შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (დასასრული)

14-06-2018, 08:47
ნანახია 2 147

ჩემი ქმარი და შენი ცოლი (დასასრული)

-ანასტასია.
-ანასტასია. ისევ ერთდროულად ჩამესმის ორი განწირული მამაკაცის ღრიალი და ერთი გზის ერთი მხრიდან, მეორე კი მეორე მხრიდან ჩემკენ გამორბის. მარცხნივ ვიხედები, შავი რენჯროვერი აწყვეტილი მოფრინავს. გაბმული სიგნალი და რენჯროვერის შუქები სმენას და მხედველობას ერთიანად მიხშობს...მერე არაფერი მახსოვს. გონს საავდმყოფოს პალატაში მოვედი და თავზე სანდრო მედგა.
-----------------------

-ჰეი. გამარჯობა ლამაზო. შუბლზე მკოცნის სანდრო.
-სად ვარ? თვალი მოვავლე პალატას და ახლაღა გამახსენდა, რომ ჩემ თავს რაღაც ცუდი მოხდა. წამებში გამიელვა თვალწინ შავი რენჯროვერის შუქებმა და რატისა და ჯორჯის განწირული ღრიალი, ისევ ისე ცხადად ჩამესმა ყურებში. ხელი მუცლისკენ წავიღე.
-ნუ გეშინია. პატარა ადგილზეა. გამიღიმა ამ უკანსაკნელმა.
-შენ აქ რას აკეთებ? რატი სად არის? ვიგრძენი სხეული როგორ აცახცახდა.
-კარგად არის ენ. უბრალოდ ცოტა ხნით გავიდა.
-მატყუებ. დავიღრიალე და სანდროს მუშტები დავუშვი. -სად არის რატი?
-აქ ვარ, აქ ვარ. ნუ გეშინია. პალატაში გაფითრებული რატი შემოდის და გულში ძლიერად მიკრავს. ცრემლიან თვალებზე მკოცნის. -აქ ვარ პატარა. დამშვიდდი. იმის გააზრებით, რომ ბავშვს არაფერი მოსვლია და ჩემი ცხოვრების სიყვარულიც ჩემ გვერდით არის რამოდენიმე წამი ამ უკანასკნელის მკლავებში უმწეოდ ვიტრუნები. მერე თითქოს გონება მინათდება, ფრხილად ავწიე თვალები და რატის მწვანე თვალებს მზერა გავუსწორე.
-ჯორჯი სად არის?
-მე გავალ. ამბობს სანდრო და პალატიდან გადის.
-ენ. საუბრის დაწყებას ცდილობს რატი, მაგრამ მთელი არსებით ვგრძნობ, როგორ უჭირს. მისი ხმა აღარ არის ისეთი მტკიცე, როგორც აქამადე. -მან სიკვდილს გადაგარჩინა. თქვა რატიმ ეს სიტყვები და კიდევ უფრო ძლიერად მიმიკრა გულზე. გონებაში ის კადრი ბრუნდება როცა აწყვეტილი რენჯროვერი ჩემკენ მოქროდა, გზიდან გამოქცეული რატი და ჯორჯის შეშლილი სახეები. ჯორჯმა დაასწრო… ხელი მკრა და მეორე მხარეს რატიმ დაიჭირა ჩემი სხეული. რატის სიმწრით ფრჩხილები ჩავარჭე სხეულში და იქ შიგნით საშინელი ტკივილი ვიგრძენი. -ექიმები საიმედოს ვერაფერს გვეუბნბეიან. ექოსავით გაარღვია რატის ამ სიტყვებმა პალატის კედლები. შეშლილი თვალებით მზერა გავუსწორე მის გულწრფელად სევდიან თვალებს.
-მისი ნახვა მინდა.
-უგონოდ არის ენ.
-მაინც მინდა, მასთან შევიდე.
-კარგი. ამბობს რატი და წამოდგომაში მეხმარებს, ჯორჯის პალატაში შევყავარ.
ჯორჯის სხეული ძლიერი აღნაგობით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ ამ მდგომარეობაში ის კიდევ მეტად უსუსური მეჩვენა.
-შეგიძლია მარტო დამტოვო? ვეუბნები რატის და ისიც მემორჩილება. ჯორჯის საწოლთან სავარძელს ვდგამ და მის სახეს ვეფერები. -ჯორჯ. გთხოვ არ მოკვდე, ნუ დატოვებ მარიას მარტო. გემუდარები. ვთხოვდი მის უგონო სხეულს და ცრემლებით ვუსველებდი სახეს. მისი თითები ხელებში მქონდა მოქცეული და ძალიან მინდოდა მათი შეხება მეგრძნო. ცოტა ხანს თვალები დავხუჭე და ჯორჯის სხეულზე ჩამოვადე თავი .
-შენ იდეალური ქალი ხარ. გაისმა ჯორჯის სუსტი ხმა ოთახში. გიჟივით წამოვიჭერი ფეხზე და კივილს მოვყევი. ექიმის მოსაყვანად მინდოდა გასვლა მაგრამ ჯორჯმა ხელი მტაცა. -ენ დაიცადე. არ ვიცი ოდესმე მომეცემა თუ არა შანსი ისევ დაგელაპარაკო.
-გეყოფა, გეყოფა, ცუდზე ნუ ფიქრობ ჯორჯ. მთხოვა გავჩუმებულიყავი და მეც დავემორჩილე.
-ცხოვრებაში არასოდეს შემხვედრია შენისთანა ქალი ენ. შენ იდეალური ხარ, მთელი შენი პიროვნული ღირსებებით, მე უბედნიერესი ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ცხოვრების გარკვეული ეტაპი ჩემისთანა სულელს დაუთმე, აქ ჯორჯი იღიმის და მე მას სახეზე ვეფერები.
-სულელი არ ხარ ჯორჯ.
-დამაცადე. ბედნიერი ვარ რომ მარიასნაირი შვილი მაჩუქე. ენ ის პერიოდი. ცრემლს ვერ იკავებს ჯორჯი. -უნდა მაპატიო, როგორმე შენ თავში ძალა უნდა იპოვო და ის აგრესიული ჯორჯი გონებიდან ამოიგდო. გთხოვ ენ.
-უკვე ამოვიგდე ჯორჯს. ჯორჯი იღიმის.
-დამპირდი რომ ბედნიერი იქნები.
-ჯორჯ. ხმა გამებზარა.
-უბრალოდ დამპირდი ენ გთხოვ.
-გპირდები. ვამბობ და მის ხელს ტუჩებით ვეხები. ცოტა ხანს ჩუმად ვართ.
-მიყვარხარ ენ. ამბობს ჯორჯი. ოთახში აპარატის გაუსაძლისი წრიპინის ხმა ისმის და მისი კარდიოგრამაც გაბმულ ერთ ხაზს ანათებს. ტყუილად ეჯაჯგურა ექიმები მის სხეულს, ვერ შეძლეს მისი გადარჩენა.
-რა? ღრიალით შევაწყვეტინე ენს მონოლოგი. ამ უკანასკნელმა ჯერ ცრემლი შეიმშრალა და სინანულით სავსე, ცისფერი თვალები შემომანათა.
-ხო ნია. ჯორჯი ჩემი გადარჩენის გამო დაიღუპა.
-არც კი ვიცი რა ვთქვა.
-ის შესანიშნავი ადამიანი იყო და ბოლოს მაინც ყველას დაუმტკიცა, რომ შესანიშნავი იყო. ეს ამბავი მეხივით დამატყდა თავს. ჯორჯის სიკვდილი ძალიან მძიმედ გადავიტანე. მარია ჯერ პატარა იყო და კარგად ვერ აცნობიერებდა რა მოხდა მის ცხოვრებაში, თუმცა მე კარგად ვიცოდი, ჯორჯი სიკვდილს არ იმსახურებდა. მან უბრალოდ თავი გაწირა ჩემთვის, თავისი შვილის დედისთვის, საყვარელი ქალისთვის. ცოტა ხანს ენი დუმდება. -ჯორჯის ცხედარი საფრანგეთში გადავასვენეთ და იქ დავკრძალეთ. მე და მარია დრო და დრო ჩავდივართ და მის საფლავსა და სახლს ვაწესრიგებთ.
-რატი?
-რატიზე მეორედ ვიქორწინე. ცრემლი შეიმშრალა ენმა. -ცხოვრება გაგრძელდა. მხოლოდ ამჯერად ჯორჯის გარეშე.
***
-ნაკაშიძე იფიქრებდი, რომ ოთხჯერ გათხოვდებოდი და ორ-ორჯერ ერთი და იგივე კაცზე? ღიმილით მეუბნება სანდრო და გულში მიკრავს.
-სიმართლე გითხრა არა სან. ვპასუხობ ღიმილით.
-მზად ხარ? ოთახში შემოდის ვიკა და ხელში ნინა უჭირავს. რომელიც ჩემ დანახვაზე მისი მკლავებიდან თავის გათავისუფლებას ცდილობს. -არა პატარა. მის დამშვიდებას ცდილობს ვიკა. -დედიკოს კაბას დაუკუჭავ. -დღეს ხომ იცი მამას მიყვება ცოლად, უკვე მეორედ. ამბობს სიცილით და მეც მეცინება.
***

მე და რატი ისევ დავოჯახდით. ამჯერად საბოლოოდ. მას მერე ერთად ვართ და იმედი მაქვს, რომ ეს არასოდეს დამთავრდება. მე ის მთელი არსებით მიყვარს, ისევე როგორც მას-მე. ჩვენ გვყავს ერთი საერთო ქალიშვილი ნინას სახით, ასევე მარია, რომელსაც რატი მართლა კარგ მამობას უწევს და ისინი შესანიშნავი მეგობრები არიან და გეგე, რატის შვილი რომელიც ჩვენთან ხშირად რჩება. მე მიყვარს ჩემი ოჯახი... მე უბრალოდ ვგიჟდები ჩემს ოჯახზე... ვიკა იმავე წელს გათხოვდა, რომელ წელსაც მე. მეორე მეუღლესთან ტყუპი გოგონები ეყოლა. ნუკის და ლუკას ერთი ბიჭი ყავთ. ლენას რატომღაც იშვიათად ვნახულობთ, მე და ვიკამ შევძელით საერთო ენის გამონახვა და არსებული სიტუაციის გამკლავება, თუმცა ლენასთან ეს არ გამოვიდა, სიმართლე უნდა ითქვას და მას არასოდეს უცდია ურთიერთობის დალაგება, ისევე როგორც მე. სანდროს მეუღლე ისეთივე გიჟი აღმოჩნდა, როგორიც თითოეული ჩვენგანი ვიყავით, მან ჩვენ სამეგობროში საპატიო ადგილი დაიკავა და ყველას ისე შეგვიყვარდა, როგორც ოჯახის წევრი. გიგი ძალიან ხშირად იცვლიდა პარტნიორებს თუმცა მისი სექსუალური ორიენტაცია და პირადი ცხოვრება ჩვენი განხილვის საგანი არასოდეს გამხდარა. რაც შეგვეხება მე და რატის... ჩვენ ძალიან რთული რბოლა მოვიგეთ და დღეს ამ რბოლის გამარჯვებით გამოწვეული ბედნიერებით ვტკბებით.

დასასრული

-------------------

მინდა უღრმესი მადლობა მოგიხადოთ ყველას ვინც ბოლომდე მომყევით, ვინც არ იზარებდით თვენი შეფასებების დაფიქსირებას, მე ეს ძალიან დიდ სტიმულს მმატებდა. არ დაგიმალავთ და ეს ისტორია ექსპერიმენტი იყო, მსგავსი ისტორია არასოდეს დამიწერია და გამეხარდა, რომ ამხელა გამოხმაურება მოიპოვა. იმედი მაქვს ისიამოვნეთ...
რაც შემეხება მე, ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ ახალი ისტორიით <3 <3 <3
კიდევ ერთხელ მადლობა გულშემატკივრობისთვისскачать dle 11.3

№1  offline წევრი abezara98

უჰჰ, კარგი იყო blush მიყვარს ბედნიერი დასასრულები blush

abezara98
უჰჰ, კარგი იყო blush მიყვარს ბედნიერი დასასრულები blush

❤❤❤

№3  offline წევრი lena lena

ვაიიჰჰ არ ვიცი რა ვთქვა აი საოოოცარი და იდეალური დასასრული იყო :_D.ვგიჟდები ამ პერსონაჟებზე ზუსტად იმიტომ რომ არ არიან იდეალურნი <3 უშვებენ შეცდომებს და იბრძვიან ბედნიერებისთვის <3
მიყვარხარ მე შენ <3

lena lena
ვაიიჰჰ არ ვიცი რა ვთქვა აი საოოოცარი და იდეალური დასასრული იყო :_D.ვგიჟდები ამ პერსონაჟებზე ზუსტად იმიტომ რომ არ არიან იდეალურნი <3 უშვებენ შეცდომებს და იბრძვიან ბედნიერებისთვის <3
მიყვარხარ მე შენ <3

მე კიდევ შენ ჩემო პატარა ❤

№5  offline წევრი elena gavasheli

არიყო ის რასაც ველოდი ... მაგრამ არც ცუდი იყო

№6  offline წევრი marikuna (1)

მოდი,სიტყვები ზედმეტია,ვგიჟდები შენზე ,ეს საუკეთესო ექსპერიმენტი იყო რაც კი წამიკითხავს, უბრალოდ შეუდარებელი. მე მიყვარს ეს მოთხრობ, ეს პერსონაჟები. მე შემაყვარა,ამ თავმა ჯორჯი. გამიხარდა, რომ რატი ენს ისევ დაოჯახდნენ და პატარა გოგონა გაჩნდა.გამიხარდა ვიკას ამბავი და ისიც რომ სანდროს ცოლიც,რომ გიჟი იყო ამათნაირი არც გამკვირვებია,აბა სანდრო უკეთეს როგორ მოძებნიდა. სიმართლე გითხრა არ მინდოდა,რომ ასე მალე დასრულებულიყო და ახალ მოთხრობას რაც შეეხება,იცოდე მალე დაიწყე თავი არ მოგვანატრო,<3 გელოდები, გულით,სულით,ფილტვებით. ???? მიყვარხარ და წარმატებები.????✅

marikuna (1)

აუუუუუუუუუ. ძალიან დიდი მადლობა ❤
როგორ გამახარე

№8  offline წევრი Onlyyou

Uh ra karfiniyoo mec ar dagimalav da vitire jorjis gamo dzalian shemiyvarda es istoria da ert-erti chsmi favoritoa shen kodev bevri axali istoria dagewero dzalian nichieri xar ♡♡♡

№9  offline წევრი naniko mindia

Dzalian kargi istoria iyo guli damwyda rom damtavrda ❤️❤️❤️❤️❤️kargad wer warmatebebi, male dagvibrundi axali istorit
--------------------
lomidze

№10 სტუმარი სტუმარი ნათია

პირველივე თავიდან ბოლომდე მოგყვები და შეუდარებელია ისტორია და შეუდარებელი ხარ შეენ..უბრალოდ სიტყვებიც კი ზედმეტია..წარმატებები შეენ ჩემო კარგო❤

№11  offline წევრი tatuli)

miyvars es istoria <3 da zustad vici kidev cavikitxav tavidan <3 dzalian kargi xar shen avtor. da imedia kidev shemogvtavazeb axal emociebit savseistorias <3

№12 სტუმარი სტუმარი qwerty

იშვიათია,რომ რამე ისტორიამ ჩამითრიოს(ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე). ეს ერთ-ერთია რასაც ბოლომდე მივყევი და მართალი გითხრა მეწყინა,რომ დასრულდა ;დ უნდა გენახე რა დღეში ვიყავი ახალ თავს რომ ვხედავდი ;დ ერთი მაინტერესებს, ნამდვილი ისტორიაა?

№13 სტუმარი ლილი

ყოჩაღ!!! უძალიანკარგესი მოგხრობა იყო და უძალიანკარგესი ავტორი ხარ!!!!

№14  offline წევრი თუთა პირველი

ძალიან კარგი გოგო ხარ შენ, ძალიან ვისიამოვნე მე ამ ისტორიით შიგადაშიგ კი მეშლებოდა ნერვები ენის დაუფიქრებლობაზე, მაგრამ ესეც სასიამოვნო იყო)))) არ ხარ შენ დასაკარგი გოგო და აუცილებლად გამოჩნდი მალე რა :******

№15  offline წევრი ჰალუცინოგერი

სტუმარი qwerty
იშვიათია,რომ რამე ისტორიამ ჩამითრიოს(ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე). ეს ერთ-ერთია რასაც ბოლომდე მივყევი და მართალი გითხრა მეწყინა,რომ დასრულდა ;დ უნდა გენახე რა დღეში ვიყავი ახალ თავს რომ ვხედავდი ;დ ერთი მაინტერესებს, ნამდვილი ისტორიაა?

ისტორიის ღერძი ნამდვილია მაგრამ დეტალები რა თქმა უნდა გამოგონილი. ❤❤❤

თუთა პირველი
ძალიან კარგი გოგო ხარ შენ, ძალიან ვისიამოვნე მე ამ ისტორიით შიგადაშიგ კი მეშლებოდა ნერვები ენის დაუფიქრებლობაზე, მაგრამ ესეც სასიამოვნო იყო)))) არ ხარ შენ დასაკარგი გოგო და აუცილებლად გამოჩნდი მალე რა :******

დიდი მადლობა ❤

№16 სტუმარი სტუმარი qwerty

თვალს ვერ მოწყვიტავ ისეთი ისტორიაა, ბოლომდე ჩამთრევი. კარგად წერ ძალიან,ყოჩაღ. ველოდები ახალ ისტორიებს, ასეთივე საინტერესოებს. დიდი წარმატებები შენ <3

№17  offline წევრი ჰალუცინოგერი

სტუმარი qwerty
თვალს ვერ მოწყვიტავ ისეთი ისტორიაა, ბოლომდე ჩამთრევი. კარგად წერ ძალიან,ყოჩაღ. ველოდები ახალ ისტორიებს, ასეთივე საინტერესოებს. დიდი წარმატებები შენ <3

გაიხარე. დიდი მადლობა ❤❤❤

tatuli)
miyvars es istoria <3 da zustad vici kidev cavikitxav tavidan <3 dzalian kargi xar shen avtor. da imedia kidev shemogvtavazeb axal emociebit savseistorias <3

როგორ მიხარია რომ მოგწონს ❤

სტუმარი ნათია
პირველივე თავიდან ბოლომდე მოგყვები და შეუდარებელია ისტორია და შეუდარებელი ხარ შეენ..უბრალოდ სიტყვებიც კი ზედმეტია..წარმატებები შეენ ჩემო კარგო❤

ძალიან გამახარე

ლილი
ყოჩაღ!!! უძალიანკარგესი მოგხრობა იყო და უძალიანკარგესი ავტორი ხარ!!!!

მიხარია თუ ისიამოვნე ❤❤❤

№18  offline წევრი Inga maglaferidze

ძალინ კარგია მომეწონა.თუმცა ჯორჯი სიკვდილისთვის დამენანა.ველოდები ასეთივე კარგ ახალ ისტორიებს.გისურვებ წარმატებებს.

№19 სტუმარი ტატუკა20

აუუ როგორი კარგი იყოო.მაგრამ ჯორჯი შემეცოდა მართლა:((( საუკეთესო ისტორია იყო და მომდევნო ისტორიას სიამოვნებით დაველოდები.წარმატებები შეენ.

№20 სტუმარი მკითხველი

გული დამწყდა...
როგორც ისტორიის დასასრულზე,ისე ჯორჯის სიკვდილზე.
სიკვდილისთვის მაინც არავინ მემეტება
თუმცაღა გამიხარდა,რომ ენის შველა შეძლო.

№21  offline წევრი mirandaa31

შენ იცოდი ჩემი დამოკიდებულება შენი და შები ისტორიის მიმართ. აქამდეც მითქვამს და კიდევ უამრავჯერ გაგიმეორებ და არ დამეზარება რომ გითხრა შენ ხარ საოცრად ნიჭიერი გოგო, მიხარია რომ გიპოვე, აღმოგაჩინე, დავინახე შენში, პირველივე წაკითხულ ჩანახატში, შენი დიდი ნიჭი და მოგყვები სულ სულ ბოლომდე ❤️ მინდა გითხრა რომ შენმა ექსპერიმენტმა გაამართლა ჩემო კარგო და მინდა რომ სულ ასე გაამართლო შენი მკითხველის მოლოდინი ❤️ რაც შეეხება ამ ისტორიას უკვე ვეღარ წარმომიდგენია რომ დილა გათენდება და ახალი თავის მოლოდინი არ მექნება ისე მივეჩვიე, ისე ჩამირია. მიხარია რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ჯორჯი კი შემეცოდა მაგრამ ენის და რატის ბედნიერებად ღირდა მისი გაწირვა :დ მინდა რომ მალე ვიხილო ისევ შენი ახალი ისტორია. სულ დაგელოდები ხოიცი ❤️ ძალიან კარგი ხარ ძალიან! ❤️
--------------------
ხელმოწერა

№22  offline წევრი Nightmare_

ძალიან მოვიხიბლე ამ ისტორიიით,წარმატებებს გისურვებ შემდგომშიიი ????

№23  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ექსპერიმენტმა სასწაულად გაამართლა. გამიხარდა ძლიივს ეღირსათ ერთად ყოფნა. ჯორჯი საშინლად შემეცოდა, მაგრამ ალბათ ყველაზე ბედნიერი კაცი იქნებოდა, მან ხომ საყვარელი ქალის გამო სიცოცხლე გაწირა.
არ დავიღლები იმის მტკიცებით, რომ ხარ უნიჭიერესი გოგო, ძალიან ჩამოყალიბებული, რაც შენი ნაწერიდან აშკარად ჩანს. როგორ შემიყვარდა ეს ისტორია და როგორ მოლოდინში ვიყავი ხოლმე❤
აუცილებლად გელი ახალი ისტორიით რაც შეიძლება მალე :დდ❤❤❤❤

№24  offline წევრი ჰალუცინოგერი

ტატუკა20
აუუ როგორი კარგი იყოო.მაგრამ ჯორჯი შემეცოდა მართლა:((( საუკეთესო ისტორია იყო და მომდევნო ისტორიას სიამოვნებით დაველოდები.წარმატებები შეენ.

❤❤❤

mirandaa31
შენ იცოდი ჩემი დამოკიდებულება შენი და შები ისტორიის მიმართ. აქამდეც მითქვამს და კიდევ უამრავჯერ გაგიმეორებ და არ დამეზარება რომ გითხრა შენ ხარ საოცრად ნიჭიერი გოგო, მიხარია რომ გიპოვე, აღმოგაჩინე, დავინახე შენში, პირველივე წაკითხულ ჩანახატში, შენი დიდი ნიჭი და მოგყვები სულ სულ ბოლომდე ❤️ მინდა გითხრა რომ შენმა ექსპერიმენტმა გაამართლა ჩემო კარგო და მინდა რომ სულ ასე გაამართლო შენი მკითხველის მოლოდინი ❤️ რაც შეეხება ამ ისტორიას უკვე ვეღარ წარმომიდგენია რომ დილა გათენდება და ახალი თავის მოლოდინი არ მექნება ისე მივეჩვიე, ისე ჩამირია. მიხარია რომ საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა, ჯორჯი კი შემეცოდა მაგრამ ენის და რატის ბედნიერებად ღირდა მისი გაწირვა :დ მინდა რომ მალე ვიხილო ისევ შენი ახალი ისტორია. სულ დაგელოდები ხოიცი ❤️ ძალიან კარგი ხარ ძალიან! ❤️

სიტკბო სითბო და სიყ ვარული ხარ შენ ❤

Chikochiko
ექსპერიმენტმა სასწაულად გაამართლა. გამიხარდა ძლიივს ეღირსათ ერთად ყოფნა. ჯორჯი საშინლად შემეცოდა, მაგრამ ალბათ ყველაზე ბედნიერი კაცი იქნებოდა, მან ხომ საყვარელი ქალის გამო სიცოცხლე გაწირა.
არ დავიღლები იმის მტკიცებით, რომ ხარ უნიჭიერესი გოგო, ძალიან ჩამოყალიბებული, რაც შენი ნაწერიდან აშკარად ჩანს. როგორ შემიყვარდა ეს ისტორია და როგორ მოლოდინში ვიყავი ხოლმე❤
აუცილებლად გელი ახალი ისტორიით რაც შეიძლება მალე :დდ❤❤❤❤

ვმუშაობ, ვმუშაობ ❤
მადლობა ჩემო გოგო

№25 სტუმარი სტუმარი ქეთი

ვაიმე რა კარგი იყოოოო????????

№26  offline წევრი CRAZY GIRL 2

ძალიაან კარგი ხარ ???? მეტს არაფერს ვიტყვი.
გელი ახალი ისტორიით ❤❤❤

№27  offline წევრი თ.მ

არასდროს დამავიწყდება ეს ისტორია❤️ ისეთი ემოციები დატოვა ჩემში რომ შეუძლებელია ოდესმე დამავიწყდეს❤️❤️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent