შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იცი, დღეს ჩახუტების დღეა .. (დასასრული)


9-06-2018, 21:05
ავტორი ანუშირვანი
ნანახია 355

იცი, დღეს ჩახუტების დღეა .. (დასასრული)

ოთახში გაკვრვებული გიორგი შემოვიდა, რომელსაც მარიამი მოყვებოდა უკან
-მარიამ.. - გახარებული წავედი მისკენ და გადავეხვიე - ძალიან გამაახარე, რომ მოხვედი
-ნინია, ბავშვებო, ძალიან მომენატრეთ - ყველას გადაეხვია მარიამი . გიორგი კვლავ გაკვირვებული იყო, ბოლოს გამოერკვა და სუფრასთან გვიხმო. დავსხედით.. ძველი ამბები გავიხსენეთ, ჩვენი ბავშვობა .. ის სანუკვარი მოგონებები, რომლებიც ერთმანეთთან გვაკავშირდებდა. ბოლოს, დემეტრე ფეხზე წამოდგა , ყველამ მას შევხედეთ
-ბატონო ალექსანდრე.. მინდა, რომ თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ. - თქვა მან და სერიოზული სახით გადახედა მამაჩემს, რომელიც არანაკლებ სერიოზული და ამავდროს გაკვირვებული ჩანდა - მე ის ძალიან მიყვარს.. მსურს რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება მის გვერდით ვიყო.. მინდა გავაბედნიერო .. ამისთვის კი თქვენი და თქვენი მეუღლის თანხმობა მჭირდება..
-დემეტრე.. - დაიწყო მამამ - 24 წელია რაც ჩემ შვილს ვუყურებ, გუშინდელივით მახსოვს მისი დაბადება, მისი პირველი ნაბიჯები.. პიველი კბილის ამოსვლა.. ის დღეც, პირველად, დამოუკიდებლად რომ წავიდა რაიონში, როგორი გახარებული იყო - გაეცინა მამას და ჩემი ხელი თავისაში მოიქცია- ის ერთადერთია ვინც მყავს.. ის ჩემი პრინცესაა, დღეს მის თვალებში უზარმაზარ სიყვარულსა და ბედნიერებას ვხედავ, რომელიც შენ გამოიწვიე და მინდა სულ ასეთ ბედნიერს ვხედავდე.. შენთან ერთად - გაიღიმა მან, მე კი ატირებული ჩავეხუტე მამას და დედას.
დემეტრემომიახლოვდა და ჯიბიდან პაწია, შინდისფერი ყუთი ამოიღო, რომლიდანაც იისფერთვლიანი ბეჭედი მიმზერდა
-ნინია, ჩემო ლავანდის პრინცესა.. გახდები ჩემი ცოლი ? - ღიმილით მკითხა და ჩემს წინ ცალ მუხლზე ჩაიჩოქა
-დიახ, გავხდები ნინია გასვიანი... და ამ პაწაწინას დედიკო - ღიმილით მივანიშნე დამიანეზე, რომელიც ინტერესით გვიზმერდა. დემეტრემ ბეჭედი გამიკეთა და ნაზად შემეხო ტუჩებზე.
-იცით, მეც მინდა რაღაცის თქმა.. -მორცხვად თქვა მარიამმა და წამოდგა - ვიცი ჩემი მხრიდან ეს უცნაური იქნება, მაგრამ.. უნდა ვთქვა.. უკვე დიდი ხანია, ეს ვაჟბატონი მიყვარს, თუმცა ხან სადაა ხან სად.. ვერც ვხედავდი ნორმალურად.. ახლა კი, რადგან შანსი მაქვს.. - თქვა და გიოს წინ ჩაიმუხლა - გიორგი.. გახდები ჩემი ქმარი ?
-რაა?? - გაკვირვებულმა წამოიძახა გიომ .. პრინციპში ყველა გაკვირვებულები ვიყავით..
-გახდები ჩემი ქმარი ? - უფრო ჩუმად გაიმეორა მარიამმა
-კი, მაგრამ, შენთვის ბეჭედი რომ არ მაქვს? - სიცილით იკითხა გიომ
-მე მაქვს ბეჭედი! - წამოიძახა მარინა დეიდამ და მარცხენა ხელიდან ვერცხლის ბეჭედი მოიძრო- ჩემი რძლისთვის ვინახავდი - ღიმილით გაუწოდა გიორგის
-მაშ ასე, მარიამ ... მე თანახმა ვარ.. შენ ?
-თანახმა ვარ .. - სიცილით თქვა მარიამმა და ბეჭდები გაცვალეს, რასაც ოვაციები მოჰყვა.
-მხოლოდ ჩვენ დავრჩით, პატარა ქალბატონო .. - ვნებიანად ჩასჩურჩულა ყურში თორნიკემ თამუნას, რომელიც ღიმილით უმზერდა წყვილებს
-არც იოცნებო.. ასე ადვილად ვერ ჩამიგდებ ხელში - წაკბინა შემდეგ კი ხითხითით მიეკრო მის მკერდს
-ოჰ, პატარა ქალბატონო.. რა ხართ, ვინც არ გიცნობთ...

ჯვრისწერა ერთ თვეში დავგეგმეთ. გადავწყვიტეთ ყველა ჩვენს ბუდეში- სვანეთში წავსულიყავით. ჯვარი ლამარიის ტაძარში დავიწერეთ, საოცრება იყო ყველაფერი. ორი კვირა ვიყავით იქ, სიდონიასაც გავუხარეთ გული . შემდეგ კი თბილისში დავბრუნდით. რედაქციაში მათე იყო, ის ხელმძღვანელობდა ყველაფერს ჩვენს არ ყოფნაში. მალევე სასიხარულო ამბავი გავიგე, მე თამუნა და მარიამი ვბჭობდით, როგორ მეთქვა ეს დემეტრესთვის, თანაც ისე, რომ ორიგინალური ყოფილიყო.. ღირებული ვერაფერი მოვიფიქრეთ. ბოლოს დეემეტრეს დავურეკე
-გისმე ძვირფასო..
-საყავრელო, არ გინდა სადმე გავიდეთ? რაღაცების ყიდვა მინდა და მარტო მეზარება .. ხო წამოხვალ ? - მუდარით ვუთხარი და პასუხმაც არ დააყოვნა
-რათქმაუნდა, თორნიკეს დავუტოვებ ფაილებს. სად ხარ? გამოგივლი ..
-ჩვენ კაფეში ვარ..
-კარგი თხუთმეტ წუთში მანდ ვარ.. - ტელეფონი კმაყოფილმა გავთიშე და დამიანეს მივუბრუნდი
- დამი, მამიკო მალე მოვა.. იცი მას რა უნდა ვუთხრათ?
-რა ? - ინტერესით მომაპყრო თავის ლურჯი თვალები
-წეროს ბავშვი მოყავს.. - ჩავიხითხითე და ფუმფულა ლოყები დავუკოცნე
-წეროს არ მოყავს.. ვიცი მე - სერიოზულად თქვა და შემომხედა - ბავშვი აქაა .. - მუცელზე დამადო პატარა თითები
-ვინ გითხრა? - გაკვირვებულმა ვკითხე
-მამამ მითხრა, რომ ბავშვები სამოთხეში ჩნდებიან, ღმერთი კი მათ დედამიწაზე გზავნის და ისინი დროებით აქ არიან, მერე კი იბადებიან.. - ღიმილით თქვა და მომეხვია. მე კი სახტად დავრჩი.
დემეტრე მალევე მოვიდა, მოწყვეტით მაკოცა და დამიანეს თმა აუჩეჩა..
-აბა, მივდივართ საშოპინგოდ? -ღიმილით თქვა და კარი გაგვიღო, ჩვენც ჩავსხედით . მაღაზიაში დიდხანს ვიბოდიალეთ. დამიანემ უამრავი სათამაშო აიღო, სახლისთვის რაღაცები ვიყიდეთ. ბოლოს, ბავშვების სექციაში თვეების ბავშვის ბოდეები ავიღე სხვადასხვა ფერის.. ერთ-ერთს ეწერა : ,,მამიკოს გოგო“ ჩუმად გავატარებინე და პარკში ჩავდევი. სახლში დაღლილები მივედით.როგორც კი ოდნავ დაისვენეს. დემეტრეს ვთხოვე რომ პარკში ჩემი ქურთუკი მოეძებნა, რომელიც საერთოდ არ იყო იქ.. დაიწყო ტანსაცმლის ამოლაგება..
-ნინია, აქ არაა, მანქანაში ხომ არ დაგრჩა?
-მანდაა, მოძებნე..
-არაა, მხოლოდ ბავსშვის ბოდეა.. - დაიძახა შემდეგ კი ბოდით ხელში დამადგა თავზე და გაკვირვებულმა მკითხა - ბავშვის ბოდე რად გინდა? არმითხრა.. რომ ?? - თვალებგაბრწყინებულმა მითხრა და როდესაც თავი დავუქნიე, გახარებულმა ხელში ამიტაცა და დამატრიალდა
-კარგი, დემეტრე დამსვი.. - სიცილით ვუთხარი, მან კი ფრთხილად დამსვა სავარძელზე, მაისური ამიწია და ტუჩებით მუცელზე შემეხო
-მამას, გოგო... მამას პრინცესა...
-რა იცი რომ გოგოა? იქნებ ბიჭია?
-ბიჭი იყო, ორივე ძალიან მეყვარება... მნიშვნელობა არ აქვს სქესს.. მთავარია, ჯანმრთელი იყოს.. - სიყვარულით შემომხედა და დამიანეს დაუძახა
-დამი, მა იცი მალე და ან ძმა გეყოლება, მა - ბავშვი გულში ჩაიკრა
-შენზე ადრე მე გავიგე - სიცილით მიუგო დამიანემ
იმ საღამოსვე ყველას დავურეკეთ და ჩვენთან შევიკრიბეთ, დიდი აჟიოტაჟი იყო. ცალკე დადას და მამას ველაპარაკებოდი ცალკე ამათ..
ყველაზე ბედნიერი წუთები ეხოსკოპიაზე იყო, როცა გვითხრეს, რომ ერთის მაგივრად ორი გვეყოლებოდა.. არასდროს დამავიწყდება დემეტრესა და დამიანეს სახეები.. დემეტრეს ცრემლიანი თვალები და მისი ნათქვამი სიტყვები ,,მადლობა, რომ ეს ბედნიერება მაჩუქე!“



მას შემდეგ სამი წელი გავიდა.. ისევ, უზომოდ ბედნიერები ვართ..
და.. რა არის ბენიერება? რაში გამოიხატება ის? ბედნიერებას ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს. ყველას სხვადასხვანაირად ესმის.
ჩემთვის ბედნიერებაა, რომ დილით ვიღვიძებ..
ბედნიერებაა, რომ გაღვიძებისას, ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ვხედავ..
ჩემი პაწია ტყუპები, ჟღალი თმითა და მამიკოს შავი თვალებით..
ჩემი ბიჭი, ჩემი დამიანე, სულ მამას რომ გავს, გარეგნულად, თუ ქცევით..
ჩემი მეუღლე.. ტკბილი.. თბილი ერთგული და მოსიყვარულე. მისი თვალებია ჩემი ბედნიერება.. თვალები, როცა ჩვენ გვიყურებს..
ჩემი ,,უფროსი“ ტყუპები , თამუნა და გიო, ჯერ კიდევ რომ ვერ დაჭკვიანდნენ და კვლავ ერთმანეთის ნერვებზე თამაშობენ..
თამუნა, თორნიკესთან ერთად, როცა ერთმანეთს უყურებენ, სიყვარულით სავსე მზერით..
ესაა ჩემი ბედნიერება
გაბერილი მარიამი, რომელსაც გიორგი თვალებში შესციცინებს, იქნებ, დედა-შვილს რაიმე მოუნდესო და მზადაა ღამის 2 საათზე, შუა ზამთარში, ნესვის საძებნელად წავიდეს..
ჩემი მშობლები, რომლებიც მხიარულად თამაშობენ შვილიშვილებთან ერთად და ზოგჯერ, ისინიც მათი ტოლი მგონია..
ესაა ჩემთვის ბედნიერება..
ჩემი ბედნიერება, ის პაწია, რომლის არსებობის შესახებ ჯერ მამიკომაც არ იცის..
ეს მთალი ჩემი ოჯახია, ერთი, დიდი, მთლიანი ოჯახი..
ჩემი ოჯახი არაფერია თუარა სიყვარული.. სიყვარული კი ბედნიერებაა..
და ბოლოს, ჩემი ბედნიერება ერთი თბილი ჩახუტებაა, ყოველთვის და განსაკუთრებით - ჩ ა ხ უ ტ ე ბ ი ს დ ღ ე ს !!!

ეძღვენება თამუნას, რომლის ჩახუტებაც ყველაზე თბილია..
2018 წელი ივნისი

ესეც ბოლო თავი <3 მადლობა ვინც კითხულობდით <3 სრულადაც დავდებ მალე <3 <3скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent