შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა მეამბოხე სულით (სრულად)


12-06-2018, 09:39
ავტორი ანი ჩიხლაძე
ნანახია 2 214

გოგონა მეამბოხე სულით (სრულად)

ზუსტად არავინ იცის, როდის იბადება მეგობრობა. როგორც თასი ივსება წვეთ-წვეთობით და რომელიღაც წვეთი ბოლომდე ავსებს, აქაც, სათნოებათა წყებაში, ბოლოსდაბოლოს აღმოცენდება ერთი, რომელიც გულს ბოლომდე გვივსებს. მეგობარი ის ადამიანია, რომელთანაც არ გეშინია იყო ის, რაც ხარ. მეგობარი ეს არის: ორი სული ერთ სხეულში. მეგობრები უბრალოდ ჰარმონიას კი არ ქმნიან, როგორც ზოგს ჰგონია, არამედ - მელოდიას. ზოგის აზრით, მეგობრობა არის ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის, ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანთა შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო ცოდნა, ინტერესი, გატაცება...
- კარგი იქნება ახლა ლიზაც ჩვენ გვერდით იყოს.
- ეს რა არის?
- მისი ჩანაწერები, ლექსები, მოთხრობები, ყველაფერი რასაც ის ქმნიდა.
- შენ საიდან გაქვს?
- დღეს მისი დაბადებისდღეა.
- მერე?
- მერე? მერე არაფერი...

შიშველი ქუჩები.. ასე უწოდებდა ლიზა თავის ცხოვრებას. ყოველთვის სურდა, ბავშვობის შესახებ უფრო მეტი რამ სცოდნოდა; სცოდნოდა როგორი იყო, რა უყვარდა, რას აკეთებდა, რითი ერთობოდა, მშობლებთან რაზე საუბრობდა, ბაღში როგორ იქცეოდა. რატომღაც მისთვის წარსულის გახსენება არც ისე ადვილი იყო, ბევრი რამ არ ახსოვდა თავისი ბავშვობიდან და არც არავინ იყო ვინც მას ამ ყველაფერს მოუყვებოდა. ვერასოდეს ხვდებოდა, რატომ იყო მისთვის ასეთი ძნელი საკუთარი ბავშვობის გახსენება. არა და უნდოდა სცოდნოდა ყველაფერი. მას მხოლოდ ის ახსოვს, როგორ განიცდიდა, როცა საკუთარი დედა ისე არ იქცეოდა, როგორც თავისი თანატოლების დედები. ლიზას დედის მიმართ დამოკიდებულება ყოველთვის განსხვავებული ჰქონდა. მისი უფრო ეშინოდა ვიდრე უყვარდა, ან ვერ ხვდებოდა, რომ უყვარდა. მისგან შორს ყოფნას ცდილობდა მუდამ, რადგან დედა იშვიათად ეფერებოდა გოგონას, უფრო მეტად საყვედურობდა, ვიდრე დედობრივ მზრუნველობას ამჟღავნებდა. იგი მხიარული და ცელქი ბავშვი იყო, მაგრამ მხოლოდ გარეთ, შინ მუდამ მოწყენილი და დათრგუნული. თუმცა არასოდეს უფიქრია თავისი ხასიათის ამ უცნაურ გარდაქმნებზე. ბავში იყო და ბავშურად ფიქრობდა. ფიქრობდა, რომ ხშირად უსამართლოდ სჯიდნენ და პროტესტის გამოხატვა სურდა, თუმცა ამას ვერასოდეს ახერხებდა.

დრო გადიოდა. ლიზა იზრდებოდა და უფრო და უფრო ემატებოდა თვითდაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. თუმცა, ეს ყოველივე, გაუაზრებლად ემართებოდა. ის ისწრაფვოდა რაღაცის მოსაპოვებლად, მაგრამ ვერ ხვდებოდა ეს რაღაც რაში მდომარეობდა. თორმეტი წლის იყო, როცა დედამ ის სამუდამოდ დატოვა, დატოვა ისე, რომ ვერ დაეხმარა გოგონას თავისი თავი ეპოვნა. დედის გარდაცვალების დღე... ეს დღე არასოდეს ამოშლია მას გონებიდან. იმ საღამოს, რატომღაც აქა იქ, უმწეოდ კიაფობდნენ ცაზე ვარსკლავები, ისევე უმწეოდ, როგორც, ზოგჯერ მის გულში იმედის ნაპერწკალი. უსიამოვნო სიჩუმე სუფევდა ირგვლივ. ცა ისე იქუფრებოდა, თითქოს სადაცაა გაიხსნება და მსხვილ-მსხვილ ცრემლებს გადმოყრისო ზემოდან. ირგვლივ ზამთრის სუსხი იდგა. ოთახში კი, სადაც ის იმყოფებოდა, ხმელი შეშის სურნელი ტრიალებდა. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. ლიზა ცეცხლის ალს შესცქეროდა და უსასრულობაში ჩაძირული ფიქრობდა, გაეგო რა ხდებოდა მის თავს. დედა გვერდით ოთახში იწვა. ამ ოთახში იშვიათად შედიოდა, არ იცოდა, იქ მყოფს, რა უნდა გაეკეთებინა. ის არასოდეს ელაპარაკებოდა, მუდამ თვალებგაშეშებული თეთრ ჭერს დაჟინებით უცქერდა. ლიზას ხშირად შეუმჩნევია, დედისათვის, თუ როგორ გადმოსდიოდა თვალებზე ცრემლი. ცრემლს თვალს გააყოლებდა და ხედავდა, როგორ ჩადიოდა, ფერმკრთალი სახის გავლით, ყელში. „ რაც არ უნდა მართალი ვიყო, გულის სიღრმეში, სულ შენ გამართლებ დედა, იცი შენი ცრემლები ჩემთვის რამხელა ტკივილია? გაიფიქრებდა ხოლმე ლიზა გულში“. უცქერდა და ვერ ხვდებოდა დედის ამ სიჩუმეს, იცოდა, რომ ის ავად იყო, თუმცა მას ვერ წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა ის მომკდარიყო. ყოველ დილას ელოდა როდის გაჰყვებოდა სკოლაში, როდის ჰკითხავდა „დე ვინმე ხომ არ შეგიყვარდა?“ უნდოდა მასაც ისეთივე ურთიერთობა ჰქონოდა დედასთან, როგორიც თავის მეგობრებს, მაგრამ ლიზას დედა, ისევ და ისევ დუმდა და მკაცრი, მაგრამ სევდიანი თვალებით, ისევ თეთრ ჭერს შეცქეროდა. ხშირად ახსენდებოდა ის დღე, როდესაც მისი ჩახუტება ძალიან მოუნდა. ოთახში შევიდა, სადაც დედა იწვა, მას მშვიდად ეძინა. ლიზა დააცქერდა და ცრემლები მოერია. უცებ, მასთან საუბარი მოუნდა. საწოლთან ჩამოუჯდა, დიდხანს უყურა მის ფერმკრთალ სახეს, თან ცრემლები მოსდიოდა. გული რაღაც სხვაგვარად უცემდა, თითქოს, სადაც არის, ყელში ბურთი მოაწვება და გასკდებაო... მერე, უცებ, ჩუმი ხმით დაიწყო მოყოლა, თუ როგორი დღე გაატარა სკოლაში, რა ნიშანი მიიღო, რატომღაც აღტყინებული უყვებოდა თავის ამბავს მძინარე დედას და უსაზღვროდ ბედნიერი იყო, როგორც იქნა მასთან საუბარი რომ შეძლო.
- დეა ადექი.
- რა მოხდა?
- გათენდა, გაუღიმა, ნიკომ ჯერ კიდევ მძინარე ცოლს და ნაზად ეამბორა. რა გჭირს, ცუდი სიზმარი ნახე? რა სახე გაქვს?
- არა, არფერი, უბრალოდ...
- რა უბრალოდ?
- არაფერი, ხალათი მომაწოდე.
- უცნაურად იქცევი ამ ბოლო დროს, ხდება რამე?
- არა, საიდან მოიტანე?
- მუდამ მოწყენილი ხარ, უცნაური, ბაშვებს ყურადღებას ნაკლებად აქცევ, მე ხომ საერთოდ.
- თავიდან ნუ დაიწყებ.

დეამ საუბარს თავი აარიდა. უცებ წამოდგა და სააბაზანოში შევიდა, კარი ჩაკეტა და ტირილი აუვარდა. რატომ? მხოლოდ ამ სიტყვას გაიძახდა გულში. ტირილით როცა გული იჯერა და სიმძიმე ცოტათი ჩამოიშორა, ცრემლები შეიმშრალა და სახლიდან გასასვლელად გაემზადა; ბავშვებს საუზმე გაუმზადა და სკოლაში წაიყვანა.

ახსენდებოდა, უცებ როგორ მოუნდა დედის ხელს შეხებოდა. ფრთხილად მიუახლოვდა და მისი ხელი თავის პატარა ხელებში მოიქცია. ცივია, გაიფიქრა ლიზამ და დედის ხელებს თბილი ტუჩებით შეეხო, რათა გაეთბო. დედამ მკაცრი მზერა სტყორცნა შვილს, ნელ-ნელა ამოაცალა ხელი პატარა ხელებიდან და გვერდი იცვალა, მას ზურგი შეაქცია. ლიზას ახსენდებოდა, როგორ გაქვავდა იმ დროს, თითქოს გაიყინა, თითქოს მიწა გამოეცალა. სხეულში შიშმა დაურბინა და ააკანკალა, უცბად კი, დედის გამყინავი ხმა გაისმა, გადი... უსიტყვოდ ადგა, გარეთ გავიდა და საშინლად აქვითინდა. ტიროდა შეუჩერებლად, თვითონაც არ იცოდა რატომ. ვერ ხვდებოდა, ეს სიხარულის ცრემლები იყო, რომ დედისაგან თუნდაც ერთი, მაგრამ მაინც ნანატრი სიტყვა გაიგონა, თუ უბრალოდ ტკივილი ატირებდა, რომ დედამ ოთახიდან გააგდო და ზურგი აქცია. იმ ღამეს, როცა ლიზა დაუსრულებლად ჩაცქეროდა ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლის ალს, უფრო გაურკვევლობამდე მიყავდა უსასრულო სიჩუმესა და უამრავ ხალხს, რომლებიც ცოცხალი მკვდრებივით ისხდნენ ოთახის სხვადასხვა კუთხეში და ცრემლად იღვრებოდნენ. ლიზას უნდოდა ვინმესთვის ეკითხა, რა ხდება? მაგრამ მას, თითქოს, ვერავინ ამჩნევდა. საშინელმა კივილმა შეძრა იქურობა, ეს გაუთავებელი სიჩუმე უეცრად გამართულმა ისტერიკამ დაამსხვრია. ლიზა კიდევ უფრო შეშინდა და დაბნეულობისაგან ტირილი აუვარდა. ხან ერთს შეხედავდა, ხან მეორეს, ყველას თვალებში ეძებდა პასუხს, თუ რა მოხდა, მაგრამ ვერ მიხვდა, რომ იმ ღამით დედა სამუდამოდ გამოეცალა. მისი სურვილი, რომ დედასთან თბილი ურთიერთობა ჰქონოდა, მასთან ერთად ეცინა, ეთამაშა და დაეძინა არასოდეს აუსრულდებოდა. გული სტკიოდა, ვერ აისრულა საწადელი, მისთვის ეთქვა... „დე, იცი როგორ მიყვარხარ... ვერ წარმოიდგენ დე, შენ ვერ ხვდები, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარხარ... იცი შენი ჩხუბის ყოველი წამი როგორ მტკენს გულს? მაგრამ ჩუმად, ჩემთვის, გულში ვინახავ, რომელიც ძლივს იტევს ტკივილს. იცი, როგორ მინდა, რომ თავიდან გავჩნდე, რომ შეცდომები აღარ დავუშვა...“

- დედა, დედა...
- რა იყო?
- მოვედით დედა.
- უკვე?
- რამდენი ხანია აქ ვდგავართ.
- მაპატიეთ ბავშვებო, არ ვიცი რა დამემართა.

დეამ შვილები გულში ჩაიკრა და თვალი გააყოლა, როგორ გარბოდნენ პატარები სკოლაში; უყურებდა და ცრემლი მოსდიოდა, არ ვიცი რამდენი წუთი იდგა ასე, თითქოს ამქვეყნად აღარ იყო.

თავიდან ლიზამ ვერ გაიაზრა, თუ რა მოხდა მის ცხოვრებაში. მას არასოდეს ჰქონია ისეთი ურთიერთობა დედასთან, რომ უეცრად ეგრძნო მისი დაკარგვა. თავს უცნაურად გრძნობდა, თუმცა ვერ ხვდებოდა, ქუჩაში მიმავალს რატომ იცოდებდა ხალხი. უყურებდა ხალხს და ფიქრობდა, ნეტავ რას მომჩერებიან? რა უნდათ ჩემგან? რას მაშტერდებიან?...

დრო გადიოდა, ლიზა დღითიდღე გრძნობდა, თუ რა მარტო იყო. ენატრებოდა დედა, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა ენატრებოდა. თავისი რეალური დედა, თუ მის ბავშვურ წარმოსახვაში დახატული დედა. მას ყოელთვის ბევრი მეგობარი ჰყადა, მაგრამ არასოდეს ესმოდა მათი, ისევე როგორც მის მეგობრებს არ ესმოდათ მისი. ის ეძებდა, ეძებდა იმ რაღაცას ან შეიძლება იმ ვიღაცას, ვინც მას გაუგებდა, თუმცა რაში თვითონაც არ იცოდა. თითქოს ის რეალურით ვერ კაყოფილდებოდა. უნდოდა რაღაც, ვიღაც, სიყვარული სურდა, მაგრამ ვერავის იყვარებდა, ვერავის ენდობოდა, ყველა ადამიანში ეჭვი ეპარებოდა. დარწმუნებული იყო, რომ მის გულში არსებულ სიცარიელეს ვერავინ შეუვსებდა. ფიქრობდა და ამაში დედას ადანაშაულებდა, ფიქრობდა იმას, დედა რომ სხვანაირად მოქცეოდა, თბილად, და ისე, როგორც ბავშვებს ექცევიან, ასეთი სევდიანი და გულჩათხრობილი არ იქნებოდა. ფიქრობდა და ბრაზობდა, მაგრამ მერე, საკუთარ თავს სჯიდა, რომ დედაზე ცუდად ფიქრობდა. იტყოდა ხოლმე, არა, მე იდეალური დედა მყავდა. იმიტომ მზრდიდა ასე მკაცრად, იცოდა, მალე მოკვდებოდა და უნდოდა მესწავლა, როგორ მებრძოლა და გამეტანა თავი ამ ცხოვრებაში. ატირდებოდა და დააყოლებდა, მაგრამ ხომ შეიძლება, ცოტა მეტი სითბო გამოეჩინა ჩემ მიმართ. როცა მოვიგონებდი გამახსენდებოდა, როგორ ჩამიკრავდა გულში და მაკოცებდა, თავზე ხელს გადამისვამდა შეცდომის გამო არ დამსჯიდა და ამ ფიქრებში ჩაეძინებოდა კიდეც.
- უკაცრავად, ქალბატონო კარგად ხართ?
- დიახ, ბატონო, რამე მითხარით?
- ყველაფერი რიგზე გაქვთ? დიდი ხანია გაუნძრევლად დგახართ და ტირით, იქნებ შემიძლია რამით დაგეხმაროთ.
- არა გმადლობთ, კარგად ვარ. დეამ ცრემლი შეიმშრალა, მანქანაში ჩაჯდა და საოცარი სისწარფით მოსწყდა ადგილს.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ლიზამ უნივერსიტეტში ჩააბარა და აი, მაშინ მიხვდა, რომ სრულიად უცხო ქალაქში, სრულიად მარტო აღმოჩნდა... გაუსაძლისი იყო მეგობრების მონატრება, მუდამ მათზე ფიქრობდა. თუმცა, დროსთან ერთად, ყველაფერი იცვლებოდა და ლიზაც მიხვდა, რომ სულაც არ იყო უცხო ქალაქში მოხვედრა და ახალი მეგობრების შეძენა ცუდი. ახალი თავგადასავლებისა და ახალი ურთიერთობების სურვილმა, ნაღვლიანი სახე, მხიარული, თავქარიანი, დაუოკებელი და ველური გოგოს იმიჯმა შეცვალა. ბავშობიდან გამორჩეული იყო თავისი იმიჯით. დროთა განმავლობაში, ისე მოეწონა თავისი განსხვავებულობა, რომ მისი შეცვლა არასოდეს უფიქრია. თითქოს შეიცვალა, ძველ მეგობრებს ჩამოშორდა და მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. გაიცნო ახალი ხალხი. ის უყვარდებოდათ იმის გამო, რომ მხიარული, ცელქი და საყვარელი გოგონა იყო, მაგრამ რატომღაც ვერავინ ხედავდა იმას, თუ რა ხდებოდა მის გულში. ყველასათვის შეუმჩნეველი იყო, მისი სევდიანი, შინაგანი სამყარო და ბუნება. კარგი მსახიობი იყო და ამას ვერ ხვდებოდნენ. მუდამ სურდა, რომ ვინმეს ის ყველაფერი ეთქვა, რასაც განიცდიდა, მაგრამ ეს სურვილი სურვილად რჩებოდა. ლიზა საშინლად დაუმორჩილებელი ხდებოდა, როცა საქმე მამაკაცს ეხებოდა. მუდამ ებრძოდა ყველას და მუდამ საკუთარი თავის გატანა სურდა, არასოდეს თმობდა, ლიდერობა სჩვეოდა და ეს ხელს უშლიდა ეპოვნა სიყვარული. თუმცა, იყო ადამიანი, რომელიც უყვარდა, ან ეგონა რომ უყვარდა. უფრო ის წინააღმდეგობები მოსწონდა, რომელსაც ის ბიჭი, ლიზას ახირებებს წინ უხვედრებდა. მოსწონდა, როგორც იქცეოდა, ხელშეუხებელი იყო და ეს აბედნიერებდა. არასოდეს უფიქრია სხვა მოზარდებივით. თუ მის თანატოლებს აინტერესებდათ, თუ რომელ ბიჭს ჩაგორებოდნენ საწოლში, ის, ამ დროს, ოთახში მარტო იყო და წერდა. ძალიან უყვარდა როცა წერდა, მისი ერთადერთი მეგობარი ფურცელი და კალამი იყო, რომელთანაც სრულიად გულწრფელი იყო და რომელთანაც საუბრის შემდეგ, მუდამ ლაღად გრძნობდა თავს. წერდა უსასრულოდ, ხან სისულელეს, ხან თავისსავე დაწერილზე გაიცინებდა, რა ჭკვიანი ვარო...
- დეა, რა გაცინებს?
- მაპატიეთ გოგონებო, რაღაც გამახსენდა...
- კარგი რა, შენ როცა იცინი ან ტირი, მუდამ ლიზა გახსენდება, ეგ ყველამ ვიცით.
- მერე და, რა არის ამაში ცუდი?
- ცუდი ის არის, რომ ლიზა აქ არ არის და დროა შეეგუო ამ აზრს.
- ეს თქვენ ვერ ხედავთ, თორემ ლიზა მუდამ აქ არის.

ლიზას ერთი თვისება ჰქონდა, რომელიც საშინლად არ უყვარდა. როცა მისი რომელიმე მეგობარი სთხოვდა, „ლიზა ცუდად ვარ, იქნებ ჩემთან გამოხვიდე?“ რაც არ უნდა სხვა საქმით ყოფილიყო დაკავებული, ყველაფერს მიატოვებდა და მასთან გაიქცეოდა. მასთან ერთად განიცდიდა და ტკიოდა, მაგრამ როცა მასაც სჭირდებოდა მეგობრები, რატომღაც მისთვის, იგივეს იშვიათად აკეთებდნენ. მის გამო არ მიატოვებდნენ საქმეს და მასთან არ გაიქცეოდნენ. ეს საშინლად სტკენდა გულს ლიზას. რამდენჯერ მიუცია საკუთარი თავისთვის პირობა, რომ ასე აღარ მოიქცეოდა და მათ დაძახებულზე არ გაიქცეოდა, მაგრამ კეთილი გული ჰქონდა და არ შეეძლო ასე მოქცეოდა მეგობრებს.

ლიზას უნდოდა, ცნობილი ადამიანი ყოფილიყო, მუდამ სურდა, თავისი ჩანაწერები ყველასთვის გაენდო, მაგრამ ამას ვერასოდეს ბედავდა. მეგობრებმაც გვიან გაიგეს, რომ ის წერდა; ეშინოდა კრიტიკის, ეშინოდა, რომ ვერ გაუგებდნენ. წერდა, მაგრამ თავისთვის...
- დაგიმატო დეა?
- ლუდი? კი, დამისხი.
ლიზა ალკოჰოლს მიეჩვია. მარტო ყოფნა შეუყვარდა ერთი ადგილი ამოიჩემა. მდინარის პირას ჩავიდოდა, ლუდით ხელში, სიგარეტს მოუკიდებდა და უსასრულოდ გასცქეროდა, თუ როგორ ეხეთქებოდა მდინარე ქვებს. ხან ეცინებოდა, ხან ეტირებოდა. მეგობრებს გაურბოდა, მათთან ყოფნას უთავბოლოდ ხეტიალი და დალევა ერჩია... მუდამ ჩუმად იყო და ზოგჯერ შეჰკივლებდა, დედა, რატომ? თუმცა რა პასუხს ეძებდა, ვერ ხვდებოდა. ლიზა იცვლებოდა, მხიარული და ცელქი გოგონას ნაცვლად, მის მეგობრებს, მუდამ მთვრალი ლიზას სახლში მიყვანა უხდებოდათ. ერთ დღესაც, სრულიად უცხო მამაკაცის გვერდით გაიღვიძა და მაშინ მიხვდა, რომ უკვე ზღვარს გადავიდა. შეშინებული გაიქცა ტაძარში და ღმერთს პატიებას თხოვდა, დაჩოქილი ევედრებოდა, დახმარებოდა თავისი ადგილის პოვნაში. ყოველვთის ამბობდა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და მოწყალე თვალით გადმოხედა. ის ამბობდა, რომ ეს მოწყალება მე ვიყავი...
- რას წერ?
- გახსოვთ ლიზა რომ გაგაცანით?
- კარგი რა, მაგას რა დაგვავიწყებს, სალო გახსოვს?
- კი როგორ არა. თავიდან მეგონა შეშლილი იყო, მაგრამ მერე პირიქით, ძალიან შემიყვარდა და ძალიან მაკლია...
- იცით, ზოგჯერ ჩემ თავს ვადანაშაულებ.
- კარგი რა დეა, ყველამ ვიცით, რომ ლიზა ძალიან გიყვარდა, განსხვავებულადაც კი, მაგრამ ყველაფერი რიგზე ვერჰ ქონდა. რა აღარ სცადე, მაგრამ... შენი ტელეფონია...
- ნიკოა... კარგი გოგონებო წავედი, კარგად...
- დეა მუდამ გაურბის ლიზაზე საუბარს, არა და სულ ფიქრობს, შეიცვალა და მებრალება.
- კი, მართალი ხარ, ყველაზე მეტად მას შეეტყო.

ნიკომ სცადა ცოლს წყნარად დალაპარაკებოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ახლაც სკანდალით დამთავრდა, საკმარისია მან საუბარში ლიზა ახსენოს და დეა მაშინვე წამოინთება, მის სახელს ნუ ახსენებო; არა და კარგად ხვდება, რომ სწორედ ლიზას დამსახურებით შეიცვალა მისი ცოლი.

როცა ლიზა გავიცანი, მახსოვს როგორ მიყურებდა, არ ვიცი რას ხედავდა ის ჩემში, ან რატომ მიცქერდა ასე დაჟინებით, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მაბნევდა ეს მზერა. თვალს არ მაცილებდა და მეც, უფრო და უფრო ვწითლდებოდი და ცეცხლი მეკიდებოდა. თითქოს, ვიღაც უცხო, ჩემში შემოჭრას ცდილობდა და მაფორიაქებდა. იხსენებდა, როგორ არ უნდოდა იმ წვეულებაზე წასვლა, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს, მაგრამ, თითქოს რაღაც ძალამ მიბიძგაო.

ლიზა თავხედი იყო. უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამით შინაგან ტკივილს კარგად ნიღბავდა. როცა დავინახე, გავიფიქრე, საიდან მეცნობა, თუმცა მერე მივხვდი, ლიზაში ვხედავდი ჩემ შინაგან სახეს, რისი გამოხატვის გამბედაობაც არასოდეს მქონდა. მახსოვს, თვალს არ ვაცილებდი მის ქცევებს და ისიც გრძნობდა, რომ მისი განსხვავებული სითამამით ვიხიბლებოდი. ის თავისუფლად იქცეოდა და ყველას ყუდაღებას იპყრობდა. მერე კი ბიჭს, რომელიც მას ახლდა, რაღაც ჩასჩურჩულა და ორივენი უხმოდ გავიდნენ. ვერც გავიაზრე, ისე ჩუმად გავყევი, ღვინის ჭიქა, რომელიც ხელში მეჭირა არ დამიტოვებია, თან გავიყოლე. აივანზე გავედი და დავინახე, როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს. დამინახა და მახსოვს, როგორ გაეღიმა, ბიჭს მოშორდა, მომიახლოვდა, ღვინის ჭიქა გამომართვა, მოსვა და მითხრა...
- ლიზა...
- უკაცრავად! დავიბენი.
- მე ლიზა მქვია.
- დეა.
- სასიამოვნოა დეა. ბიჭს ხელი ჩასჭიდა და წავიდა. წვეულებაზე გვიანობამდე დავრჩი, იმ იმედით, რომ ისევ მოვიდოდა, მაგრამ არ გამოჩენილა. მოვიწყინე და იქ ყოფნაც უინტერესო გახდა ჩემთვის. მოვიმიზეზე, რომ ბავშვები უნდა დამეძინებინა და რომ ჩემს ქმარსაც არ უყვარდა, როცა გვიანობამდე სახლში არ მივდიოდი. მეგობრებს დავემშვიდობე და წამოვედი. იმ ღამის შემდეგ, ალბათ ხუთი თვე მაინც იქნებოდა გასული. თითქმის აღარ მახსოვდა ლიზა, როცა სრულიად შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს. მეგობრები ჩვეულებისამებრ ყავას ვსვამდით, როცა მოულოდნელად გამომეცხადა.
- გამარჯობათ!
- ლიზა?
- რა შეხვედრაა. შეიძლება ჩამოვჯდე? მე ლიზა ვარ.
- გოგონებო, ეს ლიზაა. ესენი ჩემი მეგობრები არიან, როგორც მივხვდი ორსულად ხარ.
- კი, ასეა.
- გილოცავ!
- შენ?
- მე უკვე ორი შვილი მყავს.
- არ ვიცოდი. კარგია...

მახსოვს, როგორი გაოცებულნი უყურებდნენ სალო და მარი ჩემი და ლიზას დიალოგს, ვერ გაეგოთ ასეთი სიახლოვე საიდან გვაკავშირებდა. კარგა ხანს გვისმინეს და ბოლოს წავიდეთო, მაგრამ ლიზამ ისეთი ბავშური თვალებით შემომხედა, მივხვდი, როგორ არ უნდოდა ჩემი წასვლა და მეც დავრჩი. ის დღე ისე გავატარეთ, ვერც ვიგრძენი როგორ დაღამდა. თითქოს დაკარგული და ვიპოვნე, საშინლად მომწონდა მასთან სიახლოვე. ლიზა ძალინ გაიხსნა და გაუთავებლად მიყვებოდა ისტორიებს, ხან ვიცინოდით, ხან ვტიროდით. მომწონდა მისი მოსმენა და არ ვფიქრობდი იმაზე, რომ სახლში ბავშვები და ქმარი მელოდა. ბევრი ვისეირნეთ; ბოლოს, ძალიან დაიღალა, შევთავაზე სახლში აგიყვან-მეთქი და დამთანხმდა. ბევრი ვიარეთ და როგორც იქნა სახლამდე მივედით. ეს იყო, ლამაზი, პატარა სახლი, რომლის დანახვაზეც ისევე მოვიხიბლე, როგორც ლიზას დანახვისას. ლამაზად და სადად ჰქონდა იქაურობა მოწყობილი. რაც თვალში აუცილებლად მოგხვდებოდათ, ეს მუქი ფერები იყო. ეს სახლი ლიზას შინაგან სამყაროს გამოხატავდა. მებრძოლი იყო, მაგრამ სუსტი და უსუსური. დაცვა და ზრუნვა სჭირდებოდა. ადამიანი სჭირდებოდა, რომელიც სწორედ ისეთს შეიყვარებდა, როგორიც იყო. ადმიანი სჭირდებოდა, რომელთანაც თამაში არ დაჭირდებოდა და იქნებოდა ისეთი, როგორიც სინამვილეში იყო. კედელზე დიდი წარწერა იყო... „შიშველი ქუჩები“, როცა ვკითხე, თუ რა იყო ეს, მან მიპასუხა: ეს ჩემი ცხოვრებაა...!
- შენი ცხოვრებით უკმაყოფილო რატომ ხარ? ყველაფერი გაქვს; სახლი, სამსახური, ქმარი, შვილები, მეგობრები. რა გინდა კიდევ?
- ნიკო, ვერ გავიგე რისი თქმა გინდა ამით?
- ახლა არ თქვი? ეს ჩემი ცხოვრებააო?
- მე?
- კი შენ. სად დაფრინავ დეა გამაგებინე, რა გჭირს?
- არაფერი, ძალიან გთხოვ, მეძინება.
- გახსოვს, ბოლოს ერთად როდის ვიწექით?
- გთხოვ ნუ დაიწყებ, დაღლილი ვარ და მეძინება.
- არა, მიპასუხე, გახსოვს?
- კი, მახსოვს. თან ძალიან კარგად; სწორედ იმ ღამემ მომიტანა ყველაზე დიდი ტკივილი, შენი ახირების გამო, საუკეთესო მეგობარი დავკარგე.
- ჩემ გამო?
- შენთან კამათი აღარ მინდა.
დეამ ქმარს ზურგი აქცია და ტირილი დაიწყო.
- დეა, მაპატიე, მაგრამ ბავშვებზეც უნდა იფიქრო. ხმას არ სცემდა, ნიკომ შუქი ჩააქრო და დაიძინა. დეამ ვერაფრით დაიძინა და საწოლიდან ადგა, სამზარეულოში გავიდა, ღვინო დაისხა და სიგარეტს მოუკიდა. თან ლიზას სურათებს ათვალიერებდა და ბუტბუტებდა, მაპატიე ლიზა, მაპატიე, რომ შემძლებოდა... მაპატიე ლიზა.

ლიზა ბედნიერი იყო, მუდამ იცინოდა და მხიარულად იყო. სიცოცხლე უხაროდა, რადგან ჩემი სახით ძლიერი მეგობარი შეიძინა. მეც მომწონდა მასზე ზრუნვა, ისე, როგორც პატარა ბავშვზე. ბედნიერებისგან შეხტებოდა, როცა რამე სიურპრიზს გავუკეთებდი და ეს მომწონდა. საოცრად დამოკიდებული ხდებოდა ჩემზე, ჩემ გარეშე ფეხს არ გადადგამდა. მუდამ ჩემ გვერდით ტრიალი უნდოდა. ნიკოსაც ძალიან მოწონდა, მაგრამ ხშრად მიბრაზდებოდა, მართლა პატარა ბავშვი ხომ არ არის, სულ მასთან, რომ ტრიალებო. მალე გადაუვლიდა გაბრაზება, მასაც ებრალებოდა, წარსულის გამო და იმის გამოც, რომ შეყვარებულმა მიატოვა და მარტოს უნდა გაეზარდა ბავშვი. ლიზა ყოველთვის ამბობდა, შენი იმედი მაქვს, ვიცი რამე რომ მომივიდეს, ჩემს პატარას, მარტო არ დატოვებ და შვილივით აღზრდი. ყველაფერს მისცემ და იმას არ გამოატარებ, რაც მე გამოვიარეო. ამაზე ვბრაზდებოდი, არ მომწონდა სიკვდილზე ხშირად რომ ფიქრობდა...
- რა მოხდება რომ დამთანხმდე?
- ისევ ანასტასიაზე ამბობ?
- კი, ნიკო.
- შენ, პასუხი ამაზე უკვე იცი.
- კი მაგრამ ჯერ ბავშვია. მე პირობა მივეცი.
- მას მამა ჰყავს.
- მამა? მას საერთოდ არ ადარდებს ანასტასია. ნიკო რამ გაგაბოროტა ასე?
- არა მეთქი და მორჩა.
- აუტანელი ხარ...

ერთ დღეს, ლიზასთან მივედი, შინ არ დამხვდა. კარი შევაღე და შევედი. ყავა მოვიდუღე და მისაღებში დავჯექი, ეს სახლი მართლა იმდენად გამოხატავდა მის განწყობას, რომ ვერც კი ვგრძნობდი, შინ თუ არ იყო. მაგიდაზე ფურცლები ეყარა, ადრე არასოდეს შემინიშნავს, დამაინტერესა და კითხვა დავიწყე. იმ დღეს პირველად გავიგე, რომ ლიზას საოცარი ნიჭი ჰქონდა. მას შეეძლო ტკივილი, რითმით, ისე გადმოეცა, რომ აეტირებინე. შინ როცა დაბრუნდა და ფურცლებით ხელში ატირებული დამინახა, დაიბნდა და აკანკალდა.
- არ უნდა წაგეკითხა.
- რატომ ლიზა? აქამდე რატომ არ მითხარი?
- რა? ის, რომ ვწერ? თუ ის, რაზე ვწერ?
- ვერ გავიგე.
ლიზა მიხვდა, რომ მე, მისი ლექსები ბოლომდე ვერ გავიგე, გაეღიმა და ჩამეხუტა.

საოცრად ლამაზი იყო ის დღე, როცა ლიზამ ამ ქვეყნად პატარა მოავლინა. მეგობრებმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ლიზას ოდნავადაც არ გაკარებოდა სევდა, ის ძალიან ელოდა ამ დღეს. პატარას როცა ეფერებოდა, მუდამ ტიროდა, ალბათ იმიტომ, რომ მას ასე არ მოფერებიან. გიჟი დედა იყო, სულ იმას გაიძახდა, როდის დამიძახებს „დედასო’’. ამაზე დავცინოდით, სულსწრაფი ხართქო.
დღეები სწრაფად გადიოდა. მახსოვს, ლიზამ განმიცხადა, ცუდი წინათგრძნობდა მაქვს, ვიცი, რაღაც მოხდება ჩემს თავსო. ვამშვიდებდი, ნუ განიცდი, არაფერი მოხდება-მეთქი. ის კი, ვერ მშვიდდებოდა, შფოთავდა, ლოგინადაც კი ჩავარდა, ბავშვს ყურადღებას არ აქცევდა. ვსაყვედურობდი, იგივეს ნუ უკეთებ შენს შვილს, რასაც შენ გიკეთებდნენ-მეთქი. ამაზე ცოფდებოდა და ტიროდა. ვერ ვხვდებოდი რა სჭიდა. მარტო იმას მთხოვდა, ნიკოს დაურეკე, უთხარი, რომ ვერ მიხვალ, უთხარი, რომ ცუდად ვარ. თავიდან მართლა შემაშინა და ასეც ვიქცეოდი, მასთან ვრჩებოდი, ვუვლიდი მასაც და პატარასაც. ლიზას უკეთესობის არაფერი ეტყობოდა. ნიკოც უფრო და უფრო კამათობდა იმაზე, რომ სახლში არ ვიყავი, მართალიც იყო, ბავშებს ვეღარ ვნახულობდი. ფაქტიურად, დედისა და ცოლის მოვალეობა დავივიწყე და მთლიანად ლიზაზე და მის ბავშვზე გადავერთე.

- გადავდივართ.
- სად?
- სხვა ქალაქში.
- ეგ როგორ?
- ჩვეულებრივად. ბარგს ვალაგებთ და გადავდივართ სხვა ქალაქში.
- ნიკო, ასე არ გამოვა.
- რატომ?
- როგორ თუ რატომ?
- დეა, გინდა გითხრა რა ხდება? და რატომ გადავდივართ? მე ცოლი მჭირდება, ბავშვებს დედა, შენ კიდევ მთელი დღეები შენს კახ*ა დაქალს და მის ნაბი*ვარს უვლი.
- მოკეტე!

მახსოვს, როგორ გავმწარდი, როცა ნიკომ ლიზას შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო ხელიც კი გავარტყი. ნიკომ ისეთი გადაჭრით მითხრა, „გადავდივართო“, რომ ვერაფერზე ვფიქრობდი, გარდა იმისა, თუ რა მომეხერხებინა ლიზასათვის. მას ასე ვერ დავტოვებდი, მას ჩემი სჯეროდა, მენდობოდა, ჩემ მეტი არავინ ჰყავდა, უჩემოდ დაიღუპებოდა. მთელი ღამე იმაზე ფიქრში გავატარე, თუ მისთვის რა მეთქვა.

- კიდევ მიბრაზდები? მაპატიე დეა, უბრალოდ არ შემიძლია იმ ბავშვის ყურება, რადგან მუდამ ლიზას დავინახავ მის თვალებში.
- ჯერ ერთი, იმ ბავშვს სახელი ჰქვია და მეორეც, შენთან კამათს არ ვაპირებ.
- აბა, როდემდე უნდა იყო ასე?
- ასე როგორ? ჩემგან რას ითხოვ? გინდა მოსიყვარულე ცოლის როლი ვითამაშო? მაპატიე არ შემიძლია, როცა შენ გხედავ, ყოველთვის თვალწინ წარმომიდგება, თუ როგორ უპატრონოდ გდია ლიზა ქუჩაში.
- მე რა შუაშია ვარ.
- შენ რომ არა, ეს არ მოხდებოდა. შემეშვი, სამსახურში მაგვიანდება.

ის დღე, როცა ლიზას გავუმხილე, რომ სხვა ქალაქში გადავდიოდით, მე და ნიკო, საშინელება იყო. სახლში ყველაფერი დალეწა, ყვიროდა, ტიროდა, მეჩხუბებოდა, ხან მუხლებში მივარდებოდა და შველას მთხოვდა. ამბობდა, რომ ავად იყო და უჩემოდ ვერ დაძლევდა. თუმცა ვიცოდი, მას არაფერი სჭირდა, უბრალოდ, მის ცხოვრებაში ერთადერთი ადამიანი ვიყავი, ვისიც სჯეროდა და ვის გარეშეც ვერ წარმოედგინა სიცოცხლე. მისი ავადმყოფობა მე ვიყავი. როცა ვკითხავდი, ესე შეყვარებული და მონდობილი რატომ იყო ჩემზე, მპასუხობდა... შენ დედაჩემი ხარ, ისეთი, როგორზეც ვვოცნებობდი. შენ და ხარ, რომელიც არასოდეს მყოლია. შენ მეგობარი ხარ, რომელსაც უსიტყვოდ ესმის ჩემი. მე არ მინდა უშენოდ, თუნდაც ერთი დღე გავატარო. მე მოვკვდები, რომ მიმატოვო. ვამშვიდებდი და ვუხსნიდი, რომ მის მიტოვებას არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემი სრულებით არ ესმოდა. ვგრძნობდი, როგორ იშლებოდა ჭკუიდან, სისულელეებს სჩადიოდა. რამდენჯერ მივუსწარი, როცა თავს იკლავდა. გულში ჩავიკრავდი და პატარა ბავშვივით მშვიდდებოდა. ვერც ლიზა ხვდებოდა და ვერც მე, რომ ის რაღაც, ან ვიღაც, ვისაც ის ამდენი ხანი ეძებდა, სწორედ მე ვიყავი. ის ჩემში ყველაფერს ხედავდა, არ ჰყავდა დედა, არ ჰყავდა მეგობრები, მიატოვა საყვარელმა კაცმაც, მხოლოდ მე ვყავდი, მე, რომელმაც ვერ დავიცავი ის, იმ ტკივილისგან, რაც გულსა და გონებას უჭამდა. იმ დღეს, როცა მე და ნიკო ქალაქიდან წავედით, ლიზა არ გამოჩენილა. არ გამაცილა, ვნერვიულობდი, რადგან მეგონა გამაცილებდა მაინც. დღეს დღე მისდევდა, ჩემ ზარებს არ პასუხობდა, მის ამბებს მეგობრების საშუალებით ვგებულობდი. მეუბნებოდნენ, რომ მგონი გაგიჟდაო. ფაქტიურად, პატარას სალო და მარი ზრდიდნენ, თვითონ ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა. ბავშვი მშიერი რომ ყოფილიოყო, არ აჭმევდა. გული მტკიოდა, რადგან ვიცოდი, რომ ამას ჩემი მიზეზით აკეთებდა. ვგრძნობდი, როგორ ვჭირდებოდი იმისთვის, რომ ეცოცხლა და ყველაფერი მიეცა თავისი შვილისათის რაზეც ოცნებობდა. ამას ვგრძნობდი და მასთან ერთად მეც მტკიოდა, ვგრძნობდი, რომ მეც ძალიან მიჭირდა უიმისოდ. მენატრებოდა მისი სისულელეები, საუბრები, პოეზია, ტირილი, სიცილი, ყველაფერი მენატრებოდა. ერთ დღესაც, მითხრეს, რომ ისევ დალევა დაიწყო. საშინლად გავბრაზდი და ნიკოს დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან წავედი. როცა მივედი, მახსოვს, სანამ სახლში შევიდოდი, გული როგორ მიცემდა. მისი ნახვის მეშინოდა, მეშინოდა, რომ რამე ცუდად არ დამხვედროდა. მეშინოდა, რომ ჩემი ნახვა გაამწარებდა და გამომაგდებდა. სახლში შესულს, საშინელი არეულობა დამხვდა, სახლი მთლიანად გაჟღენთილი იყო ალკოფოლის, სიგარეტისა და თავაშვებული ვნების სურნელით. თავისი შვილის მამასთან ერთად საძინებელში დამხვდა. ორივე მთვრალები, იწვნენ და სიგარეტს ეწეოდნენ. როცა დამინახა შეცბა, თუმცა მალევე მოეგო გონს და ირონიულად წარმოთქვა...
- დათა ხედავ? აი, დეაც მოსულა... იცი ვინ არის დეა? ეს არის მოღალატე ქალი, მოღალატე მეგობარი, რომელმაც მომაკვდავი მეგობარი, უპატრონოდ, ბედის ანაბარა მიაგდო და თავის ოჯახთან ერთად თაფლობის თვე მოიწყო.

მახსოვს, როგორ წამოვენთე და ერთადერთი რაც მოვიმოქმედე, მივარდი და გავარტყი.
- უსინდისო და გარეწარი ხარ! საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც ისევე გულისამრევია, როგორც ყველა კახ*ა. სად არის ბავშვი?

ჩემგან ასეთ რამეს არ ელოდა და გაოგნებული მიყურებდა. მერე დათას სთხოვა წასულიყო. დიდხანს ვიჯექით საძინებელში უხმოდ. ვუთხარი ჩაიცვი, გული მერევა შენ დანახვაზე-მეთქი, ისე ძალიან ატირდა, რომ გული მომიკვდა, ვეღარ მოვერიე თავს და ჩავიხუტე. ტიროდა და თან გაუთავებლად რაღაცას ბუტბუტებდა. თითქოს გაყინული ვიყავი, ვერაფერს ვგრძნობდი, გარდა იმისა, რომ ანასტასია მეცოდებოდა ასეთი უბედური დედის ხელში. ვერც ჩემს თავს ვადანაშაულებდი, რადგან მივხვდი, რომ ლიზამ თვითონ არ იცოდა რა უნდოდა ამ ცხოვრებისგან. ვფიქრობდი, რომ მეც მისი ერთ-ერთი აკვიატება ვიყავი, რადგან ჩემთან თავს მშვიდად და დაცულად გრძნობდა. მახსოვს მითხრა, ჩემი შვილის ნახვა მინდაო, ბავშვი მივუყვანე, მაგრამ ანასტასია მას არ მიეკარა. ფეხებზე მომეკრო და მთლიანად ცახცახებდა, მივხვდი, რომ დედის ეშინოდა და გული მეტკინა. ანასტასია ჯერ ორი წლისა იყო, მაგრამ უკვე დაეკარგა ლიზას შვილის სიყვარული. რამოდენიმე დღე დავრჩი მასთან, ჩემი იქ ყოფნისას, ძალიან მშვიდად იყო. ძველებურად ბევრს აღარ ვსაუბრობდით, მაგრამ მაინც მშვიდად იყო. ბავშვს ეთამაშებოდა, ანასტასიაც მიეჩვია და აღარ ეშინოდა მისი. მადლობას მიხდიდა, რომ სიცოცხლისა და ბავშვთან ყოფნის სურვილი დამიბრუნეო. ერთ დილას როცა მიხვდა, რომ წამოსვლას ვაპირებდი, დაბნეული მიყურებდა. მაშინ მივხვდი, ჩემი გამოჩენის გამო, ლიზამ იფიქრა, რომ მასთან დარჩენას ვაპირებდი და ვერ მივხვდი რა უნდა მეთქვა, ისეთი შეშინებული თვალებით მიყურებდა. მიდიხარ? მითხრა ბოლოს აკანკალებული ხმით.
- ისევ მიდიხარ?
- ლიზა.
- მაშინ რატომ დაბრუნდი?
- ლიზა, შენ გგონია ჩემთვის ადვილი იყო ყველაფერი ეს? ხომ იცი, ჩემთვის რა მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ. მოვკვდები შენ რომ რამე დაგემართოს, მაგრამ ოჯახი მყავს, შვილები...
- აღარ გააგრძელო.

გამაჩუმა და კარი გამიღო. მინდოდა მოვხვეოდი, მაგრამ არ გამიკარა. როცა გამოვედი, კბილებში მწარედ გამოსცრა ოთხი სიტყვა: „აღარ დაბრუნდე შიშველ ქუჩებში“, ჩემთვის არ შემოუხედავს, ისე მიხურა კარი... თვალცრემლიანი ჩავჯექი მანქანაში და ჩუმად ვიმეორებდი მის სიტყვებს: „აღარ დაბრუნდე შიშველ ქუჩებში“... მაშინ ვერ ვხვდებოდი ამ სიტყვების აზრს, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ საკუთარ თავსა და ცხოვრებას გულისხმობდა.
- დედა მშია.
- წეღან არ ჭამე პატარავ?
- შეეშვი შვილო დედაშენს, ფიქრებში ისეა ჩაძირული, ვერც კი შენიშნა როგორ დაღამდა. დეამ ფარდა გადაწია და მართლა ახლა შეამჩნია, რომ დაღამებულა.

როცა გავიგე, რომ ანასტასია მამამისმა წაიყვანა, რადგან ლიზა მთლად შეიშალა ჭკუიდანო, არ დავიჯერე, მინდოდა ჩავსულიყავი და მენახა, მაგრამ ვერ ვბედავდი. მერე გავიგე, რომ დათამ სარეაბილიტაციო ცენტრში დააწვინა. ნელ-ნელა ყველაფერი ძველებურ რიტმს უბრუნდებოდა, მე ლიზაზე ნაკლებად ვფიქრობდი, ალბათ თავს ვაიძულე, რომ თავი აღარ დამეტანჯა. იშვიათად ვკითხულობდი მის ამბავს, ეს ჩემი და ნიკოს ურთიერთობასაც შეეტყო, აღარ ვჩხუბობდით. ძველებურად, ბედნიერად ვიყავით, ლამაზი ოჯახი, შვილები, მოსიყვარულე ქმარი; მოკლედ, ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა... ლიზა? ლიზას ამბები არ ვიცოდი, გადავწყვიტე, რომ ის უჩემოდ უფრო კარგად იქნებოდა, ისევე როგორც მე და შევეგუე იმ აზრს, რომ - „მე ის დავკარგე“.

დეამ - ქმარს, რომელიც გაზეთს კითხულობდა, საბუთები დაუყარა მაგიდაზე.
- ეს რა არის?
- განქორწინების საბუთები.
- შენ სულ გაგიჟდი გოგო?
- კი გავგიჟდი, გავგიჟდი, შენთან ცხოვრებამ გამაგიჟა. აღარ მინდა შენთან რაიმე მაკავშირებდეს.
- მგონი მართლა შეიშალე და ბავშვები? მათზე არ ფიქრობ?
- რომ ვფიქრობ იმიტომაც მინდა შენთან გაყრა, აღარ მინდა ბავშვებმა უყურონ როგორ ვერ იტანენ მათი მშობლები ერთმანეთს.
- დეა, საიდან მოიტანე რომ ვერ გიტან? მე ძალიან მიყვარხარ და შენ ეს იცი.
- გიყვარვარ? სამაგიეროდ მე ვერ გიტან.

ერთ საღამოს მე და ნიკო სიყვარულით ვტკბებოდით, როდესაც მოულოდნელად ჩემ ტელეფონზე ზარი გაისმა. ნიკომ სიყვარულით სავსე თვალებით შემომევედრა - არ უპასუხო... მეც არ ვუპასუხე, თუმცა ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. ცოტა ავნერვიულდი, ვიფიქრე, ვიღაცას აშკარად ჩემი დახმარება სჭირდება-მეთქი და წამოვიძახე ლიზათქო. მახსოვს, ნიკომ ტელეფონი გამომირთო და მითხრა, ლიზა რომც იყოს, ხვალ დაურეკავ, დღეს მე მინდა შენთან ყოფნა. ის ღამე ერთად გავატარეთ, მაგრამ ჩემი ფიქრები მაინც იქითკენ იყო მიპყრობილი, რომ გამეგო ვინ რეკავდა. ნიკომ როცა დაიძინა ტელეფონი მოვიპარე და ისე გავიპარე საძინებლიდან, თითქოს დანაშაულს ჩავდიოდი. შემოსული ზარები შევამოწმე და ყველა ზარი ერთ ადამიანს ეკუთვნოდა და ეს ადამიანი ლიზა იყო. მობილური ხელიდან გამივარდა, შიშმა ამიტანა და ერთიანად ამაცახცახა, ძლივს მოვახერხე, რომ გადამერეკა, მაგრამ არავინ მპასუხობდა. ელდა მეცა, მოსვენება დავკარგე, ვტიროდი ვრეკავდი, ისევ ვტიროდი, ისევ ვრეკავდი, მივხვდი, რომ უნდა წავსულიყავი მასთან, რადგან რაღაც უჭირდა. ჩუმად ჩავიცვი რაც ხელთ მომყვა, ბავშვებს ვაკოცე და სახლიდან ისე გამოვიპარე ნიკოსთვის წერილიც კი არ დამიტოვებია. მანქანაში ჩავჯექი და ელვასავით გავარდი. გზად რა არ ვიფიქრე, ათასი უბედურება წარმოვიდგინე, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. როცა ლიზას სახლთან მივედი ყველაფერი ჩაბნელებული დამხვდა. ლიზას სიბნელის ეშინოდა და როცა მარტო იყო, ისე არ იძინებდა, რომ ერთი ნათურა მაინც არ დაეტოვებინა ანთებული. ფეხები მომეკვეთა, თითქოს სიზმარში ვიყავი, ერთ ადგილას გავშეშდი და წინ ვერ მივდიოდი. როგორც იქნა, ძალა მოვიკრიბე და სახლში შევედი. შუქი ავანთე. სახლში უჩვეულო სიჩუმე და წესრიგი გამეფებულიყო, პირვანდელი სახე დაბრუნებოდა და აქაურობა ისევ საოცარ სინაზეს მგვრიდა, გული უფრო გამალებით მიძგერდა, ჰაერი შევისუნთქე, საძინებლის კარი შევაღე და სინათლე ფრთხილად ავანთე...

ლიზა საწოლში იწვა. ასეთი მშვიდი და ლამაზი არასოდეს მენახა. ცოტა ამოვისუნთქე და ფრთხილად მივედი საწოლთან. ლიზა, დავუძახე ჩუმად, ხმა არ გამცა. დავიხარე და ვაკოცე, საშინლად ცივი იყო, შიშისაგან შევხტი და დავიყვირე...
დამაგვიანდა... ის მკვდარი იყო...

- შენ არ გჭირდება ეს ბავშვი, ხომ ასეა?
- და მერე, შენ რა?
- როგორ თუ რა?! დედამისი ჩემი მეგობარი იყო, პირობა მივეცი, რომ მასზე ვიზრუნებდი.
- მეგობარი? ლიზამ ვერ გადაიტანა, რომ მასზე უარი თქვი, დაგავიწყდა?
- დათა, არ ვაპირებ ლიზას სიკვდილის მიზეზის გარკვევას, აქ იმიტომ ვარ, რომ მისი სურვილი ავასრულო და ანასტასია წავიყვანო.
- და მერე ვინ მოქცა ამის უფლება? მე მამა ვარ.
- დათა ორივემ კარგად ვიცით, რომ ანასტასია შენთვის არაფერს ნიშნავს, მომეცი საშუალება ლიზას სურვილი ავასრულო და ანასტასიაც ბედნიერი იყოს, რას იტყვი?
- სიმართლე გითხრა,, ამ ბავშვს თავის ტკივილის მეტი არაფერი მოაქვს ჩემთვის, დედამისს ჰგავს, სულ დუმს და ხმას არ იღებს.
- ხო და მომეცი ნება წავიყვანო.
- კარგი, ხვალ მოდი და წაიყვანე.
- მადლობა.

დიდხანს ვტიროდი მის სხეულზე დამხობილი. არ მეჯერა რომ მოკვდა. სხეულზე ვეჯაჯგურებოდი, რომ გონს მომეყვანა. ტირილისგან გაბრუებულს მის გვერდით ჩამეძინა, არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ ბოლოს, ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. ჩემი ქმარი რეკავდა, სურვილიც არ გამიჩნდა მეპასუხა, ტელეფონი გავთიშე და ლიზას ფერმკრთალ სახეს დავხედე. ახლახანს შევნიშნე, რომ ხელში რაღაც ეჭირა, ხელიდან გამოვაცალე და წავიკითე „შიშველი ქუჩები, მენატრებოდი დეა“ გაყინულ შუბლზე ვაკოცე და ისევ ჩამეძინა...

ლიზას სიკვდილმა დამანახა, თუ რა ძალა აქვს გყავდეს გვრდით ასეთი მეგობარი; თავისებური, ძლიერი ამავდროულად უსუსური. მუდამ ბრძოლაში იყო და ბრძოლისას დაიღუპა. ებრძოდა საკუთარ თავს, საკუთარ სურვიელბს, საკუთარ მარტოობას, საკუთარ ტკივილს, სუსტი იყო და ამიტომ ვერ შეძლო განკურნება. მისი სიკვდილი შეცდომა იყო, ჩემი შეცდომა...
-რატომ მიყვები ამ ამბავს?
- იმიტომ ჩემო პატარავ, რომ მინდა შენ მაინც იცოდე, შენი ისტორია, შენი ბავშვობა, შენი წარსული და შენს დედიკოზე არ იყო გაბრაზებული.
- ჩემი დედიკო შენ ხარ!
- ხო ანასტასია მე ვარ, რადგან ეს შენი ნამდვილი დედიკოს სურვილი იყო.
- და სად არიან შენი შვილები?
- მამასთან, ჩემო პატარავ.
- არ გენატრებიან?
- კი მენატრებიან და მათზე ბევრს ვლოცულობ, დრო მოვა და გამიგებენ, მაპატიებენ და მაშინ გულში ჩავიკრავ, შენი დატოვება არ შემეძლო.
- ვაპატიე დედიკოს და მიყვარს ის, შენც გაპატიებენ შენი ნამდვილი შვილები.
- შენს დედიკოსაც უყვარხარ, დაიძინე, მე შენთან ვარ.
- მიყვარხარ დეა!
- მეც მიყვარხარ ანასტასია!скачать dle 11.3




№1 სტუმარი ano

Mapatiet,magram AR mimachnia sworad sakutari shvilebis Mitovebis xarjze sxvisi shvilis gazrda.arc aseti megobrobis mwams,roca xedav,Ra egoisturad iqceva adamiani,romlistvisac yvelafers aketeb.tu man mravaljer scada tvitmkvleloba,vfiqrob akviatebuli hqonda da deas wasvla ubralod morigi sababi agmochnda.

 



№2  offline წევრი nigita

ლიზასი არ მესმის ეგოისტია რომლმაც სხის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების აწყობა სურდ ,ესეთი მეგკბრის ყოლას ჯობია არ გყავდეს , დეა კიდევ იდიოტია საკუთარი შვილები დატოვა და ქმარი იმიტომ რომ ეგოისტი ბოდიში და კახპა დაქალის შვიკი გაეზარდა უსამართლობა და მეტი არაფერი .... ნიკო კიდევ მართალი იყო როდესაც მისი ცოლისთვის ლიზის ჩამოშორება სცადა .... დეას ადგილზე ეგოისტ ლიზის ფეხებზე დავიკიდებდი რადგან ეგეთი ადამანის გამო საკუთარ არც ბედნიერებას და არც ოჯახს არ დავთმობ საწუხაროდ ... ლიზი კიდევ დაუნახავია და ამეტი არაფერი .....

 



№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ გამახარე შენი გამოჩენით.
ისტორიაზე ძალიან ბევრი ვიტირე. ლიზა შემეცოდა. ბავშვობამ და უდედობამ მის ფსიქიკას დიდი ზიანი მიაყენა, რომელსაც ვერ მოერია. დეა საუკეთესო მეგობარი იყო. სწორად მოიქცა რომ ანასტასიას დედობა გაუწია, მაგრამ საკუთარი შვილების მიტოვება თავგანწირვას ნიშნავს მეგობრის სიყვარულისთვის. დეა არის წმინდა მეგობრობის სიმბოლო
მგონი ბევრჯერ მატირებ, როგორც მახსოვს შენს ისტორიებს ბედნიერი დასასრული არ აქვს.
ანი საოცრება ხარ და ზენიჭიერი❤❤❤

 



№4  offline წევრი ანი ჩიხლაძე

Chikochiko
როგორ გამახარე შენი გამოჩენით.
ისტორიაზე ძალიან ბევრი ვიტირე. ლიზა შემეცოდა. ბავშვობამ და უდედობამ მის ფსიქიკას დიდი ზიანი მიაყენა, რომელსაც ვერ მოერია. დეა საუკეთესო მეგობარი იყო. სწორად მოიქცა რომ ანასტასიას დედობა გაუწია, მაგრამ საკუთარი შვილების მიტოვება თავგანწირვას ნიშნავს მეგობრის სიყვარულისთვის. დეა არის წმინდა მეგობრობის სიმბოლო
მგონი ბევრჯერ მატირებ, როგორც მახსოვს შენს ისტორიებს ბედნიერი დასასრული არ აქვს.
ანი საოცრება ხარ და ზენიჭიერი❤❤❤



❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent