შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფოტოგრაფი (თავი 4)


5-06-2018, 21:55
ავტორი ლიდია
ნანახია 319

ფოტოგრაფი (თავი 4)

სახლში დაბრუნებული მილა მეტად განერვიულებული იყო. ბევრი რაღაც გადახდა დღეს.
ჯერ იყო და დემნა დაბრუნდა, შემდეგ გაიგო, რომ ადრე დემნას ნახევარძმა ნოე კუპერს ხვდებოდა, მის საფლავზეც კი იყო და ბოლოს დემნამ აკოცა და სიყვარული აუხსნა, რასაც ნამდვილად არ მოელოდა.
იმდენად იყო დაბნეული ერთ ადგილას ვერ ისვენებდა.
დემნა ლიჩელის მიმართ გრძნობები ყოველთვის ჰქონდა - ამას ვერ უარჰყოფდა, უბრალოდ მოვლენების ასე სწრაფად განვითარებამ და შეუმზადებლობამ თავგზა აუბნია. ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა ვერასოდეს, რომ დემნა მას სიყვარულს აუხსნიდა. მისი კოცნა…
გოგონამ ნეტარებით გადაიტარა თითები ტუჩებზე და თვალები მინაბა.
“არ უნდა შეტოპო ღრმად” - უკიოდა ტვინი.
“დემნა ცუდი არ არის. მას უყვარხარ. ენდე, კიდევ ერთხელ გარისკე” - ამშვიდებდა გული.
არც კი გაუხდია ისე შეწვა თბილ ლოგინში და დაიძინა.
მაგრამ მთელი ღამე არ მოასვენა სიზმრებმა დემნაზე. გაწყვეტილი სიზმარი კვლავ უგრძელდებოდა და მოსვენებას არ აძლევდა. ბოლოს დანებდა და ადგა. ბევრი იარა, მაგრამ მაინც ვერ მოისვენა. თითქოს რაღაც უნდოდა, მაგრამ რა?
არ იცოდა.
ფილმის ყურებაც სცადა, მაგრამ გული ვერ დაუდო.
ლეპტოპი აიღო და გადაწყვიტა რაიმე დაეწერა.
ერთადერთი სიტყა რაც აკრიფა “დემნა” იყო.
ამასობაში გათენდა და სამსახურშიც წავიდა.
ლიჩელი გოგონას არსად შეხვედრია, არც დაურეკავს და არც მიუწერია. არადა მილა ელოდა…
თითქოს გული დაწყდა, რადგან დემნამ არ სცადა მასთან დაკავშირება…
ცუდად ყოფნა მოიმიზეზა და სამსახურიდან წამოვიდა.
თვითონ არც განუზრახავს იმ ადგილას მისვლა, გულმა მიიყვანა.
სკამზე ჩამოჯდა, იმ სკამზე სადაც დემნასთან ერთად ღამის ცას უცქერდა.
ცაზე ღრუბლის ნატამალიც არ იყო, ერთ საათში დაბნელებაც დაიწყებოდა.
გოგონას გაახსენდა, როგორ უღებდა დემნა ფოტოებს და გაეღიმა.
-როგორც ჩანს ეს ადგილი შენც შეგიყვარდა. - მოესმა ბიჭის ხმა და გული გაუჩერდა.
მიხვდა, რომ დემნა უკნიდან მოახლოებოდა, მაგრამ იქით აღარ მიუხედავს, თითქოს ეშინოდა, რომ იქ არ დახვდებოდა. მაგრამ მის სურნელსა და ცხელ სუნთქვას კისერთან ახლოს გრძნობდა, რაც იმ ჟრუანტელის მიზეზი იყო, რომელიც ახლა მილას სხეულს ფუტკრებივით შესეოდა.
-აქ პირველი ფოტო გადაგიღე, გახსოვს? - ჰკითხა დემნამ და გვერდით მიუჯდა.
-მახსოვს. - გაეღიმა გოგონას და თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა, რომელიც ძალიან ჰგავდა ეულად მოხეტიალე ადამიანს.
-შემომხედე. - თქვა დემნამ მბრძანებლური ტონით.
მილამ თავი გააქნია უარის ნიშნად და ამჯერად ცხარე ცრემლით დაიწყო ტირილი. მობეზრდა ყველაფერი. მობეზრდა ასე უაზროდ ცხოვრება.
რატომ არ შეიძლება ჰყავდეს მოსიყვარულე მშობლები?
რატომ არ შეუძლია ენდოს კიდევ ერთხელ ადამიანს?
რა დააშავა ისეთი, რომ ცხოვრება ასე გაუმწარდა?
-მოდი ჩემთან. - უთხრა ბიჭმა და გოგოსთან უფრო ახლოს მიჩოჩდა.
მილამ თავი ბიჭს მკერდზე მიადო. ხელის ერთი მარტივი მოძრაობით გოგონა უკვე ლიჩელის კალთაში ტიროდა.
-ყველაფერი კარგად იქნება გესმის? მე არ მიგატოვებ. შენთან ვიქნები, ისე როგორც არასდროს არავინ ყოფილა. მე მთელი არსებით მიყვარხარ და მზად ვარ ყველაფერი მოგიძღვნა, მიუხედავად იმისა შენ იგივე გრძნობით მიპასუხებ თუ არა. სულ რომ მითხრა წადიო,მე მაინც არ წავალ. არ წავალ! ამ დღიდან, შენ გვერდით ვიქნები. აღარ ვნახავ შენ ცრემლებს, დამპირდი, რომ შენ ცრემლებს აღარ ვნახავ. კარგი?
მილამ იმხელა შვება იგრძნო, რომ ამოისუნთქა, ცრემლები შეიმშრალა და ბიჭს ენერგიულად დაუქნია თავი. შემდეგ ისევ ჩაეხუტა და გაიტრუნა.
დემნა თავის ნატიფ, თლილ თითებს გოგონას ყავისფერ თმაში დაატარებდა და ხელებს უფრო და უფრო მჭიდროდ ხვევდა სხეულზე, თითქოს მისი შესრუტვა უნდაო.
-მილა.
-ჰო. - ძლივს ამოიღო ტირილისგან ჩახლეჩილი ხმა სააკაძემ.
-მზე ჩადის. შეხედე, რა ლამაზია.
მილა დემნას სხეულს მოშორდა და ისევ სკამზე დაჯდა. ცაზე მართლაც ულამაზესი სანახაობა გადაშლილიყო. მზეს ლამაზი კაბა ჩაეცვა და ცეკვით ჩადიოდა, ნელ-ნელა. თითქოს ადამიანების ცოდვებით დატვირთულიყო და ვეღარ უძლებდა ამხელა ტვირთს.
მილა ფიქრებიდან ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმამ გამოაფხიზლა. დემნას მისთვის ფოტო გადაეღო.
-მაინც ვერ ვხვდები, საიდან აჩენ ასე მოულოდნელად მაგ ფოტოაპარატს? - სიცილით იკითხა გოგონამ.
-ფოტოგრაფთან ერთად ბევრი სხვა ნიჭიც მაქვს. მაგალითად გოგოებს ძალიან ნაზად ვეპყრობი.
მილამ ბიჭს წარბის აწევით გახედა.
-ბევრი გოგო გყოლია, რომლებსაც ნაზად ეპყრობოდი?
-რავი.. იყო რამდენიმე. მაკა, სალომე, ნუცა, ნატალი, სოფიო….
-ჰაჰ. ძალიან ერთგული ყოფილხარ. - უკმაყოფილო სახით მიბრუნდა მილა ცისკენ.
-მგონი ვიღაც ეჭვიანობს…
-რა სისულელეა! სულ არ მაინტერესებს ვინ გეყოლება ლოგინში. ნატალი თუ სოფიო… თუ… ვინც გინდა იყოს!!! - ბოლო წინადადება მეტისმეტად ხმამაღლა მოუვიდა.
დემნას გაეცინა.
-რა სულელი ხარ მილა! უბრალოდ ვიხუმრე.
-ეგ სახელები საიდან მოიტანე?
-რაც უცბად გამახსენდა ისინი ჩამოვთვალე. - თავის მართლებასავით გამოუვიდა ბიჭს.
-აჰაა ესეიგი რაც უცბად გაგახსენდა?
-ჰო, ნამდვილად ეგრეა. სიმართლე რომ გითხრა შეყვარებული არ მყოლია.
-შენ შეყვარებული არასდროს გყოლია?! - გაუკვირდა გოგონას.
-გულის სწორი არასდროს მყოლია.
-ვერ ვიჯერებ…
-რა არის დაუჯერებელი?
-შენ ისეთი..
-ისეთი რა? - გაეღიმა ბიჭს.
-კარგი ხარ… და .. ძალიან სიმპატიური!
მილა მიხვდა, რომ ზედმეტი წამოსცდა და ბიჭს თვალი ვეღარ გაუსწორა.
დემნას ღიმილი სახიდან არ მოშორებია. ტუჩის კუთხეები ლამის ყურებამდე აუვიდა. ცოტახანში ჯოკერს დაემსგავსებოდა.
-წამომყვები? - ჰკითხა გოგონას.
-სად?
-ერთ საათში გადაღება მაქვს. რაღაც სამოდელო კომპანიას ვჭირდები ფოტოების გადასაღებლად. წამოხვალ ჩემთან ერთად?
-კი.
ლიჩელი და სააკაძე ფეხით გაუყვნენ გზას. გზაში ბევრი ილაპარაკეს, ზოგადად ყველა თემაზე. გაიხსენეს ბავშვობა, სკოლა და ძველი მეგობრები.
-მეგობრები რატომ არ გყავს? - ჰკითხა დემნამ მილას.
-რა იცი რომ არ მყავს?
-კითხვაზე კითხვით რატომ მპასუხობ?
-კაი.. მეგობრები არ მყავს. რატომ? არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ ხალხს ვერ ვენდობი. ყველა საფრთხეს წარმოადგენს ჩემთვის და მეშინია. ძალიან მეშინია მორიგი იმედგაცრუების.
-მე მენდობი?
მილა დაფიქრდა.
დემნა ერთადერთი იყო ვისაც ენდობოდა - ამაზე კი არ ჩაფიქრებულა! ეს ზუსტად იცოდა.
თვალწინ გაურბინა დემნასთან გატარებულმა ყველა მომენტმა. პირველად რომ შეხვდნენ ერთმანეთს და უაზრო წვეულებიდან გამოიპარნენ და დემნას საყვარელ ადგილას მივიდნენ, სადაც ბიჭმა გოგონას გული გადაუშალა. დემნასთან ბევრი საერთო ჰქონდა. მათ არ უყვარდათ საკუთარი ოჯახების საქმეები.
-მე გენდობი. შენ გარდა არავის ვენდობი. ერთადერთი ხარ, გესმის?
-მგონი ნელ-ნელა გიყვარდები. წეღან იეჭვიანე, თან მითხარი სიმპტიური ხარო და ახლა რაც მითხარი… - სერიოზული სახით ითვლიდა ბიჭი ხელებზე ამ შემთხვევებს. - თანაც მაშინ კოცნაში ამყევი! - დააგვირგვინა ბოლოს.
-უბრალოდ დრო მომეცი და ბევრს ნუ იფიქრებ ჩვენზე..
-აი მოვედით!
ლამაზ შენობაში შევიდნენ.
-დემნა ლიჩელი ხართ? - იკითხა შუახნის სანდომიანმა მამაკაცმა.
-დიახ.
-მეორე სართული, მარჯვენა დერეფანი, ნომერი 143. გელოდებიან.
-კარგით.
როგორც კაცმა უთხრა იმ მხრით წავიდნენ. 143 ნომერი ოთახი მთლიანად გადასაღებ მოედნად იყო გადაქცეული.
-რამხენი ხანია გელოდებით. - დაიწყო ბუზღუნი ერთ-ერთმა გოგონამ, რომელსაც ფეხები კისრიდან ეწყებოდა.
მილამ ფარულად გახედა დემნას, მოდელებს ხომ არ მიაშტერდაო, მაგრამ როგორც ჩანს ბიჭი აქ მხოლოდ საქმისთვის იყო მოსული.
ფოტოსესია დაიწყო. მილა კუთხეში იჯდა და იქიდან ადევნებდა თვალს ყველაფერს. ბიჭი საკმაოდ გამოცდილი ჩანდა ამ სფეროში.
-ეცადე ფოტოები მალე დაამუშავო და გამოგვიგზავნო რაა. - თქვა მაღალმა, ქერა თმიანმა გოგონამ და თან ტუჩები დაპრუწა.
-როდესაც მოვიცლი მაშინ დავამუშავებ! - მკაცრი ტონით თქვა დემნამ და მილასთან ერთად შენობა დატოვა.
-ოდესმე მითქვამს, რომ ვერ ვიტან მოდელებს? - ამოიოხრა დემნამ.
-არც ერთ მათგანთან არ გქონია ურთიერთობა?
-როგორ ურთიერთობას გულისხმობ? - გაეღიმა ბიჭს.
-რა ვიცი... მაგალითად... რომელიმე ჩაგითრევია ლოგინში?
-მემგონი ძალინ ბევრს ფიქრობ ჩემ სექსუალურ ცხოვრებაზე.
ორივეს გაეცინა.
-თუ გაინტერესებს ახლა არავის ვხვდები.
ლიჩელმა გოგონა სახლამდე მიაცილა.
-სანამ ავალ, მინდა რაღაც გავაკეთო. - ეშმაკურად ჩაილაპარაკა მილამ.
კიდევ ჩახედა ბიჭს მუქ თვალებში და თავის გადაწყვეტილებაში დარწმუნდა. დემნას მიუახლოვდა და აკოცა. შემდეგ სიცილით გაეცალა მას და სახლში ავიდა. გრძნობდა, რომ ბიჭი თვალს არ აცილებდა და იღიმოდა. აბედნიერებდა ეს სიახლე თავის ცხოვრებაში.
სახლის კარი გააღო თუ არა ღიმილი სახეზე შეაშრა. ფანჯარასთან ზურგით ვიღაც კაცი იდგა.
-რომელი ხართ? - იკითხა ხმა აკანკალებულმა და ჯიბიდან ტელეფონი ამოეღო, რომ 112-ში დაერეკა.
-დადე ტელეფონი. არაფერს დაგიშავებ. - კაცი შემობრუნდა და მილამ მურმან ლიჩელი ამოიცნო.
თან ამოისუნთქა, თან შეეშინდა.
-აქ რას აკეთებთ? როგორ შემოხვედით?!
-ფანჯრიდან დაგინახეთ შენ და ჩემი ბიჭი, როგორც ჩანს იმაზე მეტად დაახლოვდით, ვიდრე წარმომედგინა.
-ეს თქვენი საქმე არაა! - განრისხდა მილა.
მურმანი მშვიდი ხმით საუბრობდა, თითქოსდა განიხილავს საუზმედ რა მივირთვაო..
-დიახ, გეთაყვა! ზუსტად ჩემი საქმეა. არ მინდა ჩემი შვილი იმ ბინძურის ნაშიერს ხვდებოდეს, რომელსაც ვერ ვიტან.
-მამაჩემი ბინძური არ არის!
-დამშვიდდი. აქ სალაპარაკოდ მოვედი. შემოთავაზება მაქვს.
-რა შემოთავაზება?
-დემნას უნდა დაშორდე, აღარასოდეს შეხდები!
-თქვენ ვერ გადაწყვიტავთ ჩემი და დემნას ურთიერთობას, ამის უფლება არ გაქვთ. - მილაც დამშვიდდა და ირონიული მზერით მიაპყრო კუშტი მზერა მურმან ლიჩელს.
-მე მჭირდება დემნა, ჩემი კომპანიისთვის! რაზეც უარს ამბობს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შენ გამოა! მინდა ისე ატკინო გული, რომ ჩემთან მოვიდეს და სამუშაოზე დამთანხმდეს.
-ამას არ გავაკეთებ ბატონო მურმან. დემნას არავითარ შემთხვევაში ვატკენ გულს და არც დავთმობ მას!
-წინააღმდეგ შემთხვევაში დემნას მომავალს გავანადგურებ! ისე შევუბღალავ სახელს, რომ ვერც ერთ ადგილას დაიწყებს მუშაობას! ამას გარდა მამაშენის ბიზნესს სამუდამოდ ჩავძირავ.
-თქვენ ვერ შეძლებთ ამას! - სასოწარკვეთაში ჩავარდნილმა ძლივს ამოილაპარაკა.
-მერწმუნე ძალიან კარგად შევძლებ! ვადა ხვალამდე გაქვს. იცოდე თვალს გადევნებ. დაიბარებ დემნას იმ ადგილას სადაც ხართ ხოლმე და ეტყვი რომ შორდები და არასოდეს მოგიახლოვდეს! ხვალ თუ არ დაშორდები და ისევ ერთად დაგინახავთ გეფიცები დემნასაც გავანადგურებ და შენ ოჯახსაც! - ბოლო სიტყვებზე ხმას აუწია მურმანიმ და სახლის კარი გაიჯახუნა.
მილა ერთიანად კანკალებდა და ტიროდა.
შუაღამემდე ლოგინზე იჯდა და ტელეფონი ეჭირა ხელში. ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა.
ბოლოს დემნას დაურეკა.
-შეგიძლია ხვალ შუადღეს ჩვენ სკამზე შემხვდე?


__________________
თითქმის ერთი თვეა არ დამიდია.... უნამოსო ვარ! დიდი ბოდიში მკითხველებო...
სულ გამოცდებზე და სწავლაზე მეფიქრებინება
და რაღაც პრობლემები მქონდადა ვერ ვწერდი://скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი marikuna (1)

მომწონს და ვრლოდები ახალ თავს იმეფიწ არ დააგვიანებ !

 



№2  offline წევრი ლიდია

marikuna (1)
მომწონს და ვრლოდები ახალ თავს იმეფიწ არ დააგვიანებ !

weris proceshia❤️❤️ axla gamocdebi maqvs or saganshi otx dgeshi da vnecadineob, magram vecdebi davdo❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent