შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის ჩემი შვილია 11თავი


5-06-2018, 22:46
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 673

ის ჩემი შვილია 11თავი

გაგიკვირდებათ ალბათ ნანომ საიდან გაიგო ყველაფერი.
რატიმ მოინდომა თავად ეთქვა ბავშვისთვის სიმართლე, მისი ასაკის შესაბამისად ესაუბრა.
ნუ ყველაფერი დაწვრილებით არ მოიყოლია, თუმცა რაც საინტერესო იყო ის უთხრა.
მანაც ძალიან მშვიდად მიმიღო დედათ.
რამაც მე ძალიან გამაბედნიერე.

დღეები ერთმანეთის მიყოლებით მალ-მალე გადიოდა.
უკვე ორი თვე გავიდა.
მე და ნანო ძალიან შევეჩიეთ ერთმანეთს.
დილით ერთად ვიღვიძებდით, შხაპს ჯერ ნანო ღებულობდა შემდეგ მე.
საუზმე, სადილი,  ვაღშამოს ერთად მივირთმევდით.
რათქმაუნდა დიდი ბელადი მამონტი ჩვენთან ერთად იყო.
ჩემი პატარა მამონტიკოც ნანოს ძალიან შეეჩვია და საწოლში იწვენდა
მაბედნიერებდა ჩემი შვილის გულისცემის მოსმენა.
ვაკო და ნანო ერთმანეთს ძალიან შეეჩვივნენ.
ხშირად გვსტუმრობს ვაკო, ბედნიერია როდესაც დღეს ნანოსთან და მამონტიკოსთან ერთად ატარებს.
რათქმაუნდა დიდი გესტაფო მამონტი აპროტესტებს, პატარა მამონტის არსებობას მაგრამ მას ვინ ეკითხება.
- დე.
სამზარეულოში მყოფს მესმის ნანოს ხმა.
- ჰო საყვარელო.
- დღეს რომ ძია ნუკრისთან დავრჩე შეიძლება?
- კი როგორ არა საყვარელო.
მისაღებში გამოვედი სადაც თავდახრილი ნანო და ვაკო დამხვდა.
- რა გააფუჭეთ?
ცალი თვალი მოვჭუტე.
- ხომ არ გვისაყვედურებ?
თავს წევს ვაკო.
- არა რათქმაუნდა.
- მამას ოთახში რომ დიდი ლარნაკი იყო ის გაგვიტყდა.
ღიმილით მეუბნება ნანო.
- ახლავე გაიქეცით სანამ დაბრუნებულა.
სიცილით ეუბნები ბავშვებს.
- შენ რომ გისაყვედუროს?
ჩემს წინ დგება ნანო.
- როდის იყო დიდი ბელადის მეშინოდა.
ხარხარით ვეუბნები და ლოყაზე ვკოცნი.
ნანოს ოთახში ავედი რამოდენიმე დღის სამყოფი ტანსაცმელი ჩავულაგე ის და ვაკო ნუკრის გავატანე.
შემდეგ ისევ სამზარეულოში დავბრუნდი.
- ნანო საყვარელო მოვედი.
მესმის მისაღებიდან ბელადის ხმა.
- ცოცხლები ხართ?
ხმა რომ არ გავეცი დაიყვირა.
- მოვიდა სტალინი.
მანჭვით ვამბობ და სალათს თეფშებზე ვანაწილებ.
- არა ბრძოლაში დავიხოცეთ.
- ოჰ ალქაჯების დედოფალი აქ ყოფილა.
ზურგს უკან მესმის მისი ხმა.
- სტალინის შთამომავალი მოსულა.
მისკენ არ ვიხედები ისე ვამბობ.
- რას მიმზადებ?
- შენ არაფერს.
მისი სუნთქვა უკვე ყელთან მეფრქვევა.
ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა სხეულში.
- სად არიან ბავშვები?
- ნუკრიმ წაიყვანა.
- ახლა რა გააფუჭეს?
- ლარნაკი გაგიტეხეს.
მეღიმება რადგან ვიცი როგორ უყვარდა ის ლარნაკი.
- ისევ?
- ისევ.
- რა მადისამღძვრელად გამოიყურება.
მოშიშვლებულ ხერხემალზე სველ კოცნას მიტოვებს და სალათის თეფშს მაცლის.
- რას აკეთებ?
შემოვბრუნდი მაგრამ ნეტავ არ შემოვბრუნებულიყავი.
ჩემთან იმდენად ახლის იდგა რომ მის ტუჩებს, ჩემი ტუჩები მივაწებე.
- ძალიან გემრიელია.
მოთხოვნით დაეძგერა ჩემს ვარდისფერ ტუჩებს.
წელზე ხელი შემომხვია და უფრო ამიკრა სხეულზე.
- რას აკეთებ?
ვნებისგან ჩახშული ხმით ამოვილაპარაკე.
- რას მიკეთებ ნიკი?
უფრო ძლიერ მომიჭირა ხელი.
ერთი მოძრაობით შემომსვა ბარის მაგიდაზე და მაისური გადამაძრო.
ხარბად შეისუნთქა ჩემი სურნელი.
- რა გემრიელი ხარ.
ჩემი სიმწრით გამზადებული სალათი, ძირს მოისროლა.
მაგრამ ვინ აქცევდა ამას ყურადღებას?! ჩემი ფეხების შუაში მოექცა და ტუჩები ყელიდან მკერდისკენ გააცოცა. ამოვიკვნესე და უკვე მეც ვკარგავდი თავს.
- არის აქ ვინმე?
ბუნდოვნად ჩამესმოდა მისაღებინდან ლუკას ხმა.
რატის ხელი ვკარი და მალევე მოვიშორე.
იქვე დაგდებული ჩემი მაისური გადავიცვი დ ათმის სწორებას შევუდექი.
- აქ რა ხდება?
მოჭუტული თვალებით ჯერ რატის უყურებს შემდეგ მე.
- არაფერი რა უნდ ახდებოდეს?
დაბნეული ვამბობ.
- ეს ამობრუნებული მაისურით სიარული რამე ახლაი მოდაა? თვალით მანიშნა ჩემს მაისურზე.
- ჰო ლუკა ახალი მოდა არ იცოდი?
თავის გამართლება ვცადე.
რატი კი ჩემი აწითლებული სახის ყურებისას ხითხითობდა.
- რავიცი, რავიცი.
თავისთვის ჩაილაპარაკა.
- რამ შეგაწუხა ლუკიტო?
- რავიცი მეთქი გვრიტებს მოვინახულებ თქო.
იმ ადგილას შემოჯდა სადაც წამის წინ მე შემომსვა რატიმ.
- ცუდ დროს ხომ არ მოვედი?
- ლუკა რაგინდა?
გაბრაზებული თვალები მივანათე.
- მითხარით რას აკეთებდით?
- სალათს.
- სადარის სალათი?
- სალათი? ის, ის. რატი სად არის სალათი?
რომ ვერაფერი მოვიფიქრე რატის მივუბრუნდი.
- შევჭამე.
მალევე დააბრეხვა სიბრძნე გენერალმა.
- მე ჩემს ოთახში ვიქნები.
პატარა ტირანიმიკოს საჭმელი გავუმზადე და აბაზანაში შევედი.
სახელი შევუცვალე რადგან გვიან გამახსენდა მამონტის მაგივრად ტირანი რომ დავარქვი.
ღამის ორი საათი იქნებოდა, კარები გადავკეტე.
ჩემი შავი სამოსი გადავიცვი, ფოტოაპარატი ავიღე და აივნიდან გადავძვერი.
მოტო გადამზიდ კომპანიასთან მოშორებით გავაჩერე და გზა ფეზით განვაგრძე.
დაველოდე როდის გამოჩნდებოდა უფროსი დადვანი.
რათა კამერაზე დამეფიქსირებინა.
მანაც არ დააგვიანა და მალევე გამოჩნდა. ნამდვილი შოკი მივიღე როდესაც მის გვერდით მდგომი მამაჩემი და რატის მამა
დავინახე.
გულში საშინელი დარტყმა ვიგრძენი არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
მხოლოდ ფოტოების გადაღება მოვახერხე.
- ოღონდ ეგ არა მა.
დანანებით ჩავილაპარაკე.
მათკენ წასვლა გადავწყვიტე, რამოდენიმე ნაბიჯი მქონდა გადადგმული როდესაც უკნიდან ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა.
ნაცნობმა სურნელმა მალევე ამიწვა ცხვირი.
- ხელს გაგიშვებ მაგრამ არ იყვირო.
ჩურჩულით მეუბნება რატი.
- აქ რას აკეთებ?
მეც ჩურჩულით ვეუბნები.
- შენ თავად რას აკეთებ აქ?
- მე უბრალოდ.
- რა უბრალოდ? მას უთვალთვალებ არა?
- ჰო.
- ნიკი რა საქმეებს ჩარხავ?
- შენ ის მითხარი ისინი აქ რას აკეთებენ?
ხელით ჩვენი მამებისკენ ვანიშნე.
- არ ვიცი მაგრამ გავარკვევ.
ახლა კი წავიდეთ, ვინმე დაგვინახავს.
- კარგი.

ნახევარ საათში უკვე მისაღებში ვიჯექით ორივენი.
- რატომ გამომყევი?
დუმილი მე დავარღვიე.
- ამ ბოლო დროს სულ სადღაც გადიხარ, დამაინტერესა რას აკეთებდი.
- რატი ეს ჩემი საქმეა, ძალიან გთხოვ ნუ ერევი.
- ნიკი არ დაგავიწყდეს რომ იმ კომპანიასთან ხელშეკრულება გამაფორმებიე.
- არ მავიწყდება.
- ნიკი ამიხსნი რა ხდება?
- რატი იცი მე.
მისთვის ყველაფრის თქმას ვაპირებდი როდესაც ჩემი ტელეფონი ამღერდა.
- გისმენ.
- ნიკოლ ხვალ ყელაფერი უნდა დამთავრდეს.
- ხვალ?
- ჰო ნიკოლ.
- კი მაგრამ.
- ნიკოლ არავითარი მაგრამ, ჩემი ჯგუფი უკვე საქართველოშია ხვალ საღამოს ყველაფერი დასრულდება.
- გასაგებია ბოს.
ტელეფონს ვთიშავ და რატის ვუყურებ.
- ვინ იყო?
- ხომ გინდოდა ჩემზე ყველაფერი გცოდნოდა?
- კი.
- ჰოდა წამოდი.
- სად?
- უბრალოდ წამოდი.

მანქანა სამსართულიანი შენობის წინ გავაჩერე, კარები გავაღე და მალევე გადმოვედი.
- ეს რა ადგილია?
გაკვირვებული უყურებს იქაურობას.
- აქეთ წამოდი.
ხელი ჩავკიდე და განათებული ბილიკისკენ წავიყვანე.
კარზე ორჯერ დავაკაკუნე, სულმოუთქმელად ველოდები როდის გაიღება კარი.
- ნიკი.
შეშინებული მიყურებს მანო.
- ჰო მევარ მან.
- ხო მშვიდობა საყვარელო?
- კი, კი.
ფუმფულა ლოყები დავუკოცნე და გადავეხვიე.
- სძინავთ?
- ჯერ არა. ეს ვინ არის? ჩურჩულით მეუნბება დაბნეული მანო.
- მან გაიცანი ეს რატია ჩემი ქმარი. რატი ეს მანოა ჩემი ძალიან საყვარელი ადამიანი.
- სასიამოვნოა.
ღიმითით აწვდის ხელს.
- ჩემთვისაც.
- რატი აქეთ წამოდი.
კიბეებს მეორე სართულისკენ ავუყევი.
- ნიკი.
კივილით წამოვიდნენ ჩემკენ და ალყაში მომაქციეს.
- როგორ მომენატრეთ ჩემო საყვარლებო.
ერთმანეთის მიყოლებით გადავკოცნე ყველა.
- ბავშვებო.
ფეხზე წამოვდექი და რატის გვერდით დავდექი.
- გაიცანით ეს არის რატი.
- შენზე ბევრი რამ გვსმენია.
მისკენ მოიწევს გიორგი და ხელს უწვდის.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა რატი.
ერთხმაში წამოიძახა ყველამ.
 - ესენი ვინები არიან?
ჩურჩულით მეუბნება რატი.
- აქ მიტოვებული ბავშვების თავშესაფარია.
არამხოლოდ მიტივებულები, გაიცანი ეს მარიამია. მარიამს მოძალადე ქმარი ჰყავდა და მის შვილთან ერთად აქ წამოიყვანეს.
ეს თავშესაფარი ჩემს მეგობრებთან ერთად გავხსენი.
რადგანაც ამერიკაში ვიყავი, მე პორადად ვერ მოვახერხე ჩამოსვლა და ჩემი მეგობრების წყალობით გავხსენი.
მე მხოლოდ თანხით ვეხმარებოდი მათ.
გიორგი მეშვიდე კლასელია, ძალიან უყვარს სწავლა.
უნდა იურისტი გამოვიდეს ამისთვის ბევრს შრომობს.
ეს შაკოა. შაკო წელს ამთავრებს, და სამედიცინოზე აბარებს.
- მე მირო ვარ. ღიმილით უახლოვდება მირო.
- სახელი დედამ შემირჩია.
ღიმილით იხედება ჩემკენ.
- დედამ?
დაბნეული ამბობს რატი.
- ნიკი ჩვენი ყველას დედა.
გვერდით მიდგება მარია.
- წამოდი ახლა სხვა ოთახში წაგიყვან.
ბავშვებო დაისვენეთ თქვენი ძილის დროა.
ყველას ვემშვიდობები და პირველ სართულზე რთული დაავადების ბავშვების ოთახის კარს ვხსნი.
- აქ მძიმე დაავადების ბავშვები არიან.
აქედან უმეტესობა ძვლის სიმსივნითა დაავსდებული.
მათ ოჯახებს არ აქვთ საკმარისი რესურსები ამიტომ ჩვენ ვეხმარებით.
ბავშვებს ვემშვიდობები და მესამე სართულზე მივდივარ.
- ეს ლიფტი მათთვისაა ვისაც გადაადგილება ეტლის გარეშე არ შეუძლიათ.
ამ ოთახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები არიან.
- ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ შენ.
- თუ მე?
- თუ შენ ასეთ რამეს გააკეთებდი.
- ჩემზე კიდევ ბევრი რამ არ იცი რატი.
მხოლოდ ერთს გთხოვ, თუ ჩემზე რაიმეს გაიგებ გთხოვ ნუ გამოიტან პირველივე შესაძლებლობაზე დასკვნას.
მირჩევნია

ჩემთან მოხვიდე და ყველაფერი პირადად მკითხო.
- არის რამე ისეთი რაც უნდა ვიცოდე?
- კი არის. მაგრამ ამას ჯერ ვერ გეტყვი.
- როდის მეტყვი?
- ძალიან მალე.
- კარგი.
- მოკლედ აქ გვაქვს ცეკვის, ხატვის ქარგვის და მუსიკის წრეები.
ასევე სავარჯიშო დარბაზი, ბილიარდი უახლოეს მომავალში ბოულინგის დარბაზის გახსნას ვაპირებთ.
სულ ქვედა სართულზე ტენისის ოთახია.
ხატვისთვის განკუთვნილი ოთახი ტენისის ოთახის მოპირდაპირედაა.
ასევე გვაქვს სპორტული ოთახი, უმაღლესი ტექნიკით აღჭურვილი.
ასევე გვაქვს აუზი ეზოს უკანა მხარეს, სულ ბოლოს კი პატარა სათბური სადაც ბავშვები თავისუფალ დროს ყვავილებს უვლიან.
ბოულინგთან ერთად საკალადბურთო დარბაზის გახსნა გვინდა, ჩამოყალიბდება თაშესაფარის ბავშვების გუნდი და მსოფლიოს დაიპყრობენ.
- რატი გაიცანი ეს ბატონი კარლოა ჩვენი თავშესაფრის დირექტორი.
მისი საქმის სპეციალისტია, ძალიან კარგად უძღვება ყველაფერს.
- სასიამოვნოა.
ხელს უწვდის.
- ჩემთვისაც.
- ქალბატონმა ნიკიმ არ მოინდომა მისი სახელი სადმე გამოჩენილიყო ამიტომ მე მომანიჭა ეს ტიტული.
- კარლო.
წყენით ვეუბნები კაცს.
- თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ როგორი კარგი ადამიანია.
_ჩემს ქებას არ წყვეტს.
- ნამდვილად გეთანხმებით. _ღიმილით  ეთანხმება რატი.
- იცი მეც მინდა რაიმეთი დაგეხმაროთ.
- მართლა?
- ჰო აი თუ რაიმე გჭირდებათ?
- საკალადბურთო დარბაზის გახსნის უფლებას არ გვაძლევს მთავრობა.
- გასაგებია მე მივაგვარებ.
- მადლობა. _ ლოყაზე ხმაურით ვკოცნი და ქვედა სართულზე ჩავდივარ.
- აი აქ დიდი სამზარეულოა, სადაც ბავშვებისთვის უგემრიელესი საჭმელი მზადდება.
ეს დიდი მოსასვენებელი ოთახი, აქ ერთობიან ბავშვები.
ყველა სართულზე კი მომსახურე პერსონალის სამ-სამი ოთახი.
ყველას სართულს თავისი დამხმარე ქალბატონი ჰყავს.
პირველ და მესამე სართულს მეორე სართულზე შედარებით უფრო ბევრი მომვლელი ჰყავს.
შენობას დაცვის სამსახური იცავს, ყოფილა შემთხვევა როდესაც მოძალადე ქმრები მოვარდნილან.
- ნიკი, დანიელა ტირის.
მესმის მანოს ხმა და მეც იქეთკენ მივდივარ.
- რატომ ტირის ჩემი სიხარული? _ხელში ავიყვანე პაწაწინა არსება.
- როგორი თბილი ხარ შენ. _გულზე მივიწვინე და რითმულად დავატარებდი ხელს მის ტანზე.
- როგორც ჩანს შენთან უნდოდა.
- ჰო მან.
არ გამოჩენილან?
- ჯერ არავინ გამოჩენილა, ოფიცერს ვესაუბრე მაგრამ განაცხადი არავის შეუტანია.
- გააფორმეთ?
- რათქმაუნდა ყველა საბუთი მზად არის, სასამართლომ მეურვეობა უკვე მოგვაკუთვნა.
- ძალიან კარგი.
- ნიკი.
- ჰო.
- რატომ წერია მის გრაფაში შენი გვარი?
- გვარი ჩირდებოდა და აბა რა უნდა მექნა? _დაბნეული ვეკითხები ქალს.
- მართალია. _ როდესაც მივხვდი რომ ბავშვს ღრმად ეძინა თავის საწოლში ჩავაწვინე და პლედი მივაფარე.
- ეს ბავშვი?
_ დაბნეული მეუბნება კართან მდგომი რატი.
- დანიელა ერთი თვის წინ ვიპოვეთ, სულ რამოდენიმე საათის იყო.
როგორც ჩანს დედამ ბავშვის მოშორება გადაწყვიტა და ჩვენი თავშესაფრის კართან დატოვა.
- ძალიან ლამაზი სახელი აქვს.
- მე შევურჩიე.
ამაყად ვამბობ.
- აქ თავს ძალიან მშვიდად ვგრძნობ.
- როდესაც ნერვებს მიშლიდი მე სულ აქ მოვდიოდი.
- შენს დაბადების დღეზეც აქ იყავი?
- რათქმაუნდა.
- მაგიტომ არ წამაყვანინე თავი ხო?
- დიახ.
- ძალიან ლამაზი ნახატებია, ვისი შესრულებულია?
- არვიცი.
- არიცი?
- არა.
- გასაგებია არიცი. ნიკოლ ამაშუკელი, რა ლამაზი კალიგრაფია გქონიათ.
_ ტუჩის კუთხე ჩატეხა მან.
- კარგი ჰო ჩემი ნახატებია.  _ბუზღუნით ვამბობ.
- ძალიან ლამაზად ხატავ.
- მადლობა.

კიდევ დიდხანს დავრჩით იქ.
რატის ყოველი კუთხე დავათვალიერებიე.
ძალიან მოეწონა თავშესაფარი, გამიხარდა როდესაც დახმარება შემომთავაზა.
ამიერიდან ბავშვებს თავიანთი დარბაზი ექნებათ.

დილით გამთენიისას ბოსის მიერ გამოგზავნილ ხალხს დავხვდი, გეგმა გამაცნეს და სპეცოპერაციის დროზე და საათზე შევთანხმდით.
იქედან პირდაპირ მამაჩემთან წავედი, მაინტერესებდა რას ნიშნავდა მისი და დაგვანის ურთიერთობა.
კაბინეტში როგორც ყოველთვის დაუკითხავად შევედი.
მამა თავის გაგიდასთან იჯდა, რაღაც საბუთებს ჩაკირკიტებდა.
ჩემი დანახვისას ფეხზე წამოდგა და გადამეხვია.
ცივად მოვიშორე მისი ხელები და სავარძელში ჩავესვენე.
- მხოლოდ ერთი რაღაცის საკითხავად მოვედი.
_ცივი ხმით ვამბობ.
- რა ხდება?
- რა ურთიერთობა გაქვს დადვანთან? _ჩემს ამ კითხვას არ ელოდა და შეცბა.
- არანაირი. _ დაბნეული ამბობს.
- მამა. _ მალევე დაიგვირგვინა ჩემმა ხმამ.
- არანაირი ნიკი. _ ისევ თავისას გაიძახის.
- რა არის ეს? წინ ავუფრიალე მისი და დადვანის ფოტოები.
- ეს საიდან გაქვს?
- მამა ღმერთს ვფიცავ, თუ გავიგე რომ იმ კაცის მაქინაციებში შენი ხელიც ურევია უფალს ვფიცავარ არ დაგინდობ.
- რას ამბობ ნიკი?
- მამა
- შენს თავს ვფიცავარ არანაირი ურთიერთობა მაქვს.
- გასაგებია. _ ფეხზე წამოვდექი.
- ნიკი.
- მამა თუ ისევ რაიმე ტყუილის თქმას აპირებ სჯობს არაფერი მითხრა.
- დადვანის საქმიანობის დეტალები, ცნობილი გახდა ქართული მხარისთვის.
ვიცით რომ მის საქმიანობას ორი ქვეყანა იძიებს, ფრანგები და ამერიკელები დაგვიკავშირდნენ.
 უკვე ორი თვეა მის ყოველ ნაბიჯს ვაკვირდებით. რადგანაც ამ საქმეში რატის კომპანიაც არის გარეული გურამიც ჩაერთო საქმეში.
- რატი არაფერ შუაშია.
- შენ რა იცი?
- რატის კომპანია, დადვანის კომპანიასთან კავშირის გამო გავრიე ამ საქმეში.
- შენ რა შუაში ხარ?
- მამა ადამიანი რომელზეც ვნადირობ დადვანია, არავის მივცემ უფლებას ამ საქმეში რატი გარიოს.
ფრანგებმა ყველაფერი იციან, ისინი მეთაურობდნენ ამ ყველაფერს.
- ხვალ დადვანის აყვანას ვაპირებთ.
- მამა ეს საქმე მე მეკუთვნის, თუ შეეცდები და საქმეს ჩამიშლი.
- ერთად ვითანამშრომლოთ.
- მე არავისთან ვთანამშრომლობ ფრანგების გარდა. არამაქვს უფლება ამ საქმეში შენ გაგრიო.
- კი მაგრამ ფრანგებმა დახმარებისთვის მოგვმართა.
- მამა გთხოვ ამ საქმეს შეეშვი.
- არ შემიძლია ნიკი, ამ საქმეში უშიშროება ჩაერთო.
- გასაგებია.
კაბინეტიდან გამოვდივარ და ბოს ვურეკავ.
- რატომ არ ვიცოდი თუ საქმეში ქართული მხარეც ჩარიეთ?
- მათი დახმარების გარეშე დადვანს ვერ ავიყვანთ.
- არ ფიქრობ რომ ეს უნდა მცოდნოდა?
- ნიკოლ ვიცოდი ეს რომ გაგეგო უარს იტყოდი.
- ბოს კი მაგრამ ეს ხომ.
- ეს მთავრობის გადაწყვეტილება, ნიკოლ მე არ შემიძლია რამე შევცვსლო.
- ჰოდა მე შევცვლი.
ტელეფონს ვთიშავ.
ნუკრის დავურეკე ნანო მოვიკითხე და დავალებაზე წავედი.

- არ მაინტერესებს გესმით? რა თქვა მან, არ აქვს გადამწყვიტი მნიშვნელობა.
მთავარია რას ვამბობ. ისეთი გამწარებული ვიყავი ყველას დავხოცავდი.
- გასაგებია.
- მოემზადეთ გავდივარ. იცოდეთ ეს საქმე რომ ჩამიშალოთ კასტრაქცია არ აგცდებათ.
ოთახში გავედი ჩემი ფორმა მოვირგე,
იარაღი რომელიც დიდი ხანია უკვე არ გამომიყენებია ბუდიდან ამოვიღე და შევათვალიერე.
- 45 კალიბრის პისტოლეტი Glock, 45G.A.P.  ქალითვის ცოტა საშიშია.
_ მესმის ბიჭის ირონიით ნათქვამი.
- კაცისთვის ბევრი ლაპარაკი დამღუპველია. _ მისთვის არც კი შემიხედავს.
- თუ რათქმაუნდა კაცობაზე თავს დებს.
- რა დანიშნულება აქვს მაგ იარაღს?
- შენნაირ ენა ტლიკინებს ტვინს უხვრეტს.
_ მხოლოდ ახლაღა შემოვტრიალდი მისკენ, თვალები ამიციმციმდა როდესაც იქ ბობი დავინახე.
- ბობ შენ? გახარებული გავიქეცი მისკენ.
- ძალიან მომენატრე.
- მეც მომენატრე ნიკ.
- მეგობარო როგორ შეცვლილხარ, შენი ხმა საერთოდ ვერ ვიცანი.
- რასიზავ ასაკმა იცის.
_საყვარლად გაიცინა.
- დროა წავიდეთ.
იარაღი ბუდეში დავაბრუნე.
- როგორც ჩანს დღემდე გაქვს ჩემი დაბადების დღის საჩუქარი.
თვალით იარაღისკენ მანიშნა.
- რათქმაუნდა ხომ იცი როგორ მიყვარს.

- რამდენი კაცია შიგნით?
ტერიტორიას ვზვერავდი და თან ბობს ვეკითხებოდი.
- სამი კაცი შესასვლელთან, ხუთი უკანა გასასვლელთან, ათიოდე შიგნით.
- გოჩა იქ არის?
- რათქმაუნდა.
- განაწილდით. მე ბობი და მეთიუ წინ წავალთ. დანარჩენებმა უკანა გასასვლელი გაასუფთავეთ და ტერიტორია ალყაში მოაქციეთ.
- არის მეთაურო.
- ნიკი სიკვდილზე გიფიქრია?
მესმის ზურგსუკან მყოფი ბობის ხმა.
- ახლა სიკვდილის უფლება არავის გვაქვს.
- და მაინც?
- არა ბობ არ მიფიქრია.
- მე მიფიქრია. გმირად მინდა მოვკვდე.
- ახლა ენას თუ არ გააჩუმებ მე შენ გაჩვენებ გმირობას.
შესასვლელი სნაიპერმა გაასუთთავა, ასე რომ შენობაში თავისუფლად შევედით.
- დაწექით.
დაიყვირა ბობმა.
ერთერთმა მათგანმა ბობის მიმართულებით იარაღი მოიმარჯვა, თვალის დაუხამხამებლად გადავუდექი წინ და ტყვია მხარში მომხვდა.
ტკივილი საერთოდ არ მიგვრძნია რადგან ჩემთვის უპირატესობა გოჩას დაჭერა იყო.
ცოტათი შევბარბაცდი მაგრამ თავის შეკავება მოვახერხე.
დავინახე როგორ გარბოდა უკანა გასასვლელისკენ გოჩა და მეც უკან ავეკიდე.
- არ გაინძრე. თითქმის კარში გასულს დავეწიე.
- ნუ მაიძულებ რომ გესროლო.
- მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენ ჩაგბარდე.
ზიზღით წაემოსთქვა მან.
გაქცევის საშუალებას ვერ მივცემდი ამიტომ ფეხში დავუმიზნე და ხელის აუკანკალებლად ვესროლე.
მალევე მოწყდა და მუხლებზე დაემხო.
- ძალიან დიდხანს ველოდი ამ მომენტს. მივუახლოვდი და ბორკილები დავადე
- ბატონო დადვან თქვენ დაკავებული ხართ, იმედია იქედან სადაც გიშვებთ ცოცხალი ვერასოდეს ვერ გამოხვალთ.
- თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი რომ სასჯელს შენს საყვარელ ქვეყანაში, ამერიკაში მოიხდი.
ღიმილით ვეუბნები კაცს.
- ღმერთმა დაგწყევლოს. _ კბილებში გამოსცრა.
- უკვე დამწყევლა.
_ისევ ღიმილით ვპასუხობ.
- ამისთვის პასუხს აგებ, გეფიცები ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ.
ზურგზე გადმოვაბრუნე და ჭრილობაზე ფეხი დავაჭირე.
- წარმატებას გისურვებთ ბატონო დადვან.

დადვანი ბობს გადავაბარე, თავისუფლად გავიმართე წელში.
- შენ ეს შეძელი ნიკოლ.
ბოლო ხმაზე ვყვირი და გეზი გასასვლელისკენ ავიღე როდესაც ბოსმა დამირეკა.
- გილოცავ ნიკოლ.
მესმის მისი გახარებული ხმა.
- მადლობა. ბედნიერი ხმით ჩავძახე.
- დროა დაბრუნდე.
- რაა?
მალევე შემეცვალა გამომეტყველება. - - ანგარიშზე ორი მილიონი დაგერიცხა, დროა ხელშეკრულება გააუქმო და დაბრუნდე.
- არ შემიძლია. ჩამქრალი ხმით ვეუბნები.
- ნიკოლ ეს შენი ვალდებულებაა.
- ბოს მე ის.
- არ მაინტერესებს, ორ დღეში იფისში გელოდები.
ტელეფონს თიშავს.
- ახლა რა ჯანდაბა ვქნა?
გამწარებულმა მოვიქნიე ტელეფონი და კედელს შევახეთქე.


- სად იყავი?
_შესასვლელ კარში მხვდება რატი.
- საქმეზე.
_თხელ მოსაცმელს უფრო მჭიდროდ ვიკრავ რადგან არ მინდა ჩემი ხელი შეამძნიოს.
- უნდა ვილაპარაკოთ.
- დავიღალე.
ზურგი ვაქვიე და კიბისკენ წავედი.
- ნიკი დიდიხანია შენთვის რაღაცის თქმას ვცდილობ.
- ახლა არა.
- ნიკი.
- განქორწინებას ვითხოვ.
ვცდილობ როგორმე ხმა გავაკონტროლო და მის წინაშე არ ავბღავლდე.
- რას ამბობ ნიკი?
- გშორდები.
- ამის გაკეთება არ შეგიძლია. კონტრაქტი დაგავიწყდა?
ცდილობს როგორმე გადამაფიქრებინოს.
- ხვალ დილითვე დავრიცხავ შენს ანგარიშზე ორ მილიონ ევროს.
- ეს არ გააკეთო ნიკი.
_ თვალზე მომდგარ ცრემლს შემუმჩნევლად ვიშორებ.
- ამას ნუ გამიკეთებ გთხოვ.
- არ შემიძია რატი.
- მიყვარხარ ნიკი.
მესმის მისი მთელი გრძნობით ნათქვამი მიყვარხარ.
- გეყოს რატი.
- ნიკი თხოვ ამასთვის ნუ გამიმეტებ.
ხმა ეცვლება და ვგრძნობ როგორ ეღვრება ცრემლი.
- მაპატიე.
მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და ოთახში ჩავიკეტე.
- ნეტავ იცოდე როგორ მიყვარხა.
კართან ჩავიკეცე და მთელი ხმით ავტირდი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი lena lena

ვაიმეეეეე
ნიკიის მოვკლავდი რომ შემეძლოს დამიტანჯა ბიჭი :D
აი რა კარგი ხარ რა <3

 



№2  offline მოდერი gogona migraciidan

lena lena
ვაიმეეეეე
ნიკიის მოვკლავდი რომ შემეძლოს დამიტანჯა ბიჭი :D
აი რა კარგი ხარ რა <3


რაქნას ნიკიმ? სხვა გზა არააქვს თორემ.
მადლობა შენ ❤

 



№3  offline წევრი teengirllove

erti amosuntqvit wavikitxe...dzalian kargi iyo,magram ratis rom shordeba eg ar meama , imedia male iqnebian eratd :))

 



№4  offline მოდერი gogona migraciidan

teengirllove
erti amosuntqvit wavikitxe...dzalian kargi iyo,magram ratis rom shordeba eg ar meama , imedia male iqnebian eratd :))


ვნახოთ ვნახოთ რაიქნება :დ

 



№5  offline წევრი mirandaa31

ოჰ დაიძაბა :დ მაინტერესებს ძალიან გელოდებიიი <3
--------------------
ხელმოწერა

 



№6  offline მოდერი gogona migraciidan

mirandaa31
ოჰ დაიძაბა :დ მაინტერესებს ძალიან გელოდებიიი <3


დღეს ვერა მაგრამ ხვალ აუცილებლად ავტვირთავ ❤

 



№7  offline წევრი ლათინო

აუაუაუაუაუაუ ნინაააჩკ კარგი რა! ასე შეიძლება? არა! არ დამიტანჯო ახლა ესენი! თავს მოვიკლავ და შენც მოგკლავ! დამიჯერე მე გამომივა ასეთი სტრატეგიით მუშაობა! :დდდ ჯერ თავიდან რა მომენტები დაგვიყარე? მერეც ხო იყო,მაგრამ ბოლოს პირი დამრჩა ღია. აქ რომ იყო დაინახავდი რა თვალებითაც შემოგხედავდი და შენითვე მიხვდებოდი რომ ახალი თავი სასწრაფოდ უნდა დაწერო!
თავი იყო საოცრება,ვერცერთ მომენტზე რო ვერ მოვეშვი ისეთი.

ბათ....
ისევ არ მეყო! ხო კაი ვაღიარებ ეს მოზრდილი თავი იყო,მაგრამ ასეთ მომენტებს რო მიდებ რა გგონია გამეწელება კითხვის დრო?! არა ნაშრომს ვერ დაგიკარგავ მაგრამ ხომ იცი?! რაც მეტია მეტი მინდა და მე ვიცი რატომაც, მაგის წერა მეზარება! აბა შენ იცი გელოდები. ♥♥♥♥♥

 



№8  offline მოდერი gogona migraciidan

ლათინო
აუაუაუაუაუაუ ნინაააჩკ კარგი რა! ასე შეიძლება? არა! არ დამიტანჯო ახლა ესენი! თავს მოვიკლავ და შენც მოგკლავ! დამიჯერე მე გამომივა ასეთი სტრატეგიით მუშაობა! :დდდ ჯერ თავიდან რა მომენტები დაგვიყარე? მერეც ხო იყო,მაგრამ ბოლოს პირი დამრჩა ღია. აქ რომ იყო დაინახავდი რა თვალებითაც შემოგხედავდი და შენითვე მიხვდებოდი რომ ახალი თავი სასწრაფოდ უნდა დაწერო!
თავი იყო საოცრება,ვერცერთ მომენტზე რო ვერ მოვეშვი ისეთი.

ბათ....
ისევ არ მეყო! ხო კაი ვაღიარებ ეს მოზრდილი თავი იყო,მაგრამ ასეთ მომენტებს რო მიდებ რა გგონია გამეწელება კითხვის დრო?! არა ნაშრომს ვერ დაგიკარგავ მაგრამ ხომ იცი?! რაც მეტია მეტი მინდა და მე ვიცი რატომაც, მაგის წერა მეზარება! აბა შენ იცი გელოდები. ♥♥♥♥♥



მოკლედ რა შენი მუცელი ვერაფრით ვერ ავავსე :დდ
ნეტა იცოდე როგორი ყურებამდე გაღიმებული ვკითხულობდი შენს კომენტარე.
ნეტავ იცოდე როგორ გამაბედნიერე, სიხარულით და სიყვარულით ამავსე.
როგორ შეიძლება ამის შემდებ გახარებულმა არ დავიწყო ახალი თავის წერა ჩემო ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent