შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანნა * 1 ნაწილის დასასრული *


7-06-2018, 02:42
ნანახია 824

ანნა * 1 ნაწილის დასასრული *

*********

-აქ რა ხდება? -კარი შემოაღო ქეთამ.
მარიას შერცხვა ასეთ ვითარებაში რომ დახვდა და უმალ აწრიალდა ნიკოს მკლავებში. ძლივს დაიხსნა თავი მისი მარწუხებიდან და წამოჯდა.
- არაფერი ისეთი ,რაც შენთვის უცხოა.-ორაზროვნად გასცა პასუხი ნიკომ.გოგოს კი ეტყობა რაღაც გაახსენდა,რადგან ლოყები ისე ჰქონდა აწითლებული პომიდორი მიმიქარავს.
-ნანიმ ჩამოვიდნენ ვისაუზმოთო , თან რაღაც საქმე მაქვს და მინდა რომ ყველას ერთად გითხრათ.
დაფარული ღელვა იგრძნობოდა ქეთას ხმაში.
-რა იყო ხოარ თხოვდები ?! - თქვა და სიცილი აუტყდა ბიჭს.მის ხუმრობაზე რომ არაფერი თქვა ,ცოტა დაეჭვდა.
-უჰჰ..კიი
-კარგი,კარგი, მოვწესრიგდებით და ჩამოვალთ.
უკვე მოწესრიგებულები ჩაუყვნენ კიბეს. მშვიდად ისაუზმეს. ქეთა თვალებით ზვერავდა ნანის და ნიკოს.მაგიდის ქვეშ შეუმჩნელად ქეთას და თორნიკეს ხელები გადაეჭიდნენ ერთმანეთს. ბიჭი მონიტორულად ეფერებოდა თითებით.
მომენტი შეარჩია თუ არა საუბარი წამოიწყო.
-მოკლედ, ჩემთვის ყველაზე ახლო ადამიანები ხართ ,სწორედ ამიტომ მინდა რომ საკითხზე პირველს თქვენ გესაუბროთ.
იცით რომ თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.ბებო აქამდე სულ მეუბნებოდი ასე მარტო როდემდე უნდა იაროვო,მე კი სულ უაზრო მიზეზებს ვიგონებდი..ჰოდა,ახლა მინდა გაგაცნო უკვე ჩემი მეორე ნახევარის სტატუსით თორნიკე,ვიცი,შეიძლება გაგიკვირდეთ ,მაგრამ მთელი ამ წლების მანძილზე თურმე ერთამენთი გვყვარებია, ამას კი მხოლოდ ორი წლის წინ მივხვდით.იმედი მაქვს გაგვიგებთ.
მონოლოგი დაასრულა თუ არა ,ნიკოს და ნანის შეხედა რომელსაც ახალი ამბის გამო, სულაც არ იყვნენ გაკვირვებულნი.ნანი ღიმილიანი სახით უყურებდა წყვილს.
-როგორც იქნა მიხვდით,რომ ერთმანეთი გიყვართ.მგონი თქვენს გარდა ყველამ იცოდა,თქვენი გრძნობის შესახებ.
-როგორ ყველაფერი იცოდით?-კითხა გაოცებულმა,პირდაფჩენილმა თორნიკემ.
-რა თქმა უნდა.რთული იყო ვერ შეგვემჩნია შენი უაზრო ეჭვიანობები, ქეთას გამოხტომები შენი ნაშის ნინოს მიმართ ,ჰო და კიდევ ერთხელ მთვრალმა ქეთამ აღიარა ჩემთან რომ ძალიან უყვარდი,მაგრამ მეორე დღეს არ ახსოვდა ,როგორც ჩანს არც ახლა ასხოვს.
გაკვირვებული სახეები ღიმილმა შეცვალა და ერთამენთს გახედა წყვილმა.შემდეგ კი ეშმაკური სახით გახედა ნიკოს და ნანის თორნიკემ და თქვა:
-კიდევ გვაქვს სათქმელი რაღაც,რაც არცერთს გეცოდინებათ.მე და ქეთა ხვალ ჯვარს ვიწერთ.ქორწილს კი ალბათ გაზაფხულზე გადავიხდით,რადგან ქეთას ძალიან უნდა იასამნების ბაღში ქორწილის გადახდა.
ამ ახალი ინფორმაციით კიდევ უფრო გაახარა და გააბედნიერა ნანი თორნიკემ.ქალი გახარებული წამოდგა და გულში ჩაიკონა ორივე.
-გენაცვალეთ თქვენ შვილებო, ისე ძალიან გამახარეთ ამბით რომ ნახევარი სიცოცხლე მომემატა.ნეტავ ამ ბედოვლათს როდის ეშველება?
კბილი გაკრა მაინც ნიკოს.ბიჭს ცალყბად ჩაეცინა და ეშმაკურად გადახედა მარიას.რამაც მარიას ლოყების აწითლება გამოიწვია.
-ჰო და მარია ჩემი მეჯვარე იქნება.მოკლედ, ხვალ ჯვარს ვიწერთ ,ჩვენ და ეხლა წავალთ დავისვენებთ , გამოუძინებელი პატარძალი ხომარ ვიქნები?!
აჟიტირებულმა ,შეიფერა უცებ.
-ადი ბებო ,ადი.დაისვენე.
ღიმილით ელაპარაკებოდა,აღფრთოვანებულ გოგოს.შემდეგ კი დარჩენილ წყვილს გადახედა და სხვათაშორისად ჰკითხა.
-თქვენც ხომ არ გაქვთ,რაიმე სათქმელი?
-ჩვენ??არაფერი რა უნდა გვქონდეს...
-კარგი,მაშ მშვიდი ძილი.
თქვა თუ არა გაეცალა ტერიტორიას.ეს წყვილს ეგონა რომ ვერ ხვდებოდა ვერაფერს ,თორემ ნანიმ თითქმის ყველაფერი იცოდა.
-ჩაის ხომ არ დალევ?
-კი,თუ არ შეწუხდები.
სამზარეულოში ისხდნენ და მიირთმევდნენ ჩაის,თან ამჯერად მარიას გამომცხვარ შოკოლადის კექსს აყოლებდნენ.იმდენად სასიამოვნო გარემო იყო ირგვლივ,რომ ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ.
საუბარი მოულოდნელად წამოიწყო ნიკომ.
- მინდა რომ თბილისში წასვლის შემდეგ ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს , ხომ იცი ჩემი მთავარი ამოცანაა რომ თავი შეგაყვარო.
- ხომ იცი ძალიან უნდა ეცადო.-გაეკეკლუცა გოგონა.
-ვითომ?ვფიქრობ,რომ არ დამჭირდება ,დიდი დრო თავის შესაყვარებლად.
-მგონი,სჯობს წინასწარ შევთანხმდეთ.
-კარგი,რას შემომთავაზებ?
-ჰმმ...რას იტყვი 5 პაემანზე? მგონი საკმარისია იმისთვის ,რომ თავი შემაყვარო ისევე,როგორც შენ გიყვარვარ.
-კარგი,იყოს 5 პაემანი.მაგრამ ერთი პირობა მაქვს!
-გისმენ.
-დროს და ადგილს ყოველთვის მე შევარჩევ და შეწინააღმდეგებას არ დაექვემდებარება.
-კარგი.შევთანხმდით.მგონი ახლა ხელი უნდა ჩამოვართვათ ხომ?
-მე უკეთესი აზრი მაქვს.
ეშმაკურად ჩაილაპარაკა ბიჭმა და მოულოდნელად გოგონას ბაგეებს დაეწაფა.
-ჰო,უკეთესია.- ამოილუღლუღა მარიამ.
-მგონი შენი ძილის დროა .
-კარგი რაა.პატარა ხომ არ ვარ? - ბუზღუნებდა გოგონა.რაზეც ბიჭს ხმით ჩაეცინა.
-ბავშვი ხარ .ბავშვი . წამოდი თორემ ხვალ გამოუძინებელი მეჯვარე იქნები.
ბუზღუნით აიყვანა კიბეებზე.ოთახის კარი ჯელტმენურად გახსნა და შეატარა. გამოსვლამდე შუბლზე აკოცა და ტკბილი ძილი უსურვა,შემდეგ კი ოთახი დატოვა.
გოგონას ღიმილიანი სახით დაეძინა.
ჰომ... ის ბედნიერია.

***********

დილით გაიღვიძა თუარა ფეხზე წამოხტა და აბაზანაში შევარდა.სულ ღიღინ-ღიღინით იღებდა შხაპს.აბაზანიდან გამოვიდა,თმა გაიშრო ,ლამაზად აიწია და სადა "კოსა" გაიკეთა.გადაწყვიტა სადა მაკიაჟი გაეკეთებინა,რადგან არ უყვარს მკვეთრი და გადატვირთული მაკიაჟი.ტუჩები მბზინავი,ღია ატმისფერი საცხით შეიღება.
ჯერი კაბაზე რომ მიდგა,დიდხანს უყურა და ბედნიერებისაგან გახარებული თავს ძლივს იკავდებდა ტირილისაგან.კაბა იყო თეთრი,სადა,წინ სამკუთხედად ჩახსნილი,ზურგი ოდნავ ამოღებული ჰქონდა,მუხლს ჩაცდენილი ფრიალა იყო.
სისადავეში ყველაზე დიდი სილამაზე ჩანსო ,ნათქვამია. ულამაზესი იყო. თმის სარჭით ფატა დაიმაგრა და უკვე მზად იყო.სწორედ ამ დროს შემოაღო კარი მარიამ.აღფრთოვანებული ათვალიერებდა ქეთას,კომპლიმენტებიც არ დააკლო...
მარია უბრალოდ საოცარი მეჯვარე იყო. გრძელი,ღია ატმისფერი კაბა ეცვა. მისი აბრეშუმივით ნაზი თმა კი, მხრებზე ჩამოჰფენოდა.. კიბეებზე ერთად ჩადიოდნენ. კიბის ბოლოს ნიკო და თორნიკე იდგნენ და როგორც ჩანს მათ ელოდნენ.თორნიკეს გაბრწყინებული თვალები, არემარეს ანათებდნენ.ქეთას გადაეხვია და შუბლზე ნაზად აკოცა.
ნიკო??თქვენ ნიკოს თვალები უნდა გენახათ როცა მისი ანნა დაინახა. მის თვალებში პაწაწინა,ციმციმა წერტილები კაშკაშებდნენ..
როგორც კი მასთან ახლოს დაიგულა,ხელი მის ხელს ჩაკიდა და ყურში ჩასჩურჩულა.
- ჩემი ქალღმერთი ხარ ანნა.
ეს სიტყვებიც საკმარისი იყო მისი უდიდესი კმაყოფილებისა და სიყვარულის გამოსახატად...
ტაძრამდე ფეხით ავიდნენ,რადგან იქვე იყო.ნანიბედნიერებას ასხივებდა წყვილების შემხედვარე.ტაძარი ულამაზესი იყო.შემაღლებულ გორაზე იდგა,გარშემო სულ სიმწვანით.ისეთი სიწმინდე,მშვენიერება და სიმშვიდე იყო,სამოთხეს დაგიხატავდათ.
ჯვრისწერისას ნიკო არ აშორებდა ანნას თვალს,ანნა კი წყვილს.წამით მათ ადგილას წარმოიდგინა თავი ,ნიკოსთან ერთად და ჯერ არ განცდილმა ბედნიერებამ შეიპყრო და მისი თითოეული ნაწილი მოიცვა.სწორედ ამ დროს გახედა ნიკოს, მის უძირო და მოციმციმე თვალებში იმხელა სიყვარული დაინახა,რომ ცრემლები ძლივს შეიკავა,რა თქმა უნდა ბედნიერების...
ერთად ბევრი გრძნობა მოაწვა. ყველაფერი ერთად "დაატყდა" და არც არის გასაკვირი.იმდენად მოკლე დროში მოახერხა ნიკოთი მისი სამყაროს გავსება,რომ უნებურად ანერვიულდა.იმის გაფიქრებამ,რომ არ იცოდა რა მოხდებოდა მომავალში,იმის შიშმა შეიპყრო როგორ სწრაფადაც შეიპყრო მისით ,ასევე უცებ არ დაეკარგა...
ჯვრისწერამ ჩაიარა თუარა,ნანის გაწყობილ მაგიდას მიუსხდნენ და აღნიშვნა განაგრძეს.შემდეგ კი წყვილმა ყველასგან და ყველაფრისაგან დასვენება გადაწყვიტა და გეზი ყაზბეგისკენ აიღეს...
ანამარიას იმ საღამოსვე უნდოდა წასვლა ,მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა დილით წასულიყო...

**********
დილით გაღვიძებულს ნოსტალგია შემოაწვა.გაახსენდა პირველი დღეს ,როდესაც ამ სახლში მოვიდა,გაახსენდა ნიკო.მათი პირველი შეხვედრა და აბსოლიტურად ყველაფერი რაც მათ უკავშირდებათ.
"ღმერთო საშინლად მომწონს"-გაიფიქრა გოგომ.
ბარგი უხალისოდ ჩაალაგა და დაბლა ჩავიდა.ჩანთითურთ.ნანი როგორც ყოველთვის სამზარეულოში იყო და მაგიდას შლიდა.
-დილა მშვიდობისა
-დილა მშვიდობისა ,ჩემო გოგო . მოდი ჯერ ვისაუზმოთ და შემდეგ წადი.
- კარგი.ნიკო არ ისაუზმებს?
-კი ,შვილო მალე მოვა უკვე.-თქვა და ნიკომაც იმ წამს შემოაღო კარი. - აი,მოვიდა კიდეც.
მის დანახვაზე უნებურად გაეღიმა. დასხდნენ სუფრასთან და კერძების დაგემოვნება დაიწყეს.მარიას ისე მოეწონა ყველაფერი რომ ვეღარ გაეგო როგორი კომპლიმენტი ეთქვა ნანისთვის.
- ნანი ბებო ,უგემრიელესია ყველაფერი მართლა,ასეთი გემრიელობები,არასდროს გამოსინჯავს.
დიდი ემოციებით საუბრობდა გოგონა. ნანიმ ღიმილით გახედა მარიას და უთხრა:
- ნამდვილად უგემრიელესია ბებო,მაგრამ მე კი არა ,ეს ყველაფერი ნიკომ მოამზადა.
- მართლა??ნიკო უგემრიელესია ყველაფერი, იმედია ოდესმე მასწავლი მეც.
ბიჭს ჩაეღიმა...
-რა თქმა უნდა ,გასწავლი. მთელი ცხოვრება წინაა..- ორაზროვნად ჩაილაპარაკა ბიჭმა. როგორც ჩანს მისი სიტყვები სხვა რაღაცას უმიზნებდა.. ამას მარიაც არაჩვეულებრივად მიხვდა და ნანიც. თუმცა არცერთმა არ სცადა ამის შეიმჩნევა. მაგრამ ნიკო რის ნიკოს, შესანიშნავად დაინახა ყველანაირი ემოცია ანნას სახეზე.

ისაუზმეს თუ არა ანნამ თავისი ჩემოდანი საბარგულში ჩადო და ნანისკენ დასამშვიდობებლად გაემართა.
- ნახვამდის ნანი ბებო, არაჩვეულებრივი დრო გავატარე თქვენთან , ძალიან მიხარია რომ გავიცანით. გპირდებით,აუცილებლად ჩამოვალ ხოლმე და გინახულებთ..
- ჩემო გოგო , ისე შემიყვარდი,რომ შენი წასვლა ძალიან მწყვეტავს გულს, იმედი მაქვს ბებო რომ ხშირად ჩამოხვალ ხოლმე და მინახულებ. გახსოვდეს,რომ ყოველთვის არის ადგილი სადაც ყოველთვის რაც არ უნდა მოხდეს, გელოდებიან.
- ნიკო სადმე წავიდა?
- კი,შვილო რაღაც საქმე მაქვსო და წავიდა.მოგიბოდიშა რომ ვერ დაგემშვიდობა.
- ამ .. კარგი , არაუშავს..
"ბოდიში?? ესეიგი ბოდიში არა?! იდიოტი , დეგენერატი, გაიძვერა, ბოროტი..რაღა ეხლა მოუნდა წასვლა!!"
მანქანაში ჩაჯდა და თავისთვის ფიქრობდა..
მანქანა ტრასაზე გაიყვანა,საშუალო სიჩქარით ატარებდა მანქანას ,რადგან არსად ეჩქარებოდა...
ის ,ის იყო სოფელს გახდა,რომ უკანა ხედვის სარკეში დაინახა "მისი" მანქანა.. სარკიდანაც ჩანდა მისი ღიმილით გაბადრული სახე...
ცოტახანში ბიჭმა გადაუსწრო და ახლა წინ ჩაუდგა და ასე მოყვებოდა ნიკოს მთელი გზა.სანამ თბილისში არ შევიდნენ მანქანა არც კი გააჩერეს...
იქვე გადააყენეს მანქანა და გოგონა ბიჭის მისვლას დაელოდა.
- მეგონა საქმე გქონდა და წასული იყავი.
- გგონია შენზე მნიშვნელოვანი საქმე მაქვს ან ოდესმე მექნება?
- ვითომ? - ეშმაკურად ჩაილაპარაკა.
ბიჭს ცალყბად ჩაეღიმა.
- ძალიან გამიცუღლუტდი იცი?
- ჰო?? ნეტავ რატომ ?
- ალბათ ,იმიტომ,რომ ძალიან ,ძალიან მოგწონს ჩემი დასჯის მეთოდები,რომლებსაც უახლოეს მომავალში გაგაგებინებ...
ვნებამორეულად ჩაილაპარაკა ბიჭმა და ანნას ბაგეებს ვნებიანად დააცხრა...

***************
მოგესალმებით ვიცი,რომ ძალიან დავაგვიანე დადება. მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს,ეს იქით იყოს.. ამ მოთხრობის ასე მალე და ამ სახით დამთავრებას არ ვაირებდ,მაგრამ პირადი მიზეზების გამო მომიხდა ასე მალე დამემთავრებინა...
თუმცა...თუმცა,ყველაფერი ამით არ მთავრდება ...მოთხრობას აუცილებლად ექნება მეორე ნაწილი,რომელსაც იმედი მაქვს ამ მოთხრობის მკითხველები აუცილებლად დაელოდება ...
იმედი მაქვს , ისიამოვნეთ ამცირედით მაინც..
ჩემთვის იმდენად სასიამოვნოა,როდესაც სხვების მოთხრობებთან ერთად ,ჩემი "ნაშრომიც" არსებობს,რომ სიტყვებით ვერ აღვწერ მართლა...
სასიამოვნოა ,როდესაც თბილ,ტკბილ და პოზიტიურ კომენტარებს ვკითხულობ,რომ ლამისაა გავაფრინო, პირდაპირი გაგებით..
მიყვარხართ ტკბილებო უკლებლივ ყველა. :Heart_eyes: heart_eyesскачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი A

Dzalian momewona tumca ar meyo siamovnebit davelodebi shemdegs.... Warmatebebi.....

 



№2 სტუმარი სტუმარი Keti

ძალიან თბილი ისტორია იყო, მარია და ნიკო როგორ მომწონს ეს წყვილი. კარგი გოგო ხარ, არ გაჩერდე, და აუცილებლად გააგრძელე ეს ისტორია, ჩვენ დაგელოდებით❤

 




A
Dzalian momewona tumca ar meyo siamovnebit davelodebi shemdegs.... Warmatebebi.....

დიდი მადლობა❤

სტუმარი Keti
ძალიან თბილი ისტორია იყო, მარია და ნიკო როგორ მომწონს ეს წყვილი. კარგი გოგო ხარ, არ გაჩერდე, და აუცილებლად გააგრძელე ეს ისტორია, ჩვენ დაგელოდებით❤

მეორე ნაწილი ბევრი სიახლით იქნება სავსე,ასევე მეტად საინტერესო იქნება... მიხარია, რომ ასე შეგიყვარდათ ნიკო და მარია ❤უზომოდ ბედნიერს მხდის თითოეული მკითხველის აზრი ❤❤

 



№4  offline წევრი nathali lifhonava

უჰუუ;დდდ
როგორ გამაბედნიერე
არ იცი შენ კარგოო
არ მინდოდა ამ ისტორიის
ასე მალე დასრულება
და ძალიან გამეხარდა
იმედია მალე დადებ
მეორე ნაწილს საყვარელოოვ<33
გელოდები <3
კარგი გოგო ხარ შენ scream kissing_heart
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

 



№5  offline წევრი mirandaa31

ან ისტორიის მეორე ნაწილი რომ არ დაწერო არ გაპატიებ :დ ველოდები იცოდე. საქმეებს რომ მორჩები დაწყბარებულად დაწერე ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№6 სტუმარი kati

Siamovnebit davelodebi gagrzelebas...

 




nathali lifhonava
უჰუუ;დდდ
როგორ გამაბედნიერე
არ იცი შენ კარგოო
არ მინდოდა ამ ისტორიის
ასე მალე დასრულება
და ძალიან გამეხარდა
იმედია მალე დადებ
მეორე ნაწილს საყვარელოოვ<33
გელოდები <3
კარგი გოგო ხარ შენ scream kissing_heart

დიდი მადლობა საყვარელო,ასეთი თბილი დამოკიდებულებისთვის ❤

mirandaa31
ან ისტორიის მეორე ნაწილი რომ არ დაწერო არ გაპატიებ :დ ველოდები იცოდე. საქმეებს რომ მორჩები დაწყბარებულად დაწერე ❤️

გპირდები მალე იქნება❤მადლობა შენ❤

kati
Siamovnebit davelodebi gagrzelebas...

heart_eyes heart_eyes

 



№8 სტუმარი Lile

Mmmmm ratoo ese uceb? Kai iyo,tbili da tkbili wasakitxi :)

 




Lile
Mmmmm ratoo ese uceb? Kai iyo,tbili da tkbili wasakitxi :)

სამწუხაროდ , პირადი მიზეზების გამო. . მაგრამ მეორე ნაწილი დიდი და საინტერესო იქნება გპირდებით ❤მადლობა საყვარელო❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent