შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს მკლავებში დავლევ სულს (დასასრული)


3-06-2018, 22:16
ავტორი Queenofmoon
ნანახია 1 311

შენს მკლავებში დავლევ სულს (დასასრული)

თხელი შუშის მინას შხაპუნა წვიმა ასველებდა,მინა იმდენად თხელი იყო,წვიმის თითოეული წვეთის ხმა ჩამესმოდა,საწოლში შევიშმუშნე სიცივისგან და თვალდახუჭულმა ზეწრის ძებნა დავიწყე თითებით.
-ევა,გაიღვიძე? იომ ყურში ჩამჩურჩულა და თმა მომაშორა სახიდან.
-ჰო..ალბათ დღეს გარეთ ვერ გავალთ..
-ჰო,თავსხმა წვიმაა..
-იოანე,გამომეტყველება დავასერიოზულე,ზეწარი მკერდზე მივიფარე და ახლოს მივიწიე.
-შემდეგ ჯერზე არც ერთ ქალთან ყოფნას არ გაპატიებ.. პატიებას კი ვერც ბრილიანტებით გამოისყიდი,მითუმეტეს ვერც სექსით. დაიმახსოვრე.
-და შენ გგონია ვინმეს შენთან სიახლოვეს ვაპატიებ ევა?! გუშინ რომ დაგინახე იმ... მადლობა თქვას იარაღი თან რომ არ მქონდა.. მაგრამ დღეს ვეღარ გადარჩება.
-რა თქვი?!!
-გავიმეორო?!
-იოანე! იცოდე მანუელს თუ მოკლავ!
-რას იზავ? ან საერთოდ რატომ არის ის მნიშვნელოვანი??
-შენ რა,ნიკას ემსგავსები?! შენ არ იცავ იმ წესებს,რომ ვინც არ იმსახურებს იმას არ კლავ?!
-ეს იმსახურებს!
-არა იოანე! იცოდე,თითი არ დააკარო არცერთ ადამიანს,თუ ის ბინძურ საქმეში არ არის გარეული...თორემ ჩემს სახეს ვეღარასდროს იხილავ.. ისედაც საკმარისია ჩემთვის ის ფაქტი,რომ მკვლელი ხარ.
ზეწარში გავეხვიე და თავი ბალიშში ჩავრგე,ჩემი ქვითინის ხმა მოესმა და უკნიდან მომეკრო.
-არ მოვკლავ,ოღონდ ნუ ტირი,გთხოვ..მაპატიე,ამ ლამაზი დღეების ჩაშხამებისთვის ევა..ნება მომეცი,გამოვასწორო.. კარგი?
-ძალიან მაინტერესებს როგორ გამოასწორებ...
-გამოვასწორებ.
-უკანალიდან ხელი აიღე,თორემ ფეხი ერთ ადგილას მწარედ მოგხვდება.
მისი ჩაცინება ყურთან ჩამესმა,შემდეგ საწოლიდან ადგა,საშხაპეში შევიდა და მოწესრიგებას შეუდგა.
****
-ევაა .. იოანეს ხმამ კვლავ გამომაფხიზლა.
-შენ რა,კიდევ გძინავს?მეგონა ადექი..
-ასეთ ამინდში სულ ძილი მინდა.. და შენ??სად იყავი?? სად იყავი იოანე??
-დამშვიდდი,დამშვიდდი,უბრალოდ რესტორნიდან საჭმელი შევუკვეთე,ტკბილეულობა..ყველაფერი რაც შენ გიყვარს..
ამოვისუნთქე,გულზე მომეშვა და ზეწარი ისევ შემოვიხვიე.. გუშინდელი ღამის ნამოქმედარს გადავხედე და ყველაფერი დალეწილი იყო,ყველაზე მეტად ჩემს ალუბლისფერ კაბაზე დამწყდა გული,რომელსაც ნაკუწ-ნაკუწ ვიღებდი ძირიდან.
-ყოველთვის ტანსაცმელს რატომ მინადგურებ?!
წარბშეკრულმა გავხედე იოანეს,რომელიც ცეზარს გემრიელად შეექცეოდა.
-მაპატიე,ჩემი ბრალი არ არის..
-შენ წარმოიდგინე და ჩემი საყვარელი კაბა იყო!
-კარგი გიყიდი,არაუშავს.. ლოყაზე მიჩმიტა და ისევ ჭამა გააგრძელა.
-წვიმამ გადაიღო.. თვალები გამიბრწყინდა და მაშინვე ფანჯარას მივუახლოვდი.
-ეს იმას ნიშნავს,რომ ცუდი საქციელების გამოსწორება იწყება,თქვა იოანემ ეშმაკურად და თვალი ჩამიკრა.
-რას გულისხმობ?!
******
-ევა,ჩახტი წყალში! სწრაფად.
-იოანე მეშინია! ვერა,ვერ გადავხტები!
-ღმერთო ჩემო,ევა ჩახტი თორემ ამოვალ და ძალით ჩაგაგდებ!
-მმმ.. ისა.. კარგი ჰო ამოდი. მარტო ვერ ვხტები..
-აჰა,წყლიდან ამოსული ქოშინით მომიახლოვდა,ძლიერად ჩამჭიდა ხელები და მიბიძგა გადავმტარიყავი.
-არა მოიცადე! სამ თვლაზე!
-სამი არა ორი კიდე!
-იოანე არ ვხუმრობ!
-კარგი,დაითვალე.
-ერთი,ორ...
დათვლა არ დამაცადა და მაშინვე თან გამიყოლა,როცა ორი მეტრის სიმაღლიდან წყლის სიღრმეში აღმოვჩნდი,გული ისე სწრაფად მიცემდა,მეგონა აქ დამთავრდებოდა ჩემი სიცოცხლე,თუმცა წყალ ქვეშა სილამაზემ შიში ნელნელა გამიქრო,როცა ულამაზესი სფერო გაიშალა ჩემს წინ.
წყალი აქაც კი იმდენად გამჭვირვალე იყო,ფსკერიც კი მოჩანდა,ულამაზესი თევზები ჩემს გარშემო დაცურავდნენ,რამოდენიმე წამით თავი ოკეანის ქალთევზა მეგონა.. ვერასდროს წარმოვიდგენდი,აქ თუ მოხვდებოდი,მაგრამ ყველაფერი ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია და მომიწია ჟანგბადი მიმეწოდებინა ფილტვებისთვის.
-მოგეწონა? თავად იოანეც აღტაცებული მზერით მიყურებდა და სიცილს არ ეშვებოდა.
-მანიაკო! არ გითხარი სამ თვლაზე თქო?
-იმიტომ,რომ სამამდე როცა ავიდოდით,კიდევ დაამატებდი და მეტყვი ეხლა ხუთამდეო,ვიდგებოდით ასე მთელი დღე!
-შენ რა იცი მე სადამდე დავითვლიდი!
-ოხხ ევა! მომკიდე ხელი,ეხლა ერთად ჩავდივართ! ხოარ დავითვალო?!
-რა თქმა უნდა,ვთქვი და მაშინვე თავი წყალში ჩავაყოფინე მთელი ძალით.
******
-ორი კოქტეილი,რაც შეიძლება ბევრი ალკოჰოლით.
ორ ჭიქას,კიდევ ორი მოჰყვა,სამი,ოთხი,ხუთი.. ბოლოს უკვე ვეღარ ვითვლიდი და სიცილისგან ვსკდებოდით ორივე.
-წამოდი,სანაპიროზე გავიდეთ ჩქარა!
ხელი ჩამჭიდა და მთელი სისწრაფით გამომაქცუნა ბარიდან..
-იოანე,ნელა,ვერ დავრბივარ...შენ მგონი ფხიზელი ხარ ისევ მე კიდევ ნახე როგორი მთვრალი ვარ.. დაიცადე,გაჩერდი.
-არა! არ გაჩერდები,წამოდი ჩქარა!
ისევ გააგრძელა სირბილი და მეც ხელს არ მიშვებდა,სხვა გზა არ მქონდა,წინ მივიწევდი,ნელნელა ჩემს სმენას ტამტამების ხმა ახშობდა,სანაპიროზე წრეზე გაშლილი ფერადი მანათობლები რომლებიც ისე ციმციმებდნენ,თვალს ვერ ვუსწორებდი.
ტამტამების რაოდენობა თითქოს უფრო გახშირდა,გარშემო ხალხი შემოეხვია და თითქმის ყველა ტამტამების რითმს ყვებოდა, იოანემ პირდაპირ იმ წრის ცენტრში გამიყვანა.
-იოანე,სირცხვილია,აქ რა გვინდა?!სიცილს ვერ ვიკავებ და მთელი სახე მიხურს,ალბათ ჭარხლისფერი მადევს უკვე.
-მემგონი უფრო მეტი ალკოჰოლი უნდა შემეკვეთა..
-გიჟი ხარ!
-მომკიდე ხელი,თქვა და ჰაერში ამიტაცა.
რამოდენიმე წუთის შემდეგ ყველანაირი კომპლექსი მომეხსნა,ცეკვა დავიწყე ისე ,თითქოს საერთოდ არავინ ყოფილიყო გარშემო.
იოანე ჩემს წინ დადგა მუხლებზე,ხელი მომკიდა ხელზე და მისი ღრმა,კაშკაშა ზურმუხტისფერი თვალები შემომანათა.
-იოანე,ადექი! რას აკეთებ,გაგიჟდი?! სირცხვილია! გარშემომყოფებს ვუყურებ და იოანეს ვექაჩები,თუმცა ყოველ მცდელობაზე ხელს მაწევინებს და სახეს ასერიოზულებს,რაც ნაკლებად გამოსდის სიმთვრალის გამო.
-იოანე შეწყვიტე,ადექი,სიცილს ვეღარ ვიკავებ,ამავდროულად ვბრაზდები და მრცხვენია რადგან ყველა ჩვენ შემოგვჩერებია.
-მაპატიე ჩემო მეუღლევ,მაპატიე წყენისთვის და მინდა იცოდე,რომ შენს გარდა არცერთი ქალი არ მინდა ამ ქვეყნად.. მაპატიე,კარგი?
-ამისთვის არ იყო საჭირო სახალხოდ ასე მოქცეულიყავი! ქართული მაინც არ ესმით!
-შეხედე როგორ გვიყურებენ,ჰგონიათ ხელს გთხოვ. ეხლა თავი არ გააქნიო თორემ ყველა დაგესევა
-რა იდიოტი ხარ!
მეც მუხლებზე დავდექი და მის ბაგეებს დავეწაფე.
ხალხს ალბათ მართლა ეგონა,რომ ხელი მთხოვა,რადგან ყველა ტაშს გვიკრავდა და ისევ ცეკკვას იწყებდნენ,ეს იმდენად სასაცილო იყო,ისიც კი არ გამიანალიზებია იოანემ რისთვის მთხოვა პატიება,იმ მომენტში არაფერზე ვფიქრობდით,არც მე,არც ის.
*****
-იმედია ახლა მაინც გამოგივა ტალღასტან სურათი გადამიღო!
-ნუ ყვირი! ხომ ხედავ ვიღებ?! გაიღიმე
-არა მოიცადე,ბიუსტჰალტერს შევისწორებ.
-ევა დროზე! ლამაზად ხარ ისედაც,არაფრის შესწორება არ გინდა,მალე!
-ვსო,გადაიღე?
-კი,ოღონდ ტალღა ჩასულია..ამდენი ხანი შენ დაგელოდება?!
-აუუუ კარგი რა...
-ან რას აიჩემე ეს ფონი,რა ტალღები მოგინდა?
-ერთ-ერთი ფოტოსესია ვნახე და მეც მომინდა ასეთი ფოტოს გადაღება,თუმცა ჩემი ქმარი უნიჭოა!
-ღმერთო რატომ მაწვალებ...
-ღმერთს დააბრალე ახლა! მომეცი ეგ ფოტო აპარატი,წინა კამერით გადავიღებ ჯანდაბას!
******
-იმ ადგილს ხედავ? იოანეს გასართობი ადგილისკენ ვანიშნებ სადაც ხალხი მრავლადაა შეკრებილი.
-კი,რა ხდება?
-წამოდი,ჩქარა წამოდი. ნახე,აი ამ ბურთებს მიზანში თუ მოარტყავ,აქედან მალდივის ნიჟარებისგან ან ქვისგან დამზადებული ნებისმიერი სამაჯური შეგიძლია აიღო.
-სერიოზულად,ევა?!
-რა იყო?
-გიყიდი,რა ღირს მითხარი.. თქვა და სწრაფად დაიწყო ჯიბიდან ბარათის ამოღება.
-არაა არა,მე დამსახურებულად უნდა მოვიპოვო!
-კარგი.. გამოართვი იარაღი.
ეს ერთი.. ვამბობ და ბურთი სკდება,მეორე,მესამე,უკვე მეოთხე,ეხლა ბოლოა... მეხუთე.. გამომივიდააააა! შევყვირე და დახლთან მდგომი უცხოელი თვალებდაქაჩული მიყურებს,ალბათ გიჟი ვგონივარ,იოანეს კი ხელით ვაჯანჯღარებ.
-ხედავ??? ხედავ რა მაგრად ვისვრი?
-ბრავო.. ბრავო..
-რა ირონიაა ვერ გავიგე?!
აი ეს სამაჯური მომაწოდეთ,ხელზე ფერადი ქვებისგან აკინძულ სამაჯურს ვიკეთებ და კამყოფილი სახით ვუდგები გვერდით იოანეს.
-იცი რა?
-ჰო?
-დანის ხმარება უნდა მასწავლო!
-ევა,რაში გჭირდება დანის ხმარება?!
-აი რო გამაბრაზებ,იმ მომეტში იარაღი თუარ მექნება გვერდზე,დანას გაგირჭობ.
-ძალიან გამეცინა.
-იოანე კარგი რაა,მასწავლე გთხოოვ,გთხოოოვ.. იარაღის ხმარება ხომ ვიცი?! ეხლა დანაც მასწავლე,რა მოგივა?!
-ჰო კარგი..
-ჰოდა ეგრე! ისეც კმაყოფილი სახით გავიხედე წინ და გავყვევით გზას სასტუმრომდე.
*****
-აი,ესე მოკიდე ხელი,ასე დაატრიალე ნელნელა და რამოდენიმეჯერ,რომ გაიმეორებ,მერე სწრაფად სცადე.
დანა ავიღე და პირველივე ცდაზე ხელიდან გამივარდა.
-ვერ ვაკეთებ,ჩავიბურტყუნე გაბუტულმა და დანას დავწვდი ისევ.
-ევა შენ სწრაფად აკეთებ,ხომ გითხარი,ჯერ ნელა,აი ასე
ზურგს უკან დადგა და მომიახლოვდა,მისი ძლიერი ხელები შემოხვია ჩემს სიფრიფანა ხელებს და თითებით მოძრაოებებს აკეთებდა,რომ იგივე გამემეორებინა.
-მიდი,გაიმეორე,ისევ იგივეს ამბობ და მე მხოლოდ მის შეხებაზე ვარ ორიენტირებული.
ნერწვი ხმაურიანად გადავყლაპე და გამოვფზიზლდი.
-ცოტა უკან დადექი.
ჩემს სიტყვებზე ჩაეცინა და მისი ცხელი ჰაერი მომხვდა კანზე.
-რატომ?
-იცი რატომაც..ასე დანაზე კონცენტრაციას ვერ ვახდენ..
-აბა რაზე?
-კარგად იცი..
-განმიმარტე.. ყურში ჩამჩურჩულებს და მისი ცხელი ტუჩები ყელსა და კისერს შორის ექცევა.
-იმაზე,რომ ძალიან ახლოს ხარ.. და შენი შეხების გარდა ვერ ვფიქრობ ვერაფერზე.. ნუ ცდილობ ყურადღება გადამატანინო,იცოდე მაინც მასწავლი დანის ხმარებას!
-რა თქმა უნდა გასწავლი.. ისევ მის ტუჩებს ვგრძნობ კანზე და ბუსუსები ერთიანად მაყრის,ქვედაბოლოს ნელნელა ზევით ქაჩავს და გრძელ მოქანდაკებულ თითებს ფეხებზე დაასრიალებს..
-გაჩერდი.. ჯერ მასწავლე.. ვაამბობ და თვალებს ვხუჭავ,თავს უკან ვწევ და მის ხელებს ვეხმარები გზის გაკვლევაში.
იოანეს და ევას ყოველი დღე ახალი გაღვივებული სიყვარულით და ვნებით იწყებოდა,მათი ვნება არასდროს ქრებოდა,არც იკლებდა,პირიქით,ყოველ წუთს და წამს იმატებდა ის გრძნობა,ის მონდომება,რასაც ისინი განიცდიდნენ ერთმანეთის მიმართ.
იოანემ ფრთხილად გახადა საყვარელ ქალს საცვალი და მის სხეულის დაეპატრონა,როგორც აქამდე სჩვევია,სიამოვნების ნელი ბიძგები ნელნელა შეეპარა მათ სხეულებს,რომლებიც არ ჩქარობდნენ და ცდილობდნენ დიდხანს გაგრძელებულიყო მწველი სიამოვნება.
ტუჩებს ძლივს მომწყდარმა იოანემ,ახლა ქალის მკერდთან გადაინაცვლა,ხელებში მოაქცია და მთელი ვნებით დაუკოცნა,ყოველ ამბორს ახალი შეგრძნება მოჰყვებოდა,ახალი სურვილი,უფრო მეტის დაგემოვნების,ბიძგებს უფრო და უფრო უმატებდა,რადგან ქალის კვნესა და ოხვრა მას უფრო მეტად აღაგზნებდა და თავს ვერ იკავებდა ვერცერთი..
მძიმე სხეულით ევას სიფრიფანა,გამხდარ სხეულს დააწვა,რომელიც იმ მომენტში ჯერ კიდევ სასიამოვნო იყო,არა თუ შემაწუხებელი,თმაში წვრილი თითები შეუცურა საყვარელ მამაკაცს და კიდევ ერთი ამბორით დააჯილოდოვა.
-იცი რა მინდა?
-მითხარი..
-მინდა,რომ ყველანაირი სექსუალური ფანტაზია გიქციო რეალობად,რაზეც კი გიოცნებია აქამდე,ჩემო სერიულო მკვლელო..
-მაგაზე უარს როგორ გეტყვი პატარავ?
-ვერ გაბედავ,რომ მითხრა..
-მიყვარხარ,ევა..სიგიჟემდე.
-მეც მიყვარხარ..
*****
-ევა,გაიღვიძე,მოვედით საყვარელო..
-მოვედით?! სწრაფად წამოვხტი და მანქანას მოვშორდი,იოანეც უკან მომყვა და ჩვენს სახლში შევედით.
კიბეები სწრაფად ავირბინე და მაშინვე პატარების ოთახში შევედით.
-მოგესალმებით ქალბატონო ევა..
-გამარჯობა,მარია.. სად არიან პატარები?
-ძიძას ჰყავდა სასეირნოდ,აი.. ისინიც,ხელით მანიშნა პირველი სართულისკენ,საიდანაც პატარა კოტე და უტა მობანცალებდნენ პუტკუნა ფეხებით და ნაბიჯების გადადგა მაინც უჭირდათ.
კიბეები ისევ ჩავირბინე,მუხლებზე დავეცი და ორივე გულში ჩავიკარი.
-დეეე,როგორ მენატრებოდით.. ორივეს ყელში ვკოცნიდი და მათი სურნელით ვერ ვძღებოდი.
იოანე მოვიდა და ისიც გვერდით მომიჯდა და პატარები გულზე ფრთხილად მიიხუტა..
-მარია,ხომ არ ტიროდნენ ჩვენს არ ყოფნაში?
-არა ქალბატონო ევა,უბრალოდ ძალიან ცელქები არიან,არცერთს არაფერი არ აწუხებს.
-მამას ვაჟკაცები,აი,რომ დავარიგე დედა მიმყავს და სახლს მიხედეთ თქო,იმიტომაც არ ტიროდნენ და როგორც კაცებს შეეფერებათ ისე იქცეოდნენ!
-რა იდიოტი ხარ.. ჩავიცინე და თმა ავუჩეჩე.
-მარია,დღეს დაისვენე, გოგოებიც გააფრთხილე სამზარეულოში,წადით,დღეს მე მივხედავ ყველაფერს.
-ოჰოო,ჩემო ცოლო,რა ხდება?
-დღეს სტუმრები გვყავს!
-ვინ?
-სანამ შენ გეძინა მალდივებზე,მე თორნიკეს ვეჭორავებოდი!
-თორნიკეს?
-დიახ დიახ.. ნუკი მოჰყავს ცოლად,დღეს წვეულებას გავმართავ და მინდა რომ ჩვენთან მოვიდნენ...
-კარგი აზრია,მაგრამ მე რატომ არ მითხრა?
-იმიტომ,რომ ყოველთვის ეღადავები..
-მე რა ვიცოდი,ნუკი თუ მართლა შეუყვარდებოდა?
-კარგი კარგი,გადავურეკავ ახლავე.
-ევა
-ჰო?
-შენს დაქალებსაც დაურეკე.
-აბა რას ვიზავ?
თვალი ჩავუკარი და მისაღები ოთახი დავტოვე, მან კი ბავშვებთან თამაში გააგრძელა,მათი კისკისი კიბეებთან მესმოდა,გავხედე და მივხვდი ,რა დიდი ბედნიერება იყო მათი ყურება,იოანე ძირს იწვა და ორივე ზემოდან ახტებოდა,მე შორიდან ვუყურებდი და ამ ყველაფერზე მეცინებოდა,მაინც,რა ცოტაა საკმარისი ბედნიერებისთვის,მაგრამ ამავდროულად ბევრიც?
5 წლის შემდეგ.
-ევა,ყავას გამიკეთებ?
-მარია მოვა და გააკეთებს.. ან შეგიძლია არ დაელოდო და თავად გაიკეთო..
-გთხოვ რა,მიყვარს შენი გაკეთებული,ხომ იცი?!
-მაგვიანდება გადაღებაზე! ვთქვი და კაბა ამოვიცვი.
-და რამდენჯერ გითხარი ნუ დადიხარ ყოველ დილით შიშველი ჩემს წინ თქო... თქვა და ბალიში თავში შემოირტყა.
-ჩემი ბრალი არ არის შენ თუ ტანსაცმლიანად არ მაძინებ,მორჩი წუწუნს,წავედი!
-რაში გჭირდება ამ რეკლამაში გადაღება,კარგი რა.. კაპიკებს გიხდიან ისედაც..
-ეს ჩემი პროფესიაა,ძვირფასო. მადლობა თქვი,იურიდიულზე სწავლა რომ არ გავაგრძელე..
-უღრმესი მადლობა..
-ტუჩებზე ხმაურიანად ვაკოცე და კარისკენ გავეშურე,გავაღე თუარა,მაშინვე კოტე და უტა შემოცვივდნენ და იოანეს აუვარდნენ საწოლში..
-და მე აქ მარტო მტოვებ? გამომხედა საწყალი სახით
-მალე შემოგიერთდებით! ვთქვი და კიბეებს ჩავუყევი ქუსლების კაკუნით..
პატარა ანასტასიას ოთახში შევედი,ტკბილად და მშვიდად ეძინა,შუბლზე ვაკოცე ნაზად და მთელი სიყვარული ჩავაქსოვე,მინდოდა უფრო მეტად მოვფერებოდი,თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პატარა და უმწეო იყო.. ანასტასია ჩემი მესამე შვილია,მესამე გოგონა,რომლის დაბადებამ ჩემი და იოს ცხოვრება საერთოდ შეცვალა და გააგიჟა.
მე,არასოდეს ვინანებ 2016 წლის 18 სექტემბერს,თავსხმა წვიმაში რომ გავრბოდი სახლში,მიუხედავად იმისა,რომ საერთოდ არ მეჩქარებოდა,მაგრამ მაინც გავრბოდი..
ალბათ ჩემი ერთადერთი სიყვარულის საპოვნელად გავბროდი,რომელზეც წარმოდგენა არ მქონდა არსებობდა თუარა...
არასდროს ვინანებ იმ განვლილ მწარე დღეებს,რადგან ყველაფერი ბედნიერებამ მოიცვა.. არასდროს ვინანებ ჩემს მკვლელთან ყოფნას,რადგან მე მასთან ერთად ვსუნთქავ,ვარსებობ და მიყვარს,სიგიჟემდე,უსასრულობამდე.. მთელი მსოფლიო რომ ამოხოცოს,ალბათ მის უკან ვიდგები და მხოლოდ ტყვიებს მივაწოდებ,
შენს მკლავებში დავლევ სულს.
მხოლოდ შენთან,მხოლოდ შენ გვერდით.
დასასრული....

მოკლედ,ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ,ჩემს ერთგულ მკითხველებს,რომლებსაც დიდი წვლილი მიგიძღვით,რადგან თქვენ მაძლევდით სტიმულს თქვენი კომენტარებით,ყოველი შენიშვნითა თუ შექებით,ძალიან,ძალიან მიყვარხართ..
იმედი მაქვს,ეს თავიც მოგეწონებათ,შეაფასეთ<3 კიდევ ერთხელ,მადლობა,მადლობა,მადლობა!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი A

ბული დამწყდა რომ დამთავრდა მართლა კარგი იყო. არ დაგვეკარგო და ახალი“ისტორიით მალე დაგვიბრუნდი.... წარმატებები....

 



№2  offline წევრი marikuna18

არ მინდოდა რომ დასრულებულიყო♡♡♡ ძალიან მაგარი გოგო არ♡♡♡

 



№3 სტუმარი სტუმარი lia

განუმეორებელი ხარ,ძალიან საყვარელი ისტორიაა.
იმედი მაქვს ჩქარა დაგვიბრუნდები ახალი მოთხრობით❤❤❤

 



№4 სტუმარი Mzikomziko

Ra metkmis ar vicodi Ase dadzabuli iko tavidan da moulodnelad tavbru dagvaxvie bolo ori taviiit dzalian magari Gogo xar da dagvibrundi Axali istoriittttt

 



№5 წევრი Queenofmoon

A
ბული დამწყდა რომ დამთავრდა მართლა კარგი იყო. არ დაგვეკარგო და ახალი“ისტორიით მალე დაგვიბრუნდი.... წარმატებები....

დიდი მადლობა,ჩემო კარგო kissing_heart აუცილებლად დავბრუნდები ახალი ისტორიით heart_eyes

marikuna18
არ მინდოდა რომ დასრულებულიყო♡♡♡ ძალიან მაგარი გოგო არ♡♡♡

ძალიან დიდი მადლობაა,მახარებს შენი კომენტარიი სულლ heart_eyes heart_eyes

სტუმარი lia
განუმეორებელი ხარ,ძალიან საყვარელი ისტორიაა.
იმედი მაქვს ჩქარა დაგვიბრუნდები ახალი მოთხრობით❤❤❤

Mzikomziko
Ra metkmis ar vicodi Ase dadzabuli iko tavidan da moulodnelad tavbru dagvaxvie bolo ori taviiit dzalian magari Gogo xar da dagvibrundi Axali istoriittttt

უღრმესი მადლობა,ასეთი სიტყვებისათვის,და მადლობა რომ ჩემს სხვა მოთხრობასაც ელით,დიდი მადლობა relaxed blush heart_eyes ყველანაირად ვეცდები რომ ახალი კარგი და საინტერესო მოთხრობით დაგიბრუნდეთ kissing_heart kissing_heart

 



№6  offline წევრი meocnebe avadmyopi

რამდენიმე თავის განმავლობაში არ დამიწერია კომენტარი
მაგრამ ახლა ამოვაფრქვევ მთელ იმ ემოცციებს რომელიც დამიგროვდა
მთელი ოცდაორი თავის განმავლობაში არც ერთხელ არ მინანია რომ კითხვა დავიწყე
არასდროს მიფიქროს რომ შემეწყვიტა ამის კითხვა.......................................................

ძალიან მომწონდა მომწონს კიდე
ძალიან მომეწონა,მალე დაბრუნდი ახლაი ისტორიით

 



№7 წევრი elene2619

ძალიან მომწონს თავიდან დაწყებული დასასრულით დამთავრებული ძალიან კარგად წერ <3 მარტალია ეს მოთხრობა დამთავრდა მაგრამ ველოდები სხვას <3

 



№8 წევრი Queenofmoon

meocnebe avadmyopi
რამდენიმე თავის განმავლობაში არ დამიწერია კომენტარი
მაგრამ ახლა ამოვაფრქვევ მთელ იმ ემოცციებს რომელიც დამიგროვდა
მთელი ოცდაორი თავის განმავლობაში არც ერთხელ არ მინანია რომ კითხვა დავიწყე
არასდროს მიფიქროს რომ შემეწყვიტა ამის კითხვა.......................................................

ძალიან მომწონდა მომწონს კიდე
ძალიან მომეწონა,მალე დაბრუნდი ახლაი ისტორიით

ძალიან დიდი მადლობა,ყოველთვის მიხაროდა შენი კომენტარების ნახვა და ყოველთვის გამიხარდება! heart_eyes heart_eyes ვეცდები ახალი ისტორიით მალე დაგიბრუნდეთ kissing_heart

elene2619
ძალიან მომწონს თავიდან დაწყებული დასასრულით დამთავრებული ძალიან კარგად წერ <3 მარტალია ეს მოთხრობა დამთავრდა მაგრამ ველოდები სხვას <3

სხვაც აუცილებლად იქნება,რა თქმა უნდა. მადლობა,რომ ელოდებით ჩემს სხვა მოთხრობასაც,ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს kissing_heart უზომოდ მიხარია რომ მოგეწონათ იოანეს და ევას ისტორია heart_eyes heart_eyes

 



№9  offline წევრი Vio Aziziani

უძალიან მაგრესი იყოოო ბრავოოოო!!!!!!

 



№10 წევრი Queenofmoon

Vio Aziziani
უძალიან მაგრესი იყოოო ბრავოოოო!!!!!!

ძალიან,ძალიან დიდი მადლობაა! kissing_heart heart_eyes

 



№11  offline წევრი N..L

ძალიან მაგარი ისტორია იყო.. გთხოვ კიდევ დადე ესეთი ისტორიები. საუკეთესოო ხარ.

 



№12 წევრი Queenofmoon

N..L
ძალიან მაგარი ისტორია იყო.. გთხოვ კიდევ დადე ესეთი ისტორიები. საუკეთესოო ხარ.

უღრმესი მადლობა! აუცილებლად დავბრუნდები მალე ახალი ისტორიით <3

 



№13  offline წევრი richirichi

ემოციებით ვარ დატვირთული.ძალიან ძალიან კარგი იყო.იმედია მსგავსი ისტორიებით ხშირად გაგვანებივრებ.წარმატებებს გისურვებ

 



№14 წევრი Queenofmoon

richirichi
ემოციებით ვარ დატვირთული.ძალიან ძალიან კარგი იყო.იმედია მსგავსი ისტორიებით ხშირად გაგვანებივრებ.წარმატებებს გისურვებ

უღრმესი მადლობა!! <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent