შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერადი 2


14-06-2018, 00:41
ავტორი Marry Amm
ნანახია 263

ფერადი 2

დილით ადრე გაიღვიძა, სასწრაფოდ მოწესრიგდა და თავის მეზობელ ლილის ჩააკითხა, ქალს ბევრი არ უფიქრია, მაშინვე გაახსენდა მეგობარი, რომელიც იქვე ცხოვრობდა და ინჟინერი შვილი ჰყავდა. თავშალი მოიხსნა და თავად გაყვა მის სანახავად.
რამდენიმე ზარის შემდეგ კარი ხნიერმა ქალმა გააღო.
- ლილი, - გულზე ხელი მიიდო მან. - ხო მშვიდობაა, რა ხდება ქალო ამ უთენია, გიორგი ხომ არის კარგად?
- მშვიდობაა, მშვიდობა, დამშვიდდი შენ და შემომიშვი თუ ქალი ხარ, კაი ამბავზე ვარ მოსული, ერეკლე სახლშია?
- სახლშია სძინავს ჯერ მარა გავაღვიძებ თუ საჭიროა. მობრძანდით.
უმცროსი დადალაური სახის ფშვნეტით გამოვიდა ოთახიდან. შავი თმა სასაცილოდ აჩეჩვოდა, იქნებოდა ოცდახუთი-ოცდაექვსი წლის. მაგიდასთან ჩამოჯდა და შავი, ხშირი წარბების ქვეშიდან მწყრალად გამოხედა მისი სიმშვიდის დამარღვეველს. ნიტამ მხოლოდ ის აუხსნა რომ ინჟინერი სჭირდებოდა სრულ განკარგულებაში, ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით, რასაც ბიჭის უფრო მეტი უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა როგორც კი ნიტამ თანხა დაუსახელა წარბები მაღლა ასწია, შავი წვერი ხელის ჩამოსმით გაისწორა და გოგონას გაუღიმა.
ეს საკითხიც მოგვარდა, სახლში მისული დიდხანს ელოდა ენდის, ბოლოს ვეღარ მოითმინა და თვითონ დაურეკა.
- სერიოზულად? - უპასუხა ნამძინარევმა ხმამ.
- საქმე დილით კეთდება ბატონო ენდი, სად ხართ? რაღაც ვერ გხედავთ ჩემ კორპუსთან ვერსად.
- რომელი საათია ნიტა?
- ცხრა!
- მართლა ამბობ? - ხმის ცვალებადობის მიხედვით აშკარად საათს დახედა ენდიმ.
- არა, თქვენი ხმის გაგონება მომენატრა და გატყუებთ რომ არ მეჩხუბოთ.
- არა, არა, ამ პახმელიაზე შენი ხმა ნამეტანია. - ისე გათიშა ტელეფონი გოგონა ერთხანს გაოცებული უყურებდა ეკრანს.
- იდიოტი... უტაქტო! - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა. - თუმცა რაზე ვნერვიულობ? თუ გნებავთ სულაც ნუ მოხვალთ მისტერ უუჟმურესობავ, ახლა წავალ და საჩუქრებს ვიყიდი, ბევრ საჩუქრებს და ყველას დავურიგებ... ეკასაც დავურეკავ... ნეტავ როგორ არის?
რამდენიმე დღე ენდი არ გამოჩენილა, ნიტას თითქმის გადაავიწყდა კიდეც მისი არსებობა, მაღაზიიდან მაღაზიაში დადიოდა და რაც მოეწონებოდა ყველაფერს ყიდულობდა, სახლში ახალი ავეჯი და ტექნიკა შეიტანა, მეზობლებს საჩუქრები დაურიგა, ვინც რა სთხოვა ყველას დახმარებას შეჰპირდა, ეკაც მოიკითხა და ფული გაუგზავნა. აბაზანას წმენდდა როდესაც კარზე კაკუნი მოესმა, აწეულ თმაზე ბანტიანი ბენდენა შეისწორა, ხელები გადაიბანა და გაოფლილმა გამოაღო კარი.
- გამარჯობა. - ბექა იდგა ზღურბლთან და უღიმოდა.
- მოხდა რამე?
- რა უნდა მომხდარიყო, არ შეიძლება ისე რომ მოვიდე ხოლმე? - ჰკითხა გაღიზიანებულმა.
- არა.
- ნიტა გეყოფა ეს ბავშვობა!
- ბექა დავიღალე უკვე, რით ვერ გაიგე რომ არ გპატიობ?
- ოდესმე ხომ მაპატიებ?
- არა!
- ოო, ნიტა! - წარბშეკვრით ჩაუარა გოგონას ტუღუშმა და შესასვლელში გაჩერდა. - ეს რა არის?
- რა? - საჩხუბრად მომართულმა მიკეტა კარი და ოთახში შევიდა.
- ჩემ დახმარებაზე უარი თქვი და ენდისი ამდენად არ მოგერიდა რომ მთელი სახლი გააწყობინე? - ბექას სახე სიბრაზისგან დაემანჭა, ნიტამ ცოტა ხანს ვერაფერი თქვა, მერე უცებ ერთიანად წამოენთო და ბიჭს მაჯაში წვდა.
- ახლავე წაეთრიე აქედან, არ გესმის? ახლავე მოშორდი ჩემი სახლიდან! - დაეჯაჯგურა როცა ბექა არ გაინძრა და კარისკენ უბიძგა.
- რა თქმა უნდა, წავალ, რისთვის მოვედი, რას ველოდი შენგან? მე ერთი უბრალო წყენის გამო ფულის სესხებაზე მითხარი უარი და ამას შეხედეთ როგორ მოწყობილა, ხშირად მოდის აქ? იქნებ რჩება კიდეც? - ყვიროდა ტუღუში და ხელებს აქეთ-იქეთ იქნევდა.
- რა? შენ... შენ ტვინი სულ გამოგერეცხა? რაებს ბოდავ საერთოდ ვინ მოგცა ჩემთან ასე ლაპარაკის უფლება?
- უკვე იყავით ერთად? მიპასუხე, - მკლავებში ხელი ჩაავლო გოგონას და სახე სახესთან მიუტანა რომ თვალებში უკეთ ჩაეხედა. - უკვე იწექი ენდისთან?
ნიტას შეურაცხყოფისგან თვალები გაუფართოვდა. მარჯვენა ხელი გამოგლიჯა ბიჭს და მოწყვეტით დაარტყა სახეში.
- აბა კიდევ გაიმეორე რაც თქვი, მიდი გაიმეორე და გეფიცები აქედან ცოცხალი ვერ გამასწრებ, გაიმეორე!
- ნიტა... - ბექა თითქოს აზრზე მოვიდაო, ცალი ხელი შეუშვა გოგონას, მეორეთი სახე მოისრისა, უკან-უკან წავიდა და დივანზე ჩამოჯდა. ცოტა ხანს იჯდა თავდახრილი, შემდეგ დამნაშავის თვალებით ამოხედა და ამოიოხრა. - მაპატიე, სულელი ვარ... უბრალოდ... უბრალოდ ვერ ავიტანე ის დღე. შენ და ენდი... შენ და სხვა კაცი... შენ სხვასთან... ვერ წარმომიდგენია და ვერ დამიჯერებია ნიტა. არ მინდა გესმის? შენ ჩემი ნიტა ხარ, მარტო ჩემი და სხვას ვერ დავუთმობ შენ თავს!
- ისევ ბოდავ, როგორც ჩანს ის წლები არ გეყო ჩემს გასაცნობად, ადამიანზე ერთხელ თუ ამიცრუვდა გული ბექა, მორჩა, დამთავრებულია, სულ რომ მალდივები მიყიდო და ხელის გულზე მატარო ისე ვეღარ ვიქნები, როგორც ადრე ვიყავი შენთან.
- სხვანაირად იყავი მერე... მთავარია, რომ ჩემთან იქნები გესმის? ჩემთან და არა სხვასთან.
- ეჭვიანობ...
- ძალიან!
- მე ენდი მიყვარს ბექა და აღარაფერი ეშველება ამ ამბავს!
- გეყოფა ნიტა, გეყოფა! შეიძლება სულელი ვარ, მაგრამ ის მაინც ვიცი რომ ტყუი, მაშინაც ტყუოდი და ახლაც... შენ უბრალოდ მისმა... როგორ გითხრა, ფული და შესაძლებლობები მეც ბევრი მაქვს ნიტა... ჩემთან იყავი...
- მართლა რა სულელი ხარ... - ნაღვლიანად გაიღიმა გოგონამ. - წადი გთხოვ, აღარ მინდა შენი ნახვა.
- ნიტა...
- წა-დი!
- დაფიქრდი გთხოვ! - წამოდგა ბიჭი.
- ახლავე წადი თორემ მართლა თუ დავფიქრდი კარგს არაფერს მოვიფიქრებ იცოდე!
სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა რომ კიდევ შემოესმა კაკუნის ხმა. ჩქარი ნაბიჯებით წავიდა და კარზე გვერდით მიყრდნობილი ენდის დანახვაზე უსიამოვნების მოლოდინით სუნთქვა შეეკრა.
- გიპოვე! - კმაყოფილად ჩაიცინა ბიჭმა. - ცივი წყალი გექნება დეიდა, შენი თვალების ჭირიმე. - და სანამ ნიტა რამეს იტყოდა უკითხავად შეაბიჯა შესასვლელში და ოთახთან მისული გაჩერდა. - ბექა?
- მორჩა... ის დროა გავრბოდე... - ჩაილაპარაკა მოღლილი ხმით ნიტამ და კარი ზანტად მიკეტა.
- აქ რა გინდა? - ტუღუშისკენ წავიდა ბიჭი.
- აქეთ ვიყავი და ნიტას შემოვუარე. შენ რა გინდა აქ?
- მე და ნიტა რომ ერთად ვართ შეგახსენო კიდევ თუ როგორაა ეს საქმე?
- მაშინ ისიც უნდა იცოდე რომ ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს.
- ეჰ, ბექუშ, მასე რამდენს ვიცნობ იცი? მაგრამ ყველას სახლში კი არ ვაკითხავ.
- ვერ გავიგე არ შეიძლება რომ კლასელი მოვინახულო?
კლასელიო არა? მხოლოდ კლასელი და მეტი არაფერი. იქნებ მეგობარიც. ნიტას ტვინში სისხლი მოაწვა.
- რა თქმა უნდა, შეგიძლია, თუ ეს ნიტას სურს. რას იტყვი ძვირფასო?
ენდიმ ირონიულად გადმოხედა გოგონას. მან მხოლოდ ღრმად ჩაისუნთქა და ორივეს რიგრიგობით გადახედა.
- ძალიან ბევრი საქმე მაქვს და თუ რამე სერიოზული არ ხდება გთხოვთ რომ დამტოვოთ ჩემს სახლში მარტო!
- ხდება და მერე როგორ, ხვალიდან იწყებ მუშაობას და ადგილი უნდა დაგათვალიერებინო. ჩაიცვი მიდი და წავიდეთ. - სავარძლისკენ წავიდა ენდი, ფეხი-ფეხზე გადაიდო და გაიღიმა. - მანამდე წყალი რა ,,სოლნიშკა”.
- მაცივარშია ძვირფასო, ხომ იცი. მე წყალი უნდა გადავივლო და ჩავიცვა. - ორივე ბექას მიაჩერდნენ. უკმაყოფილოდ ჩაიცინა ტუღუშმა და წამოდგა.
- კარგად იყავით. თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე ნიტა.
- აუცილებლად. - გაიღიმა გოგონამ და სასწრაფოდ გააცილა.
- უყვარხარ არა? - მისაღებში მობრუნებულს თვალების ციმციმით ჰკითხა ენდიმ.
- რა სისულელეა...
- ასეა, ასე. მე ანა მიყვარს, ანას - ბექა, ბექას შენ და შენ... შენ ვინმე გიყვარს საერთოდ ნიტა?
- ოთხკუთხედი რომ არ იკვრება ფაქტია. - არ დააკლო ირონია გოგონამ და ოთახისკენ წავიდა.
- წყალი!
- ხომ გითხარი რომ მაცივარშია?
- მომიტანე მერე!
- მიდი და თვითონ აიღე. შენი მოსამსახურე კი არ ვარ.
- შენ ჩემთან მუშაობ, ჩემი ხელქვეითი ხარ!
- არანაირი ქვეითი არ ვარ, ინჟინერი ვარ და წყლის მოტანა სულ არ მევალება. - გამოსძახა უკვე ოთახიდან.
- ეს რანაირი სტუმარ-მასპინძლობაა, ქართველი არა ხარ? წყალს გთხოვ საჭმელის გაკეთებას კი არა.
- მა-ცი-ვარ-ში-ა! - პისახოცით ხელში გამოვიდა ოთახიდან. - ისღა მაკლია საჭმლის გაკეთება მომთხოვო. - და სანამ ენდი კიდევ იტყოდა რამეს აბაზანაში შეიკეტა.
ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ ენდის მოთმინება თანდათან ამოიწურა. კედლებზე სურათების თვალიერებას მიყვა. ყველგან ნიტა და მამამისი იყო გამოსახული, ერთგან კი ის ქალთან ერთად იყო, მაგრამ გოგონა არსად ჩანდა. უკეთ დააკვირდა ენდი და ვერანაირი მსგავსება მათსა და ნიტას შორის ვერ იპოვა. თითქოს გოგონა არც კი იყო მათი შვილი. საერთოდ არცერთს არ ჰგავდა.
- არ ჩამოყარო! - მოესმა უკნიდან.
- უბრალოდ ვუყურებ, რანაირად უნდა ჩამოვყარო? - გაღიზიანდა მამაკაცი.
- მზერით.
- რა მზერით?
- შენი განმგმირავი მზერით. - დასცინა გოგონამ. ენდიმ წარბის აწევით შეათვალიერა პირსახოცშემოხვეული გოგონა რომელიც თმას იმშრალებდა და სახეზე ღიმილი შეეპარა. ნიტამ ახლახანს გააანალიზა სიტუაცია და ოთახისკენ წავიდა.
- ნიტა! - დაიყვირა უცებ ენდიმ.
- რა მოხდა?
- არ გაინძრე, ზურგზე დიდი ხოჭო გაზის.
- მატყუებ, ვერაფერს ვგრძნობ!
- პირსახოცზე ზის რანაირად იგრძნობ? - ნიტამ ისე დაიკივლა ენდიმ ყურებზე აიფარა ხელი.
- გაგიჟდი?
- მომაშორე, მომაშორე ენდი! - ყვიროდა გოგონა და აქეთ-იქით დარბოდა.
- ერთ ადგილას თუ გაჩერდები ვცდი მაინც! - შეუბღვირა ბიჭმა.
- მომაშორე, მომაშორე, ზურგზე ამოვა და თმაში შემიძვრება ენდი ჩქარა მომაშორე! - კიოდა გოგონა და სირბილს არ წყვეტდა.
- გაჩერდი! - როგორც იქნა დაიჭირა ბიჭმა და მკლავებში ჩაჰკიდა ხელი.
- პირდაპირ ფანჯრიდან ისროლე გესმის? ენდი ჩქარა თმაში თუ შემიძვრა ვეღარ ამოვიცლი! -
- წყნარად თორემ დაფრთხვება! აი ასე, ნელა. - ბიჭმა ხელები შემოხვია და ყურთან ტუჩები ძალიან ახლოს მიუტანა.
- ენდი...
- ჩშშშშ...
- გთხოვ ჩქარა...
- ,,შუტკაა!” - ჩასძახა უცებ ყურში.
- რა? - ნიტა გაოცებული მოშორდა ბიჭს და შემდეგ თვალები ერთიანად გაუწითლდა.
- მე მეგონა პირსახოცს გაიძრობდი და ისე ირბენდი, სამწუხაროა, არ გაამართლა. - დანანებით ჩაიქნია ხელი ენდიმ.
- შე მანიაკო! - ორივე ხელი ასწია და მუშტები მთელი ძალით ჩაარტყა მკერდში. - შე არანორმალურო, ფსიქოფატო. ახლავე გაეთრიე აქედან, მოშორდი, მეტად აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა!
- გეყოფა, გეყოფა მეტკინა! ღმერთო რა ველურია, შეხედავ ადამიანი წყნარი ჩანს.
- ახლავე მოშორდი თქო ვერ გაიგე? წადი ჩქარა!
- დაგავიწყდა რისთვის გელოდე ამდენ ხანს?
- არ მაინტერესებს! - მომუშტული ხელი მაღლა ასწია ნიტამ, მეორეთი პირსახოცს იჭერდა. - სამამდე ვითვლი, თუ არ წახვალ გეფიცები სულ პოლისჯოხით გაგაგდებ. ერთი...
- მივდივარ, მივდივარ, ეს რა გოგოა... - კარისკენ წავიდა წყენით. - საერთოდ ხარ კი გოგო? - მოუტრიალდა უცებ.
- ორი...
- გოგო კი არა თხა ხარ, ჯიუტი თხა! - მოწყვეტით გამოხსნა კარი და ხმაურით მოაჯახუნა. - სამი! - დაიყვირა იქიდან.
- კრეტინი... - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა. უკან ფრთხილად გააპარა თვალი და პირსახოცი შეიხსნა. - მართლა მომატყუა, ბოშასგან მეტს რას ველი. არაუშავს, გასწავლი ჭკუას.
ბევრი ფიქრის შემდეგ ნიტამ გადაწყვიტა რომ ენდი აღარ დაბრუნდებოდა და სანამ ცათამბჯენი აშენდებოდა რამე საქმე უნდა წამოეწყო ამ ფულით რომ უაზროდ არ შემოფლანგვოდა. რამდენიმე დღე დასჭირდა რომ ფართი ექირავა და კომპანია დაერეგისტრირებინა. ეს უნდა ყოფილიყო დაახლოებით ისეთივე პროექტების სააგენტო, როგორშიც თავად მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ნიტას რაღაც უფრო განსხვავებული და კრეატიული უნდოდა. ამიტომ სასწრაფოდ მოიძია საჭირო ხალხი და ინტერნეტში ვაკანსიები გამოაქვეყნა. მას სჭირდებოდა ახალგაზრდა ხელოვანთა და პროექტორთა ჯგუფი, რომლებიც ერთად თუ ცალ-ცალკე იმუშავებდნენ და პრაქტიკულ შენობებთან ერთად მათთვის საუკეთესო ფასადებს შექმნიდნენ.
გასაუბრება პირადად ჩაატარა, უკვე ძალიან იყო დაღლილი როცა შემდეგი კანდიდატი შემოვიდა. მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილი იყო წამოწოლილი და არც შეუხედავს შემომსვლელისთვის ისე თქვა.
- დაბრძანდით. - კანდიდატი დაჯდა.
- სივი გაქვთ?
- არა. - იყო ნაცნობი ხმა. იმდენად ნაცნობი რომ ნიტა შეკრთა. ძალიან ნელა ასწია თავი და ენდის დანახვაზე წარბები ისე შეკრა ბიჭმა მაშინვე ხელები ასწია. - დასაზავებლად მოვედი და გთხოვ ქვეყანა არ შეყარო.
- ასეთი თავხედი როგორ ხარ?
- დამიჯერე მეც არ ვაპირებდი შენ ნახვას და საერთოდ, სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობ, მაგრამ ჩემს ანას დაბადებისდღე აქვს.
- ვინ ანას?
- ანა, არ გახსოვს რესტორნიდან?
- მერე ეგ შენი როდიდან გახდა? - გაიღიმა გოგონამ.
- ანა სულ ჩემი იყო და ჩემი იქნება!
- კარგი რა, არ უყვარხარ, დაგავიწყდა? ანას - ნექა, ბექას - მე.
- ენდიმ ნიტა შე-ჭა-მა! - დაასრულა ბიჭმა ბრაზით და გოგონამ გულიანად გაიცინა. ენდი უცებ დასერიოზულდა და რამდენიმე წამით მიაშტერდა.
- რას მომაჩერდი?
- იცი, ლაპარაკი რომ არ შეგეძლოს შეიძლება მართლა შემყვარებოდი. - იმდენად გულწრფელად თქვა ეს სიტყვები რომ ნიტას სახე მოეღრიცა. მერე ისევ ჩვეული სახით შეკრა წარბები.
- და მაგ ანას რომ დაბადებისდღე აქვს მე რა შუაში ვარ, არ მითხრა რომ ბეჭედი გაქვს საყიდელი და ჩემი ქალური თვალი გჭირდება.
- შენი?
- ხო.
- ქალური? - ამჯერად ენდიმ დასცინა. - შენ ქალური მარტო ფორმები გაქვს.
- მეჩვენება თუ დღეს კომპლიმენტებს მეუბნები?
- გეჩვენება.
- თუ ბეჭდის არჩევა არა, აბა რა გინდა, ჩემთან რას გამოვარდი?
- დაგავიწყდა რომ მე და შენ ერთად ვართ?
- მერე რა, მე სულ არ მაინტერესებს ეგ შენი ანი რას იფიქრებს თუ არ წამოვალ.
- არც ბექას აზრი გაინტერესებს? ისიც იქ იქნება.
- სხვათაშორის უკვე ძალიან მომწყინდა ეს არაპროპორციული ოთხკუთხედი და მგონი დროა დავშორდეთ, ვითომ ვიჩხუბეთ რამეზე და მორჩა.
- მაინც რაზე?
- რა ვიცი ათას წვრილმანზე ჩხუბობს ხალხი. მაგალითად შენ ჩემი კაბის სიგრძე არ მოგეწონა და მეჩხუბე. მერე მე თავი გაგიტეხე და საავადმყოფოში იწექი, ახლა გეხვეწები შემირიგდი თქო და აღარ მირიგდები.
- მე უკეთესი ვარიანტი მაქვს. ბექას ძალიან მოეწონება.
- აბა მიდი, იბრძნე.
- ვეტყვი რომ მის გამო დამშორდი, რომ ისევ გიყვარს და ჩემთან ურთიერთობას ვერ ახერხებ.
- ფანტაზია - ნული! როდის აქვს დაბადებისდღე?
- ამ საღამოს.
- უუუფ რა... როგორ მძულს ასეთი დღეები. იჯექი, უსმინე და უღიმე... ენდი ვითომ ცუდად ვარ...
- არა მეთქი, წამოხვალ და მორჩეს ამაზე ლაპარაკი.
- კარგი მაშინ ანეგდოტს მოგიყვები.
- არა!
- მაშინ არ მოვდივარ და რაც გინდა ის ქენი.
- მოყევი. - თვალები აატრიალა ენდიმ და სკამის საზურგეს გადაჯვარედინებული ხელებით მიეყრდნო.
- ბოშა შვილი ეუბნება მამას: მამა მე ბოშა ვარ თუ ებრაელი-ო. რა თქმა უნდა, ბოშა, რატომ მეკითხები-ო? - მსახიობურად გაშალა ხელები ნიტამ. - ჩვენი მეზობელი ბიჭი ველოსიპედს ყიდის და ვერ გამიგია ვევაჭრო თუ მოვპარო-ო. - სიცილისგან გადაყირავდა გოგონა. ენდიმ წარბები ასწია.
- მორჩა?
- ებრაელი ვაჭრობის პონტში, ბოშა მოპარვის გამო, ვერ მიხვდი? - იცინოდა ისევ ნიტა.
- დროზე დაამთავრე ეს გასაუბრება და წადი სახლში მოემზადე. მემგონი ძაან გადაიღალე. - წამოდგა ბიჭი და კარისკენ წავიდა.
- საერთოდ ოდესმე იცინი?
- მაგ რაღაცაზე მარტო ტირილი შემიძლია ნიტა. დანარჩენებს მე ვეტყვი რომ ხვალ მოვიდნენ.
- ასე იყოს, მისტერ უუჟმურესობავ.
- რა დამიძახე?
- მე არაფერი მითქვამს...
- ანეგდოტები არ გავიგო იქ იცოდე! - დაუქნია თითი პატარა ბავშვივით და კარში გავიდა.
საღამო იყო ენდის მანქანის კარი ნიტამ რომ გამოაღო. ამ დროს ტელეფონზე ლაპარაკობდა. წამით გადმოხედა გოგონას და ლაპარაკი შეწყვიტა. ნიტამ მხოლოდ გაუღიმა და ხელი დაუქნია.
- კი, კი გისმენ. მერე დაგირეკავ. ეს რა გაცვია? - მოუბრუნდა როცა აპარატი გათიშა.
- სარაფანი, რა მოხდა?
- სეზონის გიჟი ხარ? გაიყინები.
- რას გავიყინები ეთბილება.
- ტერასაზე იხდის, რანაირად ეთბილება?
- ხოდა შენ პიჯაკს მათხოვებ და მამაკაცური, ჯენტლმენური ჟესტი გამოგივა. - არ გაიტეხა თავისი გოგონამ.
- ახლავე ადი და თბილად ჩაიცვი!
- ნუ მბრძანებლობ!
- არ ვმბრძანებლობ!
- შენ რა გადარდებს?
- ჩემი პიჯაკის თხოვებას არ ვაპირებ.
- ღმერთო რა ბავშვია...
- მე ვარ ბავშვი?
- ხო, პატარა, განებივრებული ბავშვი.
- ახლავე გაჩვენებ როგორი ბავშვი ვარ! - მანქანის კარი გააღო ენდიმ და ნიტას მხარეს შემოუარა.
- რას აკეთებ? - აკივლდა გოგონა როცა ენდი წელზე სწვდა და მხრებზე გადაიგდო ნიტა. - ენდი შენ ხომ არ გაგიჟდი დამსვი!
- ბავშვი ვარ არა? ვინ-ვის ეუბნება, ოცდაცხრა წლის ბიჭს თვრამეტი წლის ლაწირაკი. სასაცილოა.
- ოცის ვარ შე ველურო, დამსვი!
- წყნარად იყავი თორემ სულ მანდ დარჩები იცოდე.
- როგორ მძულხარ ნეტავ იცოდე, რა ჯანდაბა მინდოდა, რატომ აგყევი ამ სულელურ თამაშში.
- ალბათ ჩემთან ახლოს ყოფნა გინდოდა. - გაეცინა ენდის.
- მე მინდოდა შენთან? შენთან ყოფნა ჭოტსაც არ მოუნდება. აუტანელი, უგულო რამე ხარ!
- მოვედით. - სახლის კართან დაატრიალა ენდიმ. - გასაღები სად გაქვს?
- ჩამომსვი, თვითონ გავაღებ!
- შენ სანდო არ ხარ.
- გეყოფა ენდი ხომ არ გავიქცევი და ჩავხტები მანქანაში, ჩამომსვი!
- გამორიცხული არაა, მაგრამ, კარგი. იცოდე თუ გაიქცევი ძაან ცუდად დაამთავრებ.
- დამსვი!
ტერასაზე ჩხუბით ავიდნენ, მაგრამ როგორც კი ხალხი დაინახეს შეთქმულებივით გაჩუმდნენ. ენდიმ ხელი-ხელში ჩაავლო და წინ წავიდა. ნიტაც მიყვებოდა, რატომღაც თავისი თითების დანახვას ცდილობდა ბიჭს რომ დიდ მუშტში მთლიანად მოექცია.
- აი იუბილარიც. - გაუღიმა ენდიმ ანას და წელზე ხელისმოხვევით გადაკოცნა. - ეს ჩვენგან.
- მადლობა ენდი.
- გილოცავ. - უბრალოდ გაუღიმა ნიტამ.
- მეგონა მარტო მოხვიდოდი. - ენდის გადახედა ანამ.
- ხომ ხედავ, ნიტას დატოვება წამით აღარ მინდა.
- ანუ მოსალოცად გაქვთ უკვე საქმე?
- ხო, რატომაც არა. რაღას ველოდოთ, არა ,,სოლნიშკა”? - ნიტას გადმოხედა ბიჭმა. ნაძალადევად აკრული ღიმილიც კი გაუქრა სახიდან გოგონას და ენდის ხელი როგორც შეეძლო ისე მაგრად მოუჭირა.
რესტორანში ანამ თავიდანვე შეამჩნია ბექას და ნიტას დაძაბული ურთიერთობა, ნელ-ნელა იმასაც მიხვდა რატომ გაურბოდა ბიჭი და რაზე ფიქრობდა ხშირად, როცა მისი თქმით ,,ამ სამყაროს ეთიშებოდა”. ამიტომ მაშინვე გადახედა ხალხს და როგორც კი ბექა შეამჩნია ხელი დაუქნია.
- გესმის ძვირფასო? მალე ქორწილი იქნება. - აღტაცებით შემოკრა ტაში და ბიჭის რეაქციას დააკვირდა. ბექამ ჯერ გაფითრებულ ნიტას გადახედა. შემდეგ ირონიულად მომღიმარ ენდის და წარბები შეკრა.
- რა ქორწილი?
- ენდის და ნიტას ქორწილი. რა მაგარი იქნება არა? სულ მაინტერესებდა ენდი საკურთხეველთან და აჰა, დადგა! - ხელები მაღლა აღაპყრო ანამ თითქოს უკვე ეკლესიაში იდგა წყვილი და ჯვარს იწერდა. ენდიმ წელზე ხელი შემოხვია ნიტას და გვერდზე აიკრა.
- უკვე ერთი სული მაქვს. - ღიმილით ჩახედა თვალებში ნიტას, შემდეგ კი მზერა მის ტუჩებზე გადაიტანა. გოგონა თითქოს სიზმარში იყო, თან ისეთ სიზმარში ხმას რომ ვერ იღებ და ვერც გარბიხარ. უბრალოდ იდგა და დაბნეული უყურებდა ხან ენდის, ხან მოქუფრულ ბექას. ბოლოს მოახერხა გაღიმება და ხმადაბლა დაიჩურჩულა.
- საპირფაეშოში გავალ...
დანარჩენი აღარაფერი გაუგია, მისი ტვინი წარმოსახვითი ენდის დანაკუწებით იყო გართული, იქვე ანაც ზედ მიაყოლა და ფიქრების გასაფანტად სახეზე ცივი წყალი შეისხა. თავი რომ ასწია დაიკივლა.
- შემაშინე, აქ რა გინდა?
- მართალია? - თავს ძლივს იკავებდა ბექა.
- კითხვა არ იცი? ეს ქალების საპირფარეშოა, ქალების, თუ ნიშანსაც ვერ ცნობ?
- მართალია თუ არა ნიტა?!
- რა თქმა უნდა, მართალია. შენ მგონი მართლა სულ გამოგერეცხა ეგ თავი, გასაგებად არ გითხარი რომ ენდი მიყვარს? ხოდა მივყვები ცოლად!
- ტყუი, საშინლად ტყუი! ვერ ხვდები რომ არ გიყვარს? თუ... მოიცა შენ ჩემს გასამწარებლად აკეთებ ამას არა? იმიტომ მიყვები რომ გინდა ამით დამსაჯო!
- შენთან ლაპარაკი აღარ მინდა. - გვერდის ავლა სცადა ნიტამ მაგრამ ტუღუშმა მკლავზე ხელი წაავლო და კედელთან მიიმწყვდია. - გაგიჟდი?
- შენ მე გიყვარვარ ნიტა, მე!
- გამიშვი!
- გაგიშვებ თუ ენდის უარს ეტყვი.
- გეყოფა ეს სისულელე ბექა გამიშვი თქო, საიდან მოიტანე რომ შენ შეიძლება მიყვარდე და არა ენდი?
- შევამოწმოთ? - აღარაფრის თქმა აღარ დააცადა გოგონას, ხელები თმაში შეუცურა, მთელი სხეულით მიაკრა კედელს და ტუჩებზე დასწვდა. ნიტამ თვალები დააჭყიტა და ორივე ხელით მკლავებში ჩააფრინდა, ვერაფრით შეძლო მისი მოცილება.
წლების ნაგროვები სურვილით და მონატრებით კოცნიდა ტუღუში. მისთვის აღარ ჰქონდა მნიშვნელობა ძლიერ მკლავებზე ჩაფრენილი ნიტას წინააღმდეგობას, არც ის ადარდებდა სად იყვნენ და არც ის, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება შემოსულიყო ენდი. მთელი გრძნობა ჩააქსოვა რამდენიმე წამიან კოცნაში, არ ემეტებოდა გასაშვებად გოგონა, მაგრამ მაინც ნელა მოაცილა სახე და თვალებში ჩახედა. სასიამოვნო შეგრძნება რომელიც კოცნისას დაეუფლა მაშინვე გაუქრო ნიტას სახემ. აწყლიანებული თვალებით შეჰყურებდა ბიჭს და ბრაზისგან ღრმად სუნთქავდა.
- აბა, დარწმუნდი? - ძლივს მოაბა თავი ორ სიტყვას და მოწოლილი ცრემლები გადაყლაპა.
- ნიტა...
- ხო, ნამდვილად, შენ ნამდვილად სულელი ხარ...
იქვე დადებულ ტელეფონს დასწვდა გოგონა და კარი გაცოფებულმა გამოგლიჯა. ტერასაზე უფრო მეტ ხალხს მოეყარა თავი. ანას გვერდით მდგომი ენდის თვალებს გადააწყდა, რომელმაც ნიტას დანახვაზე გაოცებით შეკრა წარბები. მაშინვე დაიწყო გასასვლელის ძებნა და იქით წავიდა. ლიფტი უცებ გამოიძახა, საბედნიეროდ მალე მოვიდა. უკნიდან ენდის ხმა მოესმა მაგრამ ერთი წამით არ დაუცდია. სწრაფად შევიდა შიგნით და ღილაკს თითი დააჭირა. ბიჭს უკან ბექაც მოყვა და ნიტას კვლავ აუწყლიანდა თვალები.
- რა მოხდა? - ბექას მიუტრიალდა ენდი როცა ცხვირწინ დაეკეტა ლიფტი.
- არაფერი. - შეტრიალდა ტუღუში.
- როგორ არაფერი? გაუფრთხილებლად ესე პროსტა წავიდა და თვალებიც უბრალოდ ჰქონდა აწყლიანებული?
- შემეშვი.
- რა მოხდა? - ამჯერად ანა მოუახლოვდა ბიჭებს. ენდიმ რამდენიმე წამს შეკრა მუშტები, შემდეგ ნიტა გაახსენდა და კიბეს სირბილით დაუყვა.
- არაფერიც არ მოხდა.
- მითხარი ბექა, რატომ წავიდნენ?
- ანა მოდი შევწყვიტოთ რა ეს უაზრობა. - ამოიოხრა ბიჭმა და იქვე მდგარ პუფზე ჩამოჯდა.
- ვერ ვხვდები?
- ხომ გინდოდა ენდის გამწარება? ხოდა ნახე რა მოხდა? ამ თამაშში სულ დაკარგე და ნიტა შეუყვარდა!
- მე შენთან კარგად ვგრძნობ თავს. - თავი ჩახარა გოგონამ.
- მესმის, მაგრამ შენც ხომ ხვდები რომ არაფერი გამოგვივა? უკვე საკმარისად გააბრაზე ენდი, ხოდა ახლა მიდი და დაიბრუნე.
- შენ ის ნიტა გიყვარს არა? - თვალები ზიზღით მოჭუტა გოგონამ.
- შენ ენდის დაიბრუნებ, მე ნიტას... თორემ მართლა რომ დაქორწინდნენ... - ბექამ ვერ მოიფიქრა რას გააკეთებდა და სასოწარკვეთილმა გაშალა ხელები.
- მე ენდი არ მჭირდება!
- გჭირდება, რომ დაიბრუნებ მერე მიხვდები რომ ძალიანაც გჭირდება! - ხმას აუმაღლა ბიჭმა.
- და აუცილებელი იყო ეს ლაპარაკი ჩემს დაბადებისდღეზე არა? - თვალები აემღვრა ანას. - აღარ დარჩე, არც შენ მჭირდები... შეგიძლია ახლავე წახვიდე იმ შენს ნიტასთან!


ენდის რამდენიმე ზარს არ უპასუხა, ბოლოს სულ გაუთიშა ხმა ტელეფონს და დივანზე დაწოლილმა თვალები ჭერს მიაპყრო. ეს კოცნა წინებს საერთოდ არ ჰგავდა, გრძნობა, რომელიც ბექას შეხებისას ეუფლებოდა საერთოდ გამქრალიყო ნიტას სხეულიდან. ბექა რომ მოსცილდა სწორედ ამას განიცდიდა, ამას გლოვობდა, ადამიანი რომელიც მთელი ახალგაზრდობა უყვარდა, კოცნიდა, ის კი ვერაფერს გრძნობდა. არანაირი ჟრუანტელი, არანაირი ადგილზე გაყინვა. ეტკინა ნიტას, კიდევ ერთი ადამიანის სამუდამოდ დაკარგვა ეტკინა გულიდან. შეუცნობლად დახუჭა თვალები და ის იყო ძილში წავიდა რომ კარის ბრახუნმა შეაკრთო. ოთახს თვალი მოავლო, იქვე დადგმულ ლარნაკს ხელი წამოავლო და კარისკენ წავიდა. დარწმუნებული იყო რომ ბექა იქნებოდა და აწეული ხელი ჰაერში გაუშეშდა მის მაგივრად ზღურბლზე მდგარი, სახეშეშლილი ენდი რომ დაინახა. საყვავილის დანახვაზე დაიბნა და ოდნავ უკან გაიწია.
- რას აკეთებ ნიტა?
- სხვა მეგონე. - მაშინვე დაუშვა ხელი გოგონამ.
- შენ სულ გააფრინე არა? რატომ წამოხვედი? - შედარებით დამშვიდებული შევიდა ოთახში და დივნისკენ წავიდა.
- აღარ მინდოდა ამ სპექტაკლის გაგრძელება. - ნიტას უცებ გაახსენდა ქორწილის თემები და გაცოფებული დაადგა ბიჭს თავს. - მე გავგიჟდი თუ შენ, ა? საერთოდ ნორმალური ხარ მაინც? რა ქორწილი, რის ჯვრისწერა, ხვდები მაინც რა სისულელეები თქვი?
- ლაპარაკმა მოიტანა, დამშვიდდი და დადე ეგ ვაზა!
- არა მაინც რას ფიქრობ, როგორი იქნება გაგრძელება? თუ მართლა გავმართოთ ქორწილი?
- რატომაც არა?
- ენდი შენ მგონი ვერ ხვდები.
- ყველაფერს კარგად ვხვდები, რა მოხდა, დედა შენ არ გყავს, მამა და ნათესავები, რამდენიმე თვე ვიქორწინებთ და გავშორდებით მერე მართლა ცოლად კი არ მინდიხარ!
ისე უბრალოდ თქვა ენდიმ ეს სიტყვები ნიტას ყველა შინაგანი ორგანო ერთდროულად აეწვა.
- მართალი ხარ, ვისაც არავინ აღარ ჰყავს რა უნდა იმის გამოყენებას...
- მე ეგ არ მითქვამს... - ენდიმ ახლაღა გააანალიზა რაც თქვა და თავი უხერხულად იგრძნო.
- ძაან მეძინება, კარი იქეთაა. - ლარნაკი დადო გოგონამ და საძინებლისკენ წავიდა.
- ნიტა ამის თქმა სულაც არ მინდოდა...
- აღარ აქვს მნიშვნელობა. აღარ მაინტერესებს არც შენი და არც ბექას აზრი, სპექტაკლი ასე სრულდება, მე ორივესგან მივდივარ და ჩემთვის მარტო ვცხოვრობ როგორც აქამდე, აღარ მინდა შენი ნახვა და მიბრძანდი თუ შეიძლება. თამაში დასრულდა!
- ნიტა...
- წადი, დამანებე თავი, არ გესმის?
- არსად არ წავალ, აქ ვიჯდები სანამ ნორმალურად არ დავილაპარაკებთ სულ რომ ეს ვაზა თავში ჩამარტყა!
- არ მინდა შენთან ლაპარაკი.
- მე მინდა!
- რაზე?
- ყველაფერი ძალიან კარგად მიდის და არ მოგცემ უფლებას ახლა წასვლისა!
- რა ეგოისტი ხარ, ჩემზე არ ფიქრობ? მე როგორ მიმდის ყველაფერი ის ფეხებზე გკ*დია არა? მთავარია შენი სურვილები ასრულდეს, რას დაეძებ მე ცუდად ვარ თუ კარგად!
- ასეთი რა გითხრა ბექამ მე მაგის დედას შ****ი ა?
- სულ ერთია, მე ამ თამაშში აღარ აგყვები.
- ჩემთან ურთიერთობა მაინც მოგიწევს, დაგავიწყდა? ჩემი სახლი გაქვს ასაშენებელი.
- სხვას ააშენებინე.
- კონტრაქტი შენთან გავაფორმე და შენ ააშენებ. მორჩა მეტს აღარ გადავდებ. ხვალ ცხრაზე მოვალ და მზად დამხვდი.
- როგორ დამღალე! - მიაძახა უკვე გასულს.
- ჯერ სად ხარ. - გაიღიმა ბიჭმა და კარი ფრთხილად მიკეტა.
დილის ცხრაზე უკვე მზად იყო, ენდიმ დათქმულ დროს წამითაც არ გადააცილა.
- როგორ ხარ? - ჰკითხა და ძრავა ჩართო.
- კარგად. პირდაპირ გადი, ჩემი ასისტენტიც უნდა წამოვიყვანო.
- ვინ ასისტენტი? - ენდიმ მოქუფრულმა დაძრა მანქანა.
- შენ დაგავიწყდა რომ მე ათასი საქმე მაქვს ჩემ სააგენტოში? ასისტენტი ავიყვანე რომ როცა მე არ ვიქნები მან მისცეს მშენებლებს დავალებები. გუშინ დავურეკე და გველოდება.
- იმედია ვინმე სულელი არ არის!
- სულელები გუშინ დავტოვე წარსულში. იმ კორპუსთან მიდი. აი ის არის, სპორტულები რომ აცვია.
- ცოტა ხო არ ტეხავს ბიჭი რომაა და თან ასეთ ზმანზე რომ მოდის პირველივე დღეს?
- ბიჭი რომაა რა პრობლემაა?
- მეგონა შენი ასისტენტი გოგო იქნებოდა.
- არასწირად გეგონა. ან ზმანს რას ერჩი, პიჯაკი უნდა ჩაეცვა მშენებლობაზე? - ბიჭს პასუხი აღარ დასცალდა. ნიტამ მინა დაუშვა და ერეკლეს გაუღიმა.
- გამარჯობა. - თქვა ბიჭმა როგორც კი მანქანაში მოთავსდა. ენდიმ მხოლოდ სარკეში გახედა და თავი დაუქნია.
- როგორ ხარ ერეკლე? - გამხიარულდა უცებ ნიტა, რასაც ენდის უკმაყოფილო გამოხედვა მოყვა.
- კარგად, მადლობ, თავად?
- მშვენივრად, შესანიშნავი დილაა, როგორც იქნა გამოდის ამინდები.
- ხო, ნასესხებმა ჩაიარა.
- რამ? - გაუკვირდა ენდის.
- მარტმა რომ ისესხა. - აუხსნა ნიტამ.
- რა ისესხა ვერ გავიგე...
- არ იცი? - ისე გაოცდა ნიტა თითქოს ორჯერ-ორი ვერ გამოიცნო ენდიმ. - აპრილი რომ დადგა მეცხვარეს გაუხარდა, ასე თქვა: წავიდა მარტი-მურტიო, ვერ დამაკლო ბატკნის ყურიო. ხოდა გაბრაზდა ეს ჩვენი მარტი და აპრილისგან ისესხა სამი დღე, თოთხმეტი, თხუთმეტი და თექვსმეტი.
- მერე?
- მერე აპრილის ეს სამი დღე ძირითადად ყოველთვის ცივია, ზოგჯერ თოვლიც მოსულა და ნასესხები დღეები ჰქვია.
- რა სისულელეა.
- რა არის სისულელე?
- ეგ ამბავი!
- ამბავი გაპიროვნებულია. თუ ამის განმარტებაც არ იცი მორჩა, აღარაფერს აგიხსნი.
- დავიღალე შენი უაზრო ანეგდოტებით და ამბებით. არ შეგიძლია რომ ჩუმად იჯდე?
- არა, ძალიან მეშინია არ შეგიყვარდე! - ნიშნის მოგებით ჩაიცინა გოგონამ და ცხვირი ამაყად ასწია მაღლა.
- სწორად იქცევი რომ გეშინია! - თითქოს თავისთვის თქვაო ენდიმ, უკანა ხედვის სარკეში გაიხედა, ერეკლე ღიმილნარევი სახით უსმენდა წყვილს და ფანჯარაში იყურებოდა.
- ანუ? - ვეღარ მოითმინა ნიტამ და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეეკრა.
- ანუ რა?
- რაც თქვი ის განმიმარტე.
- რაც ვთქვი, ვთქვი. განმარტება რათ უნდა მაგას. რომ მდომოდა სხვანაირად თქმა ვიტყოდი.
- უჟმური. - ფანჯარაში გაიხედა ნიტამ.
- რას მეძახი?
- ჩემთვის ვთქვი.
- არა, რაც გაგიცანი რაღაცას მეძახი!
- დავასრულე შენთან დიალოგი.
ენდიმ ბრაზით გააქნია თავი და ისევ ერეკლეს გახედა. ბიჭი თავისთვის იღიმოდა. ენდისაც გაეცინა. აღარაფერი უთქვამთ. მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილას და ნელ-ნელა ყველაფერი დაგეგმეს. ერეკლე უკვე დაღლილი უსმენდა ნიტას და ენდის კამათს, რომელებიც ყველა სიტყვაზე ეკიდებოდნენ ერთმანეთს, და უკვე მოთმინება ეწურებოდა.
- ათი-თორმეტი მშენებელი ყველაზე კარგი იქნება. - ჩაურთო წყვილს. - სწრაფად იმუშავებენ.
- ჩემთვის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია პროფესიონალები იყვნენ და ხარისხიანად გააკეთონ საქმე. - თქვა ენდიმ.
- ნიტა მე ვიცი კარგი ბრიგადა, თუ შენ სხვა ვარიანტი არ გაქვს დავურეკავ, სცალიათ თუ არა.
- კი, კი. დაურეკე, ხვალვე ჯობს რომ დაიწყონ.
- ხვალვე არ გამოვა, პროექტი უნდა ნახონ, მასალები უნდა ვიყიდოთ.
- ხო, რა თქმა უნდა... - უხერხულად გაიღიმა ნიტამ. - მეც ეგ ვთქვი, ანუ ხვალვე დაიწყონ ორგანიზება თქო.
- თუ შენ არ გცალია მასალებს მე ავარჩევ. - ერეკლე თავიდანვე იყო საქმის კურსში რომ ნიტამ არაფერი იცოდა და იმიტომ დაიქირავა რომ ენდის ვერ შეეტყო ამის შესახებ. ამიტომ ფრთხილად სთავაზობდა ყველაფრის საკუთარ თავზე აღებას.
- შენ გაიხარე ერეკლე. - ამოისუნთქა გოგონამ. - მე იმდენი საქმე მაქვს სააგენტოში, მასალებზე სიარული დიდ დროს წამართმევს.
- კარგი, დავრეკავ და მოვალ.
ერეკლეს ნაცნობი მშენებლები უყოყმანოდ დათანხმდნენ და შემდეგი დღისთვის შეუთანხმდნენ. ნიტა ყველაფრის საქმის კურსში იყო, თითოეულ დეტალს აკვირდებოდა, ერეკლე მშვიდად უხსნიდა რას რატომ აკეთებდა, რა უფრო სჯობდა და გოგონაც გულმოდგინედ სწავლობდა. იმდენად გაიტაცა ამ საქმემ რომ სააგენტოში გვიან ღამემდე არ მიდიოდა. ენდი იშვიათად სტუმრობდა. ბექაც იმ დღის მერე აღარ გამოჩენილა. გარკვეულწილად ყველაფერი დამშვიდდა და დალაგდა. უბრალოდ იყო ერთი რამ, ნიტას გონებაში ორი სახე გაჩნდა...скачать dle 11.3




№1  offline წევრი ablabudaa

აუუ რა კარგი იყო, თან დიდი მსუყე თავი, ვერ ვხვდევი ნიტას თავში რა ხდება, ბექა მართლა დაივიწყა? ენდი რაღაც სხვანაირად აჟღურტულდა, ეს ანა არ მომწონს ძალიან, მოკლედ ველი ველი გაგრძელებას. <3

 



№2  offline წევრი დარინა

მიყვარს ამათი კამათი უკვეეე ისე დასცხებენ მათთან ერთად თუ ვინმეა იმასაც ვერ ამჩნევენ, ნიტას ანეგდოტებზე ენდის თუ არა მე მე მეცუნებააა, მომწონს ესენი ერთად ისეთი გიჟები არიან ყველაფერს აფერადებენ.

 



№3  offline წევრი Marry Amm

ablabudaa
აუუ რა კარგი იყო, თან დიდი მსუყე თავი, ვერ ვხვდევი ნიტას თავში რა ხდება, ბექა მართლა დაივიწყა? ენდი რაღაც სხვანაირად აჟღურტულდა, ეს ანა არ მომწონს ძალიან, მოკლედ ველი ველი გაგრძელებას. <3

დილას პოზიტიურად ვიწყებ ასეთი კომენტარების გამო და უღრმესი მადლობა თქვენ <3

დარინა
მიყვარს ამათი კამათი უკვეეე ისე დასცხებენ მათთან ერთად თუ ვინმეა იმასაც ვერ ამჩნევენ, ნიტას ანეგდოტებზე ენდის თუ არა მე მე მეცუნებააა, მომწონს ესენი ერთად ისეთი გიჟები არიან ყველაფერს აფერადებენ.

ხოო აი სათაური სწორად გაიგე, დარინა. ასეთი წყვილი მინდოდა, ფერადი <3

 



№4  offline წევრი თუთა პირველი

Beqa beqa da kidev ertxel beqa, ogond cota endis sijiute da sheupovroba daumate da bichi ver ajobebs. <3

 



№5  offline წევრი Marry Amm

თუთა პირველი
Beqa beqa da kidev ertxel beqa, ogond cota endis sijiute da sheupovroba daumate da bichi ver ajobebs. <3

???? თიმ ბექა :დ რა ვქნა სრულყოფილი ადამიანები რომ არ არსებობენ ????

 



№6  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

წინა თავის კომენტარის პასუხზე ბევრი მაცინე. ის მახარებს რომ ზუსტად და სწორად იგებ ჩემს კრიტიკას. როცა შენს ისტორიებს ვკითხულობ, ყოველთვის მგონია რომ ეს ისტორიები პარალელურ სამყაროში ხდება, ყველა გამორჩეული პერსონაჟით, თავიანთი ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. რაღაცნაირი მისტიური ფონი დასდევს ამ ისტორიას, ასეთი განცდა მაქვს რატომღაც:დდ
ამიტომაც მიყვარხარ შენი განსხვავებულობით❤

 



№7  offline წევრი izabella

მოღლილი არა, საშინლად ჟღერს- დაღლილი.
გაგრძელება ძალიან კარგია. ორი ერთმანეთზე ჯიუტები შეხვდნენ და დაჭამენ ახლა ერთმანეთს laughing . ბექას სინანული ძალიან დაუგვიანდა, მაშინ უნდა დადგომოდა ნიტას გვერდით როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდა, როცა ყველამ ზურგი აქცია მაშინ უნდა ყოფილიყო მის გვერდით და ხელი არ გაეშვა, ახლა უკვე ძალიან გვიანია.

 



№8  offline წევრი Marry Amm

Chikochiko
წინა თავის კომენტარის პასუხზე ბევრი მაცინე. ის მახარებს რომ ზუსტად და სწორად იგებ ჩემს კრიტიკას. როცა შენს ისტორიებს ვკითხულობ, ყოველთვის მგონია რომ ეს ისტორიები პარალელურ სამყაროში ხდება, ყველა გამორჩეული პერსონაჟით, თავიანთი ბევრი დადებითი და უარყოფითი მხარეებით. რაღაცნაირი მისტიური ფონი დასდევს ამ ისტორიას, ასეთი განცდა მაქვს რატომღაც:დდ
ამიტომაც მიყვარხარ შენი განსხვავებულობით❤

მადლობა ჩიკო, მართლა... ჩემთვის მნიშვნელოვანია შეფასება დაროცა ასეთს ვისმენ ვსიო, მაღლა დავფრინავ :დ

izabella
მოღლილი არა, საშინლად ჟღერს- დაღლილი.
გაგრძელება ძალიან კარგია. ორი ერთმანეთზე ჯიუტები შეხვდნენ და დაჭამენ ახლა ერთმანეთს laughing . ბექას სინანული ძალიან დაუგვიანდა, მაშინ უნდა დადგომოდა ნიტას გვერდით როცა ყველაზე მეტად ჭირდებოდა, როცა ყველამ ზურგი აქცია მაშინ უნდა ყოფილიყო მის გვერდით და ხელი არ გაეშვა, ახლა უკვე ძალიან გვიანია.

მეც ასე ვფიქრობ ბექაზე და ძალიან მიჭირს ობიექტურობა. თუმცა შეუცდომელი არავინაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent