შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღმერთთა ცოდვანი (2)


4-06-2018, 22:45
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 705

ღმერთთა ცოდვანი (2)

მეორე თავი
- მე სამტროდ არ მოვსულვარ დედოფალო - დაუჩოქა კაენმა - მე შენი მეზობელი სამეფოს, ომბისის უფლისწული ვარ. მამაჩემმა ჩემი ძმა გაამეფა, მე კი ურჩობის გამო მომკვეთა სამშობლოდან. მოვედი, რათა შენ გემსახურო და ვიყო მტერი შენი მტრისა და მეგობარი შენი მეგობრისა.
- ცარიელი სიტყვებია - გაეცინა გოგონას. - მე ვხვდები, როდესაც ჩემს მოტყუებას ცდილობენ. ხომ იხილე უზარმაზარი გალავანი, რომელიც მხოლოდ კი არ გამოჰყოფს, არამედ იცავს გარე მტრისგან ჩემს საუფლოს. მე ქალი ვარ და შესაძლოა, იმხელა ძალას ვერ ვფლობ, რამდენსაც კაცი, თუმცა ჩემი მცველი ბუნება ისეთი ყოველისშემძლეა, რომ სამყაროში შეკრებილ ყველა კაცს გამოსჭრის ყელს, რომელიც ჩემს წინააღდეგ გალაშქრებას ჩაიფიქრებს.
- ვიცი დედოფალო. სწორედ ამიტომ მოვედი შენს მსახურად. მე მირჩევნია, იმის მხარეს ვიმსახურო, ვისაც სამყაროს დაპყრობის ძალა შესწევს, ვიდრე გავმეფდე იქ, სადაც ნაკლებია ძლევამოსილებაა.
- რა გინდა ჩემგან? - ჰკითხა ეჭვებით შეპყრობილმა დედოფალმა კაენს.
- ნება მომეცი, სათავეში ჩავიდგე შენს ჯარს.
- ისინი სასაცილოდ ცოტანი არიან.
- მე გავამრავლებ!
- როგორ? პირზე რძე რომ არ შეშრობიათ, ისეთ ბიჭებს გაიწვევ და როგორც კი ბრძოლის ჯერი დადგება, პირველივე ფრონტზე გაუშვებ ამოსაჟლეტად?
- რატომ გგონია, რომ ბავშვებს ვერჩი დედოფალო?
- ვიცი, შენი სამეფოს პოლიტიკა... ერთი წლის წინ, სინაის ნახევარკუნძულზე მომთაბარე ხალხთა წინააღმდეგ წამოიწყეთ ბრძოლა, რომელიც ორიოდე დღეში დასრულდა და თქვენ დაკარგეთ ვაჟები, მსგავსი ყველაზე მშვენიერი ძვირფასი ქვებისა. სასტიკი ხარ, როგორც დემონი, თუმცა არ მაქვს უფლება გაგამტყუნო - ამოიოხრა თაიამ - მაგრამ შემიძია, ერთგულებაში გამოგცადო უფლისწულო ომბისისავ. - ეშმაკურად გაეღიმა თაიას და თვალები ზეცისაკენ აღაპყრო. უკუნით სიბნელეში, მისი თვალები ღვთიური სინათლის სხივებს აბნევდა და განათებული ღამის ცაზე ყველა ვარკვლავის სათითაოდ დანახვა შეეძლო.
კაენი გაკვირვებით უცქერდა გოგონას.
წამით, ისიც იფიქრა, რომ თაია ალქაჯი არ იყო... პირიქით, იქნებ სამყაროს განმგებელ ძალებს შეექმნათ გოგონა, რადგან ყოველგვარი ბოროტებისგან გაეწმინდათ მიწა, რომელზეც ადამიანები დააბიჯებდნენ?
უცნაური იყო თაია და დანამდვილებით, ვერც კაენი ხვდებოდა, ავსულთა მხარეს იბრძოდა დედოფალი თუ სიკეთის დათესვას ემსახურებოდა.
- გამომცადე დედოფალო - ფეხზე წამოდგა კაენი და გოგონას ბრძანებას დაელოდა. რცხვენოდა, რადგან ოდნავ შიშს შეეპყრო მისი ძლიერი გული, მაგრამ იმ აზრსაც ეგუებოდა, რომ სადაც თაია დააბიჯებდა, იქ მარად იბატონებდნენ შიში და უსაფრთხოების განცდა - ორივე გრძნობა გადაჯაწვული, ერთმანეთს მიხორცებული.
თაიამ უზარმაზარი ხანჯალი ამოიღო ბუდიდან და კაენს გაუწოდა.
- შეირჭე გულში და თუ წრფელი გრძნობები გამოძრავებს ჩემს მიმართ, არ მოკვდები.
კაენი გაშრა. სიმხურვალემ აიტანა მისი ტანი და ახლა ასმაგად იგრძნო, რომ ნამდვილი კაცისთვის არაშესაფერისი შეგრძნებებით ავსებდა თაიასთან სიახლოვე.
- შენი სახელით დედოფალო - წარმოთქვა კაენმა. რაც არის, არისო, გაიფიქრა და გულში გაიყარა დანა. იმის შემდეგ, რაც სიკვდილის მოახლოება ჰაერში მოფრიალე ნიავივით სწრაფად იგრძნო, რამდენიმე წამის განმავლობაში, ათასამდე აზრმა ჩაუქროლა. იქნებ, საერთოდ სტყუოდა თაია და უბრალოდ, კაენის მოშორება განიძრახა? ფაქტი იყო, რომ სუნთქვა უძნელდებოდა, თვალის დახამხამება მილიონ მზის საათად ქცეულიყო და არ უნელდებოდა ტკივილი.
თაიამ მკერდიდან ამოჰგლიჯა ბასრი იარაღი და ყველაზე სასიამოვნო მალამოსავით მოაფინა თავისი ნაზი ხელი ჭრილობაზე.
კაენი განიკურნა...
თუმცა ახალი სნეულება გაუბატონდა გულსა და სულში.
იმის შემდეგ, რაც თავისივე ხელით განიგმირა გული, ახლა ეჩვენებოდა, რომ ახლიდან შეხორცებული, უფრო სხვაგვარი იყო.
მას აღარ ემორჩილებოდა, სხვისთვის სცემდა და ეს იყო მისი სცნეულება.

* * *
ქალაქ ჰერმოპოლის მაგნაში ცხოვრობდა ერთი ბრძენი მეფე, სახელად მონტუ. იგი განთქმული იყო, როგორც დავრდომილთა მკურნალი და კეთილი ბატონი, რომელიც ჰყვარობდა ყველა სულიერს. 21 წლის წინ დიდებულმა რამ მისა და მის ცოლს ვაჟი უბოძა. უფლისწულის დაბადების ჟამს, მოვიდნენ ხატხორები1, რათა ეწინასწარმეტყველათ მათ ჩვილის ბედი „ავხორცი ქალის ტრფობას შეეწირება ან მდინარე ნილოსის უხვი ნაკადი იმსხვერპლებს მისი მშვენიერი სხეული“.
ძლიერ დაღონდა ფარაონი. თავის ვაჟს, ჰეცურს1 21 წლის განმავლობაში ქალს არ აკარებდა, თუმცა გაიზარდა უფლისწული და მოუნდა სამოგზაუროდ წასვლა. დიდხანს ითანხმებდა მამას და როცა ვერაფერს გახდა, თავისი ერთგული ძაღლი წაიყოლა, გაიპარა სასახლიდან. მან მოიარა ეგვიპტის ყველა სახელმწიფო და მისმა თითოეულმა მმართველმა მიიღო იგი, როგორც სტუმარი და არა როგორც მტერი თავისი.
ჰეცურის უჩვეულო ძალა ჰქონდა: მამამისის მსგავსად, შეეძლო ყოფილიყო მომაკვდავთა მკურნალი, როგორც ეწინასწარმეტყველა სიყვარული, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში შემოაღებდა კარს.
მოგზაურობისას, როცა მთავარი ჰელიოპოლის იუნუს, თაიას სამფლობელოს მიადგა, ჰეცურიმ იგრძნო უჩვეულო სურნელი და მიხვდა, რომ ამ სახელმწიფოს მართავდა დედოფალი, რომელიც იყო ყველა ადამიანზე დიადი სულითა და სილამაზით. ის არ ჰგავდა სხვებს და ანებივრებდა ბუნება თავისი ძალებით. დანახვისთანავე მოინუსხა თაიას მშვენიერებით, დაუჩოქა გოგონას.
ჰეცურის პირველი სიტყვა, დედოფლისდამი მიძღვნილი, იყო ასეთი:
- მოვედი მშვიდობისათვის, რათა შევიცნო ეგვიპტის ყველა ხალხის კულტურა და ჩემი ნება შორს იდგა პოლიტიკისგან, სანამ შენ დაგიხანავდი დედოფალო. ვაღიარებ, რომ მითი, შენი სილამაზის შესახებ, რომელიც მთელს სამყაროსაა მოდებული, სიცრუე მეგონა, თუმცა ახლა ვრწმუნდები, რომ სასტიკად ვცდებოდი.
- წამოდექი მაგნას უფლისწულო ჰეცურ! - გაეღიმა დედოფალს. თაია ყოველთვის ხვდებოდა, ვის ჰქონდა სპეტაკი გული და ვინ იყო ორპირი. მან იგრძნო, უფლისულის სიწმინდე და მიიღო იგი ისე, თითქოს ერთი საშოდან ყოფილიყვნენ დაბადებულნი.
უფლისწული წამოდგა, შეეხო ქალის ხელს და გაოგნებული დააკვირდა ხაზებს, რომლებიც ისე არეულად გაბნეულიყო დედოფლის უნაზეს მტევნისგულებზე, რომ მიხვდა, ხელიც კი განსხვავებული შეექმნა მისთვის ბუნებას.
- შენ ისეთი სიყვარული გეწვევა, რომელიც ჯერ არასდროს შეუგრძვნია სამყაროს და ჩიტებიც ვეღარ გაბედავენ თავიანთი ნაზი სტვენით დაატკბონ ბუნება, რამეთუ ყველაფერი დაკარგას თავის ძალას, გარდა სპეტაკი გრძნობისა, რომელსაც შენ შეისისხლხორცებ.
თაიას არ მოეწონა ბიჭის სიტყვები.
იცოდა, რომ სიყვარული ასუსტებდათ ადამიანებს.
გულის სიღრმეში, შესაძლოა სურდა კიდეც, ეგრძნო ის, რის მიმართაც კაცობრიობა იდრეკდა მუხლს, თუმცა პირველ რიგში, თაია იყო დედოფალი და ეშინოდა ყველაფრის, რაც სახელმწიფოს მართვის სურვილს შეუსუსტებდა.
3 კვირა გაატარა ჰეცურიმ თაიას სასახლეში და შემდეგ გაუდგა ისევ გზას. უკანასკნელ ქალაქს მიადგა, რომლის თავზეც პირქუშ ღრუბლებს მოეყარა თავი და ჰაერიც კი შესამჩნევად შავი იყო. გეგონება, ყველაფერი აფრთხილებდა კეთილ უფლისწულს, რომ ადგილი, სადაც ის ფეხის შედგმას აპირებდა, უხილავი დემონებითა და სისხლსმოწყურებული ავი სულებით იყო სავსე.
ჰეცურიმ შეაბიჯა ნავკრატისში და ეახლა მეფე აბრაქსს, რომელიც იყო მკაცრი და სასტიკი, თუმცა სამართლიანი მმართველი. მან მიიღო მაგნას უფლისწული, როგორც კეთილი სტუმარი და თავის დას, ებონს უბრძანა, დაეთვალიერებინა მონტუსთვის ქვეყანა...
და სასტიკად ხარხარებდნენ შავი ღრუბლის მიღმა ჩამალული დემონები, რადგან ისინი ხშირად ურჩობდნენ და აკეთებდნენ იმას, რაც დიდ ღმერთს, რას არ სურდა. მაშინ კი განზრახული ჰქონდათ შემზარავი წინასწარმეტყველების ასრულება.
ებონს მაშინ ჯერ კიდევ შერჩენოდა ქალიშვილობის სილამაზე და როგორც ყველა ავხორც ქმნილებას, მასაც შესწევდა ძალა, მოენუსხა გამოუცდელი უფლისწული, გამხდარიყო მისი პირველი სიყვარული და ვაჟის წმინდა გრძნობები ეგდო ხელთ, როგორც სადავე, სამართავი ულაყისა.
გადიოდა დღეები, ჰეცური თავისი საყვარლის, ებონის საცერელსა და მკლავებში ეძებდა შვებას და მისთვის გაუგებარი იყო თუ რატომ ვერ მიეღწია ჭეშმარიტი ბედნიერებისთვის, რადგან გრძნობა მისი იყო წრფელი და უანგარო.
ჰეცურიმ იცოდა ყველაფერი, თუმცა არ იცოდა ებონის ცბიერი ბუნებდა, რადგან მიწიერ გრძნობებს დაებრმავებინა ბრძენი უფლისწული, დაეყრუებინა და გამოეცალა ძალა წინასწარმეტყველებისა.
ჰეცურის სხეული ნელ-ნელა სუსტდებოდა, რადგან კვდება ყველაფერი, რაც ვერ იღებს საპასუხო სიყვარულს.
თუმცა უფლისწულს არ ეშინდოა სიკვდილის.
ისევე, როგორც თაიას.
რადგან ისინი აუხსნელად გრძნობდნენ, რომ ცის მიღმა, არსებობდა მზე, რომელიც მიახლოებისას, არ წვავდა სულებს. არსებობდა მკლავები მშვენიერი კაცისა, რომლის მამობრივი ალერსის ქვეშ, დაავიწყდებოდათ ყველა ბოროტება, განცდილი სიცოცხლეში.
და მხოლოდ თაიამ და ჰეცურიმ იცოდნენ რას არსებობაზე.
ისინი იყვნენ გამორჩეულნი ყველა მომავალ ღმერთს შორის, თუმცა ჰეცური იყო ძმა რაასი და თაია კი სამუდამოდ დიაკავებდა მისი ერთადერთი ქალიშვილის ადგილს.
მოკვდა უფლისწული ისე, რომ ვერ გაიგო თუ როგორი ბავშვური გულუბრყვილობით დაიღუპა თავი და იმსხვერპლა მრუში ქალის სიყვარულმა.
ატირდა ზეცა, წყვდიადისფერი თქეში ოხრად სდიოდა მთელ სამყაროს და ისვრებოდა ცოცხალთა სულის კედლები ამ წვეთებით, რათა შეეხსენებინა მათთვის, რომ სპეტაკი არსების სისხლით გაჟღენთილ ხელებს, ვეღარც ერთი კეთილი საქმე ვერ ჩამოჰბანს ადამიანს.
სამარადისოდ დარჩა ებონი ცოდვილთა შორის, რადგან რაამ ვერ შეძლო ქალისთვის ამ მკვლელობის შენდობა.
ეს იყო ერთი წლის წინათ და მაშინ დაკოჟრდა დედოფალი ებონი ისე, რომ მხოლოდ თავად ჰქონდა იმედი საკუთარი სილამაზის დაბრუნებისა, თუმცა მთელმა სამყარომ იცოდა, ფუჭი იყო ეს იმედი... როცა ისპობა სული, მალევე ნადგურდება სხეული და არსებობს ცოდვა, რომლის გამოც, მრავალი სიცოცხლის მანძილზე აგებენ კაცნი პასუხს.

ხატხორები2 - ასე მოიხსენიებდნენ შვიდ ხატხორს, რომელიც უფლისწულის ბედს განსაზღვრავდნენ.
ჰეცური2 - ჰერმოპოლისში, უძველესი დროიდან ეთაყვანებოდნენ პავიანის სახის ღვთაებას, ჰეხურს. ჰეცურმა მალე დაკარგა იდენტურობა და შეერწყა თოტს, რომელმაც პავიანის სახესთად ერთად, ჰეცურის სხვა თვისებების შეისისხლხორცა.
* * *


მოუვიდა თაიას წერილი მაგნას სახელმწიფოდან და შეიტყო, რომ მისი ხელმწიფე, მონტუ იბარებდა სალაპარაკოდ. გაეხარდა დედოფალს, რადგან უკანასკნელად, როდესაც მონტუს ფარაონს ეწვია, დაკრძალვა იყო მაშინ ჰეცურის. თაიას ცრემლად დაღვრილი ბუნება ესაუბრებოდა და თავისი მრავალი პირით უყვებოდა უფლისწულის ამბავს. ამბავს იმ სიყვარულის შესახებ, რომელმაც კეთილი ვაჟი იმსხვერპლა და თაიას ევსებოდა გული ებონის მიმართ სიძულვილით. ღვარცოდი ისე სასტიკად აწვიმდა დედამიწას, რომ წყალს შერეული ტალახი და ამ ტალახს შერეული სეტყვა, გულმკერდს აგლეჯდა მიწას და თავში ეცემოდა ყველა ადამიანს, რომლის გულებსაც ერთხელ მაინც შეჰპარვოდა ბოროტება.
- შენი მწუხარების მოზიარე ვარ ფარაონო მონტუ - თავი დახარა მეფის წინაშე დედოფალმა და მონტუმ მაშინ წარმოთქვა სიტყვა, რომელიც არასოდეს დაავიწყდებოდა თაიას:
- ვაჟი დავკარგე დედოფალო თაია, რადგან მას სიკეთისა და სიყვარულის სწამდა. მე კი დაწყევლილი ვარ, რადგან სიბრძნეს ატარებს ჩემი უბედური გონება და ეს გონება მკარნახობს, რომ შენი და ჰეცურის სულები გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. თუმცა შენ მასზე გაცილებით ჭკვიანი და წინდახედული ხარ. არასდროს მისცე უმეცარ გრძნობებს იმის უფლება, რომ დაგიმორჩილოს და თუ კი ღირსეული მმართველი იქნები შენი მიწის, ჩემი გარდაცვალების შემდეგ, სამეფო მაგნაც შენი დედოფლობის ღირსი გახდება... შენ ხარ ჩემი მემკვიდრე, რადგან არ მაბადია არც უღირსი და არც ღირსეული სხვა შვილი!
ძლიერ შეცბა მაშინ თაია და გაუხარდა, თუმცა ერჩივნა, ჰეცური ცოცხალი ყოფილიყო, რადგან გოგონამ იცოდა, რომ არც ერთი მიწის მართვის სურვილი არ იდგა ადამიანის სიცოცხლეზე წინ.
- მეფე მიხმობს - გაუმხილა კაენს.
- აპირებ, რომ ყოველი მეფის დაძახილის ააყოლო შენი ნაბიჯები? - ჰკითხა კაენმა დედოფალს.
- მონტუ არ არის ყოველი მეფე. მე მისი მემკვიდრე ვარ კაენ!
- არავინ იცის, რა უდევს გულში მეფეს, რომელსაც დასაკარგი ვაჟი აღარ შერჩა და ერთადერთი, რაც აბადია, თავისი მიწაა - უთხრა კაენმა და გაუკვირდა, რომ ამხელა ძალის მატარებელ დედოფალს, ასე გულუბრყვილოდ სურდა სხვა მიწაზე გამგზავრება.
- სწორედ იმიტომ ვენდობი მას. თავისი მიწის გარდა აღარაფერი შერჩა დასაკარგი და ყველაზე ღირსეული მემკვიდრეც შეარჩია, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ ავა ტახტზე კაენ.
- დედოფალო, არ მინდა, თავხედი გეგონო, მაგრამ თვითმკვლელობაა ორიოდე მცველთან ერთად სახელმწიფოდან გასვლა. მეფე მონტუ სრულიად უსაფრთხოც რომ იყოს შენთვის, მრავალი მიწის გავლა მოგიწევს მის საუფლომდე მისასვლელად. რა იცი, რომ გალავანის მიღმა, ჩასაფრებული მტერი არ გელოდება?
- სწორედ ამიტომ, შენც ჩემთან ერთად წამოხვალ - გაუღიმა გოგონამ. თუმცა მისი ყოველი ღიმილის მიღმა, ისეთ დამღუპველ საფრთხეს გრძნობდა კაენი, რომ გაბრაზებული ქალის მომაკვდინებელი მზერა ერჩივნა. როცა თაიას ბაგენი ნელა იხსნებოდა და მზის ჩასვლისას, ოქროსფრად შეფერილი უდაბნოს სხივები ეფინებოდა არემარეს, კაენი ათასჯერ კვდებოდა და ათასჯერვე იბადებოდა.
- მე ყოველთვის შენთან ერთად წამოვალ - გაუღიმა გოგონას და კაცის ღიმილი იყო იმაზე გულწრფელი, ვიდრე ახალდაბადებული ჩვილის დანახვისას გაბრწყინებული დედის თვალები. - მაგრამ ბრძოლა უნდა ისწავლო, რადგან დედოფალი თავისი ქვეყნის მთავარი მებრძოლია და მებრძოლი ვერ იქნება ღირსეული თუ მან ხანჯლის მოქნევა არ იცის!
- ვიცი ხანჯლის მოქნევა - ცალი წარბი განრისხებით აღმართა თაიამ და სპილოსძვლისფერ კაბაზე შემოჭდილი ქარქაშიდან ხმალი ამოაძრო, რათა კაენისთვის თავისი ძალა დაემტკიცებინა. დედოფალმა ხელის გაშლაც ვერ მოასწრო, რომ კაენმა მსუბუქად აიცილა მისი მოქნეული იარაღი და ოსტატურად შემოჰხვია მკლავები მის მშვენიერ ზურგსა და წელს.
თაია ვეღარ ინრძრეოდა. ვეღარც ხელებს ინთავისუფლებდა. კაენს კი თავისი ძალის მეასედიც არ დასჭირვებია ქალის შესაჩერებლად.
- როგორ ბედავ! - შეჰკივლა დედოფალმა.
- მე მხოლოდ იმას გაჩვენებ, რომ სწავლა გჭირდება - აუხსნა კაცმა და დედოფლის ნაზი სურნელისგან ძილმოგვრილმა, თავისი ხელით შეიგრძნო მისივე წვეტიანი მენჯები და ამ მენჯებზე აგებული ჰაეროვანი, მშვენიერი სხეულის სითბო.
- უკანასკნელად, რომ ჩემი მსახური შემეხო, მე მას თითი მოვჭერი! - დაუყვირდა ქალმა ხელმეორედ და ჩამოეხსნა კაენს.
- მე თავად მოვაჭრი თითს იმას, ვინც შეგეხება, რადგან ჩემი შეხება არა თავხედური ვნებების გამომჟღავნება, არამედ შენი დაცვის სურვილი იყო და თუ მართლა დააპირებ მომაშორო სხეულის ის ნაწილი, რომლითაც შეგეხე, გამოდის, რომ ჩემი გათლა მოგიწევს, თუმცა ასეთი ძალით, ხელის კვრასაც ვერ შეძლებ.
- გგონია, ჯალათი ვარ? მე ხელს არ გავისვრიდი შენს სისხლში კაენ.
- მცველებს დაუძახებდი? მაშინ მცველები აღარ გეყოლებოდა და დავრჩებოდით ისევ მე და შენ მთელს სამეფოში. მე კი ვერ მოგკლავდი, რადგან არ ძალმიძს ვიმსხვერპლო ისეთი მშვენიერი ქმნილება, რომლის ფასი, სულიერი არ დაიარება ცასა და დედამიწაზე.
- ქალებს უყვარხარ, რადგან ენა გაქვს მილიონი ქათინაურით სავსე, თუმცა მე შენი ენა არ მჭირდება. ისედაც ვიცი, საკუთარი სილამაზისა და ძლევამოსილების ფასი კაენ. მე აი ეს მჭირდება - თქვა გოგონამ და ყელთან მოუღერა ხმალი ემოციებისგან ძალაგამოცლილ კაცს.
- როცა გსურს, ვინმე ყელის გამოჭრით დააშინო, ეგეთ მანძილზე მოღერებულ შენს ხელს წამსვე განაიარაღებს. შენ უნდა იყო სასტიკი, როგორც ადიდებული ნილოსი და მის კანს ისე მიაჭირო ბასრი მახვილი, რომ ოდნავ დაესეროს კანი. არასაკმარისად რომ მოკლა, თუმცა საკმარისად, რომ შიშისგან შარვალში მოშარდოს.
- შარდავ? - ჰკითხა დედოფალმა და უფრო ახლოს მიუტანა იარაღი.
- შენი ხელით სიკვდილი პატივი იქნებოდა ჩემთვის და სხვა არაფერი. თუმცა ზედმეტად ადე ჩემი ამ ქვეყნიდან წასვლა, რადგან იმაზე დაუცველი ხარ, ვიდრე გგონია. მაგია და ეს უზარმაზარი გალავანი, მხოლოდ შეაჩერებს მტრებს, მათ მოშორებაში ვერ დაგეხმარება.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 მოდერი abezara98

ისევ ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და არ მეყოო blush ძალიან საინტერესო და განსხვავებულია და მოუთმენლად ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები blush მეშინია, რომ კაენი ვერ მოახერხებს თაიას დაცვას და ებონი რაღაცას მაინც დაუშავებთ pensive გელოდები, ჩემო საყვარელო და წარმატებები შენ heart_eyes kissing_heart

 



№2  offline წევრი ჟიზელი

"ჰეცურის სხეული ნელ-ნელა სუსტდებოდა, რადგან კვდება ყველაფერი, რაც ვერ იღებს საპასუხო სიყვარულს. "
მომწონს ^^
ვნახოთ აბა, თუ ახდება ჰეცურის წინასწარმეტყველება ^^

 



№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

abezara98
ისევ ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და არ მეყოო blush ძალიან საინტერესო და განსხვავებულია და მოუთმენლად ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები blush მეშინია, რომ კაენი ვერ მოახერხებს თაიას დაცვას და ებონი რაღაცას მაინც დაუშავებთ pensive გელოდები, ჩემო საყვარელო და წარმატებები შენ heart_eyes kissing_heart

შენ გაიხარე! ძალიან მიხარია, რომ მოგწონს <3

ჟიზელი
"ჰეცურის სხეული ნელ-ნელა სუსტდებოდა, რადგან კვდება ყველაფერი, რაც ვერ იღებს საპასუხო სიყვარულს. "
მომწონს ^^
ვნახოთ აბა, თუ ახდება ჰეცურის წინასწარმეტყველება ^^

არ ახდა რო? დდ

 



№4  offline მოდერი სალანდერი

პირადი "რაა" გააქტიურდა, ყოჩაღ პირველ რიგში ამისთვის.
როგორ ახერხებ, რომ შენი ნაწერი "დოპინგია"? თან როგორი იცი? მიუხედავად იმისა რომ ახლა ძალიან სერიოზულ თემაზე წერ, იმდენ ხანს მიმყვება იმის მხიარული გამომეტყველება რომ ახალი თავი ატვირთე, სულ ღიმილით ჩავიკითხე მთელი თავი.
ახლა ისტორიას რაც შეეხება, პირველივე აბზაციდან შენს ნაწერს, შენი სახელი მოაქვს ანა.
აზრი არ აქვს რა ჟანრში წერ, პირველ აბზაცს კითხულობს ადამიანი და ხვდება რომ ენ ჯეინისაა რა.
მომწონხარ მე შენ ამ ჟანრში, თუმცა რაღა დაგიმალო და თავიდან, სულ სულ თავიდან რომ დავიწყე ენ ჯეინის გაცნობა და მერე ანამარიაზე გავიგე, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი.
მიუხედავად იმისა რომ შენს ძალებში ეჭვი ნამდვილად არ მეპარებოდა, ასეთი მკვეთრი სხვაობით წერისას თუ ისევ ასეთ მაღალ დონეს დადებდი ცოტა ვერ წარმომედგინა.
ჰოდა ცოტა ძაან უნამუსო ვარ მე, იმ წუთიერი გაელვებისთვისაც როცა წარმოვიდგინე რომ ჟანრის ცვლილება შენს უნიკალურ სტილს პატარა ხარვეზს მაინც მისცემდა.
ძალიან ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ და ველოდები გაგრძელებას ინტრიგანო :დ

 



№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სალანდერი
პირადი "რაა" გააქტიურდა, ყოჩაღ პირველ რიგში ამისთვის.
როგორ ახერხებ, რომ შენი ნაწერი "დოპინგია"? თან როგორი იცი? მიუხედავად იმისა რომ ახლა ძალიან სერიოზულ თემაზე წერ, იმდენ ხანს მიმყვება იმის მხიარული გამომეტყველება რომ ახალი თავი ატვირთე, სულ ღიმილით ჩავიკითხე მთელი თავი.
ახლა ისტორიას რაც შეეხება, პირველივე აბზაციდან შენს ნაწერს, შენი სახელი მოაქვს ანა.
აზრი არ აქვს რა ჟანრში წერ, პირველ აბზაცს კითხულობს ადამიანი და ხვდება რომ ენ ჯეინისაა რა.
მომწონხარ მე შენ ამ ჟანრში, თუმცა რაღა დაგიმალო და თავიდან, სულ სულ თავიდან რომ დავიწყე ენ ჯეინის გაცნობა და მერე ანამარიაზე გავიგე, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი.
მიუხედავად იმისა რომ შენს ძალებში ეჭვი ნამდვილად არ მეპარებოდა, ასეთი მკვეთრი სხვაობით წერისას თუ ისევ ასეთ მაღალ დონეს დადებდი ცოტა ვერ წარმომედგინა.
ჰოდა ცოტა ძაან უნამუსო ვარ მე, იმ წუთიერი გაელვებისთვისაც როცა წარმოვიდგინე რომ ჟანრის ცვლილება შენს უნიკალურ სტილს პატარა ხარვეზს მაინც მისცემდა.
ძალიან ძალიან ძალიან მაგარი გოგო ხარ და ველოდები გაგრძელებას ინტრიგანო :დ

ჩემი შვება ხარ ამ დაზაფრულ სამყაროსა შინა :დდდ
შენ კარგად იცი, რა სფეროშიც ვმუშაობ და რაღაც დაგიმალო, ცოტა კი მიჭირს ხოლმე მოგზაურობა აქედან იქით, მაგრამ მაინც ვცდილობ. მუხთალია ეს საწუთრო სალანდერ :დდდ

 



№6  offline წევრი ჟიზელი

ენ ჯეინი
abezara98
ისევ ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და არ მეყოო blush ძალიან საინტერესო და განსხვავებულია და მოუთმენლად ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები blush მეშინია, რომ კაენი ვერ მოახერხებს თაიას დაცვას და ებონი რაღაცას მაინც დაუშავებთ pensive გელოდები, ჩემო საყვარელო და წარმატებები შენ heart_eyes kissing_heart

შენ გაიხარე! ძალიან მიხარია, რომ მოგწონს <3

ჟიზელი
"ჰეცურის სხეული ნელ-ნელა სუსტდებოდა, რადგან კვდება ყველაფერი, რაც ვერ იღებს საპასუხო სიყვარულს. "
მომწონს ^^
ვნახოთ აბა, თუ ახდება ჰეცურის წინასწარმეტყველება ^^

არ ახდა რო? დდ

ჰეცური კი გაიტრუპა კაცო, მე იმას ვგულისხმობ,რაც თაიას უთხრა :დ
"- შენ ისეთი სიყვარული გეწვევა, რომელიც ჯერ არასდროს შეუგრძვნია სამყაროს და ჩიტებიც ვეღარ გაბედავენ თავიანთი ნაზი სტვენით დაატკბონ ბუნება, რამეთუ ყველაფერი დაკარგას თავის ძალას, გარდა სპეტაკი გრძნობისა, რომელსაც შენ შეისისხლხორცებ."

 



№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ჟიზელი
ენ ჯეინი
abezara98
ისევ ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და არ მეყოო blush ძალიან საინტერესო და განსხვავებულია და მოუთმენლად ველოდები როგორ განვითარდება მოვლენები blush მეშინია, რომ კაენი ვერ მოახერხებს თაიას დაცვას და ებონი რაღაცას მაინც დაუშავებთ pensive გელოდები, ჩემო საყვარელო და წარმატებები შენ heart_eyes kissing_heart

შენ გაიხარე! ძალიან მიხარია, რომ მოგწონს <3

ჟიზელი
"ჰეცურის სხეული ნელ-ნელა სუსტდებოდა, რადგან კვდება ყველაფერი, რაც ვერ იღებს საპასუხო სიყვარულს. "
მომწონს ^^
ვნახოთ აბა, თუ ახდება ჰეცურის წინასწარმეტყველება ^^

არ ახდა რო? დდ

ჰეცური კი გაიტრუპა კაცო, მე იმას ვგულისხმობ,რაც თაიას უთხრა :დ
"- შენ ისეთი სიყვარული გეწვევა, რომელიც ჯერ არასდროს შეუგრძვნია სამყაროს და ჩიტებიც ვეღარ გაბედავენ თავიანთი ნაზი სტვენით დაატკბონ ბუნება, რამეთუ ყველაფერი დაკარგას თავის ძალას, გარდა სპეტაკი გრძნობისა, რომელსაც შენ შეისისხლხორცებ."

ააა, გასაგებია :დდდ
მალე იხილავ მაგასაც

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent