შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი, დღეს ჩახუტების დღეა.. 7


6-06-2018, 19:15
ავტორი ანუშირვანი
ნანახია 313

იცი, დღეს ჩახუტების დღეა.. 7

დრო გადიოდა. უკვე თითქმის მეექვსე წელი იწურებოდა მისი წასვლიდან.. ჩემს საყვარელ კაფეში ვიჯექი და რედაქციასთან დაკავშირებულ საკითხებს ვაგვარებდი
-უი - შევიცხადე - ფაილების გადაგზავნა დამავიწყდა მათესთვის .. - მაშინვე ელ ფოსტას მივაშურე, ვერაფრით გავიხსენე რედაქციის ელ ფოსტის პაროლი -ჩემი ძველი ელ ფოსტა- გახარებულმა წამოვიძახე და ავკრიბე კარგად ნაცნობი ციფრები. შევედი , ფაილები ავტვირთე და გადავგზავნე, საუკუნეა აქ არ შევსულვარ, უამრავი შეტყობინება იყო მოსული - გუგლი, გუგლი, იუ თუბი .. თამუნა.. გიო ..დემე .. გუგლი .. მოიცა, რა ?? - გაკვირვებულმა კურსორი ზემოთ ავწიე და ის შეტყობინება გავხსენი, რომელიც დემეტრეს ელ ფოსტიდან იყო გამოგზავნილი.. დიდი წერილი იყო, დაახლოებით ერთი წლის წინ გამოგზავნილი. კითხვა დავიწყე:
,,ნინია, ჩემო ნინია.. ალბათ, როგორ ვერ მიტან ასე მარტო რომ დაგტოვე.. ალბათ, როგორ გინდა, რომ ყველაფერი დაივიწყო, ან დრო უკან დააბრუნო და ხელახლა დატკბე იმ მომენტებით.. ალბათ, არ დამიჯერებ, მაგრამ ეს მეც ძალიან მინდა..მინდა რომ გავქრე შენი ცხოვრებიდან..ნეტავ, საერთოდ არ გამოვჩენილიყავი.. მაშინ ხომ აღარ გატკენდი. მაშინ, ხომ აღარ იქნებოდა ამდენი ცრემლი. დამიჯერე საყვარელო, ჩემო ნინია, მიზეზი მქონდა, რომ დამეტოვებინე, რომ ყველაფერი დამეტოვებინა მანდ და უცხო ქვეყანაში წამოვსულიყავი.. მიზეზი მქონდა, ძალიან დიდი და სამწუხაროდ, ცუდი მიზეზი.. მტკივა, უზომოდ მტკივა უშენობა.. სული გამოკეტილია სხეულში და კივის.. ღმუის..ღმუის, როგორც ბანში მომაკვდავის ფანჯარასთან..აღარავინ და აღარაფერი დამრჩა.. ერთადერთი, რამაც აქამდე მომიყვანა, ეს მოგონებებია. ჩემი მოგონებები შენზე.. თვალებს როგორც კი დავხუჭავ, მაშინვე მახსენდები, მახსენდება შენი სიცილი, მხიარული და ლაღი. იმედი მაქვს, ისევ ასეთი სიცილი გაქვს. ჩვევა, რომ ერთ კულულს თითზე იხვევ, როცა კომპლიმენტს გეუბნებიან, როცა ბროწეული ყვავილივით გიწითლდება ლოყები.. როგორ გიბრწყინავს თვალები, როდესაც შენთვის ძვირფას ადამიანებს ხედავ.. ფიქრისას, წარბებს შეკრავ და ტუჩს იკვნეტ..როგორ მინდა აქ მყავდა.. მხოლოდ ერთხელ შეგეხო.. შევიგრძნო ლავანდის სურნელი, რომელმაც ასე გამაგიჟა.. შენი ცეცხლისფერი, ხუჭუჭა თმა მომენატრა და მასში თითებით თამაში.. შენი დიდი, ცისფერი თვალები, გაბრაზებისას მთელი ოკეანე რომ ღელავს შიგნით.. შენი სიფრიფანა სხეული მომენატრა.. შენი სქელი, ატმის ყვავილის ფერი ტუჩები.. დარჩენილი სულის დაფლეთილ ნაწილებს გავცემდი, ოღონდ ერთხელ შევეხო.. შენი თხელი, პაწია თითუნები მომენატრა.. მომენატრე, უსაზღვროდ, უღმერთოდ მომენატრე.. მაპატიე, თუ შეძლებ მაპატიე, იმისთვის, რომ დაგტოვე.. იმისთვის, რომ არ აგიხსენი.. მიყვარხარ!! ძალიან მიყვარხარ, ჩემო ლავანდის გოგონავ!! ‘“
კითხვა დავასრულე.. მინდოდა მეყვირა, მთელი ექვსი წლის ნაგროვები ემოციები ერთბაშად მომაწვა.. თავი ვეღარ შევიკავე და ავქვითინდი.. დემეტრეს ნაჩუქარი, გულზე დაკიდებული კულონი ხელში მოვიქციე და ხმამაღლა ვთქვი:
-მეც მიყვარხარ.. ძალიან მიყვარხარ!! ვერაფერი შეცვლის ამ გრძნობას.. ვერაფერი... - სული ძლივს მოვითქვი და თამუნას დავურეკე. მალევე მოვიდა, გულ ამოვარდნილი შემოვარდა კაფეში და ჩამეხუტა
-ხომ იცი, მე შენთან ვარ.. ყოველთვის შენთან ვიქნები.. ექვსი წელი ერთად გადავიტანეთ და ყველაფერს ერტად გადავიტანთ..
-ვიცი.. ვიცი, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნები.. სწორედ ესაა ჩემი არსებობის და გადარჩენის მიზეზი..- მკრთალად გავუღიმე - დემეტრეს წერილი ვიპოვე.. დაახლოებით ერთი წლის წინ გამოგზავნილი -ვუთხარი და ლეპტოპი მისკენ შევაბრუნე . სწრაფად ჩაიკითხა და ბოლოს თვალცრემლიანმა მითხრა:
-ვიცოდი, რომ მისი წასვლის უკან რარაც სერიოზული მიზეზი იმალებოდა..
-ხო, მეც.. მაგრამ ახლა, ამან უფრო შემაშინა.. რას ნიშნავს, დიდი და ძალიან ცუდი მიზეზი..
-არვიცი.. წარმოდგენა არ მაქვს.. იცი - ჩაახველა თამუნამ, რაღაცის თქმას აპირებდა და ნერვიულობდა.. ნერვიულობისას სულ ასე აკეთებდა - ერთი შემოთავაზება მაქვს..
-რა შემოთავაზება? ყურადღებით გისმენ ..
-ვიფიქრე, რადგან ჯერ-ჯერობით ახალი კლიენტი არ გვყავს, იქნებ ჩემი ისტორია წიგნად გამოგვეცა?
-ვაუ, შესანიშნავია, რომელი ისტორია, ,,გვირილისფერი ანუნი“ ?
-არა.. ახალი.. ,,ლავანდის გოგონა“ - მითხრა და თითქოს სუნთქვა შეწყვიტა, ჩემ რეაქციას დაელოდა
-,,ლავანდის .. გოგონა“ ?? შენ რა, ეგ ისტორია მართლა დაწერე?? - გახარებულმა წამოვიძახე და მანაც მშვიდად ამოისუნთქა.
-ხო, უკვე დიდი ხანია დაწერილია, მხოლოდ ბოლო თავი აკლია.. - მცირე პაუზის შემდეგ ყოყმანით მითხრა- იცი, ეს წერილი დამჭირდება..
-ეს? .. კარგი, ახლავე გამოვგზავნი..
შემდეგ კვირას დავიწყეთ ახალ წიგნზე მუშაობა.. გადავწყვიტე ყდის დიზაინი ჩემ ტავზე ამეღო. დიდხანს ვიფიქრე, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა.. ბოლოს ერთი იდეა მომივიდა.. გუგლი გავხსენი და საძიებოში ჩავწერე : DemetreGasvianiOfficial დემეტრეს ბლოგზე შევედი, სურათების სექციაში ჩემთვის სასურველს დავუწყე ძებნა.. მალევე წავაწყდი.. ,,ლავანდის პრინცესა“ - ეწერა ნახატს.. კარგა ხანს ვიფიქრე გამომეყენებინა თუ არა სურთი, რადგან ავტორის გარეშე საავტორო უფლებების დარღვევაში ჩამეთვლებოდა, მაგრამ ბოლოს გადავყვიტე გამომეყენებინა. თამუნას ვთხოვე, რედაქციის სახელით წერილი გაეგზავნათ დემეტრესთან, თავის დაზღვევის მიზნით.
ყველაფერი დავასრულეთ.. თამუნამ თავისი ბიოგრაფიაც მომიტანა, თან წიგნის მოკლე აღწერა დაურთო. წიგნი ას ეგზემპლიარად გამოვეცით . დაახლოებით ათი ცალი დავიტოვეთ დანარჩენი კი, წიგნების მაღაზიაში გადავანაწილეთ. ერთი კვირაც არ იყო გასული გამოცემიდან რომ არცერთი წიგნი აღარ იყო გასაყიდი, რამდენიმე მაღაზია დაგვეკონტაქტა და გვთხოვა რომ თუ გვქონდა კიდევ გაგვეგზავნა, რადგან , მომხმარებლებს დიდი მოთხოვნა ჰქონდათ. ჩვენც დამატებით ორასი ეგზემპლიარი გამოვეცით და გადავანაწილეთ.. ბოლოს, თავად რედაქციაშიც დაიწყეს თაყვანისმცემლებმა მოსვლა. გადავწყვითეთ, წიგნის განხილვა მოგვეწყო. უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, ძირიტადად ახალგაზრდები იყვნენ. თამუნა კი მათ კითხვებს სიხარულით პასუხობდა, ბოლოს ერთი გოგონა წამოდგა და ჰკითხა:
-ქალბატონო თამარ, წიგნში აღწერილი ამბავი რეალურია ? ეს გმირები რეალურად არსებობენ, თუ ყველაფერი თქვენი წარმოსახვის ნაყოფია? - ინტერესით მიაჩერდა გოგონა.. თამუნა დაიბნა, მე გადმომხედა, მე კი თითქმის შეუმჩნევლად დავუქნიე თავი
-იცით, ეს ამბავი რეალურია, გმირებიც რეალურნი არიან..
-და დასასრულზე რას იტყვით? - ჩაეძია გოგონა
-დასასრული..ასე ვთქვათ, პატარა წინასწარმეტყველებაა .. - ეშმაკურად გაიღიმა თამუნამ და თვალი ჩამიკრა. მე კი, გაკვირვებულმა შევხედე. რა დასასრული? წიგნი ჯერ კიდევ არ მაქვს წაკითხული.. ეს როგორ დამემართა.. საღამო მშვენივრად დასრულდა.. რედაქციაც დაცარიელდა, თამუნამ საქმე გავიდა. მე კი , ჩემი, თამუნას ნაჩუქარი წიგნი ავიღე და კითხვა დავიწყე.. პირველივე სიტყვებიდან მივხვდი, რომ რაღაც ძალიან ახლობელსა და სათუთს ვეხებოდი და ვიხსენებდი.. თითოეული მომენტი წარმომიდგა თვალწინ.. რაჭა.. გამოფენა.. სვანეთი.. შავი თვალები.. დაკარგვა.. ტკივილი.. ღრმად ამოვიოხრე და წიგნი დავხურე.. ხელახლა გავდიოდი მთელ ჩემს ცხოვრებას.. გარეთ გავიხედე თოვდა, თებერვალი იწურებოდა.. დღეს ცახუტების დღეა.. გავიფიქრე ჩემთვის, როდესაც კალენდარს დავხედე.. ზუტად 6 წელი ამოიწურა.. მანტო ჩავიცვი, შარფი მოვიხვიე რედაქცია დავკეტე და გარეთ გამოვედი. სახლი ახლოს იყო და ფეხით გადავწყვიტე გასვლა, თან წიგნს ვკითხულობდი. თოვლი ხელს არ მიშლიდა, ხეებს მივუყვებოდი და ფანტელები ჩემემადე არ აღწევდა.. წიგნის თავები იწურებოდა.. აი, დემეტრეს წერილი.. ბოლო თავი გადავშალე და დიდი გულისყურით დავიწყე კითხვა, დროდადრო წინ ვიხედებოდი, რომ არაფერს დავჯახებოდი.. ფინალტან მივედი.. მოთხრობის მთავარი გმირი სახლისკენ მიდის, ისევე, როგორც მე... ნაბიჯების ხმა ესმის.. ისევე როგორც მე.. მოიცა, ნაბიჯების ხმა მართლა ისმის.. გონებაში გავივლე სწრაფად და უკან გავიხედე, არავინ ჩანდა.. სულ თამუნას წიგნის ბრალია.. უკვე, მოლანდებები დამეწყო.. კითხვა გავაგრძელე.. გმირი სადარბაზოს უახლოვდება, უკან იხედებება და ხედავს მისთვის უსაყვარლეს ადამიანს.. ადამიანს, რომელსაც ამდენი ხანი ნატრობდა.. ბიჭი მისკენ მოიწევს.. გულში ძლიერად იკრავს და ეკითხება : ,,იცი, დღეს ჩახუტების დღეა? ‘’
დასასრული..
ბედნიერი ვუყურებდი წიგნის ბოლო გვერდს, ბოლო სიტყვებს და გულში სითბო მეღვრებოდა... წიგნი დავხურე და ჩანთაში ჩავიდე.. ღრმად ამოვიოხრე და უკან გავიხედე.. მეც არვიცი რატომ, მეც არვიცი რას ველოდი.. მაგრამ, მაინც გავიხედე და დავინახე... ის დავინახე.. დემეტრე.. ჩემი დემეტრე.. ადამიანი, რომელსაც ამდენი ხანი ველოდი.. რომელსაც ვნატრობდი.. რომელიც.. რომელიც უსაზღვროდ მიყვარდა.. ადგილიდან ვერ ვიძროდი.. ის კი მანქანას მიყრდნობოდა, თავისი ჩვეული ღიმილით იღიმოდა და ნაღვლიანი თვალებით მიყურებდა. თითქოს ერთბაშად გაზრდილიყო, უფრო მეტად სერიოზული მეჩვენა ვიდრე ადრე იყო.. ოდნავ მოშვებული, შეკოხტავებული შავი წვერი სახეს უფარავდა, მოზრდილი შავი ტალღოვანი თმა სანახევროდ სახეზე ჩამოყროდა და ორმაგად უფრო სიმპათიურს ხდიდა.. მინდოდა მივსულიყავი და მის მკლავებში მეპოვა სამუდამო ბინა, მაგრამ ასფალტზე ვიყავი მიწეპებული.. ბოლოს თვითონ წამოვიდა ჩემსკენ, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე დამაცხრა.. როცა ,,მწყურვალმა“ სული მოითქვა, ჩემი საყვარელი, მონატრებული ბარიტონით მითხრა:
-ჩემო ლავანდის გოგონავ, იცი, დღეს ჩახუტების დღეა ... - შემდეგ კი მთელი ძალით ჩამეხუტა.



დავბრუნდი <3 ბოდიში დაგვიანებისთვის.. <3 ველი შეფასებას <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian lamazi istoriaaaa, lavandis gogonavvvv

 



№2  offline წევრი ანუშირვანი

Qeti qimucadze
Zalian lamazi istoriaaaa, lavandis gogonavvvv


ძალიან დიდი მადლობა <3 <3 ვეცდები მალე დავდო შემდეგი თავი <3 <3

 



№3 სტუმარი სტუმარი თამარი

შემდეგ თავს ველოდები მე :დდ ამდენს ვერ გავუძლებ^^ ძალიან თბილი ისტორიააა მსიამოვნებს ამის წაკითხვა^^ წარმატებები შენ❤

 



№4  offline წევრი ანუშირვანი

სტუმარი თამარი
შემდეგ თავს ველოდები მე :დდ ამდენს ვერ გავუძლებ^^ ძალიან თბილი ისტორიააა მსიამოვნებს ამის წაკითხვა^^ წარმატებები შენ❤


ძალია დიდი მადლობა, ასეთი შეფასებისთვის <3 <3 ვეცდები მალე დავდო, მადლობა, რომ კითხულობთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent