შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (მესამე ნაწილი, 3თავი)


13-06-2018, 08:50
ნანახია 3 003

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (მესამე ნაწილი, 3თავი)

-ხო ალბათ, შევიშალე. ამბობს რატი და სიგარეტს უკიდებს. სამზარეულოში ვიკა ბრუნდება. რატის გაბრაზებული მზერა ესროლა, უჯრიდან ხელსახოცი ამოიღო და მომაწოდა.
-თხუთმეტი წლისები ხართ? შემოგვიბღვირა ორივეს, კარადიდან შავი ღვინო გამოიღო და სამივესთვის ჭიქები შეავსო.
----------------------



-მე არ მინდა. ვამბობ და ჭიქას გვერდით ვწევ.
-ერთი ჭიქა არაფერს გიზავს. პირიქით უკეთესია. მეუბნება რატი და ჭიქას ისევ წინ მიდებს.
-სასაცილოა. ამბობს ვიკა. -აი თქვენ ორნი, ძალიან მეცინება რომ გიყურებთ. როგორ ფიქრობთ, ის რასაც აკეთებთ საღად მოაზროვნე ადამიანების საქციელია?
-კარგი რა ვიკა. არ დაიწყო ლექცია. შეუბღვირა რატიმ.
-ლექციას არ გიკითხავთ. მხოლოდ გული მწყდება თქვენ ორის გამო. ჯერ ჩემ გამო, მერე ჯორჯის გამო. რამდენი წელი გახარჯეთ უაზროდ ერთმანეთის სურვილში. ახლა? ახლა რა ხდება? ღმერთო ჩემო სხვა თუ არაფერი ბავშვს ელოდებით.
-მე არაფერ შუაში ვარ. ამბობს რატი.
-ვითომ? და რა გააკეთე მისთვის.
-ყველაფერი... დაიღრიალა რატიმ. მე იქვე შევხტი, ვიკა კი ადგილიდან არ დაძრულა, აშკარა იყო რატის ჩემზე უკეთ იცნობდა.
-არაფერიც არ გაგიკეთებია. როგორც ყოველთვის ახლაც ჯიბეში ხელებჩაწყობილი ელოდები ღმერთი როდის გადმოგხედავს. თვალები გაახილე იდიოტო. ენი აქ არის. ჭკუას მოუხმე.
-შეეშვი. ვეუბნები ვიკას და ღვინოს ვსვამ.
-შენ საერთოდ დადუმდი. ახლა მე შემომიბღვირა ვიკამ. -მესმის ხო, მარიას გამო ბევრი პრობლემა შეგექმნა მაგრამ ერთი წამით არ გამართლებ იმ გადაწყვეტილებაში რაც მიიღე.
-ეგეც მე ვარ? ღიმილმა გადაურბინა რატის.
-მოკეტე.
-მოკეტე.
ერთხმად დავიძახეთ მე და ვიკამ. მერე სამივენი დავდუმდით და ასე ვისხედით კარგა ხანს.
-მოკლედ. ფეხზე წამოდგა ვიკა. მე ცოტა ხნით გავალ. თქვენ ორმა ისაუბრეთ. აქაურობას ნუ დალეწავთ და ერთმანეთს ნუ დაასახიჩრებთ, სხვა რაც გინდათ ის ქენით. მხოლოდ რომ დავბრუნდები რამე გადაწყვეტილება მიღებული გქონდეთ. ვიკამ მარტო დაგვტოვა.
-რატო იღიმი? ვეკითხები რატის ვიკას გასვლის შემდეგ.
-წარმოიდგენდი რომ ვიკა ესეთი გახდებოდა?
-გულწრფელად რომ ვთქვა არა.
-საოცარი ადამიანია. არადა რა სხვანაირი იყო.
-ხო ადამიანები იცვლებიან.
-გეთანხმები. ჩემი ყოფილი ცოლი ძალიან შეიცვალა. ისევე როგორც შენი ქმარი. ხომ ასეა?
-ყოფილი ქმარი. შევუსწორე რატის.
-ხო როგორც არის, რა მნიშვნელობა აქვს. ხომ მიხვდი რაც ვიგულისხმე.
-ჰო.
-გტკივა? მეკითხება და შესიებულ ტუჩზე მითითებს.
-ცოტათი.
-მაპატიე. არ მინდოდა.
-ხო როგორ არა. სულ არ გინდოდა შევუღრინე და ვეცადე გამეღიმა, მაგრამ გახეთქილი ტუჩი უარესად მეტკინა და სახე დავმანჭე.
-აშკარად ძალიან გტკივა. ამბობს რატი. საყინულეს ხსნის, იქედან ყინულს იღებს და ჩემ გვერდით ჯდება. -მაჩვენე. ამბობს და ყინულის ნატეხს ტუჩზე მადებს. მისი ასეთი სიახლოვე ჩემს გულის ცემას მომენტალურად დაეტყო. სუნთქვა გამიხშირდა და სხეული სრულებით გამიბუჟდა. -რა ლამაზი ხარ. ამბობს რატი და ნიკაპზე ჩამოღვენთილ ყინულის წვეთებს კოცნით მაშორებს. თვალები დავხუჭე და მისი სურნელი შევიგრძენი. ერთი ხელით ყინულს იჭერდა, მეორე კი მუცელზე დამადო. თვალები ფართოთ გავახილე და მის მწვანე თვალებს მზერა გავუსწორე. მან გაიღიმა, ზუსტად ისე, როგორც ადრე, ისევ ისეთი ვნებით ანთებული თვალებით, როგორც ადრე.
-რატი.
-ჰო.
-მოეშვი.
-რას? იღიმის.
-ფიქრებში ჩემ გაშიშვლებას. მეც ვიღიმი. რატი ყინულს ნიჟარაში აგდებს. თითებს ნატკენ ტუჩზე მადებს.
-გაგეყინა. ამბობს უკვე ხმა გაბზარული. -უნდა გავათბო. ნაზად შემახო თავისი ტუჩები და ისე ნაზად მაკოცა, როგორც არასდროს. წამში ვიგრძენი რომ მე ამ წუთას მხოლოდ მისთვის სასურველი ქალი კი არ ვიყავი, არამედ სასურველი ქალი, რომელიც მუცლით მის შვილს ატარებდა. ვნებიანი კოცნის შემდეგ გულში ძლიერად ჩამიკრა. -ძალიან მიყვარხარ ანასტასია ნაკაშიძე შეიგნე ეს.
-მეც მიყვარხარ რატი. ვამბობ და მის სხეულს კიდევ უფრო ძლიერად ვეკვრი.
-ახლა რა იქნება. მეკითხება რატი და თვალებში მიყურებს.
-დავრჩები. რატიმ თვალები უფრო გააფართოვა.
-რაა?
-დავრჩები რატი. აღარ წავალ.
-და მარია?
-რამეს მოვიფიქრებ.
-მოვიფიქრებთ. ამბობს რატი და გულში ძლიერად მიკრავს.
-მიხარია რომ დაზავდით. ამბობს სამზარეულოში შემოჭრილი ვიკა. -თუმცა არც იფიქროთ თქვენი ვნების ჩემ სახლში დაკმაყიფილება. დაამატა და ენა გამოგვიყო.
-ღმერთო ჩემო ვიკა, რა აუტანელი ხარ. ვამბობ და ვგრძნობ, რომ სახეზე ალმური მომედო.
-ეს უნდა ავღნიშნოთ. რას იტყვი?
-სანდროს გარეშე? სახე მომექუფრა.
-რატო სანდროს გარეშე. ვიკა ტელეფონს იღებს და სანდროს ვიდეო თვალით ურეკავს.
-ხო ვიკ. ისმის სანდროს ბედნიერი ხმა.
-ცოლი ხომ არ გაგექცა სანდრო? ღადაობა დაუწყო ვიკამ.
-ჯერ არა. აყვა ისიც მაიმუნობაში.
-სანდრო ვიღაც მინდა განახო. უფრო სწორად ვიღაცეები. ამბობს ვიკა და ტელეფონის ეკრანს მე და რატისკენ ატრიალებს.
-უხ თქვენ შემოგევლეთ მე. ხმა აუკნკალდა სანდროს. -თუ ჩემ ქორწილს არ ჩავთვლით ასე დიდი ხანია არაფერს გავუხარებივარ. ცოტა ხანს ვისაუბრეთ და მერე მე და რატი სახლში წამოვედით. მარიას ერთი ხელი ჩემ ხელში ედო. მეორე რატის ხელში და ხტუნვა-ხტუნვით მიუყვებოდა გზას. რატიმ სახლამდე მიგვაცილა. მარია შინ ბედნიერი შევარდა.
-შემოხვალ?
-თუ დაიღალე დაისვენე. მეუბნება რატი.
-თუ არ გეწყინება. მართლა დავიღალე.
-არ მეწყინება. ამბობს და ტუჩებში მკოცნის. -ხვალ გნახავ. რატი გატრიალდა. მერე უცებ გაჩერდა. ჩემკენ შემობრუნდა. გამოიქცა და ხელში ამიყვანა. -ვგიჟდები ანასტასია შენზე. მერე დამსვა და ახლა მუცელს დაუწყო ფერება. -და შენზე ხო საერთოდ ჩემო პრინცესა. ბედბიერება მოვიდა ჩემთან და არავითარ შემთხვევაში აღარ ვაპირებდი მის გაშვებას. იმ ღამით ცხოვრებაში ალბათ პირველად საშინლად მშვიდად მეძინა.
-დილამშვიდობის ძილისგუდავ. თვალს ვახელ და პიველი რასაც ვხედავ რატის სიყვარულით სავსე თვალებია.
-აქ საიდან გაჩნდი? ვამბობ და ყელზე ვეხვევი.
-მარიამ შემომიშვა.
-თქვენ ორნი ერთად მგონი საშიშნი ხართ ჩემთვის.
-ადექი. მეუბნება რატი და საბანს მხდის. -მოიცა ერთი წამი. შიშველ ფეხებს უყურებს და ხელით ეხება. -როგორ მომენატრა ეს სხეული.
-მარია სად არის?
-სამზარეულოში.
-კარი დაკეტე.
-დარწმუნებული ხარ?
-არა. ვამბობ სიცილით. -მაგრამ მაინც დაკეტე. ისიც მემორჩილება. კარს კეტავს და ნაზად იწყებს ჩემი სხეულის ფერებას.
-იცოდე ფრთხილად. ვუჩურჩულე ყურში.
-შეგეძლო ეგ არც გეთქვა. გამიღიმა და მაკოცა.
***
-გამოდის შერიგდით? გაბადრული ვეკითხები ენს.
-ჰო. ამბობს და ვისკს წრუპავს.
-მარია როგორ შეხვდა ამ ამბავს.
-ის საკმაოდ კარგად აზროვნებდა. ერთადერთი მტკივნეული მომენტი მისთვის, ისევე როგორც ჩემთვის, ის იყო რომ ჩემი ფეხმძიმობის გამო ყოველ კვირა ნამდვილად ვერ ვიფრენდი წინ და უკან. შემდეგი დღეები ძალიან ბედბიერად გავატარე. რატი გვერდიდან არ მშორდებოდა, ჩემი შვილი ჩემ გვერდით იყო. მუცლით მეორე შვილს დავატარებდი. მეტი რა უნდა მდოდმოდა. ორი კვირის შემდეგ როცა ჯორჯი მივლინებიდან დაბრუნდა და დამირეკა ვთხოვე თვითონ ჩამოსულიყო და მარია წაეყვანა. არ გაუპროტესტებია და აი ისიც ახლა უკვე ჩემ სახლში, ჩემს სამზარეულოში, ჩემ საყვარელ მამაკაცთან ერთად იჯდა და თვალებით მბურღავდა.
-ანუ რჩები?
-ჰო. ვრჩები ჯორჯ.
-შეიძლება მარტო დავილაპარაკოთ? რატიმ კითხვანარევი მზერა მომაპყრო.
-ყველაფერი რიგზეა. ვეუბნები და ისიც მისაღებში გადის.
-ესიგი შეურიგდი?
-ჯორჯ. მე ის ძალიან მიყვარს.
-მე თუ გიყვარდი ოდესმე ენ? სევდიანი თვალები შემანათა ამ უკანასკნელმა.
-მიყვარდი.
-ნუთუ? როდის მოასწარი? ბავშობიდან ეს ტიპი გიყვარს. ღიმილით მეუბნება, ონკანიდან წყალს უშვებს და ერთ ჭიქას სულმოუთქმელად ცლის. -აღარ მინდა შენთან ომი ანასტასია. რაც იყო იყო. მეც ჩავისვარე, შენც ჩაისვარე, რაც არ უნდა იყოს შვილი გვეზრდება. ვიცი მარიას შენთან ცხოვრება ურჩევნია. მის ამ სიტყვებზე ვიგრძენი სხეული როგორ ამიცახცახდა. ჯორჯი ცოტა ხანს დუმდება მერე კი აგრძელებს. -დარჩეს მარია შენთან. ამ სიტყვებმა ექოსავით გაიჟღერა ოთახში და მე ცრემლი ვეღარ შევიკავე. -გეყოფა. ღიმილით ამბობს ჯორჯი და ჩემ დამშვიდებას ცდილობს. -შენ შესანიშნავი დედა ხარ.
-მადლობა. ვამბობ და კიდევ უფრო მეტირება. ოთახში რატი შემოდის, ჩემი ცრემლების დანახვისას სახე აელეწა და ჯორჯს მაისურში წვდა. -რატი გაჩერდი დავიღრიალე და მათ შორის ჩავდექი.
-რა გაგიკეთა ამ ნაბი*ვარმა?
-მარია აქ რჩება. ვამბობ საოცარი სისწრაფით. რატის ჰაერში შემართული ხელი უშეშდება, სახე ნელ-ნელა ულაგდება.
-მეგონა შეურაწყოფა მოგაყენა.
-გაუფრთხილდი მას. ეუბნება ჯორჯი და ოთახიდან გადის. რატი გულში მიკრავს.
-არ მჯერა. ვამბობ სლუკუნით. -ასე ვერ გავუშვებ. ვეუბნები რატის და მისი მკლავებიდან თავს ვითავისუფლებ. რატი უკან დამედევნა. კიბეები ჩავირბინე და სადარბაზოდან გამავალ ჯორჯს მოვკარი თვალი.
-ენ დაიცადე. ზურგს უკან მესმის რატის ხმა მაგრამ არ ვჩერდები, ჯორჯისკენ გავრბივარ. ჯორჯი უკვე გზაზე გადადის.
-ჯორჯ. ვეძახი მთელი ხმით და მისკენ გავრბივარ. ის ტრიალდება. მერე შეშლილი თვალებით შუქნიშანს უყურებს.
-დაბრუნდი.
-დაბრუნდი. ერთდროულად ჩამესმის რატის და ჯორჯის ხმა. ერთ ადგილას ვეყინები.
-ანასტასია.
-ანასტასია. ისევ ერთდროულად ჩამესმის ორი განწირული მამაკაცის ღრიალი და ერთი გზის ერთი მხრიდან, მეორე კი მეორე მხრიდან ჩემკენ გამორბის. მარცხნივ ვიხედები, შავი რენჯროვერი აწყვეტილი მოფრინავს. გაბმული სიგნალი და რენჯროვერის შუქები სმენას და მხედველობას ერთიანად მიხშობს...მერე არაფერი მახსოვს. გონს საავდმყოფოს პალატაში მოვედი და თავზე სანდრო მედგა.скачать dle 11.3




№1  offline წევრი lena lena

გავაფრეეენნნნნ
აი ოფიციალურად გავაფრენნნ

როგორც იქნა ყველაფერი დალაგდა და ახლა ეს
ღმერთო ბავშვი რომ დაკარგოს მეორედ ვერც რატი გადაიტანს და ვერც ანასტასია
შენი მუზის იმედით ვარ :D :D <3

 



№2  offline წევრი tamuna.s

მერამდენედ უნდა მოეშალოს ეს მუცელი რა უბედყრებაა. უკვე მებანალურება რა.

 




tamuna.s
მერამდენედ უნდა მოეშალოს ეს მუცელი რა უბედყრებაა. უკვე მებანალურება რა.


მოვლენებს ნუ გავუსწრებთ წინ ❤❤❤

 



№4 სტუმარი ნია

შემიწირავს ამათი საცოდაობაა :( ბევრი დარჩა დასრულებამდე??

 




ნია
შემიწირავს ამათი საცოდაობაა :( ბევრი დარჩა დასრულებამდე??



არა საყვარელო. ხვალ სრუდლდება ისტორია

 



№6  offline წევრი თუთა პირველი

ასეთი იმპულსური და დაუკვირვებელი როგორ არის ეს გოგო? უკვე ნერვებს მიშლის ((((( მაგრამ ისტორია ძალიან მომწონს. წარმატებები

 




თუთა პირველი
ასეთი იმპულსური და დაუკვირვებელი როგორ არის ეს გოგო? უკვე ნერვებს მიშლის ((((( მაგრამ ისტორია ძალიან მომწონს. წარმატებები


სრულებით გეთანხმები ენის იმპულსურობასთან დაკავშირებით ❤

 



№8 სტუმარი სტუმარი თეკო

რამდენი თავი დარჩა კიდევ და როდის დაიდება ბოლომდე დღეს?

საოცარი ისტორიაა

 




სტუმარი თეკო
რამდენი თავი დარჩა კიდევ და როდის დაიდება ბოლომდე დღეს?

საოცარი ისტორიაა


მადლობა ჩემო კარგო. ერთი თავი დარჩა და ხვალ დილით დაიდება ❤

 



№10 სტუმარი სტუმარი ლიკა

ცუდად რომ დაამთავრო მოგკალავ :დ :დ
ძალიან მომწონს ეს ისტორია და გთხოვ არ გაიმეტო რატი და ენი რაა გეხვეწები

 



№11 სტუმარი ტატო

tamuna.s
მერამდენედ უნდა მოეშალოს ეს მუცელი რა უბედყრებაა. უკვე მებანალურება რა.

ხო უკვე სერიალს დაემსგავსა

 



№12  offline წევრი ჰალუცინოგერი

ტატო
tamuna.s
მერამდენედ უნდა მოეშალოს ეს მუცელი რა უბედყრებაა. უკვე მებანალურება რა.

ხო უკვე სერიალს დაემსგავსა



ხალხო, დაიცადეთ ხვალ დილამდე <3

სტუმარი ლიკა
ცუდად რომ დაამთავრო მოგკალავ :დ :დ
ძალიან მომწონს ეს ისტორია და გთხოვ არ გაიმეტო რატი და ენი რაა გეხვეწები



თავი როგორ მოგაკვლევინო :დ :დ

 



№13  offline წევრი masho777

Kargi raaa????????

 



№14  offline წევრი Onlyyou

Vai radros gawyvite moutmenlad vemolodebi chdmontkbilo shemdevbtavs ♡♡

 



№15  offline წევრი marikuna (1)

რატო გვაგიჟებ ამდენ ხალხს? რა გინდა გული გაგვისკდეს?ჯერ მარია,ახლა ენი ,შემდეგი მსხვერპლი ვინაა ? ო ღმერთო ,სასწაულია ეს მოთხრობა,არ ვიცი რა ვთქვა, მართლა გეუბნები ლ.
ძალიან მოყვარს ეს მოთხრობა და ყოველ დღე ველოდები როდის დადებ. შენ ხო სასწაყლი ხარ და დღიტი დღე უფრო მიყვარდება ეს მოთხრობა. ვანახოთ რა მოხდება ველოდები ახალ თავს ^-^

 



№16  offline წევრი ჰალუცინოგერი

marikuna (1)
რატო გვაგიჟებ ამდენ ხალხს? რა გინდა გული გაგვისკდეს?ჯერ მარია,ახლა ენი ,შემდეგი მსხვერპლი ვინაა ? ო ღმერთო ,სასწაულია ეს მოთხრობა,არ ვიცი რა ვთქვა, მართლა გეუბნები ლ.
ძალიან მოყვარს ეს მოთხრობა და ყოველ დღე ველოდები როდის დადებ. შენ ხო სასწაყლი ხარ და დღიტი დღე უფრო მიყვარდება ეს მოთხრობა. ვანახოთ რა მოხდება ველოდები ახალ თავს ^-^


ვაიმე, მაპატიე საყვარელო. აი ხვალ დასრულდება ყველას ტანჯვა ????

lena lena
გავაფრეეენნნნნ
აი ოფიციალურად გავაფრენნნ

როგორც იქნა ყველაფერი დალაგდა და ახლა ეს
ღმერთო ბავშვი რომ დაკარგოს მეორედ ვერც რატი გადაიტანს და ვერც ანასტასია
შენი მუზის იმედით ვარ :D :D <3


❤❤❤

 



№17  offline წევრი მარიკუნაა♥️

ორსულისთვისაც კი ზედმეტად ემოციურია.
და ძალიან სუსტი.
რამდენიც გინდათ აქეთ, მაგრამ ჩემთვის სუსტია.
და გაბერილი მუცლით რომ ხარ, დაეტიე სახლში, რა.
მერამდენედ უნდა ჩააგდოს (არ)დაბადებული შვილის სიცოცხლე საფრთხეში, რა უბედურებაა.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№18  offline წევრი mirandaa31

ოხ ენი ნერვებს მიშლის სად გარბოდა ერთი. რომ მგონია ვსო დამთავრდა ცუდი არაფერი მოხდებათო და უცბად რაღაც სასწაული ემართებათ. მოკლედ მაინტერესებს, იმედია მუცელი არ მოეშლება. ან სანდრო რატომ ადგას თავზე.. გელოდები ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№19  offline წევრი ჰალუცინოგერი

mirandaa31
ოხ ენი ნერვებს მიშლის სად გარბოდა ერთი. რომ მგონია ვსო დამთავრდა ცუდი არაფერი მოხდებათო და უცბად რაღაც სასწაული ემართებათ. მოკლედ მაინტერესებს, იმედია მუცელი არ მოეშლება. ან სანდრო რატომ ადგას თავზე.. გელოდები ❤️



რომ იცოდე მომენატრე. ❤
(ან სანდრო რატომ ადგას თავზე) ვგიჟდები შენს გამჭრიახობაზე ❤

 



№20 სტუმარი მკითხველი

მომკლა ამ გოგომ
ემოციები მთელ სხეულზე დამდის

 



№21  offline წევრი ჰალუცინოგერი

მკითხველი
მომკლა ამ გოგომ
ემოციები მთელ სხეულზე დამდის



ეს ალბათ უნდა გამეხარდეს ხომ? <3 <3 <3

 



№22 სტუმარი სტუმარი Grafo

ვაიმეეე, ნეტა დაისვენებდეს ეს გოგო და სხვებიც დაისვენებენ.
ძაან დაგვღალა. გამოსამშვიდობებელი სექსი უნდა ჰქონოდა თუ როგორ უნდა გაეშვა ნეტა?!

 



№23  offline წევრი ჰალუცინოგერი

სტუმარი Grafo
ვაიმეეე, ნეტა დაისვენებდეს ეს გოგო და სხვებიც დაისვენებენ.
ძაან დაგვღალა. გამოსამშვიდობებელი სექსი უნდა ჰქონოდა თუ როგორ უნდა გაეშვა ნეტა?!


ხვალ დაგასვენებთ ყველას ????

 



№24 სტუმარი მკითხველი

ჰალუცინოგერი
მკითხველი
მომკლა ამ გოგომ
ემოციები მთელ სხეულზე დამდის



ეს ალბათ უნდა გამეხარდეს ხომ? <3 <3 <3


რა თქმა უნდა <3 !
პ.ს. არ მინდა დასრულება
ვცხოვრობ მათი ცხოვრებით...ასე მგონია,მაგ წლებმა ჩემზე გადაიარა

 



№25  offline წევრი ჰალუცინოგერი

მკითხველი
ჰალუცინოგერი
მკითხველი
მომკლა ამ გოგომ
ემოციები მთელ სხეულზე დამდის



ეს ალბათ უნდა გამეხარდეს ხომ? <3 <3 <3


რა თქმა უნდა <3 !
პ.ს. არ მინდა დასრულება
ვცხოვრობ მათი ცხოვრებით...ასე მგონია,მაგ წლებმა ჩემზე გადაიარა


უღრმესი მადლობა საყვარელო. საშინლად მახარებს ასეთი სიტყვები ❤❤❤

 



№26  offline აქტიური მკითხველი La-Na

დღეს წავიკითხე ყველა თავი და ნუთუ არ დასრულებულა ამ გოგოს ტანჯვა?რა უბედურებაა, იმედია ბავშვს არაფერი მოუვიდა.ყოჩაღ ძალიან კარგად წერ
--------------------
ლანა

 



№27  offline წევრი ჰალუცინოგერი

La-Na
დღეს წავიკითხე ყველა თავი და ნუთუ არ დასრულებულა ამ გოგოს ტანჯვა?რა უბედურებაა, იმედია ბავშვს არაფერი მოუვიდა.ყოჩაღ ძალიან კარგად წერ


ძალიან დიდი მადლობა. ❤❤❤

 



№28  offline წევრი tatuli)

vaime agarc vici ra davcero ukve <3 saocrebaa <3

 



№29  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ეს ისტორია დასაწყისიდან ამ თავამდე არც ერთი აბზაცით არ ყოფილა ბანალური და რატომ ჩათვალეს რომ გაბანალურდა. ავტორო შენს შესაძლებლობებში ნუთუ ვინმეს ეჭვი ეპარება? :დდ
❤❤❤❤❤❤❤

 



№30  offline წევრი ჰალუცინოგერი

Chikochiko
ეს ისტორია დასაწყისიდან ამ თავამდე არც ერთი აბზაცით არ ყოფილა ბანალური და რატომ ჩათვალეს რომ გაბანალურდა. ავტორო შენს შესაძლებლობებში ნუთუ ვინმეს ეჭვი ეპარება? :დდ
❤❤❤❤❤❤❤

ჩუუუუუუუუ ❤❤❤❤❤ მიყვარს შენი კომენტარები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent