შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღიმილი საუკეთესო ხერხია ტკივილის დასაფარად 2თავი


10-06-2018, 21:30
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 799

ღიმილი საუკეთესო ხერხია ტკივილის დასაფარად 2თავი

- შეფ გილოცავთ დაბადების დღეს.
თავისი საყვარელი ღიმილი არ ავიწყდება და შეფს ეხვევა.
- მადლობა ნინე.
- შეფ ბოდიში არაფერი მიყიდია, თუმცა თქვენთვის ისეთი სიუპრიზი მაქვს ყველანაირ საჩუქარს სჯობს.
- რა სიუპრიზი?
- თუ გითხარით რა სიუპრიზი გამოვა?
- კარგი, კარგი.
_ შეფის კაბინეტიდან გამოდის და დირექტორთან მიდის.
- ვიკა.
- გისმენ ნინე?
- დღეს გვაქვს შეკვეთები?
- მხოლოდ შეფის დაბადებისდღისთვის  არის 15 კაციანი შეკვეთა.
- მაგ თხუთმეტს ოცდახუთი მიუმატე.
- ოცდახუთი?
- დიახ.
- რა ხდება ნინე?
- შეფს სიუპრიზს ვუწყობ.
- გასაგებია.

- ნინე რას აკეთებ?
გაკვირვებული შეფი ადგება თავზე გოგონას.
- შეფ თქვენი სიუპრიზისთვის ვემზადები.
- ჩემი სიუპრიზი უამრავი გაჭირვებულის გამოკვებაა? თუ რა უბედურებაა ამდენი საჭმელ-სასმელი?
- შეფ ეგ იმათთან არ გაიმეოროთ.
_ თაფლისფერ თვალება აბრიალებს.
- ვისთან?
- ნინე შენ გკითხულობენ.
_ თვალებ ანთებული მიმტანი შემოვარდა სამზარეულოში.
- აი თქვენი სიუპრიზიც.
წამობრძანდით შეფ.
 უეცრად თვალებზე ხელს აფარებს და დარბაზისკენ მიათრევს კაცს.
- ნინე კისერი არ მომატეხიო.
- ნუ ღელავთ.
- სად მიგყავარ?
- სიუპრიზია.
- აღარ მინდა სიუპრიზი.
ბრაზდება კაცი.
- გინდა, გინდა. აქ გაჩერდით, თვალები არ გაახილოთ.
_ გორგაძე გვერდით იწევა და ბატონი გიორგის წინ გურამ კოშკაძეს აყენებს.
- შეფ გაახილეთ თვალები.
_გახარებული ყვირის ნინე.
- არ არსებობს.
_ პირზე ხელს იფარებს შეფი.
- იმედია ახლა არ მოკვდები?
_ხელი ჰკრა უფროს.
- ამოიღე ხმა?
_ გაშეშებულ კაცს ხელი აუფრიალა ცხვირწინ, ისიც მალევე მოდის გონს და ბიჭს ეხვევა.
შემდეგ შორდება და ნინეს ხელში იტაცებს.
- როდის ვამბობდი რომ შენ საუკეთესო სიუპრიზების კეთება იცი?
- ყოველთვის.
აკისკისდა გოგო.
- დამსვი ახლა დამეხვა თავბრუ.
დასმის მაგივრად ნინეს ჰაერში ისვრის და გორგაძის მკლავებში ჩნდება.
- კიდევ კარგი ცოლიანი ხარ, თან ჩემი ნათესავი თორემ შენს მკლავებში იმდენჯერ მოვხვდი რამეს ვიფიქრებდი.
ბოლო ხმაზე კისკისებს.
- ეგრე არა. გრიგო.
ნინეს ისვრის და ახლა სხვა ბიჭის მკლავებში ჩნდება.
- დამსვი.
ჰკივის როდესაც ნაცნობ სახეს ეჩეხება.
- ვაიმე რამხელა ხმა აქვს.
მალევე უშვებს ხელს და ისევ გორგაძის მკლავებისკენ ისვრის.
- შეფ ეს ის ხომ არის?
ბიჭის მკლავებიდან თავი ამოსწია და შეფს ეჩურჩულება.
- არა ნინე ეგ მისი ძმა არის.
- კი მაგრამ.
- ტყუპისცალი.
_ ამატებს შეფი.
- გასაგებია.
- ხომარ გაგიტკბა ქალბატონო?
- აუ კი შენძმობას ვფიცავარ.
_ ოცდათორმეტი კბილი დაანახა.
- დამსვი ახლა დამეწვა კერძი.
ბიჭს ლოყაზე ხმაურით აკოცა და მისი მკლავებიდან ჩამოხტა.
სამზარეულოში კერძების გაფორმებით იყო გართული როდესაც მისი ტელეფონი ამღერდა.
ნაცნობი ნომრის დანახვისას გაეღიმა, მისი ბებო ურეკავდა.
- ბებო.
მხიარულად ჩასძახა ტელეფონში.
- როგორ ხარ საყვარელო?
- კარგად ვარ ბებო შენ?
- მეც კარგად ვარ საყვარელო. მე და ბაბუაშენი ერთი კვირით მაროსთან მივდივართ სოფელში.
- ხო მშვიდობაა?
_ ანერვიულდა.
- კი, კი საყვარელო.
ბაბუაშენის ძმის შვილის, შვილმა ცოლი მოიყვანა.
ვიცი შენ ვერ წამოხვალ და მაგიტომ აღარ გითხარი.
- ჰო ბე. ბედნიერი მგზავრობა, რომ ჩახვალთ რა დროც არ უნდა იყოს დამირეკეთ.
- აუცილებლად. მიყვარხარ საყვარელო.
- მეც მიყვარხარ ბებო.
_ ტელეფონი გათიშა და თავის საქმეს დაუბრუნდა.
უყვარდა ნინე ჯაშს, მისი ბებო და ბაბუ ამ ქვეყნად ყველაზე მეტად უყვარდა.
ამდენ უსამართლობაში მხოლოს მათი სიყვარული აძლებინებდა.
ეიმედებოდა მისი ბებო და ბაბუ, რადგან იცოდა რაც არ უნდა მომხდარიყო ისინი სულ მის გვერდით იქნებოდნენ.
მათი ბედნიერი სახის წარმოდგენისას გაეღიმა, კერძის მორთვას მორჩა და მიმტანს გაატანა.
თავად კი იქვე მისი მეგობარი ლაშას გვერსით ჩამოჯდა.
- ლაშ.
_ ფიქრებში გართულ მეგობარს ხელზე ხელი დაადო.
- გისმენ ნინე?
- რა გჭირს?
- ლორენა.
- რა მოუვიდა ლორეს?
- დამშორდა.
- ისევ?
- ისევ.
- ახლა მაინც რა მოხდა?
_ გული დაუმძიმდა მისი მეგობრის დანახვისას.
- აღარ ვუყვარვარ.
- რა სისულელეა? ლორეს ბავშვობიდან ვიცნობ ლაშ, მას შენ ისევ უყვარხარ.
- ის ძალიან შეიცვალა.
ნინე ნეტავ იცოდე როგორი სხვანაირი გახდა, ახალი სამეგობო ჰყავს.
- ლაშ გინდა დღეს საღამოს ჩემთან ამოდი, მასაც დავურეკავ და ვილაპარაკოდ.
ჩემები სოფელში მიდიან და მარტონი ვიქნებით.
- შენი აზით ღირს მასთან საუბარი?
- თუ გიყვარს სიყვარულოსთვის ომი ყველანაირი ხერხით უნდა მოიგო.
ფეხზე წამოდგომას აპირებდა როდესაც მისი ტელეფონი ისევ ამღერდა
- ნინე გავთხოვდი. როგორც კი ტელეფონს პასუხობს ეგრევე ჩაჰყვირა მეგობარმა.
- რა?
უხერხულად გადახედა ლაშას.
- გავთხოვდი. ისევ იმეორებს.
- რას ლაპარაკობ გოგო გაგიჟდი?
- ნინ არ გაგიხარდა?
- არა, არა რა თქმა უნდა არ გამიხარდა.
_ ლაშას შორდება.
- შენ გოგო გავიჟდი?
რას ჰქვია გათხოვდი და ლაშა?
_ ჩურჩულით ამბობს რათა ლაშამ არაფერი გაიგოს.
- აღარ მიყვარს ლაშა.
_ ჩამქრალი ხმით ამოილაპარაკა
- ვიცი რომ ამ ყველაფერა მის გასაბრაზებლად აკეთებ.
ლორე შენ იცი მაინც რამხელა შეცდომას უშვებ?
- ნინ.
- რა ნინ, ლორე? მითხარი არ გახსოვს ის რაც მე გამოვიარე? განა შენ არ მეუბნებოდი რომ, რომ.
_ აქ თავი ვეღარ შიკავა და ატირდა.
- ვიცი ნინ.
- თუ იცი ეს რატომ გააკეთე?
ხომ იცი რომ უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახი, უბედურების მომასწავლებელია.
ჩემს მაგალითზე მაინც გესწავლა ცხოვრებ ლორე.
გესწავლა თუ როგორია უსიყვარულო ოჯახი.
- მაპატიე.
- ჯერ შენს თავს და ლაშას სთხოვე პატიება.
_ ტელეფონს თიშავს, ხელის გულებით ცრემლებს იწმენდს, იღიმის და ლაშასკენ ბრუნდება.
- რა ხდება ნინე?
შეშინებული წამოდგა ფეხზე.
- არაფერი.
უხერზულად უღიმის.
- ისევ მან დაგირეკა?
- არა.
_იღიმის.
- ნინე.
- ჰო მან დამირეკა.
_ცრუობს.
- რა უნდოდა?
- არაფერი უბრალოდ მომიკითხა.
_ისევ იღიმის.
- კარგად ხარ?
- რა თქმა უნდა.
_ ისევ მისი ღიმილი.
- თუ რამე მე აქ ვარ.
- მადლობა.
_თავს უკრავს და დარბაზისკენ მიდის.
- მე რომ წავიდე ხომ არ გეწყინებათ?
_უკნიდან ეჩურჩულება მახოს.
- არა რას ამბობ? ხომ მშვიდობაა?
- კი, კი უბრალოდ დავიღალე.
- გინდა გაგიყვანო?
- არა იყავი ჩემით წავალ.
- კარგი.
_ნინესკენ ბრუნდება ლოყაზე კოცნის.
იქ მყოფებს ემშვიდობება, გასახდელისკენ მიდის ფორმას იცვლის და რესტორნის ტერიტორიას სცილდება.
გრძნობდა ჯაში როგორ მოჰყვებოდა უკან ვიღაც, თუმცა არ ეშინოდა რადგამ მას უკვე დიდი ხანია აღარაფრის არ ეშინია.
ამაყი ნაბიჯებით აიარა სამი სართული, ცარიელი ბინის კარებიშეხსნა გულში საშინელი ჩხვლეტა იგრძნო, რადგან მისი საყვარელი ბებო არ შემოეგება.
უაზრო ფიქრების გასაფანტად თავი გააქნია,  ქურთუკი გაიხადა იქვე მდივანზე მოისროლა და თავის ოთახისკენ შევიდა.
წყალი მალევე გგადაივლო, გაგიკვირდებათ ალბათ ათ წუთში როგორ უნდა მოასწროს ადამიანმა ბანაობა.
მაგრამ ჯაში ათ-ოც წუთზე მეტი ვერ ძლებდა აბაზანაში, სული ეხუთებოდა რაც არუნდა ცივი წყლით ებანავა ჰაერი მაინც არ ჰყოფნიდა.
თხელი ლურჯი ხალათი მოიცვა და სამზარეულოში გავიგა.
მისი საყვარელი რძე გაამზადა და ტელევიზორის წინ მოთავსდა.,  უაზროდ მისჩერებოდა არხებს, ფიქრებით კი სულ სხაგან იყო.
ნერვიულად ათამაშებდა ტელევიზორის პულტს ხელში.

- ბებო სად არის დედა?
პატარა ხუთი წლის ნინემ თაფლისფერი თვალები მიანათა ბებოს.
- აი აქ.
გულზე ხელს ადებს ქალბატონი ნუნუ.
- ჩემთან რატომ არ არის?
- ის ყოველთვის შენთან არის.
ცრემლს იწმენდს ქალი.
- ბებო რატომ არ მახსოვს დედა?
_ თავი წამოსწია და ცრემლიან თვალებში ჩააჩერდა ქალს, თითქოს იქ ეძებდა პასუხს.
- როდესაც სარკეში ჩაიხედავ იქ დედაშენს დაინახავ.
- ძალიან მენატრება.
_ მეც საყვარელო.
- ბებო როგორი იყო დედა?
- ყველაზე კარგი იყო დედაშენი. მისი ღიმილი მთელს დედამიწას ანათებდა, ის მაშინაც იღიმოდა როდესაც სტკიოდა.
- ბებო მე მიყვარს დედა.
- მასაც უყვარდი საყვარელო.
- ბებო.
- გისმენ საყვარელო.
- მამას რატომ არ ვუყვარვარ.
- უყვარხარ საყვარელო.
- რატომ მიმატოვა?
- დაიძინე საყვარელო, უკვე ძალიან გვიანია.
_არ იცოდა ქალს რა ეთქვა, როგორ უნდა აეხსნა პატარა ბავშვისთვის ეს ყველაფერი.

ფიქრებში წასული ნინე კარზე კაკუნს მოჰყავს გონს, ფეხზე დგება და კარს აღებს.
- საბა.
შიშისგან ჩამუქებული თვალები მიანათა კაცს.
- როგორ ხარ საყვარელო?
- რა გინდა საბა?
- მომენატრე და მოვედი.
- იცოდე პატრულს გამოვუძახებ.
_ ცდილობდა როგორმე შიში დაეფარა.
- რას ქვია პატრულს გამოუძახებ?
_ მისკენ წამოვიდა მაჯაში ხელი ჩაავლო და კედელზე მიანარცხა.
სიმწრით ამოიკნავლა ნინემ დ ათავი დახარა.
- არ გინდა საბა გთხოვ.
_ მუდარით ეუბნება.
- ახლა არ მინდა არა?
ჰე მიდი გამოიძახე შენი ძაღლობა.
_ ყვირის კაცი.
- საბა.
- რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო მითხარი? რამდენჯერ?
ვინ არის ის კაცი ვის მკლავებშიც ნებივრობდი დღეს?
- ნინე მითხარი?
ყვირის წყობიდან გამოსული და ხელი გაარტყა.
- ჩემი ნათესავია.
_ ამოიტირა.
- ვინ ნათესავი მე რატომ არ ვიცნობ?
- დედას გეფიცები ჩემი ნათესავია.
- ჩემი მოტყუება გადაწყვიტე არა? ხომ იცი ამის გამო რასაც მიიღებ?
_ თმებში ხელი ჩაავლო და მისაღებისკენ წაათრია.
- მოგკლავ ნინე გეფიცები მოგკლავ.
- არაფერი დამიშაო გთხოვ.
_ მისი სათუთი ლამაზი თვალებიდან ცრემლებმა იწყეს დენა.
- აი შენ.
მუჭი მოუქნია და მთელი ძალით დაარტყა სახეში.
- საბა.
დაუნდობლად სცემდა, რაც ხელეგით ვერ გააკეთა ფეხებით შემატა.
- თუ კიდევ ერთხელ დაგინახავ მასთან მოგკლავ.
_ კარები გამოგლიჯა და სახლიდან გავარდა.
ემბრიონის ფორმაში მოკეცილი ეგდო
იატაკზე.
თავის აწევაც კი არ შეეძლო, მხოლო ცრემლიანი თვალებით შესცქეროდა, მისი წარბიდან წამოსულ სისხლს რომელიც იატაკზე იღვრებოდა.
ხვდებოდა როგორ კარგავდა გონებას და თვალები დახუჭა, შემდეგ კი ნაცნობი ხელების შეხება იგრძნო.

- ნინე კარგად ხარ?
_ ახლახან გოს მოსულ ნინეს თავზე აგდება ლაშა.
_გახეთქილი წარბი დაუმუშავა და წყალი მიაწოდა.
- კი.
_ხოლოდ ამას ამბოს და იღიმის.
- გინდა საავადმყოფოში წაგიყვანო?
- არა გთხოვ.
- კარგი.
- მადლობა ლაშა.
- რომ გავიგე რომ სახლში არავინ იქნებოდა მარტო არ უნდა გამეშვი.
- არაუშავს.
_ ისევ იღიმის.
- რა უნდოდა?
- ბაბუს ნათლულზე იეჭვიანა.
- მოვკლავ გეფიცები მოვკლავ.
- შეეშვი ვთხოვ.
- ნინე რატომ არ უჩივი?
- რომ გამოვა უარეს მიზამს.
- როდემდე უნდა იყო ესეთ ტერორში?
- რამეს მოვიფიქრებ.
- ისევ იღიმის.
- რამეს მოგიმზადებ.
- არაფერი არ მინდა ლაშ.
- კარგი ნინე შენ დაიძინე მე აქ ვიქნები, თუ რამე დამიძახე კარგი?
- ლაშა.
_ ნახევრად კარში გასულს აჩერებს.
- გისმენ.
- იცი ლორენა გათხოვდა.
- ვიცი ნინე.
_ სიმწრით ამოილაპარაკა ბიჭმა და ოთახი დატოვა.
ლაშას გასვლის შემდეგ წვალებით წამოდგა ფეხზე, მიუხედავად იმისა რომ საშინლად სტკიოდა მყარად დგამდა ნაბიჯს.
სარკის წინ პატარა სავარძელში ჩამოჯდა_ თავის ანარეკლს თვალი მოავლო და ნატკენ ადგილას ხელი მოიკიდა.
- დე ნეტავ იცოდე როგორ მენატრები.
იცი ბებო მეუბნება თუ დედა მოგენატრება სარკის წინ დაჯექი, გულზე ხელი დაიდე და მას დაინახავო.
_ წარბიდან ხელი გულზე ჩამოიტანა.
- მე დაგინახე დედა, დაგინახე როდესაც მტკივა მე ვიღიმი.
იმ ღიმილით როგორც შენ იღიმოდი.
შენც ხომ სწორედ ესე მალავდი ტკივილს, შენ ხომ მე ეს ჯერ კიდევ აქ.
_ გულიდან ხელი მოცელზე გადაიტანა.
- ჯერ კიდევ აქ მყოფს მასწავლე.
მე მახსოვს დედა, შენი ხმა მახსოვს.
შენი ყოველი ჩასუნთქვა ამოსუნთქვა მახსოვს.
მე შენ ძალიან მჭირდები დედა.
მეშინია, იცი ძალიან მეშინია.
ადამიანების არა დე, მე შენი მეშინია.
მეშინია რომ იმედებს გაგიცრუებ.
მეშინია რომ ვერ გავხდები ისეთი როგორიც შენ გინდოდა.
მეშინია რომ შენ ჩემით არ იამაყებ.
და მეშინია იმის რომ შენი ნაზი ჟღერადობის ხმა დამავიწყდება.
ის ხმა ჯერ კიდევ მუცლად მყოფს რომ ჩამესმოდა და  მას შემდეგ აღარასოდეს გამიგია.
- ნინე.
ესმის ნაცნობი მაგრამ ამავდროულად უცნობი ხმა.
- ნინე.
კიდევ ერთხელ გაიმეორა.
- ნინე შვილო.
_ ჩახრილი თავი ამოსწია და ანარეკლს თვალი გაუსწორა.
- დედა.
სარკეში მომზიმარ ულამაზეს ქალს მისი თაფლისფერი თვალები მიანათა.
- შენ მოხვედი დედა.
_ ამოიტირა.
- ნუ ტირი საყვარელო. გაიღიმე.
_ დედის თხოვნას ითვალისწინებს და იღიმის.
- მომენატრე დე.
- მეც ძალიან მენატრები.
- წამიყვანე.
- აქ? არა აქ შენთვის ჯერ ადრეა.
იბრძოლე ნინე, იბრძოლე საყვარელო.
ნუ მისცემ მათ ისევ დაანგრიონ შენი ცხოვრება, ნურავის მისცემ უფლებას ისევ გამიგიყენოს.
ნურავის მისცემ უფლებას ხელით შეგეხოს.
არავის მისცე უფლება შენს ღირსებას და სულს შეეხოს.
მე ვამაყობ შენით, და ყოველთვის ვიამაყებ ნინე.
მთელი გრძნობით წარმოსთქვამს მისი შვილის სახელს.
- არ მინდა დედა აქ, შენთან მინდა წამიყვანე გთხოვ.
- იბრძოლე ნინე, იბრძოლე საყვარელო.
ნუ იქნები ჩემსავეთ სუსტი.
იბრძოლე ყველაფრისთვის, ნუ დაუშვებ იმ შეცდომებს რაც მე დავუშვი.
მიყვარხარ ჩემო ნინე.
- დე არ დამტოვო.
ცრემლიანი თვალები მიანათა სარკეს თუმცა იქ მხოლოდ ნინეს ანარეკლიღა დარჩა.
- მეც ძალიან მიყვარხარ დე.
თავი დახარა და უკვე ხმით ატირდა.
სტკიოდა ნინეს, დედის გარეშე გატარებული ყოველი დღე საათი ცუთი თუ წამი სტკიოდა.
მას ხომ დედა არასოდეს ენახა, არასოდეს მოუხვევია მირთვის ხელები.
არასოდეს შეუგვრძნია დედის სითბო, ის სითბო რომელიც მთელი ოცდაშვიდი წელი აკლდა.
ენატრებოდა ტკივილამდე ენატრებოდა დედა მაგრამ მას ვერ დაიბრუნებდა.
რომ სცოდნოდა, რომ სცოდნოდა რომ მის თვალებს რომელიც პატივად ნინას ერგო ვერასოდეს შეხედავდა არ გაჩნდებოდა.
რომ სცოდნოდა რომ მისი დაბადება დედის სიკვდილს გამოიწვევდა, არასოდეს მოევლინებოდა სამყაროს.
და მაინც რა მძიმე ტვირთი ერგო მას, ის დაიბადა თუმცა მისმა დაბადებამ საყვარელი დედის სიკვდილი გამოიწვია.
სტკიოდა მას ის ტკივილის სტკიოდა რაც დედამისმა გამოიარ.
ყოველი დედის მწარე გაღიმება სტკიოდა, რადგან მას ვერც ტკივილით და ვერც ბედნიერებით ვერ გაუღიმებდა.
_გაიღიმა მიუხედავად მისი ტკივილისა მან მაინც გაიღიმა, ფეხზე წამოდგა და სწოლში შეწვა.

მთელი ორი დღე სახლიდან არ გასულა.
სამსახურიდან შვებულება აიღო და დაელოდა როდის გაუვლიდა სილურჯეები, რათა მის საყვარელ საქმეს დაბრუნებოდა.
ლაშა გვერდიდან არ შორდებოდა მეგობარს.
ნინე სხეულზე მიყენებული ტკივილით იტანჯებოდა, ლაშას კი ლორენას მიერ მიყენებული ტკივილი იტანჯებოდა.
ორივეს სტკიოდა ნინეს, ლაშას  ტკივილი სტკიოდა.
ლაშას კი საყვარელი მეგობრის ესეთ მდგომარეობაში დანახვა უხეთქდა გულს.
ორივენი თანაბრად ინაწილებდნენ ერთმანეთის ტკივილს.
- ნინე.
_ დუმილისგან შეწუხებულმა საუბარი ლაშამ წამოიწყო.
- გისმენ?
- იმ დღეს შენთვის რომ დამეჯერებია და მარტო არ დამეტოვებიე.
- არ გინდა ლაშ.
- მითხარი მარტო რომ არ გამეშვი, მოხდებოდა ის რაც მოხდა?
- არ ვიცი.
- იცი ნინე.
- არ ვიცი ლაშ მართლა არ ვიცი.
- ვნანობ რომ არ დაგიჯერე, ვნანობ როდესაც რაიმე გიჭირს შენს გვერდით რომ არ ვარ.
- შენ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ.
- ნინე.
- ჰო.
_ მეზობლის  აივანს თვალი მოაშორა და ლაშას გახედა.
- რას გრძნობდი როდესაც საბა გეხებოდა?
- არ ვგრძნობდი.
- აბა?
- მან მე მგრძნობელობის უფლება გამაკარგია.
- რაზე ფიქრობდი?
- სიკვდილზე.
- სიკვდილზე?
- მის ხელში მე ისედაც მკვდარი ვიყავი.
- გქონია შანსი მოგეკლა თავი?
- ბევრჯერ.
- და რატომ ხარ დღეს აქ?
_ მეგობარს თვალი აარიდა და ისვე ჰორიზონტს გახედა.
- როდესაც სიკვდილზე ვფიქრობდი ბებო და ბაბუ მახსენდებოდნენ.
მათ ხომ ჩემს გარდა არავინ ჰყავს.
მითხარი მე რომ პატარა 17 წლის გოგოს, თავი მომეკლა ამით ჩემი ხელით არ მოვკლავდი მათ?
- მართალია.
- ლაშა.
- ჰო.
- იბრძოლე ლორენასთვის.
- ვიბრძოლებ.
- ჰოდა იბრძოლე.
- ნინე.
- გისმენ?
- გყვარებია?
- არასოდეს.
- შეგიყვარდება.
- არასოდეს...
- არასოდეს თქვა არასოდეს.
მეგობარს ლოყაზე კოცნის და სამზარეულოსკენ მიდის.
- არ შემიყვარდება ლაშ.
ჩურჩულით მიაძახა მეგობარს.



მიუხედავად იმისა რომ დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია წინა თავს, გაგავწყვიტე მაინც ამეტვირთა.
სულ ერთი მკითხველიც რომ მყავდეს ისტორიას მაინც ავთვირთავ.
ხვალ ვერ მოვახერხებ დადებას ამიტომ ბოდიში.
თქვენი გოგონა მიგრაციიდან ❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი lena lena

ჩემო ტკბილო როგორი განსხვავებულია ნინე რამხელა სითბო იგრძნობა ამ გოგოში
აი საბა მომცა ერთი ბეტონს სახით მოვახეხიებდი მაგ კაცის პროვოკაციას
შენზე სიტყვები ზედმეტია და ხომ იცი რომ გელი <3

 



№2  offline მოდერი gogona migraciidan

lena lena
ჩემო ტკბილო როგორი განსხვავებულია ნინე რამხელა სითბო იგრძნობა ამ გოგოში
აი საბა მომცა ერთი ბეტონს სახით მოვახეხიებდი მაგ კაცის პროვოკაციას
შენზე სიტყვები ზედმეტია და ხომ იცი რომ გელი <3


ველოდი, მთელი გულით ველოდეი შენს კომენტარს და აი შენც არ დააგვიანე.
მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის, მიხარია რომ მოგწონს ნინე და მასში ხედავ ის მისთბის რისი გადმოცემაც მინდა მადლობა შენ ჩემო კარგო ❤❤

 



№3  offline წევრი meocnebe avadmyopi

ჩავისუნთქე ამოვისუნთქე და ჩავისუნთქე
ესწეიგი ძლიერი ჩაქუჩი მინდა რომ იმ საბას სულ თავში ვურტყა,მუჭები და ფეხები დაუშინა თურმე ბიჭმა მაგას დავუშენ მე მე მე სეტყვას.....ვერ გავიგე რატო უნდა შეეხოს მისი გაზრდილია???????????????
უი ხოა მოსაკლავი ნინე ერთი კარგი ვერ ამოცხო,ტფუი დებილი

რა კაი თავი იყო ჩემო "ცისფერთვალება დეიდუკავ"

 



№4  offline მოდერი gogona migraciidan

meocnebe avadmyopi
ჩავისუნთქე ამოვისუნთქე და ჩავისუნთქე
ესწეიგი ძლიერი ჩაქუჩი მინდა რომ იმ საბას სულ თავში ვურტყა,მუჭები და ფეხები დაუშინა თურმე ბიჭმა მაგას დავუშენ მე მე მე სეტყვას.....ვერ გავიგე რატო უნდა შეეხოს მისი გაზრდილია???????????????
უი ხოა მოსაკლავი ნინე ერთი კარგი ვერ ამოცხო,ტფუი დებილი

რა კაი თავი იყო ჩემო "ცისფერთვალება დეიდუკავ"


ვერამოსცხებდა და გაიგებ მალე რატომაც.
ჩემი გოოგ მე მოგცემ ჩაქუჩს ჩაცხე ერთი ჩემმაგივრადაც :დ
დეიდუკას გოგო ❤

 



№5 სტუმარი Qeti qimucadze

Ras ambob saocari istoriaaa, axlac vtirii, nine saocari vinmeaaa, sheni yvela istoria maqvs cakitxuli, es yvelaze metad momconsss, satauric ki bevris shemcveli aqvs

 



№6  offline მოდერი gogona migraciidan

Qeti qimucadze
Ras ambob saocari istoriaaa, axlac vtirii, nine saocari vinmeaaa, sheni yvela istoria maqvs cakitxuli, es yvelaze metad momconsss, satauric ki bevris shemcveli aqvs


ვაიმე როგორ მახარებთ თქვენი კომენტარებით, ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობთ ❤

 



№7  offline წევრი MamrikishviliAani

ეს რომ წავიკითხე ძალიან მომეწონა სასწაულია ნინე მასშ იმდენი სითვბო და სიყვარულია . მოკლედ განაგრძე ასეთი ისტორიების წერა და მართლა გეუბნები ეს ისტორია ყველაზე აზრიანია scream heart_eyes

 



№8  offline მოდერი gogona migraciidan

MamrikishviliAani
ეს რომ წავიკითხე ძალიან მომეწონა სასწაულია ნინე მასშ იმდენი სითვბო და სიყვარულია . მოკლედ განაგრძე ასეთი ისტორიების წერა და მართლა გეუბნები ეს ისტორია ყველაზე აზრიანია scream heart_eyes


ვაიმეე შენ არც კი იცი როგორ გამახარე, ვაიმეე უბრალოდ ჩამოვყევი ძველ ისტორიებს და ახლა აღმოვაჩინე შენი კომენტარი.
უღრმესი მადლობა შენ რომ მითხულობ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent