შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სავსე მთვარე (1 ნაწილი)


10-06-2018, 23:59
ავტორი du-da
ნანახია 635

სავსე მთვარე (1 ნაწილი)

რთულია ცხოვრება წარსულის აჩრდილით,ტკბილი მოგონებებით და იმის განცდით,რომ ოდესღაც იყავი ბედნიერი,თვალს რომ გადაავლებ ყველაფერს და უნებურად გაგეღიმება,მერე მწარე რეალობა შემოაღებს კარს და ღიმილს ცრემლი შეცვლის,თუმცა ყველაფერი ხდება ამ ცხოვრებაში,თითქმის ყველაფერი...
მთელმა თბილისმა თუ არა ნახევარმა, მაინც იცოდა გეგა გეგეშიძისა და ელენა ბარათელის სიყვარულის ისტორია,სასწაულად გიჟური და ლამაზი წყვილის საოცარი ამბავი.როდესაც გეგამ ელენა პირველად დაინახა, სულ პატარა იყო ცამეტი წლის,მაშინვე გაკრა გულში რაღაცამ,თუმცა მათ შორის ასაკობრივმა სხვაობამ იძულებული გახადა დალოდებოდა, როდის გაიზრდებოდა პატარა ქალბატონი.დრო სწრაფად გადიოდა,გეგა ნელ-ნელა საკმაოდ გავლენიანი და შეძლებული ბიზნესმენი დადგა,ელენაც აღარ იყო პატარა გოგო და არც არავის გაჰკვირვებია ქალქში, ხმები რომ დაირხა მათი ქორწილის შესახებ,ყველამ კარგად იცოდა გეგეშიძის ხასიათი და ისიც იცოდნენ,რომ გეგა ელენას არასდროს დათმობდა.ყველაფერი ლამაზ ზღაპარს ჰგავდა,ხმები დაირხა,არნახულად ლამაზი იყო ბარათელის ქალიო,თვალს ვერ წყვეტდა ქორწილში მიწვეული სტუმრები,ქალბატონმა თამარმა რძალი შვილივით მიიღო და შეიყვარა,სრული სიმშვიდე და ჰარმონია სუფევდა გეგეშიძეების სახლში,თუმცა ალბათ მართალია ზედმეტ სიმშვიდეს, აუცილებლად მოსდევს ქარიშხალი,არავინ იცის რატომ აფორიაქდა უეცრად გეგა და ელენას და მის დას ნინიას,გარეთ გასვლა აუკრძალა,გეგეშიძეს ვერავინ გაუბედავდა უმიზეზოდ მუქარას,იძულებითმა შინაპატიმრობამ მხოლოდ ორ კვირას გასტანა, აკრძალვის მიუხედავად საღამოს გოგოები მაინც წავიდნენ სასეირნოდ, სწორედ იმ დღეს დაიწყო ელენას ცხოვრებაში უდიდესი კოშმარი,სავაჭრო ცენტრიდან გამოსულებს თავს დაესხნენ და ნინია გაიტაცეს,ბევრს ეცადა გეგა დის პოვნას, თუმცა უშედეგოდ,რამდენიმე დღეში ნინიას უსულო სხეული კარებთან დაუგდეს გეგეშიძეს და მიიმალნენ, ამ დღეს დასრულდა მშვიდი ცხოვრება ბარათელის ცხოვრებაში,ერთ დროს მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარი, მონსტრად იქცა,თითქმის ორი კვირა იწურებოდა და ქალს ჯერ ფხიზელი არ ენახა ქმარი,თუმცა ელენასთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, გეგა მაინც ზედ არ უყურებდა,არც იმაზე ჰქონია რეაქცია, როდესაც ქალბატონმა თამარმა ელენასთან ერთად ჭამაზე უარი განაცხადა და გოგო იძულებული გახდა სამზარეულოში გასულიყო, არც იმაზე გაბრაზებულმა, რომ მიაძახა ნინიას ადგილას შენ უნდა ყოფილიყავიო,ითმენდა ელენა მხოლოდ იმიტომ, რომ ესმოდა ჯერ კიდევ სტკიოდათ,გავიდოდა დრო და გაუვლიდა, ისევ ის გეგა დაბრუნდებოდა და უბრალოდ ახსნის საშუალებას მისცემდა ,თუმცა დრო გადიოდა და დალაგების მაგივრად უფრო ურევდა ყველაფერს.
* * *
წვიმდა კოკისპირულად, თითქოს ამინდიც იზიარებდა ქალის სევდიან განწყობას,მობუზული იჯდა ფანჯრის რაფაზე და მოთმინებით ელოდა გეგას დაბრუნებას.გადაწყვეტილი ჰქონდა ყველაფერი მოეყოლა და გაეგო, რაში ადანაშაულებდნენ,რატო მოიძულეს ასე და საერთოდ რა ელოდა მომავალში,როგორც კი გეგეშიძის მანქანამ ეზოში შემოუხვია,სწრაფად წამოხტა ფეხზე და დაბლა სართულზე დაეშვა,ბიჭს საშინლად დაღლილი სახე ჰქონდა,გაბრაზებული მზერა შეავლო დერეფანში კედელზე მიყუდებულ ცოლს და გვერდის ავლა სცადა.
-არ მომისმენ? ხმაც კი შესცვლოდა ქალს.
-არა,უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა კაცმა და გზა განაგრძო.
-გეგა,ტონს აუწია ელენამ,არ გაქვს უფლება აუხსნელად გამომიტანო განაჩენი,გგონია ვერ ვხვდები ასე რატომ მექცევით?
-ხვდები? ირონიულად გაუცინა კაცმა,რა უნდა ამიხსნა? გგონია მიანტერესებს იმ წყეულ საღამოს, რატომ წაიყვანე ნინია გარეთ?
-მე არ წამიყვანია არა,იყვირა ელენამ,რატო არ მისმენ რას გეუბნები?
-მაგას გამოძიება დაადგენს,იცი რომ ნინია თავს ვერ დაიცავს და ხელებს აწმინდავ ხო?
-რას ბოდავ გეგა?ერთიანად გაფითრდა ელენა,რას ამბობ რომ მე? მე მაბრალებ ნინიას სიკვდილს? ცოტაც და იქვე ჩაიკეცებოდა,ხომ იცი ჩემთვისაც რამდენს ნიშნავდა,მაგას როგორ ფიქრობ?
-არ ვიცი,უკვე აღარაფერი ვიცი იმის გარდა, რომ ის ცოცხალი აღარ არის შენი წყალობით,რას ერჩოდი? რატო არ დააყენე სახლში?ან შენ რატო გადარჩი და ის რატო წაიყვანეს?
ელენას ეგონა გული ამოგლიჯეს,აუტანელი ტკივილი მიაყენა ქმრის სიტყვებმა,თვალზე მომდგარი ცრემლი უკან გააბრუნდა და გეგას თვალებში შეხედა.
-გერჩივნა მის ადგილას ვყოფილიყავი ხო? მართალი ხარ გულით მინდოდა და ეხლაც მინდა,მაგრამ არ გამოვიდა.
-გაჩუმდი,იყვირა გეგეშიძემ და ელენეს მკლავებში სწვდა,სულ რაღაც ერთი კვირის წინ,მისი უსულო სხეული ამ ოთახში ესვენა,გეყოფა გესმის?ისედაც ძვირად მიჯდება თავის შეკავება.
-გამიშვი,ცრემლები წამოუვიდა ქალს,სულ გამიშვი.
-რა? როგორ გეკადრება?დაიმახსოვრე მე ეხლა ვიწყებ.
-რას იწყებ? თუ ვერ მიტან გამიშვი გეგა,არ შემიძლია ამ სიძულვილით სავსე მზერის გაძლება,ნუთუ ასე იოლად თქვი ჩვენს სიყვარულზე უარი?მე შენ ძლიერი კაცი მეგონე,რომელსაც ბედი დავუკავშირე,მეგონა ვერაფერი გაგტეხავდა და უარესი, მეგონა გიყვარდი,იმდენად მაინც ,რომ ახსნის საშუალებას მომცემდი,მეგონა ყველაფერში დამიცავდი და შენ პირველმა შემაქციე ზურგი.
-არასდროს,გგონია ასე იოლად გაგიშვებ და ბედნიერად ცხოვრების უფლებას მოგცემ? შენ ჩემი ცოლი ხარ გასაგებია?მეც მეგონა,რომ სხვანაირი იყავი.
-ასე როგორ შეიცვალე?ნუთუ საერთოდ არ მიცნობ?გთხოვ გეგა დამელაპარაკე,ამახსნევინე ყველაფერი.
-წადი შენს ოთახში.
-უკვე მარტო ჩემია?მწარედ ჩაეცინა ქალს.
-წადი და ეცადე თვალში ზედმეტად არ მომხვდე,იღრიალა გეგამ.
-გვიანი იქნება იცოდე პატიების თხოვნა,სწრაფად მოტრიალდა საკიდიდან ქურთუკი ჩამოხსნა და გარეთ გავარდა.
-ჯანდაბა,იღრიალა კაცმა და კედელს გამეტებით დაარტყა ხელი.
* * *
ხელის აწევით გააჩერა მისკენ წამოსული დაცვის ბიჭები.
-მარტო მივდივარ,მიაყვირა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ეზო,ბინდდებოდა უკვე, მაგრამ იმდენად იყო აფორიაქებული არაფერს აქცევდა ყურადღებას, არადა იმ დღის შემდეგ შიშები დასჩემდა,ყველა გამვლელი მანქანა ის ეგონა, თითქოს ისევ გრძნობდა მათ ხელებს მკლავებზე და კიდევ სტკიოდა,კანკალით ამოაცოცა ტელეფონი ჯიბიდან და იმ ერთადერთის ნომერი აკრიბა ვინც ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
-ნატა.
-ელენა რა მოხდა?
-შეგიძლია მომაკითხო?
-სად ხარ?
ბარათელმა მისამართი უკარნახა და იქვე სკამზე ჩამოჯდა,ნატა ერთადერთი იყო ვინც ყველაზე კარგად იცნობდა ელენას,თითქმის მთელი ცხოვრება ერთად ჰქონდათ გატარებული,რამდენიმე წამიც და ქალის ფეხებთან მანქანა გაჩერდა.
-მშვიდობაა?
-ნატა გთხოვ, აქედან წამიყვანე და მოგიყვები.
-კარგი,წამოდგომაში მიეხმარა გაყინულ ქალს და ღვედიც კი მისი ხელით შეუკრა.სახლამდე ხმა არ ამოუღია არცერთს,ასევე მშიდად შეატარა გაღებულ კარში დაქალი და პირდაპირ სამზარეულოსკენ აიღო გეზი,კარგად იცოდა რა უშველიდა ელენას ყველაზე მეტად.
-დაიწყე... ყავით სავსე ფინჯანი დაუდგა წინ მობუზულ ქალს.
ელენამ მოყოლა დაიწყო, დრო და დრო ჩერდებოდა და ცრემლებს იწმენდდა, კარგად ხედავდა, როგორ გადასდიოდა ფერები სახეზე ნატას.
-მერე ამას რატო არ უყვები გეგას?
-არ მისმენს და არ სჯერა ჩემი,ის გეგა აღარ არსებობს,ჩვენ რომ ვიცნობდით.
-აიძულე დაგიჯეროს ელე,ხვდები მაინც რას გაბრალებს?ქვეყანა ჩალით ხომ არ არის დაფარული არა? მოძებნე ნინიას ის მეგობრები და დაალაპარაკე.
-ესე ადვილი არ არის,ძიებაშია საქმე ალბათ მეც დამკითხავენ.
-ხოდა ძალიანაც კარგი, გაარკვევენ ყველაფერს.
-მათე იძიებს, გეგას მეგობარი.
-მერე რა? აენთო ქალი რას ქვია მეგობარი? ისე ნუ მსჯელობ, თითქოს დანაშავე უკვე მოძებნილი იყოს და აპირებდე ხელის ჩაქნევას.
-ვფიქრობ ადვოკატი დამჭირდება,არ იქნება გეგასთან ომი ადვილი,შეიძლება თავის დაცვა მომიწიოს.
-რომელ ომზე ლაპარაკობ ელე,ნუ გადამრევ ეხლა,ხომ იცი როგორ უყვარხარ?შოკშია ჯერ და მხოლოდ მაგიტომ იქცევა ესე,აი ნახავ გადაუვლის და დალაგდება სიტუაცია.
-არ გაუვლის ნატა,ნეტა განახა, როგორი სიძულივილით მიყურებს.
-მოდი დაწექი,ისედაც ბევრი ინერვიულე,დაისვენე და მშვიდი გონებით გადავწყვიტოთ ხვალ ყველაფერი.

* * *

გიგიმ მისაღებში გაატარა მთელ ღამე,თვალი არ მოუხუჭია,იცოდა ელენა სადაც იყო და მხოლოდ ამიტომ იჯდა მშვიდად,"იქნებ არცაა მისი ბრალი?"გაიფიქრა წამით,თუმცა მაშინვე შეუტია მეორე მემ "ის რომ არა ეხლა ნინია ცოცხალი იქნებოდა",გამწარებული წამოხტა ფეხზე და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
-"რატო ელენა რატო,რატომ გაერიე ამ ამბავში,ნინიას დაკარგვა არ მყოფნიდა? მაგრამ თუ დამნაშავე ხარ,კაცობას გეფიცები გაგანადგურებ"
ხელი მოიქნია და ჭიქა კედელს შეანარცხა.
-უკვე ვამტვრევთ კიდეც? ოთახში თამარის მკაცრი ხმა გაისმა.
-დედა გთხოვ,არ მაქვს შენი ნერვები.
-სად ბრძანდება შენი ცოლი?
-თამარა გეყოფა.
-რატომ არის კიდევ აქ? რას აკეთებს გამოძიება?
-გინდა რომ ციხეში ჩაჯდეს?
-შენ არა? მან შენი და მოკლა,შენ კიდევ იმის მაგივრად, რომ კაცურად მოიქცე,აქ სმით იკლავ თავს.
-დედა,რა გინდა რომ გავაკეთო?
-რა დედა? სწორედ ელენას გამო წავიდნენ ცენტრში,,ზუსტად ასე მითხრა, რაღაც საქმე მაქვს და მალევე დავბრუნდებითო,ხვდები ხო რა საქმეც ჰქონდა?
-ასე გითხრა? ტონი შეეცვალა გეგეშიძეს.
-არ იცნობ ქალს ,რომელიც შენი ცოლია,ის რომ არა ჩემი გოგო ეხლა ცოცხალი იქნებოდა,იმოქმედე გეგა არ გეკადრება შენ ესე ყოფნა.ჩაილაპარაკა ქალმა და უკვალოდ გაქრა ოთახიდან.
* * *
ელენამ საკმაოდ დამშვიდებულმა შეაღო სახლის კარი და კიბეებს აუყვა,სახლში არავის ხმა არ ისმოდა,"ალბათ სამსახურშია"გაიფიქრა და ის იყო ამოისუნთქა,რომ ოთახში მათემ შემოაბიჯა.
-გამარჯობა ელენე,როგორ ხარ?
-კარგად მათე,გმადლობ,ნაძალადევად გაუღიმა ბიჭს და ქმარს თვალი აარიდა.
-კარგია სახლში რომ ხარ,საქმე მაქვს შენთან.
ელენას გული მოუკვდა,კიდევ ერთხელ დაინახა ქმრის თვალებში გაჩენილი უნდობლობის ნაპერწკალი.
-ვისაუბროთ მათე,ცდილობდა ხმის კანკალი არ დატყობოდა,სწრაფად შებრუნდა და მისაღებში შეუძღვა ბიჭებს.
-ელენე,თავი დახარა მათემ.
-ეჭვმიტანილი ვარ? გააოცა მისმა სიმშვიდემ.
-ელე.
-მიპასუხე მათე.
-ხარ,თვალები აემღვრა ბიჭს,გეფიცები რომ შემეძლოს,მაგრამ.
-მაშინ რატომ არ ვარ პროკურატურაში დაბარებული და იქ არ ვაძლევ ჩვენებას? სადაა ჩემი ადვოკატი თუ ფიქრობ,რომ მჭირდება?
-ელე ჩვენ მეგობრები ვართ.
-არა,იყვირა გამწარებულმა და ფეხზე წამოხტა,მეგობრებს ერთმანეთში ეჭვი არ ეპარებათ,მე არაფერი დამიშავებია,იმის ფასი მაინც, რომ ერთ დროც ჩემთვის საყვარელი თვალები ეხლა ასეთი სიძულვილით მიყურებდეს.
-დამშვიდდი და ცივილიზებულად ვისაუბროთ,არამგონია გინდოდეს პროკურატურაში საუბარი,გთხოვ ელენა დაჯექი,ნუ გაართულებ ყველაფერს,ბევრად უარესი იქნება შენთვის.
-იქნებ უკეთესიც არის,გაეცინა ქალს,შენ მოსმენა მაინც გინდა, შენმა ძმაკაცმა კი არც მომისმინა,არც მომაყოლა.
განრისხებულმა გახედა სავარძელში მჯდომ ქმარს,გეგას მოეჩვენა,რომ მის წინ იცვალა სახე ელენამ და დაუცველი თვრამეტი წლის გოგოსგან უცებ ზრდასრული მებრძოლი ქალი იქცა.
-არაფერი ვიცი რა მოხდა იმ საღამოს,არც ის რატომ მთხოვა ნინიამ გარეთ გასვლა,მაგრამ ზუსტად მახსოვს მის მეგობრებს უნდა შეხვედროდა,ვარწმუნებდი რომ არ შეიძლებოდა, მაგრამ გულით მთხოვა და მეც გავყევი,არ მეგონა თუ რამე მოხდებოდა,ყველაფერი გეგას პანიკურ შიშებს დავაბრალე,ბარში მივედით სადაც მისი მეგობრები დაგვხვდნენ,ცოტა ხანი დავყავით და მალევე დავტოვეთ იქაურობა,მერე...
ელენას სიტყვა გაუწყდა და თვალი გაუშტერდა,გაფითრდა და კანკალმა აიტანა.
-ელე,ჩაიჩურჩულა მათემ და სახეზე მიეფერა.
-საიდანღაც ის მანქანა გამოჩნდა,არ მახსოვს ისე უცებ მოხდა,მაგრამ გეფიცები ვცდილობდი მის გადარჩენას,ვყვიროდი და ვუძალიანდებოდი,მაგრამ ვერ მოვერიე,ეხლაც მახსოვს მისი ხელები რომელიც მიჭერდა, ღმერთო მე ის გავუშვი,სახეზე ხელები აიფარა და ხმით ატირდა,ვერ შევძელი,რადგან მეც მიჭერდნენ,მახსოვს როგორ ვეხვეწებოდი მე წავეყვანე და ის არა,გგონია ადვილია? სულ თვალწინ მიდგას მისი შეშინებული სახე,მათე მე ის ვერ გადავარჩინე.
-ელე გთხოვ,ხმა აუკანკალდა ბიჭს,იმათი სახელები მჭირდება.
-ნიკუშა და ლალიკო,მგონი ასე ერქვათ.
მათე გაფითრდა და გეგას გახედა,რომელიც შუშის თვალებით აკვირდებოდა სავარძელში მოკუნტულ ცოლს.
-დარწმუნებული ხარ?
-კი მათე,რა ხდება? ცრემლები შეიმშრალა ელენამ.
-ორივე დავკითხეთ,ამოიოხრა ბიჭმა.
-მერე?
-იმ დღეს არცერთს უნახია ნინია,მაპატიე ელე ორივეს ალიბი აქვს.
-რა? შეუძლებელია,რას ამბობ?გამორიცხულია,კამერები მათე.
-არ არის,გაქრა.
-ღმერთო,სახეზე ხელები აიფარა ქალმა,რა გამოდის?
-არაფერი არ გამოდის ელე,დამტკიცებული არაფერია,საეჭვოა კამერების გაქრობის ამბავიც.
-ხომ მაგრამ,ბრალი თავისუფლად შეგიძლიათ დამდოთ თანამზრახველობაში,ბოლოსდაბოლოს ნინია სახლიდან მე გავიტყუე.
ელენა კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას,თუმცა საშინელი გულისრევა იგრძნო და გიჟივით გავარდა ოთახიდან.
გეგა გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და ფანჯარასთან მივიდა,კარგად ხედავდა მათე,როგორ უკანკალებდა ყველაფერი,ზუსტად იცოდა როგორ სტკიოდა და რას განიცდიდა გეგეშიძე.
-გეგა მისმინე.
-ყველაფერი გააკეთე რაც საჭიროა,ნინია შენი დაც იყო მათე.
-ელენაც ჩემი დაა გეგა,არ დავუშვებ რამე არასწორად მოხდეს,ხომ გჯერა ჩემი? ყველაფერს გამოვიძიებ,აი ნახავ ის არ იქნება დამნაშავე,არ შეიძლება გესმის? ღმერთი ასე არ გაგვწირავს.
-ვფიქრობ, ღმერთმა დიდიხნის წინ მაქცია ზურგი.
-არ გინდა,ოღონდ ნუ დანებდები, ასე ადვილად არა,დავიჯერო არ შეგრცხვება ამ გოგოსთვის თვალებში შეხედვის,როცა ყყველაფერი დასრულდება?
-გგონია უდანაშაულოა?იღრიალა გეგამ და მაგიდას მუშტი დაკრა.
-შენ არა? არც მათემ დაუთმო,ნუ გგონია რადგან საყვარელ ადამიანებზე ბოღმას არ ვანთხევთ ნაკლებად გვტკივა ნინიას ამბავი,ეგრე არაა ძმაო,გამოფხიზლდი და ირგვლივაც მიმოიხედე,დააკვირდი შენს ცოლს ამ ბოლო დროს რას გავს? დარჩა კი რამე იმ ელენასგან ჩვენ, რომ ვიცნობდით? როგორ მოახერხე და ერთ თვეში ასე გაანადგურე?ვინც არ უნდა დავიჯეროთ მისი უდანაშაულობა,მას მხოლოდ შენი გვერდით დგომა სჭირდება.
-დამნაშავეა,ის რომ არა ჩემი და ცოცხალი იქინებოდა,მშვიდად ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-გაიხსენე ,შენ გემუქრებოდნენ,მასე თუ წავიდა საქმე არც შენ დაგტოვებ, მშრალად ამ ამბავში.
-მემუქრები მათე? ტონი ირონიული გაუხდა გეგეშიძეს.
-ტონი შეცვალე გეგა,ჩემთნ არ გაგივა,იმედს ვიტოვებ ყველა საყვარელი ადამინის ფეხებზე დაკიდება არ შეგიძლია,აუცილებლად დავამტკიცებ ელენას უდანაშაულობას და ვნახოთ მერეც თუ შეძლებ ასე გაღიმებას.
მათე ფეხზე წამოდგა,კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მეგობარს და გარეთ გავარდა.

* * *
ელენამ წყალი შეისხა სახეზე და გაფითრებულ სახეს დააკვირდა.
-"ღმერთო რას დაემსგავსე,აქამდე როგორ მოხვედი?რა გეშველება ეხლა?ხომ იცი რომ ვერ დაამტკიცებ სიმართლეს,შენ არავინ ხარ,ისე გაგიმეტებენ როგორც ნივთს,ღმერთო როგორ მოვიქცე"
საშინელმა გულისრევამ მოუარა და უარესად გაფითრდა,ტვინმა განგაშის სიგნალი ჩართო და ისტერიულად დაიწყო დღეების დათვლა.
"არა ოღონდ ეგ არა,ასეთ სიურპრიზს ნუ მომიწყობ გთხოვ"
სწრაფად ამოაცოცა ტელეფონი ჯიბიდან და ნატას ნომერი აკრიბა.
-გისმენ ელე,მშვიდობაა?
-ნატა სად ხარ?
-რა ხმა გაქვს?
-უნდა დამეხმარო,გთხოვ აფთიაქში გაიარე,ტესტი მიყიდე და ჩემთან მოდი.
-კარგი,მოვდივარ.
სწორედ ამიტომ უყვარდა ნატა ყველაზე მეტად,არასდროს სვამდა ზედმეტ კითხვებს,ყოველთვის ხვდებოდა ელენას გასაჭირს და მის გვერდით იდა.გაჭირვებით გამოვიდა აბაზანიდან და საწოლზე ჩამოჯდა.
-"თუ აქ ხარ,რა მოგიხერხო?"
ხელი მუცელზე მოისვა და უნებურად ცრემლები მოადგა,მოგონებებმა წარსულში გადააგდო.
-"ბევრი შვილი მინდა ელე,იცი რამდენი?
-მაინც?აკისკისდა ელენე
-სახელები რომ აგვერიოს,ყველა შენ მინდა გგავდეს,ჩემი ლამაზო.
-გეყო გეგა,რა სურვილები გაქვს.
-ჩემზე ბედნიერი კაცი არ იარსებებს,ჩემს შვილს როცა ატარებ მუცლით.
-ნეტა იცოდე როგორ მიყვარხარ,ხელები მოხვია ელენამ.
-ჩემი ბედნიერება ხარ"
ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით სცვიოდა თვალებიდან,ვერც გაიაზრა როდის გადაუვიდა ხმით სლუკუნში.
უცებ ოთახის კარი გაიღო და ზღურბლზე გეგეშიძე გამოჩნდა,წამით შედგა,სადღაც გამომეტყველებაც შეეცვალა და მზერა უფრო თბილი გაუხდა,ოღონდ წამიერად და ელენეს ესეც ეყო.
-ადექი,ცივად მიუგო.
-რატო?
-მივდივართ,დროზე მანქანაში დაგელოდები.
აღარაფერი უკითხავს,იქვე დაგდებულ მოსაცმელს დაწვდა და მორჩილად აედევნა ქმარს უკან.

* * *
ნატამ გზა გადაჭრა და აფთიაქისკენ აიღო გეზი,რატომღაც იქვე გაჩერებულ მანქანას მიაქცია ყურადღება და როგორც კი მათე ამოიცნო სასიამოვნოდ გაეღიმა,სულ ორჯერ ჰყავდა გეგას ძმაკაცი ნანახი, მაგრამ საკმარისი იყო მისი სახის დასამახსოვრებლად, ბევრი არ უფიქრია სწრაფად მიეჭრა და მანქანის მინაზე დააკაკუნა.
-გისმენთ.
-გამარჯობა მათე.
-გამარჯობა,გიცნობ?მანქანიდან გადმოვიდა ბიჭი.
-უნდა დაგელაპარაკო.
-გისმენ,გაეღიმა მათეს.
-აქ არა,ტონს აუწია გოგომ.
-ნორმალური ხარ? ვინ ხარ ეგ მაინც მითხარი პირდაპირ ჩხუბზე ,რომ გადმოდიხარ.
-ნატა ვარ,ელენას მეგობარი,ეხლა შეიძლება ვისაუბროთ?
-გამახსენდი,მერე რატო მეჩხუბები?ვისაუბროთ წამოდი.
-აქვე ერთი კაფე ვიცი,იქ დავსხდეთ.
-აღარ ხუმრობ ხომ იცი,გადაიხარხარა ბიჭმა.
-სასაცილოდ არ გვაქვს საქმე,გაკაპასდა ნატა.
-ბოდიში ბატონო,ხელები ასწია მათემ,მანქანას ჩავკეტავ,ხომ შეიძლება?
-ბევრი დრო არ მაქვს,დროულად,ბიჭის გაოცებულ სახეს ყურადღება არ მიაქცია,მიტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა კაფისკენ.
-ყველა გიჟი მე როგორ უნდა შემხვდეს,ჩაეცინა მათეს და გოგოს მიყვა.

* * *
გეგამ მანქანა სასაფლაოსთან გააჩერა და ელენას გახედა.
-გადმოდი.
-აქ რატომ ვართ?
-გადმოდი,ტონს აუწია ბიჭმა.
ელენამ დამძიმებული ტანი ძლივს გადაიტანა და ნინიას სურათს გახედა.
-რატო მაინდცამაინც შენ?
-გეგა გთხოვ,გულს ნუ მტკენ,ასე ნუ მექცევი.
-აბა როგორ მოგექცე? თავზე ხელი გადაგისვა და მადლობა გითხრა და ,რომ მომიკალი?მოგწონს მისი აქ დანახვა?
-მე არავინ მომიკლავ არა,იყვირა ელენამ,რას მოითხოვ ჩემგან? ასე უნდა მტანჯო?
-ეგ ჯერ არ ვიცი,მხოლოდ ის ვიცი, ჩემთვის რომ დაგეჯერებინა და გარეთ არ გასულიყავით,ის დღეს ცოცხალი იქნებოდა.
-რატომ არ მიჯერებ?
-იმიტომ,რომ ის თავს ვეღარ გაიმართლებს.
-გიყურებ და მიკვირს,რამ შეგცვალა ასე? დავიჯერო ასეთი ადამიანი შემიყვარდა?
-ასეთად შენ მაქციე,სიმართლე უნდა მითხრა.
-სიმართლე არ არსებობს,რაც მოხდა უკვე მოვუყევი მათეს.
-ტყუი,იღრიალა გეგეშიძემ და ქალს მკლავებში ეცა.
-ხელი გამიშვი,მტკივა გეგა,ტირილის ნოტები შეერია ხმაში ელენას,წავალ გესმის? გაგეყრები.
-მაგის უფლებას არ მოგცემ,გადაიხარხარა გეგამ,ასე ადვილად ვერ დააღწევ თავს.
-რითი დამიჭერ?
-მოდი შეგახსენებ,შენი ავადმყოფი ძმა ჩემი დახმარებით მკურნალობს ამერიკაში დაგავიწყდა?
ელენას ეგონა გული ამოგლიჯეს,იცოდა გეგას,როგორ უყვარდა პატარა დათი,მას არასდროს მოუხსენებია ის ავადმყოფად,თვალები ცრემლებით აევსო,ბოლო წვეთი იყო,იცოდა გაანადგურებდა გეგეშიძე.
-ასეთი მონსტრი როდის გახდი?მართალია თუ არ გაქვს ბუნებაში ვერასდროს გახდები,შევცდი ალბათ,სიყვარულმა დამაბრმავა და შენი ნამდვილი სახე ვერ დავინახე.
-შენ ფულმა დაგაბრმავა ჩემო კარგო,ჩემზე მეტი შემოგთავაზეს?
-წამიყვანე,ხმა აუკანკალდა ქალს,ცოტაც და იქვე ჩაიკეცებოდა.
-სახლის გზას მოაგნებ,ირონიულად გაეცინა გეგას.
-აქ არ დამტოვო,სასოწარკვეთა გაკრთა მის ხმაში.
-არ დაიკარგები,მიაძახა ზიზღით და მანქანაში ჩაჯდა.
-"სიზმარია,ცუდი სიზმარი" ბუტბუტებდა თავისთვის და მიმავალი მანქანისთვის ჰქონდა მზერა გაშტერებული,გაჭირვებით მიატრიალა თავი და საფლავის ქვასთან დაიხარა,გაუბედავად ჩამოუსვა ხელი სახეზე და ხმით ატირდა.
-მაპატიე,რომ ვერ დაგიცავი,დამეხმარე ჩემი სიმართლის დამტკიცებაში,გთხოვ ილოცე ჩემთვის მაქედან. სწრაფად წმაოდგა ფეხზე,მოსაცმელი მჭიდროდ მოიხვია და ბილიკს დაუყვა გასასვლელისკენ.
-"მოგესალმები შენს პირად ჯოჯოხეთში"გაუღიმა მთვარეს და გზას დაუყვა ფეხით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 მოდერი abezara98

ოჰოოო, საინტერესოა open_mouth შემდეგ თავს ველოდები blush

 



№2 სტუმარი Mako

Kargia rom gamochndi axali istoriiit.sainteresoa rogorc yoveltvis,ar daagviano shemdegi tavi

 



№3  offline წევრი mirandaa31

შები ნიკის დანახვა სულ მახარებს.. მიყვარს ყველა ისტორია ❤️ დარწმუნებული ვარ ესაც არაჩვეულებრივი იქნება. წავედი ახლა წავიკითხავ ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№4  offline წევრი du-da

Madloba chemo sayvarlebo. :*

 



№5  offline წევრი დარინა

ძალიან გამიხარდა შენი დაბრუნებააა, მიყვარს შენი ისტორიები მიუხედავად იმისა ტანჯვით სავსე რომ არის, მე ელენას ადგილზე გეგას არასოდეს ვაპატიებდი იმ თავის საქციელს, მუხლებით უნდა იხოხოს გეგამ ელენას წინაშე იმდენად როგორ ვერ უნდა იცნობდე საყვარელ ქალს რომ დარწმუნებული იყო მის უდანაშაულობაში. გული მომეწურა ელეზე ასეთ პატარას ბევრის გადატანა მოუწევს, მათეზე უკვე ოფიციალურად შეყვარებული ვარ.

 



№6 სტუმარი ტატუკა20

ვა რა საინტერესო ისტორია ჩაანს.

დღეს გაგვახარებ ახალი თავით?

 



№7  offline აქტიური მკითხველი lalita

როგორ გამახარეეეე, საინტერესო დასაწყისია იმედია მალე დადებ და უფრო დიდ თავებს მოგვაწვდი .

 



№8  offline წევრი du-da

Rogor mixarixart :* :*

 



№9 სტუმარი ტატუკა20

დღეს დადებ ახალ თავს?

 



№10  offline წევრი du-da

ტატუკა20
დღეს დადებ ახალ თავს?

Davdeb sayvareloo jer ar daudiat saitze :*

 



№11 სტუმარი სტუმარი ილია

ძალიან კარგია, ახალი თავიც დაიდება? და კიდევ: ეს ამბავი მისტიურია?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent