შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (ფსიქოლოგის მოგონება)


1-06-2018, 08:57
ნანახია 1 764

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (ფსიქოლოგის მოგონება)

როდესაც ენი პირველ სეანსზე მომიყვანეს ის სულ რაღაც 12 წლის ბავშვი იყო. ულამაზესი სახის, პატარა ცხვირი მოქუფრულ წარბებს ისე უმშვენებდა. ლამაზი, სისხლივით წითელი ტუჩები ქონდა. 10 წლის იქნებოდა როდესაც დედამისი კიბოთი გარდაიცვალა, მამა ამ ამბის შემდეგ სახლიდან წავიდა. ის მარტო დარჩა. მხოლოდ ბებო ყავდა. ენის დედას კარგად ვიცნობდი და თავად შევთავაზე ჟუჟუნა დეიდას მისი ჩემთან მოყვანა რადგან ერთხელ ჩემთან დაიჩივლა დედის გარდაცვალების შემდეგ ანასტასია საკუთარ თავში ჩაიკეტაო... პირველ სეანსზე სიტყვა არ დაუძრავს. სავარძელში გადაწოლილი 12 წლის ბავშვისთვის შეუფერებლად სევდიანი თვალებით მიშტერებოდა ერთ წერტილს. ჩემთან გახსნა გაუჭირდა, თუმცა საბოლოოდ საუბარი დაიწყო. ჩაკეტილი ბავშვი იყო. თავისი სამყარო გააჩნდა სადაც ცოტას თუ მიუწვდებოდა ხელი. ბავშობის მეგობრებთანაც ვერ ურთიერთობდა იმ პერიოდში. არც მიკვირდა ის ხომ გარდატეხის ასაკში დაობლდა. იმ ასაკში როდესაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა მშობლები. სამი წლის განმავლობაში კვირაში 2ჯერ დადიოდა სეანსებზე და ნელ-ნელა ამან შედეგი გამოიღო. გააქტიურდა. გამხიარულდა. მიზნები დაისახა. მისთვის სწავლა ყოველთვის პრიორიტეტი იყო. ბიჭები არ აინტერესებდა. მათ ერთუჯრედიან ჰომოფობებს უწოდებდა. როდესაც რატი გაიცნო თავდაპირველად მასაც ისევე აგდებით იხსენიებდა როგორც სხვა ნებისმიერს. მალევე დაეტყო ხმაში მისი სახელის წარმოთქმის დროს სხვაგვარი ჟღერადობა თუმცა არასოდეს უღიარებია მის მიმართ გაჩენილი ინტერესი. იმ ზაფხულს, როცა საფრანგეთში წასვლა გადაწყვიტა სეანსებზე საირული აღარ ისურვა. არ დამიძალებია. მე რა უფლება მქონდა მის ცხოვრებაში მის ნაცვლად მიმეღო გადაწყვეტილებები. მე უბრალოდ მსმენელის ამპლუაში ვიყავი მუდამ. მხოლოდ ერთი, ეს ბავში ჩემთვის მხოლოდ მორიგი პაციენტი არ იყო, მას რომ შეხედავდით, მას რომ თვალებში ჩახედავდით, არ შეიძლებოდა ის თქვენითვის მხოლოდ პაციენტად დარჩენილოყო. უძირო ცისფერთვალებს რომ შემოგანათებდა ტანში ერთიანად გცრიდა. ის იყო, არის და იქნება ჩემი უსაყვარლესი მოგონება.
როდესაც საფრანგეთიდან პირველად დაბრუნდა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე სახლში მომადგა. კარში მდგომ ენს რომ შევხედე დამავიწყდა, რომ ერთ დროს მისი ფსიქოლოგი ვიყავი. გულში ჩავიკარი ეს უზომოდ დახვეწილი გოგონა. შემდეგ მას ისევ დასჭირდა ჩემი, როგორც ფსიქოლოგის ჩარევა. მისი დამშვიდებული ტვინი იმდენად იყო რატით დაავადებული, რომ რაღაც პერიოდით თავმოყვარეობა სრულებით დაკარგა. მუდამ იმის შესახებ საუბრობდა თუ როგორ სურდა მისი ალერსი. ღიმილით ამბობდა დემონები დამეპატრონნენო.
რაც შეეხება მის მეუღლეს. ენს ჭკუა ეკეტებოდა ისე ძალიან უყვარდა ეს ადამიანი. მხოლოდ მის გამო ცდილობდა საკუთარი დემონების კონტროლს. გამოსდიოდა თუ არა მეორე საკითხია. ის მას როგორც ადამიანს აღმერთებდა თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მისი რატის მიმართ ვნების გასაკონტროლებლად. როდესაც რატიმ ასე ვთქვათ ენი "გაიტაცა", იქედან დაბრუნებული კიდევ უფრო სხვაგვარი მეჩვენა. უფრო მსუბუქი, ლაღი, მაგრამ საშინლად არეული. თუმცა მალევე შეიტყო ვიკას ფეხმძიმობის შესახებ და შესაბამისად აღარ მოისურვა მათი ისედაც არეული ურთიერთობის კიდევ მეტად არევა. ისევ საფრანგეთში გადავიდა. მერე ჯორჯსაც გაშორდა. ხშირად ვკონტაქტობდით. ახლაც ვკონტაქტობთ. ახლა უფრო ვმეგობრობთ. აღარ გვაქვს პაციენტი-ფსიქოლოგის დამოკიდებულება. ნუ არც არასდროს გვქონია. იცინის.
-დე. ეს ამბავი როდის დაიწყო?
-დაახლოები 15-20 წლის უკან.
-ახლა რამდენის იქნება ენი?
-მაქსიმუმ 35. შეიძლება არ კი.
-მერე რა მოხდა?
-მერე ბევრი დრო გავიდა. ენი ზრდასრულ ქალად გადაიქცა.
-რატისთან აღარ დაბრუნებულა?
-არა. რატიმ ვერ აპატია ისევ მოულოდნელად რომ გაუჩინარდა, ყოველგვარი ახსნის გარეშე.
-ვიკას ცხოვრება როგორ წარიმართა?
-როგორც გითხარი ვიკა და რატი დაშორდნენ, რატი ბავშვს მამობას უწევდა, მაგრამ ერთად აღარ იყვნენ.
-ალბათ ვიკა ამაში ენს ადანაშაულებდა.
-მართალიც იყო. ენი რომ არა, ალბათ ისინი ახლაც ერთად იქნებოდნენ.
-ცოტა ნერვები მეშლება რომ ენისადა რატის ურთიერთობა ასე დასრულდა.
-მე არ მითქვამს რომ დასრულდა. იღიმის დედა.
-მართლა?
-დანარჩენს ენი თავად მოგიყვება. საქართველოში ახლახანს დაბრუნდა. დღეს ჩაიზე დავპატიჟე. გამიღიმა დედამ. ვიგრძენი როგორ ამიდუღდა სისხლი ამის გაგონებისას. ენის გაცნობა ჩემთვის ყველაზე სასურველი რამ იყო. ამ ქალით, მთელი მისი აღწერილობით, ვიზუალით, ისტორიებით, დემონებითა თუ ანგელოზებით ტვინი სრულიად დაავადებული მქონდა. დედას სიხარულით მოვეხვიე ყელზე და გიჟივით მოვყევი წინ და უკან სირბილს.
-------

პ.ს მინდა ყველას მადლობა მოგიხადოთ, ვინც ასე შეიყვარეთ ეს ისტორია. არ მეგონა თუ ამხელა გამოხმაურება ექნებოდა. ახლა ორმაგი პასუხისმგებლომა მაქვს თითოეული თქვენგანის წინაშე. არ ვიცი მეორე ნაწილის დადებას როდის დავიწყებ, მაგრამ გპირდებით რომ ძალიან არ გავაჭიანურებ :) <3 <3 <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი naniko mindia

Kargi istoria veli moeore nawils ❤️❤️❤️❤️kargad wer warmatebebi
--------------------
lomidze

 



№2 სტუმარი სტუმარი Takoo

Malee daickeee raa

 



№3 აქტიური მკითხველი Chikochiko

აი ეს მესმის. ორმაგად აღფრთოვანებული ვარ ❤ახლა მართლაც ისტორია უფრო კარგ ეტაპზე გადავა, და კიდევ გასაოცარი სიურპრიზები იქნება :დდ❤❤

 



№4  offline წევრი lena lena

გილიოტინაზე უნდა აგაბრძანოს კაცმა ამ ინტიგისთვის :D
ეს ხუმრობით :D
მალე დადე რა საშინლად მაინტერესებს

 




lena lena
გილიოტინაზე უნდა აგაბრძანოს კაცმა ამ ინტიგისთვის :D
ეს ხუმრობით :D
მალე დადე რა საშინლად მაინტერესებს




გემრიელად გამაცინე <3 <3 <3

 



№6 სტუმარი ტატო

ვერ გავიგე, თუ ეს რეალური ისტორიაა ანუ ავტორი ფსიქოლოგის შვილია?

 




ტატო
ვერ გავიგე, თუ ეს რეალური ისტორიაა ანუ ავტორი ფსიქოლოგის შვილია?



მგონი ესე გამოვიდა :)

 



№8  offline წევრი tatuli)

rogor velodebi meore nacils:)) <3

 



№9 წევრი mirandaa31

შენ ხო იცი როგორ მომწონს ეს ისტორია?
შენ ხოიცი როგორ ველოდები მეორე ნაწილს?
ისიც ხომ იცი მე როგორც ავტორს როგორ გაფასებ და გგულშემატკივრობ?
ჩემი აღმოჩენა ხარ ❤️
გელოდები ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№10  offline წევრი ♥love love♥

ვაუ... არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან მაგარი ისტორიაა.. აი ისეთი ყველანაირ გრძნობას რომ იწვევს ადამიანში.. შეიძლება ვაჭარბებ თუმცა მგონია რომ ერთ-ერთ ,,ბესთსელერს" ვკითხულობ.. <3<3<3 სიმართლე ვთქვა ამ ისტორიის ნამდვილ ამბად აღქმა მიჭირს, თუმცა სულმოუთქმელად ველი მეორე ნაწილს.. იმედია მალე დაიდება... წარმატებები <3

 



№11  offline წევრი ჰალუცინოგერი

♥love love♥
ვაუ... არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან მაგარი ისტორიაა.. აი ისეთი ყველანაირ გრძნობას რომ იწვევს ადამიანში.. შეიძლება ვაჭარბებ თუმცა მგონია რომ ერთ-ერთ ,,ბესთსელერს" ვკითხულობ.. <3<3<3 სიმართლე ვთქვა ამ ისტორიის ნამდვილ ამბად აღქმა მიჭირს, თუმცა სულმოუთქმელად ველი მეორე ნაწილს.. იმედია მალე დაიდება... წარმატებები <3



იქნება იქნება, ძალიან მალე <3 <3 <3

 



№12 სტუმარი მკითხველი

მიყვარს ეს ისტორია,მით უფრო რომ რეალური ამბავია.
არ სრულდება სიყვარული.
მჯერა მათი ერთად ყოფნის.
შენ კი,რა გითხრა, ძალიან ნიჭიერი ხარ!

 



№13 წევრი elene2619

არვიცი საოცარი განვიტარება აქვს ამ მოტხრობას <3 დაიწყო მსუბუქად და ისეთი სიმძიმეებიი მოიცვა რომ არ ვიცი <3 ზუსტად იმიტომ რომ არის რეალური ამბავი იმიტომ ხდება ყველაფერი სპონტანურად და არა ავტორის მმიერ დალაგებული და დავარცხნილი სიუჟეტით <3 ველოდები მოუთმენლად მეორე ნაწილს ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent