შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანნა (2 ნაწილი) *გულახდილი საუბარი *


9-06-2018, 19:07
ნანახია 705

ანნა (2 ნაწილი) *გულახდილი საუბარი *

ანნა (2 ნაწილი ) * გულახდილი საუბარი *
***********
გაინტერესებთ შემდეგ რა მოხდა ? მოგიყვებით..მანამდე კი მაინტერესებს თქვენ თუ გჯერათ შემთხვევითობის ,რომელიც გარკვეულ წილად მომავალს ცვლის?? თუ კი თქვენ ამის გჯერათ,მაშინ თქვენთანაც მოვა ის დღე,როდესაც "ბედის საჩუქარი " დიდ აღფრთოვანებას და ბედნიერებას მოგანიჭებთ . მიხარია ,თუკი თქვენ გამოგიცდიათ ეს საკუთარ თავზე , რადგანაც "ბედის საჩუქარი " ერთადერთი რამაა ,რაც უსასყიდლოდ გადმოგეცემათ...

********
თბილისში,როდის და როგორ ჩავიდა,არ ახსოვს... ბაგეებზე კვლავ გრძნობდა ნიკოს ტუჩებს. თითი რამდენიმეჯერ მონიტორულად გადაიტარა,რასაც თან ახლავდა ორგანიზმში გავრცელებული პაწაწინა წერტილები... სწორედ ,ამ წერტილებმა მოიცვა ორგანიზმი და გულამდე შეაღწია... ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია დილა მისი ნახვის გარეშე..
სახლში შევიდა,თუარა დედამისი ირინა შეეგება ,რომელმაც მონატრებული შვილი გულში ჩაიკრა ... მისი მოფერებით გული რომ იჯერა ,მხოლოდ შემდეგ დასხდნენ სასაუბროდ... ვინაიდან მარტო იყვნენ სახლში , ანნამ გადაწყვიტა ეამბო პირველ რიგში დედისთვის და საუკეთესო მეგობრისთვის ნიკოს შესახებ ...
- აბა , დეე მოყევი რა ხდებოდა ნანი ბებოსთან? კარგი დრო გაატარე?
ღიმილით კითხა და თან თმაზე ეთამაშებოდა..
- არაჩვეულებრივი იყო ყველაფერი დეე მართლა ... ისეთი კარგი დრო გავატარე, ყველანაირად კარგი ოჯახია.. იქაური ბუნებაც ძალიან მომეწონა.. ისე,რა უცნაურია , ნანის სოფელში რომ არ ვყოფილვარ არასდროს ,სულ გავლით მივდიოდი ... გახსოვს ,შენ რომ გზაზე ტაძარს ხედავდი ხოლმე და ძალიან მოგწონდა???
- მახსოვს კიი, სულ მინდოდა იმ ტაძარში ასვლა და მოლოცვა.. მაგ ტაძარში დაიწერეს ჯვარი წყვილმა??
- ჰო,სწორედ მანდ..იმდენად ლამაზი წყვილი იყო და იმდენად მომეწონა ყველაფერი, ლამის მეც მომინდა გათხოვება .
მისი სიტყვები გახუმრებასავით ჟღერდა,მაგრამ სინამდვილეში უნდოდა სხვა თემისკენ წაეყვანა საუბარი..
ქალს გაეცინა და თქვა:
- მერე მაგისთვის საყვარელი მამაკაცი რომ არის საჭირო არ იცი??? თუ უკვე გყავს და მიმალავ??
- მთლად საყვარელ მამაკაცს ვერ ვუწოდებ,მაგრამ ძალიან მომწონს , იმდენად მომწონს,რომ ვფიქრობ შეყვარებამდე ძალიან ცოტა მაკლია.
ქალს ჯერ გაკვირვება გამოესახა სახეზე შემდეგ კი კითხა.
- და შენ ამბობ რომ შეყვარებამდე ცოტა გაკლია და მხოლოდ მოგწონს?? დამიჯერე დეე , შენ ის უკვე ძალიან გიყვარს ...
- ხომ მაგრამ ჩვენ იმდენად ცუდად დავიწყეთ ყველაფერი , ჩვენს ურთიერთობაში სრულად დარწმუნებული არ ვარ და თანაც ჯერ არ ვაპირებ ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობის გაოფიციალურებას ან სახელის დარქმევას...
- მომიყევი ყველაფერი ,სულ თავიდან დაიწყე...
მარიამ მათი პირველი შეხვედრიდან დაწყებული გზაზე მომხდარის დათვლით ყველაფერი მოუყვა დაწვრილებით .. ირინა , ამ შემთხვევაში, როგორც მეგობარი ისე უსმენდა და არა დედის გადმოსახედიდან ...
რაღაცეებით უკმაყოფილო დარჩა ,რაღაცეებით კი კმაყოფილიც კი იყო...
საღამომდე საუბარში და რცევა-დარიგრებში გაატარეს დრო... საღამოს მოვიდა სამსახურიდან მამამისი,გიორგი... მამასთან ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა... ძალიან გავდნენ ერთმანეთს და სწორედ ამიტომ , ერთმანეთის უკეთ ესმოდათ ...ბატონი გიორგი იმდენად დაკავებული იყო ,რომ დილიდან საღამომდე ,ხანაც კი გვიან ღამემდე გასულია და იშვიათია ,როცა ის შუალედებში სახლში შესვლას ახერხებს ...
- ჩემი ნამცეცა ჩამოსულა...
ღიმილით გაემართა გოგონა მამისკენ და დიდხანს ეხუტებოდა .. მათთვის არიყო საჭირო საუბარი და ზედმეტი სიტყვები..უბრალო ჩახუტება საკმარისი იყო,რითაც ყველაფერი ნათელი რჩებოდა ორივე მხარისთვის ...
- მამიკოო, როგორ მომენატრე..გპირდები ამდენი ხანი აღარ გადავიკარგები...
- ჩემო ნამცეცავ .. შენს გარეშე ძალიან მოვიწყინეთ მე და ირინამ.
კვლავ ჩახუტებულები იყვნენ და მონატრებას კლავდნენ.

******
დილით გაიღვიძა თუ არა მომზადება დაიწყო. მისი ბავშვობის მეგობარი, თათა უნდა ენახა. თათა და მარია განუყრელი მეგობრები არიან. თითქმის 5 წლიდან ერთად მოდიან. მათი მეგობრობა ყოველთვის განსხვავდებოდა სხვა "ტიპიური დაქალებისაგან"... ახლაც მონატრებული დაქალის ნახვა და საუბარი იმდენად სურდა ,რომ იმასაც არ ითვალისწინებდა თათას ძილი 3 საათამდე ,რომ გრძელდებოდა..
მეექვსე სართულამდე კიბეები სულ ღიღინით აიარა. შავ , რკინის კარებთან შეჩერდა და დააკაკუნა . რა თქმა უნდა თავისი მელოდიური კაკუნით ,რითაც უმალ ხვდებოდა თათა,რომ ის იყო.
- სიურპრიზი... - დინჯად , ღიმილით ახარა..
თათა ჯერ გაოცებული უყურებდა , ვერ იჯერებდა ,რომ იქ იყო , რადგან 1კვირის შემდეგ ელოდებოდა მის ჩამოსვლას ...
- არა??? მეღადავები ?? ცუდოო..რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი ..
ჩვეული ბუზღუნით ლაპარაკობდა და თან ეხუტებოდა მონატრებულ მეგობარს...
- ხომ იცი როგორი იმპულსური ვარ... თან რაღაცეებზე მინდა შენთან საუბარი...
ჰო მართლა ასე ადრე როგორ გღვიძავს??
თათამ ჩაიღიმა და თქვა:
- კარგი,მოდი ჯერ მე დავიწყებ მოყოლას . მოკლედ,გახსოვს ჩვენი სკოლელი ერეკლე ონიანი?
გოგონა ცოტახანს ჩაფიქრდა, მერე კი წამოიძახა .
- აჰ, ერეკლე კი მახსოვს . რამდენი ხანი გიყვარდა ?! მგონი 4 წელი,ხო სწორად მახსოვს..
- ხო, სადღაც ოთხი წელი , ზუსტად არ მახსოვს. ჩვენმა პარალელმა ნატაშკამ , რომ მიტხრა ერეკლეს უყვარხარო,არ დავუჯერე და ვეჩხუბე ,მატყუარა ხარ თქო და ხმას აღარ ვცემდი .. თურმე არ მატყუებდა. მართლა ვუყვარდი .
მარიას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყბა ჩამოუვარდა..
- რააა???როგორ თუ უყვარდი ?!! იდიოტი რატომ არ გითხრა ,თუ უყვარდი ?? ან შენ ეს ყველაფერი საიდან იცი??
- დამაცადე და მოგიყვები.. მოკლედ , ჩემი კურსელის დაბადების დღე იყო და იმ ახალ ლაუნჯში წავედით , შენ რომ გინდოდა წასვლა ძალიან,ჰოდა ჩემთვის ვიყავი ძალიან მშვენივრად. კოქტეილს ვწრუპავდი და სიტუაციით ვერთობოდი .. ჰოდა,თურმე ეს ჩემი კურსელი ნათია ყოფილა ერეკლეს დეიდაშვილი.. ჩემი სახე უნდა გენახა ,გაკვირვებისგან ლამის თვალები გადმოსცვივდა ბუდიდან. მერე ყველას გააცნო , მე მგონია ტიპი ვერ მიცნობს თქო და არაფერი ვთქვი .. იმან კიდე უცებ ახარა ვიცნობთ ერთმანეთს ,ჩვენ სკოლელები ვართო ..ჯერ იყო ის,რომ იქ ყოფნისას თვალს არ მაშორებდა , შემდეგ ჩემი თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად ,მაინც წამომიყვანა სახლში და თურმე აღმოჩნდა,რომ ჩემი სახლიც ხსომებია..
იმ დღის შემდეგ ხან სად მხვდება ხან სად. თითქოს ბედი გვეთამაშება,ყოველთვის ისეთ ადგილას ვხვდებით ერთმანეთს ,სადაც არ ველოდები... სულ გამომწვევი თვლებით მიყურებს, ყოველდღე სხვადახვა გოგოსთან ერთად მხვდება,რაც არცკი ვიცი ,რატომ მაცოფებს.. გუშინ, კურსელები უნივერსიტეტთან ახლოს კაფეში ვისხედით და იქაც "შემთხვევით" მოვიდა.ნათია მოიკითხა და მე ვითომც არაფერი,ისე მომესალმა..ის , ჩემი ბო*ანდარა კურსელი "ლ"იკაც იქ იყო და ერეკლე წავიდა თუ არა ებრდღვნა ნათიას,მთელი დოსიე შეადგინა ,იმდენი რაღაც ჰკითხა. ბოლოს ეს ნათია ამბობს , იმედი ტყუილად გაქვს სკოლიდან მოყოლებული ერთი გოგო უყვარს სიგიჟემდეო,თან ამის თქმისას მე მიყურებდა... ან სიმართლეა და ეს ნათიამაც იცის,ან "ბედი" მეთამაშება..
ხან აფორიაქებული ,ხან გაოცებული საუბრობდა. მარია ცოტა არ იყოს გაკვირვებული უსმენდა,არ იცოდა რა ერჩია მისთვის.
- თათუ,მგონი აჯობებს თუ ზედმეტად არ მოუშვებ შენთან ახლოს, არ იცი როგორი მექალთანე იყო ჯერ კიდევ სკოლაში??
- რატომ გგონია რომ მასთან ურთიერთობა მინდა ?
- კარგი რა.. მე როგორ უნდა მომატყუო, ვიცი ,რომ ეხლაც ისევე გიყვარს ,როგორ მაშინ!! ამას ისიც ამტკიცებს ,რომ შეყვარებული არ გყოლია ,არც არავინ მოგწონებია.
- იმიტომ ,რომ არავინ იყო ნორმალური ..
თავის არიდება სცადა გოგონამ .. მარია მიხვდა მისი ქცევის მიზეზს.
- კარგი რაა. აღიარე.ჩემთან მაინც .. მე ხომ მახსოვს მაგ იდიოტის გამო რა დღეშიც იყავი.ისე მართალი ,რომ იყოს ყველაფერი ,თქვევზე მაგარი წყვილი უბრალოდ ვერ არსებებს ..
დაქალის ამბავით აჟიტირებულს სულ დაავიწყდა, ნიკოს არსებობა.
- ჰო , მართლა შენ რა უნდა მოგეყოლა ჩემთვის ?? ისე დამაინტრიგე ,რომ ჩამოვალ გეტყვიო,ლამის მეთვითონ ჩამოგაკითხე.
- სწორედ , ახლა ვაპირებდი მოყოლას. შენ ხომ ძალიან კარგად იცი,ჩემი დამოკიდებულება კაცების მიმართ?! ადვილად ვერ ვენდობი,თუკი კარგად არ ვიცნობ .. ამ შემთხვევაში კი ლამის ერთი კვირის გაცნობილი ბიჭი ,მგონი შემიყვარდა..
- რაა??? ჩემი ერთადერთი დაქალი ,პირველადაა შეყვარებული და მე ეხლა ვიგებ???
გაოცებულმა, გაოგნებულმა,შოკირებულმა.მოკლედ,ყველანაირად გაკვირვებულმა წამოიძახა .
- ჯერ მე თვითონაც ვერ გავრკვეულვარ ჩემს გრძნობებში. უშენოდ ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილებების მიღება,მაგრამ რა მექნა ტელეფონით ამის თქმა არ მსურდა...
- არ მჯერა ,გეფიცები .. ყველაფერი მომიყევი, სულ თავიდან . როგორ შეხვდი ,სად შეხვდი ,როგორი ბიჭია ,რავიცი ყველაფერი... მიდი დაიწყე..
აჟიტირებულმა თათამ ყველანაირი კითხვა მიაყარა. მარიაც მის მოუთმენლობას შეგუებული, აღარ დააყოვნა მეგობარი და დაიწყო ამბის თხრობა ...
- მოკლედ, ყველაფერი ნანი ბებოსთან ჩასვლისთანავე დაიწყო...
მათი შეხვედრიდან დაწყებული ,წამოსვლამდე დამთავრებული ყველაფერი, მოუყვა აბსოლიტურად ,არცერთი დეტალის გამოკლებით ... თათა ისტორიის მოსმენისას ხან ბრაზდებოდა ,ხანაც იღიმებოდა ... უმეტესად აღფრთოვანდა ,რადგან გარკვეული დეტალების გამოკლებით ნიკო ზუსტად მისი საუკეთესო მეგობრის შესაფერის ბიჭად მიაჩნდა ... სახელიც როგორი განსხვავებული აქვსო ,იძახდა მთელი დღე.
საუბრის შემდეგ წამოსულმა ,მარიამ გასეირნება გადაწყვიტა და ფეხით გაუყვა გზას ...
****
დიდხანს სეირნობდა ქუჩაში, ირგვლივ აკვირდებოდა ხალხს,მათ სახეებს. ზოგს სახეზე ეტყობოდა თუ რა უჭირდა , ან ულხინდა ზოგს კი შესანიშნავად მოერგო ნიღაბი ,რითაც საკუთარ ემოციებსა თუ გასაჭირს მალავდნენ ... ნაცრისფერი ფერი სუფევდა ირგვლივ, ნაცრისფერი მისთვის სიცარიელის ფერია ,თუმცა მაინც გამორჩეულად უყვარს.. ყვითელ ფერს ,ბედნიერების ფერს ეძახის ,მზის ფერს..
მზე მისთვის ასოცირდება ღიმილთან, წრფელ სიყვარულთან და სილაღესთან.
იქვე სკვერში ჩამოჯდა და წინ მოთამაშე ბავშვებს დაუწყო ყურება... მათ შემხედვარეს ღიმილი გამოესახა სახეზე .. მათში ხედავდა ყვითელს... ყვითელს, რომლიც ანათებდა ნაცრისფერს და ერთმანეთში ჰარმონიას ჰქმნიდა... სწორედ,ამიტომ მოსწონდა ეს ორი ფერი,კი არ მოსწონდა ,უყვარდა...
სიმყუდროვე , მის გვერდით ჩამომჯდარმა ადამიანმა დაურღვია,ერთხანს წინ იყურებოდა , შემდეგ კი ისე ,რომ მისთვის არ გაუხედავს, მისი მისამართით თქვა:
- მეგონა აღარ მოხვიდოდი....


*****
დავბრუნდიიი... ჯერ არც ველოდი, რომ ასე მალე გავგრძელებდი მეორე ნაწილს.. მაგრამ ვერ მოვითმინე და მაინც დავდე ... ნიკოს დანაკლისი შემდეგ თავში შეგევსებათ , რადგან შემდეგი თავი მხოლოდ ნიკოზე იქნება ... იმედი მაქვს მეორე ნაწილსაც ეყოლება აქტიური მკითხველი ❤❤ მიყვარხართ ყველა და მიხარიხართ❤❤ ველი, თქვენს შეფასებებს მოთხრობასთან დაკავშირებით❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი kati

Auuu,Ra male damtavrda...velodebi momdevnos.

 



№2 სტუმარი A

აუ როგორ გამახარე ასე მალე რომ დაიწყე მეორე ნაწილი კარგი გოგო ხარ..... წარმატებები და ველი შემდეგ თავს მოუთმენლად....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent