შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სავსე მთვარე (2 ნაწილი)


12-06-2018, 22:57
ავტორი du-da
ნანახია 559

სავსე მთვარე (2 ნაწილი)

ნატა მოუსვენრად აკაკუნებდა თითებს მაგიდაზე და ფანჯარაში იყურებოდა.
-დალევ რამეს?
-არა მათე,როგორც გითხარი ბევრი დრო არ მაქვს.
-მაშინ გისმენ.
-ვიცი,რომ ნინიას საქმეს შენ იძიებ,ისიც ვიცი რამდენი რამეა ელენას წინააღმდეგ,მაგრამ მინდა იცოდე ,რომ დამნაშავე არ არის.
-საიდან იცი?რამე ისეთია რასაც გვიმალავ?
-არა არაფერი,უბრალოდ ელენას საკუთარ თავზე კარგად ვიცნობ,ის ჭიანჭველასაც ვერ დაადგამს ფეხს,არათუ ადამიანს გაატაცებინებს მათე.
-ვხვდები, რომ გული შეგტკივა საკუთარ მეგობარზე,მაგრამ მხოლოდ შენი სიტყვები ელენას ვერ იხსნის და ვერც მოსამართლეს მოულბობს გულს.
-საქმეს შენ იძიებ მათე,შენ კი გეგას ახლო მეგობარი ხარ.
-მაგით რისი თქმა გინდა?იცი რომ ეხლა შეურაწყოფას მაყენებ? ხმა დაეძაბა ბიჭს,ელენა ჩემთვისაც დასავითაა,თუ ამდენი ფიქრი შეუძლია მაგ შენს პატარა თავს,მიხვდები მაშინ,რომ ელენას თუ გადავარჩენ ჩათვალე, რომ გეგაც გადარჩება,ასე რომ მე ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ და არავის მხარეს არ ვიხრები.
-ზუსტად ეს მინდოდა გამეგო,გეგა დიდი პიროვნებაა,ელენა ამ შემთხვევაში პაიკი,რომელსაც უპრობლემოდ გაანადგურებს თუ მოინდომებს,მაგრამ არავის მივცემ უფლებას რამე აწყენინოს გასაგებია? არც სამართალდამცავს და მის გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი.
-საშიში ქალბატონი ბრძანდებით თქვენ,გაეცინა მათეს.
-ვფიქრობ ორივეს გვაქვს მიზეზი ამ ამბის გამოსაძიებლად,შენი თქმის არ იყოს ამ წუთას ორივეს სჭირდება შველა.
-გეთანხმები,მაშინ დავიშალოთ,სამსახურში უნდა დავბრუნდე ბევრი საქმე მაქვს.
-მათე,ხელის დადებით შეაჩერა ქალმა.
-გისმენ.
-ეს ჩემი ნომერია,თუ რამე დაგჭირდეს,ყოველთვის მზად ვარ დაგეხმარო.
-მაგას უკვე მივხვდი,გაეღიმა ბიჭს და ნომერი ჯიბეში ჩაიდო.
* * *

გიჟივით შეგლიჯა ოთახის კარი გეგამ,ყველაფერი მიყოლებით გადმოყარა ძირს.
-რას ვაკეთებ,რას?არ შემიძლია ამას ვერ გავუძლებ,იქნებ მართალია,რატო არ მჯერა შენი?,მათე თუ მიშველის ეხლა,სწრაფად გამოვარდა ფეხზე და კიბეზე დაეშვა.
-სად მიდიხარ? თამარას ხმამ ადგილზე გააშეშა.
-საქმეზე დედა.
-რამე ახალია საქმეში? ვნახე მათე იყო მოსული და იმ ქალბატონის ნაამბობიც მესმოდა,გჯერა?
-დედა გთხოვ.
-მიპასუხე,გჯერა რასაც ამბობს?სულელი ხარ, გადმოყარა ცრემლები და გულიც მოგილბა,როგორ ფიქრობ აღიარებს დანაშაულს?მაგ კატეგორიის ქალები ყველაფერზე მიდიან.
-ნუ გავიწყდება ჩვენც მაგ კატეგორიას ვეკუთვნოდით, ქალბატონო თამარ.
-როგორ ბედავ? წამოენთო ქალი.
-ყველაზე მეტად მე მიჭირს დედა,დასთან ერთად იმ ქალსაც ვკარგავ,რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია,თუ დამტკიცდება, რომ უდანაშაულოა,ჩათვალე რომ ცხოვრება თავზე დამემხო, ამ წუთას ეგ უფრო უნდა გადარდებდეს,ვიდრე ჩემი გაქეზება ელენას წინააღმდეგ.
-მე არავის ვაქეზებ,უბრალოდ არ მინდა დაბრმავდე და გრძნობებმა მოგატყუოს,შენ ხარ კაცი, რომლის სიტყვასაც ყველგან ფასი ჰქონდა,ლაჩრად არ გამიზრდიხარ და ისე მოიქეცი როგორც საჭიროა.
-მერე ვისაუბროთ.
გამწარებული გამოვარდა გარეთ და მანქანაში ჩაჯდა.

* * *
მათემ დასაკითხი ოთახის კარი შეაღო და მაგიდასთან მჯდომ ბიჭს გახედა.
-გამარჯობა,მე მათე ხიდაშელი ვარ,გამომძიებელი.
-რაც ვიცოდი, უკვე გითხარით.
-როგორც იცი,საქმეში შენი სახელიც ფიგურირებს,ამიტომ რამდენჯერაც რამე კითხვა გამიჩნდება,ვალდებული ხარ მოხვიდე და მიპასუხო.
-გისმენ,ირონიულად გაუცინა ბიჭმა.
-შემახსენე იმ დღეს სად იყავი?
-მეგობართან აგარაკზე.
-როგორც ვიცი მოწმეები გყავს ხო?
-კი იქ მყოფი ხალხი.
-ასევე შენი მეგობრები ალბათ,რომლებიც შენს გამო ყველაფერს გააკეთებენ ხომ?თან მგონი ლალიკო, ეგეც გახლდა?
-კი ერთად ვიყავით,საით მიგყავთ საუბარი?ხმა დაეძაბა ბიჭს.
-მოეშვი,უბრალოდ კითხვებზე მიპასუხე,ესეიგი იმ დღეს ნინიას არ შეხმიანებიხარ?
-არა, საერთოდ არ დავკავშირებივარ.
-არც გინახავს?
-რამდენჯერ უნდა ვთქვა,იმ ბარში არც ნინია და არც ელენა არ მინახავს.
-მე ბარი არ მიხსენებია,გაეღიმა მათეს.
ბიჭს ფერი გადაუვიდა,მიხვდა გაყიდა საკუთარი თავი და დაიბნა.
-მომატყუე,იცი ეხლა რას ვიზამ?შენც და იმ შენს ვითომ მეგობრებსაც ,რომლებმაც ტყუილი ალიბი შეგიქმნეს ყველას დავიჭერ,სამართალდამცავების შეცდომაში შეყვანისთვის.
-არა ჩვენ არაფერი დაგვიშავებია,ალუღლურდა ბიჭი.
-სიმართლე მითხარი.
-მე დავურეკე ნინიას და ვთხოვე გამოსულიყო,მეორე დღეს ჩვენი ახლობლის იუბილე იყო და სიურპრიზს ვუმზადებდით,ორგანიზატორი იყო და ამიტომ მისი დახმარება გვჭირდებოდა,მაშინ მითხრა ,რომ სახლიდან არ უშვებდნენ,მაგრამ რძალს სთხოვდა და წამოიყოლებდა,ცოტა ხანს გაჩერდნენ,მერე იცით რაც მოხდა.
-რატო არ თქვი თავის დროზე?
-შემეშინდა.
-იცი რომ შარში ხარ?
-ვიცი,თავი მაგიდაზე ჩამოდო ბრალდებულმა. მათე სწრაფად გამოვიდა ოთახიდან,თითქოს რაღაც მოეშვა და თავისუფლად დაიწყო სუნთქვა
-"მადლობა ღმერთს"სწრაფად ამოაცოცა ტელეფონი ჯიბიდან და გეგას ნომერი აკრიბა.

* * *
ელენამ ფრთხილად აიარა საფეხურები და თამარას ოთახის კარზე დააკაკუნა,როგორც კი თანხმობა მიიღო მაშინვე შიგნით შევიდა.
-უნდა დაგელაპარაკოთ.
-მე შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს,ცივად მიუგო ქალმა.
-გთხოვთ მომისმინეთ,მართლა არაფერი დამიშავებია,ყოველთვის დედასავით მიყვარდით,ნუთი გგონიათ მსგავსი ტკივილისთვის გაგიმეტებდით?
-რა გინდა აქ? რატო არ მიდიხარ? უარესად გინდა ჩემი ბიჭი დატანჯო და ოჯახი გამიუბედურო?
-ორსულად ვარ,ამოილუღლუღა ელენამ.
-მერე რა? კარგად ჩაგიფიქრებია,გგონია მაგითი გამოიჭერ ხო? ვის ჭირდება შენი უბადრუკი შვილი ამ ოჯახში,როცა მე აღარ მყავს შვილი ცოცხალი?მასაც უნდოდა დედობა, მაგრამ ეს უფლება მოუსპე,გაეთრიე.
-დედა,ამოიტირა ქალმა.
-არ გაბედო,ფეხზე წამოხტა თამარა,მეორედ მსგავსი რამის დაძახება არ გაბედო,მე შენი დედა არ ვარ,მადლობა ღმერთს შენნაირი შვილი არ მყავდა,გაეთრიე აქედან,წადი სანამ გეგა დაბრუნდება.
-როგორ შეგიძლიათ ასე მომიძულოთ.
-წადი ელენა,სანამ ჯერ კიდევ ვინარჩუნებ სიმშვიდეს წადი,მხოლოდ იმ დღისთვის ვცოცხლობ გისოსებს მიღმა,რომ გნახავ.
-მაპატიეთ,ხმით ატირდა ქალი და გარეთ გამოვიდა,გაჭირვებით ჩაიარა საფეხურები,იქვე დაკიდებული ქურთუკი მოიცვა და გარეთ გავიდა.
-მარტო მივდივარ ბიჭებო,გასძახა დაცვას და ბილიკს ფეხით დაუყვა.
-"რა დღეში ვართ პატარა?არავის უხარია შენი არსებობა ამ ქვეყნად,ჩემს გარდა,არ ინერვიულო კარგი? ეხლა უფრო ძლიერი ვარ,შენ გამო"
ის იყო ტაქსის გაჩერებას აპირებდა,რომ მის ფეხებთან მანქანა გაჩერდა,წამებში იცნო ელენამ ნაცნობი სიტუაცია და სანამ კივილს მოასწრებდა სახეში მძიმედ მოხვდა და გაითიშა.
* * *

გეგამ სწრაფი ნაბიჯებით აიარა საფეხურები და განყოფილებაში შეაბიჯა.
-მათე რა მოხდა?
-დაჯექი,გაუცინა მეგობარმა.
-დამელია სული,მითხარი.
-ელენა უდანაშაულოა.
-რა?ყველაფრი იგრძნობოდა გეგეშიძის ხმაში,სიხარულიც,ბედნიერებაც და ტკივილიც.მათემ დაწვრილებით მოუყვა ყველაფერს,კარგად აკვირდებოდა,როგორ გადასდიოდა ფერები სახეზე გეგას.
-ეხლა მართლა დავკარგე,არასდროს მაპატიებს.
-წამოდი სახლში, ვუთხრათ ახალი ამბავი,უყვარხარ და ზუსტად ვიცი გაგიგებს.
-ესეთი რაღაცეები არ ესმით მათე,შენ არ იცი ,როგორ ვატკინე და როგორ დავამცირე.
-წამოდი,მხარზე ხელი დაკრა მეგობარს და გასასვლელში გაატარა.
დაძაბული მართავდა გეგეშიძე მანქანას,პირველად არ უნდოდა სახლში მისვლა და ელენას სახის დანახვა,ზუსტად იცოდა მისი ხასათი,ისიც იცოდა,რომ არასდროს დარჩებოდა ქალი მასთან,უბრალოდ არ აპატიებდა ამ ყველაფერს.
-ელენა,იყვირა სახლში შესვლისთანავე.
-რა გაყვირებს? არ ბრძანდება სახლში,მისაღებში თამარა გამოჩნდა, ჩაის ფინჯნით.
-სად არის დედა?
-არ ვიცი,ცივად მიუგო.
-წამოდი,რაღაც უნდა მოგიყვეთ,ხელი მოხვია დედას და სავარძელში ჩაჯდა.
მათემ სწრაფად მოახსენა ახალი ამბავი,ქალს ხელები აუკანკალდა.
-ვინაა ის ვინც ასე გაგვწირა?
-ჯერ არ ვიცი თამარა დეიდა,მაგრამ მაქამდეც ცოტა დამრჩა,აუცილებლად დავიჭერ.
-უდანაშაულოა დედა,ელენა მართალი იყო.
მოულოდნელად გეგას ტელეფონი ამღერდა.
-გისმენთ.
-გამარჯობა გეგეშიძე,როგორ გიკითხოთ?
-ვინ ხარ? ტონი გაუმკაცრდა გეგას.
-გაინტერესებს ალბათ შენი ცოლი სად არის.
-სად არის?
-იმედია ამის გადარჩენას მაინც შეძლებ,აბა და ვერ იხსენი.
-რა გინდა? იღრიალა ბიჭმა,იცოდე ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს,ჩემი ხელით მოგკლავ.
-ოჰ,შემაშინე,ტ...ი დააყენე და ჩემს ზარს დაელოდე.
გეგას კარგა ხანს ეჭირა გათიშული ტელეფონი,თითქოს თვითონაც გაითიშა რეალობისგან,აზრზე ხელის შეხებამ მოიყვანა.
-რა მოხდა?
-ელენა მოიტაცეს.
-ღმერთო,ფეხზე წამოდგა თამარა.
-ვიპოვით,გეგა შემომხედე,შეანჯღრია მათემ მეგობარი,ვიპოვით გაიგე? იგივე არ განმეორდება.
-დააბრუნეთ სახლში ჩემი გოგო,ამოილუღლურა თამარამ და გულზე ხელი მიიდო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი keti

Gamexarda meore tavis naxva, magram ase mgonia dzalian swrafad anvitareb movlenebs,cota meti agwera, meti emocia gamoachine :)) da imedi makvs male imasac gavigebt ratom moukles da da ratom gaitaces elena :) ra mizezi akvt

 



№2 წევრი ablabudaa

რა საინტერესოა რა მოხდება, ელენე ძალიან მეცოდება, რამდენი რამის გადატანა უწევს ასეთ მოკლე პწრიოდში. თამარზე გავბრაზდი ძალიან რომ მოიტაცეს მაშინ გახდა შვილი?! ველოდები შენეულ გაგრძელებას მოუთმენლად <3

 



№3  offline წევრი skida

ნა........ბი ბოდიში მაგრამ ეს სიტყვა მომივიდა თავში ბოლო წინადადება რომ წავიკითხე საწყალი ანგელოზივით გოგო სულ ტყუილად გააუბედურეს არ იმსახურებს გეგა ასეთ ადამიანს მისთვის ზედმეტად კარგია რა გარანტია აქვს ამ გიგოს რომ მომავალშიც იგივე არ განმეორდება? კაცს რომელსაც ცოლის გარდა ყველასი სჯერა ცოლს და ოჯახს არ იმსახურებს.
რაცშეეხება ისტორიას დამძაფვრელი და გულში ჩამწვდომია კარგად წერ მოვლენებს არ აჩქარებ ისტორია ყვლანაირად კარგად არის აგებული.. ნუ ჩემი თვალთახედვიდან ასეა წარმატებები !!!

 



№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

რაც არ უნდა მოინანიონ ორივე დედა-შვილმა არ არიან ღირსები პატიების.უნამუსოები,ახლა გახდა მისი გოგო?ახლა მისი ბრალი იქნება რამე თუ მოუვა, საზიზღარი ქალი.გამიხარდა მათეს მაინც რომ სჯეროდა მისი.ოოო როგორ ველი ახალ თავს,ისიც პირველით დიდი იყოს რა.ძალიან კარგი იყო და გამიხარდა შენი დაბრუნება.
--------------------
ლანა

 



№5 სტუმარი ტატუკა20

ეს ქალი გამაგლეჯინა შუაზე!ჩემი გოგოო უნამუსო! ძაან მაგარი ისტორიაა.ცოტა პატარა თავი იყო და კარგი იქნება რომ გაზარდო,უფრო კარგი წასაკითხი იქნება.მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას .

 



№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება. ისტორია საოცრებაა. გეგა ტკივილმა ძალიან გააბოროტა და გაამწარა. ელე ძალიან შემეცოდა, გული დამეწვა რა საცოდავად გამოაგდო თამარმა სახლიდან. მაგრამ მთავარია გეგას დაუბრუნდა საღი აზრი და გვერდში ჰყავს საუკეთესო მეგობარი. იმედი მაქვს ელეს და რაც მთავარია, პატარას საფრთხე არ დაემუქრებათ, თორემ ალბათ გეგა ამას უკვე მართლა ვერ გადაიტანს.

 



№7  offline წევრი skida

ტატუკა20
ეს ქალი გამაგლეჯინა შუაზე!ჩემი გოგოო უნამუსო! ძაან მაგარი ისტორიაა.ცოტა პატარა თავი იყო და კარგი იქნება რომ გაზარდო,უფრო კარგი წასაკითხი იქნება.მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას .

მე დავიჭერ შენ გაგლიჯე

 



№8 სტუმარი ტატუკა20

skida
ტატუკა20
ეს ქალი გამაგლეჯინა შუაზე!ჩემი გოგოო უნამუსო! ძაან მაგარი ისტორიაა.ცოტა პატარა თავი იყო და კარგი იქნება რომ გაზარდო,უფრო კარგი წასაკითხი იქნება.მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას .

მე დავიჭერ შენ გაგლიჯე

სიამოვნებით გავაკეთებდი მართლა:))))

როდის დადებ ახალ თავს? ცოტა დიდი თავი თუ იქნება ძალიან გამახარებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent