შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (მეორე ნაწილი, 5თავი)


8-06-2018, 09:06
ნანახია 2 411

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (მეორე ნაწილი, 5თავი)

შეშინებული მარია საძინებლის კარს მიღებს. ჩემი სისხლიანი სახის დანახვაზე სახეზე ხელეფს იფარებს. გულში ვიკრავ.
-ნუ გეშინია. ყველაფერი რიგზეა. მერე თავს ვიწესრიგებ. ნუკის ვურეკავ და მარიას მასთან ერთად ვუშვებ. მე და სანდრო მისაღებში ვსხედვართ და ჯორჯის გონს მოსვლას უხმოდ ველოდებით.
----------------------

-დიდი ხანია გცემს? სიჩუმეს არღვევს სანდრო.
-პირველია.
-არ მჯერა.
-მართლა პირველია.
-უცებ გახდა აგრესიული?
-ჩხუბით სულ ვჩხუბობთ, მაგრამ ეს პირველი იყო.
-და უკანსკნელი. მაწყვეტინებს სანდრო. იმედია აღარ აპირებ ამ კომედიის გაგრძელებას.
-არ ვაპირებ.
-რატიმ რომ გაიგოს მოკლავს.
-რატიმ არ უნდა გაიგოს სან. დამპირდი რომ არაფერს ეტყვი. ჯორჯის სხეული ირხევა და მე შიშით უკან ვიხევ.
-ნუ გეშინია. ხელს ვერ გახლებს.
-რა მოხდა? კითხულობს ჯორჯი და ცხვირიდან წამოსულ სისხლს მაისურის სახელოთი იწმენს.
-ცოლს ცემდი. კბილებში გამოცრა სანდრომ. ჯორჯი მე მიყურებს. მერე სანდროს უყურებს, მერე ისევ მე მიყურებს.
-ენ. ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და სანდრო მომენტალურად ჩვენ შორის დგება.
-არც იფიქრო შეეხო.
-გაიწიე. ჩემი ცოლია.
-ყოფილი ცოლი. შეუსწორა სანდრომ. -გელოდები ბარგი ჩაალაგე და აქედან ააცვი. ჯორჯი გაოცებული უყურებს სანდროს.
-რას ელოდები ნაბი*ვარო? ვის ვეუბნები. თუ გინდა ძალადობის გამო ციხეში ჩაგაყუდონ? ან წახვალ და ენის ცხოვრებიდან გაქრები ან ჯერ ცემით ამოგხდი სულს და მერე ციხეში ჩაგაყუდებ. ჯორჯი უკან იხევს.
-ენ მაგდებ? და მარია?
-მოვიფიქრებ მარიას როგორ, როდის და რანაირად შეხვდები ხოლმე. ვპასუხობ სანდროს ზურგს ამოფარებული. ჯორჯი ხარხარებს. საშინლად ხარხარებს. სანდროს მოკუმულ მუჭებს შევავლე თვალი და გული ლამის გამიჩერდა.
-კარგი. ამბობს ჯორჯი. -წავალ. მაგრამ ეს არ შეგრჩება. არც ერთს არ შეგრჩებათ. ბარბაცით შევიდა საძინებელში და უკან მალევე დაბრუნდა ჩემოდნით ხელში. კარს სანდრო კეტავს. მერე ჩემთამ მოდის და სახეზე მიყურებს.
-რა ლამაზი იყავი ერთ დროს ენ. თვალი ჩამიკრა და მეც გამეცინა.
-მადლობა სან.
-ახლა რას აპირებ?
-დალევას.
-ხოდა ერთად დავლიოთ.
-მაცივარში ლუდია გამოიღე. მე მარიასთან დავრეკავ. მარიას ვურეკავ და ვეუბნები რომ ყველაფერი კარგად არის. ვთხოვ რომ ერთი ღამით ნუკისთან დარჩეს. ისიც მთანხმდება.
-გტკივა? მეკითხება სანდრო და თვალზე მანიშნებს.
-აღარ.
-და რა ეტაკა?
-ეჭვიანობდა.
-მიზეზი ქონდა?
-არა.
-დარწმუნებული ხარ?
-რატი საერთოდ არ მინახავს სან, ტელეფონზეც კი არ მისაუბრია მასთან.
-არ მოგენატრა? იცი როგორ განიცდის? ძალიან შეიცვალა.
-მგონია რომ დაქალს ვეჭორავები. მხარზე თავი დავადე სანდროს. მან როგორც ყოველთვის ახლაც შუბლზე მაკოცა.
-დროა შენ ცხოვრებას მიხედო ენ. საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე. იმ ღამით სანდრო ჩემთან დარჩა. ისეთი შეშინებული ვიყავი არ უნდოდა ჩემი მარტო დატოვება.
მეორე დილით ნუკიმ მარია მომიყვანა და როდესაც ჩემ დალურჯებულ თვალს შეავლო მზერა ისეთი შეკივლა მოსასულიერებელი გამიხდა.
-ასე როგორ გცემა? ამხელა პირუტყვს როგორ მალავდა მასში.
-მოდი არ გვინდა რა ნუკი ამაზე საუბარი.
-ახლა რას აპირებ?
-არაფერს. ის თავის გზაზე წავა.
-იმედი მაქვს უშნოდ აღარ დაიწყებს შენ ცხოვრებაში ხელების ფათურს ენ. ერთი კარგი ამბავი მაქვს შენთვის?
-ხოო? მაინც რა?
-ორსულად ვარ.
-ვაიმე როგორ გამეხრდა. ვეუბნები ნუკის და გულში ვიკრავ.
შემდეგი ერთი კვირა სახლში გამოკეტილმა გავატარე. თვალი სანამ არ ჩამიცხრა გარეთ გასვლის ყოველი გზა მოჭრილი მქონდა. როგორც იქნა ჩემი სახე ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა და მეც გამოკეტილი მარიას გარეთ გაყვანა გადავწყვიტე. მაკდონალდში წასვლას მთხოვდა ძალიან დიდი ხანი და მეც მისი სურვილის ასრულება განვიზრახე. მაგიდასთან ვისხედით და ფრის მივირთმევდით.
-რა პატარაა ეს ქვეყანა. შეიძლება? ამბობს ლანგრით ხელში თავს წამომდგარი ვიკა. გულწრფელად გამიხარდა მისი დანახვა.
-დაჯექი. ისიც ჯდება და გვერდით შვილს ისვამს.
-რატის გავს არა? ამბობს ვიკა და ბიჭს თავზე ეფერება.
-ძალიან. ვამბობ მე.
-შენ როგორ ხარ ენ?
-ახლა უკეთ. შენ?
-მშვენივრად. მართლაც რომ მშვენივრად გამოიყურებოდა.
-უფრო დამშვიდებული მეჩვენები.
-ასეა. ამბობს ღიმილით. ვეცადე ცხოვრებას თვალი გავუსწორო. ერთ ბიჭს ვხვდები.
-მართლა? გულწრფელდ გამეხრადა მის გამო. -მშვენიერია.
-კარგი ადამიანია. ყველაფერს აკეთებს რომ ბედნიერი ვიყო.
-და ბედნიერი ხარ?
-მგონი კი. ამბობს ღიმილით. -შენი ამბები როგორ არის?
-ახალი არაფერია.
-რატისთან რა ხდება? ამბობს სივრცეში და არა ჩემი მისამართით. ვანიშნე რომ ამ თემაზე არ ესაუბრა და მანაც თავი დამანება.
-დედა ვინ არის რატი? მეკითხება სახლში შესვლისთანავე მარია.
-მეგობარი. რაიყო?
-ისეთივე როგორიც სანდრო?
-დაახლოებით.
-მე რატომ არ ვიცნობ?
-იცნობ, მხოლოდ არ გახსოვს. ზღვაზე რომ ჩამოვიდე ის ბიჭია.
-თუ ისიც ისეთივე მეგობარია, როგორც სანდრო ჩვენთან რატომ არ მოდის? მეღიმება და მარიას გულში ვიკრავ. -დე.
-ხო.
-მამა აღარ გიყვარს? ვიგრძენი როგორ დამიარა სხეულში ჟრუანტელმა.
-მარია. სიტუაციის ახსნას შევეცადე. -მე და მამა ისე აღარ ვართ ერთმანეთის მიმართ განწყიბილი, როგორც აქამდე მაგრამ ის შენი მამაა და მას ძალიან უყვრხარ. ეს ყოველთვის გახსოვდეს კარგი?
-მას ჩემი ცემა უნდოდა. ამბობს მარია და ჩემ მკლავებში შეშინებული იმალება.
-არა დე. ის ჩემზე იყო გაბრაზებული.
-რატომ გაბრაზდა?
-ოდესმე მიხვდები. შუბლზე ვაკოცე.
-დე სხვა შეგიყვარდა და მამა ამიტომ გაბრაზდა? თვალები დავქაჩე და მარიას მზერა გავუსწორე.
-საიდან მოგაქვს ესეთი ინფორმაციები მარია?
-ასე ვიფიქრე. ამბობს მხრების აჩეჩვით. -დღეს მოვა სანდრო ჩვენთან? მიყვარს მასთან თამაში. მამა ესე არასოდეს მეთამაშებოდა.
-არ ვიცი. ალბათ მოვა.მობილურზე ჯორჯისგან შეტყიბინება მომდის. ხელები ამიკანკალდა და მთელი სიცხადით შევიგრძენი რას ნიშნავს როცა ადამიანის ასე გეშინია, როგორც მე მეშინოდა ჯორჯის. სმს ვხსნი. "მარიას ნახვა მინდა" კარგი ვპასუხობ და გაგზავნილი არ მაქვს შეტყობინება ის უკვე კარზე ზარს რეკავს. სახლში შემოდის თუ არა შეშინებული მარია ჩემ ზურგს უკან იმალება.
-მარია. ამბობს ჯორჯი. -მაპატიე რომ მაშინ ასე შეგაშინე არასოდეს არაფერს დაგიშავებ არც შენ და არც დედას. ჩემი ხომ გჯერა? სხეული ისე მიკანკალებდა რომ სიტყვას ვერ ვამბობდი. -გთხოვ გავისეირნოთ.
-არ მინდა. ამბობს მარია და სხეულზე უფრო მეკვრის.
-ჯორჯ, გთხოვ დრო მიეცი.
-არ მინდა მისი დაკარგვა. არც შენი დაკარგვა მინდა. ის უკვე ჩემ ხელს იღებს და მე წინააღმდეგობის გაწევაც კი მაშინებს. -ჩემი გეშინია? კითხულობს ღიმილით.
-საფრანგეთში როდის ბრუნდები? კითხვაზე კითხვით ვპასუხობ და ისიც სახე შეშლილი უკან იხევს.
-გინდა რომ წავიდე?
-ხო.
-რატომ? თავისუფლად რომ შეძლო შენი საყვარლის საწოლში გორაობა? ხმა გაუმკაცრდა ჯორჯს.
-ღმერთო ჩემო ჯორჯ შეიშალე?
-იცი რომ დედაშენს საყვარელი ყავს? ახლა მარიას მიუბრუნდა, რომელიც გაფართოებული თვალებით ხან მე მიცქერდა ხან ჯორჯს.
-ასე როგორ დაეცი ჯორჯ?
-კიდევ მე დავეცი ენ?
-მარიას თანდასწრებით ამ კონცერტის მოწყობა ნორმალურია. შეხედე მის სახეს, მოგწონს ასე ატირებულს რომ უყურებ? ასე გინდა მისი ნდობის დაბრუნება?
-შენ არავინ გეკითხება. ხელი მომიქნია ჯორჯმა მაგრამ ავიცილე. მარიამ კივილი ატეხა.
-აქედან გაეთრიე. უკვე ღრიალზე გადავედი და საკუთარმა ხმამ თავად შემზარა.
-ამჯერად ვისი იმედი გაქვს? ხარხარებს ჯორჯი.
-ჩემი. გაისმა მის ზურგს უკან რატის ძლიერი ხმა და მე მომენტალურად სიმშვიდე მეუფლება.
-აჰა. ამბობს ჯორჯი და კიდევ უფრო მეტად ხარხარებს.
-ასე აშინებთ საფრანგეთში ქალებს? მუშტებს ისრეს რატი. -ოთახში შედი ენ და მარიაც შეიყვანე. მე და შენ ყოფილ ქმარს სალაპარაკო გვაქვს.
-რატი. ხმა გამებზარა მისი გაბოროტებული სახის დანახვისას.
-წავედით. ამბობს რატი და ჯორჯს მხარი გაკრა.
-გთხოვ რატი. მკლავზე მუდარით ჩამოვეკიდე. რატი შუბლზე მკოცნის.
-უბრალოდ მენდე. მერე ისინი გადიან და მე და მარია მარტო ვრჩებით. მარია კუთხეში მიკუჭული, ტირილისგან დასიებული თვალებით მიყურებს. მასთან მივდივარ რომ მოვეხვიო. -არ შემეხო. დაიღრიალა 9წლის ბავშვისთვის უჩვეულო ხმით. -მართლა საყვარელი გყავს?
-არა მარია. არავინ მყავს. უნდა დამიჯერო. მერე გულზე თავს მადებს და მალევე ეძინება.
ცოტა ხანში რატიც ბრუნდება. უხმოდ ვსხედვართ სამზარეულოს მაგიდასთან და ყავას ვსვამთ.
-რატომ არ მითხარი. სიჩუმეს არღვევს რატი?
-რა?
-თავს ნუ ისულელებ ენ.
-ის ჩემი შვილის მამაა.
-და ამიტომ უფლება აქვს შენზე ძალა იხმაროს?
-აქ საიდან გაჩნდი?
-ერთი კვირაა შენი სადარბაზოს შესასვლელთან ხან რომელი ჩემი ძმაკაცი დგას ხან რომელი.
-მითვალთვალებ? რატიმ თვალები დახარა. -იცოდი არა? სანდრომ გითხრა?
-არა. ნუკიმ.
-ახლა რა იქნება?
-შენ როგორც გინდა ყველაფერი ისე იქნება. ერთი იცოდე. მე გელოდები ამბობს და წასასვლელად ემზადება.
-რატი.
-ხო.
-ჯორჯს რა უთხარი.
-ამაზე აღარ იფიქრო.
-მადლობა. რატი გულში მიკრავს და მეც საშინელი სიმშვიდით მევსება მთელი სხეული.სანდრომ და რატიმ თავისი ხელით მიათრიეს ჯორჯი აეროპორტში და სანამ თვითმფრინავი არ აფრინდა აეროპორტიდან ფეხი არ მოუცვლიათ. ცხოვრება თითქოს კალაპოტში ჩადგა. მარიაც დროთაგამნავლობაში მშვიდი გახდა. აღარ ხტებოდა ძილში შეშინებული და არც აქეთ იქეთ აცეცებდა თვალებს დაზაფრული. მეგობრები გაიჩინა და მეც შედარებით დავმშვიდდი მის გამო. დაკარგულ მეგობრებთან ნელ-ნელა ურთიერთობა დამილაგდა და ჩვენ ხშირად ვიკრიბებოდით ერთად. ხან ჩემთან, ხანაც რომელიმე მათგანთან. რატი მაქსიმალურად ჩენგან შორს ყოფნას ცდილობდა. არანაირი კონტაქტი არ ქონდა ჩემთან. ეს თითქოს ნორმალური იყო თუმცა ზუსტად ვიცოდი მისი გრძნობა განელებული არ იყო, ისევე როგორც ჩემი. ვიკამ გეგეს დაბადებისდღეზე დაპატიჟა მარია და ვიცოდი რატის ნახვა უკვე გარდაუვალი იყო. მე და ვიკა დავლაგდით. მის ცხოვრებაში საბას გამოჩენამ მასზე იმდენად დადებითად იმოქმედა, რომ მასთან ყოველგვარი დაძაბულობა მომეხსნა.
-სად წავიდა ის შეშლილი ენი? ყველას რომ აგიჟებდა? შენი დანახვისას ბიჭებს ელეთმელეთი მოსდიოდათ? იცი ეხლა როგორი ჩამქრალი ხარ? მეუბნება სანდრო.
-გავტყდი სან.
-გაგტეხეს ნაკაშიძე და ეგ მაგიჟებს. ყველაფერს ვიფიქრებდი ამის გარდა. შეხედე შენ თავს. შემოხვიდოდი ხოლმე და შემოანათებდი. პირდაღებული გიყურებდა თუ კაცი თუ ქალი. ახლა? სარკეში როდის ჩაიხედე ბოლოს? ორ თვეში ასე როგორ დაეცი.
-ნუ მტუქსავ. ჩემიც მეყოფა.
-მაშინ გაიღვიძე. გამოუშვი შენში დამალული დემონები ენ. შენთან ერთად რატიც გატყდა. დადის ცხვირჩამოშვებული. ხუმრობით მას ვერ გაეხუმრები ყველაფერზე ვარდება უკვე. სიცოცხლის ნიშანწყალი არ გეტყობათ არც ერთს.
-მართალია. სანდროს ნათქვამს ადასტურებს ოთახში შემოსული ვიკა.
-პირი შეკარით?
-გული გვტკივა თქვენს გამო, ამას ვერ ხვდები?
-შემეშვით. გაცეცხლებული მზერა ვესროლე ორივეს და ოთახიდან გასვლა დავაპირე.
-ენ. ხელში მწვდა ვიკა. არასოდეს მეგონა, რომ ამას გეტყოდი მაგრამ გაიღვიძე, დროა ბედნიერებას ხელი აღარ კრა და მთელი არსებით ჩაებღაუჭო მას. ხელს რა გიშლის?
-მზად არ ვარ ახალი ურთიერთობებისთვის.
-და რატი ახალია? თვალი ჩამიკრა ამ უკანასკნელმა.
-ახლახანს გავშორდი ქმარს, უკვე მეორედ. არ ვარ მზად.
-მარიას გამოჯამრთელების შემდეგ მასთან სექსი გქონდა? მეკითხება სანდრო და ინტერესიან თვალებს მანათებს.
-ეგ რაში გაინტერესებს?
-მაინტერესებს სრულყოფილი ქმრის სტატუსი როდის გააჩნდა ჯორჯს.
-კარგი რა სან.
-მართალს გეუბნება. ისევ აყვა ვიკა.
-გეყოფათ. ორივეს მავედრებელი თვალები შევანათე.
თამაშით და ცელქობით დაღლილ ბავშვებს ზოგს რომელ სავარძელში ჩაეძინა, ზოგს ვის კალთაში. მშობლებმა ბავშვები ერთ საძინებელში დავაბინავეთ და ახლა უფროსების დროსტარება მოვაწყეთ.
-როდის მიყვები? ეკითხება რატი ვიკას.
-ხომ არ ეჭვიანობ? ღიმილით პასუხობს ვიკა.
-კარგი ვინმეა. მართლა. ამბობს რატი და მზრუნველად კოცნის ყოფილ ცოლს ლოყაზე.
-მადლობა. ამბობს ვიკა და რატის შორდება. და შენ?
-რა მე? წარბი აწია რატიმ.
-როდის აპირებთ რამეს. ახლა მე მომიბრუნდა ვიკა. რატიმ სიყვარულით სავსე თვალები შემომანათა და მეც იგივეთი ვუპასუხე. -მე გავალ. ისაუბრეთ. ამბობს ვიკა და მარტო გვტოვებს. -მართალია. დროა ჩვენ შესახებ ვისაუბროთ ენ. შენი ქმარი აღარ არსებობს შენ ცხოვრებაში. მაშინდელი ის საშინელი ფაქტი რომ არა ახლა უკვე ერთად ვიქნებოდით, მაგრამ ამან ხომ უკვე ჩაიარა. რატი ჩემ სხეულს ძველებური ჟინით იქცევს მკლავებში.
-არ გინდა. ვიშორებ წელზე შემოხვეულ მის ხელებს.
-ვერ ვხვდები. უბრალოდ მიზეზს ვერ ვხვდები ენ. სად გაქრა ის სიცოხლით აღსავსე ენი ჭკუიდან რომ გადავყავდი?
-არ ვიცი. ვპასუხობ და თვითონ არ ვიცი ცრემლი რატომ მომდის. -გახსოვს რა ძლიერი ხასიათი მქონდა?
-კი მახსოვს. ამბობ ღიმილით. მარიას ავადმყოფიბამ გაგტეხა.
-არა მხოლოდ ამან.
-ჩვენი შვილის დაკარგვამაც. აგრძელებს რატი. ჯორჯის ძალადობამაც. ის ტრიალდება და ფანჯარასთან მიდის, სიგარეტს უკიდებს და მზერა ერთ წერტილში ეყინება. შეცვლილია. ადრე ასე არ იქცეოდა. საკმარისი იყო სადმე ოთაში მარტო დავეხელთებინე მომენტალურად იერიშზე გადმოდიოა, ახლა კი თითქოს ბრძოლის სურვილი დაკარგა. თითქოს ცხოვრებას უფლება მისცა ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორც თავად უფალს სურდა. საკუთარ თავს გრძნობების გარეთ გამოსვლა ვაიძულე, მისკენ დავიძარი, წელზე ხელები მოვხვიე და თავი ზურგზე დავადე. ვიგრძენი როგორ აჩქარდა მისი გულის ცემა. სიგარეტი ფანჯრიდან გადააგდო და ჩემკენ შემობრუნდა. თვალებში ჩამხედა. ისევ ის მწვანე, ვნებით აჭრილი თვალები შემომანათა.
-მიყვარხარ. ამბობს რატი და ნაზად მეხება ტუჩებზე. კოცნით ვპასუხობ და მთელი არსებით შევიგრძნობ მონატრებული ალერსის სიტკბოებას. ის მთელი ძალით მიკრავს სხეულზე და უფრო ვნებიანად მკოცნის. -ენ ძალიან მინდიხარ. ჩამჩურჩულა ყურში და წელზე შემომისვა. ვგრძნობდი როგორ იღზნებოდა და მე მის შესაჩერებლად არაფერს ვაკეთებდი. -ღმერთო ჩემო ენ, ასეთი როგორ მომენატრე.
-ასეთი როგორი?
-შეშლილი. რატი მოწყურებულივით დაეტაკა ჩემ ყელს.
-რატი. მთელი სხეულით შევეცადე მის შეჩერებას. -გაჩერდი. რატიმ გამჭოლი მზერა შემომანათა.
-რატომ? ამას ამბობს მაგრამ ჩემ ტუჩებს ვერ წყდება.
-ჯანდაბა რატი. შენი ყოფილი ცოლის სახლში ვართ. კანით ვხვდები რომ იცინის.
-მართალი ხარ. ისევ მეკვრის ტუჩებზე, მაგრამ ამჯერად ნაზად. -ცოლად გამომყევი რა ენ. მეუბნება მოულოდნელად. წარბი ავწიე და ქვედა ტუჩზე ოდნავ ვუკბინე.
-კარგი. ვამბობ და საკუთარი პასუხის თავად მიკვირს. რატი თვალებში მაშტერდება. მის თვალებში კარგად მიძინებული ვარსკვლავები აბრჭყვიალდნენ.
-ანუ თანახმა ხარ?
-ჰო.
-წამოდი. გასასვლელისკენ მექაჩება რატი.
-სად?
-უბრალოდ მენდე. -ვიკ. ეუბნება მეორე ოთახში მყოფ ვიკას.
-ხო რატი.
-მარიას ხომ მიხედავ? ვიკას ჯერ მზერა ეყინება, მე და რატის ხელჩაკიდებულ ხელებს თვალს არ აშორებს, მერე ბაგეზე ღიმილი ესახება.
-რა თქმა უნდა მივხედავ. წადით. რატი მასთან მირბის და გულში იკრავს. ყურში რაღაც უჩურჩულა და ვიკამაც გაუღიმა. მერე ხელი ჩამჭიდა და გარეთ გამოვედით.
-სად მივდივართ რატი?
-სანამ გადაიფიქრე ჯვარი დავიწეროთ. სიცილი მივარდება.
-კარგი რა, ბავშვები ხომ აღარ ვართ? რატი ვნებიანად მეკვრის ტუჩებზე.
***
-დაიწერეთ ჯვარი? გაბადრული ვეკითხები ენს.
-არა.
-რატომ? სახე მომექუფრა.
-მარიას გამო.
-ანუ ისევ უარი უთხარი რატის?
***
რატიმ თავისთან წამიყვანა. საძინებლის იატაკზე ვისხედით და ერთმანეთს უხმოდ ვუცქერდით. ერთად ვიყავით მაგრამ პირველად არ ვცდილობდით ერთმანეთის ჭკუიდან შეშლას.
-დალევ? მეკითხება რატი.
-ხო. ის შავი ღვინის ბოთლს ხსნის და ჭიქებს ავსებს.
-ჩემ გოგოს გაუმარჯოს. თვალი ჩამიკრა და დალია. წარბი ავწიე.
-როდის აქეთაა შენი გოგო მქვია?
-ყოველთვის ჩემი გოგო იყავი.
-თვითკმაყოფილი იდიოტი ხარ. ეს ალბათ იცი ხომ?
-და ეს თვითკმაყოფილი იდიოტი შენ ძალიან გიყვარს. ხომ ასეა?
-არ ვიცი. ამაზე უნდა ვიფიქრო. ენა გამოვუყავი.
-კარგი. ამბობს რატი და ფეხზე მაყენებს. -სანამ მე შენი გახდით ვიქნები დაკავებული, შენ შეგიძლია ამაზე იფიქრო და როცა სიამოვნების კვნესა ამოგხდება პასუხი მაშინ გამეცი. -შევთანხმდით? მან უკვე შეხსნა ჩემი მაისურის ღილები და მკერდზე ნაზად მაკოცა.
-კარგი. ვამბობ და მის თმებში თითებს ვაცურებ. უცებ აღმოვჩნდი საწოლზე გაშოტილი, რატის მკლავებში მოქცეული ახლაც ისეთივე სიამოვნების ნირვანაში გადავეშვი, როგორც პირველად. ნაზი ალერსი თავაშვებულ ვნების მორევში გადაიზარდა და ოთახში ორი შეყვარებული ადამიანის სიამოვნებით გამოწვეული ხმათა სრული ჟღერადობა გაისმა... -მიყვარხარ. ჩავჩურჩულე რატის.
-ეჭვი არ მეპარება. ამბობს უკვე ძილში წასული ხმით... თვალს ვახელ და მძინარე რატის ვუყურებ. წუხანდელ ვნებიან ღამეს ვიხსენებ და მთელი არსებით შევიგრძნობ ჩემში შემოსულ ბედნიერებას. მძინარე რატის ვკოცნი და ისიც მომენტალურად იქცევს ჩემ სხეულს მკლავებში.
-არ მჯერა. ამბობს ჯერ ისევ მძინარე.
-არც მე. ვპასუხობ ღიმილით და ტუჩზე ვკბენ.
-როდის უნდა გადაეჩვიო ამ კბენას ენ?
-შენგან ვიწსავლე. რატი იღიმის. მეც მეღიმება. მერე ვისაუზმეთ და მარიას წამოსაყვანად დავბრუნდით. მარიამ დანახვისთანავე სევდიანი მზერა ესროლა რატის და სხეულზე ამეკრო.
-უთხარი. მეუბნება ვიკა. მარია გარეთ გამყავს და მის ლამაზ სახეს ხელებში ვიქცევ.
-დე. ვიწყებ საუბარს და ვგრძნობ როგორ მახრჩობს ცრემლები. -იმედი მაქვს სწორად გაიგებ მარია.
-თხოვდები? მეკითხება ჩემი 9 წლის შვილი. ენა მებმის. -დე. ის ხომ არ დაგარტყამს? ტირილი მივარდება და მარიას გულში ვიკრავ.
-არა პატარა. არასოდეს. ვამბობ უკვე ცრემლებში ჩაძირული. მერე რატი გვიახლოვდება. მარია მას უყურებს.
-ვიმეგობროთ? ეკითხება რატი ღიმილით.
-აიფონ 8ს მიყიდი? ეუბნება მარია რატის.
-მარია. დავქაჩე თვალები. მისი ამ მოულოდნელი განცხადების გამო.
-ვიხუმრე. მხრები აიჩეჩა მარიამ. მერე სამივეს გაგვეცინა.
-ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემი ყოფილი ქმარი ჩემ დაქალს ჩემსავე სახლში სთხოვდა ხელს. ღიმილით არღვევს ვიკა ჩვენ მყუდროებას. ვიცოდი არაფერი სიბოროტე არ იდო მის ნათქვამში მაგრამ თავი მაინც საშინლად ვიგრძენი. აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი. -ყავას დალევთ? გვეკითხება ვიკა.
-კი. პასუხობს რატი ორივეს ნაცვლად.
იმ საღამოს ბედნიერებით გაბადრული სანდრო ამოვარდა ჩემთან და შემოსვლისთანავე შამპანურს მოხსნა თავი.
-ნაკაშიძე. გეღირსა? პატარა ბავშვივით ღრიალებდა სანდრო. შეწინააღმდეგებას აზრი არ ქონდა.
მე და რატიმ ჯვარი სიონში დავიწერეთ. მერე სამეგობრომ ერთი თავაშვებული წვეულება მოვაწყეთ. ყველანი იყვნენ, მათ შორის ვიკა და თავისი ახალი მეგობარიც. ლენაც კი მოვიდა. თითქოს ყველაფერი პირვანდელ სახეს დაუბრუნდა. თითქოს ჩვენში არსებული ერთმანეთის მიმართ არსებული მთელი ბოროტება სადღაც გამქრალიყო.
-მიხარია შენი ამბავი მეუბნება ვიკა და ვიცი რომ არ მატყუებს.
მე და რატიმ კვიპროსში დასვენება გადავწყვიტეთ. აეროპორტის გზას ვადექით როცა მარიას მიუბრუნდა და ეუბნება. შენთვის ორი სიურპრიზი მაქვს.
-რა? თვალები აენთო მარიას. რატი ყუთს აწვდის სადაც მარიას ნანატრი ტელეფონი ხვდება. ის კივილს იწყებს სიხარულისგან და რატის ყელზე ეკიდება. -მადლობა, მადლობა, მადლობა. ყვირის გაბადრული მარია.
-რატი, ძალიან ათამამებ.
-და მეორე რა სიურპრიზია თვალები უფრო ენთება მარიას.
-გეგე ჩვენთან ერთად მოდის. მარია მანქანის უკანა სავარძელზე ხტუნვას იწყებს.
-სერიოზულად? ვეკითხები რატის.
-წინააღმდეგი ხარ?
-არა. რას ამბობ მაგრამ ვიკა?
-თვითონ შემომთავაზა. ამასობაში ვიკას ბინას მივუახლოვდით სადაც ის უკვე გველოდა გეგესთან ერთად. გეგე მამას ეხვევა. მერე მარიას.
-ბიჭებს მიხედე თვალი ჩამიკრა ვიკამ და სახლში შევიდა. რატი ბარგს საბარგულში ათავსებს და საჭესთან ჯდება. ბავშვებს უყურებს. მერე მე მიყურებს.
-მიყვარხარ ენ.
-მეც მიყვარხარ.
მერე აეროპორტისკენ დავიძარით.
***
-და როგორც იქნა თქვენს ურთიერთობასაც დაადგა საშველი? გაბადრული ვეკითხები საუბრის შეწყვეტის შემდეგ ენს.
-ჩვენსას კი. ამბობს სევდიანია ენი.
-რამე მოხდა?
-კვიპროსიდან დავბრუნდი თუ არა სახლში ჯორჯის წერილი დამხვდა.
-რასთან დაკავშირებით.
-აბა თუ გამოიცნობ?
-მეურვეობის საკითხზე?
-ზუსტადაც. ის არ იყო, ასე ვთქვათ პატარა კაცი და მას მარტივად შეეძლო ჩემთვის დედობის უფლება წაერთვა. მითუმეტეს რომ მარიას საფრანგეთის მოქალაქეობა ქონდა მე კი არა.
-მერე რა მოხდა? უკვე შეშლილი სახით ვეკითხები ენს რადგან როცა მეგონა რომ ამ ორს ბედნიერება ეღირსა ზუსტად მაშინ ყველაფერი თავზე დამემხო.
-დანარჩენს ხვალ მოგიყვები კარგი?
-კარგი. დავთანხმდი თუმცა ძალიან არ მინდოდა საუბრის გაწყვეტა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

ვაუუუუ აღფრთოვანებული ვააარრ!!! უმაგრესი ამბავია და უმაგრესად წერ!!! ყოჩაღ!!!

იო არ ზი ბესთ!!!!

 




სტუმარი ლიკა
ვაუუუუ აღფრთოვანებული ვააარრ!!! უმაგრესი ამბავია და უმაგრესად წერ!!! ყოჩაღ!!!

იო არ ზი ბესთ!!!!


მადლობა შენ. ჩენო კარგო ადამიანო ❤
ისე მიხარია, რომ მოგწონთ ❤

 



№3 სტუმარი სტუმარი Takoo

dzaliaaaam magariaaa

 



№4  offline წევრი ♥love love♥

აუ რა ძალიან კარგი გოგო ხარ... <3 ნუ ისტორია ხომ საერთოდ სასწაული.. კარგი თავი იყო. იმედია ჯორჯს როგორმე მოიშორებენ.. სულმოუთქმელად ველი შემდეგ თავს <3

 



№5  offline წევრი Onlyyou

Danarchenebs xval mogviyvrbi?? Tumca dzalian ar mindoda dasrulebuliyo ???? saocarixar shen

 



№6  offline წევრი tatuli)

agarc vici ra vtqva dgitidge vocdebi <3

 




♥love love♥
აუ რა ძალიან კარგი გოგო ხარ... <3 ნუ ისტორია ხომ საერთოდ სასწაული.. კარგი თავი იყო. იმედია ჯორჯს როგორმე მოიშორებენ.. სულმოუთქმელად ველი შემდეგ თავს <3


მადლობა ❤

Onlyyou
Danarchenebs xval mogviyvrbi?? Tumca dzalian ar mindoda dasrulebuliyo ???? saocarixar shen



რა თქმა უნდა ხვალ საყვარელო ❤

tatuli)
agarc vici ra vtqva dgitidge vocdebi <3



ტკბილო მკითხველო ❤

 



№8 სტუმარი Qeti qimucadze

Rodis unda dasruldes andeni ubedurebaaaaa, agar shemizlia amdeni javritt

 




Qeti qimucadze
Rodis unda dasruldes andeni ubedurebaaaaa, agar shemizlia amdeni javritt


ვაიმე ქეთი :-( ჯერ ცოტა კიდევ დაგვრჩა სანერვიულო. სანამ ფინალურ აკორდს დავსვამთ ❤

 



№10  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

წინა თავზე ვერ დავაკომენტარე. რა ჯანდაბა დაემართა ჯორჯს, როგორი თავშეკავებული მეგონა და რა ფსიქოპათი შეგვრჩა ხელში. მაფიქრებს მარიას ბედი. ასეთი მამის ხელში მოუწევს ცხოვრება? დიდი განსაცდელი გადაიტანეს ენმა და რატიმ, მაგრამ მგონი წინ კიდევ მეტი ელოდებათ. აი როგორც ჯორჯის ხასიათის ცვლილებას ვერ წარმოვიდგენდი, ისე ვერ წარმომედგინა ვიკას ცვლილება. ვხვდები რამხელა ძალისხმევად უჯდება მას, უყუროს რატის და ენის ერთად ყოფნას, მაგრამ იმედია თავის ცხოვრებას დაალაგებს და მასაც ეწვევა ბედნიერება.
მოკლედ, დღითიდღე მაოცებ, შენს ნიჭიერებას საზღვარი არ აქვს❤

 



№11  offline წევრი ჰალუცინოგერი

Chikochiko
წინა თავზე ვერ დავაკომენტარე. რა ჯანდაბა დაემართა ჯორჯს, როგორი თავშეკავებული მეგონა და რა ფსიქოპათი შეგვრჩა ხელში. მაფიქრებს მარიას ბედი. ასეთი მამის ხელში მოუწევს ცხოვრება? დიდი განსაცდელი გადაიტანეს ენმა და რატიმ, მაგრამ მგონი წინ კიდევ მეტი ელოდებათ. აი როგორც ჯორჯის ხასიათის ცვლილებას ვერ წარმოვიდგენდი, ისე ვერ წარმომედგინა ვიკას ცვლილება. ვხვდები რამხელა ძალისხმევად უჯდება მას, უყუროს რატის და ენის ერთად ყოფნას, მაგრამ იმედია თავის ცხოვრებას დაალაგებს და მასაც ეწვევა ბედნიერება.
მოკლედ, დღითიდღე მაოცებ, შენს ნიჭიერებას საზღვარი არ აქვს❤


მე რომ ძალიან მახარებს, შენ ზუსტად ის გოგო ხარ ❤
ხო წინ კიდევ ბევრი გზა აქვს ამ ორს (ოთხს) გასავლელი ????❤❤

 



№12 სტუმარი მკითხველი

მეზიზღება ჯორჯისნაირი პატარა კაცები
გაბოროტებული ნაძირლები
ვიკას დიდბუნებოვნება მაოცებს კვლავ
მარიას შეგნებულობა მომწონს
ენი,როგორც იქნა დაბრუნდა
სანდრო არის შეუდარებელი
მეგობრობის ეტალონი
ხიდი,რომელზეც თამამად გადაივლი
საყრდენი,რომელიც არ გიმტყუნებს

შენ უბრალოდ რაღაც სასწაულს წერ
მგონია,რომ მთლად ეპიცენტრში ხარ ამ ყველაფრის,რეალობაში, საიდან გამომდინარეც გამოგდის ასეთი გათავისებული და ბოლომდე ნაგრძნობი.

 



№13  offline წევრი lena lena

სულ ვხვდებოდი რა ც იყო ჯორჯი
აი რატი ზოგჯერ მომწონს ზოგჯერ მინდა ასფალტზე სახით ვახოხიალო :D

 



№14  offline წევრი ჰალუცინოგერი

მკითხველი
მეზიზღება ჯორჯისნაირი პატარა კაცები
გაბოროტებული ნაძირლები
ვიკას დიდბუნებოვნება მაოცებს კვლავ
მარიას შეგნებულობა მომწონს
ენი,როგორც იქნა დაბრუნდა
სანდრო არის შეუდარებელი
მეგობრობის ეტალონი
ხიდი,რომელზეც თამამად გადაივლი
საყრდენი,რომელიც არ გიმტყუნებს

შენ უბრალოდ რაღაც სასწაულს წერ
მგონია,რომ მთლად ეპიცენტრში ხარ ამ ყველაფრის,რეალობაში, საიდან გამომდინარეც გამოგდის ასეთი გათავისებული და ბოლომდე ნაგრძნობი.


შემაჟრჟოლა ამ კომენტარის გამო ❤
ვიკა და ჯორჯი კიდევ გაგვაოცებს მათი ხასიათით და დამოკიდებულებით. ამის პირობას გაძლევთ. ❤
მადლობა ასეთი შეფასებისთვის

lena lena
სულ ვხვდებოდი რა ც იყო ჯორჯი
აი რატი ზოგჯერ მომწონს ზოგჯერ მინდა ასფალტზე სახით ვახოხიალო :D


ვახოხიალო კარგი იყო. რა გიჟი ხარ ლენა ❤

 



№15  offline წევრი mirandaa31

ძალიან კარგი იყოო.. როგორც ყოველთვის. ჯორჯი მომწონდა ადრე ძალიან, მაგრამ ძაან დაპატარავდა, სამწუხაროდ! ვიკას ვერ ვხვდები ვენდო, თუ ჯერ ისევ დავაკვირდე.. ალბათ უფრო მეორე. მარია საყვარელია ❤️ რატი და ენის ურთიერთობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა.. ასე ერთად ისე მომწონს არ მინდა დაშორდნენ. ხო სანდრო დამავიწყდა ეგ მელოტი ეგა :დ ჩემთვის სანდრო ყველაზე გამორჩეული პერსონაჟია ❤️ მიყვარს ❤️ მალე მინდა ახალი, მაინტერესებს რას გვიმზადებ ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№16  offline წევრი ჰალუცინოგერი

mirandaa31
ძალიან კარგი იყოო.. როგორც ყოველთვის. ჯორჯი მომწონდა ადრე ძალიან, მაგრამ ძაან დაპატარავდა, სამწუხაროდ! ვიკას ვერ ვხვდები ვენდო, თუ ჯერ ისევ დავაკვირდე.. ალბათ უფრო მეორე. მარია საყვარელია ❤️ რატი და ენის ურთიერთობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა.. ასე ერთად ისე მომწონს არ მინდა დაშორდნენ. ხო სანდრო დამავიწყდა ეგ მელოტი ეგა :დ ჩემთვის სანდრო ყველაზე გამორჩეული პერსონაჟია ❤️ მიყვარს ❤️ მალე მინდა ახალი, მაინტერესებს რას გვიმზადებ ❤️


იმდენ რამეს გიმზადებთ. მეშინია ბოლოს არავინ მცემოთ ❤❤❤

 



№17  offline წევრი Onlyyou

dzalian didi survili maqvs es motxroba filmad vnaxo rogori dasasrulic ar unda qondes ♡♡♡

 



№18  offline წევრი ჰალუცინოგერი

Onlyyou
dzalian didi survili maqvs es motxroba filmad vnaxo rogori dasasrulic ar unda qondes ♡♡♡



ვაიმე. უღრმესი მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent