შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Blue Neighborhood (12)


13-06-2018, 11:22
ავტორი Nickolson
ნანახია 393

Blue Neighborhood (12)

18.

შაბათს დილით რეზი ადრე ადგა, პროდუქტებია საყიდელი და სუპერმარკეტში ჩავალო. ათი საათი იყო დაწყებული. ძილის შებრუნება მინდოდა, მაგრამ აღარ დამეძინა. ბოლოს ავდექი, თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავედი ყავის დასალევად.
რეზი მალე დაბრუნდა, თან უამრავი პარკი მოიტანა. იმის წარმოდგენაზე, რომ ამ ყველაფრის გაკეთებას აპირებდა, გული შემიწუხდა. ამოლაგებაში დავეხმარე.
- აიაც მოვა, - მითხრა უცებ და ჩემი რეაქციის მოლოდინში გაირინდა.
თავი დავუქნიე. ახლა ხმა რომ ამომეღო, მიხვდებიდა როგორ ვეჭვიანობდი. ყოველ წამს ვახსენებდი თავს, რომ მეგობრები იყვნენ და ეს მეხმარებოდა. ბოლოს და ბოლოს, ჩემს ბევრ მეგობარსაც ჰქონია სექსი და მათი მეგობრობა ჩვეულებრივ გაგრძელებულა.
– არაფერს იტყვი? – მკითხა მან.
– ვეჭვიანობ, მაგრამ გადავიტან, – ვუპასუხე მხიარულად.
– ის ჩემი მეგობარია, – ისე საწყლად მიპასუხა, თითქოს თავს იმართლებდა ამის გამო.
– ვიცი, – გავუღიმე.
მან ამოიოხრა. უცებ ჩემკენ გადმოიხარა და კისერზე შემომხვია ხელები. ღიმილით მოვეფერე მკლავებზე, მკერდზე ავიკარი და ტუჩებზე ოდნავ შევეხე. ბაგეები გააპო. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე შემომეფრქვა და ჟრუანტელმა დამიარა. კიდევ უფრო მივიზიდე და ტუჩებზე დავეწაფე. თეძოებით მომებჯინა და საშუალება მომცა, ძალიან ღრმად შევჭრილიყავი მის პირში. სუსტად ამოიკვნესა და ჰაერის ჩასასუნთქად მომცილდა. ქვედა ტუჩზე იკბინა და ღიმილით შემომხედა.
– ძალიან მინდიხარ, მაგრამ ბევრი საქმე გვაქვს, – დაიჩურჩულა უცებ.
– შეგვიძლია წვეულება გადავდოთ, – შევთავაზე ღიმილით.
წამით ჩაფიქრდა და იმის წარმოდგენაზე, თუ რაც მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ წვეულებას გადავდებით, თვალები გაუფართოვდა. მაგრამ უცებ თავი გააქნია და ოდნავ მომცილდა.
– არა, – მიპასუხა მან.
სიცილით გავაგრძელე პარკებიდან პროდუქტების გამოლაგება.
– ლუდი არ მიყიდია. მერე ჩახვალ მაღაზიაში?
– კი, – ვუპასუხე მე.
საღამომდე დრო ისე გავიდა, ვერაფერი გავიგე. რეზის ვეხმარებოდი. მერე ლუდის საყიდლად ჩავედი. რეზის უკვე ყველაფერის გაკეთება დაემთავრებინა და ჭურჭელს რეცხავდა. კალათში ლუდის ქილები ჩავყარე. ის იყო, სალაროსთან უნდა მივსულიყავი, რომ ტანსაცმლის სექციაში ველოსიპედებიან წინდებს მოვკარი თვალი. მაშინვე რეზი გამახსენდა. იმ დღის შემდეგ, როცა პირველად გამომიარა უნივერსიტეტში წამოსაყვანად, ხშირად მაკითხავდა. უკვე აღარ მეშინოდა, მას ვენდობოდი. თან აღმაფრთოვანებდა მისი მოხერხებულობა.
გადავწყვიტე, რომ მეყიდა. ვიცოდი, რომ რეზის გაუხარდებოდა.
სახლში ავედი. წინდები ჩემს ოთახში შევიტანე, შემდეგ ლუდის პარკები სამზარულოში წავიღე და მაცივარში შევაწყე. სააბაზანოდან წყლის ჩხრიალის ხმა მომესმა, რეზი იბანდა. სააბაზანოს კარს მივუახლოვდი და მივკუკაკუნე.
– ღიაა, – გამომძახა მან.
კარი შევაღე და შევედი.
– არ გინდა, შემოგიერთდე? – ვკითხე და შიშველი ბიჭი სუნთქვაშეკრულმა შევათვალიერე.
რეზიმ გამიღიმა და კაბინის კარი გააღო.
ტანსაცმელი გავიხადე და მასთან შევედი. წლის ქვეშ დავდექი და თვალები დავხუჭე. მკერდზე მისი შეხება ვიგრძენი. ხელები ამისრიალა და პირსინგებზე წამეთამაშა. მუცლის კუნთები დამეჭიმა. მომეხუტა და ყელში მაკოცა. ვიგრძენი, როგორ ამისვა კანზე ენა. ხელები კისერზე შემოვხვიე და ტუჩებში ვაკოცე. ბიჭი ღიმილით მომცილდა. წყლის ჭავლიდან გამომიყვანა, შამპუნის ბოთლი გახსნა და ხელისგულზე დაისხა, შემდეგ კი ნელა შემიზილა თმაში. ღიმილით დავუჭე თვალები. მომწონდა მისი თითების მოძრაობა, როდესაც შამპუნს აქაფებდა. ბოლოს ისევ წყლისკენ წამიყანა და ფრთხილად ჩამომბანა. ახლა ჩემი ჯერი იყო. მეც დავისხი ხელისგულზე შამპუნი და სიამოვნებისგან გაბადრულ რეზის გრძელ თმაში შევუზულე. კარგად ავაქაფე. ბოლოს მისკენ გადავიხარე და თვალებდახუჭულ რეზის ტუჩებზე მივეწებე. მაშინვე ამყვა კოცნაში. ბოლოს ღიმილით მოვშორდი და მისი თმიდან შამპუნის ჩამობანა დავიწყე. ბოლოს ღიმილით გაახილა თვალები და ისე ძლიერად ჩამეხუტა, სუნთქვა შემეკრა. წელზე შემოვხვიე ხელები. ისეთი კარგი იყო მისი სიახლოვე, მისი ცხელი კანის საკუთარ სხეულზე შეგრძნება. მინდოდა ძალიან, ძალიან ახლოს მყოლოდა, ჩემს შიგნით, ჩემს სხეულში.
სააბაზანოდან გამოსულები მისაღებ ოთახში ჩამოვსხედით. დღეს მართლაც ბევრი რამ გავაკეთეთ და ყველაფერს დროულად მოვრჩით. უფრო სწორად, რეზიმ გააკეთა, მე მხოლოდ მარტივ რაღაცებში ვეხმარებოდი.
– ყავა არ გინდა?
– კი, – ვუპასუხე რეზის.
– კარგი, – შემომღიმა მან და სამზარეულოში გავიდა.
გადავწყვიტე წინდები მაშინ მიმეცა, როცა სამზარეულოდან გამოვიდოდა.
გავიგონე, როგორ ადუღდა წყალი, შემდეგ კი რეზიმ ჭიქებში ჩაასხა. სანამ ურევდა, მე ოთახში შევედი და წინდები გამოვიტანე.
– შენთვის რაღაც მაქვს, – ვუთხარი, როდესაც ჭიქები გამოიტანა და მაგიდაზე დააწყო.
– მართლა? – თვალები გაუბრწყინდა მას, – მეც მაქვს შენთვის საჩუქარი.
– რა საჩუქარი? – ვკითხე დაინტერესებულმა.
– ოთახში მაქვს. ჯერ შენი საჩუქარი მაჩვენე და მერე გამოვიტან.
– არა, შენც გამოიტანე.
– კარგი, – ყოყმანით მიპასუხა მან და თავის ოთახში შევიდა.
რეზი მალევე გამოვიდა. ხელები უკან ჰქონდა წაღებული, ალბათ საჩუქარი ეჭირა.
– დავინახე თუ არა შენ გამახსენდი, – მითხრა მან და უცებ ველოსიპედებიანი წინდა გამომიწოდა.
– უპს... – შეცბუნებულმა წამოივძახე, – მეც ეგ გიყიდე იმიტომ, რომ მეც შენ გამახსენდი, – მოწყენილმა გავუწოდე მსგავსი წინდები.
რეზიმ პირზე ხელი მიიდო, სიცილი რომ შეეკავებინა, მაგრამ ვერ შეძლო და ხმამაღლა ახარხარდა. მეც ავყევი სიცილში. უცებ რეზიმ მხრებში ჩამავლო ხელი და კალთაში ჩამიჯდა. სიცილით შევხედე ლოყებაწითლებულ ბიჭს.
– ძალიან დიდი მადლობა, – მითხრა მან და ხელები მხრებზე შემომაწყო.
– აუ, კარგი რა, – სახედამანჭულმა მივუგე.
– მართლა, ძალიან დიდი მადლობა.
– ახლა ორივეს ერთნაირი წინდა გვექნება, – უცებ გავმხიარულდი.
– ახლა უკვე ნამდვილი შეყვარებულები ვართ, – გაეცინა რეზის.
სიცილი ამიტყდა. რეზი ჩემკენ გადმოიხარა და ტუჩებში მაკოცა. ხელები წელზე ავუსრიალე და კოცნა გავაღრმავე. რეზიმ მძიმედ ამოიოხრა. კოცნით ჩამოვყევი მის ნიკაპს და ყელში ჩავუძვერი. ხმამაღლა ამოიკვნესა და მსუბუქად დაიწყო თეძოების მოძრაობა.
– ბავშვები უნდა მოვიდნენ, – დავიჩურჩულე, თუმცა მისი გაშვება არ მინდოდა.
უკმაყოფილოდ ამოიწკმუტუნა და თავი მხარზე ჩამომადო.
– მოდი, ორივემ ჩავიცვათ, – მითხრა უცებ.
თავი დავუქნიე. ჩემი მუხლებიდან გადაბობღდა და წინდების გახდა დაიწყო. მეც ჩავიცვი მისი ნაჩუქარი წინდები. რეზი ზურგით მომეხუტა და ფეხები მოხარა, შემდეგ კი ტელეფონი მოიმარჯვა და სელფის გადასაღებად ხელი ზემოთ ასწია.
– კარგია, – თქვა მან, როცა ფოტო გადაიღო. მკერდზე მოხუტებულმა ქვემოდან ამომხედა, ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა და ფეხზე წამოხტა.
ამ დროს კარზე ზარის ხმაც გაისმა.
– გავაღებ, – მითხრა მან.
ლუკასა და რატის ხმა ვიცანი. მალე ისინიც გამოჩნდნენ.
– ჰეი, სალამი, – მხირაული სიცილით შემოვიდნენ.
– ერთობლივი ბანაობა და ბევრი სექსი, – წამოიძახა უცებ ლუკამ და სველი თმა ამიჩეჩა.
– მოკეტე, – თვალები დავუბრიალე.
– ერთნაირი წინდებიც კი გიყიდიათ. ღმერთო ჩემო! – თვალები აატრიალა ლუკამ.
– გუგა არ მოვა? – ჰკითხა რეზიმ.
– მოვა.
– მართლა? – ვკითხე გაოცებულმა, – უკვე...
- არანაირი კითხვები! - გამოაცხადა ლუკამ და სავარძელში ჩაჯდა, - ჯერ მეც არ ვიცი არაფერი. როცა მეცოდინება, თავად გეტყვით ყველაფერს.
- ოჰ, კარგი, - ჩავუბურტყუნე. ვიცოდი, რომ დიდხანს ვერ გავძლევდი და მაინც ვკითხავდი რამეს. ახლა ვხვდებოდი ლუკას მდგომარეობას, როცა ჩემსა და რეზიზე ყველაფერი აინტერესებდა, სანამ ჩვენ ურთიერთობას დავიწყებდით.
- მაშინ, სანახავად რომ წახვედი, არაფერი მოხდა? - ვერც რეზიმ მოითმინა.
- რამდენჯერ გითხარით, ცოტა გავისეირნეთ და ვილაპარაკეთ. სულ ეგ იყო.
- მერე აღარ გინახავს?
- კი, მაგრამ მარტო არ ვიყავით და ვერ ვილაპარაკეთ, - ნაღვლიანად უპასუხა.
- არაუშავს, მე ვიზრუნებ, რომ განმარტოვდეთ, - ვუთხარი მე.
- ჰო, ცარიელი ოთახები გვაქვს, - სიცილით ამყვა რეზი.
- ოჰ, ეს ნახე. გაუგია სექსის გემო და ჭკუაზე აღარ არის.
- თუ ჩემს სქესობრივ ცხოვრებაზე ლაპარაკს გააგრძელებ, დღეს გუგასთან მარტო ვერ დარჩები, - გააფრთხილა რეზიმ.
სიცილი ამიტყდა. ლუკამ აღშფოთებულმა გადმომხედა.
- ეს ნახე რამდენს მეტლიკინება! დავით, შენს შეყვარებულს ყურადღება მიაქციე. ოჰ, ეს ახალბედა გეები, - თვალები აატრიალა ლუკამ.
- მორჩი რა დრამებს! - შეუბღვირა უცებ რატიმ.
ლუკამ არაფერი უპასუხა, თუმცა გაბუტული სახით შემოგვხედა სამივეს და ამოიოხრა.
მალე ისევ გაისმა კარზე ზარის ხმა. გასაღებად წავედი. რატომღაც გული მიგრძნობდა, რომ აია უნდა ყოფილიყო. არ შევმცარვარ. კარში კოტე და აია იდგნენ.
– გამარჯობა, – ღიმილით მომესალმა კოტე და დაბნეული წამოვიდა ჩემკენ.
– გამარჯობა, – მივესალმე მეც.
არ იცოდა გადავეკოცნე თუ გადამხვეოდა. ბოლოს, უხერხულად ჩამეხუტა და ყურებამდე გაწითლებული ჩემს უკან გაუჩინარდა. ღიმილით გავაყოლე თვალი. კოტე ახლა უფრო მომწონდა, საყვარელი იყო. უკვე ნაკლებად მაღიზიანებდა, დათვის ბელს რომ ჰგავდა.
ბოლოს აიას მივუბრუნდი. უმაკიაჟოდ პირველად ვხედავდი და ძალიან ლამაზი იყო. ასე უფრო მომწონდა, ვიდრე მაკიაჟით. ვცდილობდი, ჩემში აბობოქრებული ეჭვიანობა ჩამეხშო. იმის წარმოდგენაც კი ცუდად მხდიდა, როგორ შეხვდებოდნენ რეზი და აია ერთმანეთს.
– როგორ ხარ, დავით? – ღიმილით მაკოცა ლოყაზე.
– კარგად, შენ როგორ ხარ? – ვკითხე და კარი მივხურე.
– არამიშავს. რეზი სად არის?
– შიგნითაა, შედი.
აიამ ღიმილით შემომხედა და მისაღებ ოთახში შევიდა. კარს ზურგით მივეყრდენი და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. რეზის სიცილის ხმა მომესმა. ცოტა ხანს აქ ვაპირებდი ყოფნას, არ მინდოდა, ეჭვიანობა დამტყობოდა, თანაც, არც მათი ჩახუტებების ნახვა მსურდა.
ცოტა რომ დავმშვიდდი, მეც მათთან გავედი. რეზი კოტეს და რატის ელაპარაკებოდა, ლუკა კი აიას უბურღავდა ტვინს.
ისევ გაისმა ზარის ხმა. ალექსი და გუგა უნდა ყოფილიყვნენ. შევნიშნე, როგორ დაიძაბა ლუკა და მოლოდინით სავსე თვალებით ჰოლისკენ გამავალ სივრცეს მიაშტერდა. ვიფიქრე, ის წავიდოდა გასაღებლად, მაგრამ მგონი პარალიზებული იყო. ბოლოს ისევ მე წავედი.
– სიურპრიზი, – დაიძახეს კარის გაღებისთანავე.
– ციცი? – წამოვიყვირე გაოცებულმა.
– ძალიან მომენატრეთ. თქვენ არ მოდიხართ ჩვენს სანახავად და გადავწყვიტეთ, ჩვენ მოვსულიყავით, – გაბერილმა ციციმ მუცელზე ხელი დაიდო და სიცილით გადამეხვია.
– როგორ გამახარე, – ფრთხილად ჩავეხუტე.
– სად არიან გიჟები? – მკითხა მან.
– მისაღებში.
– აქეთ წავიდე? – მკითხა ციციმ.
– ხო.
ალექსმა სწრაფად ამიჩეჩა თმა და ცოლთან მიირბინა. ხელი ჩაჰკიდა და ფრთხილად წაიყვანა მისაღებ ოთახში.
– Hello ladies, - სიცილით დაიყვირა ყოველთვის მხიარულმა ციციმ შესვლისთანავე.
– ციცი მოვიდა? ციცი! ციცი! – ვიცოდი, როგორ შემოეხვეოდნენ გარშემო და გოგოს ამოსუნთქვის საშუალებას აღარ მისცემდნენ.
– სალამი, გუგა, – ჩემს გვერდით მდგარ მომღიმარ ბიჭს გადავეხვიე, – სად ხარ დაკარგული?
მხრები აიჩეჩა.
– წამო, წამო, – სიცილით მივხურე კარი და წინ გავუძეხი.
ციცი დივნის შუაში ჩაესვათ. ერთი მხრიდან რატი ეჯდა, მეორე მხრიდან კი ლუკა. ფეხზე მდგარი ალექსი ხან ერთს უბღვერდა, ხან მეორეს, მაგრამ ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ.
– გამარჯობა, – დაუძახა გუგამ და ღიმილით მოატარა თვალი ყველას.
ლუკას თვალები გაუფართოვდა. სულ ერთი წამით შეხედა გუგას და ბოლოს მე შემომხედა ისეთი თვალებით, თითქოს სადაცაა ტირილს დაიწყებდა.
გუგამ რატი და ლუკა გადაკოცნა და კოტეს და აიას თბილად გაუღიმა მისალმების ნიშნად.
– ციცი, გუგა, გაიცანით, ეს ჩემი რეზია, – ბიჭს ზურგიდან მივეხუტე და ხელები წელზე შემოვხვიე. რეზიმ ღიმილით გამომხედა და ლოყაზე სწრაფად მაკოცა, – ესენი კოტე და აია არიან, რეზის მეგობრები.
წარდგენა ამით დამთავრებული იყო. ახლა ყველაფერი მათზე იყო დამოკიდებული, რამდენად გაიცნობდნენ ერთმანეთს.
– ენდი არ მოვა? – იკითხა ციციმ.
– სამსახურს გვიან ამთავრებს და იქიდან წამოვა პირდაპირ, – ვუპასუხე.
– ყავა არ გაქვთ? ყავა მინდა, – რატი დღეს ძალიან სერიოზული იყო.
– ვის უნდა კიდევ ყავა? – იკითხა რეზიმ.
ყველამ ასწია ხელი ციცის გარდა.
– ოღონდ მე გავაკეთებ, – რატი სამზარეულოში გაგვეცალა.
ჩაფიქრებულმა გავაყოლე თვალი. მერე მივხვდი, რომ ალექსიც იქით იყურებოდა, სადაც მე. მე და ალექსმა ერთმანეთს შევხედეთ. მან მხრები აიჩეჩა.
– სიგარეტს აივანზე მოწევთ, – მკაცრად განაცხადა ალექსმა.
– რა თქმა უნდა.
ცოტა ხანში ალექსმა ციცის რაღაც გადაულაპარაკა და სამზარეულოში გავიდა რატისთან.
ციცი რეზის ეკითხებოდა ჩვენზე რაღაცებს. აია და კოტე ლუკას და გუგას ესაუბრებოდნენ.
– ახლავე მოვალ, – ჩურჩულით ვუთხარი რეზის და მეც სამზარეულოში გავედი.
რატი უკვე წყალს ასხავდა ჭიქებში, ალექსი კი კოვზით ურევდა.
– ყველას ერთნაირი გავუკეთე, მერე თუ უნდათ, შაქარი დაიმატონ, – მითხრა რატიმ.
– არ არის პრობლემა.
მან წყლის დასხმა განაგრძო.
– კარგად ხარ?
რატიმ ამოიოხრა და თვალები აატრიალა.
– მეც ვკითხე და შემომიბუზღუნა, – მიპასუხა ალექსმა.
– კარგად ვარ. მორჩა, მზად არის. დამეხმარებით გატანაში?
– კარგი, – ვუპასუხე მე.
რატი ჩაკეტილი ადამიანი იყო. ყოველთვის გულთან ახლოს მიჰქონდა ყველაფერი. როცა მზად იქნებოდა, მაშინ დაიწყებდა ლაპარაკს, მაგრამ ვიცოდი, უთქმელობით როგორ ინადგურებდა საკუთარ თავს.
ყავა გავიტანეთ. ალექსმა გადამალულ შოკოლადებს მიაგნო და პირი გამოიტენა. რაც გადაურჩა, ღრმა თეფშზე დაყარა და გარეთ გამოიტანა. პატარა ბავშვივით იყო, როცა საქმე ტკბილეულს ეხებოდა. მეც სწორედ მას დავუმალე, მაგრამ შეუძლებელი იყო, კატასავით სუნით აგნებდა.
– ენდისაც დაუტოვე, – შეუბღვირა რატიმ.
– დააბარეთ, რომ თავისთვის იყიდოს.
– როცა საქმე შოკოლადებს ეხება, ამასთან ლაპარაკი აზრის, – უთხრა ციციმ.
ალექსმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
გუგა სიგარეტის მოსაწევად აივანზე გავიდა და ყავის ჭიქაც გაიტანა. ვიცოდი, რომ მალე ლუკაც გაჰყვებოდა. ლუკა მართლაც ადგა, თავისი ჭიქა აიღო და ისიც აივანზე გავიდა.
– მგონი აივანზე მაგიდა და სკამები უნდა დავდგათ, – ჩურჩულით მითხრა რეზიმ.
სიცილით დავუქნიე თავი. აივნის კარიდან მხოლოდ მათი ზურგები მოჩნადა. აივნიდან იყურებოდნენ და ლაპარაკობდნენ.
– გახსოვს ის ღამე, პირველად ერთად რომ მოვწიეთ აივანზე სიგარეტი, – რეზის ტუჩები იმდენად ახლოს იყვნენ ჩემს ყურთან, იმდენად მწველი იყო მისი სუნთქვა და მისი ჩურჩული ისე ინტიმურად ჟღერდა, ლამის ამოვიკვნესე, – მაშინ მითხარი, ვინმე ხომ არ უნდა გამაცნოო...
– მახსოვს, – თავი დავუქნიე.
– ძალიან ვიეჭვიანე. მეგონა ჩემზე იტყოდი რამეს, შენ კიდევ სხვა ბიჭიო.
– შენზე რა უნდა მეთქვა? არც კი გიცნობდი.
– ჰო, მაგრამ... მინდოდა, რომ მოგწონებოდი, – დარცხვენილმა მითხრა.
– ძალიან მომწონდი.
ჩემკენ ღიმილით გადმოიხარა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
– ღმერთო ჩემო! – მოგვესმა უცებ კოტეს ყვირილი. თვალებგაფართოებული აღფრთოვანებით შეჰყურებდა მისი ყვირილისგან შეშინებულ რატის.
– რა... რა მოხდა? – ჰკითხა რატიმ.
– ბოდიში, არ მინდოდა, მაგრამ შემთხვევით დავინახე სურათი, – რატის ტელეფონზე მიანიშნა, – Attack on Titan–ს კითხულობ?
– ხო...
– ლევი... ლევი შენც მოგწონს?
– კი, ყველაზე მეტად ლევი მომწონს.
– აააა! – ზუსტად ისე წამოიყვირა კოტემ, როგორც ანიმეში ყვიროდნენ პერსონაჟები, როცა რაღაცისგან აღტაცებას ვერ მალავდნენ.
მათ ლაპარაკი გააგრძელეს. ეს ის თემა იყო, რომელზეც რატის დაუსრულებლად შეეძლო ლაპარაკი, ჩვენ კი მხოლოდ მოსმენა, რადგან ჩვენიდან არავინ კითხულობდა მანგებს, ანიმეებიდანაც მხოლოდ ის გვქონდა ნანახი, რაც ძალიან პოპულარული იყო.
– მგონი მეგობრებს ნელ–ნელა ვაწყვილებთ, – დაეჭვებით გადავხედე კოტეს და რატის.
– კოტე? ა–რა, – სიცილით გააქნია თავი რეზიმ.
– ენდი და აია?
– ენდი და აია უფრო შეიძლება. ენდი მალე მოვა? – თვალებმოჭუტულმა მკითხა და სიცილი აუტყდა.
– სერიოზულად? აია?
– კი, – თავი დამიქნია მან.
ყავის დალევის შემდეგ, როცა ყველა გამოფხიზლდა და დაღლილობა გაუქრათ, სწრაფად გავშალეთ მაგიდა. რეზი რომ არა, ალბათ მთელი საღამო ლუდზე და წვრილ–წვრილ სასმუსნავებზე მოგვიწევდა ყოფნა.
უკვე ლუდის ბოთლებით ვისხედით მისაღებში და მუსიკის ხმაზე ხმამაღლა ვლაპარაკობდით, როცა ენდიც მოვიდა.
– გამარჯობა ყველას, – მხიარულად დაიძახა მან და მაშინვე ციცისთან წავიდა.
ენდი, რომელიც ბავშვებს დიდად არ სწყალობდა, ციცისა და მის ჯერ არდაბადებულ პატარაზე გიჟდებოდა. მუცელზე მოეფერა, გამოჰკითხა ყველაფერს, თავს როგორ გრძნობდა, ხომ არ იღლებოდა, ბავშვი როგორ იყო და მხოლოდ შემდეგ მოგვაქცია დანარჩენებს ყურადღება.
კოტე და აია გავაცანით. ღიმილზე შევატყე, რომ ორივე მოეწონა.
– ძალიან მშია, – თქვა ბოლოს მან.
– სამზარეულოშია რაღაცები.
– დაგრჩათ რამე? – ცალი წარბია ასწია და სამზარულოსკენ წავიდა.
– მე შოკოლადი დაგიტოვე, – უთხრა ალექსმა.
გაოცებულმა ენდიმ სამზარულოს კარიდან გამოყო თავი და ალექსს ისე შეხედა, თითქოს პირველად ხედავდა.
– მ... მადლობა, – უთხრა გაოგნებულმა ენდიმ.
– არაფრის, – კმაყოფილმა უპასუხა.
ენდი სამზარულოში შებრუნდა. მალე გამოვიდა დიდი თეფშით, რომელზეც ცოტ–ცოტა ყველანაირი საჭმელი ამოეღო.
– მიიწიეთ, – უთხრა ალექსსა და კოტეს და მათ შორის ჩაჯდა. თეფში მუხლებზე დაიდო და ჭამა დაიწყო. კოტეს ფეხებთან, იატაკზე მჯდარი რატი ბიჭს რაღაცაზე ედავებოდა. მხოლოდ ის გავიგე, რატი ამტკიცებდა, ერენის მამა ბოროტი არ იყოო, კოტეს კი საწინააღმდეგო არგუმენტები მოჰყავდა. შევნიშნე, რომ ენდიც დაინტერესდა მათი ლაპარაკით, ყურადღებით უსმენდა. მათ იმიტომ ვაქცევდი ყურადღებას, რომ რეზი და აია რაღაცაზე იცინოდნენ და ვცდილობდი ყურადღება გადამეტანა.
რეზის ტელეფონზე დაურეკეს და აივანზე გავიდა სალაპარაკოდ. აიამ ჩემი მზერა დაიჭირა და ღიმილით მომიახლოვდა.
– შეიძლება ვილაპარაკოთ? – მკითხა მან და უხერხულად გამიღიმა.
– კი, რა თქმა უნდა.
– მადლობა, – ღიმილით დაიხია უკან, რომ წამოვმდგარიყავი.
– ჩემს ოთახში შევიდეთ, – შევთავაზე მე.
– კარგი.
– შემოდი, – კარი გავუღე და პირველი ის შევატარე.
ნერვიულობდა. ხელებს მოუსვენრად ათამაშებდა.
– ყველაფერი რიგზეა? – ვკითხე მე.
– რაღაცის თქმა მინდა შენთვის, მაგრამ არ ვიცი... სათქმელს თავს ვერ ვაბავ.
– ყველაფერი რიგზეა, დამშვიდდი.
– იცი, ჩვენ თავიდანვე ისე დავიწყეთ... იმის გამო, რაც ჩემსა და რეზის შორის მოხდა... შენთან თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ, რადგან მგონია, რომ არ მოგწონს ჩემი და რეზის მეგობრობა. არ მინდა რეზის არჩევანის გაკეთება დასჭირდეს ჩემსა და შენს შორის... რადგან მგონია, რომ შენ აგირჩევს. მას უყვარხარ, ძალიან უყვარხარ. ვიცი, რომ შენც გიყვარს. გთხოვ, ნუ აიძულებ არჩევანის გაკეთებას. მის გარდა არავინ მყავს. ერთადერთია, ვისთანაც ლაპარაკი შემიძლია. ჩვენ შორის არასდროს არაფერი აღარ მოხდება, გეფიცები... – აიას ხმა უკანკალებდა. თვალებიც ავსებოდა ცრემლებით.
ჩემზე ძალიან იმოქმედა მისმა ნათქვამმა. არასდროს მიფიქრია, რომ რეზი იძულებული გახდებოდა ჩვენიდან რომელიმე აერჩია. ვეჭვიანობდი, მაგრამ ეს ჩემი პრობლემა იყო და სხვა არავისი. თანაც, რეზისიც მჯეროდა და აიასიც. ვიცოდი, რომ მათ შორის აღარაფერი იქნებოდა.
– ნუ გეშინია, მსგავსი არაფერი მოხდება, – ვეცადე გამამხნევებლად გამეღიმა მისთვის, – რეზი შენი მეგობარია და დამიჯერე, მასაც ძალიან უყვარხარ. არ ინერვიულო მაგაზე. სიმართლე გითხრა, შენზე ცოტას ისევ ვეჭვიანობ, მაგრამ მაინც ძალიან მომწონხარ.
– არ გაქვს ეჭვიანობის მიზეზი...
– ვიცი, ვიცი.
– მადლობა, დავით, – გამიღიმა მან.
– კარგად ხარ? სხვა რამეც თუ გაწუხებს...
– არა, ყველაფერი რიგზეა. ისეთი არაფერია.
– მოდი, ჩაგეხუტო, – ხელები გავშალე.
აია ღიმილით წამოვიდა ჩემკენ და მომეხუტა. გულში ჩავიკარი.
– გავიდეთ?
– ჰო, გავიდეთ, – მხიარულად მიპასუხა მან, – მიხარია, რომ გითხარი. გულზე მომეშვა, – მითხრა მან კარში გასვლისას.
– მეც მიხარია რომ ვილაპარაკეთ.
გამოსვლისას რეზის გაოცებულ მზერას გადავაწყდი. დაბნეული ღიმილით შემოგვხედა ორივეს და მიმიკებით მკითხა, რა მოხდაო. თავი გავაქნიე, არაფერი–მეთქი.
– აუ, ჩვენ უნდა წავიდეთ, – თქვა ალექსმა.
– ასე მალე?
– ჰო, დავიღალე უკვე, – სევდიანად გაგვიღიმა ციციმ.
ალექსი წამოდგმაში დაემხარა.
– წამოხვალ შენ? – ჰკითხა გუგას.
შევამჩნიე, როგორ შეხედა ლუკამ პასუხის მოლოდინში და სუნთქვაც კი შეწყვიტა.
– არა, მე დავრჩები, – უპასუხა გუგამ ღიმილით.
ლუკამ სწრაფად მოაშორა თვალები, გვერდით გაიხედა და ბედნიერების ღიმილმა სახე გაუნათა. პირველად ვხედავდი მორცხ ლუკას. ალბათ იმიტომ, რომ ამდენი ხანი ცალმხრივად არავინ მოსწონებია.
სასმელი ოდნავ მომეკიდა. დიდად არ მიყვარდა სიმთვრალე. არ მომწონდა შეგრძნება, როცა რეალობას ვკარგავდი, ამის გამო, ხშირად არ ვსვამდი, მოსაწევსაც ძალიან იშვიათად ვეწეოდი.
– ჭურჭელია დასარეცხი, ვინმე დამეხმარებით? – იკითხა ენდიმ.
არავინ ამოიღო ხმა. ბოლოს აია წამოდგა ფეხზე.
– მე დაგემხარები.
– სექსისტებო! – შემოგვიბღვირა ყველას ენდიმ და აიასთან ერთად სამზარეულოში გავიდა.
– შენ თვითონ მოინდომე დარეცხვა, ჩვენ რა შუაში ვართ? – დაუყვირა ნაწყენმა ლუკამ და გუგასგან მსუბუქი მუჯლუგუნი მიიღო.
– წადი შენი! – გამოსძახა ენდიმ.
ცოტა ხანში ყველა თავისთვის მოკალათდა, ზოგი დივანზე, ზოგი სავარძელში, ზოგიც საძინებელში. ლუკამ და გუგამ ლუდის ბოთლები ჩემს ოთახში შეიტანეს, აია და ენდი სამზარეულოში იყვნენ და რაღაცაზე იცინოდნენ, რატი და კოტემ რეზის პლეისთეიშენი ჩაიგდეს ხელში და თამაშობდნენ. მე და რეზი დივანზე ვისხედით. სახელურზე ზურგმიყრდნობილ რეზის მკერდზე ვყავდი მიკრული, ლუდს ვსვამდით და დროდადრო რეზი თავსა და მხარზე მკოცნიდა. ერთადერთი, რაც ჩემს მყუდროებას არღვევდა, რატის და კოტეს ყვირილი იყო. იმის მიხედვით, თუ ვინ წინაურდებოდა თამაშში, მათი ყვირილიც შესაბამისად იზრდებოდა.
– ჰო, მართლა, ჩვენ სად ვიძინებთ? – გამოგვძახა უცებ კოტემ, – წყვილებთან დაძინება არ მინდა, თქვენი სექსების ყურებას ჩემი ფაქიზი გული ვერ გაუძლებს.
– მოკეტე, თორემ წავაგებთ, – როგორც ჩანს, წყვილებში ეთამაშებოდნენ სხვა მოთამაშეებს.
– არ წავაგებთ, ძალიან კონცენტრირებული ვარ. სად ვიძინებთ?
– დივანზე ორნი დაეტევით. ორიც იატაკზე დაწვება.
– მე იატაკზე ვიძინებ, – დაიძახა ენდიმ სამზარეულოდან.
– მოდი, გავუშალოთ ბარემ და ჩვენც დავწვეთ, დავიღალე, – მითხრა რეზიმ.
– კარგი, – დივნიდან წამოვდექი და ლუდის ბოთლი მაგიდაზე დავდე. ცოტა თავბრუ დამეხვა, – აუ, თეთრეული ჩემი ოთხიდან უნდა გამოვიტანო, – ლუკას და გუგას შეწუხება არ მინდოდა.
– ერთი წყვილი მეც მაქვს, – რეზი თავის ოთახში შევიდა.
ჩემი საძინებლის კარს მივუახლოვდი და კარზე ფრთხილად დავაკაკუნე.
– ერთი წუთით შემოვალ, საქმე მაქვს, – დავიძახე კართან.
– შემოდი, – მომესმა ლუკას პასუხი.
კარი შევაღე და შიგნით შევიჭყიტე. ლუკა და გუგა საწოლზე იწვნენ, გუგას ლუკას მკერდზე ედო თავი და გადმოკეცილი გადასაფარებელი ფეხებზე მიეფარებინათ. ლუკა თმაზე ეფერებოდა გუგას, მას კი წელზე შემოეხვია ხელი. ვცდილობდი ღიმილი შემეკავებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. ყურებამდე დაკრეჭილი შევედი ოთახში, ოღონდ ჩუმად ვიყავი, არ მინდოდა ზედმეტად შემეწუხებინა. კარადიდან სუფთა თეთრეული და პლედები გამოვიღე, შემდეგ კი შეწუხებული მივუახლოვდი მათ.
– ერთი ბალიში უნდა აგაცალოთ.
– მოიცადე, – გუგამ თვალები გაახილა და ოდნავ წამოიწია. ლუკამ საბნიდან ერთი ბალიში გამოძვრინა და გამომიწოდა.
– აღარ შეგაწუხებთ, – ღიმილით გამოვართვი ბალიში.
– ძილინების, – მომაძახა ლუკამ.
სიცილით გამოვიხურე საძინებლის კარი და მისაღებ ოთახში გავედი. რეზი უკვე იქ დამხვდა. მატრასი გამოეტანა ოთახიდან და ახლა დივნის გვერდით აგებდა. დივანი გადავშალე, კოტემ თეთრეულის გადაფარება დაიწყო.
– ამ მატრასზე ორნი დაეტევიან? – დაეჭვებით ვიკითხე.
– მგონი კი, – მხრები აიჩეჩა რეზიმ და უცებ მატრასზე წამოგორდა, – მოდი, – დამიძახა მან.
გვერდით მივუწექი. ნამდვილად დაეტეოდნენ. რეზისკენ გადავიხარე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე. სიცილით წამოჯდა.
– აია, ენდი, თქვენი საწოლი მზად არის, – გავძახე გოგონებს.
– მადლობა, – მიპასუხა აიამ.
– ესეც მზად არის, – თქვა კოტემ.
– მეტი პლედი არ გაქვთ? მე შემცივდება, – იკითხა რატიმ.
– ჰო, გამოგიტან ახლავე, – რეზი საძინებელში შევიდა და კიდევ ორი პლედი გამოიტანა.
– მადლობა, – ღიმილით გამოართვა მან.
– ჩვენც დავწვებით მაშინ, – რეზის თვალებზე ეტყობოდა, რომ ეძინებოდა.
– კარგი, ძილინებისა.
რეზის ოთახში შევედით და კარი მივხურე. საწოლს გადასაფარებელი გადააძრო, საბანი გადაშალა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. საწოლს მეორე მხრიდან მოვუარე და მეც გავიხადე. სწრაფად შევძვერი საწოლში, რადგან მციოდა. რეზიც მაშინვე მომიჯდა გვერდით, რაღაც დროის განმავლობაში ტელეფონი ეჭირა ხელში, შემდეგ გავიგონე, რომ გამორთო და კარადის თავზე დადო. ჩემკენ ღიმილით შემობრუნდა, თმა უკან გადაიწია და ტუჩებზე დამეწაფა. სწრაფად მომექცა ზემოდან, მუცელზე დამაჯდა და კოცნა გააღრმავა. მალე შეწყვიტა კოცნა და თავი ჩემს ყელში ჩარგო. ფეხები ოდნავ უკან გასწია, კომფორტულად მოკალათდა ჩემს ზემოდან. ხელები წელზე შემოვხვიე და ძლიერად მივიხუტე მკერდზე. მისი კოცნა ვიგრძენი ყელში. ენა გადამისვა კანზე და უეცრად კბილები ჩამავლო. ამოვიკვნესე. სხეულში ჟრუანტელმა დამიარა ქვემოდან მთელი სხეულით მივეტმასნე. კოცნით ჩაჰყვა ჩემს ყელს ლავიწამდე, შემდეგ თავი ასწია და ტუჩებზე დამაცხრა. მისი სახე ხელებში მოვიქციე და კოცნაში ავყევი.
– ძალიან თხელი კედლებია, – დაიჩურჩულა რეზიმ.
უკმაყოფილოდ ამოვიკვნესე, მაგრამ კოცნა არ შეუწყვეტია. ხელები საცვალში ჩავუცურე და საჯდომზე ძლიერად მოვუჭირე. შეკრთა და ჩემს ტუჩებში სუსტად ამოიოხრა. მის ქვემოთ მოქცეულმა თეძოების მოძრაობა დავიწყე და ისიც ავიყოლე. ვნების საოცარი მოზღვავება ვიგრძენი. უეცრად რეზი წამოჯდა, ხელებით მკერდზე დამეყრდნო და თავად დაიწყო მოძრაობა.
– უნდა გავჩერდეთ... – კვლავ დაიჩურჩულა მან. მომეჩვენა, რომ თავის თავს უფრო ეუბნებოდა, ვიდრე მე.
– არა, – ვუპასუხე და ხელები მკერდზე ავუსრიალე. ტუჩზე ძლიერად იკბინა კვნესის შესაკავებლად, როდესაც ორივე კერტზე მოვუჭირე თითები. თავი უკან გადასწია და მოძრაობა განაგრძო. იმდენად სექსუალური იყო იმ მომენტში, სუნთქვაც კი შემეკრა. წამოჯდომა დავაპირე, მაგრამ მან ხელით გამაჩერა, ჩემკენ გადმოიხარა და საცვალში ჩამავლო ხელი. თეძოები წამოვწიე, რომ გაეხადა. სწრაფად გამხადა, თავადაც გაიხადა და ისევ ჩემს ზემოდან განაგრძო მოძრაობა. ორივე ხელი წელზე შემოვხვიე, ტუჩებზე დავეწაფე და ხელებით შევუდექი მისი სხეულის შესწავლას. ისევ საჯდომზე ჩავუსრიალე ხელები, კვლავ მოვუჭირე და ან*უსის გარშემო ფრთხილად დავიწყე თითის მოძრაობა. მისი გამომეტყველება ვერ დავინახე, მაგრამ წამით გაირინდა და კოცნაც შეწყვიტა. თუმცა ხელი მალევე მოვაშორე, რადგან რეზის სხეული დაეჭიმა. ჩემს კისერში ჩარგული თავი ავაწევინე და ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე. ტუჩებზე გადავუსვი თითები. ოდნავ გააპო ბაგეები და კბილები მსუბუქად წამავლო თითზე. შუა თითი შევუცურე ტუჩებში. რეზი თმა ცალ მხარეს გადაიყარა და თვალებდახუჭულმა ენით თამაში დაიყო. დიდხანს ვერ შევძელი მისი ყურება. ჭკუიდან მშლიდა, ისეთი ლამაზი და სექსუალური იყო. თითი გამოვაცალე, ხელი ტუჩებთან მივიტანე და ნერწვით დავისველე. თვალებში შიში ჩაუდგა, როცა ან*უსის გარშემო წავუსვი, მაგრამ შეეცადა არაფერი შეემჩნია.
– მარტო ერთი თითით ვიზამ, არ გეკტინება, – დავიჩურჩულე მის ტუჩებზე.
თავი დამიქნია და გაირინდა. ფრთხილად შევიცურე თითი. საოცრად თბილი და სასიამოვნო იყო მის შიგნით. რეზი თვალები დახუჭა, მკერდზე დამემხო, რითაც საშუალება მომცა, ხელი ნელა მემოძრავებინა. ოდნავ წამოვიწიე და კისერზე ვაკოცე. ჩემკენ შემოაბრუნდა თავი, ტუჩები მომაგება და თმაში შემიცურა თითები. ხელის მოძრაობა ავაჩქარე, რეზიმ სუსტად ამოიკვნესა და თავადაც ამაყოლა თეძოები. დაძაბული იყო, მაგრამ ცდილობდა მოდუნებულიყო. უცებ ხელი უკან წაიღო და ძლიერად მომიჭერა თითებზე. მივხვდი, რომ ეშინოდა, მე კი არ მინდოდა ძალა დამეტანებინა მისთვის. ნელა გამოვიღე თითი.
– კარგად ხარ?
თავი დამიქნია. ბარძაყებზე ავუსრიალე თითები და პე*ნისის თავით მის ან*უსზე დავიწყე მოძრაობა.
– არა, გთხოვ, გაჩერდი... – შეშინებულმა წამოდგომა დააპირა, მაგრამ სწრაფად შემოვხვიე ორივე ხელი და მკერდზე ავიკარი.
– დამშვიდდი, არაფერს გავაკეთებ, – ვუჩურჩულე დამამშვიდებლად, – ასე გავათავებ. წინააღმდეგი ხარ?
წამით ჩაფიქრდა და შემომხედა. ყოყმანით გააქნია თავი, თვალები დახუჭა და ტუჩებში მაკოცა.
ჰაერის ჩასასუნთქად მოვცილდი და თეძოების მოძრაობა დავიწყე. თვალები დახუჭა და ჩემს ხელებს საჯდომით ძლიერად მიეტმასნა და მოძრაობაში აყვა.
– მომწონს, – დაიჩურჩულა უცებ მან და ყელში მთელ სიგრძეზე ამისვა ენა. ამოვიკვნესე და თავი უკან გადავაგდე. რეზი ოდნავ წამოჯდა და ჩემს მუცელზე მოქცეულ პე*ნისზე წაივლო ხელი. ხელის მოძრაობა ჩემს მოძრაობას შეუთანხმა და ისევ მკერდზე დამემხო. ძალიან მომწონდა მასთან ასეთი სიახლოვე. იმის წარმოდგენაზეც კი ცუდად ვხდებოდი, რას ვიგრძნობდი, როცა მის შიგნით აღმოვჩნდებოდი.
ძლიერად მოვუჭირე საჯდომზე ხელები. სუსტი გმინვა აღმოხდა. ფეხები მოვხარე, მოძრაობა ავაჩქარე და მალევე გავათავე. თვალებდახუჭულმა და მთლად გაოფლილმა თავი უკან გადავწიე. რეზი გაირინდა. ცოტა ხანი გონს მოსვლა დამაცადა, შემდეგ წამოჯდა, მკერდზე ხელით დამეყრდნო და პე*ნისზე მოჭერილი ხელისა და თეძოების მოძრაობა დაიწყო. თავი ავიწიე და შევხედე. ვერანაირი დაღლილობა ვერ მაიძულებდა, ამ ხედზე უარის თქმას. თვალები დაეხუჭა, ტუჩები გაეპო და სახეზე თმა ჩამოშლოდა. ძლივს ვარჩევდი მის ნაკვთებს. ვიგრძენი, რომ პიკზე იყო. ხელის მოძრაობა ააჩქარა და უცებ ყვირილით გაათავა ჩემს მკერდზე. მაშინვე წამოვჯექი და პირზე ავაფარე ხელი. ხელსა და მის ტუჩებს შორის თმაც ჩაეტანა. რეზი გაფართოებული, შეშინებული თვალებით მიყურებდა თვალებში და ხმაურით სუნთქავდა. რამდენიმე წამის შემდეგ დაჭმული მხრები მოეშვა, თვალებიდან შიში გაუქრა და ნელა მიელულა. ტუჩებიდან ხელი მოვაშორე და სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადავუწიე. ახლა შევამჩნიე, როგორ ასწითლებოდა ლოყები. მისი ტუჩებისკენ გადავიწიე და ვნებიანად დავეწაფე. მაშინვე ამყვა, ხელები კისერზე შემომხვია და მის პირში შეჭრილ ჩემს ენას ენა შეაგება.
– მიყვარხარ... ძალიან მიყვარხარ, – დაუჩურჩულა ჩემს ტუჩებში, კოცნა შეწყვიტა და თავი მხარზე დამადო.
– მეც ძალიან მიყვარხარ, – ვუჩურჩულე და ხელები ისე ძლიერ მოვუჭირე წელზე, მისმა ძვლებმა გაიტკაცუნა.
საწოლზე გადავწექი. ჩემი სხეულიდან გადაბობღდა, გვერდით მომიწვა და მომეხუტა. ფეხები ჩემს ფეხებში ახლართა და ძლიერად მომეტმასნა.
– მომდევნო შაბათს ჩემს ჯგუფელს პირველი სოლო გამოფენა აქვს, გინდა წავიდეთ? – მკითხა მან.
– კი, წავიდეთ, ოღონდ საღამოს მცალია.
– ხო, გამოფენა ისედაც გვიან იხსნება. ოღონდ რაღაც უნდა იცოდე.
– რა მოხდა? – მისკენ გადავბრუნდი და შევხედე.
– ვიდეო–ინსტალაციები იქნება და ერთ–ერთ ვიდეოზე მეც ვარ.
– მაინტრიგებ, – გავუღიმე, რადგან მომეჩვენა, რომ ზედმეტად დაძაბული იყო.
ჰაერი ჩაიგუბა ლოყებში, სუნთქვა შეიკავა და შემდეგ ერთიანად ამოისუნთქა.
– რატომ ნერვიულობ ასე? რა ხდება ვიდეოზე?
– ჩემს დაზე ვყვები...
არაფერი მითქვამს, ვიფიქრე, კიდევ უნდა გაეგრძელებინა ლაპარაკი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემი სიჩუმე სხვანაირად გაიგო.
– როცა ჩემს დაზე მოგიყევი, გითხარი, რომ არავისთვის მითქვამს შენ გარდა... ყოველ შემთხვევაში, მათ გარდა, ვინც თავიდანვე არ იცოდა. არ მომიტყუებიხარ, უბრალოდ, ჩვენი საუბრის მერე ნიკოლოზი მოვიდა ჩემთან და მითხრა რის გაკეთებასაც აპირებდა, მაშინ ვიფიქრე, რომ არაფერი დაშავდებოდა, თუ ვიდეოში ჩემს დაზე ვილაპარაკებდი...
– მოიცადე, თუ სწორად გავიგე, იფიქრე, რომ მეწყინებოდა, თუ შენს დაზე სხვებსაც ეტყოდი? – შუბლი შევიკარი.
– ვიფიქრე, რომ არ გესიამოვნებოდა...
– რა სისულელეა! პირიქით, რაც უფრო მეტ ადამიანს ეტყვი, უფრო მეტად მოგეშვება გულზე. ძალიან მიხარა, ამაზე ლაპარაკი სხვებთანაც რომ გადაწყვიტე.
– მართლა?
– მართლა, სულელო, – გავიღიმე ოდნავ დაზაფრულმა, – ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ.
– მოგეწონება, – გამიღიმა მანაც და ოდნავ გამოცოცხლდა.
– მომიყევი, რა ხდება ვიდეოზე?
– არა, – სწრაფად გააქნია თავი, – მასე რა აზრი აქვს, – გაეცინა.
– კარგი, ჰო, – უკმაყოფილოდ ამოვბუზღუნე.
გამხარულებულმა სწრაფად მაკოცა ტუჩებზე და თავი ჩემს ყელში ჩამალა.
– იძინებ? – ვკითხე ცოტა ხანში, როცა ხმა აღარ ამოიღო.
თანხმობის ნიშნად ოდნავ დამიქნია თავი.
– ტკბილი სიზმრები, – დაივუჩურჩულე ღიმილით.
– შენც, – მიპასუხა და კიდევ უფრო ძლიერად ჩამეხუტა.
დილით თვალები რომ გავახილე, მივხვდი, კარგა ხნის გათენებული იყო. გარედან სუსტად შემოდიოდა საუბრისა და სიცილის ხმა, მაგრამ ვერ გავარჩიე, ვინ იყვნენ. რეზის ზურგი შეებრუნებინა ჩემთვის და ისევ ეძინა. მისკენ გადავიხარე და კისერში ხმაურით ვაკოცე. ოდნავ შეიშმუშნა, მაგრამ არ გაუღვიძია.
ტელეფონს დავხედე, საათი მაინტერესებდა. თერთმეტი იყო დაწყებული. ეკრანზე ფეისბუქიდან მოსულ ძალიან ბევრ შეტყობინებას მიჩვენებდა. ჩემს გვერდზე შევედი და გაწითლებული გრაფების გახსნა დავიწყე. რეზის სურათზე მოვენიშნე და მისი კომენტარების შეტყობინებები იყო. გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა, როცა მის მიერ მონიშნული სურათი გავხსენი. ჩვენი ერთნაირწინდებიანი ფოტო იყო, წარწერით: Me and my boyfriend.
გაოცებით გადავხედე მძინარე ბიჭს. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ იმაზე ვიკამათეთ, რომ კოტესთან ჩემი, როგორც შეყვარებულის წარდგენა ვერ გაბედა. ახლა კი ასე საჯაროდ გადაწყვიტა ქამინგაუთის გაკეთება. წარდგენაც არ მინდოდა რას გრძნობდა წუხელ, როცა ამ ფოტოს ტვირთავდა. სიამაყე, აღფრთოვანება, სიხარული, შიში... ყველა განცდა ერთად დამატყდა თავს. მისკენ გადავიხარე და კიდევ ერთხელ ვაკოცე კისერში.
– გაიღვიძე, რეზი, – ყურში ჩავჩურჩულე.
ისევ შეიშმუშნა და ჩემკენ გადმოტრიალდა. ზანტად გაახილა თვალები და გამოსაფხიზლებლად მოისრისა.
– რატომ იღიმები იდიოტივით? – მკითხა მან.
მისკენ გადავიხარე, მაგრამ შემაჩერა.
– ჯერ კბილებიც არ გამიხეხია...
– არც მე, – ვუპასუხე სიცილით და ტუჩებზე დავეწაფე. გაოცებული ამყვა კოცნაში.
– რატომ არ მითხარი?
– რაზე ლაპარაკობ?
– სურათზე.
შემცბარმა გამიღიმა.
– ხომ არ გაბრაზდი? – ფრთხილად შემეკითხა.
– გაბრაზების მეტყობა რამე? – გამეცინა. საწოლზე წამოვჯექი და ზემოდან დავაცქერდი, – არ ვიცოდი, საჯაროდ თუ გინდოდა თქმა...
– დაგეგმილი არ მქონდა. ნახე კომენტარები?
– შენი მეგობრები გაოცებულები არიან, მაგრამ აგრესიული კომენტარი არ დაწერილა.
– მართლა? – გაუკვირდა მას, – ჩემებიც გაიგებდნენ.
– ჰო, ეგ პრობლემა იქნება.
– ახლა არ მინდა მაგაზე ფიქრი, – ისეც წამოჯდა და საწოლის თავს მიეყიდა ზურგით.
– შენებს უნდა დაველაპარაკოთ.
– ჯერ არ ვარ მზად.
მისი ხელი ავიღე და ძლიერად მოვუჭირე თითები.
– ნანობ?
– არა, გაგიჟდი? – სიცილით წამოიძახა და ხელზე მომქაჩა. სწრაფად შემომხვია ხელები წელზე და ჩამეხუტა, – აუ, ბავშვებს რა რეაქცია ექნებათ, ახლა რომ გავალთ, – თქვა მან.
– რაღაცის გაკეთებას მოგვთხოვენ.
– რის გაკეთებას?
– მაგას არ გეტყვი, – ეშმაკურად გავუღიმე და საწოლიდან წამოვდექი.
– სად მიდიხარ, მოიცადე, – სიცილი აუტყდა.
– წამო, გავიდეთ.
– ჯერ მითხარი, რის გაკეთებას მოგვთხოვენ? – ისიც წამოდა.
– გამოდი და გაიგებ, – ჩაცმა დავიწყე. ყოყმანით ამოიცვა საცვალი და შარვალს დასწვდა.
ხელი ჩავკიდე და კარისკენ წავიყვანე. დაზაფრული მომდევდა.
გარეთ გავედით თუ არა, ყველა ჩვენ მოგვაჩერდა. როგორც ჩანს, ჩვენ გარდა ყველას ეღვიძა.
– გამარჯობა, – მივესალმე მათ.
– გამარჯობა, – სიცილით მოგვესალმა ლუკაც. გამიკვირდა, რომ გუგას გვერდით არ იჯდა. მათ რა, უკვე ჩხუბი მოასწრეს? – ხომ იცი, რაც უნდა გააკეთო ახლა? – მკითხა მან და თვალები ცბიერად მოჭუტა.
– მაგრამ რეზიმ არ იცის.
– ჰო, ეგ დამავიწყდა, – ჩაიდუდღუნა მან, – მოკლედ, რეზი, – ღიმილით დაიწყო მან. სახეზე კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მის თვითკმაყოფილურ გამომეტყველებას არ გავუღიზიანებივარ, – როდესაც ჩვენი მეგობარი საჯარო ქამანგაუთს აკეთებს...
– და შეყვარებულიც ჰყავს, – აჰყვა რატიც.
– ჰო, შეყვარებული მთავარია, – დაეთანხმა ლუკა. სპეციალურად აჭიანურებდნენ თქმას.
რეზის შევხედე. თვალებგაფართოებული შეჰყურებდა მის წინ მსხდარ მეგობრებს.
– გეყოფათ რა, – ვეღარ მოითმინა ენდიმ, – კოცნა! – შეჰყვირა და ტაში შემოჰკრა.
– კოცნა! კოცნა! – ლუკა და რატიც შეუერთდნენ, მალე დანარჩენებიც აჰყვნენ.
– აჰ, ანუ ამას გულისხმობდი? – ჩემკენ შემობრუნდა რეზი.
ღიმილით ავიჩეჩე მხრები.
– ანუ კოცნა, – მომიახლოვდა და ჩემთან ახლოს გაჩერდა. რამდენიმე მილიმეტრი გვაშორებდა ერთმანეთისგან.
– ჰო, ძალიან ბინძური კოცნა, – ვუპასუხე მე.
ქვედა ტუჩი მოიქცია კბილებს შორის და ღიმილით შემომხვია კისერზე ხელები. მის პერანგს ჩავებღაუჭე და ჩემკენ მოვიზიდე. ოდნავ შევეხე ტუჩებზე. სანამ თვალებს დავხუჭავდი, დავინახე, როგორ მიელულა თვალები.
არ ვაპირებდი კოცნის გაღრმავებას, მაგრამ მის ტუჩებზე მიწებებულმა ვიგრძენი, როგორ შემოაცურა ენა ჩემს პირში. კვნესა აღმომხდა. მოზღვავებული გრძნობები იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიჭი მთელი ძალით მოვიზიდე ჩემკენ და თეძოებით მივეტმასნე. მისი თმა სახეზე დამეფინა და ღრმად შევისუნთქე მისი შამპუნის სუნი. როცა მოვცილდი და გარშემო მიმოვიხედე, შევამჩნიე, რომ ჩვენ გარშემო აღარავინ იყო. ყველა სამზარეულოში გაკრეფილიყო და ყაყანებდნენ. კიდევ ერთხელ ვაკოცე ღიმილით ტუჩებზე და ლოყებაწითლებულს რეზის ჩავეხუტე. ხელები წელზე შემომხვია.
– მარტო არ დამტოვო, – დაიჩურჩულა უცებ.
– არ ვაპირებ, – ძლიერად მოვხვიე ხელები, – ყველაფერს ერთად გავუმკლავდებით.
– მადლობა, – თავი ასწია და სახეზე ჩამომისვა თითები. გავუღიმე, – წამოდი, ბავშვებთან შევიდეთ.
მან ხელი ჩამკიდა და სამზარულოში წამიყვანა.скачать dle 11.3




№1  offline წევრი talia

შენს მოთხრობაში არის ლტოლვა,მეგობრობა მაგრამ სიყვარული დააკელი და ასევე ზედმეტად ბულგარულიც იყო წეღან ვკითხულობდი და ბოლომდე ვერ მივედი ასე რომ სხვანაირი კომენტარი დავდე მაგრამ ახლა რომ წავიკითხე... იცი რა შენ უნდა წაიკითხო ერთი მოთხრობა რომელიც ამ საიტზე დევს და მიხვდები რა არის ზედმეტი და რა აკლია შენს მოთხრობას მოთხრობის სახელს კი პირადში მოგწერ შენ ნიწი ნამდვილად გაქვს,ასე რომ ვისაც რა უნდა ის თქვას წერა არ შეწყვიო შენ დიდი გამბედაობა გამოიჩინე ამის დასაწერად შენი ნაშრომი ეს ამას დიდი ნიჭი გამბედავობა უნდა უბრალოდ რააღაცეები დასახვეწი გაქვს და რაღაცეები წასაშლელი თუ გინდა რომ ხალხმა მოგისმინოს.მე პირადად მომწონს და აღარ გაბედო დაგვიანება!

 



№2  offline წევრი ჰაიკო

ჰმ... უკომენტაროდ, ამაზრზენია, ჩემს პრინციპებში არ ჯდება არანაირად!!!
--------------------
????

 



№3 სტუმარი Mariami

Ulala girl, that was dope ???? momwons es wyvili, luka da gegam damainteresa exa albat aiasac viyilavt shemdegshi kargad

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent