შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (მეორე ნაწილის დასასრული)


9-06-2018, 09:12
ნანახია 2 625

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (მეორე ნაწილის დასასრული)

-მერე რა მოხდა? უკვე შეშლილი სახით ვეკითხები ენს, რადგან როცა მეგონა, რომ ამ ორს ბედნიერება ეღირსა ზუსტად მაშინ ყველაფერი თავზე დამემხო.
-დანარჩენს ხვალ მოგიყვები კარგი?
-კარგი. დავთქნხმდი ,თუმცა ძალიან არ მინდოდა საუბრის გაწყვეტა.
-----------------



-მოხდა რამე? მეკითხება სახლში შესვლისთანავე დედა.
-არაფერი.
-ენთან ერთად იყავი?
-ხო... დე.
-რა იყო?
-როგორ უძლებს ეს გოგო ამდენ სტრეს?
-ძლიერია.
-როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს. არ ვიცი მისი გონება ამდენ ძალადობას უბრალოდ ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს ყველაფერს გაუმკლავდეს.
-სიყვარული, ისეთი სიყვარული, როგორც მას და რატის აქვთ ყველაფერს აძლებინებს.
-ენმა მეურვეობა მოიპივა თუ ვერა? დედამ თავი ჩახარა. -ანუ ვერა? ეს ჯორჯი ისეთი კეთილი ჩანდა თავიდან . ცრემლი ვეღარ შევიკავე და ავტირდი.
-ნუ ტირი ნია. ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა.
-ხო მაგრამ.
-ენი მებრძოლია. ის არ დათმობს იმას, რაც მისთვის ასეთი მნიშვნელოვანია. მერე ოთახში შევდივარ და ღრმად მეძინება. დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა?
-მზად ხარ? მესმის ტელეფონს მიღმა ენის ხმა.
-რომელი საათია? საათს გავხედე ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელმა.
-პირველი. გეძინა? თუ გინდა ხვალ შევხდეთ.
-არა, არა 15 წუთში მზად ვიქნები. ჩავძახე ენს ტელეფონში და გიჟივით დავიწყე თავის მოწესრიგება. ენმა ფორა მომცა და ნახევარ საათში უკვე ჩემთან იყო.
-ჩაის არ დალევ? შესთავაზა დედამ. ენი მე მიყურებს და როდესაც ჩემ მოლოდინით გაუსაძლის თვალებს გადააწყდა გაეღიმა.
-საღამოს შეიძლება. შვებით ამოვისუნთქე და მანქანაში ჩავუხტი. -შეაგვიანდება.
-სად მიგყავს?
-ისტორიის მხოლოდ ერთ გმირს ხომ არ უნდა იცნობდეს? ღიმილით უპასუხა ენმა დედას და მე მომიბრუნდა. -გინდა რატი გაიცნო? და არა მარტო რატი.
-შენ, შენ. ენა დამება ამ მოულოდნელი სიახლით. -რა თქმა უნდა მინდა. ვამბობ მე და ენმაც მანქანა ადგილიდან დაძრა. ვერც კი ავღწერ გული რა სისწრაფით მიცემდა. ვერაფერი ისე ვერ გამახარებდა, როგორც ეს მოულოდნელი სიახლე.
-მზად ხარ? მეუბნება შესასვლელის წინ მდგარი ენი.
-არა. ვამბობ მე და ორივე ვიცინით. ენი კარს აღებს და სახლში შევდივართ. -მოვედით.
-გაუმარჯოს.
-აბა თუ გამოიცნობ ეს რომელი პერსონაჟია?! მეუბნენა ენი.
-სავარაუდოდ სანდრო. ვამბობ ღიმილით.
-ე.. საიდან მიხვდი ტო?
-მელოტი თავით. ვთქვი მე და ენს გადავხედე, რომელიც გულისწასვლამდე იცინოდა. სანდრომ კი სახე მოქუფრა. -არ მინდოდა თქვენი წყენინება ვეუბნები სანდროს.
-ჯერ ერთი. ამბობს სანდრო. "თ" ამოიღე ხმარებიდან და მეორეც კეთილი იყოს შენი გაცნობა. ენის მეგობრებში ყოფნა ჩემთვის ისეთი სიამოვნება იყო. თითოეული მათგანი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. მხოლოდ რატი აღმოჩნდა იმაზე გაცილებით სიმპატიური ვიდრე ენი ამბობდა. ისინი ერთად იდეალურად გამოიყურებოდნენ. რატი მუდამ ვნებით აღგზნებული თვალებით უცქერდა მეუღლეს ენი კი ცდილობდა ეს სხვებისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო. თუმცა მეეჭვება, რომ ეს ვინმეს გამოპარვოდა.
-ესე იგი ჩვენზე წიგნს წერ. მეუბნება ვიკა ღიმილით. - იმედია ჩემს პერსონაჟს ძალიან არ ასაზიზღრებ ხომ?
-უკვე აღარ. ვამბობ მე და ოთახში მყოფთ სიცილი უვარდებათ. მთელი საღამო მათთან ერთად გავატარე.
-დროა შინ წაგიყვანო. ამბობს ენი და მანქანის გასაღებს იღებს.
-გამოგყვე? ეკითხება რატი ცოლს და შუბლზე კოცნის.
-არა. მათ ვემშვიდობები და მანქანაში ვჯდები. -აბა. ამბობს ენი როგორც კი ადგილიდან დავიძარით. -კმაყოფილი ხარ დღევანდელი დღით?
-როგორ შეიძლება კმაყოფილი არ ვიყო. ის იღიმის. მის ღიმილს ვარსკვლავები აკლია და ზუსტად ვიცი ეს რატომაც ხდება. -ენ შეიძლება რაღაც გკითხო?
-რა თქმა უნდა ნია.
-სასამართლო წააგე? ცისფერი სევდიანი თვალები შემომანათა, რომელშიც ცრემლი შესამჩნევად უკრთოდა.
-ხო. წავაგე. ვიგრძენი როგორ გამეყინა სისხლი და მეტის მოსმენა დღეს ნამდვილად აღარ მინდოდა, თუმცა ენმა თავად განაგრძო თხრობა. -კვიპროსიდან დაბრუნებულებს, როდესაც სახლში ჯორჯის წერილი დამხვდა, მახსოვს წავიკითხე და მოწყვეტით ჩავეშვი სავარძელში. მთელი ჩემი ბედნიერება წამის მეასედში სადღაც გაქრა. საკუთარი ცხოვრება, არსებული რეალობით ისე მძულდა, რომ ერთი წამი მეგონა რატიც კი მძულდა. თუმცა ეს ასე არ იყო. ამ ამბის გამო ვერ შევიძულებდი მას. ის არაფერ შუაში იყო. ეს მხოლოდ ჯორჯის ავადმყოფური ხასიათის გამოვლინება იყო. მხოლოდ იმას ვფიქრობდი თუ რა მოხდა ისეთი, რომ ჯორჯი პირვანდელი სახისგან სრულიად რადიკალურ ადამიანად იქცა და ეს ყველაფერი მას წლების შემდეგ დაემართა.
-ვერ მოგიგებს. ჩემს დამშვიდებას ცდილობს რატი. -არავის აქვს უფლება დედობა წაგართვას.
-შენ არ იცი მას რამხელა გავლენები აქვს რატი.
-ყველაფერი კარგად იქნება. ამბობს ის და გულში მიკრავს. -ჩვენ ვიბრძოლებთ.
მეორე დღესვე რატის წინააღმდეგობის მიუხედავად საფრანგეთში მარტო გავფრინდი. კარგა ხანს ვიდექი იმ სახლის წინ სადაც მე და ჯორჯი წლები ერთად ვცხოვრობდით და ვგრძნობდი როგორ მძულდა აქაურობა.
-შემოდი. მეუბნება ჩემი დანახვით არც ისე გაოცებული ჯორჯი. წელში ვიმართები და შინ შევდივარ. სამზარეულოს მაგიდასთან ვჯდები. ის კარადას აღებს და ჩემი საყვარელი კოქტეილის მომზადებს იწყებს.
-ჯორჯ. ვცდილობ საუბარს მშვიდი ფონი მივცე. -არამგონია მარიასთვის ეს სასამართლო კარგის მომტანი იყოს.
-მარია შენთან არ იცხოვრებს ენ.
-და რატომ?
-არ ვაპირებ ჩემმა შვილმა აღვირახსნილი დედის ყურებით ფსიკიკა შეირყიოს.
-შეურაწყოფას რატომ მაყენებ? ის კოქტეილს წინ მიდგამს. -ჯორჯ ასეთი რა დავაშავე? შენ ხომ იცოდი რატი რომ მიყვარდა. მე ხომ არ დამიმალავს შენთვის?
-გეყოფა. დაიღრიალა ამ უკანასკნელმა და სკამი კედელს შეალაწა. არ შემშინებია. უკვე აღარ მეშინოდა მისი აგრესიის. -მე მარიას მომავალი მადარდებს და არა შენი სექსუალური ფანტაზიები.
-მარია კარგად არის. როცა მოგინდება მაშინ შეგიძლია მისი ნახვა და მასთან ყოფნა მაგრამ მეურვეობის სასამართლოთი გადაწყვეტა სრული სიგიჟეა. დაფიქრდი ჯორჯ.
-გადაწყვეტილია. ამბობს საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებული კმაყოფილი ხმით.
-ავადმყოფი ხარ. ვამბობ წყობიდან გამოსული და წასასვლელად ვდგები. ჯორჯმა არ მაპატია მისი შეურაწყოფა. გიჟივით მეცა ყელში და დახრჩობა დამიწყო.
-გულისამრევი ხარ. მომახალა როგორც კი ხელი გამიშვა. სულს ვერ ვითქვამდი უჰაერობისგან. იატაკზე დავეცი და გონება დავკარგე.
თვალი ჩემს ძველ საძინებელში გავახილე. სავარძელში ჯორჯი იჯდა და ჩემს გონს მოსვლას ელოდა. საწოლიდან წამოდგომა ვცადე მაგრამ თავბრუ დამეხვა და ისევ ბალიშს მივესვენე.
-ორსულად ხარ? მეკითხება ჯორჯი.
-არამგონია. საწოლიდან წამოდგომაში მეხმარება. თმას ყურზე მიწევს და სახე ისე ახლოს მოაქვს მისი კანის სურნელს მომენტალურად შევიგრძნობ.
-ბოდიში. ზედმეტი მომივიდა. ამბობს და ლოყაზე მკოცნის. სახე უხეშად მოვაცილე მის ცივ ბაგეს და ისიც წამებში დგება საწოლიდან.
-როგორ შეგიძლია ორი ასეთი რადიკალურად განსხვავებული ადამიანი იყო?
-სასამართლოში შევხდებით. ამბობს ჯორჯი და გასასვლელისკენ მითითებს.
ორ დღეში რატი და მარიაც ჩამოვიდნენ.
-დაელაპარაკე. მეუბნება რატი. -საქმის კურსში ჩააყენე.
-რა ვუთხრა რატი? რომ შესაძლოა ვეღარ მნახოს და ავადმყოფ მამასთან მოუწიოს ცხოვრება? ტირილი მივარდება და რატიც ჩემ დამშვიდებას ალერსით ცდილობს. მერე მარიასთან შევდივართ ორივე. ჩვენი შეშინებული სახეების დანახვით მარიაც შიშნარები თვალებით გვიცქერს ხან ნე ხან რატის.
-მარია მოდი ჩემთან. ვეუბნები და ისიც ჩემ მკლავებში რგავს თავს. -პრობლემა გვაქვს. მაგრამ დამპირდი არ ინერვიულებ. ის უკვე ტირის. მის ცრემლიან თვალებს ვკოცნი და მეც მასთან ერთად ვტირი. -მამას უნდა რომ თავისთან იცხოვრო. ვამბობ ამ სიტყვებს და მთელი არსებით შევიგრძნობ მარიას შიშით შეშლილი სხეულის სიცივეს. მაგრად მეკვრის სხეულზე.
-მე შენთან მინდა დედა. არ დამტოვო მასთან გთხოვ. რატის გავხედე რომელსაც თავი ხელებში ჩაერგო, ცოტაც და პატარა ბავშვივით აღრიალდებოდა.
-არ დაგტოვებ. მხოლოდ ამის თქმა შევძელი. დიდხანს იტირა მარიამ ჩემ კალთაში და ბოლოს ჩაეძინა. რატიმ მისი სიფრიფანა სხეული საწოლში ჩააწვინა. სამზარეულოში უხმოდ ვისხედით და სიგარეტს ვეწეოდით.
-ენ. ხელზე მეხება რატი და მე რატომღაც მის შეხებას უპასუხოდ ვტოვებ.
-არ გინდა რატი. უბრალოდ არ გინდა.
ორ დღეში სასამართლო გაიმართა. როგორც მოველოდი ყველაფერი ისე მოხდა. ჯორჯმა ყველას მოსყიდვა შეძლო და მეურვეობის უფლებაც მიიღო. არავინ არაფრად ჩააგდო არც ჩემი ჩვენება ჯორჯის ძალადობებთან დაკავშირებით, არც მარიას გულწრფელი ვედრება, რომ დედასთან სურდა ცხოვრება, რომ მამის ეშინოდა. ყველაფერი ისე დასრულდა როგორც ჯორჯს სურდა. მე შემეძლო შაბათი-კვირა გამეტარებინა ჩემ შვილთან. ასევე შემეძლო არდადეგბზე ჩემთან წამეყვანა. მოკლედ მე და მარია ერთმანეთს დაგვაშორეს. სასამართლო დარბაზიდა ისე გაიყვანეს მასთან გამომშვიდობების საშუელაბაც კი არ მომცეს. მისი პანიკური ხმა ახლაც ყურში ჩამესმის. ყოველ წამს ეს ხმა ტრიალებს ჩემს ცნობიერში. ჩემი ცხოვრება იმ დღეს დასრულდა. მთელი სიცხადით ვგრძნობდი, როგორ მძულდა საკუთარი თავი.
ნაქირავებ ბინაში უხმოდ შევედით მე და რატი და ორივენი მოწყვეტით ჩავეშვით სავარძლებში. ჩემი მზერა სადღაც ჰორიზონტში იყო გაყინული რატი კი მე არ მაშორებდა თვალს.
-ნუ მიყურებ. ვამბობ სივრცეში და არა მისი მისამრთით. რატი უხმოდ დგება და ოთახიდან გადის. არანაირი ემოცია არ გამაჩნდა. თითქოს გავიყინე. თითქოს გული ამომგლიჯეს. იქვე მეძინება სადაც ვიჯექი.
მეორე დღესვე ჯორჯს სამსახურში მივაკითხე. ნახევარი საათი მალოდინა სანამ მასთან შემიშვებდნენ. ბოლოს როგორც იქნა შევაღწიე მის კაბინეტში.
-მითხარი რა გინდა ყველაფერს გავაკეთებ. მხოლოდ ასე, მის გარეშე ვერ ვიცხოვრებ ჯორჯ.
-რატომ მის გარეშე. შაბათ-კვირას ხომ ნახავ. ოჰ სულ დამავიწყდა. შენ ხომ საქართველოში ცხოვრობ. ბედნიერი ღიმილი მესროლა ამ უკანასკნელმა და საბოლოოდ გამტეხა კიდეც.
-უბრალოდ მითხარი რა გავაკეთო და ყველაფერს გავაკეთებ. ჯორს ეშმაკი გაუკრთა თვალებში. ასეთი გატეხილი და მავედრებელი მაშინაც კი არ ვუნახივარ როდესაც მცემდა. მერე ჩემსკენ გადმოდგა ნაბიჯი და ძალიან ახლოს მოვიდა.
-ქმარი მიატოვე. ჩამჩურჩულა ყურში და ყელზე ნაზად მაკოცა. მთელი არსებით ვიგრძენი გულის რევას ძლივს რომ ვიკავებდი. უკან ვიხევ და თვალებში მზერას ვუყრი. -გაშორდი ენ და დაიბრუნებ შვილს. მიმეორებს კმაყოფილი ჯორჯი.
-მევაჭრები? ის კიდეც უფრო ახლოს მოდის ჩემკენ და წელზე თავის ბინძურ ხელებს მხვევს.
-მკითხე და გიპასუხე ენ. ამბობს და ტუჩებზე მეკვრის. მთელი ძალით ამოვარტყი წიხლი და მისი ბინძური მკლავებისგან გავითავისუფლე თავი.
-არ შემეხო ნაგავო. დავიღრილაე მთელი ხმით. -იცოდე ჯორჯ. რომ გავიგო, უბრალოდ რომ გავიგო რომ მარიას თითი მაინც დააკარე. ჩემი ხელით დაგთხრი მაგ დამპალ თვალებს და ტრა*კში გაგ*ხრი. ხომ იცი რომ ხელიც არ ამიკანკალდება. მერე ოთახიდან გიჟივით გამოვარდი.
-სად იყავი. მეკითხება სახლში შესულს რატი.
-ჯორჯთან. შევატყე როგორ დაეძაბა მთელი სხეული, მაგრამ მაქსიმალურად ეცადა თავისთვის კონტროლი გაეწია.
-ენ. უჩემოდ მაინც ნუ ნახავ მაგ ნაბი*ვარს.
-რატომ? კიდევ მეტად რომ გავაღიზიანოთ? ისედაც შენს გამო ხდება ყველაფერი. შევუბღვირე რატის და მაშინვე ვინანე. -რატი მაპატიე გთხოვ. მასთან მივედი და მოვეხვიე. უძრავად იდგა, სისხლი გამეყინა. შევეცადე მისი ვნებიანი ტუჩებისთვის კოცნა წამერთმია მაგრამ ამ უკანასკნელმა ჩემი მკლავებიდან გაითავისუფლა თავი.
-რას აპირებ ენ? როგორ არ მსურდა ჩემთვის ეს კითხვა დაესვა.
-ვრჩები რატი. ის იღიმის. მწარედ იღიმის. - და შენ რას აპირებ რატი?
-მეც მყავს ენ შვილი. ამბობს რატი და ბარგის ჩალაგებას იწყებს.
-აეროპორტში გამოგყვები.
-როგორც გინდა. მერე უხმოდ ვაგრძელებთ ერთმანეთის ცქერას. მოგვიანებით როდესაც სიჩუმე უკვე გაუსაძლისი ხდება რატი მიახლოვდება და თავის ძლიერ მკლავებში იქცევს ჩემ სხეულს. -ასე ნუ გამიშვებ ენ. მეუბნება და ნაზად მკოცნის.
-მალე დაბრუნდები?
-ვეცდები.
-მიყვარხარ რატი.
-თავს ხომ გაუფრთხილდები?
-კი გავუფრთხილდები.
-ჯორჯს არ მისცე უფლება გაგტეხოს კარგი?
-ვერ გამტეხავს. ღამე ერთად გავატარეთ და მოგვიანებით ის საქართველოში დაბრუნდა.
***
-მოვედით. ამბობს ენი და მანქანას ჩემი სახლის წინ აჩერებს. -შენ რა ტირი? ცრემლი შეამჩნია ჩემ თვალზე ენმა.
-არაფერია გამივლის. ენი იღიმის. -ხვალ შევხვდებით.
-ხვალამდე. ვამბობ მე და მანქანიდან გადმოვდივარ. საძინებელში შევედი თუ არა საწოლზე დავენარცხე და იმდენ ხანს ვიტირე სანამ ძილმა თავი არ წამართვა.
-შენ რა, მთელი ღამე ტირილში გაატარე? მეკითხება მანქანაში ჩაჯდომისთანავე, ჩემი დასიებული თვალების ნახვით შეშფოთებული ენი.
-მგონი.
-ტირილი სუსტების საქმეა. ამბობს ის ღიმილით. -იცი რა მითხარი. რატომ გადაწყვიტე ჩემი ისტორიის შესახებ წერა?
-თავდაპირევლად შენი და რატის ერთმანეთის მიმართ გიჟურმა ვნებამ მიმიზიდა. მერე კი ისტორია უფრო საინტერესო გახდა ვიდრე წარმომედგინა.
-არც ისე. ამბობ ენი და მანქანის ძრავას რთავს. ჩვეულებისანებრ ბარში ვსხდებით და ის საუბარს აგრძელებს.
***
-მოკლედ მე საფრანგეთში დავრჩი. რატი კი საქართველოში დაბრუნდა და მე მისი შეჩერების არანაირი უფლება არ გამაჩნდა. ჩვენ ორივეს გვყავდა შვილები და თუ მე მარიას გამო შემეძლო მისგან შორს ყოფნა, ერთი წამით ვერ გავამტყუნებდი მას რომ გეგესგან შორს ყოფნა არ სურდა. ასე ფაქტიურად ერთ თვეში დასრულდა მე და რატის ვნებიანი ისტორია. მე ჩემს იქაურ მეგობართან, მიასთან, მარიას ნათლიასთან გადავედი საცხოვრებლად.
-უბრალოდ ვერ ვხდები. მეუბნება ერთ საღამოს მია. -ჯორჯი თითქოს გაწონასწორებული პიროვნება იყო. რამ განაპირობა მისი გარდაქმნა.
-საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ სხვა კაცის სიყვარული ვერ მაპატია. ყველაფერი გააკეთა რომ ეს ურთიერთობა დასრულებულიყო.
-ხო მაგრამ ის ხომ შენი ქმარია.
-ქმარი, რომელიც კილომეტრებით შორს არის ჩემგან. მწარე ღიმილმა გადამირბინა სახეზე და ცრემლიც ვერ შევიკავე.
-წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ქნა ენ.
-არ ვიცი. არც მე ვიცი როგორ მოვიქცე. მარია ძალიან პატარაა იმისთვის, რომ აქ მარტო დავტოვო, თანაც ისეთ შეშლილ მამასთან, როგორიც მას ყავს. ყოველ წამს ის შეგრძნება მაქვს, რომ რამეს დაუშავებს. მაშინ ხომ უნდა მოვკლა მია ჯორჯი?
-არაფერს დაუშავებს. ჩემ დამშვიდებას შეეცადა მია. -და მაინც, რას აპირებ ენ?
-ჯორჯის წესებით უნდა ვითამაშო.
-ანუ?
-რატის უნდა დავშორდე. მიამ უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო.
-და ეს ბედნიერებას მოგანიჭებს?
-შვილს დამიბრუნებს.
-რა გარანტია გაქვს?
-გარანტია არ მაქვს მაგრამ მარიას გამო რისკზე მაინც წავალ.
-ძალიან რთულ სიტუაციაში ხარ ენ. და რატი როგორ მიიღებს ამ ამბავს გიფიქრია ამაზე?
-შემიძულებს.
-მერე?
-როცა შვილი გეყოლება მიხვდები რას ვგრძნობ ახლა. მია გულში მიკრავს.
როგორც იქნა შაბათი დღეც დადგა და ჯორჯმა მარია მომიყვანა. ვერანაირი სიტყვა ვერ აღწერს მე და ჩემი შვილის შეხვედრის სცენას. გახევებული და გაბოროტებული ჯორჯის თვალებშიც კი ცრემლი გაკრთა ამის ყურებისას.
-როგორ ხარ. მეკითხება ჯორჯი.
-კარგად. თუ რამის თქმას აპირებ თქვი, თუ არა და დაგვტოვე. ისედაც ცოტა დრო მაქვს ჩემ შვილთან ყოფნისთვის.
-ორი დღე ენ.
-წარმოდგენა არ გაქვს რა გააკეთე. ამას არასდროს გაპატიებ. რაც მთავარია ვფიქრობ რომ მარიაც არ გაპატიებს.
-ბავშვს ნუ ამიმხედრებ ენ.
-ჯორჯი არ ვარ. ვამბობ და გასავლელისკენ ვუთითებ.
-ხო მართლა. მეუღლე როგორ არის? ღიმილით მეკითხება ჯორჯი და ვიგრძენი, რომ სიტუაცია ისევ მის სასარგებლოდ შეტრიალდა.
-უბრალოდ წადი ჯორჯ.
-ისე ცნობისთვის. ჩემი შემოთავაზება ძალაშია. გაშორდი და შვილს დაიბრუნებ. თვალი ჩამიკრა ამ უკანასკნელმა და მარტო დამტოვა. მოზღვავებულ ემოციებს გარეთ გამოსვლის საშუალება არ მივეცი. წელში გავიმართე და მარიას მივუბრუნდი.
-რა გინდა რომ დღეს გავაკეთოთ?
-ყველაფერი. ამბობს მარია და სხეულზე მეკვრის. ის ორო დღე როცა მარია ჩემთან იყო მართლა ყველაფერი ვაკეთეთ.
-დე. მეუბნება მარია ორშაბათ დილით მამამისის მოსვლის ლოდინში. -ეხლა იქეთ წახვალ?
-ხო დე. მაგრამ მალე ჩამოვალ. შევატყე სახე როგორ მოექუფრა.
-ჩემ გამო პრობლემები შეგექმნა?
-არა ჩემო პატარა. შენ არ ინერვიულო. მთავარი შენ ხარ. ამასობაში ჯორჯიც მოვიდა და მარია წაიყვანა. იმ დღესვე საქართველოში გამოვფრინდი. რატი გაფრთხილებული არ მყავდა და როცა დამინახა ისე ჩამიკრა გულში ცოტაც და ძვლებს დამიმტვრევდა.
-ჯერ არ გელოდი ენ. სახეს მიკოცნიდა აღგზნებული.
-მომენატრე. ჩავჩურჩულე და კოცნა წავართვი. გასაკვირი არ არის, რომ ჯერ ალერსით ვიჯერეთ გული. მოგვიანებით კი როცა რატი ჩემ შიშველ სხეულზე თითების ცეკვით იყო დაკავებული და ჩემი მზერა კიდე სადღაც ჰორიზონტში გაყინული. ძლიერად ჩამიკრა გულში და მეუბნება.
-რას აპირებ ენ?
-იქნებ წამოხვიდე საფრანგეთში. რატის სხეული მომენტალურად იძაბება. -ან არა. მე უფლება არ მაქვს ეს დაგაძალო რატი, მაგრამ არც შენ გაქვს უფლება დარჩენა მომთხოვო.
-ამას არ გთხოვ ენ. ვცდილობ გამოსავალი ვიპოვო.
-და რა არის გამოსავალი?
-ჯერ-ჯერობით სანამ რამე შეიცვლება მოგვიწევს ასე გზაში ვიყოთ გაკიდებული. ცრემლი მომერია მაგრამ შევიკავე. -ჩვენმა სიყვარულმა ბევრ რამეს გაუძლო ენ. ამასაც გაუძლებს. ხომ ასეა? ვნებიანად მეკვრის ტუჩებზე.
-ხო ალბათ. რატი წარბს წევს.
-ალბათ?
-რთულია ასე ყოფნა. აქ ვარ და გონებით მარიას დავტრიალებ.
-ვერ აგიკრძალავ შენ შვილზე ფიქრს. მაგრამ ჩვენზეც უნდა იფიქრო. რატი საწოლიდან დგება ფანჯარას აღებს და სიგარეტს უკიდებს. მერე სიჩუმე ისადგურებს ოთახში. გაუსაძლისი, საშინელი სიჩუმე.
-რატი.
-არც იფიქრო ენ... ბრაზით აღსავსე თვალები შემომანათა. შენ ნაბი*ვარ ყოფილ ქმარს არ მივცემ უფლებას ცხოვრება დაგინგრიოს. ვიგრძენი როგორი გამწარებული იყო რატი.
-უბრალოდ. რატი სიგარეტს ფანჯრიდან ისვრის. მომენტალურად საწოლში ბრუნდება და ტუჩებზე მეკვრის.
-არ მოგცემ ჩემი მიტოვების უფლებას. გეყო. გეყო ჩემი გრძნობების უგულველყოფა. მისი ალერსი აგრსიაში გადავიდა და მისი თითოეული კოცნა თუ შეხება ტკივილს უფრო მაყენებდა ვიდრე სიამოვნებას.
-რატი გეყოფა. გაჩერდი გთხოვ. მტკივა.
-ვერ გაგიშვებ. შანსი არ არის. ამბობს და უფრო უხეშად იქცევა ვიდრე აქამდე. შეწინააღმდეგება მინდა თუმცა რატის აგრესიის მოთოკვა მარტივი არ არის ჩემთვის. მკერდს მუჭში იქცევს და ვხვდები საკუთარ ქმედებას ვეღარ აკონტროლებს. უბრალოდ აზრი არ აქვს შეწინააღმდეგებას და იმის გაფიქრებაზე რომ საკუთარი ქმარი ჩემ გაუპატიურებას აპირებდა შეშლილივით დავიღრიალე და ისიც მოცელილი დაეშვა ჩემ სხეულზე. -ალბათ პატიება რომ გთხოვო აზრი არ აქვს ხომ? ხელი ვკარი და საწოლიდან წამოვდექი.
-არა რატი. აზრი არ აქვს. ყელში ამოხვედით ყველანი, დავიღალე, არ შეიძლება ჩემ ცხოვრებაში არსებული ყველა მამაკაცი ჩემზე ძალას ხმარობდეთ, მე ეს არ დამიმსახურებია.
-ენ გთხოვ, მუდარით სავსე თვალები შემანათა ამ უკანაკნელმა.
-შემეშვი. ხელი ავუქნიე.სააბაზანოში შევედი და წყლის წვეთებს საკუთარი ცრემლები შევურიე
-არ მინდა ამის მოსმენა. საუბარს ვაწყბეტინებ ენს.
-მე კი გახსენება. ცოტა ხანს უხმოდ ვსხედვართ. -მოგვიანებით სანდროს შეხვედრა ვთხოვე და ისიც დანიშნულ ადგილას მოვიდა.
-რა სახე გაქ ნაკაშიძე? მეკითხება შეშინებული სანდრო.
-დახმარება მჭირდება სან.
-რა ხდება ამოღერღე.
-რატი დაარწმუნე რომ გამეყაროს. თითქოს ტყვია ესროლეს სანდროს ისეთი შეშლილი თვალები მომაპყრო.
-შენ ხო არ ან*რევ გოგო?
-სანდრო ვერ გავუძლებ ამ სიტუაციას.
-ამის დედა *ევე*ი როდის აქეთაა ესეთი სუსტი გაიჩითე.
-მას შემდეგ რაც შვილის ნახვა ამიკრძალეს. დავუღრიალე სანდროს და თავი ხელებში ჩავრგე. სანდრო ნორმალური ადამიანის აზროვნებას უბრუნდება და შედარებით რბილი ხმით მეუბნება.
-კაცს, რომელსაც ასე უყვარხარ ვერ ვეტყვი რომ გაგეყაროს.
- გუშინ ჩემი გაუპატიურება სცადა. მზერა გავუსწორე სანდროს, რომელსაც არ გაუკვირდა ეს ამბავი.
-ვიცი. მითხრა იმ *ირმა. ამოიოხრა ამ უკანსკნელმა. -არ გეგონოს ვამართლებ ენ. ვერ ვიტან მოძალადე კაცებს, მაგრამ რატი დიდი ხანია ჭკუიდან არის გადასული. წლები ცდილობდა შენს მოპოვებას და როცა ეგონა რომ მოგიპოვა გაყრას აპირებ. გუშინ ქალივით ღრიალებდა შენს გამო. წარმოდგენაც არ გაქვს როგორ უყვარხარ.
-არ აქვს უფლება ძემზე ძალა იხმაროს.
-კიდე გეუბნები არ ვამართლებ. მაგის გამო გუშინ მაგრად მივასხით მე და გიგიმ.
-უბრალოდ უთხარი რომ გამეყაროს. ვთქვი და ასადგომად მოვემზადე. სანდრომ მაჯაში წამავლო ხელი და უკან დამსვა.
-დავუშვათ გაგეყარა. როგორ ფიქრობ თქვენი ცხოვრება არსებულზე უკეთესი იქნება?
-კი.
-შეიშალე ხომ?
-შესაძლოა.
-ცოტა მოითმინე. ყველფერი გამოსწორდება.
-ვითომ?
-დარწმუნებული ვარ.
-კიდევ რომ სცადოს ძალადობა?
-არ ეცდება. სახლში წადი. ქმარს ჩაეხუტე ენ. მზრუნველი თვალები შემანათა სანდრომ. -შენ ხომ გიყვარს ის?
-მიყვარს.
-მაშინ შეეცადე მასაც გაუგო.
სახლში შესულს ოთახი სურნელოვანი სანთლებით და ვარდებით მორთული მხვდება. სავარძელში რატი ზის და ჩემ დანახვაზე ფეხზე ხტება. მე ვუღიმი.
-არ მეგონა რომანტიკოსიც თუ იყავი რატი.
-იმდენი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ, თუმცა ერთმანეთის შესახებ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ენ.
-მაგალითად არ ვიცი რომ შეგიძლია ჩემზე ძალა იხმარო. რატის მწვანე თვალებში სევდამ გაიელვა. -არაუშავს. ვამბობ და ყელზე ვხვევ ხელებს. -ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ, მთელი შენი აგრესიით, მოჩვენებითი რომანტიზმით და ასე შემდეგ, მაგრამ გთხოვ ამას ნუღარ გააკეთებ. რატი ნაზად ეხება ჩემა ტუჩებს. მეც კოცნაში ვყვები. მისთვის უჩვეულო სინაზით ეპყობოდა ჩემ სხეულს.
-ყოველ ჯერზე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს პირველად ხდება.
-რა?
-რომ პირველად გეხები.
-მიყვარხარ.
-მეც ენ.
ხუთშაბათს საღამოს ბარგს ვალაგებდი, როდესაც საძინებელში რატი შემოვიდა, ჩემი გამგზავრების პროცესში ყოფნა არ შეიმჩნია, სავარძელძელში ჩაჯდა და ჩაფიქრებული მზერა მომაპყრო.
-რა იყო რატი?
-არაფერი.
-მაშინ რატომ მიყურებ ესეთი თვალებით.
-როგორი თვალებით გიყურებ ენ? სიგარეტს უკიდებს და ღრმა ნაფახს არტყამს.
-ხომ გთხოვე რომ საძინებელში არ მოწიო. უხმოდ სრეს სიგარეტს საფერფლეში.
-მოდი ჩემთან.
-ახლა არა, რატი ვლაგდები, ხვალ მივფრინავ. რატიმ ტუჩის კუთხე უსიამოვნოდ ჩატეხა და გასასვლელად მოემზადა. რატი.
-რა?
-ასე ნუ მექცევი.
-როგორ გექცევი ენ?
-ასე, ცივად.
-მე და სიცივე? ცივი შენ ხარ ენ.
-პრობლემები მაქვს ხომ არ დაგავიწყდა?
-პრობლემები გვაქვს ენ.
-რატი ახლა მე და შენს ურთიერთობაზე არ ვსაუბრობთ.
-ხო ეს რა თქმა უნდა ყველაზე ბოლოხარისხოვანია არა შენთვის? ხმას აუწია რატიმ.
-არა რატი, მაგრამ ახლა საქმე ჩემ შვილს ეხება.
-რაც გინდა ის ქენი.
-რატი. დავიყვირე თუმცა მან უკვე მოასწრო საძინებლის კარის გაჯახუნება და ოთახში მარტო დამტოვა. იმ ღამით სახლში არ მოვიდა.

***
-როგორ თუ არ მოვიდა? შევაწყვეტინე ენს.
-გაბრაზდა, ძალიან გაბრაზდა, სახლში არ მოვიდა და საფრანგეთშიც ისე წავედი არ გამაცილა.
-ძალიან ბავშურად არ მოიქცა?
-არა. მაშინ მისი არ მესმოდა მაგრამ ახლა კარგად მესმის, მისთვის იმაზე რთული აღმოჩნდა ჩვენი მსგავსი ურთიერთობა ვიდრე ამის წარმოდგენა შემეძლო.
-მერე რა მოხდა?
-მის ზარებს აღარ ვპასუხობდი. არ ვიცი რამდენმა ფერმა გადამიარა ამის მოსმენისას. -უბრალოდ გადავწყვიტე, რომ უკან აღარ დავბრუნდებოდი.
-ენ.
-მაშინ ესე გადავწყვიტე ნია, მეგონა ეს ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იყო.
-მერე რა მოხდა?
საღამოს მე და მია ყავას ვსვამდით როდესაც მყუდროება კარზე ზარის დარეკვამ დაარღვია.
-მე გავაღებ. კარისკენ მიდის მია. -ჯორჯ? აქ რას აკეთებ? მისი სახელის გაგონებისას ერთიანად დამიარა სხეულში შიშმა და მომენტალურად ფეხზე წამოვხტი.
-ენი აქ არის?
-შემოდი. ამბობს მია და კარს უფრო ღრმად აღებს.
-გარეთ გავიდეთ. ვეუბნები ჯორჯს, მოსახურს ვიღებ და გავდივართ. -რამე მოხდა? მარია ხომ კარგად არის?
-დამშვიდდი. კარგად არის.
-აბა რისთვის მოხვედი?
-შენი ნახვა მინდოდა. ვიგრძენი როგორ დამიარა ტანში ჟრუანტელმა.
-ჯორჯ. რა ჩაიფიქრე?
-არაფერი ენ. მხოლოდ შენი ნახვა მინდოდა. სხვა არაფერი. როგორ მიდის შენი საქმეები, რამეში ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდება?
-ჯორჯ მეღადავები? უკვე სახე ამენთო სიბრაზით. ის ჩემ ხელს ხელებში იქცევს, მე კი მომენტალურად თავს ვითავისუფლებ.
-არაფერს დაგიშავებ ენ.
-ამაზე მეტი რაღა უნდა დამიშავო ჯორჯ? უკვე აგრესია დამეტყო ხმაში.
-იქნებ სახლში დაბრუნდე ენ. ვიგრძენი მუხლი მომეკვეთა და თვალებშიც დამიბნელდა. ჯორჯს მკლავზე მხოლოდ იმიტომ დავეყრდენი, რომ არ დავცემულიყავი.
-ღმერთო ჩემო ჯორჯ, მგონი სულ შეიშალე ხომ?
-მიყვარხარ ენ. ჩემი ისტერიული ხარხარი არემარეს ანგრევს.
-ავადმყოფი ხარ.
-არ გინდა, შენ შვილთან მეტი დრო გაატარო? უკვე ტონი შეცვალა ჯორჯმა.
-იცი რა ჯორჯ. ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა. პირველი რაუნდი მოიგე, მაგრამ გპირდები დედას გიტირებ. ჯორჯმა ცივად გამიშვა ხელი.
-არ გიხდება ესეთი ლაპარაკი. მერე ჩემს კოცნას შეეცადა და სანაცვლოდ სახეზე ჩემი ხუთი თითი ლამაზად აესახა.
-შენი დრო დასრულდა ჯორჯ, შენი აღარ მეშინია. მერე სახლში შევბრუნდი და კარი ცხვირწინ მივუხურე. მიამ დიდრონი თვალები შემანათა, მე კი იქვე ავტირდი სადაც ვიდექი. იმავე საღამოს არ ნაპასუხები მილიონი ზარის შემდეგ რატისგან სმს მომდის. „კარგი ენ, როგორც შენ გინდა, მოდი დავშორდეთ“


მეორე ნაწილის დასასრული.

იმედი მაქვს ისიამოვნეთ მეგობრებო. შევეცდები ძალიან მალე დაგიბრუნდეთ მესამე, დასკვნითი ნაწილით. ყველას დიდი მადლობა იმ სიტყვებისთვის რასაც მწერდით, ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. იმედია ახლაც არ დაიშურებთ თქვენს შეფასებებს ამ ისტორიის შესაფასებლად<3
სულ ცოტა ხნით დაგემშვიდობებით...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 წევრი mirandaa31

ძალიან მოუთმენლად ველოდები მესამე ნაწილს. როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ ❤️ დიდხანს არ გვალოდინო. ისე მაიბტერესებს რა მოხდება ვეღარ ვითმენ :*
--------------------
ხელმოწერა

 




mirandaa31
ძალიან მოუთმენლად ველოდები მესამე ნაწილს. როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ ❤️ დიდხანს არ გვალოდინო. ისე მაიბტერესებს რა მოხდება ვეღარ ვითმენ :*



უკვე ვმუშაობ. ძალიან მალე იქნება საყვარელო ❤

 



№3  offline წევრი lena lena

რატო გვექცევი ასე? :D
როცა მგონია რომ ყველაფერი დალაგდა ჰოპ და არაფერიც არ არის დალაგებული :D
აი ყველაზე ყველაზე "საზიზღარი" გოგო ხარ <3
გელოდები საყვარელო <3

 




lena lena
რატო გვექცევი ასე? :D
როცა მგონია რომ ყველაფერი დალაგდა ჰოპ და არაფერიც არ არის დალაგებული :D
აი ყველაზე ყველაზე "საზიზღარი" გოგო ხარ <3
გელოდები საყვარელო <3



აი ვგიჟდები შენს კომენტარებზე ❤

 



№5 სტუმარი სტუმარი მაკო

სულმოუთქმელად ველოდები მომავალ თავებს ძალიან ძალიან მაგარია. გული მტკივა რატომ ტანჯავ ამ წყვილს არ შეგეცოდა? ლამისაა ვიტირო ამათი საცოდაობით.

 



№6  offline წევრი Onlyyou

Velodebi rodis daideba axali nawili da kidev ertxel avgnishnav ro didi siamovnebit vuyurebdi films ????????????

 




სტუმარი მაკო
სულმოუთქმელად ველოდები მომავალ თავებს ძალიან ძალიან მაგარია. გული მტკივა რატომ ტანჯავ ამ წყვილს არ შეგეცოდა? ლამისაა ვიტირო ამათი საცოდაობით.


თავს თვითონ იტანჯავენ. მე არაფერ შუაში ვარ ????❤

Onlyyou
Velodebi rodis daideba axali nawili da kidev ertxel avgnishnav ro didi siamovnebit vuyurebdi films ????????????


მადლობა ჩემო კარგო. ორშაბათს აუცილებლად დაიდება ❤

 



№8 წევრი ჰაიკო

mirandaa31
ძალიან მოუთმენლად ველოდები მესამე ნაწილს. როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ ❤️ დიდხანს არ გვალოდინო. ისე მაიბტერესებს რა მოხდება ვეღარ ვითმენ :*

მაგარი სურათია;)
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№9  offline წევრი Taattu

ძალიან კარგი იყო heart_eyes მოუთმენლად ველოდები 3 ნაწილს heart_eyes
ოდესმე ერთად და მშვიდად იქნებიანნ? smile pensive
წარმატებები ძალიან კარგი გოგო ხარ blush heart_eyes heart_eyes

 



№10 წევრი ჰალუცინოგერი

Taattu
ძალიან კარგი იყო heart_eyes მოუთმენლად ველოდები 3 ნაწილს heart_eyes
ოდესმე ერთად და მშვიდად იქნებიანნ? smile pensive
წარმატებები ძალიან კარგი გოგო ხარ blush heart_eyes heart_eyes


ერთად ვნახოთ შემდეგ ნაწილში ❤

 



№11  offline წევრი tatuli)

miyvars es istoria dzalian <3 chemtvis ert erti gamorcheuli istoria sulshinchamcvdomi dzalian dzalin magaria <3 velodebi mesame nacils da misi dasrukebis mere ukve agar vici albat tavidan davicyeb kitxavs :D <3

 



№12  offline წევრი CRAZY GIRL 2

ვგიჟდები შენზე და ამ ისტორიაზეც!
და კიდე რატიზე! bowtie heart_eyes
ველოდები მე-3 თავს kissing_heart

 



№13 წევრი ჰალუცინოგერი

tatuli)
miyvars es istoria dzalian <3 chemtvis ert erti gamorcheuli istoria sulshinchamcvdomi dzalian dzalin magaria <3 velodebi mesame nacils da misi dasrukebis mere ukve agar vici albat tavidan davicyeb kitxavs :D <3



მადლობა საყვრელო ❤

CRAZY GIRL 2
ვგიჟდები შენზე და ამ ისტორიაზეც!
და კიდე რატიზე! bowtie heart_eyes
ველოდები მე-3 თავს kissing_heart


მმმმმმ ❤❤❤

 



№14 სტუმარი მკითხველი

ენის უბედურებამ გადამიარაა
რატი მეცოდება უსაშველოდ
სანდრო, როგორც ყოველთვის შეუდარებელია
ჯორჯი არაადამიანობის ზენიტშია.
ვფიქრობ, სასამართლოს არ ჰქონდა მარიას წინააღმდეგ წასვლის უფლება, რადგან მას ენთან უნდოდა დარჩენა.
უნდა შეძლებოდა გადაწყვეტილების მიღება.
ჯორჯი ისეთი ამაზრზენია რატისთან გაშორებით რომ მანიპულირებს
მჯერა,რომ ენი იმედს არ გამიცრუებს და იქნება ისეთი ძლიერი,რომ ამასაც ისე გადაიტანს, როგორც რატიზე შეყვარებულ ქალს შეჰფერის.

პ.ს. გელოდები
პ.ს.ს. შეყვარებული ვარ შენს ნიჭიერებაზე.

 



№15  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

არ ვიცი რა ვთქვა, ამოუწურავია შენი შეასაძლებლობები. რაც შეეხება ისტორიას: ჯორჯი ნამდვილი შეურაცხადი გახადა ენის სიყვარულმა, არადა მეგონა გული მოუბრუნდებოდა, მაგრამ... ენი და მარია ძალიან შემეცოდა, დედა-შვილი როგორ დააშორეს მაგ უღმერთოებმა. მაგრამ რატი საშინლად შემეცოდა, ყველაზე უსუსური და მიტოვებული აღმოჩნდა.
მაბედნიერებს ის, რომ უკვე დაწყებული გაქვს ამ ისტორიის წერა. საოცრება ხარ, ზენიჭიერი❤❤

 



№16 წევრი ჰალუცინოგერი

მკითხველი
ენის უბედურებამ გადამიარაა
რატი მეცოდება უსაშველოდ
სანდრო, როგორც ყოველთვის შეუდარებელია
ჯორჯი არაადამიანობის ზენიტშია.
ვფიქრობ, სასამართლოს არ ჰქონდა მარიას წინააღმდეგ წასვლის უფლება, რადგან მას ენთან უნდოდა დარჩენა.
უნდა შეძლებოდა გადაწყვეტილების მიღება.
ჯორჯი ისეთი ამაზრზენია რატისთან გაშორებით რომ მანიპულირებს
მჯერა,რომ ენი იმედს არ გამიცრუებს და იქნება ისეთი ძლიერი,რომ ამასაც ისე გადაიტანს, როგორც რატიზე შეყვარებულ ქალს შეჰფერის.

პ.ს. გელოდები
პ.ს.ს. შეყვარებული ვარ შენს ნიჭიერებაზე.


საოცარი მკითხველის, საოცარი შესაფება. ❤ დიდი მადლობა

Chikochiko
არ ვიცი რა ვთქვა, ამოუწურავია შენი შეასაძლებლობები. რაც შეეხება ისტორიას: ჯორჯი ნამდვილი შეურაცხადი გახადა ენის სიყვარულმა, არადა მეგონა გული მოუბრუნდებოდა, მაგრამ... ენი და მარია ძალიან შემეცოდა, დედა-შვილი როგორ დააშორეს მაგ უღმერთოებმა. მაგრამ რატი საშინლად შემეცოდა, ყველაზე უსუსური და მიტოვებული აღმოჩნდა.
მაბედნიერებს ის, რომ უკვე დაწყებული გაქვს ამ ისტორიის წერა. საოცრება ხარ, ზენიჭიერი❤❤


ჩემი უსაყვარლესი ❤

 



№17 სტუმარი ტატუკა20

სიტყვები არ მყოფნის.საოცარი ისტორიაა. ენის ცოდვით აზღარ ვარ .ყველა ტანჯვა შვილთან დაშორებამ გადაწონა ასეთი ცხოველი როგორაა ჯორჯი გავგიჟდიი! ერთი სული მაქვს ჰეფი ენდს როდის წავიკითხავ თორე შევიშალეე:((((((

როდის გაგვაბედნიერებ ახა თავით?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent