შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სეზამი -9-


7-06-2018, 09:58
ავტორი sopiko
ნანახია 266

სეზამი -9-

''სეზამი''
[თავი 9]

საბრინა დამფრთხალი და თავგზააბნეული შეჩერებოდა მიქელეს მოხდენილ კისერს და ვერ გადაეწყვიტა, შეემჩნია თუ არა, რომ იცნო. მას რომ მეხსიერებით დაკვეხნა არ შეძლებოდა, გასაკვრიი არ იქნებოდა, თუ საერთოდაც არ გაახსენდებოდა შემთხვევით შემხვედრი მამაკაცის ვინაობა, სენიორ ბერშე კი, საბედნიეროდ, სრულებით არ ფლობდა ინფორმაციას საბრინას შესაძლებლობების შესახებ.
განათლებულ ჯენტლმენს საბრინამ ცვლილება ვერ შეატყო. მხოლოდ წინანდელთან შედარებით ნაკლებად მოწესრიგებული იყო. თმა გაცხიმიანებოდა, აღარც საგანგებოდ დავარცხნილი ჰქონდა, თუმცა თეთრი პერანგი კვლავ ისეთი სუფთა და ქათქათა ეცვა. ზედ ერთ ნაწიბურსაც კი ვერ შენიშნავდით.
საბრინამ სებასტიანს გადახედა და შესამჩნევად გაეზარდა პატივისცემა მიქელესადმი. იცოდა განათლებისა და ინტელექტის ფასი. ადამიანებში ლოგიკასა და საღად აზროვნების უნარს გამოარჩევდა სხვა ყველა თვისებისგან. უკვე შეგუებოდა იმ აზრს, რომ დროის გასვლასთნ ერთად მისი ბაგეები ფერს დაკარგავდნენ, თმა გაუჭაღარავდებოდა და დაუთხელდებოდა, სახე კი ნაოჭებით გაევსებოდა, მაგრამ ის აიმედებდა, რომ ღვთის მიერ დამადლებულ ნიჭთან წლებს ხელი არ ჰქონდათ. რამდენ გაზაფხულსაც არ უნდა გადაევლო თავზე, მის ცოდნას ვერავინ შეეხებოდა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, სებასტიანი არარაობა იყო მიქელე ბერშეს გვერდით და ამის აღიარება საბრინას არ გაჭირვებია.
საბრინა ამ ფიქრებში იყო გართული, მატარებელი ერთ-ერთ სადგურზე რომ გაჩერდა. ზოგიერთი მგზავრი ვაგონიდან გავიდა, რათა სუფთა ჰაერს დაწაფებოდა და ფეხის გაშლაც შეძლებოდა. საბრინამ მათ შორის მიქელეც შენიშნა, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ მისი ცნობა ვერავინ შეძლო. მას შემდეგ, რაც ქალი დარწმუნდა, რომ სებასტიანი გაღვიძებას არ ჩქარობდა, ფეხზე წამოდგა და მამაკაცის კვალს გაყვა.
სადგურზე ხალხი ირეოდა. საბრინას თავგზა აებნა. ორიენტაციის უნარი დაკარგა. წამიერად თვალადაც კი დაუბნელდა. არ იყო ჩვეული ასეთ ხალხმრავლობას, მაგრამ თანდათან ყველაფერი დალაგდა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ქალმა ყალყზე დამდგარი თმა გაისწორა და ხალხის ბრბო ყურადღებით მოათვალიერა. ჯერ ერთ კუთხეს ეცა, შემდეგ მეორეს. თან ის აღელვებდა, მოულოდნელად მატარებელი არ დაიძრას და გარეთ არ დავრჩეო. ეს კიდევ უფრო უშლიდა ხელს მიზნის მიღწევაში. შეხტა, როდესაც ზურგზე შეხება იგრძნო. დაფეთებული შეტრიალდა და შიში ერთიანად გაუქრა, ხელში ის ადამიანი რომ შერჩა, რომლის გამოც ამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
-სენიორ ბერშე!-გახარებულმა წამოიძახა და დაელოდა იმ მომენტს, როდესაც აღფრთოვანება გაუვლიდა და სირცხვილი და სინანული შემოუძვრებოდა გულ-მუცელში.
-მგონი მეძებდით, სენიორა, არა?-ღიმილით შენიშნა მიქელემ და საბრინამ იგრძნო, როგორ ჩაეღვარა მთელ სხეულში ნაცნობი სითბო.
-დიახ, გეძებდით.-თამამად გამოუცხადა ქალმა და მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა. გამბედაობას მატებდა ის ფაქტი, რომ ამჯერად ჯოზუეს გამოჩენას არ ელოდა და შეეძლო თავისუფლად, საკუთარი თავის პატრონად ეგრძნო თავი.
-ხომ მიპოვეთ?
-ვფიქრობ, თქვენ უფრო ადრე მოახერხეთ ჩემი პოვნა.-მოხერხებულად მიუგო საბრინამ.
-ეს როგორ?-ხმაში შეცბუნება დაეტყო კაცს, თუმცა ამის დაფარვა იქამდე მოასწრო, ვიდრე მოსაუბრე რაიმეს შეამჩნევდა.
-განსაკუთრებული განათლებით ვერ მოვიწონებ თავს, მაგრამ ლოგიკა ნამდვილად გამაჩნია, სენიორ! შევნიშნე, როგორ ამარიდეთ სახე, როდესაც შეგამჩნიეთ... თქვენ არ გსურდათ, რომ მე დამენახეთ! ამის შემდეგ გაუჩინარებაც სცადეთ, მაგრამ, ალბათ, უკეთესად ჩათვალეთ, რომ ჩემთვის ეჭვი არ გაგეჩინათ... რა ხდება, სენიორ ბერშე? რა მიზნით მომყვებით უკან?-სწრაფად ჩამოაყალიბა საბრინამ და მიქელეს გულში სთხოვა, პასუხი გამეცი და ცნობისმოყვარეობა დამიკმაყოფილეო.
მიქელემ თავის გაკონტროლება შეძლო. საბრინასგან ასეთ თავდასხმას არ მოელოდა. გაკვირვებულიც კი იყო. ის საბრინა, რომელსაც ერთი კვირის წინ შეხვდა, წყნარი, ზრდილი, თავშეკავებული და დაბნეული იყო, ადამიანებისგან გაქცევას ცდილობდა, დღეს კი მიქელეს მისი ცნობა უჭირდა. ქალს თვითრწმენა ამაღლებოდა, შიში გაქრობოდა, ანდაც ძალიან ცდილობდა მის დამალვას (რაც ასევე ნიჭი იყო) და თან არც სიმართლის გარკვევას ერიდებოდა. მიქელეს უნდა ეღიარებინა, რომ კმაყოფილი იყო ამ მეტამორფოზით, რომლის მიზეზსაც თანდათანობით იაზრებდა.
-მოდი, შევთანხმდეთ, სენიორა საბრინა.-თვალთმაქცობას მოკლებული ხმით დაიწყო საუბარი მიქელემ, ქალი რომ არ გაეღიზიანებინა.-თქვენ პირობა მომეცით, რომ თქვენს თანამგზავრთან არაფერს შეიმჩნევთ და ჩემ შესახებ ინფორმაციას არ მიაწვდით და მე იმაზე ბევრად მეტს გეტყვით, რაც ჩემი თქვენთვის დადევნების მიზეზია...
საბრინა დაეჭვდა. იცოდა, მიქელე გრძნობდა მის გულუბრყვილებას და არ სურდა, რომ მამაკაცის მოლოდინი გაემართლებინა და ანკესზე წამოგებულიყო. თუ შეცდომას დაუშვებდა, საკუთარ თავთან ერთად სებასტიანსაც გაწირავდა. შიშით გახედა იმ ვაგონს, სადაც მამაკაცი ეგულებოდა. საკუთარ გონიერებაში ეჭვი შეეპარა. თავის გამოცდილებას ამდენადაც ვერ ენდობოდა. ტუჩები დაიკვნიტა, თითები გაუსაძლისი სიცხის მიუხედავად გაულურჯდა. დროის გაწელვა კარგი აზრი არ იყო. სრულებით შესაძლებელი იყო, რომ მიქელე ბერშე მისი დახვეწილი მოძრაობებისა და საბრინაზე მოხდენილი შთაბეჭდილების მიუხედავად თვალსა და ხელს შუა იმაზე უარესი ბანდიტივით აორთქლებულიყო, როგორიც სებასტიანი იყო.
-თქვენ რა იცით ჩემი თანამგზავრის შესახებ?-დაგვიანებით ჩაეძია საბრინა.
-მე ბევრი რამ ვიცი, სენიორა და თუ დამთანხმდებით, ეს ბევრი რამ მომენტალურად გადმოინაცვლებს თქვენს გონებაში.-ლამაზი სიტყვებით სცადა მისი დაბმა სენიორ ბერშემ.
-ეს არ მჭირდება! მხოლოდ ის მაინტერესებს, თქვენმა მსგავსმა კარგად აღზრდილმა ადამიანმა რატომ იკადრა იმ ქალის თვალთვალი, რომელსაც მის წინაშე არანაირი ბრალი არ მიუძღვის?-გაწიწმატდა სენიორა ნეგრიც, თუ, რა თქმა უნდა, კვლავ ასე ეწოდებოდა.
-ნუ ბრაზობთ, საბრინა! განა ვინ ახსენა, რომ თვალთვალის ობიექტი თქვენ ბრძანდებით?-ხმას დაუწია მიქელემ მას შემდეგ, რაც საბრინას სახელი ოფიციალური ჩარჩოების გარეშე სრულებით მკაფიოდ წარმოთქვა.
საბრინამ იგრძნო, როგორ მოუჭირა მკერდზე კაბამ. სუნთქვა შეეკრა. მუხლებმა შეციებულივით დაუწყო კანკალი. ახალი განცდები ახალ სამოსზე მჭიდროდ შემოეკრა ტანზე და ისე ძლიერ მოუჭირა, რომ ორგანიზმის ყველა უჯრედი ერთიანად წამოსტკივდა.
წამსვე უარყო გრძნობები, რომლებიც მის გონებას შხამიან საცეცებში ახვევდნენ და მიქელეს თვალები დაუბრიალა. ამით გამოხატა ის დაუნდობელი გაბრაზება, რომელსაც მის მიმართ საკუთარ თავში გამოწვეული ემოციების გამო განიცდიდა.
საბრინა. არადა რაოდენ ტკბილად, ამაფორიაქებლად ჟღერდა ეს სიტყვა, რომელიც თითქოს პირველად ესმოდა ქალის გაცხელებულ, მუქი, წითელი ლაქებით დაკოპლილ ყურებს. ამავდროულად შემზარავ წინათგრძნობას უჩენდა საბრინას. წინათგრძნობას, რომელიც უფრო მეტად ურევდა გონებას და სულს უწამლავდა. ქალს მამაკაცისგან გაცლა სურდა, მისგან შორს ყოფნა, მაგრამ ცნობისმოყვარეობა ადგილზე ტოვებდა და ნაბიჯის გადადგმის სურვილსაც კი უსპობდა.
-მაშ, ვის...-ძლივს გაამოძრავა გამოუსადეგარი, უფუნქციოდ ქცეული ენა, რომელიც ხორცის არაფრით გამორჩეულ ნაგლეჯად აღიქმეოდა იმ წუთებში და მალვით გააპარა თვალი ფანჯრისკენ, რომელშიც სებასტიანის უმოძრაო სხეული მოჩანდა.

კარზე ჩუმი, მორიდებული კაკუნი გაისმა.
ვერონიკა ფრთხილად გადმოვიდა საწოლიდან, მძინარე ტოტოს რომ არ გაღვიძებოდა, შემდეგ შვილს შუბლზე ფრთხილად ეამბორა და ჩუმად გამოიხურა კარები.
სახტად დარჩა, როდესაც ზღურბლზე მდგარი ჯოზუე შენიშნა. მამაკაცს ხშირი, დატალღული წვერი გაეზარდა, უპეები შეშუპებული და ზემოთ ამოზნექილი ჰქონდა და იმდენად უსიამოვნო სუნი ასდიოდა, რომ მიუხედავად სტუმართმოყვარეობის წესისა ვერონიკამ ოდნავ უკან დაიხია, მათ შორის მანძილი რომ გაეზარდა. პირველად დაუშვა ის ეჭვი, რომ შეიძლებოდა საბრინას ჯოზუე მართლაც თავისი ნებით მიეტოვებინა.
-ჯოზუე? საბრინა ხომ არ გამოჩნდა?-რაც პირველი მოაგონდა, ის ჰკითხა ვერონიკამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კითხვის დასმის აზრს ვერ ხვდებოდა.
-არ-რა.-ყბები დაეჭიმა ჯოზუეს, სახეზე ზიზღმა გადაურბინა.-მე მათიას სანახავად მოვედი.
ვერონიკას მისმა უტაქტობამ უფრო მეტად გაუფუჭა ხასიათი. ხელები ზურგსუკან წაიღო, დაჭიმული თითები რომ არ გამოჩენოდა.
-მათია სახლში არ არის, ჯოზუე, თუმცა...-უცებ აზრი გაწყვიტა და ჯოზუეს მიღმა გაიხედა.-თუმცა, მგონი, უკვე მოდის კიდეც...
-მათია, კარგ დროს გამოჩნდი! ჯოზუე სწორედ შენ გკითხულობდა!-ნაძალადეავად გაუღიმა მოახლოებულ ქმარს და სახლში შემავალი გზა გაათავისუფლა.-მობრძანდით, ცივი წვენი მიირთვით და ისაუბრეთ...
-საჭირო არ არის, მალე უნდა წავიდე. გარეთ ვისაუბრებთ.-მოუჭრა ჯოზუემ და ვერონიკას გასაკვირად მათიას მისი გადარწმუნება არ უცდია.
დიდად გული არც დაწყდომია. პირიქით, გაუხარდა კიდეც, იმ ადამიანის მომსახურება რომ არ მოუწევდა, რომელმაც მის მეგობარს სადღაც გადაკარგვა აიძულა, თუ, რა თქმა უნდა, არ ცდებოდა. კვლავ ბავშვის საძინებელში შებრუნდა, ტოტოს დახედა და შემდეგ უკან გამობრუნდა. შვილის დანახვამ ისევ გაუთბო გული. ყინული, რომელიც მასში გასჩენოდა, მყისვე გალღვა და სადღაც დაბლა, ფეხებში ჩაიღვარა.
ვერონიკამ ერთიც გახედა ეზოში მოსაუბრე ქმარსა და მეზობელს და ქმრისთვის სადილის მომზადება დაიწყო.

მათიას ჯოზუეს ასეთ დროს გამოჩენა არ ესიამოვნა.
ზოგადად, მამაკაცი არასდროს იჩენდა მასთან საურთიერთოდ ინიციატივას და ახლა წინასწარ უგრძნო გული, რაც მოიყვანდა მასთან სახლში ჯოზუეს. ამ უკანასკნელმა მათიასთან მარტო დარჩენის შემდეგ სიტყვა რომ აღარ დაძრა, მათიას გულმა ვეღარ გაუძლო და სალაპარაკო თემა თვითონ გამოძებნა.
-სახლი უკვე გაყიდე?-მოჩვენებითი ინტერესით შეეკითხა და ხელით უბეში რაღაცის პოვნას შეეცადა.
-უკვე გადავუფორმე. მალე ახალი მეზობლები გეყოლებათ, იქნებ ჩვენზე უკეთესებიც... იქნებ მათი ოჯახის სახელის შებღალვაც არ მოინდომოს ვინმემ ისე თავხედურად, როგორც ეს საბრინამ გააკეთა, თუმცა ამაზე საუბარი აღარ მსურს... ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, იმ უნამუსოს კი თავისი გზა ერთხელ ჩემამდეც მოიყვანს...-უკანასკნელი სიტყვების თქმისას ჯოზუეს სახეზე კმაყოფილება დაეტყო. ალბათ, წარმოიდგინა, როგორ ჩაუვარდებოდა საბრინა ფეხებში და პატიებას სთხოვდა და ამან უდიდესი სიხარული შესძინა.
-შენც ხომ გესმის, რომ შენი დანაშაული საბრინასაზე ბევრად მეტია... მით უმეტეს, რომ არავინ იცის, ახლა სად არის ის... ვინ იცის, უბედურებას გადაეყარა! ასე მასზე როგორ საუბრობ? ნუთუ საერთოდ არ დარდობ შენს უკვალოდ გამქრალ მეუღლეზე?-გაჯავრებულმა შეხედა ჯოზუეს მათიამ და თავი ძლივს შეიკავა, რომ მისთვის საყელოზე ხელი არ წაევლო.
-ამას მნიშვნელობა აღარ აქვს! გითხარი, ამ თემაზე საუბარი არ მინდა_მეთქი... მადლობის გადახდა მსურდა...-ტონი შეცვალა მამაკაცმა.-შენ რომ არა, იქნებ მოვმკდარიყავი კიდეც... ბევრი გააკეთე ჩემთვის!
მათიას მთელი სხეული მუსიკალური ინსტრუმენტის სიმივით დაეჭიმა. თვალებში ცეცხლი აენთო. უკან ისე სწრაფად მიატრიალა თავი, რომ კისრის მყესები ეტკინა. ვერონიკა არსად ჩანდა. ფანჯრებთან ჩამოკიდული ჟოლოსფერი ფარდები ნაზად ირხეეოდნენ.
-რა გინდა? რის მიღწევას ცდილობ?-ამოიხრიალა მწარედ მათიამ.
ჯოზუემ ცბიერად გაიღიმა. ძალიან ჰგავდა მელას, რომელიც ქათამს ფეხაკრეფით ეპარებოდა. მისი თვალები იმ კუდივით მომხიბვლელი იყო, რომელსაც ეშმაკი ცხოველი მიწაზე მიათრევდა. მამაკაცს უკვე სახეზე ეწერა, რა აზრით შეპყრობილიც მოხეტიალებულიყო აქ და ამის დამალვას უსინდისოდ არც კი ცდილობდა.
-ჭკუას ნუ მასწავლი, მათია, თორემ შემდეგში შენი მშვენიერი ცოლის თვალებში შენდამი სიყვარულს ვეღარ დაინახავ...-დაცინვით გააფრთხილა ქანდაკებად ქცეული მათია ჯოზუემ და თითი ავისმომასწავებლად დაუქნია.-კარგად იყავი, მათია! ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
ჯოზუე შებრუნდა და რამდენიმე ნაბიჯი სტვენით გადადგა, შემდეგ მოულოდნელად შეჩერდა და ბოღმით გავსებულ მეზობელს ტუჩების მოძრაობით უკარნახა:
-სულ დამავიწყდა, ფერიამ შენთან მოკითხვა დამაბარა... არ დაივიწყო, თორემ ძალიან ეწყინება...

^^^
ვინც ჩემს ჯგუფში ხართ, იცით, რომ ცოტა ხნით პაუზა მქონდა.
საგამოცდო პერიოდი მაქვს და გაგებას ვითხოვ თქვენგან. როცა მოვახერხებ, დავწერ და დაუყოვნებლივ საიტზეც განვათავსებ.
როგორც შეგპირდით, წინ დიდი საიდუმლოებები გველოდება.
ველი თქვენს შეფასებებს!
უყვარხართ სოფიკოს!скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Shorena kiladze

Au matia mgoni shemzuldeba fuuu sazizgari kaci .ar megona aseti susti tu ikneboda . Jozue uaresi sazizgaria neta daxli vis miyida....vbaxot vnaxot

 



№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ანუ რა გამოდის მიქელე პოლიციელია და სებასტიანს უთვალთვალებს? ნამდვილად ბევრი საიდუმლო არის და ერთი სული მაქვს როდის გაიხსნება ყველა კარტი.ველი ახალ თავს
--------------------
ლანა

 



№3  offline მოდერი sopiko

Shorena kiladze
Au matia mgoni shemzuldeba fuuu sazizgari kaci .ar megona aseti susti tu ikneboda . Jozue uaresi sazizgaria neta daxli vis miyida....vbaxot vnaxot

შორე, საყვარელო, ნუ ღელავ ასე, სამწუხაროდ, ცხოვრებაში მუდმივი არაფერია <3
იდუმალი მყიდველიც მალე გამოჩნდება!
დაელოდე მოვლენების განვითარებას...
La-Na
ანუ რა გამოდის მიქელე პოლიციელია და სებასტიანს უთვალთვალებს? ნამდვილად ბევრი საიდუმლო არის და ერთი სული მაქვს როდის გაიხსნება ყველა კარტი.ველი ახალ თავს

შესაძლოა, წინასწარ ვერაფერს გეტყვით.
უჰ, საიდუმლოებს ლევა არა აქვს <3

 



№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

sopiko
Shorena kiladze
Au matia mgoni shemzuldeba fuuu sazizgari kaci .ar megona aseti susti tu ikneboda . Jozue uaresi sazizgaria neta daxli vis miyida....vbaxot vnaxot

შორე, საყვარელო, ნუ ღელავ ასე, სამწუხაროდ, ცხოვრებაში მუდმივი არაფერია <3
იდუმალი მყიდველიც მალე გამოჩნდება!
დაელოდე მოვლენების განვითარებას...
La-Na
ანუ რა გამოდის მიქელე პოლიციელია და სებასტიანს უთვალთვალებს? ნამდვილად ბევრი საიდუმლო არის და ერთი სული მაქვს როდის გაიხსნება ყველა კარტი.ველი ახალ თავს

შესაძლოა, წინასწარ ვერაფერს გეტყვით.
უჰ, საიდუმლოებს ლევა არა აქვს <3

ოხ სოფო როგორ გვაინტრიგებ და არ გეცოდები საერთოდ smile
--------------------
ლანა

 



№5  offline მოდერი sopiko

La-Na
sopiko
Shorena kiladze
Au matia mgoni shemzuldeba fuuu sazizgari kaci .ar megona aseti susti tu ikneboda . Jozue uaresi sazizgaria neta daxli vis miyida....vbaxot vnaxot

შორე, საყვარელო, ნუ ღელავ ასე, სამწუხაროდ, ცხოვრებაში მუდმივი არაფერია <3
იდუმალი მყიდველიც მალე გამოჩნდება!
დაელოდე მოვლენების განვითარებას...
La-Na
ანუ რა გამოდის მიქელე პოლიციელია და სებასტიანს უთვალთვალებს? ნამდვილად ბევრი საიდუმლო არის და ერთი სული მაქვს როდის გაიხსნება ყველა კარტი.ველი ახალ თავს

შესაძლოა, წინასწარ ვერაფერს გეტყვით.
უჰ, საიდუმლოებს ლევა არა აქვს <3

ოხ სოფო როგორ გვაინტრიგებ და არ გეცოდები საერთოდ smile

ეგაა ჩემი მიზანიც ;დდ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent