისევ ურიგდები?
-დედა,გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი.. აღარ მაწყენინებს.
-ოხ ევა ევა! ნუ მელაპარაკები ამაზე.
-დედა მე შენთვის აზრი არ მიკითხავს,უბრალოდ მინდა რომ იცოდე. ის ძალიან კარგი ადამიანია,ჩემი შვილების მამაა,რაც მთავარია , ძალიან მიყვარს და მის გარეშე ვერ ვიქნები,ის კი ჩემს გარეშე,გესმის?
-ხო,მე რაღა უნდა მკითხო. თვალებიდან ცრემლები გადმოყარა მე კი ძლიერად მოვეხვიე.
-მამას შენ უთხარი კარგი? ყურში ჩავჩურჩულე და ძლიერად ვაკოცე.
-ვეტყვი.
-კარგი,ჩემს ოთახში შევალ.
*******
-კარზე კაკუნია,გააღეთ ვინმემ,ვყვირი ბოლო ხმაზე,მაგრამ ჩემი მგონი არავის ესმის,ფენს ვრთავ და გაწეწილი თმით გავდივარ მისაღებში,სხეულზე ხალათს ვიკრობ და კარს ვაღებ.
-გამარჯობა,თქვა იოანემ და ვარდებით ხელში იდგა გაღიმებული.
რამოდენიმე წამი პირღია ვიდექი,არ მჯეროდა იმის რასაც ვხედავდი,საროჩკაზე ხელი მჭირდროდ მოვკიდე და ჩემსკენ მოვწიე.
-აქ რა გინდა?
-ჩემი საცოლის მშობლები არ უნდა გავიცნო?!
-გეთქვა მაინც რომ მოდიოდი,მანიაკო!
ჩემთან ახლოს მოიწია და ყურთან ჩამჩურჩულა.
-გირჩევნია თმა დაივარცხნო,თორემ ცოლად აღარ მოგიყვან.
-იდიოტო!
დედა სამზარეულოდან გამოდის და გაკვირვებული მზერა ხან ჩემკენ აქვს მიმართული,ხან იოანესკენ.
-ევა,ეხლა არ მითხრა რომ ესეც შენი მეგობარია,ამბობს დედაჩემი და სიცილს ძლივს ვიკავებ.
იოანემ წარბშეკრუმა გამომხედა და "ამაზე მერე ვისაუბრებთ" სახე მტყორცნა,უთვალავი ვარდების თაიგული კი ეკატერინეს გაუწოდა.
დედამ ყვავილების სურნელით თავი იჯერა და იოანეს გაუღიმა,მისაღებში მიიპატიჟა და ჩემთან ახლოს მოვიდა.
-ეს არის შენი ქმარი?
-ხო დედა.
-ძალიან სიმპათიურია.
-ვიცი. გავუღიმე და მეც მათ გავყვევი,იოანეს გვერდით მივუჯექი,ხელი მუხლზე დამადო მე კი მწარედ მივარტყი და ხელი გავაწევინე.
როდესაც მამა შემოგვიერთდა,ფეხზე ავდექი და იოანეს ვანიშნე.
-გამარჯობა,თქვა იოანემ და ხელი გაუწოდა ალექსანდრეს.
-გაგიმარჯოს. თქვა მან და მის მოპირდაპირედ დაჯდა.
დედამ სამზარეულოდან გამომძახა,ვახშმის გამზადებაში მივეხმარე და რამოდენიმე წამში ყველანი მაგიდასთან ვისხედით.
-ალბათ ხვდებით ჩემი მოსვლის მიზეზსს,ამბობს იოანე და ნერწყვს ყლაპავს,ასეთი განერვიულებული ჯერ არ მინახავს,შეიარაღებულ კაცებთანაც კი.
-მინდა დიდი ბოდიში მოგიხადოთ,რადგან აქამდე ვერ გაგიცანით,როგორც ჩემი ცოლის მშობლები,ბოდიშს გიხდით,რომ ამდენი ინერვიულეთ მის გამო.. აქ პატარა პაუზას აკეთებს,მე კი ხელს ვკიდებ ხელზე და ვუღიმი.
-მე ევა ძალიან მიყვარს,მინდა რომ ერთად ვიყოთ,და პირობას გაძლევთ,ის მთელი ცხოვრება ბედნიერი იქნება და არასოდეს მიეცემა სახლიდან წამოსვლის მიზეზი.
ალექსანდრემ ღვინით სავსე ჭიქა მოიმარჯვა და იოანეს ჭიქას გაუწოდა.
-დალოცვილები იყავით,იმედია ჩემს გოგონას აცრემლებულს ან სახლიდან წამოსულს აღარ ვნახავ,და როგორც კაცი,კაცის სიტყვას ვენდობი.
-მე სიტყვა მოგეცით,დამერწმუნეთ ამ სიტყვას არასდროს გავტეხ.. და კიდევ,მინდა ქორწილი გადავიხადოთ.
-ქორწილი?გავხედე გაკვირვებულმა
-ჰო, თქვა მან,ჩემს მშობლებს გადახედა და ისევ განაგრძო
თავი არ დაიზოგოთ,ვინც გინდათ დაპატიჟეთ,ეს ჩემთვის პრობლემა არ არის,ყველაზე დიდი და ლამაზი ქორწილი გვექნება ჩვენ.
ბედნიერებისგან სრულიად ავწითლდი,იოს ლოყაზე ვაკოცე და თავი მხარზე დავადე,ისევ თვალები დავხუჭე,რომ ეს ბედნიერების მუხტი რომელიც მთელ სხეულში ფეთქავდა,კვლავ ძლიერად შემეგრძნო და დამემახსოვრებინა.
მომენტალურად თავი შეუძლოდ ვიგრძენი,ღრმად სუნთქვა დავიწყე და იოანეს ვანიშნე წყლით სავსე ჭიქა მოეწოდებინა,წყალი ერთი ამოსუნთქვით გამოვცალე და მუცლის დაჭიმულობამ უფრო შემაწუხა,იოს ხელი მჭიდროდ მოვკიდე,ის კი ისე ნერვიულობდა არც მესმოდა მისი ხმა.
-ევა შვილო,როგორ ხარ?
-ევა,საყვარელო,შემომხედე,ევა?
უცებ ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და დავიკივლე,აზროვნების უნარი წამერთვა და მხოლოდ ერთი სიტყვა ძლივს ამოვილუღლიღე
-დაიწყო!
მხოლოდ იოანეს ძლიერ ხელებს ვგრძნობდი სხეულზე,როგორ ჩამარბენინებდა მანქანამდე,მე მხოლოდ იმ ტკივილზე ვიყავი ორიენტირებული,რომელიც ასეთი მწარე იყო.
კლინიკაში მისვლისას ექიმები თავს დამეხვნენ,სწრაფად შემარბენინეს სამშობიაროში,ექიმმა მირჩია რომ იოანეც შემოსულიყო,თუმცა ამ აზრს არ დავთანხმდი,გაგიკვირდებათ და მას უნდოდა ჩემს გვერდით ყოფნა,თუმცა არ შემოვუშვი.
-ცოტაც! ევა,მიდი ცოტაც!!
ბოლო ხმაზე დავიყვირე და ტკივილი ნელნელა გაქრა,პატარების ტირილმა მოიცვა ჩემი სმენა,ტკივილის გაყუჩებით დავმშვიდდი და ვეღარც ვმოძრაობდი,ორივე გვერდი გვერდ მომიწვინეს და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
იოანე ბოლოს მაინც შემოვარდა სამშობიარო ბლოკში,შეშინებული სახე ნელნელა ღიმილითა და ბედნიერებით აევსო,ექთანმა ერთ ერთი აიყვანა და იოანეს ხელში დააჭერინა ფრთხილად.
-გიყვარს? ვკითხე დაღლილმა..
-მგონი კი.. თან ძალიან..
-ჩვენი პატარები,კოტე და უტა.
-ევა,რა თქვი?
-ჰო,ეს დიდი ხანია გადაწყვეტილი მაქვს.. თვალები უფრო აუციმციმდა და თვალზე ცრემლი მოადგა,პატარას გულზე ფაქიზად იხუტებდა და მზერას არ მაშორებდა.


დავბრუნდიიიი ახალი თავით :დ ამის შემდეგ თაფლივით ტკბილ თავს შემოგთავაზებთ<3 (ნუ ვეცდები ყოველ შემთხვევაში:დდდ) მიყვარხართ ჩემო ერთგულო მკითხველებო <3 <3 ^_^скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი marikuna18

აი ძაან ძაან მაგარი იყი♡♡♡♡♡

 



№2 სტუმარი Mzikomziko

Dzaan momwons au dzaanmagaria
Umagresi gogoxar
Male Dade shemdegi raaa

 



№3  offline წევრი naniko mindia

Martla dzan magari iyo rackargia kargia, ❤️❤️veli shemdegs tavs dagvianeba ariyos :d,
--------------------
lomidze

 



№4  offline წევრი Queenofmoon

marikuna18
აი ძაან ძაან მაგარი იყი♡♡♡♡♡

Mzikomziko
Dzaan momwons au dzaanmagaria
Umagresi gogoxar
Male Dade shemdegi raaa

naniko mindia
Martla dzan magari iyo rackargia kargia, ❤️❤️veli shemdegs tavs dagvianeba ariyos :d,

მადლობა ჩემო კარგებო <3 არა არ დავაგვიანებ,მალე დავდებ ახალ თავს kissing_heart heart_eyes

 



№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

აღარ დაძაბოოო ეხლა კარგია ეს .საყვარლები არიან.ვგიჟდები იოანეზე.

 



№6  offline წევრი Queenofmoon

სტუმარი მარიამი
აღარ დაძაბოოო ეხლა კარგია ეს .საყვარლები არიან.ვგიჟდები იოანეზე.

არა,როგორც დაგპირდით ამჯერად ტკბილი და გემრიელი თავი იქნება შემდეგი smile relaxed kissing_heart

 



№7 სტუმარი სტუმარი ანი

ძალიან კარგი თავი იყო..უზომოდ მომწონს იოანე და ევა.ძალიან მიყვარს ეს რომანი.????????

 



№8  offline წევრი Queenofmoon

სტუმარი ანი
ძალიან კარგი თავი იყო..უზომოდ მომწონს იოანე და ევა.ძალიან მიყვარს ეს რომანი.????????

დიდი მადლობა,ჩემო საყვარელო გოგო! kissing_heart kissing_heart heart_eyes heart_eyes

 



№9  offline წევრი richirichi

ვაიმეე,რა კარგი თავი იყოო,არ მინდოდა დასრულებაა.საოცარი ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent