შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დახურული კათედრალების ქალაქი (1)


13-06-2018, 21:40
ავტორი lukakhati
ნანახია 329

დახურული კათედრალების ქალაქი (1)

ლიონი ერთი შეხედვით პატარა, კოხტად მოწყობილი ქალაქი აღმოჩდა. სხვა ფრანგული ქალაქებისაგან არაფრით გამორჩეული. რომ არა ის საიდუმლო, რომელსაც ამ ქალაქის სამი მაღალი კათედრალი ინახავდა, აქედან წასასვლელ მიზეზს ბათუ აუცილებლად მონახავდა. მას არასდროს უჭირდა ეპოვნა მიზეზი, რომ წასულიყო, მაგრამ ამდენი მოგზაურობის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ ეპოვნა მიზეზი, რომ სადმე დარჩენილიყო.
ვიწრო, მორთულ ქუჩას მიუყვებოდა ბათე. სასიამოვნო ნიავი ქუჩებში მისი საპირისპირო მიმართულებით მიქროდა და ცდილობდა ეპოვნა პატარა, მეოცნებე ბიჭი, რომელიც ჭაღარა თმასა და წითურა წვერში გაუჩინარდა.როგორი იყო ბათე მეტრეველი წლების წინ? ლაღი, ამაყი მშვიდი, მიზანდასახული. უშრეტი ფანტაზიის მქონე ბიჭს უკვე პატარაობაშივე აეგო ოცნების კოშკები. დაეხატა პატარა მყუდრო ბინდა, დიდი აივნითა და საძინებელში ფართო,თითქმის კარის ხელა ფანჯარით.
რაც უფრო წინ მიდიოდა ქუჩებიც მით უფრო ვიწროვდებოდა. პირველი კათედრალი აღმოსავლეთით ჯერ კიდევ შორიდან გამოჩნდა. მართლაც აღტაცებული დარჩა ბათე პირველი შთაბეჭდილებით. გუმბათზე ამოტვიფრული სხვადასხვა ლათინური ასო დიდებულებას, ხოლო პატარა ფიგურები ბუნდოვანებას მატებდა. არ შეეძლო შორიდან გაერჩია თუ ვისი ხსოვნა უკვდავყვეს ამ ფიგურებით. სამწუხარო აზრი დაეუფლა - ვიწრო ქუჩის ბოლოს ერთ-ერთი საცხოვებლის კართან ჩამოჯდა. იქ, სადაც აღარ ჩანდა გუმბათი. სიგარეტი გრძელ, თითებს შორის მოაქცია და პირველი, თავბრუდამხვევი ნაფაზი მოქაჩა.
სინამდვილეში, ბათემ მოწევა ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ეს ყოველთვის მისი ყველაზე დიდი საიდუმლო იყო. არც თვითონ იცის რატომ, მაგრამ მუდამ თვლიდა, რომ თუკი მისი საიდუმლოს შესახებ ვინმე გაიგებდა, მოწევის ყველანაირ სურვილს დაკარგავდა. ახლა, მისი პირიდან ამომავალი კვამლი მართლაც ნაცრისფერი იყო. ის ადრე მალავდა, რომ ეწეოდა, რადგან არ უნდოდა გული ეტკინა ადამიანებისთვის, რომლებიც ზრუნავდნენ მასზე. ახლა კი- ეწეოდა, რადგან მთელი გულით უნდოდა ვინმეს დაენახა და ეთქვა, რომ მოწევისათვის თავი დაენებებინა. ბათე მზად იყო ამ მზრუნველობით ნათქვამ სიტყვებს დამორჩილებოდა და კვლავ ეგრძნო, რომ არ იყო ვიღაცისათვის სულ ერთი.
...მაგრამ დრო გადიოდა, მის გასაჩერებლად კი არავინ მოდიოდა.
...მალე ერთი წელი გავა ნიტას გარდაცვალების შემდეგ. ბათეს საქორწინო ბეჭედი ჯერ კიდევ მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე უკეთია. ადრე სადღაც მოესმინდა, რომ ყოველ ქვრივს სიცოცხლის ბოლომდე უნდა ეკეთოს მარცხენა ხელზე საქორწინო ბეჭედი. ეს არ იყო მარადიული სიყვარულის ნიშანი, არამედ უბრალოდ სინანული. ბათე თავს დამნაშავედ თვლიდა. არა იმიტომ, რომ ვერ დაამუხრუჭა. საგზაო შემთხვევა მისი ბრალი სულაც არ ყოფილა. ბათე დამნაშავედ თვლიდა თავს იმ უფერული დღეებისთვის, რომელთა ჩუქების გარდა ნიტასთვის ვერაფრის მიძღვნა ვერ შეძლო.
ჩაფიქრებული ვერც მიხვდა როგორ მიუახლოვდა კათედრალს. გოთური არქიტექტურა საოცრად მიმზიდველი აღმოჩნდა. სამი ფასადი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდა და ერთ, გრძელ, ცისაკენ მიმავალ გუმბათში იკვეთებოდა.
...გავა დრო და ერთ დღეს დაღლილ-დაქანცული ბათე მეტრეველი გაიხსენებს ამ კათედრალის სახურავს, რომლის მდიდარი ორნამენტებიც ზიზღს გვრიდა, რადგან ეს ფუფუნება აგონებდა საკუთარ ქორწინებას და კვლავ იტყოდა, რომ ლიონში აუცილებლად დაბრუნდებოდა, რადგან აინტერესებდა ეს სახურავი კიდევ რამდენს ხანს არ დაინგრეოდა.
...შიდა ინტერიერიც საკმაოდ იშვიათი სანახავი აღმოჩნდა. ყოველი კედელი, ყოველი კუთხე-კუნული მარმარილოთი იყო მოპირკეთებული. აქ მხოლოდ ერთი ფერი იყო - თეთრი. ეს ერთფეროვნება აგონებდა საკუთარი ცხოვრების განვლილ ხუთ წელიწადს.
-სასავილოა - ჩუმად ჩაილაპარაკა და ბასრი კბილით ტუჩს ძლიერ დააწვა. ნუთუ იმ კაცმა ამოიკითხა ბათეს თვალებში ამღვრეული მწუხარება და სწორედ, ამიტომ ურჩია ეს კათედრალი ენახა. რატომ? უფრო რომ შეძულებოდა საკუთარი არსებობდა? ან იქნებ ეს უბრალოდ დადგმული თამაში იყო. არა, აქ დიდხანს ვერ წავიდოდა. ამ წლებს ისევ ვერ გაიხსენებდა. სიცარიელეში ჩაძირულ, უფერულ უბედურებას მუხლს არ მოუხრიდა.
ჩქარი ნაბიჯით დატოვა ბათემ პირველი წმინდა პოლის სახელობის კათედრალი და დასავლეთისაკენ გაეშურა. უარესის მოლოდინით მეორე კათედრალისაკენ მძიმე ნაბიჭებით გაეშურა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent