შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღიმილი საუკეთესო ხერხია ტკივილის დასაფარად


9-06-2018, 20:54
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 842

ღიმილი საუკეთესო ხერხია ტკივილის დასაფარად

ამაყად თავაწეული მიაბიჯებს ქუჩაში ნინე ჯაში.
მიუხედავად მისი დიდი ტკივილისა სიამაყეს მაინც არ ივიწყებს.
ლამაზი, არა უფრო ულამაზესი შეიძლება ითქვას მასზე.
მისი სილამაზე შეუფასებელია, შეუძლებელია სიტყვებით გადმოსცე ის ისეთ სილამაზეს დაატარებს.
მის ქერა თმას ერთი ხელის მოსმით იყრის მარჯვენა მხარეს.
რესტორნის კარებს ხმაურით ხსნის, იქ მყოფ საზოგადოებას ყურადღებას არ აქცევს და სამზარეულოში შედის.
- დილამშვიდობის.
სიამაყეს მალევე იშორებს_ ღიმილით ესალმება თანამშრომლებს.
- დილამშვიდობის.
ნინეს ღიმილი აბედნიერებს პერსონალს და ისინიც ღიმილითვე პასუხობენ.
- ძალიან ბევრი შეკვეთა გვაქვს.
ანერვიულებული ამბობს მათგან ერთ-ერთი.
- გამოვიცვლი და ახლავე მოვალ.
მალევე იხდის კლასიკურ შავ შარვალს, თეთრ პერანგს და შავ მაღლებს.
შემდეგ კი უკვე მის ფორმაში გამოწყობილი ბრუნდება სამზარეულოში.
- შეფის კერძი.
_ყვირილით შემოდის მიმტანი.
- შეფი სად არის?
_ინტერესით ავლებს მის თაფლისფერ თვალებს ნინე იქაურობას თუმცა შეფს ვერსად ხედავს.
- ჯერ არ მოსულა.
მეორე მზარეული სცემს პასუხს.
- ლაშა შეფის კერძს შენ მოამზადებ.
- ნინე არ შენიძლია.
დაბნეული ამბობს ბიჭი.
- კარგი.
ყველაფერი თავის თავზე აიღო, რადგანაც არც შეფი და არც სუშაფი არ ჩანან ყველაფერმა მის კისერზე გადაიარა.
- კლიენტი შეფს ითხოვს?
ისევ ის მიმტანი.
- ჯერ არ მოსულა.
- ნინე შენ ხომ სუ- შეფის შემცვლელი ხარ დროებით, მიდი შენ გადი.
- კი მაგრამ მე.
- ნინე გთხოვ.
- კარგი ლაშა.
წინსაფარი შეისწორა და როგოგორც სჩვევია ამაყად შეაბიჯა დარბაზში.
- გისმენთ?
ღიმილით მიმართა სუფრასთან მსხდომებს.
- ჩვენ შეფ-მზარეული  ვითხოვეთ. ცივი გამყინავი ხმით ამბობს ბიჭი.
თავიდან ფეხებამდე აათვალიერ, ჩაათვალიერა ნინე.
- ძალიან ვწუხვარ მაგრამ შეფი შვებულებაშია. მე მისი დამხმარე სუ- შეფი ვარ.
ღიმილს არ იშურებს ნინე
- შენს ასაკში უკვე სუ-შეფობაც მოასწარი?
ორაზეოვნად საუბრობს უცნობი.
- მგონი აქ ჩემს მიღწევებზე სასაუბროდ არ დაგიბარებივართ?
ბრაზი შეეპარა ხმაში ჯაშს.
- აი შენ საერთოდ არ დამიბარებიხარ.
ვინ მოამზადა ეს საშინელება?
შავი თვალები უფრო გაუშავდა უცნობს.
- მე. ამაყად ამბობს ჯაში.
- ააა შენ ხარ ამ საშინელების ავტორი?
- საშინელების არა გემრიელობების.
შესწორებას უკეთებს.
- ეს საშინელება მე ვჭამე და მევე გადავწყვეტ რა ვუწოდო მას.
- იცით ჩვენს რესტორანში ამბობენ კლიენტი ყოველთვის მართალიაო.
მისკენ იხრება და სახეს მის სახესთან ახლოს სწევს.
- მაგრამ, აი მე პირადად არ ვაპირებ მამიკოს ფულებით გათამამებულ ბიჭს, უფლება მივსცე ჩემს კერძს შეურაწყოფა მიაყენოს.
არ მოგწონს არა?
მისი თვალებისთვის თვალი არ მოუშორებია ისე, ხელი თეფშისკენ წაიღო და საგულდაგულოდ მომზადებული წვნიანი თავზე გადაავლო.
- იმედია ახლა მოგეწონებათ.
კეკლუცურად უღიმის და ამაყი ნაბიჯებით სცილდება იქაურობას.
- ნინე რა გააკეთე?
გაბრაზებული შემოდის სამზარეულოში დირექტორი.
- ის რაც უნდა გამეკეთებინა.
- იცი მაინც ვინ არის ის?
- არ მაინტერესებს.
ვინც არ უნდა იყოს არ აქვს უფლება ეგრე მელაპარაკოს.
ვიკა ხომ იცი რომ მე თანამდებობებით ადამიანებს არ ვარჩევ?
ჩემთვის ყველა ერთი ფენის წარმომადგენელია.
- ნინე მის გამო შეიძლება გაგაგდონ. შეიძლება კი არა უეჭველი გაგაგდებენ.
- გამაგდონ.
- რა ხდება აქ?
მალევე ჩნდება შეფი სამზარეულოში.
- გიორგი შენმა მზარეულმა იცი რა გააკეთა?
- რა?
- კლიენტმა შეფის კერძი დაიწუნა მან კი თავზე წვნიანი გადაასხა.
- კარგი უქნია რას ერჩი?
იღიმის შეფი.
- გიორგი იცი მაინც ვინ არის ის?
- ვინ?
- გრიგალაშვილი.
- ნინე ესე როგორ შეიძლება?
ბრაზდება შეფი.
- თავზე როგორ დაასხი? ფეხებზე უნდა დაგესხა ცხელი წვნიანი იქნებ ესწავლა ჭკუა.
_ ბოლო ხმაზე ხარხარებს კაცი.
- გიორგი.
ბრაზით ყვირის ვიკა.
- ყოჩაღ ნინე.
ხელს უწვდის კაცი და ისიც მის ხელა ახვედრებს.
- ვინ არის შეფ გრიგალაშვილი?
თაფლისფერი თვალები მიანათა კაცს.
- ერთი უნიჭო.
ხელს იქნევს კაცი და კაბინეტში შედის.
ძალიან დატვირთული დღე ჰქონდა ჯაშს, დაღლილი გამოვიდა რესტორნიდან და ფეზით გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას.
სულ რაღაც ხუთი წუთი აშურებდა სახლამდე, გონებაში ყველა შესაძლო ვარიანტი დაგეგმა სახლში შესული პირველი რას გააკეთებდა.
ჩაბნელებულ მოსახვევში შეუხვია როდესაც ვიღაცამ, მაჯაში ხელი ჩაავლო და კედელზე ააკრო.
- ნუ გგონია რომ ყველაფერი შეგრჩება.
კბილებში გამოსცრა ბიჭმა.
ჯერ კიდევ შოკში მყოფ ჯაშს ტუჩებში დაეძგერა, და მანამ სანამ გონს მოვიდოდა იქაურობას მოსცილდა.
- ეს რა იყო?
დაბნეული იყურება აქეთ-იქით.
თუმცა იქ უკვე არავინ არის.
ტუჩებზე ხელი გადაისვა, კიდევ ერთხელ მოავლო ტერიტორიას თვალი და დაბნეულმა განაგრძო გზა.

- ბებო, ბაბუ მე მოვედი.
ხმაურით შეაღო სახლის კარი.
- ბებიკოს სიხარული მოსულა.
მალევე შემოეგება ქალბატონი ნუნუ შვილიშვილს.
- როგორ ხარ ბე?
- კარგად ვარ ჩემო გოგოვ, შენ როგორ ხარ?
- ცოტა დაღლილი. ბაბუ სად არის?
- სად იქნება? როგორც ყოველთვის ფეღბურთს უყურებს.
ქოთქოთით მიდის სამზარეულოსკენ ქალი, შვილიშვილიც უკან აედევნა მაგრამ მისაღებში მყოფ ბაბუსთან გაჩერდა.
- ბაბუ.
უკნიდან მიეხუტა კაცს და ნაოჭიანი სახე დაუკოცნა.
- ჩემი მურაბა მოსულა.
- ბაბუ.
მალევე გაუწყრა შვილიშვილი.
- კარგი ჰო რაიყო. ბუზხუნით ამოხედა კაცმა.
- რა ხდება აბა ვინ იგებს?
თაფლისფერი თვალებით ანიშნა ტელევიზორისკენ.
- როგორც ყოველთვის საქართველო აგებს.
- გამიკვირდებოდა.
- ერთი ფეღბურთელი აკლიათ.
- მაგათ დიდიხანია აკლიათ ბაბუ.
ბოლოს გოლი როდის გაიტანენ თუ ახსოვთ საერთოდ.
- დებილები კი არიამ მაგრამ სამაგიეროდ სიმპატიურები არიან.
- ბაბუ კარგი რა, რომელი ნახე აქ სიმპატიური?
- გრიგალა.
- გრიგალა არა ისა კიდევ. ამ მე რაგბისტები მიყვარს.
- რომელი?
- განსაკუთრებით გორგაძე ბაბუ.
- გორგაძე ჩვენი ლომია შვილო.
- ბაბუ.
- გისმენ საყვარელო.
- შენ ხომ იცნობ გორგაძეს?
- ვიცნობ როგორ არა, ჩემი ძმაკაცის შვილიშვილია.
- აუ გამაცანი რა.
 საყვარლად იწელს ყელს და ბაბუს კალთაში უხტება.
- გაგაცნობ ბაბუ რა პრობლემაა,  მაგრამ ხომ იცი მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს?
- ვიცი ბაბუ, ვიცი.
ცოლად კი არ მივყვები უბრალოდ მისი გაცნობა მინდა.
- ძალიან კარგი. ხვალ საქართველო ჩეხეთის თამაშია, წამოდი შენც და გაგაცნობ.
- რა პრობლემა ხვალ ისედაც ვისვენებ...
- აბა თუ ინებოს რომელიმემ და გამოვიდეს სამზარეულოში.
ფეღბურთი რაგბი, ფეხბურთი რაგბი.
რა უბედურებაა, იქნებ მოვკვდი ქალი არ უნდა მომიკითხოთ?
- რა გაყვირებს ქალო? გაგვისკდა თავი.
- ნუგზარ ბავშვი დაღლილი მოვიდა, შენ კიდევ მის მერე რაღაცეებს ეუბნები რაწესია ეს.
- წავედი მე მეძინება.
მის საყვარელ ბებიკოს და ბაბუკოს ემშვიდობება, შემდეგ კი თავის ოთახში შედის.
ტანსაცმელი ოთახის კუთხეებში უაზროდ მიყარა და სააბაზანოში შევიდა.
როგორც კი სხეულზე ცივი წყლის წვეთები მოხვდა ტუჩები საშინლად აეწვა, ვერ მივხვდა ქალბატონი ჯაში ეს რისი ბრალი შეიძლება ყოფილიყო.
შემდეგ მოსახვევში მომხდარი გაახსენდა, თვალები დახუჭა და ტუჩებზე ხელი გადაისვა.
შეეცადა როგორმე გაეხსენებინა მისი თვალები, თუმცა მისი გონება კოცნის იქეთ ვერსად მიდიოდა.
გაეღიმა გულწრფელად, გაეღიმა მომხდარზე.
განა ბრაზდებოდა, არა სულაც არ ბრაზდებოდა უხაროდა მისი თითქოსდა პირველი კოცნა უცნობმა რომ მოპარა.
უკოცნია როგორ არ, უფრო სწორად უკოცნოათ. მისი სურვილის წინააღმდეგ როგორც ეს დღეს მოხდა.
ალბად იფიქრებთ ვერ არის ეს გოგო, როგორ თუ უხარია.
ის ესეთია, ნინე ჯაში ყოველთვის ესეთი იყო.
ლამაზი, სამაგალითო, კარგი მზარეული, საყვარელი და რაც მთავარია უცნაური.
ღიმილს მალევე იშორებს სახიდან როდესაც, მისი განვლილი ცხოვრება ახსენდება.
მკაცრი ბრაზიანი გოგოს იმიჯს იკრავს, ხალათს იცმევს და ოთახში ბრუნდება.
მის მიმოფანტულ ტანსაცმელს მალევე უჩენს თავის ადგილს. უბრალო სადა თეთრ კოპლებიან სარაფანს, იცმევს და  სამზარეულოში გადის.
გაეღიმა როდესაც მაგიდაზე ერთი ჭიქა რძე დახვდა. რა დროც არ უნდა ყოფილიყო, ქალბატონ ნუნუს არასოდესა ავიწყდებოდა  შვილიშვილისთვის საყვარე რძის გამზადება.
ერთიანად უშვებს ორგანიზმში ოდნავ ცივ სითხეს, გემრიელად ისმევს ტუჩებზე ენას და თავის ოთახში ბრუნდება.
რადგანაც ხვალ დასვენების დღე იყო, და რადგანაც ჯაშს ძილი არ ეკარებოდა აივანზე გავითა.
მის საყვარელ სავარძელში ფეხმოკეცით ჩაკდა და ჰორიზონტს თვალი გაუსწორა.
უყვარდა გვიან აივანზე ყოფნა, თითქოს მხოლოდ აქ გრძნობდა თავისუფლებას.
მხოლოდ აქ შეეძლო თავისუთლად თიქრი, ფიქრი ცხოვრებაზე, წარსულზე მაგრამ არა მომავალზე.
არასოდა უყვარდა მომავლის დაგეგმა, არასოდეს ფიქრობდა მომავალზე.
რადგან ფიქრობდა რომ მისთვის მომავალი ცაში დაიწერა და მხოლოდ ღმერთი განაგებდა მის მომავლას.
მხოლოდ ღმერთს ენდობოდა, ენდობოდა რადგან მიუხედავად ბევრი ტკივილისა ღმერთი მას არასოდეს გამოუგზავნიდა, ისეთ განსაცდელს რისი გადატანაც მას არ შეეძლო.
ჩაეძინა როგორც ყოველთვის მის აივანზე ჩაეძინა, გვიან სიცივემ გამოაფხიზლა თვალები მოიფხვნიტა.
კიდევ ერთხელ მოავლო თვალი იქაურობას, ფეხზე წამოდგა მისი საყვარელი თეთრი საღამურები გადაიცვა და საწოლში შეწვა.

დილით როგორც ყოველთვის მხიარულმა გაიღვიძა, დილის ფროცედურებს მალევე მორჩა ოთახი მიალაგა და სამზარეულლში მოფუსფუსე ბებოს მიესალმა.
- დილამშვიდობის ბე.
ღიმილით დაუკოცნა ქალს ნაოჭიანი სახე, შემდეგ როგორც ყოვეთვის ბაბუ მოიკითხა.
- ჯანდაბაში, ბილეთების საყიდლად წავიდა.
ქოთქოთით ამბობს ქალი.
ქალის საქციელზე ეღიმება, ბლინის ერთ ნაჭერს თეფშზე იდებს, მარწყვის ჯემს უსმევს და გემრიელად ილუკმება.
- ბაბო.
- გისმენ საყვარელო?
- ბაბუ როგორ გაიცანი?
- სკოლის მოსწავლე ვიყავი.
წარსულის გახსენებისას ეღიმება, საქმეს თავს ანებებს და შვილიშვილის წინ ჯდება.
- იმ წელს დავამთავრე, ჩემსდროს ათი კლასი იყო საყვარელო.
ჩემს მეგობრებთან ერთად, სკოლიდან გამოვდიოდი.
ბაბუაშენმა მის დას მოაკითხა, მარო ჩემი კლასელი იყო სწორედ მან გამაცნო ის უჯიშო.
_ეღიმება.
- რომ გითხრა არ მომეწონა თქო მოგატყუებ, ძალიან სიმპატიური იყო.
მის დანახვაზე ყველა ჭკუიდან დადადიოდა.
ჰო მართლა გეუბნები.
_ დაამატა როდესაც შვილიშვილის სიცილის ხმა გაიგო.
- ის ახლაც ძალიან სიმპატიურია ბებო.
ღიმილით ამბობს ნინე.
- შეუძლებელი იყო ვინმეს ნუგზარ ჯაში ენახა და მისით არ აღფრთოვანებულიყო.
დიდხანს არ გვისაუბრია, მე მხოლოდ მივესალმე და იქედან მალევე წამოვედი.
მამაჩემს რომ დაენახარ როგორ ჩამოვართვი ხელი, უცხო მამაკაცს იქვე მომკლავდა.
იმდროს ესეთი წესი იყო შვილო, ქალი სახლში უნდა მჯდარიყო და მომავალ ქმარს ოჯახი მოუძებნიდა.
შემდეგ კი დაოჯახდებოდა, შვილებს გააჩენდა და იქნებოდა "ბედნიერი"
- იმ დღეს ჩემს კლასელთან სკოლის დასრულებას ავღნიშნავდით.
რათქმაუნდა მარტოს არავინ გამიშვებდა ამიტომ, დედაჩემი გამომყვა.
ნუგზარიც იქ იყო, ვგრძნობდი მის მწველ მზერას მაგრამ მე როგორც ძალიან მორცხვი გოგო თავს ვარიდებდი...
არ ვიყავი შეჩვეული ამ სიტუაციას. სამი ჭიქა რომ დალია, არვიცი იმ სულელ თავში რამ მოუარა დამტაცა ხელი და იქედან სასწრაფოდ გამომაქცუნა.
როდესაც სახლში მიმიყვანა მერე გავაცნობიერე რაც მოხდა, ვტიროდი განა იმიტომ რომ ნუგზართან არ მინდოდა.
მე ნაადრევ დაქვრივებას მივსტიროდი, რადგან როდესაც ამას მამა გაიგებდა ვიცოდი ნუგზარს აუცილებლად მოკლავდა.
ასეც იქნებოდა რომ არა ნუგზარის მამა, ის ძალიან კარგი ადამიანი იყო.
მისი სახელის ხსენებაც საკმარისი იყო რომ ყველამ თავისი ადგილი იცოდა უკვე.
- ანუ ჩემს დიდ ბაბუას უნდა ვუმადლოდე რონ ბაბუ ჩემს გვერდით არის?
_ღიმილს არ იშორებს სახიდან ნინე.
- კი საყვარელო.
- შემდეგ რა მოხდა?
- მე იქ დავრჩი, მამას ჩემი გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია.
როდესაც ყველა წავიდა შიშმა ამიტანა, მოსალოდნელი საფრთხის მეშინოდა.
მე პატარა გამოუცდელი გოგო, ამ მუტრუკთან მარტო დავრჩი ერთ ოთახში.
მეგონა ნუგზარი რაიმეს მაიძულებდა მაგრამ შევცდი. ჩემდა გასაკვირვად უბრალოდ მოვიდა, შუბლზე მაკოცა და მითხრა რომ მანამ სანამ მზად არ ვიქნებოდი არაფერი არ მოხდებოდა.
შენ იცი რას ნიშნავდა? იმ დროს დილით დედამთილი რომ შემოვიდოდა და ზეწარზე სისხლის ლაქა რომ არ დახვდებოდა?
თუმცა ჩემი დედამთილი ძალიან კარგი ქალი იყო, მიხვდა რომ ჩვენ არაფერი არ გვქონია.
და ჩემდა გასაკვირვად არც ოთახში შემოსულა.
- ბებო როდის შეგიყვარდა ის მუტრუკი?
იღიმის.
- ძალიან მალე. ის ისეთი კარგი იყო ჩემი გულის მონადირება მალევე მოახერხა.
- ბებო ახლაც ისე გიყვარს როგორც ადრე?
- არა.
- აღარ გიყვარს?
- არა. მე ის იმაზე მეტად მიყვარს ვიდრე ადრე.
_ ეღიმება.
- ბებო.
- ჰო საყვარელო?
- დედა ბედნიერი იყო?
_ მოულოდნელად ეკითხება ბებოს.
- ჩემი შვილი ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი იყო.
_ თვალზე მომდგარ ცრემლს ხელის გულით იშორებს ქალი.
- მე ვუყვარდი?
- შენ, შენ ყველაზე მეტად უყვარდი.
- ბებო მან ხომ იცოდა რომ...
- არ სთქვა.
მკაცრი ხმით ამბობს ქალი და ფეხზე დგება.
- მე ის ძალიან მაკლია.
ჩამქრალი ხმით ამბობს ნინე, ცრემლიან თვალებს მალევე ისუფთავებს და იღიმის.
ტკივილის მიუხედავად იღიმის.
იღიმის რადგან მისი ღიმილი საუკეთესი ხერხია ტკივილის დასამალად.
ფეხზე დგება და ოთახიდან უთქმელად გადის.


- ბაბუ ისევ მოიგეს.
გახარებული ეხვევა ნინე ბაბუამის.
რადგან საქართველომ ჩეხეთი ისევ დაამარცხა ანგარიშით 69-8.
- გილოცავ ბაბუკა.
- ეს ყველას გამარჯვება ბაბუ.
აღფრთოვანებას ვერ მალავს ჯაში.
- წამოდი მივულოცოთ.
შვილიშვილს ხელი ჩაავლო და მოესნისკენ გააქანა.
- გილოცავთ ბიჭები.
გახარებული ეხვევა ბატონი ნუგზარი ბიჭებს.
- ნუგზარ როგორ ხარ?
ღიმილით ეხვევა ნუგზარს მეგობრის შვილიშვილი.
- შენ როგორ ხარ ჩემი ვაჟკაცო?
- ამ გამარჯვების შემდეგ საუკეთესოდ. ეს გოგო ვინ არის?
_ ნუგზარის უკან მორცხვად მყოფ ნინეზე მიანიშნა.
- გაიცანი ეს ნინე ჯაშია ჩემი შვილიშვილი, ნინე საყვარელო მახო ჩემი ნათლულია.
ღიმილით ეუბნება კაცი.
- ნათლული?
_თვალები შუბლზე აუვიდა გოგოს.
- აბა ჩემი ძმაკაცის შვილიშვილიო?
- ორივე.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა ნინე.
_სიტუაციის გამუხტად ხელს უწვდის გოგოს.
- ჩემთვისაც. გილოცავთ დღევანდელ გამარჯვებას, იმედი მაქვს ერთ კვირაშიც ესეთ ანგარიშს დადებთ.
_ღიმილით ამბობს გოგო.
- და ის თუ იცი ვისთან გვაქვს თამაში?
_გამომცდელად ჩააშტერდა თვალებში.
- რუსეთთან.
წარბებს წევს გოგო.
- ვინ თამაშობს 15 ნომრით ჩვენს გუნდში?
- კვირიკაშვილი.
- კაპიტანი?
- შარიქაძე.
- ვის აქვს ყველაზე მეტი ლელო?
- გორგაძეს.
_ ეღიმება.
- ყველაზე მეტი ქულა?
_ მის თვალებს თვალს არ აშორებს.
- კვირიკაშვილს.
- ყოჩაღ მიღებული ხარ ჩვენს გუნდში.
ხელში აჰყავს და ატრიალებს...
- დამსვი არ გაგივარდე.
კისკისით ეუბნება.
-  ჩემს ძალებში ეჭვი ეპარება ნათლი ნახე.
- ავთი.
ყვირის ბიჭი და ნინე გონზე მოსვლას ვერ ასწრებს ისე სხვის მკლავებში ჩნდება.
- მე ლელოს დასადები ბურთი კი არვარ.
გაბრაზდა ჯაში.
ბიჭის მკლავებიდან დახსნას  ცდილობს თუმცა ახლა უკვე სხვის მკლავებშია.
- კარგი ჰო, კარგი დავწმუნდი თქვენს ძალებში.
საუკეთესოები ხართ, კაცი შვილი არ დადის თქვენზე ძლიერი.
დამსვით ახლა.
მალევე უბრუნდება მიწას და ბაბუს გვერდით დგება.
- როდესაც გუნდში ახალს ღებულობენ ეს მათი მისალმების წესია.
ღიმილით უხსნის შვილიშვილს.
- ისე თქვენზე ძლიერი იცით ვინ არის?
- ვინ? ერთიანად ამბობენ ბიჭები.
- ვანდამი.
ამაყად ამბობს, თუმცა როცა გააცნობიერა რა თქვა იქედან გასაქცევი გზები დაზვერა.
- არაა, არა ამის თქმა არ მინდოდა.
ყვირილით ამბობს და მოედნიდა გარბის.
- არ მომეკაროთ.
- ახლა სად გაიქცევი?
სიცილით ეუბნება გორგაძე.
ბიჭების გასახდელში მყოფი ნინე გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით აცეცებს თვალებს.
- ვინ არის ყველაზე ძლიერი?
- ვანდამი.
_ თავისას არ იშლის ნინე.
- ვინ?
- ვ ა ნ დ ა მ ი .
_უმარცვლავს.
- ნახე მაინც თავისას გაიძახის.
ნინესკენ მიდის და მალევე იტაცებს ხელში.
- დამსვი და ბაბუს გეფიცები უძაანმაგრეს რესტორანში ჩემი ხელით მომზადებულ კერძებს გაჭმევთ.
_ მალევე იპოვა გამოსავალი.
ბიჭმა თავის მეგობრებს გადახედა, როდესაც მათგან ღიმილით ნათქვამი თანხმობა მიიღო ნინეს მიუბრუნდა.
- ყველას გვიმასპინძლებ?
- ყველას.
- შევთანხმდით.
გოგოს სვამს და ხელზე ხელს ურტყამს შეთანხმების დასადასტურებლად.
- ოღონდ ერთი პირიბით.
_ პირობების წამოყენება დაიწყო მალევე.
- ჩემს შეფს ძალიან უყვარს კოშკაძე და ისიც უნდა წამოიყვანოთ.
- კოშკაძე რომ საქართველოში არ არის?
- ვიცი.
- კარგი ჩამოვიყვანთ.
- ორ დღეში ჩემი შეფის იუბილეა და ყველას იქ გელოდებით.
კმაყოფილი წევს წარბებს და იქაურობას ტოვებს.
სწორედ ამის გამო სურდა ჯაშს გორგაძის გაცნობა, სწორედ მაგიტომ თქვა რომ ვანდამი ყველაზე ძლიერია.
იცოდა ბიჭებს ამით გააბრაზებდა და შემოსარიგებლად რესტორანში დაპატიჟებდა.
ამბობენ კაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადისო და მართალიც აღმოჩნდა.
ამაყი კმაყოფილი ნაბიჯებით ტოვებს ტერიტორიას და სახლში ბაბუსთან ერთად ბრუნდება.


დაგიბრუნდით, დაგიბრუნდით ახალი ისტორიით.
ვიმედოვნებ რომ მოგეწონებათ.
თუ გამოხმაურება არ ექნება შევწყვეტ ამ ისტორიას.

მოკლედ ორი სიტყვით წინა ისტორიის დასასრულზე მინდათ გითხრათ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ნამდვილად არ მეგონა თუ ისტორიას ამდწნი კომენტარი და მოწონება ექნებოდა.
ყოველთვის ვთვლიდი რომ ვერ გავხდებოდი ისეთი როგორიც ვარ ახლა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ.
რომ არა თქვენ მე დღეს აქ არ ვიქნებოდი ❤❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian magaraiaaaaaa, arshecyvito raaa, visiamovneeeeeee, male dade axali tavi gtxovv

 



№2  offline წევრი მია15

ძალიან საინტერესო ჩანს.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

 



№3  offline წევრი meocnebe avadmyopi

ესწეიგი როგორც ყოველთვის დამიბრინდა ჩემი^^ცისფერთვალება დეიდუკი^^
ისევ ისეთი შეუდარებელია,მოკლედ შემოვდივარ ვნახულობ უამრავი სიახლეა დადებული რომელთაც ვკითხულობ,მაგრამ მე რა დეიდას გოგო ვიქნებოდი პირველი ეს რომ არ მენახა,და არ მიმეწერა ერთი კომენტარი......აბა ერთი მითხარი რა დამიტოვებია შენი სიახლეები უკომენტაროდ რომელიც წავიკითხე?????
არც არაფერი....მაინტერესებს რა მოუვიდა დედას ხომ მომიყვები ხომ არ დამაინტრიგებ?????პატარა ვარ შემიცოდე.... flushed flushed მე გრიგალაშვილისკენ ვარ ბოლომდე,და როგორც იქ თათული ლევანს გააყოლე აქაც ეგრე არ ჩამიგდო ის წყვილი რომელსაც ვგულშემატკივრომ,თორემ ხომ ჩამოვედი მანდ ათ წუთში heart_eyes heart_eyes (მეტი არაა ჩემი მტერი ) heart_eyes heart_eyes

 



№4 მოდერი gogona migraciidan

meocnebe avadmyopi
ესწეიგი როგორც ყოველთვის დამიბრინდა ჩემი^^ცისფერთვალება დეიდუკი^^
ისევ ისეთი შეუდარებელია,მოკლედ შემოვდივარ ვნახულობ უამრავი სიახლეა დადებული რომელთაც ვკითხულობ,მაგრამ მე რა დეიდას გოგო ვიქნებოდი პირველი ეს რომ არ მენახა,და არ მიმეწერა ერთი კომენტარი......აბა ერთი მითხარი რა დამიტოვებია შენი სიახლეები უკომენტაროდ რომელიც წავიკითხე?????
არც არაფერი....მაინტერესებს რა მოუვიდა დედას ხომ მომიყვები ხომ არ დამაინტრიგებ?????პატარა ვარ შემიცოდე.... flushed flushed მე გრიგალაშვილისკენ ვარ ბოლომდე,და როგორც იქ თათული ლევანს გააყოლე აქაც ეგრე არ ჩამიგდო ის წყვილი რომელსაც ვგულშემატკივრომ,თორემ ხომ ჩამოვედი მანდ ათ წუთში heart_eyes heart_eyes (მეტი არაა ჩემი მტერი ) heart_eyes heart_eyes



შენ ვერცკი წარმოიდგენ რა ბედნიერებაა საწოლიდან თმა არეულო რომ დგები, ეგრევე ტელეფონს ამოწმებ აბა რახდება ვინ დააკომენტარა და მხვდები შენ, და შენი კომენტარი.
მითხარი როგორ ვიქლები ახლა მე? რათქმაუნდი საუკეთესოთ, ძალიან მაგრად ბედნიერი გახარებული და არვიცი კიდევ როგორ ძალიან დიიდ მადლობა შენ დეისუკის გოგოვ ძალიან მიყვარხს ❤

Qeti qimucadze
Zalian magaraiaaaaaa, arshecyvito raaa, visiamovneeeeeee, male dade axali tavi gtxovv


დიახ აუცილებად გავაგრძელებ ❤

მია15
ძალიან საინტერესო ჩანს.მომეწონა.ველი შემდეგ თავს


მიხარია რომ მოგეწონათ ❤

 



№5  offline წევრი lena lena

ესეიგი ტკბილო შენ არ იცი როგორ გამახარე <3
ძალიან მაგარი ისტორიაა საინტერესო სიუჟეტით რა რათქმაუნდა უნდა გააგრძელო იმიტომ რომ აქ ხალხი დაგეშილი ველოდებით შენს ისტორიებს საოცარო <3

 



№6 მოდერი gogona migraciidan

lena lena
ესეიგი ტკბილო შენ არ იცი როგორ გამახარე <3
ძალიან მაგარი ისტორიაა საინტერესო სიუჟეტით რა რათქმაუნდა უნდა გააგრძელო იმიტომ რომ აქ ხალხი დაგეშილი ველოდებით შენს ისტორიებს საოცარო <3


ვაიმე ჩემო გოოგვ როგორ გამახარე.
ახალი თავი უკვე გავგზავნე, ველოდები ეოდის დაიდება შეწყვეტას არ ვაპირებ, ნუ აღარ რათქმაუნდა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent