შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ მოვარჯულოთ ერთმანეთი(დასასრული)


1-06-2018, 11:09
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 603

როგორ მოვარჯულოთ ერთმანეთი(დასასრული)

ნაწილი 4
დრო გადიოდა თუმცა გოგონები ცხოვრების სრული გარდაქმნის შედეგამდე ვერ მივიდნენ, მაშოს ცხოვრებაში დროგამოშვებით გამოანათებდა საღად აზროვნების უნარი, უარს იტყოდა საბასთან ურთიერთობაზე, უჭირდა, განიცდიდა, დეპრესიაშიც ვარდებოდა, სასოწარკვეთაც იმონებდა, მერე თითქოს უკეთ გახდებოდა და ცხოვრების სილაღაზე და სურვილი უბრუნდებოდა, თუმცა საკმარისი იყო საბა ერთხელ გამოცხადებოდა ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი, უაზრო დაპირებები, ათასი სიგიჟეები, სექსი, მერე ისევ უკან დახევა და ასე გაუთავებლად, მანამ სანამ მაშოს ცხოვრებაში არ გამოჩნდა თორნიკე, არც აქ იყო საუკეთესო სიტუაცია, თორნიკე ცოლიანი იყო მაგრამ ეს ქორწინება ისეთივე ფარსი იყო როგორიც მაშოს ქორწინება მის ყოფილ ქმართან, მათი ურთიერთობა იყო სათუთი, ლამაზი და თბილი, თორნიკე არ ცდილობდა მის შებმას, მას უყვარდა მაშოს პიროვნება და არა მაშოს სხეული, ბევრჯერ უსაუბრიათ მათი მომავლის სესახებ და თორნიკე მხოლოდ ერთს პასუხობდა...
–ცოტა დრო მომეცი და ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა, როცა უკან მოიხედავ მუდამ შენს ზურგს უკან ვიქნები, დაგიცავ და შენზე ვიზრუნებ, არავის მივცემ უფლებას გული გატკინოს.
მაშოს საბას მიმართ სიყვარული არ განელებია თუმცა თორნიკესთან ურთიერთობა ეხმარებოდა მდგომარეობიდან გამოსვლაში, ალბათ ის იყო კაცი რომელიც მის გვერდით უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას უკვე ყავდა ცოლი, ვერ დავახასითებ ყველანაირად დადებითად, თუ მართლა შეასრულებდა იმ დაპირებებს რასაც მაშოს ეუბნებოდა, მაშინ ნამდვილად ღირსი იქნებოდა ჩემი მხრიდან დადებითი შეფასებისა, მაგრამ მე იმდენად შორს ვარ მისგან რომ მის აღწერასა და დახასიათებაში ალბათ ბევრ შეცდომას დავუშვებ, ამიტომ მაშოს ვუტოვებ განსახილველად თორნიკს პიროვნებას, რაც შეეხება საბას, მჯერა და მწამს სათუთი და მგრძნობიარე მაშოს უკან იმალება ძლიერი ქალი რომელსაც შეუძლია ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრინციპულად მოიქცეს, სხეულის სიამოვნებაზე უარი თქვას, სულის ჭრილობები მოიშუშოს და გულს თავისუფლად სუნთქვის უფლება მისცეს, მჯერა არ იქნება მისი გონება იმ დონემდე დაავადებული რომ მისი განკურნება ვერ შეძლოს.
ანუშკას შემთხვევაში არ ვიცი რატომ მაგრამ მჯერა საკუთარ თავს არასოდეს მისცემს დემონურად შეყვარების უფლებას, ბევრი ტანჯვის მიუხედავად მუდამ შეძლებს სხვის დაუხმარებლად წამოდგომას და წელში გამართვას, არასოდეს დაანახვებს არავის თავის ტკივილს, ის ძლიერი ქალია და თავის სიძლიერეს სწორადაც იყენებს, შიგადაშიგ სისუსტე ერევა თუმცა იმ დონემდე ვერასოდეს იმორჩილებს, რომ მისი დამარცხება შეძლოს, ალბათ საინტერესოა ეხლა რა ფაზაშია მისი სასიყვარულო ურთიერთობა, ის კვლავ შოთასთანაა, მათ არ აქვთ არანაირი ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, მათ უყვართ ერთმანეთი და არიან კიდეც ერთად თუმცა კითხვაზე თუ რატომ არ გაყვა მაშინ ცოლად როცა ამის შანსი ერთხელ უკვე ჰქონდა ამაზე პასუხი დღესაც არ აქვს, არც არის საჭირო წარსულს ჩაეძიო, მიეცი აწმყოს უფლება შენში ისე შემოვიდეს როგორც სურს, ეს ცხოვრება მეტად ხანმოკლეა მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერი გამოიარო რისი ნახვაც და შეგრძნებაც გსურს, ასე იქცევა ანუშკა, ის არ ცდილობს, ის ცხოვრობს.
ვერ გავკიცხავ ვერც თავისი პახაბნი ენის გამო, ვერც აღვირახსნილი ვნებების გამო, ვერც ცხოვრებაზე თავისი შეხედულებების გამო, ეს მისი არჩეული ცხოვრება იყო. ის ალბათ სიამოვნებას იღებს სექსით და სწორადაც იქცევა, ცხოვრებაში სიყვარულის გარდა სურვილებიც არსებობს, ასეთი იყო კატო, მას უყვარდა, მაგრამ როცა სიყვარული აღარ შეეძლო მხოლოდ სურვილებით ცხოვრობდა, ხშირად იტყოდა...
– „ჯოჯოხეთში ანგელოზად ყოფნა ხომ აუტანელი ტკივილია, ეშმაკი კი ყველგან ისე გრძნობს თავს როგორც საკუთარ სახლში“ ეს სამყარო ჯოჯოხეთია ჩემთვის და ალბათ ამიტომაც ვეგუები, მე ხომ ანგელოზი არ ვარ..
მიუხედავად იმისა რომ სიკვდილი სურდა, მაინც გამოძვრა და ისევ იმ სამყაროს მყრალ დინებას შეერია რომელიც ასე ძალიან სძულდა, თუმცა ყველაფერი ისეთი საშინელი აღარ ეჩვენებოდა როგორიც ადრე... უბრალოდ ცხოვრების დინება ცოტა სხვა კუთხით წაიყვანა, არც მთლად მონაზონი გამხდარა თუმცა შიგადაშიგ სანდროს ღალატს მაინც ახერხებდა, ის ხომ გამოუსწორებელი ქალი იყო.

ფული, წარმატება, პრესტიჟული წრეები, ღამის კლუბები, შემთხვევითი ფლირტები, ალკოჰოლი, ზოგჯერ ნარკოტიკებიც კი, საკუთარი სიამოვნებისთვის გაწირული ყველა პრინციპი თუ სურვილი, გართობა, სექსი, დროსტარება, საჭირო აღარაა ფიქრი მორალზე, მეგობრებზე და პრინციპებზე თითქოს სამივეს ერთდროულად უტრიალებდათ ეს სიტყვები თავში, ერთმანეთის შეცვლას და მორჯულებას მუდამ ცდილობდნენ მაგრამ –საკუთარი თავის მორჯულებას ვერასოდეს ახერხებდნენ. კრიტიკა, შეცდომა, იმედგაცრუება მაგრამ იგივეს განმეორება..

–ორსულად ვარ. გამოაცხადა ერთ საღამოს კატომ.
–რა მაგარია კატო გილოცავთ, მოიცა რა სახე გაქვს?
–თქვენთვის არ მითქვავს მაგრამ რაც ამერიკიდან დავბრუნდი ანდრეა ბევრჯერ ვნახე ბოლოს ცდუნებას ვეღარ გავუძელი და რამოდენიმეჯერ მაინც ვიწექი მასთან, არ ვიცი ბავშვის მამა სანდროა თუ ანდრეა.
–რაა???

მე მინდოდა მომეთხრო ისტორია სამი მეგობრის შესახებ, არ მსურდა ისტორიის გამძაფრება და არ არსებული ემოციებით დატვირთვა, მინდოდა მარტივი ენით გადმომეცა არსებული ურთიერთობები, შეგრძნებები, ემოციები, ერთი სიტყვით მათი ყოველდღიური ცხოვრების ფურცელზე გადმოტანა მსურდა.
ნაწარმოების შექმნისას ავტორი ქმნის გმირებს რომელთა ცხოვრებასაც ისე აღწერს როგორც მას სურს, რეალობიდან აღებული პერსონაჟების სრული გარდაქმნაც შეუძლებელია, მე ჩემს გმირებს არ ვუთითებ ცხოვრების სწორ გზას, მე მათ ვუტოვებ თავისუფალი არჩევანის უფლებას...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ეჰ კატო, მისი მორჯულება ვერ წარმომედგინა, მაგრამ რატომღაც მინდოდა სანდროს სიყვარული დაეფასებინა. ისე კია ღირსი ანდრეა, ამდენი წლის მერე შვილს რომ გაუჩენს:დდ
მაშოს და ანუკას უფრო მარტივად აქვთ საქმე, უბრალოდ უნდა იპოვონ საკუთარ თავში ძალა, რომ ახალი ეტაპი დაიწყონ ცხოვრებაში. საოცარი ისტორიაა, ბევრ რამეზე დაგაფიქრებს და ახალსაც გასწავლის. გული მწყდება მალე რომ დაასრულე❤

 



№2  offline წევრი mirandaa31

მალე დასრულდა, თუმცა დიდხანს გაწელვასაც აღარ ქონდა აზრი. მომეწონა. გელოდები ახალი ისტორიით მალე დაგვიბრუნდი ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent