შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკანდრეს სუნთქვა (თავი 2)


10-06-2018, 00:50
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 283

ნიკანდრეს სუნთქვა (თავი 2)

ძალიან ეწყინა და ჩემთვის ნათელი გახდა, რაოდენ დიდ სიყვარულს იტევდა ნიკანდრეს გული.. თითქოს იმ წამებში შინაგანად ჩაწყდა, მერე მითხრა, სიცოცხლის რამდენიმე წელი მომაკლდაო. მეგონა მსგავსი რამეები მხოლოდ ფილმეში ან თუნდაც წიგნებში ხდებოდა, მაგრამ თითქოს ის ჩემი წარმოდგენების შეცვლას იწყებდა...
იმ დღეს, როცა გამწარებული მირეკავდა კონცერტზე წასვლა რომ შემოეთავაზებინა, რომანტიკულ ისტორიას ვქმნიდი, თურმე... მაგრამ ესეც გაიგო ან როგორ არ უნდა გაეგო ? განა ჩვენს შორის რამე ხდებოდა ? ან ახლა ხდება ? ეს ის კითხვებია, რომლებსაც ძალიან ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს..
იცით, იმ დღეს, როცა ასე ეწყინა პირველად მითხრა, რომ ვუყვარდი... ძალიან უცნაური განცდა იყო, ჯერ ჩემთვის არავის არასდროს უთქვამს საოცარი სიტყვა, რომელსაც გულწრფელობა ბანალურობას აკარგვინებს..

***
-რა არის ? როგორ მიყურებ ? - ვეკითხები და მეცინება.
-მენატრები !
-როგორ ? აქ აარ ვარ ? - ტუჩები კიდევ უფრო განზე მეწევა.
-ყოველ წამს მენატრები, ანასტასია ! - დამაჯერებლად ამბობს და ძაღლივით წყლიანი თვალებით მიყურებს, აი, როცა პატრონს დაინახავს და სიხარულისგან ხტომა-ყეფას იწყებს..
-ცუგა ხარ ! -პატარა ბავშვივით გუLუბრყვილოდ ვახამხამებ თვალებს.
-რაც გინდა, ის ვიქნები... მთავარია შენთან ვიყო !
ყოველთვის მეუბნება, რომ ჩემს გარეშე დრო უაზროდ გადის, სულ ჩემზე ეფიქრება და მთელი არსებით უნდა, გვერდით მაინც იყოს; გინდ შორეულად, მაგრამ მაინც გვერდით... მე ხშირად მეცინება და ვეუბნები, რომანტიკულ დრამაში კი არ ვართ - მეთქი, ის კი მისწორებს, კომედიაშიაო.. თუმცა რაც არ უნდა იყოს, ვგრძნობ, რომ ყოველი მის გარეშე გატარებულ დღეს დანაკლისი ახლავს. ჯერ ვერ გავრკვეულვარ ზუსტად, თუმცა უკმარისობას რომ ვგრძნობ, ნამდვილად ვიცი.
ზოგჯერ ძალიან მეშინია, რომ ერთ დღეს მისგან წავალ, ის კი განადგურდება.. ცოტა ხნის წინ მიყოლებით ორი ლექსი დაწერა, რომელიც სწორედ ამ თემას ეხება, ისიც ფიქრობს, რომ უჩემობა გააქრობს.. მეუბნება ხოლმე, თავს მოვიკლავ, თუ ჩემს გვერდით აღარ იქნებიო, მე კი ყოველივე მსგავს გამოხტომაზე ვეჩხუბები. ზოგჯერ მის მიმართ ძალიან მკაცრი ვარ, რასაც მოსდევს ნიკანდრეს ცრემლები, რომლებსაც ძლივს ვაჩერებ და ხელმეორედ ვეჩხუბები, რას მესენტიმენტალისტებიო. ის კი იერიშის მაგივრად, მეთანხმება, დიახ, სენტიმენტალისტი ვარო. ამაზე კი შემდგომ ორივეს გვეღიმება.
-Ich liebe dich - მეუბნება და გულზე მისამაგრებელ ყვითელ გულს მჩუქნის, რომელსაც აწერია „liebe”... ვინც არ იცით, აღნიშნული სიყვარულს ნიშნავს გერმანულად, გერმანული კი ნიკანდრეს საყვარელი ენაა.

***
დილას უცნაურ ფიქრებში მეღვიძება. საშინელი სიზმარი ვნახე, თითქოს ორი ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი უბედურმა შემთხვევამ დაასახიჩრა, არადა წუხელ ნიკანდრესთან მოსალოდნელ შეხვედრაზე ვფიქრობდი.. ესეც ჩამწარდა. ყოველივე ღიმილს, უბედურება მოსდევსო, ალბათ მართალი უთქვამთ.
ნუცას ვურეკავ და ვაფრთხილებ, რომ ფრთხილად იყოს, განსაკუთრებით ქუჩის გადაჭრისას, შემდეგ სკოლის მეგობარ თამთას ვწერ იმავეს და ჩაის ასადუღებლად გავდივარ სამზარეულოში. ჭიქაში ორ თხელ ნაჭერ ლიმონს ვაგდებ და ნიკანდრე მახსენდება... რაც გამიცდი, მგონი, იმაზე მეტი ლიმონიანი წყალი დალია, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში თვალითაც კი არ უნახავს...
-ცხოვრება ხშირად ლამაზია, არა, მია ?- ვეკითხები კატას და ცეკვა-ცეკვით ფანჯარას ვაღებ.
შუა დღის მერე ნიკანდრეს უნდა შევხვდე და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ტყუილად როდი უთქვამთ, წვრილმანები აბედნიერებს ადამიანსო. სულაც არაა საწირო 200 ევროიანი რესტორანი და 400 დოლარიანი კაბა იმისათვის, რომ ადამიანთან დროის გატარება გესიამოვნოს. მთავარი მაინც იდეები რჩება და არა წვრილმანური ცხოვრების დამამძიმებელი ნივთები.

***
ბუნებაში გავდივართ ე. წ „პიკნიკზე“, თუმცა ეს ჩვეულებრივი პიკნიკი არაა, რომანტიკულია.. გარშემო ჩიტების უჩვეულო ხმები ისმის, ან ჩვენ გვეჩვენება ასე. ის წინ მიდის, ცოტა მოშორებით მივყვები და ვფიქრობ, რომ ნიკანდრე მიზიდავს, შემდეგ კი ვასწორებ, ის კი არა, მისი სიახლოვე - მეთქი. ხშირად ვერ ვხვდები, რატომ ვცდილობ საკუთარი ფიქრები მინიმუმამდე დავიყვანო მასთან ურთიერთობაში. მე ხომ ისიც კი ვუთხარი, ვერასდროს შეგიყვარებ, მეტიც, ვერავის შევიყვარებ - მეთქი.
ნუთუ შეიძლება დამსხვრეული გული ისევ აღდგეს ?
ნიკანდრე მეუბნება ხოლმე, შენს თავს აჯერებ და ფსიქოლოგიურად ზემოქმედებ, თორემ ასე არაო, თუმცა ამის დაჯერებისაც კი მეშინიაა.
-შენი თვალები ბევრ რამეს ამბობენ ! - მიღიმის და აღმართზე ასასვლელად ხელს მიწოდებს.
-მოგწონს ჩემი თვალები, არა ? - აი, ახლაც ვცდილობ, სხვა რამეზე გადავიტანო ყურადღება.
-შენი ყველაფერი მომწონს !
-ნასკებიც ? - ვეკითხები და თან მეღიმება. არა, ეს ბიჭი ან საშინლად გულახდილია და საოცარი მატყუარა !
-რა თქმა უნდა.. ფეხის გულებიც !
-ჰო, ფეხის გული ერთ - ერთი ყველაზე ეროგენული ზონაა.
-მორიელს ნუ დააბოლებ.
-მეცნიერულადაა დამტკიცებული..
-მეცნიერულად ბევრი სხვა რამეცაა, მაგალითად, მამაკაცი ვერძის ყველაზე მგრძნობიარე ზონაა.... კაი, აღარ გავაგრძელებ - თვალს მიკრავს და ნაბიჯს აჩქარებს.
ცოტა ხანში მყუდრო ადგილს ვპოულობთ, ქოლგასავით გადაშლილი ხის ქვეშ, ერთ დიდ „ადეალას“ ვშლით და ფეხმორთხმით ვჯდები, ისიც იმეორებს ჩემს მოქმედებას, მაგრამ ძალიან ახლოს არ ჯდება ჩემთან, დისტანციას ინარჩუნებს..
-მამაშენზე არაფერი გითქვამს ? - აზრზე არ ვარ რამ გამახსენა ეს თემა, თუმცა მართლა მაინტერესებს.
-არ მკითხო - სევდანარევი ღიმილი გაკრავს, შემდეგ კი მოკლედ მპასუხობს - ათი წლის წინ დაშორდა დედაჩემს და ყველაფერი წაიღო... მას მერე გულაობას არ იკლებს, მაგრამ ოჯახი ერთ წამსაც კი არ გახსენებია. ოჯახში გადასახადებს ვერ იხდიდა ვითომ, შემდეგ კი იმხელა „მაყუთი“ აღმოაჩნდა, რავი.. მეტიც, ყველაფერი გაყიდა, რაზეც ხელი მიწვდა ან არ მიწვდა.. ჩემი სახლის „გარაჟიც“ კი მიაყოლა. უფრო „მაგრად“ უნდა მივდგომოდი, მაგრამ ხომ იცი ჩემი ამბავი...
-რამდენად ბევრი ფული აქვს ? - ჩემი ჭკუით სიტუაციის განმუხტვას ვცდილოობ.
-არც იმდენად ცოტა, რომ იმოგზაურო და არც იმდენად ბევრი, რომ ქარხნები იყიდო...
-კაი, ეს ისე გკითხე.. ძალიან სამწუხაროაა, მაგრამ ..
-არ გინდა, ანასტასია.. შენთან როცა ვარ, ვერაფერი მომკლავს.. ტყუილად როდი ნიშნავს ანასტასია „მკვდრეთით აღმდგარს“, შენ ეს ძალა ჩემზეც გადმოიტანა და ცხოვრებას ხალისი შემატე.. ანგელოზი ხარ, ციდან გამოგზავნილი ანგელოზი ...
-ამეტებ, ნიკანდრე !
-სულაც არა ! ყველაფერს გავაკეთებ, რომ ბედნიერები ვიყოთ ! - მინდა ვუთხრა, თვითმფრინავიდან ჩამოდი და ავტობუსს გაეკიდე - მეთქი, მაგრამ თავს ვიკავებ, ვიცი როგორი მგრძნობიარეცაა.
-ნეტავ შენი გული მისცა ყველას.. - ვუღიმი და მზერას ვუსწორებ. იმ წამებში მინდა, მის ღრმა თაფლისფერ თვალებში ჩავიკარგო.
-მაინც ვინ აფასებს.. - თავს აქნევს.
-ისე ყველას რომ ჰქონდეს, ფასს დაკარგავდა, არა ? - ვეკითხები, ის კი მიახლოვდება და ჩემს თავს მხარზე იდებს..
-შენი ნახშირორჟანგითაც კი შემიძლია, ვისუნთქო, ანასტასია ! - მეუბნება და ცას უყურებს - საოცრებაა, მოწმენდი, მშვიდი, ნამდვილი იაპონიაა !
-ეს იაპონია რამდენად ძლიერ მეტაფორად აქციე ? - თავს ვიღებ მხრიდან და ვაკვირდები მის სახეს..

***
ნუცასთან და მის დასთან თაკოსთან ერთად ეთნოგრაფიულ მუზეუმში მივდივარ. რამდენიმეჯერ კი ვარ ნამყოფი, მაგრამ განმეორება ცოდნის დედააო, ხომ გაგიგონიათ..
მხოლოდ ორ სახლში შევდივართ. აქედან ორივე მეგრულია, განსაკუთრებით მეორე გამოირჩევა მრავალფეროვნებით. სიყვარულის სევდიან ისტორიასაც კი იტევს. გვიყვება, როგორ ათქმევინა იტალიელი ქალისადმი ცალმრივმა სიყვარულმა ახალგაზრდა კაცს უარი ამქვეყნიურ ცხოვრებაზე და აღკვეცა ბერად.
ამაზეც ნიკანდრე მახსენდება.. ერთხელ მითხრა, რთულია, როცა ცალმხრივად გიყვარს... ალბათ შენ არასდროს გამოცდი, რადგან ყოველთვის გეყვარება ის, ვისაც იმაზე მეტად ეყვარები, ვიდრე შენო..
სახლიდან ემოციებით დატვირთულნი გამოვდივართ. მესამისკენ უნდა ავიღოთ გეზი, რომ არა თუთის ხეები..
-თუთის ხეები, ნახეთ - ამბობს ნუცა და ჩვენც მივყვებით.
-მწიფეა ვითომ ?
-შესანიშნავია - ამბობს თაკო.
-თუთა ძალიან მიყვარს - ბანს ვაძლევ.
-თუთას იმერეთში რას ეძახიან, იცი ? - მეკითხება ნუცა.
-ბჟოლას ! - ვიცინი - ეგ ვინ არ იცის - ვამატებ და ხეს ფოთლებით ვექაჩები დაბლა.
ალბათ ზოგჯერ სოფლის იდილიის იმიტირებაც კი საჭიროა, თუნდაც ნახევრად მკვახე თუთის ჭამა იმისთვის, რომ გაექცე ქალაქის აყალმაყალს.
-ჩემს სოფელში უნდა წაგიყვანო, ანასტასია ... მოგეწონება ძალიან - ვინ იცის, მერამდენჯერ იმეორებს ნუცა.. მეც ალბათ მეათიათასჯერ ვეთანხმები და ვამატებ, ოღონდ აგვისტოს ბოლოს - მეთქი.

მიუხედავად განტვირთვისა, სახლში მისული, შინაგან ფორიაქს მაინც ვგრძნობ, დასვენებული ადამიანის შეგრძნება შორიდანაც კი არ მეკარება.. მე ხომ უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც მოსვენება დავკარგე. წლებია ვერ გამოვდივარ იდეათა ღრმა ფსკერიდან და ისიც კი არ ვიცი, საითკენ უნდა ავიღო გეზი..
ხშირად ნიკანდრეს ვეუბნები, მგონი, ყველასგან და ყველაფრისგან გაქცევა მჭირდება - მეთქი, თუმცა ამაში თავადაც არ ვარ დარწმუნებული. იქნებ, როგორც იგი მეუბნება, მომბეზრდეს და უარეს სულიერ აშლილობად მექცეს ...
-მეც წამიყვანე, კარგი ? - მეუბნება და ისევ ძაღლის მზერა ეპარება, შემდეგ კი სრულიად იპყრობს..
-ყველასგან გაქცევა რას ნიშნავს, იცი ? - ცნობისმოყვარედ ვათვალიერებ და ვაკვირდები, როგორ განიცდის ფერთა მკვეთრ ცვალებადობას.

___
დაგვიანებისთვის ბოდიში..
ვიცი, რომ არ უნდა ამეტვირთა, სანამ არ დავამთავრებდი, რადგან ლოდინი ძალიან ცუდი პროცესიაა, თუმცა სიახლის ატვირთვა მომენატრა და ვეღარ მოვითმინე..скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ირმა

ველოდები შემდეგ თავს. ზალიან კარგად წერთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent