შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (მეორე ნაწილი, 1თავი)


4-06-2018, 09:07
ნანახია 2 609

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (მეორე ნაწილი, 1თავი)

ავტორის შენიშვნა: მოგესალმებით მეგობრებო, სიმართლეს გეტყვით და არ მქონდა გეგმაში ამ ისტორიის მეორე ნაწილზე ასე მალე თუ დავიწყებდი მუშაობას, მაგრამ თქვენმა კომენტარებმა, ასე ვთქვათ მაიძულეს დრო გამომენახა თქვენთვის საყვარელი ისტორიისათვის და აი დაგიბრუნდით, არ ვიცი შევძლებ თუ არა ისევ ისეთი პუნქტუალურობით დავდო ყოველ დღე ერთი თავი თუ არა, თუმცა გპირდებით მაქსიმალურად შევეცდები.

-------
-ენ. ვხედავ როგორ იკრავს დედა ჩემ კუმირს გულში. ზუსტად ისეთია როგორიც წარმომედგინა. საშუალო სიმაღლის, გრძელი ტალღოვანი ღია თმით, მსუბუქი მაკიაჟი. პატარა ცხვირი, რომელსაც სულ ოდნავ უმშვენებდა ღია ჭორფლი, სისხლისფერი დიდრონი ტუჩები, ზღვისფერი თვალები, დახვეწილი მიხვრა-მოხვრა. ძალიან მოკლე კაბა ეცვა მაგრამ ისე იხდენდა, მისი ცქერა ერთ სიამოვნებად ღირდა, ვუყურებდი და ვხვდებოდი რატის მის მიმართ რატომ ქონდა ამხელა ინტერესი და ვნება, უბრალოდ არ შეიძლებოდა ეს ქალი არ მოგწონებოდა. ისინი დიდხანს იდგენ ჩახუტებულნი. -ეს ჩემი შვილია, გაახსენდა დედას ჩემი ოთახში არსებობა.
-ნია. ვეუბნები და ხელს ვუწვდი.
-ანასტასია. მპასუხობს და მისი ხმითაც ისევე ვინუსხები, როგორც მისი ვიზუალით.
-მოკლედ ენ. ამბობს დედა. ნიას ძალიან უყვარს წერა. შენი ისტორიით ისეთი მოხიბლულია, რომ სულ შენზე ფიქრობს. იღიმის, ენიც იღიმის, თვალისმომჭრელად იღიმის.
-დედა. შევუბღვირე დარცხვენილმა.
-ჩვენ დავმეგობრდებით. ამბობს ენი და მზრუნველად მკიდებს მხარზე ხელს. -რამდენი წლის ხარ ნია?
-ოცდასამი.
-მაშინ არაუშავს თუ ჩემი დემონების შესახებ თავად მოგიყვები. ამბობს და ყველანი გემრიელად ვიცინით. მათ ცოტა ხანს ისაუბრეს და შემდეგ ანასტასიამ გარეთ გასვლა შემომთავაზა. -ადგილი შევარჩიოთ. ამბობს ის. -ადგილი სადაც შევხვდებით ხოლმე და ჩემს ისტორიას მოისმენ. არც კი მჯეროდა, რომ ენი ჩემ წინ იდგა, რომ ის მე მესაუბრებოდა.
-კარგი. ვაბმობ მე. დედას ვემშვიდობებით და თბილისის ქუჩებში გავდივართ. არ მეპარებოდა არც ერთი მამაკაცის მზერა ენის მიმართ. იმაზე მეტად სექსუალური აღმოჩნდა ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო. ერთი მყუდრო ბარი ავარჩიეთ და ასე დაიწყო მე და ენის ურთიერთობაც.
-საიდან დავიწყო? მეკითხება ენი.
-იქედან როდესაც საქართველოში მეორედ დაბრუნდი ბებიის ავადმყოფობის გამო. მან გაიღიმა, თითქოს თვალებში ცრემლი გაუკრთა და თხრობა დაიწყო.
-როდესაც თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა, მხოლოდ მაშინ შევიგრძენი მთელი არსებით თუ როგორ ავფორიაქდი. ყოველთვის ვფიქრობდი საქართველოზე, მეგობრებზე, რატიზე.. მისი სახელის წარმოთქმისას ხმა ძალიან ებზარება. ცოტა ხანს ჩერდება და მერე ისევ აგრძელებს. -მაგრამ მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი ყველაზე დიდი სიმძაფრით მთელ ამ ეიფორიას. მოკლედ აეროპორტში სანდრო დამხვდა. ის ერთადერთი იყო ვისთანაც ხშირი კონტაქტი მქონდა მთელი ამ წლების მანძილზე. ესკლატორიდან ჩამოვედი თუ არა, ყელზე სიხარულით შემოვეხვიე და მანაც პატარა ბავშვივით ხელში აყვანილი მაბზრიალა.
-ნაკაშიძე.... შენი დედა... არ ბერდები რა.
-როგორ მომენატრე სანდრო. კიდევ ერთხელ ჩავეხუტე მონატრებულ მეგობარს.
-ბავშვი სად არის ტო? მეგონა ჩამოიყვანდი.
-არდადეგებზე ჩამოვა.
-წამო, წამო დაღლილი იქნები. აგიყვანო სახლში. იმდენი დრო გვენება საჭორაოდ და ერთმანეთის გასალანძღათ . ჩვეულებისამებრ აღადავდა სანდრო. გავუღიმე და მანქანისკენ დავიძარით. -დაჯე. მეუბნება და შავი რენჯროვერის კარს მიღებს. წარბი ავწიე.
-ჯეკპოტი მოხსენი სან?
-არა ტო, რატის არი. უეცრად სახე დამანჭა.
-ხოო? ჯეკპოტი მოხსნა? ღიმილით შევეცადე სანდროს დაძაბულობის განმუხტვას.
-ნაკაშიძე.
-რაო სან?
-მაგრად მომენატრე.
-მეც. ისე ჩამეხუტა ლამის ძვლებში გამტეხა. მერე სახლში წამიყვანა და ბარგის ატანაში მომეხმარა.
-ჟუჟუნა ბებო. ღრიალით შევარდა სანდრო სახლში. -ერთი შეხედე ვინ გვიკადრა. ჟუჟუნამ დამინახა თუ არა ხელებში ჩარგო თავი და ქვითინს მოყვა. დიდხანს მყავდა მკლავებში მოქცეული მისის სიბერით დაძაბუნებული სხეული.
-ბე. ვეუბნები როგორც კი ცოტა დამშვიდდა. -ვსო, მორჩა. აღარასოდეს დაგტოვებ. ჩამოვედი და სულ შენთან დავრჩები.
-მარია სად არის ბებო? ახლაღა შეამჩნია, რომ მარტო ვიყავი.
-მალე ჩამოვა არ ინერვიულო.
-ენ მე წავალ. მეუბნება სანდრო. მოეწყე. დაისვენე. მერე დამირეკე.
-მადლობა სან. ვეუბნები და კარს ვკეტავ. საძინებელში შევდივარ და საწოლზე მოწყვეტით ვენარცხები. თვალებს ვხუჭავ და ვგრძნობ როგორ წამოვიდა თავისით ცრემლი. -როგორ მიყვარს აქაურობა მთელი თავისი ისტორიებით. საღამოს, როცა სანდრომ მიხვდა მე დარეკვას არ ვაპირებდი პირდაპირ სახლში მომადგა.
-იმედია გამოკეტვას არ აპირებ. მითხრა სახლში შემოსვლისთანავე. პასუხი არ გავეცი, მხოლოდ გავუღიმე. -არ გინდა გავისეირნოთ?
-სან..
-არანაირი რატი. მაწყვეტინებს სანდრო. მხოლოდ მე და შენ გავისეირნოთ.
-კარგი. ვნებდები მეგობარს და გარეთ გავდივართ.
-ერთი კარგი ბარი გაიხსნა. არ გინდა ცოტა დავლიოთ?
-დალევა ძალიან მინდა.
-ხოდა წავედით. ბარი რომელზეც სანდრომ მითხრა, აქვე უბანში გახსნილა, სასიამოვნო ადგილი იყო, მშვიდი გარემო, დაბალი განათება და მუსიკა. ისეთი ადამიანთან საუბარს ნორმალურად რომ მოახერხებდი და ყვირილი არ დაგჭირდებოდა.
-სან, შენ და ესეთი ადგილები?
-ეჰ ასაკი ენ ასაკი, შენ კი არაფერი გეტყობა მაგრამ...
-კარგი ეხლა, ისე ლაპარაკობ თითქოს ასი წლის იყო.
-რაღა მიკლია, ჩაიბურტყუნა სანდრომ.
-აბა, მომიყევი როგორ ხარ? ვეკითხები და ცივ ლუდს გემრიელად ვაგემოვნებ.
-რა გითხრა ენ, მაგრად არ მიმართლებს გოგოებში, ახლაც ერთი მომწონს მარა ამ ქალების მართლა ვერაფერი გავიგე.
-რატო?
-დღეს უნდა ჩემთან, ხვალ აღარ უნდა, დამღალა რა.
-დანარჩენები როგორ არიან?
-ისევ ისე. ლუკა და ნუკი რო დაქორწინდნენ ეგ ისედაც გითხარი, გიგი თავის გეი მეგობართან ერთად გადავიდა საცხოვრებლად, ლენაც ვიღაც ტიპს ხვდება, ამას წინათ გაგვაცნო, არ ჩანს ცუდი ბიჭი.
-ვიკა როგორ არის?
-ნერვიული გახდა, ერთი პერიოდი ფსიქოტროპულებზე შეჯდა, მერე ძლივს მოვიყვანეთ გონს, მე რა, გოგოებმა მაგრად ივაშკაცეს. ვიგრძენი მის გამო როგორ დამიარა ტანში ჟრუანტელმა, ისედაც ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი მისი ამ მდგომარეობის გამო და ახლა კიდევ უფრო შემეზიზღა ჩემი თავი.
-ბავში?
-ნუ იტყვი, ველური, ტყიური, არაადეკვატური. გამიმწარა სიცოცხლე. სიცილი აუტყდა სანდროს. მეც გამეცინა.
-რატი? შევატყე როგორ არ უნდოდა სანდროს მის შესახებ ლაპარაკი.
-ვიღაც ოცი წლის გოგოს ხვდება. სავარჯიშო დარბაზში გაუცნია, მაგრამ ხო იცი ეგეთი ამბები დიდხანს არ გრძელდება.
-კარგი გოგოა?
-ლამაზია. ამბობს სანდრო და ლუდის მოზრდილ ყლუპს სვამს. -ეხლა შენ თქვი რა, რას მალაპარაკებ ქალივით, რაშვები, როგორ ხარ? ჰა? ვინ გყავს ამჯერად გამოჭერილი?
-არავინ სან, მარტო ვარ.
-რატო ტო? ფრანგებს თვალები ტრა*ში აქვთ? წარბის აწევით მეუბნება და მეც სიცილს ვეღარ ვიკავებ.
-არა. ბევრი ცდილობს მაგრამ მე არავინ მომწონს.
-ამოიკერე? ღადაობაზე გადავიდა სანდრო.
-ეგრე გამოვიდა. ენა გამოვუყავი.
-ოხ ნაკაშიძე, ნაკაშიძე. ერთი შენ ტვინში ჩამახედა რა. საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე. -იმათ იცნობ? მეკითხება სანდრო და კარისკენ მახედებს. გონს მოსვლას ვერ ვასწრებ ისე მიკრავს ლუკა გულში და მგონი ტირის კიდეც. აი ნუკი კი, როგორც ყოველთვის ახლაც ნამდვილად ტირის. ჩვენს გვერდით მოთავსდნენ და როგორც ადრე, ახლაც გემრიელი სიტუაცია ჩამოვარდა, ლუკა და სანდრო ჩემზე ღადაობით ირთობდნენ თავს, მე კი მათი ცქერით გამოწვეული ბედნიერების ცრემლების შეკავებას ძლივს ვახერხებდი, რაც არ უნდა ყოფილიყო, ისინი მთელი ჩემი ცნობიერის 90% იკავებდნენ.
-დიდი ხნით რჩები? მეკითხება ნუკი, როგორც კი მარტო დამიხელთა.
-ალბათ ხო.
-ისე გამეხარდა სანდრომ შენი ჩამოსვლის ამბავი, რომ მითხრა. რაც არ უნდა მომხდარიყო წარსულში მაინც იგივე სიხარულს იწვევს შენი ნახვა ჩემში.
-ვიცი ნუკი. გავუღიმე და ლოყაზე ვაკოცე. -სანდრომ მითხრა ლენა ვიღაცას ხვდებაო. კარგი ბიჭია?
-კი კარგი ვინმეა. რავიცი ლენა კი ბედნიერია. მთავარი ხომ ეს არის.
-კი ეგ მთავარია და ვიკა? ალბათ როგორ ვეზიზღები.
-არამგონია ეზიზღებოდე. ენ დიდი დრო გავიდა.
-არ ვიცი, არ ვიცი. ამოვიოხრე და მგონი გულიც ამოვაყოლე.
-მხოლოდ იმას ამბობს, რომ შენ რატი არ გიყვარდა.
-ღმერთო ჩემო რა სისულელეა.
-ჩუმათ მეუბნება ნუკი და მეც ხმას ვუწევ.
-საიდან არეხვებს ამ სიბრძნეს?! რის საფუძველზე?!
-ამბობს, რომ ყვარებოდა მისთვის იბრძოლებდაო.
-კარგი რა, მე სწორად მოვიქეცი აქედან რომ წავედი და მათ ურთიერთობას გაგრძელების საშუალება მივეცი, რატი ორჯერ დავთმე მხოლოდ იმიტომ რომ სხვაგვარად მოქცევა არ შემეძლო. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ყოფნის გარდა არაფერი მინდოდა. მათი შვილის გამო რატი მივატოვე. -რა იცის ვიკამ მე რა გამოვიარე. უკვე ხმა გამებზარა.
-მათი ურთიერთობა მაინც განწირული იყო ენ.
-და რა თქმა უნდა ეს ჩემი ბრალია ხომ?!
-ენ არ გკიცხავ. მხოლოდ დაფიქრდი აბა.
-დაფიქრება არ მჭირდება, ისედაც ვიცი, რომ ამაში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ.
-რაზე ჭორაობთ? თავზე წაგვადგა სანდრო და იძულებული გავხდით თემა შეგვეცვალა, თუმცა მან ძალიან კარგად მიხვდა რა თემა იყო განხილვაში და თავი გააქნია. -ნაკაშიძე. მეუბნება მოულოდნელად. -სანამ კიდევ რაიმე სისულელეები გიკეთებია კარგად დაფიქრდი.
-არაფრის კეთებას არ ვაპირებ. შევუღრინე გაღიზიანებულმა.
-ვა, ვა, ვა, რა ხალხი. მომესმა ზურგს უკან ხმა და თვალებშიც დამიბნელდა. ნუკის მკლავზე მივუჭირე ხელი და მანაც საპასუხო ქმედებით მიპასუხა.
-დამშვიდდი. მიჩურჩულა ყურში.
-რა პონტში მ ო მ ტ ე ხ ე თ თ თ თ თ. ახლაღა შემნიშნა რატიმ და სიტყვა პირზე შეაშრა.
-გამარჯობა რატი. ვეუბნები ისე, რომ თვალებში არ ვუცქერ. უხერხული სიჩუმე იღვრება ჰაერში.
-როგორ ხარ სალი? სიტუაციის განმუხტვას შეეცადა ნუკი.
-კარგად შენ? კევის ღეჭვით პასუხობს რატის მეგობარი.
-სალი. გავიფიქრე ჩემთვის. ანუ ეს არის რატის ახალი მეგობარი.
-როდის დაგვიბრუნდი? გაღიზიანება დაეტყო რატის ხმაში.
-დღეს.
-კარგია. ამბობს ის, დემონსტრაციულად ხვევს მეგობარს წელზე ხელს. -კაი ჩვენ გავალთ.
-დალევას არ ვაპირებდით? ვედრებით დაპრუწა გოგომ ტუჩები.
-სხვაგან დავლიოთ.
-არ ვიკბინებით. თვალი ჩაუკრა სანდრომ.
-კარგი. ამბობს რატი. ზუსტად ჩემ წინ ჯდება და მზერას არ მაშორებს.
ისევ ისეთია როგორიც ადრე. ამ წლების მანძილზე სულ არ შეცვლილა მხოლოდ სხეული აქვს უფრო დაკუნთული ვიდრე აქამდე.
-მე რატომ არ ვიცნობ ამ გოგოს? კითხულობს სალი.
-ხო მაპატიე. ეს ენია, საფრანგეთში ცხოვრობს აქ იშვიათად ჩამოდის აგვრევს დაგვრევს და ისევ მიდის, კბილებში გამოცრა რატიმ. მავედრებელი მზერა ვესროლე მან კი იმაზე მეტად შემიბღვირა ვიდრე აქამდე.
-სასიამოვნოა ამბობს სალი.
-ჩემთვისაც. რატის თვალს არ ვაშორებ, მხარზე ნუკის შეხებას ვგრძნობ და მეც რეალობაში ვბრუნდები. -არ გატყდე ენ, ვეუბნები ჩემ თავს, არ გატყდე, ისევ არ გატყდე.
-დიდი ხნით რჩები?
-ბებიაჩემია ცუდათ. ვპასუხობ მოკლედ და კონკრეტულად. მერე სანდროს გავხედე.
-წავიდეთ? მეკითხება ჩემი მზერის არსს ჩამწვდარი სანდრო.
-ჰო. რატი იღიმის, ტუჩის კუთხე უტყდება.
-წადი, წადი ენ, შენ ხომ ყოველთვის ესე იქცევი.
-რატი.
-ტყუილს რას ვამბობ? სალი გაოცებული უყურებდა ამ სიტუაციას.- ხო მართლა. სალის მიუბრუნდა რატი. -მეტი კონკრეტიზაციისთვის ეს ის გოგოა ვის გამოც ოჯახი დამენგრა. ვიგრძენი მუხლები მომეკვეთა და ამ სიტუაციას ვეღარ ვუძლებდი.
-გეყოფა რატი, შეუბღვირა სანდრომ და ასადგომად მოემზადა.
-ეგრე არ არის? აღგზნებული ხმით მომიბრუნდა რატი. სალი მალე გაერკვა სიტუაციაში და ახლა უკვე მთელი სიმძლავრით შევიგრძნობდი მის მტრულ მზერას. - თუ რამეს არასწორს ვამბობ თქვი ენ. აგრძელებს რატი. სანდრო უკვე მკლავში მექაჩება.
-როდის აქეთაა კონცერტების მართვა შეგიყვარდა?! შევუბღვირე რატის, ბავშვებს ბოდიში მოვუხადე და იქაურობა დავტოვე.
-გავიაროთ? მეუბნება ჰაერზე გამოსვლის შემდეგ სანდრო.
-ეს ბავშვია რატის გოგო?
-მაღალი ფეხები კი აქვს. ჩემს გაღიმებას ცდილობს და ახერხებს კიდეც. წამო წამო, დასალევი ვიყიდოთ და შენთან დავლიოთ რას იტყვი?
-ამაზე კარგი აზრი არასოდეს მოგსვლია მაგ მელოტ თავში. სასმელი ვიყიდეთ და ჩემ ოთახში სრული ანშლაგი მოვაწყეთ, იმდენი დავლიეთ, რომ არა მე და სანდროს, ბავშობიდან მკვეთრად გამოხატული სუფთა მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, აუცილებლად თავაშვებული სექსით დავკავდებოდით.
-ნაკაშიძე, ბლუყუნებს სანდრო.
-ჰო.
-კიდე გიყვარს?
-ხასიათს ნუ გამიფუჭებ რა სან. ხელებს ზემოთ წევს.
-იმ იდიოტსაც რომ უყვარხარ თუ იცი?
-სანდრო. თითი ტუჩზე მიიდო. -კაი ჰო, კაი. ჩუმათ ვარ. მე და სანდროს გემრიელ საღამოს კარზე ზარის ხმა არღვევს. -გაგიმაზავ რატი იქნება მეუბნება სანდრო. აქვე ვიქნები მაინც, თუ ფეხების გაშლას გაიძულებს ვეცდები დაგეხმარო. სანდროს ბალიში ვესროლე და სიცილი ამივარდა. კარს ვაღებ და ნამდვილად არ მიკვირს, რომ რატის მწვანე თვალებს ვეჩეხები.
-მარტო ხარ?
-სანდროა ჩემთან.
-გამოხვალ ცოტა ხნით?
-ძალიან მთვარლი ვარ რატი, ფეხზე ვერ ვდგევარ. ძლივს გაიღიმა.
-ხო, ისეთი სუნი აგდის. სახე დამანჭა.
-გინდოდა რამე?
-დალაპარაკება.
-ვერ ვაზროვენებ. ხვალ რომ იყოს? რატი დაჟინებით მაჩერდება. -რატი.
-ხო.
-მოეშვი.
-რას? იღიმის.
-იცი რასაც. ის ერთ ნაბიჯს დგამს ჩემკენ და ზუსტად ვიცი ახლა რის გაკეთებასაც აპირებს, ორივე ხელის გულს მკერდზე ვადებ და ჩემთან მოსვლის საშუალებას არ ვაძლევ. -წადი. ვამბობ და კარს ცხვირწინ ვუკეტავ.
-ყოჩაღ. მესმის სანდროს ხმა.- შენ თუ გახეულ მთვრალს, ასე შეგიძლია თავის კონტროლი ფხიზელი წარმომიდგენია რას იზამ.
-მოკეტე და დაასხი, ვეუბნები მას და დალევას ვაგრძელებთ.
-ახლა რომ რატის სურვილისთვის გეპასუხა ამის გამო ვინ გაგკიცხავდა ენ?
-პატარა ბავშვები ხომ არ ვართ სან.
-მითუმეტეს. რამდენი წელია ეს ყველაფერი გრძელდება?
-ბევრი. მაგრამ ვერავის მივცემ უფლებას ჩემ ტვინში აფათუროს ელები. ვამბობ ღიმილით, სასმელი გადავკარი და აზროვენის ბოლო კაპილარიც გამიწყდა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი lena lena

აი როგორ მიყვარხარ რომ იცოდე საოცარი გოგო ხარ <3
რატი იდიოტია ენი გაზრდილი (გონებრივად).
რატისგან მაინც მეტს ველი არ არის ის კაცი საყვარელი ქალი რომ დამთმოს.
შემდეგ თავს ველი ტკბილო <3

 




lena lena
აი როგორ მიყვარხარ რომ იცოდე საოცარი გოგო ხარ <3
რატი იდიოტია ენი გაზრდილი (გონებრივად).
რატისგან მაინც მეტს ველი არ არის ის კაცი საყვარელი ქალი რომ დამთმოს.
შემდეგ თავს ველი ტკბილო <3


❤❤❤

 



№3 სტუმარი სტუმარი nata

esati chemi kvelaze sakvareli istoria da kovel dge velodebi

 



№4  offline წევრი Onlyyou

Vaime saocari xar shen namdvilad ar velodi ase male tu dadebdi ♡♡♡

 




სტუმარი nata
esati chemi kvelaze sakvareli istoria da kovel dge velodebi

❤❤❤

Onlyyou
Vaime saocari xar shen namdvilad ar velodi ase male tu dadebdi ♡♡♡



არც მე ველოდი რომ დავდებდი ჯერ ❤❤❤

 



№6 სტუმარი მკითხველი

Miyvars es istoria

 




მკითხველი
Miyvars es istoria


მე კიდევ ამ ისტორიის ყველა მკითხველი მიყვარხართ ❤❤❤

 



№8  offline წევრი tatuli)

ar velodi da rogor gamoxarda <3

 




tatuli)
ar velodi da rogor gamoxarda <3


❤❤❤

 



№10 სტუმარი სტუმარი ანი

მალე დადე ოღონდ.. ასე ნუ იცით რომ მკითხველს უკარგავთ წაკითხვის სურვილს ისე აგვიანებთ,ან ვაფშე აღარ გვახსოვს რა ისტორიაა.. პ.ს მარა შენ კარგი ხარ ❤ იმედია არც ამჯერად დააგვიანებ

 



№11  offline წევრი ჰალუცინოგერი

სტუმარი ანი
მალე დადე ოღონდ.. ასე ნუ იცით რომ მკითხველს უკარგავთ წაკითხვის სურვილს ისე აგვიანებთ,ან ვაფშე აღარ გვახსოვს რა ისტორიაა.. პ.ს მარა შენ კარგი ხარ ❤ იმედია არც ამჯერად დააგვიანებ



რამოდენიმე თავი მზად მაქვს. ღამეები ვათიე მაგის გამო რომ თქვენ არ გამეღიზიანებინეთ ????????????❤❤❤

 



№12 წევრი elene2619

არ გეტყვი მალე დადე და მზგავს რაღაცეებს როცა შენ მოიცლი მაშინ უნდა წერო რომ გამოვიდეს არა კარგი არამედ სასწაული <3 ვგიჟდები რატიზე და ენზე საოცრებები არიან თავიანთი სიჯიუტით, სიამაყით და ყველა სხვა თვისებებით <3 და შენ კი არ უნდა მორჩე წერას ეს ნამდვილი ამბავია მაგრამ წერა დაიწყე ვფიქრობ კარგად გამოგივაა <3

 



№13  offline წევრი ჰალუცინოგერი

elene2619
არ გეტყვი მალე დადე და მზგავს რაღაცეებს როცა შენ მოიცლი მაშინ უნდა წერო რომ გამოვიდეს არა კარგი არამედ სასწაული <3 ვგიჟდები რატიზე და ენზე საოცრებები არიან თავიანთი სიჯიუტით, სიამაყით და ყველა სხვა თვისებებით <3 და შენ კი არ უნდა მორჩე წერას ეს ნამდვილი ამბავია მაგრამ წერა დაიწყე ვფიქრობ კარგად გამოგივაა <3



დიდი მადლობა ❤

 



№14 წევრი mirandaa31

ძალიან კარგია . ძაან მაინტერსებს რა მოხდება. ასე მალე არ გელოდი ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№15 სტუმარი სტუმარი ეკო

აი სასწაული იყო, მაგრამ არ მყოფნის და რა გავაკეთო სულ მინდა რომ ვიკითხო, ვიკითხო დაუსრულებლად, ძაან მაგარი გოგო ხარ ასე მალე რომ დადე მეორე ნაწილი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent