შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს 21


2-06-2018, 01:36
ავტორი Queenofmoon
ნანახია 1 297

შენს მკლავებში დავლევ სულს 21

2 თვის შემდეგ..
-იოანე დამაცადე,სად გეჩქარება?! ჩამოვდივარ ჰო!
ტელეფონს ვთიშავ და ძიძას ბავშვებთან ვტოვებ,მათი კოცნით და მოფერებით ვერ ვძღები,მაგრამ იოანე ჩემს ტელეფონს რეკვით იკლებს,ჩანთას ვიღებ და კიბეებს ჩავუყვები,სადაც ის გარეთ დგას გაღიმებული.
-რა ხდება?მეც მეღიმება და მისკენ ახლოს მიზიდავს,ყურთან ახლოს მკოცნის და მანქანის ღია კარისკენ მიმითითებს ჩავჯდე.
უხმოდ ვჯდები და მას გავყურებ.
-სად მივდივართ?თითებს მის თმაში დავათამაშებ და მის პასუხზე ღიმილი მაშრება სახეზე.
-მეორედ გიტაცებ.
-რა თქვი?
-მალდივე დელ ამორ.
-რას ბოდავ?
-მომაბეზრებელია საფრანგეთი,იტალია.. ჩვენ იქ უკვე ნამყოფები ვართ.. მალდივის კუნძულზე მივდივართ საყვარელო,როგორც შენ აღნიშნე,რომ პაემანი არასდროს გვქონია,შენ პირველი გოგო იქნები დედამიწაზე,ვისაც პაემანი აქვს პირველად მალდივის კუნძულზე.
-რააააა?იოანე რა მალდივი?! ღმერთო ჩემო,ბავშვები ძიძას დავუტოვე,იოანე ნუ სულელობ.. რა პაემანი?!
-ბავშვები 1 თვე ძიძასთან და ეკასთან ერთად იქნებიან,უჩვენობას ვერც შეამჩნევენ..თან კაცურად დავარიგე,დედა მიმყავს და სახლს მიხედეთ თქო.
-მემგონი სრულ ჭკუაზე არ ხარ..მოწიე რამე თუ სერიოზულად ამბობ?
ამ დროს მთელი სერიოზულობით გადმომხედა,მერე თითით მანიშნა სახეზე,არ ვარ სერიოზულიო?! მე ამაზე რა თქმა უნდა გამეცინა და წინ უზარმაზარ გზას გავუყევით.
-ბარგიც არ წამომიღია,ტანსაცმელი,არაფერი არ მაქვს..
-ჩვენ რათ გვინდა ტანსაცმელი?! თანაც მალდივებზე?ეშმაკურად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
-რას ჰქვია არ მინდა?!
-ვიყიდით ყველაფერს,ნუ ნერვიულობ პატარავ.
-არ ვნერვიულობ,სერიულო მკვლელო.
აეროპორტში მისვლამდე,გზაში ერთმანეთი დავჭამეთ,რაზე აღარ ვიკამათეთ,თუმცა თვითმფრინავში რომ ავედით,უკვე ვიგრძენი,რომ ძალიან მალე ულამაზეს ადგილას ვიქნებოდი,როგორც იო იტყოდა, მალდივე დელ ამორ.
თვითმფრინავის ილუმინატორიდან კუნძული ოკეანის ლაჟვარდოვან ზედაპირზე დაგდებულ მარგალიტების მძივს ჰგავს. ადრენალინის მომატებას იგრძნობთ უკვე კუნძულებთან მიახლოვებისას, რადგან დასაფრენი ზოლი იმდენად პატარაა, რომ მოგეჩვენებათ თითქოს თვითფრინავი ჯდება პირდაპირ ოკეანის ზედაპირზე.
გინდათ სამოთხე დედამიწაზე?! წარმოდგენაც არ გაქვთ,მალდივის კუნძული როგორია..მე უბრალოდ მინდოდა ჩემს თვალებს ეს ყველაფერი ისე დაემახსოვრებინა,რომ არასდროს არ წამეშალა გონებიდან.
როდესაც სასტუმროში შევედით,ულამაზესი ნომერი დაგხვდა,რომანტიული გარემოები მე არ მიზიდავდა,თუმცა ეს ენით აუღწერელი სილამაზე იყო.
ოთახებში არაჩვეულებრივი სურნელი იდგა ათასი ყვავილით გაჟღენთილი,კედლები არც თეთრი იყო,არც ცისფერი,რაღაც შუალედი იყო დაცული,რომელიც საოცარ მშვიდ გარემოს ქმნიდა.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის,აი როცა ღამდება...
ნაპირთან ახლოს წყალში ჩადგმული შეზლონგი და ოკეანის ტალღების ხმა, ვარკვლავებით მოჭედილი ცა და ფეხებზე მოლამუნე თბილი წყალი. ამ ზღაპრულ ხმებს და ულამაზეს ბუნებას ჭკუიდან გადაჰყავხარ.. ცაზე ათას ფრად მოციმციმე ვარსკვლავები რომლებიც ცისარტყელის მაგვარ ელფერს სძენენ ცას, სანაპიროზე კი ნიჟარები ისე ანათებენ და ბზინავენ,თითქოს ბრილიანტები ეყაროს იქვე. მთვარის შუქი კი,ჩვეულებრივზე მეტად ანათებს სანაპიროს ზოლს,რომლის გასწვრივ პატარ პატარა სანთლებია და ირგვილ დასაჯდომი პუფები.
-მოგწონს აქ ყოფნა?
იო უკნიდან მეხუტება და ხელებს მახვევს მუცელზე.
-ძალიან... ინტერნეტში ვნახე სურათები,მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი იმდენად ლამაზია,ასეთი არ წარმომედგინა..
-მოგწონს ჩვენი პირველი პაემანი?!
-ბევრი რამ აგერია,ბატონო მკვლელო.
-რატომ?!
-ჯერ ბავშები გვეყოლა,მერე ქორწილი გადავიხადეთ,ახლა პირველი პაემანი გვაქვს, სიცილს ძლივს ვიკავებ,იო უფრო ახლოს მიკრობს.
-ჰო,მერე? ყურთან ჩურჩულებს და ხელს მკიდებს თმაზე.
-რა მერე?!
-ერთადერთი გოგო იქნები,ვისაც ეს კანონზმოიერება დარღვეული აქვს.
-ვერ წარმოიდგენ,როგორ მიხარია
-რა ირონიაა ღმერთო...
გადავიკისკისე და მის წინ დავდექი,მისი მწვანე თვალები ფირუზისფერ ცას ისე უხდებოდა,მის ფონზე უფრო კაშკაშებდნენ ისინი.
იოანეს გრძელი თითები უკვე ჩემს ყელზეა მოქცეული,ბგრძნობ ჰაერი როგორ იმუხტება და ჩემი გული როგორ გამალებით სცემს.
თვალებს ვხუჭავ და მის გემრიელ ტუჩებს ვეწებები..
მკერდზე ჩამოყრილ თმას უკან მიწევს და ტუჩებით ყურთან მეხება,თავს უკან ვწევ რომ გზა გავუკვალო,მის მხურვალე და სველ ტუჩებს ვგრძნობ ნიკაპზე,ყელზე,ლავიწზე და ყველა უჯდრედზე. ატომები ფეთქდებიან ჩემში და ყველა ადგილი მიხურს.
გულისცემა უკვე ყურებს მიხშობს,ახლა მხოლოდ მწველი სურვილისგან ვთრთი.
იოს ხელში ავყავარ და ნელი ნაბიჯებით მივდივართ ჩვენს საძინებლამდე,აბრეშუმის ხალათს ნელნელა ხსნის და ჩემი სხეულისგან ათავისუფლებს.
-მიყვარხარ,ჩურჩულებს და მზერას არ მაშორებს,მის თითებს ჩემს სხეულზე დაათამშებს,უკვე ოფლში ვცურავ,მთელ სხეულზე ცხელ ტალღებს ვგრძნობ და ბაგეებს ვაპობ,ვხვნეში..
ეს მას უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს,მკერდის კირტებზე მისი ცხელი ენა იკავებს ადგილს,ვნეტარებ,მგონია გონებას ვკარგავ და გული ლამისაა საგულედან ამოვარდეს.
ჩემს სახეს ხელებში აქცევს და გაპობილ ტუჩებში ახლა უფრო უხეშად და ვნებიანად მკოცნის,ის ჩემში ძლიერად შემოდის და ერთად გვივლის ის სიამოვნების ელექტრო ტალღა,რომელიც გონებას გვაკარგვინებს და ამ სამყაროს რეალობისგან გვწყვეტს.
გათენდა,მზის სხივები შემოიჭრა გამჭვირვალე ფარდაში,რომელსაც სიო ნაზად არხევდა,ხელ-ფეხი გავშალე და გავიწელე,ბალიშისკენ ხელი წავიღე,მაგრამ იო აქ არ დახმვდა,რამოდენიმე წამში ჩემს წინ მომღიმარი,ორი ჭიქა ყავით და ხილით დამადგა თავზე.
-არ გშია?
-თან ძალიან.. ხილი არ მეყოფა..
-ხილი ენერგიას მოგცემს,გუშინდელი ღამის მერე ნამდვილად გჭირდება, ჩამიცინა და გვერდით მომიჯდა.
-შენ არ გჭირდება ენერგია?! ეშმაკურად გავხედე და მარწყვი მოვუკბიჩე,რომელიც ხელში ეჭირა.
რამდენჯერაც დააპირა ლუკმის პირთან ახლოს მიტანა,იმდენი კბილებით გამოვგლიჯე.
-ევა გეყოფა
-შენი ხელიდან გემრიელია ჩემო ტკბილო ქმარო..
-ჰოო?
-დიახ დიახ..
მისი ხელი ავიღე,და თითებზე დავუწყე კოცნა.
-აი ამ თითების გემო მიყვარს ყველაზე მეტად..კიდევ მაჭმევ?!
-ჭამა გადავიფიქრე. ლანგარი გვერდით მოისროლა და ტუჩებზე მომმვარდა,მთელი ძალით მივეკარი გულზე,როცა ნომერში კარზე კაკუნი გაისმა.
-არა არა,არ ადგეე...
ზურგზე ჩამოვეკიდე,კისერში კოცნა გავაგრძელე და მკერდზე დავადე ხელები..
-ევა,გავაღებ,თორემ მშიერი დარჩები..
თვალები რამოდენიმეჯერ დავახამხამე,როცა ჩვენს მადისაღმძვრელ მაგიდას გადავხედე..
-ამას რომ ვუყურებ უფრო მომშივდა..
-ჭამე,თუ კიდევ ჩემი ხელით გაჭამო??
-იცით თქვენი ხელიდან ჭამა სხვა რამისკენ მიბიძგებს ასე რომ ჯობია ჩემით ვჭამო!
-კარგი კარგი.. როგორც გინდა.. ხელები ასწია და მაგიდას მიუჯდა.
მასთან მივედი,მის ფეხზე მოვთავსდი,ერთი ხელი კისერზე შემოვხვიე და თვალებში ჩავხედე.
-იო
-ჰო?
-მეშინია.
-რისი?
-ბედნიერების.,
-რა თქვი?
-ბედნიერების მეშინია.. მეშინია,რომ ამ ბედნიერებას დავკარგავ,შენ დაგკარგავ და ისევ საშინელი დღეები დამატყდება თავს,როგორიც ადრე..
ხელები უფრო მჭიდროდ მოვხვიე და თავი მის კისერში უფრო ძლიერად ჩავრგე..
-ევაა,ევა..ხელით მომაწევინა სახე და თვალებში ჩამხედა.
-ჩემო ანგელოზო,ყველაფერი ცუდი წარსულშია,ამაზე აღარ იფიქრო,კარგი?
-არ მინდა აქედან წასვლა.. ნეტავ სულ აქ ვიყოთ..
-გინდა პატარები ჩამოვიყვანოთ? აქ სადმე სახლი ვიყიდოთ და აქ ვიცხოვროთ?
-კიიიი მინდა!
-ჩვენ აქ როცა გვინდა მაშინ ჩამოვალთ,შენი ცხოვრება მალდივებით არ მთავრდება,აი მთელ მსოფლიოს როცა მოგატარებ,მაშინ მითხარი სად გენდომება ცხოვრებასად გენდომება სახლი,ნებისმიერ ადგილას გიყიდი.
-ნებისმიერ ადგილას?!
-კი.
ჰმმმ,თითი ტუჩებთან მივიტანე და ფიქრი დავიწყე.
-აბა,მოიფიქრე უკვე?
-შენთან ერთად,ჩემთვის ყველგან მალდივია,საფრანგეთი,იტალია... არ აქვს მნიშვნელობა..
მხოლოდ შენს მკლავებში ვიყო,მეტი არაფერი მინდა.
-მე თუ მოვკვდები..
-ჩშშ! არ გამაგონო ეგ სიტყვა!
-ევა,დამამთავრებინე.
-კარგი...
-თუ მოვკვდები,ვისურვებ..რომ..
უბრალოდ მე..მხოლოდ,შენს მკლავებში დავლევ სულს.
-მეც..მხოლოდ შენს მკლავებში დავლევ სულს,ჩემო სერიულო მკველელო!
-მიყვარხარ!!
-მეც მიყვარხარ!!
****
-იოანეე,გადამიღე ჩქარა სანამ ტალღა არ ჩასულა!
-ევა ვიღებ,რატომ არ მაცდი? ნუ ყვირი,უბრალოდ გაიღიმე
-არა,ჩავიდა! ვერ მოასწარი მაინც...
-იმიტომ,რომ ყვირიხარ და შენიშვნებს მაძლევ,ტალღა შენ დაგელოდება?!
-უთხარი,რომ მოკლავ და გაჩერდება!
-იცოდე მანდ მოვალ და ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ რაც მოგივა!
-მოდი!
მთელ სანაპიროს ესმოდა ჩემი კივილი,იოანე აქეთ იქით დამარბენინებდა და ღიტინს არ ეშვებოდა,ბოლოს კი წყალში ჩამაგდო.. ორივენი წყლის ქვეშ აღმოვჩნდით,წყალი ისეთი სუფთა იყო,ყველაფერი ჩანდა,ათასნაირი ნიჟარა,ულამაზესი შეფერილობის თევზები,ზღვის ვარსკვლავები,ბოლოს ერთმანეთს მივუახლოვდით და ტუჩებში მხურვალედ ვაკოცეთ,მიუხედავად იმისა,რომ წყალი ძალიან ცივი იყო,ჩვენი ტუჩები მაინც გახურებული იყო ვნებისგან და სიყვარულისგან.
****
-ერთი კოქტეილი თუ შეიძლება,მარწყვის და ბანანის.
ბარმენს მივუთითე და ბარათი გავუწოდე.
-თქვენსას მე გადავიხდი,გვერდით ახალგაზრდა მამაკაცი მომიჯდა,რომელიც საკმაოდ სიმპათიური გარეგნობის იყო,მუქი,ღამესავით შავი თვალები და წაბლისფერი თმა ჰქონდა,მის გარეგნობას მხოლოდ ეს არ ეკმარა,სხეულიც ისეთივე ათლეტური ჰქონდა,ნებისმიერი გოგო დაეცემოდა ალბათ მის გამო.
-არა,არ არის საჭირო...თავი დავიჭირე და ჩემსას არ მოვეშვი,ბარმენს მაინც ჩემს ბარათს ვაძლლევდი,როცა ხელი დამაწევინა და მაინც თავისი გაუწოდა.
-საჭირო არ იყო.. მაგრამ მაინც,დიდი მადლობა..
-ასეთი ლამაზი გოგოსთვის,ეს არაფერია.. ხელი გამომიწოდა და ჩემს ხელს ეამბორა.. თავი უხერხულად ვიგრძენი და სწრაფად ჩავწიე.
-რა გქვიათ?
-ევა..
-მე მანუელი,შენობით რომ მოგმართო შეიძლება?
-კი.
-ამ კუნძულზე ხშირად ჩამოდიხარ?
-არა.. პირველად ვარ.
-მე უკვე მეხუთედ..მაგრამ პირველი შთაბეჭდილება მაინც სულ სხვაა..
-მეხუთედ?არ გირჩევნია სადმე სხვა ადგილას წახვიდე?
-ძალიან მომწონს აქაურობა..
-გასაგებია..კარგი,უნდა დაგტოვო მანუელ.
-ეს ჩემი სავიზიტო ბარათია..აქვე ჩემი ნომრით,თუ მოიწყენ დამირეკე.. სასიამოვნოა შენი გაცნობა,ევა.
ხელზე ისევ მეამბორა და ბარი დატოვა,თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი,რომ იოანეს არ დავენახე ვიღაც კაცთან ერთად.
სასტუმროში შევედი,კიბეებზე ასვლისას საშინელი დახუთულობა იგრძნობოდა,ასეთ სასტუმროში კონდენციონერის ჩართვა დაავიწყდათ თუ მე მცხელა ასე?!
უაზროდ დავიწყე ხელებით თავის განიავება,ნომერს ვუახლოვდებოდი,როცა იოანე დავინახე,კედელზე ერთი ხელი ჰქონდა მიდებული,მეორე კი ვიღაც ქალის წელზე ჰქონდა შემოხვეული და ერთმანეთს კოცნიდნენ.
ნომრის კარები გავაღე და მთელი ხმაურით მივაჯახუნე.
იოანე წამებში შემოვარდა და თვალებდაქაჩული მიყურებდა.
-რაიყო?!
-მმ.. იყიდე კოქტეილი?
-გაეთრიე ამ ოთახიდან..
-ევა მოიცადე , მოიცადე...
-გაეთრიე მეთქი!!! კარგად დააგემოვნე ახალი ქალი?!
ძალიან მოგეწონა?!! მოგბეზრდი უკვე?!!
-ევა!!უბრალოდ ნასვამი ვარ,ადვილად იმოქმედა ჩემზე მისმა საქციელებმა.. მე..
-გაეთრიე,შენი დანახვა არ მინდა იოანე!
ჩემკენ ახლოს იწევდა უფრო,რაც უფრო მეტად მაღიზიანებდა.
-არ მომეკარო!! ხ ე ლ ი ა რ დ ა მ ა კ ა რ ო!!!!! სიტყვა სიტყვით დავუმარცვლე და ზურგი ვაქციე.
რამოდენიმე წამში,ოთახი დატოვა... მთელმა სიბრაზემ და გულისტკივილმა მომიცვა,თვალები ცრემლებით ამევსო და ბალიშში ჩავრგე თავი.
დილით ადრე გამაღვიძა მზის სხივებმა,თვალები მოვისრისე,ზეწარი მოვიხვიე შიშველ სხეულზე და ტერასაზე გავედი,სადაც საუზმე დამხვდა..
ჭამის სურვილი ნამდვილად არ მქონდა,უბრალოდ გამოსაფხიზლებლად ერთი ფინჯანი ყავა ავიღე და ნომერში შევბრუნდი.
ჩანთა ავიღე საიდანაც სავიზიტო ბარათი გადმოვარდა,წარბშეკრულმა გადავხედე და გუშინდელი საღამო გამახსენდა,მანუელი.. ბარათი საწოლზე დავაგდე და საშხაპეში ცხელი წყლის ქვეშ დავდექი.
გამოვედი თუარა,იოანე დამხვდა ოთახში,შიშველ სხეულზე,რომელზეც ჯერ კიდევ წყლის წვეთები დამთამაშებდა,თვალებს ვერ მაშორებდა.
მისი იქ ყოფნა არაფრად ჩავაგდე,პირსახოცი ავიღე და თავის მოწესრიგებას შევუდექი.
-არ დამელაპარაკები?
-არა..
-ევა,ხომ იცი..
-არა! არ ვიცი!
-კარგი,არ უნდა მოვქცეულიყავი ასე ცხოველივით.. მაპატიე..
-არა.
-ევა მასთან არაფერი მქონია! გეფიცები
-არ გქონდა,იმიტომ,რომ ვერ მოასწარი!!
გაეთრიე! მე ამ არდადეგებს მარტოც მშვენივრად გავატარებ და როცა საქართველოში დავბრუნდებით,ბავშვებს წამოვიყვან და ცალკე გადავალ საცხოვებლად,ან მშობლებთან დავბრუნდები!
-ევა რა სისულელეებს მეუბნები?!
კარგი,ვიცი დამნაშავე ვარ.. ვიცი... მაპატიე,არასდროს მოვიქცევი ესე.. რა დაგემართა.. მთვრალი ვიყავი ევა!
-მორჩა! გშორდები. გშო-რდე-ბი!
-ძალიან გთხოვ.. ნუ ჩავაშხამებთ ამ ლამაზ დღეებს ევა..
-შენ უკვე ჩააშხამე იოანე!
პირსახოცი ავიღე და საძინებელი დატოვე.
საშინელი ბრაზისგან და ამ დარდის გასაქარვებლად,საღამოს ისევ გადავწყვიტე ბარში ჩასვლა..
კაბას ვარჩევდი,როცა საწოლზე დაგდებულ ბარათს გადავხედე.. ჰმ,მანუელი? რატომაც არა?!
ახლა ნახავ იოანე,როგორია ქალებთან ფლირტი!
მაღალ ქუსლებზე შევდექი,მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მოუხერხებელი იყო და სიაული მიჭირდა სიმაღლის გამო,მაინც ჩავიცვი,ალუბლისფერი მოკლე კაბა გადავიცვი,თმა უკან გადავიყარე და გარეთ გავედი.
ბარს მივუახლოვდი თუარა,მანუელი დავინახე,მის გვერდით ადგილი დავიკავე და ვისკი შევუკვეთე.
-რას ვიფიქრებდი ამ ხავერდოვან ხმას კიდევ ერთხელ თუ მოვისმენდი?
მისმა ბარიტონმა სხეულში გამცრა.
-გამარჯობა,მანუელ.
-გამარჯობა,ევა.
-რადგან არ დამირეკე,ესე იგი კარგად ერთობი,ასეა?
-სიმართლე გითხრა დღეს ვერ ვერთობი.. ვთქვი და სასმელი გადავკარი,მეტი სითამამისთვის,კიდევ ორჯერ დავლიე ვისკი ზედიზედ,რასაც მანუელის გაკვირვება მოჰყვა.
-მოდი ნუღარ დალევ..
-რატომ?არ მოგწონს ნასვამი ქალები?
-არა ეგ არაფერ შუაშია.. დამერწმუნე შენს სილამაზეს სიმთვრალე ვერ გადაფარავს.
-ნუთუ?
-ასეა..მოდი გარეთ გავიდეთ,გავისერნოთ სანაპიროზე,კარგი? ცოტა გამოფხიზლდები.
-კარგი,ვთქვი და ჩემი ფეხზე დადგომა ერთი იყო,რომ ქუსლიანმა ფეხსახმელებმა მიმტყუნა და მანუელის ძლიერი ხელები რომ არა,იქვე დავეცემოდი.
-მე,უბრალოდ.. თავბრუ დამეხვა..
არ ვსვამ ზოგადად და.. ადვილად მომეკიდა..
-კარგი გეყოფა თავის მართლება,არაუშავს..ხელი კარგად ჩამჭიდე,ნებას არ მოგცემ წაიქცე.
-გენდობი.. გავუღიმე და მის დაკუნთულ მკლავს ჩავებღაუჭე.
სანაპიროსთნ მდებარე ღია რესტორანში შემიპატიჟა..
მალდივის კუნძულს ყოველდღე ვათვალიერებდი და დღითი დღე ხვდებოდი,რა სილამაზეა დედამიწაზე,ნამდვილი სამოთხე,სადაც შეგიძლია ათასნაირი ადგილი აღმოაჩინო,განიტვირთო,დალიო,იცეკვო..
-მოდი სასმელს აღარ შემოგთავაზებ..
-რატომ?! მინდა!
-მეშინია შენი სიმთვრალით არ ვისარგებლო.
-ასე ადვილი არ არის ჩემი გატეხვა,ძვირფასო მანუელ.
-სექსუალურად გამოგდის.
-რა?
-ცინიკოსობა..
-არაუშავს.
-მე მომწონს.. მარტო ჩამოხვედი?
-არაა..
-აბა?
-უბრალო ნაცნობთან ერთად..
-მალდივებზე,უბრალოდ ნაცნობებთან ერთად დადიან?
-დავიჯერო შენ დედ-მამასთან ერთად ჩამოხვედი?
-არა,მე ჩემს ორ ძმაკაცთან ერთად.
-მშვენიერია..
-ვიცეკვოთ?
-კარგი..
მისი ძლიერი ხელები წელზე ვიგრძენი,მე კი მხერბზე დავალაგე ჩემი სუსტი ხელები,თვალებში ჩავხედე და მიხვდი,რომ არ შემიძლია მე იმის გაკეთება,რასაც იოანე აკეთებს.. არ შემიძლია ფლირტაობა უცხო მამაკაცებთან.. მაგრამ სამაგიეროს გადახდის სურვილი უფრო ძლიერია ახლა,ვიდრე ეს თავის დაფასება.
-რაზე ჩაფიქრდი?
-ისე,უბრალოდ.. თავი გავაქნიე და ცას ავხედე, ვარსკვლავებით მოჭედილიყო,ამ სიკაშკაშეს კი მთვარე უმშვენებდა გვერდს,რომელიც სავსე იყო ურცხვად და მის შუქზე მაცეკვებდა უცხო მამაკაცთან.
-მგონი ძალიან მთვრალი ვარ..
-ხედავ?ხანდახან უცხო კაცსაც უნდა დაუჯერო.
-შენც ასეთი მკაცრი ხარ?
-მე"ც"?კიდევ ვინ გყავს მკაცრი? ჩაიცინა.
-არა,ზოგადად კაცები ვიგულისხმე.
თავი გვერდით მივაბრუნე და თვალები გადავატრიალე,ჯობია ენას კბილი დააჭირო ევა.
მუსიკამ უმატა,ცეკვის რითმმაც იმატა და მის სხეულზე უფრო მეტად მიმიკრო.
მის სუნთქვას ძალიან,ძალიან ახლოს ვგრძნობდი,რაც საშინლად არ მსიამოვნებდა..ყველაზე მეტად კი ის მინდოდა,ამ თვარის შუქზე იოანესთან ერთად მეცეკვა,მთელი ღამე..მგონი სიმთვრალისას გაბრაზება მივლის,იოანე რატომ მენატრება..
-ხომ არ დაიღალე?
-არაა..
წამიერად წელზე ხელი მომჭიდა და უკან გადამწია,ერთი ხელით ფრთხილად დამატრიალა და ლამის იქვე წავიქეცი,ჩვენი სიცილი ყველას ესმოდა.
სიცილს ვერ ვწყვეტდი,ესეც სასმლის ბრალია,ვფიქრობ და ისევ ვიცინი.
-ასე აღარ გააკეთო მანუელ.. ისევ გადავიკისკისე,თავი უკან გადავწიე და მანუელის ტუჩები ჩემს ყელთან ვიგრძენი.
-მანუელ,არ გინდა.. ასე არ გამოვა..მანუელ..
ცდილობდა ისევ ეკოცნა,თუმცა წინააღმდეგობას შეძლებისდაგვარად ვუწევდი,მაგრამ მაინც არ ჩერდებოდა და ყოველ ცდაზე მისი ძალისთვის წინააღმდეგობის გაწევა მიჭირდა.
ვერც კი გავიაზრე ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა,წამებში მანუელი ძირს ეგდო,მხოლოდ მისი ხვნეშა ისმოდა,ხალხი პანიკამ მოიცვა,ყველა კიოდა და დაცვას ეძახდა.
წინ გავიხედე და იოანე იდგა,მთელი სხეულით დაძაბული,თვალები შუშას უგავდა,მანუელისაკენ დაიხარა და ისე უმაწყალოდ უტყავდა,რომ ვერ ინძრეოდა.
-იოანე გეყოფა!! გეყოფა!! დაცვა მოვვა!! წავიდეთ აქედან!! გეყოფა!!
ხელი მკრა და ისევ მანუელს დაუწყო ცემა,დაცვა სწრაფად მოვიდა,ძლივს დაიჭირეს,დაცვასაც კი მოხვდა რამდენიმე მუშტი სახეში,იოანე ღრიალებდა,ვერ წყნარდებოდა,მისი უკვე მეშინოდა და მთელი სხეული მიკანკალებდა.
-ოთახში შედი!!!
მისმა ყვირილმა დამაფრთხო და წამიერად შევხტი.
ხელი ძლიერად მომკიდა,შუბლი შუბლზე მომადო და კედელთან მიმაყუდა.
-რა გინდოდა იმ კაცთან!!! რა გინდოდა თქვი!!!
-დაწყნარდი!! კარგი?!! უბრალოდ დაწყნარდი!!
-კითხვაზე მიპასუხე!! რამდენჯერ გაგაფრთხილე,არავინ მომკვლევინო თქო!!!
-შენ რა,მის მოკვლას აპირებ?
-ზუსტად!!!!!!!!!! ისე დაიღრიალა,კედლები ზანზარებდა მის ხმაზე,მე კი თვალებს ვხუჭავდი და ცრემლებს ვყლაპავდი.
-უბრალოდ მინდოდა გეგრძნო როგორია როცა შენს საყვარელ ადამიანს ვიღაცასთან ერთად ხედავ!!!
ხომ იგრძენი?! მოგეწონა?!!! მითხარი მოგეწონა?!
-არ გაქვს შენ უფლება!!!
-არც შენ!!!
ორივენი დაძაბულები ვიდექით,გული ორივეს გამალებით გვიცემდა და ერთის პულსი მეორეს ჰყვებოდა თითქოს დუეტი ყოფილიყო.
ზურგზე საშინელი ტკივილი ვიგრძენი,როცა იოანე ტუჩებში მწვდა, ამ კოცნაში ჩააქსოვა ყველა ბრაზი,ვნება,ეჭვიანობა,სიყვარული... ყველაფერი,რასაც ის გრძნობდა,რასაც მე ვგრძნობდი.
ალუბლისფერი კაბა ნაკუწებად იქცა მე კი მის სხეულის ქვეშ აღმოვჩნდი.
-არ გაქვს უფლება!!! მიმეორებდა და მთელ სხეულს მიკოცნიდა.
-არც შენ გაქვს უფლება!! არც შენ! ძლივს ვლუღლუღებდი და მას ვყვებოდი კოცნაში,რომელიც ასეთი სანუკვარი და ტკბილი იყო.
უხეშად დაასრიალებდა მის ენას ჩემს სხეულზე,მკერდზე,მუცელზე,ფეხებთან. კბილებით კანზე მკბენდა,რომელიც იმ მომენტში ტკბილ კოცნად მეჩვენებოდა,რადგან ვნების მორევში ვიყავი გადაშვებული..



ვიმედოვნებ,რომ იმედი არ გაგიცრუეთ და როგორც დაგპირდით ისეთი თავი გამოვიდა <3
ველი შეფასებებს <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Martla kargiaa, arvelodi aset ganvitarebas, mgoni dasasrulisken mivicevttt, agar mouxdeba axali dazabulobaa, amat rac gamoiares uhhhhhh, velodebi shemdwg tavss

 



№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

ვაიმე როგორ გამახარეეე მაგარი გოგოხარ არ დაძაბოო კარგიი.მაგრები არიან ორივე.

 



№3  offline წევრი marikuna18

ვაიმეე რა მაგარი იყოოო ♡♡♡♡♡ ძალიანი მაგარი გოგო ხარ♡♡♡♡ მე მეგპნა ცოტას აწვალებდა იოს მაგრამ სიყვარულს რას გაუგებ :))) ♡♡♡♡

 



№4 წევრი naniko mindia

Kargo iyo, ❤️❤️❤️kaia rom aechviana aba raegona marto titon qonda ufleba, ❤️❤️❤️warmatebebi veli shemdegs tavs
--------------------
lomidze

 



№5 სტუმარი Mzikomziko

Kargad ganvitarda kvelaperii ubralod kargi iknebodaa ioane upro ewvalebina evaasss magram saboloo jamshi mainc magari iko veli shemdegi tavs mooutmenlaaaaad
Magarixaaar

 



№6  offline წევრი Queenofmoon

Qeti qimucadze
Martla kargiaa, arvelodi aset ganvitarebas, mgoni dasasrulisken mivicevttt, agar mouxdeba axali dazabulobaa, amat rac gamoiares uhhhhhh, velodebi shemdwg tavss

არა მეტ დაძაბულობას აღარ ვაპირებ<3 kissing_heart kissing_heart პირიქით<3
სტუმარი მარიამი
ვაიმე როგორ გამახარეეე მაგარი გოგოხარ არ დაძაბოო კარგიი.მაგრები არიან ორივე.

მადლობა დიდი <3 არ არ დავძაბავ grinning smile kissing_heart

marikuna18
ვაიმეე რა მაგარი იყოოო ♡♡♡♡♡ ძალიანი მაგარი გოგო ხარ♡♡♡♡ მე მეგპნა ცოტას აწვალებდა იოს მაგრამ სიყვარულს რას გაუგებ :))) ♡♡♡♡

დიდი მადლობა ჩემო საყვარელო <3 <3 გიჟი იოანეს დიდი ხანი წვალება ცოტა ძნელია smile smile heart_eyes

naniko mindia
Kargo iyo, ❤️❤️❤️kaia rom aechviana aba raegona marto titon qonda ufleba, ❤️❤️❤️warmatebebi veli shemdegs tavs

მადლობა ჩემო კარგო kissing_heart heart_eyes მალე შემოგთავაზებთ შემდეგ თავსაც kissing_closed_eyes

Mzikomziko
Kargad ganvitarda kvelaperii ubralod kargi iknebodaa ioane upro ewvalebina evaasss magram saboloo jamshi mainc magari iko veli shemdegi tavs mooutmenlaaaaad
Magarixaaar

დიდი მადლობააა kissing_heart kissing_heart heart_eyes

 



№7  offline წევრი elene2619

საოცარი განვითარება ქონდა <3 ეს ორი გიჟი ადამიანი მიყვარს უკვე <3 ძალიან კარგად წერ ^_^

 



№8  offline წევრი Queenofmoon

elene2619
საოცარი განვითარება ქონდა <3 ეს ორი გიჟი ადამიანი მიყვარს უკვე <3 ძალიან კარგად წერ ^_^

ძალიან დიდი მადლობა <3 ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ^_^ <3

 



№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

როდის დადებ ახალს?

 



№10  offline წევრი Queenofmoon

სტუმარი მარიამი
როდის დადებ ახალს?

მალე დავდებ ახალ თავს :* <3

 



№11 სტუმარი სტუმარი ანი

საოცარი თავი იყო... ველით ახალ თავს! ????????????????

 



№12  offline წევრი Queenofmoon

სტუმარი ანი
საოცარი თავი იყო... ველით ახალ თავს! ????????????????

ძალიან მალე იქნება kissing_heart heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent