შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (მეორე ნაწილი, 4თავი)


7-06-2018, 08:43
ნანახია 2 224

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (მეორე ნაწილი, 4თავი)

-გონს როდის მოვა? ვეკითხები ექიმს, რომელიც მხოლოდ შემბრალებლურ სახეს იღებს და მხრებს იჩეჩავს. -ჯორჯს დაურეკე. ვეუბნები რატის.
-ენ. სახე ეცვალა ან უკანსაკნელს.
-ჯორჯს დაურეკე. დავიღრიალე და გონებაც დავკარგე.
-------------------

თვალს ვახელ, თავი მისკდება, თვალებიც მეწვის, მუცელზე სიმძიმეს ვგრძნობ და მხოლოდ ახლა ვამჩნევ ჩემ ხსეულზე დამხობილი ჯორჯის სახეს. ძალა გამოცლილი ხელი თმებში შევუცურე, მყისიერად იღვიძებს.
-ჰეი ენ. იღიმის ჯორჯი და შუბლზე მკოცნის. -თავს როგორ გრძნობ?
-რამდენი საათი მეძინა?
-ორი დღე, ექიმებმა დამამშვიდებელი გაგიკეთეს.
-მარია, როგორ არის? საწოლიდან წამოდგომას ვცდილობ მაგრამ ჯორჯის მზრუნველი ხელები უკანვე მაბრუნებენ.
-ჯერ ისევ უგონოდ არის. ჯორჯს ხმა გაებზარა და მე უკვე ცრემლებს ვერ ვიკავებ.
-მისი ნახვა მინდა.
-ჯერ უნდა მოძლიერდე ენ.
-ჯორჯ. სახეზე ვეხები და ვუღიმი. -მე კარგად ვარ. მარიას პალატაში შევდივარ და მისი ფერმკრთალი სახის დანახვაზე მუხლები მეკვეთება, ჯორჯი რომელიც იქვე დგას ხელს მაშველებს, რომ არ დავეცე.
-ჯერ სუსტად ხარ ენ. მარიას საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში ვჯდები და მის პატარა ხელს ხელებში ვიქცევ, ტუჩებით ვეხები მის გაყინულ მტევანს და უკვე გულამომჯდარი ვტირივარ. -კარგად იქნება. მხარზე მეხება ჯორჯი.
-რას ამბობს ექიმი?
-თავის ქალის დაზიანება აქვს. ჯორჯს შიშნარევი მზერით შევავლე თვალი და მანაც მზერა ამარიდა.
-ეს რას ნიშნავს?
-შესაძლოა ინვალიდი დარჩეს. სხეულის ტემპერატურა ნულს უტოლდება და გახშირებული გულისცემისგან ვგრძნობ როგორ ვიხრჩობი. ჯორჯი წყალს მაწვდის.
-მაპატიე. ძლივს ვახერხებ ამ ერთი სიტყვის თქმას.
-ენ, მარტო რატომ დატოვე? არ ვიცოდი რა მეპასუხა, მხოლოდ ის ვიცოდი, როგორ მინდოდა იმ მომენტში სიკვდილი. პალატაში სანდრო შემოდის.
-შეიძლება? თვალს ვარიდებ და ისევ მარიას ვუყურებ. მზერა სივრცეში მეკარგება, გონებაში ჯორჯის სიტყვები მიტრიალებს „მარტო რატომ დატოვე“ მერე მახსენდება, რომ ყველაფერი რატის ბრალია, რომ სწორედ ის არის დამნაშავე ჩემი შვილის ამ მდგომარეობაში ყოფნისა. მერე ფიქრებში საკუთარ თავს ვკიცხავ მისი დადანაშაულების გამო, მას არ დაუძალებია დარჩენა, ჩემივე სურვილით დავრჩი, უარესის ღირსი ხარ ანასტასია. -ენ, უკეთ ხარ? რეალობაში დამაბრუნა სანდროს ხმამ. შეიძლება დავილაპარაკოთ? მას უხმოდ მივყვები დერეფანში და ჯორჯს მარიას უძრავ სხეულთან მარტო ვტოვებ. -არ ვიცი რა გითხრა. ენ მაპატიე გთხოვ, გემუდარები. სანდროს მავედრებელი ხმა აზანზარებდა მთელ დერეფანს.
-შენი ბრალი არ არის. ჩემი ბრალია. არ უნდა გამეშვით მარტო, მეც თქვენთან ერთად უნდა წამოვსულიყავი. რატისთან არ უნდა დავრჩენილიყავი. ერთადერთი დამნაშავე მე ვარ. ვბუტბუტებდი სივრცეში და არა სანდროს მისამართით. გაოგნებული სანდრო თვალს არ მაშორებდა.
-არც იფიქრო შენი თავის დადანაშაულება ენ. შეიშალე? ძლიერად შემანჯღრია ამ უკანასკნელმა.
ძალიან ძნელია სიტყვებით იმ ყველაფრის გადმოცემა რასაც მაშინ განვიცდიდი. გონება თითქოს გამომირეცხეს. ემოციებმა სრულებით მიმატოვა. საკუთარი თავის მიმართ ზიზღმა ერთიანად მომიცვა და ცოცხალ ლეშს დავემგვანე. ვერ ვჭამდი. ვერც სითხეს ვიღებდი. არავის არ ვუსმენდი. არც ერთ მეგობარს. არც რატის. აღარც ჯორჯს. დღითიდღე უარესდებოდა როგორც მარიას, ასევე ჩემი მდგომარეობაც. ექიმმა ორჯერ გვითხრა მე და ჯორჯს ბავშვს ტყუილად აწვალებთო. მაგრამ ორივე ჯიუტად ვიბრძოდით უკანასკნელ იმედამდე. პრობლემა ის იყო, რომ მე ისე გავხდი აზროვნების უნარი კი არა გადაადგილების უნარიც აღარ შემწევდა. ზოგჯერ პანიკური, ნერვული შემოტევა მემართებოდა და გამაყუჩებლებით უწევდათ ჩემი დამშვიდება. ყველასთვის რთული იყო ჩემი ამ მდგომარეობაში ყურება მაგრამ მე ეს არ მადარდებდა. მე სიკვდილი მინდოდა. ერთ თვეში 10 კილო დავიკელი. ჭარბწონიანი არც არასოდეს ვყოფილვარ, ჩემი წონა 55ს აღწევდა მაქსიმუმს. ახლა კი ასეთი უეცარი დაკლების გამო გონებასაც ხშირად ვკარგავდი. გულისრევებიც გამიხშირდა. ერთ ერთი მორიგი პანიკის შემდეგ ექიმმა გამოკვლევა ჩამიტარა და აღმოჩნდა რომ ფეხმძიმეთ ვიყავი...
-აბორტი გამიკეთეთ. ვეუბნები ექიმს.
-ახლა რომ აბორტი გაგიკეთო ისეთი დასუსტებული ხარ ვერ გადაიტან.
-არ მაინტერესებს.
-თქვენ ვერ აზროვნებთ საღათ. შემომიბღვირა ექიმმა. თქვენს მეუღლეს ჩავაყენებ საქმის კურსში. იქნება როგორმე მოგიყვანოთ გონს.
-მას არაფერი უთხრათ. ხმა გამებზარა მაგრამ ექიმმა ყურადღებაც არ მომაქცია. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად ვენაში დამამშვიდებელი გამიკეთა და მეც მალევე ჩამეძინა. თვალი გავახილე თუ არა ჯორჯის დიდრონი თვალები შემეგებნენ.
-ჯორჯ. ხმას არ იღებს. მხოლოდ თმაზე მეფერება. -უნდა მაპატიო ჯორჯ. -მითხარი რომ მაპატიებ. ტირილი მივარდება. ის იღიმის.
-მთავარია მარია გამოკეთდეს. სხვა მე არაფერი მაინტერესებს ამბობს და პალატაში მარტო მტოვებს.
-თქვენი ქმარი აბორტის წინააღმდეგია. მეუბნება ოთახში შემოსული ექიმი.- დროა გონს მოეგოთ. უფლება არ გაქვთ ასე მოქცევის. თქვენ შვილს ძლიერი დედა ჭირდება და არა საწოლზე მიგდებული მომაკვდავი.
-ის ჩემი ქმარი არ არის. ვეუბნები ექიმს და მის გაოცებულ თვალებს ჩემ გაბოროტებულ მზერას ვუსწორებ.
-მეგონა…
-აბორტი გამიკეთეთ.
-უნდა მოძლიერდეთ. მეუბნება ექიმი და გადის.
***
ენი საუბარს წყვეტს და მე სულმოუთქმელად ველოდები როდის შეძლებს ისევ მოიკრიბოს ძალები და თხრობა განაგრძოს.
-მაპატიე. ამბობს და საპირფარეშოში გადის. რამდენი რამ გადაიტანა, ვფიქრობდი ჩემთვის სანამ დაბრუნდებოდა, მთელი ცხოვრება უყვარდა რატი და ვერაფრით შეძლო ამ ადამიანის გვერდით ყოფნა, როგორც იქნა მათი ურთიერთობა რაღაც ეტაპზე გადავიდა და მერე ეს უბედურება დაატყდა თავს, რა მკაცრია ეს ცხოვრება, უსამართლო და მკაცრი, ვიგრძენი ხასიათი როგორ გამიფუჭდა. ამასობაში ენიც დაბრუნდა.
-გინდა ხვალ გავაგრძელოთ?
-არა ნია, უბრალოდ ემოციები მომეძალა, ახლა უკეთ ვარ თქვა მან და თხრობა განაგრძო.
***
უკვე ისეთი დასუსტებული ვიყავი პალატიდან არათუ გასვლას საერთოდ საწოლიდან ადგომასაც ვეღარ ვახერხებდი. ჩემი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა, ერთ საღამოს პალატის კარი გაიღო და ოთაში ვიკამ შემოყო თავი.
-გამარჯობა. შეიძლება? ხელით ვანიშნე შემოდითქო, საუბრის ძალა დიდი ხანია აღარ გამაჩნდა. ჩემთვის მორთმეული ყვავილები ვაზაში მოათავსა და საწოლის კიდესთან ჩამომიჯდა. -ცუდად გამოიყურები.
-ვიცი. ვამბობ ძლივს გასაგონად.
-ენ, თმაზე შემეხო ვიკა. - თავს იკლავ?
-ჰო.
-რატომ?
-სხვაგვარად არ შემიძლია.
-მე შენ ძლიერი მეგონე.
-როგორც ჩანს ცდებოდი. ვიკა იღიმის.
-არ ვცდები. ვიცი იქ შიგნით, შენში დიდი ძალა ბუდობს, უბრალოდ ახლა ცხოვრების მოტივი დაკარგე, მარიაზე რას იტყვი? თვალს რომ გაახელს და დედას ვერ დაინახავს როგორ ფიქრობ? მისი ცხოვრება უშენოდ როგორ წარიმართება?
-იმის მერე რაც შენი ცხოვრება დავანგრიე, როგორ შეგიძლია ჩემს მიმართ ასეთი კეთილგანწყობილი იყო.
-ეს მე დავანგრიე შენი ცხოვრება. ყოველთვის ვიცოდი, რომ რატის შენ უყვარდი და ადრე თუ გვიან ჩემგან წავიდოდა, თავის დროზე უნდა გავმქრალიყავი თქვენი ცხოვრებიდან, მას ძალიან უყვარხარ ენ, შენც ხომ გიყვარს? ვიკა ვერშეკავებულ ცრემლს მწმენდს. -მას არაფერი დაუშავებია, არც შენ, არც ჯორჯს და მითუმეტეს არც მარიას, იბრძოლე ენ, არ დანებდე, შენი შვილისთვის იბრძოლე. მას ჭირდები. სიკვდილს ნუ მისცემ უფლებას ყველაფერი წაგართვას, ჯერ ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინ არის. ვუსმენდი ვიკას და მეგონა ეს ყოველივე ჩემი წარმოსახვა იყო და არა რეალობა. -რა შემიძლია შენთვის გავაკეთო?
-შენ უკვე ყველაფერი გააკეთე. ვეუბნები და ისიც გულში მიკრავს.
-მაპატიე, მაშინ ფეხი რომ დაგიდე და ყველას სასაცილოდ გაგხადე.
-მაპატიე რომ შენს სიყვარულში უშნოდ გავეჩხირე. ეს ვთქვი და მუცელში ისეთი გამჭოლი ტკივილი ვიგრძენი, ვიფიქრე ეს არის ჩემი ბოლო წუთები-მეთქი. ჩემი დაკრუნჩხვით შეშინებული ვიკა ექიმის მოსაყვანად გავარდა. ვერ შეძლეს ჩემთვის ბავშვის შენარჩუნება, სხეული იმდენად მქონდა გამოფიტული, რომ მუცელი მომეშალა.

***
-მთელი ამ სტრესული ისტორიების თხრობისას რატი ერთხელაც არ გიხსენებია.
-ვიცი, მე მისი ნახვა არ ვისურვე და ისიც დანებდა ჩემ სურვილს, რაღაც მომენტში ისიც დამნაშავედ გრძობდა ამ სიტუაციის გამო თავს, ხვდებოდა რომ მისი ნახვა ჩემში კიდევ მეტ ტკივილს გამოიწვევდა.
-რეალურად არ გსურდა მისის ნახვა?
-იმ პერიოდში არა.
-მერე რა მოხდა.
-ვიკას ვიზიტის შემდეგ საკუთარ თავს შემოვუძახე და ვაიძულე ფეხზე დავმდგარიყავი, მარიას გამო, მხოლოდ მის გამო უნდა მეცოცხლა.
-რატიმ იცოდა მუცლის მოშლის შესახებ?
-კი იცოდა.

***
ერთ დილით საკუთარ სხეულს საწოლიდან ადგომა ვაიძულე და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს სხეული სრულებით დამემორჩილა. კედელ-კედელ გავუყევი ჯერ კიდევ, მძინარე საავადმყოფოს ჰოლს მარიას პალატისკენ, სისუსტისგან გული მალ-მალე მეღლებოდა და მეც ხშირ-ხშირად ვისვენებდი კედელზე მიყრდნობილი, რომ გონება არ დამეკარგა, ცოტას მოვსულიერდებოდი და ისევ გზას ვაგრძელებდი, როგორც იქნა მის პალატასთან მივაღწიე და შიგნით შევედი. ორივენი ისეთი დასუსტებულები ვიყავით, რომ მისმა საწოლმა ორივე მშვენივრად დაგვიტია, მის ფერმკრათალ სახეს ვეფერებოდი და ჩემთან დაბრუნებას ვთხოვდი, არ მასოვს რამდენ ხანს ვტიროდი მაგრამ მერე ჩამეძინა.
-დე. ბუნდოვნად მესმის მარიას ხმა. -დე ადექი, მძიმე ხარ, იმეორებს იგივე ხმა და ახლაღა ვხვდები, რომ მარია გონს მოვიდა. გიჟივით დავუწყე მის სახეს კოცნა, ცრემლებით დავუსველე მთელი სხეული, ღილაკს ვწვდი და ექიმი გამოვიძახე.- ამდენ ხანს სად იყავი დე, მეუბნება მარია და ჩემ მკლავებში რგავს თავს. ოთახში მარიას ექიმი შემორბის. ჯერ მსაყვედურობს აქ ყოფნის გამო, მაგრამ სიტუაციაში მალევე ერკვევა და ისიც ჩემ მხიარულებას იზიარებს. აღრიალებული კორჯი მარიას სხეულს გულში იკრავს და ღმერთს ამ სასწაულის გამო მადლობას წირავს. მარია გამოძვრა. ორივე გამოვძვერით. ჩვენ გადავრჩით და სიცოცხლისთვის დავიწყეთ ბრძოლა. ერთმანეთის ხათრით დავიწყეთ ჭამა და რამოდენიმე დღეში ფერიც დაგვიბრუნდა. მისი ინვალიდათ დარჩენის შიში მალევე გაქრა რადგან ის სრულებით ჯამრთელი იყო და მხოლოდ ენერგიის აღდგენა ჭირდებოდა. ორკვირიანი სრული კურსის შემდეგ ორივენი მოფერიანებულები და სიცოცხლით სავსენი ვიყავით. ექიმმაც გადაწყვეტილება მიიღო და როგორც იქნა გაგვწერა. საავადმყოფოდან გამოვდიოდით როცა გარეთ რატის მანქანა შევნიშნე. იმდენი ხანი აღარ მენახა გულმა თავისით დაიწყო ფორიაქი და სისხლი მომენტალურად გამეყინა. გარეთ გავედით თუ არა რატი მანქანიდან გადმოვიდა და ჩვენკენ დაიძრა. ის ჩვენ წინ ჩერდება და მარიას სიყვარულით აღსავსე თვალებით უცქერს.
-მანქანაში დაგელოდებით. მეუბნება ჯორჯი. მარიასთან ერთად მიდის და რატისთან მარტო მტოვებს. რამდენი ხანი ელოდა ალბათ ამ წამს. მე კი მთელი ეს პერიოდი მხოლოდ მის დავიწყებას ვცდილობდი, ახლა კი ის ჩემ წინ იდგა და მე იგივე გრძნობით ვიყავი მის მიმართ შეპყრობილი როგორც მანამდე. დიდრონი, სევდიანი თვალებით მიცქერს და სიტყვის თქმას ვერ ახერხებს.
-რატი. საუბრის დაწყებას საკუთარ თავზე ვიღებ. -მე და შენ ცოტა ხანს არ უნდა შევხდეთ. რატი თითქოს დაპატარავდაო მაგრამ ჩემ წინააღმდეგ წასვლას აშკარად არ აპირებს.
-როგორც შენ გინდა ენ. მხოლოდ იმას გთხოვ. ისევ ნუ წახვალ ჩემგან. მომეცი საშუალება შენი ბედნიერება გავინაწილო.
-ამ მომენტში ჩემი ბედნიერება ჩემი შვილის გონს მოსვლაა და მე ეს ბედნიერება ჯორს უნდა ვუწილადო. რატის სახე ეცვლება.
-როცა მზად იქნები იცი სადაც უნდა მომძებნო. ჩემ ხელს ხელში იღებს და ტუჩებით ნაზად ეხება. -თავს გაუფრხილდი ენ. ამბობს რატი და მარტო მტოვებს.
-შეგეძლო გაყოლოდი. მეუბნება ჯორჯი, როგორც კი მანქანაში ვჯდები. -გავიგებდი.
-გეყოფა ჯორჯ. ამის დრო არ არის. მშობლებისგან უჩვეულო ტონით გაოცებული მარია ხან მე მიცქერს, ხან ჯორჯს. -მოდი ჩემთან. ისიც თავს მადებს გულზე და სახლისკენ დავიძარით.
-ახლა რა იქნება? მეკითხება ჯორჯი როგორც კი მარია იძინებს.
-რას გულისხმობ?
-მასთან გაიქცევი?
-ღრმერთო ჩემო ჯორჯ, შეიშალე?
-უბრალოდ გკითხე.
-არსად წასვლას არ ვაპირებ. არც მარიას და არც შენ მიტოვებას არ ვფიქრობ. მარიას ორივე ვჭირდებით.
-და როგორ წარნოგიდგენია ჩვენი თანაცხოვრება ამ ყველაფრის მერე? ჯორჯი სიგარეტს უკიდებს.
-მოწევა როდის დაიწყე? ვეკითხები მისი ამ ქმედებით გაოცებული.
-რა მნიშვნელობა აქვს. შენი აზრით ამაზე დიდი პრობლემა არ გვაქვს?
-შეგიძლია მარიას გამო შენი ხასიათი ცოტათი მაინც მოთოკო? მოულოდნელად სახეში ტკივილს ვგრძნობ და მხოლოდ ახლა ვიაზრებ რომ ჯორჯმა გამარტყა.
-როგორ შეგეძლო შვილი ძმაკაცისთვის მიგეგდო და დაქალის ყოფილ ქმარს ჩაგორებოდი საწოლში. ვიგრძენი თვალები როგორ ამენთო.
-შეგიძლია ხმას დაუწიო?
-შენ რანაირი დედა ხარ? დამიღრიალა ჯორჯმა. მართლაც მე რანაირი დედა ვარ. გავიფიქრე და ცრემლი ვეღარ შევიკავე. -ვეცადე. ყველანაირად ვეცადე შენთვის გამეგო მაგრამ არ შემიძლია.
-ჯორჯ არ გინდა.
-ამაზე მანამ გეფიქრა სანამ შვილს საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად სასიკვდილოდ გაწირავდი. კარები ხმაურით გაიჯახუნა და საშინელ ტკივილთან და გაღვიძებულ სინდისთან სრულიად მარტო დამტოვა. იქვე ჩავიკეცე სადაც ვიდექი. ვიცოდი, რომ ჯორჯი მართალი იყო და სწორედ ეს მკლავდა. ამ ამბების შემდეგ მე და ჯორჯმა მარიას დასანახად მოსიყვარულე ოჯახის თამაში კარგად ავითვისეთ მაგრამ საკმარისი იყო მარიას გარეშე ორი წუთი დავრჩენილიყავით მარტო, რომ მომენტალურად ერთმანეთის შეურაწყოფაზე გადავდიოდით. ჯორჯი თითოეულ ჩემს ნაბიჯს ზედმიწევნით აკონტროლებდა. მაღაზიაში ჩემ გასვლასაც კი სრული კონცერტი უნდა მოყოლდა. ნელ-ნელა ცხოვრება ჯოჯოხეთად გვექცა. მისი მხრიდან ჩემ ცხოვრებაში ხელების ფათური უკვე ჭკუას მაკარგინებდა.
-საფრანგეთში ვბრუნდებით. გამომიცხადა ერთ საღამოს ლუდით სრულიად გონდაკარგულმა.
-ბებიაჩემს ვერ დავტოვებ.
-მაშინ მე და მარია წავალთ.
-ამას ვერ გააკეთებ?
-ხელს შენ შემიშლი თუ შენი საყვარელი? დაიღრიალა ჯორჯმა და ლუდის ბოთლი კედელს შეანარცა. ხმაურზე შეშინებული მარია საძინებლიდან გამოვარდა. -შედი. ახლა მარიას დაუღრიალა ჯორჯმა. მარია სხეულზე ამეკრო და კანკალი აუვარდა.
-ჯორჯ. გეყოფა. ასე აშინებ.
-შედი-მეთქი ოთახში. მარიასკენ დაიძრა ჯორჯი. მე შუაში ჩავდექი და მოქნეული ხელიც გემრიელად მომხვდა. მარიას ხელი ვკარი და ვთხოვე საძინებლის კარი დაეკეტა. ჯორჯი უკვე არაადეკვატურად იცინოდა. გიჟის თვალებით მიყურებდა და მთელი არსებით ვგრძნობდი მასში რამხელა ზიზღს ვიწვევდი. ატირებული მარია ოთახში შევარდა და კარი გადაკეტა.
-ჯორჯ. შევეცადე მშვიდად დავლაპარაკებოდი, მაგრამ ჩემ სიმშვიდეს კიდევ უფრო გამოყავდა წყობიდან. ხელს რაც ხვდებოდა ყველაფერს ამტვრევდა თან მთელი ხმით ღრიალებდა. უკან-უკან ვიხევდი და ვიცოდი ცოტა ხანში კედელზე აღმოვჩნდებოდი აკრული. ამ მომენტში მხოლოდ მარიაზე ვფიქრობდი. არ მადარდებდა საკუთარი თავი. მხოლოდ ჩემი შვილის შეშლილი თვალები მედგა თვალწინ.
-ყველაფერი შენი ბრალია ენ. შენ ნამდვილი კა*პა ხარ. ზიზღით აფრქვევდა ჯორჯი უწმაწურ სიტყვებს. მისგან მოქნეული ხელი რამოდენიმეჯერ ავიცილე. მამგრამ აი, ბოლოსდაბოლოს ყელში მწვდა და მთელი ძალით მიმანარცხა კედელზე. ორჯერ ზედიზედ დამარტყა სახეში და თვალებში სრული სიბნელე ჩამოწვა. ვიგრძენი გონებას ვკარგავდი და შეწინააღმდეგებას უკვე ვეღარ ვახერხებდი. ხელი საცვლის ქვეშ შემიყო და ძლიერად დამაჭირა საშოზე. -მოგწონს? ასე მოგწონს? უფრო ძლიერად დამაწვა. ტკივილი და გულისრევა ერთმანეთში გადამეზილა და ცრემლები წამსკდა. მისი ზიზღნარევი სიცილი ყურებში ჩამესმოდა. მერე ტუჩებში მაკოცა და ისევ სახეში გამარტყა. უეცრად იატაკზე ვეცემი. ჯორჯი მეორე მხარეს ეცემა.
-არ გაბედო შეეხო ნაბი*ვარო. დაიღრიალა სანდრომ და სახეში წიხლი ამოარტყა. ჯორჯმა გონება დაკარგა. -კარგად ხარ? წამოდგომაში დამეხმარა სანდრო. -წადი სახეს მიხედე. მეუბნება ჩემი დასიებული თვალის დანახვით ჭკუიდან გადასული.
-აქ საიდან გაჩნდი?
-მარიამ მომწერა მამა დედას ცემსო. ეს ნაბი*ვარი თუ ასე გექცეოდა ჩემთვის არ უნდა გეთქვა? ცრემლს ვერ ვიკავებ და სანდროს მკლავებში მოქცეული მთელი ხმით ვღრიალებ. -წადი. მეუბნება სანდრო.
-არ ცემო. ძალიან მთვრალია.
-არ ვაპირებ ენ. წადი.
შეშინებული მარია საძინებლის კარს მიღებს. ჩემი სისხლიანი სახის დანახვაზე სახეზე ხელეფს იფარებს. გულში ვიკრავ.
-ნუ გეშინია. ყველაფერი რიგზეა. მერე თავს ვიწესრიგებ. ნუკის ვურეკავ და მარიას მასთან ერთად ვუშვებ. მე და სანდრო მისაღებში ვსხედვართ და ჯორჯის გონს მოსვლას უხმოდ ველოდებით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მარიკუნაა♥️

ვხვდები, რის გაკეთებასაც ცდილობ.
მაგრამ არ გამოგივა ჯორჯის ამ საქციელის ფონზე რატის ამაღლება.
ხო, მოკლედ გავიგეთ რომ ბოლოს ყველა კარგავს საკუთარ თავს.
არ აქვს მნიშვნელობა ეს ჯორჯია თუ ვინმე სხვა :)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№2 წევრი tatuli)

sascauli xar <3 iseti emociebit cavikitxe titqos megadamxda <3

 



№3 წევრი mirandaa31

ჯორჯზე რავთქვა.. სიტყვები არ მყოფნის. სულ სხვა ფაზაში გადავიდა, ვერ ვხვდები რა უნდა მოხდეს. ვიკას საქციელმაც გამაკვირვა. მოკლედ ველოსები ისევ ახალ თავს საოცარო გოგო ❤️
--------------------
ხელმოწერა

 




მარიკუნაა♥️
ვხვდები, რის გაკეთებასაც ცდილობ.
მაგრამ არ გამოგივა ჯორჯის ამ საქციელის ფონზე რატის ამაღლება.
ხო, მოკლედ გავიგეთ რომ ბოლოს ყველა კარგავს საკუთარ თავს.
არ აქვს მნიშვნელობა ეს ჯორჯია თუ ვინმე სხვა :)



გეთამხმები. ბოლოს ყველა კარგავს თავს. კარგიც და ცუდიც ❤

tatuli)
sascauli xar <3 iseti emociebit cavikitxe titqos megadamxda <3



როგორ მახარებ ❤

mirandaa31
ჯორჯზე რავთქვა.. სიტყვები არ მყოფნის. სულ სხვა ფაზაში გადავიდა, ვერ ვხვდები რა უნდა მოხდეს. ვიკას საქციელმაც გამაკვირვა. მოკლედ ველოსები ისევ ახალ თავს საოცარო გოგო ❤️


ხვალ იქნება ჩემო საყვარელო ❤

 



№5  offline წევრი marikuna (1)

საკმაოდ მძაფრი სცენა იყო,რამდენიმეჯერ ვიტირე კიდეც. ჩემი აზრით,ჯორჯის ეს ქმედება სრულიად არა ადეკვატური იყო,ამ მომენტში მითუმეტეს,როგორც ნაგავს ისე ექცეოდა ენს და ენი ? უბრალოდ იდგა და მეორე ლოყას უშვერდა ? რატო?.არა მიყვარს მართლა ეს მოთხრობა და ყოველ დღე ველოდები, როდის დადებ ახალ თავს, რომ წავიკითხო. ენმა გამაოცა იმით, რომ თავისი თავი დაადანაშაულა მარიას ამ მდგომარეობის გამო და არა სანდრო, ძალიან ბევრი ადამიანი სანდროს დაადანაშაულებდა,მარა მიხვდა იმას,რომ თვითონაც წვლილი მიუძღვოდა.რატის ტკივილიც მესმის , ძალიან კარგად არ ვიცი, რა მოხდება, მარა მე ეს მოთხრობა მაინც მეყვარება. რა გითხრა არ ვიცი ბევრჯერ ვიტირე და ველოდები ახალ მოვლენებს, ცოტა ხალის და ახალ თავს,წარმატებები...

 




marikuna (1)
საკმაოდ მძაფრი სცენა იყო,რამდენიმეჯერ ვიტირე კიდეც. ჩემი აზრით,ჯორჯის ეს ქმედება სრულიად არა ადეკვატური იყო,ამ მომენტში მითუმეტეს,როგორც ნაგავს ისე ექცეოდა ენს და ენი ? უბრალოდ იდგა და მეორე ლოყას უშვერდა ? რატო?.არა მიყვარს მართლა ეს მოთხრობა და ყოველ დღე ველოდები, როდის დადებ ახალ თავს, რომ წავიკითხო. ენმა გამაოცა იმით, რომ თავისი თავი დაადანაშაულა მარიას ამ მდგომარეობის გამო და არა სანდრო, ძალიან ბევრი ადამიანი სანდროს დაადანაშაულებდა,მარა მიხვდა იმას,რომ თვითონაც წვლილი მიუძღვოდა.რატის ტკივილიც მესმის , ძალიან კარგად არ ვიცი, რა მოხდება, მარა მე ეს მოთხრობა მაინც მეყვარება. რა გითხრა არ ვიცი ბევრჯერ ვიტირე და ველოდები ახალ მოვლენებს, ცოტა ხალის და ახალ თავს,წარმატებები...



ხო რაღაც მიეწყო დრამა, ცრემლი, არეულობა. ❤ ამის გამო უნდა მაოატიო. მაგრამ ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. მადლობა საყვარელო ასეთი შეფასებისა და ერთგულებისთვის ❤❤❤

 



№7 სტუმარი სტუმარი თაკო

სასწაული ხარ!!ყოველ ჯერზე მაოცებ ,ყველაზე მაგარი ისაა რომ ვერასდეოს ვხვდებით შემდეგში რა მოხდება

 




სტუმარი თაკო
სასწაული ხარ!!ყოველ ჯერზე მაოცებ ,ყველაზე მაგარი ისაა რომ ვერასდეოს ვხვდებით შემდეგში რა მოხდება



უღრმესი მადლობა <3 <3 <3

 



№9  offline წევრი Onlyyou

Dzalian kargia.. armegona jorji aseti arakaci tu iqmebod amartlia rtulia roca shen sayvarel qals sxva uyvars mara nas zexmeti nouvida

 



№10  offline წევრი ჰალუცინოგერი

Onlyyou
Dzalian kargia.. armegona jorji aseti arakaci tu iqmebod amartlia rtulia roca shen sayvarel qals sxva uyvars mara nas zexmeti nouvida



ჯერ სად ვართ ❤❤❤

 



№11 სტუმარი სტუმარი ნანა

ღმერთო ჩემო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მომწონხართ! ჩემი შვილის ასაკის ხართ და ძალიან ვამაყობ ასეთი რეალისტური ისტორია ზედმეტი პრიმიტიულობის გარეშე, ასე სინტერესოდ რომ შემოგვთავაზეთ! არაჩვეულებრივად წერთ და წარმატებები და წარმატებები თქვენ! ❤️❤️❤️

 



№12  offline წევრი ჰალუცინოგერი

სტუმარი ნანა
ღმერთო ჩემო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მომწონხართ! ჩემი შვილის ასაკის ხართ და ძალიან ვამაყობ ასეთი რეალისტური ისტორია ზედმეტი პრიმიტიულობის გარეშე, ასე სინტერესოდ რომ შემოგვთავაზეთ! არაჩვეულებრივად წერთ და წარმატებები და წარმატებები თქვენ! ❤️❤️❤️



ვაიმე როგორ გამახარეთ ამ სიტყვებით ხომ არ იცით ❤

 



№13  offline წევრი lena lena

არ ვიცი საიდან დავიწყო
საიდან ამდენი გრძნობა? ;-)(+_+)
საოცრება ხარ
იდეალური
განსხვავებული
რეალისტური
ის ისტორიაა რომელსაც სულმოუთქმელად ველი და დღეში 12 ჯერ ვამოწმებ დაიდო თუ არა ახალი თავი <3
მეფერადები

 



№14  offline წევრი ჰალუცინოგერი

lena lena
არ ვიცი საიდან დავიწყო
საიდან ამდენი გრძნობა? ;-)(+_+)
საოცრება ხარ
იდეალური
განსხვავებული
რეალისტური
ის ისტორიაა რომელსაც სულმოუთქმელად ველი და დღეში 12 ჯერ ვამოწმებ დაიდო თუ არა ახალი თავი <3
მეფერადები



ვაიმე ლენა რა ტკბილი ხარ ❤❤❤

 



№15 სტუმარი მკითხველი

ამოვისუნთქე...
რატი შემეცოდა და სანდრო ყველაზე მეტად
ენი,ენი სასწაულია.
მაგრამ რაა იცი,გული დამწყდა,შვილმკვდარი დედა რომაა მაინც...
მინდოდა ნაყოფისთვის ებრძოლა და ისე გადარჩენილიყო ჯორჯის შვილი
რატი უყვარს,რაც არ უნდა იყოს და იმსახურებს ეს სიყვარული შვილს
პ.ს. თუმცა მჯერა რომ რეალობაში,ამჟამად ყავთ კიდეც შვილები
არ შემიძლია არ გამოვყო,ვიკა.
ბოლოს მაინც დიდი ადამიანობა გამოიჩინა, ვფიქრობ.
აღარ მეშინია მე ვიკასი.

შენზე რა ვთქვა?!
საოცრად გადმოსცემ!

 



№16  offline წევრი ჰალუცინოგერი

მკითხველი
ამოვისუნთქე...
რატი შემეცოდა და სანდრო ყველაზე მეტად
ენი,ენი სასწაულია.
მაგრამ რაა იცი,გული დამწყდა,შვილმკვდარი დედა რომაა მაინც...
მინდოდა ნაყოფისთვის ებრძოლა და ისე გადარჩენილიყო ჯორჯის შვილი
რატი უყვარს,რაც არ უნდა იყოს და იმსახურებს ეს სიყვარული შვილს
პ.ს. თუმცა მჯერა რომ რეალობაში,ამჟამად ყავთ კიდეც შვილები
არ შემიძლია არ გამოვყო,ვიკა.
ბოლოს მაინც დიდი ადამიანობა გამოიჩინა, ვფიქრობ.
აღარ მეშინია მე ვიკასი.

შენზე რა ვთქვა?!
საოცრად გადმოსცემ!



ასეთი მკითხველი და ასეთი შეფასება ძალიან მახარებს. მადლობა ჩემო კარგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent