შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარს იქეთ [ნაწილი მეშვიდე]


14-06-2018, 10:40
ავტორი ელპინი
ნანახია 374

ზღვარს იქეთ [ნაწილი მეშვიდე]

განა, რა შეუძლიათ ადამიანებს ყველაზე მეტი, გარდა სიყვარულისა?

***
რამდენადაც ირრეალურად ჟღერს, ორმაგად მეტს ვგრძნობდი მე.
ორმაგად მეტს განვიცდიდი.
ორმაგად მეტს ვხედავდი მის თვალებში და რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, როცა თვალებში უყურებ და ჯერწაუკითხავს ამოიკითხავ, გრძნობ, დაიჩემებ და შენად ჩათვლი! დიდი ხანია უკვე, ჩემად ვთვლი და მივითვისე.
-ჩემს გონებას, შენზე ფიქრის მეტი აღარაფერი შეუძლია, ანუკი.
არ ჟღერდა ჩემთვის არანორმალურად, ამ დროს, რომ ანდრესთან ერთად ვიყავი. ჩემს სადარბაზოსთან. წუთით ყველაფერი გადამავიწყდა. მხოლოდ, მას და მის მოელვარე თვალებს ვხედავდი.
-ცუდად ვარ. მართლა ცუდად ვარ. ცოტა, რა. გთხოვ, ცოტა ხანი.
მე მჭირდებოდა რამდენიმე დღე.
მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრებიდან, ზუსტად ამ წუთს ვიცოდი, რომ სულ რამდენიმე დღიანი პაუზით, არასწორ ნაბიჯს ნამდვილად არ ვდგამდი. უბრალოდ, ჩემს თავში მჭირდებოდა გარკვევა რაღაცების. ისედაც ყველაფერი ვიცოდი და ცხოვრებაში გაუაზრებლად არც ერთი ნაბიჯი გადამიდგამს. ვიცოდი, რომ მჭირდებოდა, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე შემეძლო თუ არა, ნამდვილად არ ვიცოდი. უფრო სწორედ, ეგეც ვიცოდი, მაგრამ შიში რას უზამს ხოლმე ადამიანს? ბევრ აზრს აურევს ქაოსურად და რამდენიმე დღეც, აბსოლუტურად საკმარისია ჩამოსაყალიბებლად.
-აქ ვარ, ანუკი. აქ! ვიცი, რისთვის და მესმის, რატომაც. შენ შენს თავში გჭირდება რაღაცების გარკვევა, თუნდაც იმის, შეგიძლია თუ არა მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით ყოფნა.
ყოველთვის მიკვირდა ხოლმე, როცა ანდრე ზუსტად იმ სიტყვებს ამბობდა, რაც მჭირდებოდა რეალურად.
-მე ნინუცასთან საუბარიც მჭირდება. იმდენი ხანია ისე აღარ ვარ მასთან, როგორც აქამდე. ხომ ხვდები, ანდრე?
-წადი, ანუკი, წადი. თვითონვე მოდი მერე ჩემთან, ან არ მოხვიდე. როგორც გადაწყვეტ, მე აქ ვარ, გელოდები.
-ანდრე, მადლობა, რომ ხარ და ჩემთვის.
ჩავეხუტე ისე ძლიერ, თითქოს ბოლო ყოფილიყო. ვიცოდი, მომენატრებოდა, მაგრამ ტვინში ქაოსურ მდგომარეობას ვერაფრით ვუძლებდი.
-ანა.
პირველად მომმართა ასე. ისე მოსაბეზრებელი იყო-ანუკი, ზოგჯერ, ცუდადაც მხვდებოდა. ვერ ვიტანდი ასე, ვითომ განსხვავებულად მომართვებს და არც ერთხელ მითქვამს. მისგან კი, სასიამოვნო იყო, მაგრამ ზოგჯერ გამაღიზიანებელი.
-გისმენ, ანდრეა.
თითქოს და, ოფიციალურ შეხვედრაზე ვიყავით.
-თუ ანდრე?
ჩაეღიმა და თვალმოჭუტულმა გამომხედა.
-არა, ანდრეა იყოს ახლა. მერე ვნახოთ, იქნებ, მომენატროს კიდეც.
გამეღიმა.
და მასაც.
-ანუ, იმის თქმა მინდა რომ...
უჭირდასავით, თან ფიქრობდა ეთქვა თუ არა და ისე ცხადად ჰქონდა გამოხატული სახეზე, გამიკვირდა რომ დავინახე. თითქოს, მისი იდუმალება ამოვიცანისავით.
-გისმენ, ხო.
-თუ არ შეგიძლია ჩემთან, მითხარი და გაგიგებ, მართლა. მე შემიძლია დაგელოდო იმდენ ხანს, რამდენიც დაგჭირდება, ანა.
ძალიან კარგად ხვდებოდა, ზოგჯერ რა უსიამოვნო შეგრძნებები მიპყრობდა მისი სიახლოვისას. წარსულის ლაქა ღრმად რჩება თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში.
-არა, ანდრეა, არა. უფრო სწორედ, არ ვიცი...მოდი, დამელოდე, ხო?
ხელი გამომიწოდა, ჩამომართვა. ასე, უბრალოდ ხელის ჩამორთმევისას უზარმაზარი მუხტი ვიგრძენი. ჩემკენ დაიხარა და მისი ცხელი ჰაერი ყელზე მეფრქვეოდა.
-წავედი, ანდრეა. და მოვალ ისევ.
ალბათ...
და წამოვედი. ვგრძნობდი, მალე ვიტირებდი. არ მიმიხედავს ისე წამოვედი. ვინ იცის, მასაც როგორ ეტკინა ახლა, მაგრამ სხვაგვარად მე არ შემეძლო.
სახლში ავედი და პირდაპირ ნინუცასთან მივედი.
-დაიცალე, მიდი.
ნინუცა მელოდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. არც ერთხელ ზედმეტი არაფერი უკითხავს აქამდე.
-სიცოცხლე ერთი ბედნიერი წუთისთვის ღირს, ნინუცა და ოდესმე რომ ვინმე შეგიყვარდება, დამიჯერე, ამ ფრაზის მნიშვნელობას ისე ცხადად და მალევე გაიგებ, გაგიკვირდება.-მე არ მახასიათებდა ასეთი სენტიმენტალური საუბრები. მით უმეტეს, ნინუცასთან. ან, უფრო სწორედ, ზოგადად გრძნობების გამოხატვა არ მიყვარდა. საუბარი.-ჩემთვის იმხელა ბედნიერებაა მის გვერდით ყოფნა, ვერც ვზომავ, მაგრამ ყოველთვის იქმნება ურთიერთობებში საკვანძო საკითხი და ახლა, ეს ჩემი მდგომარეობაა, რომელიც იმხელაზე მაბრკოლებს ზოგჯერ, მის სიახლოვეს ვერ ვიტან, მეშინია.-თვალები ამიცრემლდა. საუბრის დროს, გული მეკუმშებოდა და ხელები მიკანკალებდა.
-ანა, დამშვიდდი, ემოციებს ნუ ყვები.
-ვცდილობ, ნინუ. მე ვხვდები რომ ზღვარს გავცდი და აღარ მინდა მეშინოდეს. აღარ მინდა, რომ მისი სიახლოვის დროს ჩემი ცხოვრების საზიზღარ წუთებზე ვფიქრობდე. აღარ მინდა, რომ მისი სიახლოვე მტკენდეს ზოგჯერ. მინდა ბედნიერი ვიყო, დავივიწყო წარსული, ოდნავ მაინც, ნინუ, თორემ ასე შევიშლები.-ნინუცას კალთაში მედო თავი. ჯერ, მშვიდად მისმენდა და მელოდებოდა, როდის დავასრულებდი საუბარს.-მე ვგრძნობ რომ მჭირდება, მაგრამ მეშინია. იმის წარმოდგენა მეშინია, რომ ჩემს თვალებში არასწორ რაღაცას ამოიკითხავს და მერე აღარ მოუნდება ჩემთან. იფიქრებს, რომ მისი მეშინია...არ მინდა ასე იყოს, ნინუ.
-ანა, უფრო მეტად თავს ბედნიერად გრძნობ, ხო?
-ბევრად უფრო კარგად, ვიდრე აქამდე.
-და რა იქნებოდა შენი აზრით, იმ დღეს ნიკუშას დაბადებისდღეზე რომ არ წავსულიყავით და ანდრე არ გაგეცნო?
-ვფიქრობ, ოდესმე მაინც შევხვდებოდით, იმდენად გარდაუვალია ჩვენი ცალ-ცალკე ყოფნა.
-ფიქრობ, რომ ანდრე შენთვის ერთადერთი ნათელი მომავალია. ხო ასეა?
-კი.
-და მერე, იმაზე თუ დაფიქრებულხარ, შენი შიშის გამო ანდრე, რომ დატოვო, რამხელა რამეს დაკარგავ ცხოვრებაში.
-დავფიქრებულვარ, ნინუ, როგორ არა. არ შემიძლია მის გარეშე, აუტანლურად ვგრძნობ მის საჭიროებას.
-შენ თვითონვე უნდა ეცადო დავიწყებას. გადააგდე ეს წამლები, მოისროლე სადღაც ჭირში, იფიქრე, რომ შენ მეტი შეგიძლია! სულ სხვა რაკურსით უნდა შემოაბრუნო შენი ცხოვრება და უნდა მისცე ანდრეს ყველაფრის უფლება. ყველაფერში ვგულისხმობ იმას, რაც გჭირდება შენც და მასაც.
-მე მეშინია ამ ზღვარგარდასულობის. ახლა ვფიქრობ, რომ ყველაფრის დავიწყება შემიძლია. მეორე წუთს, ტვინში ის მიტრიალებს, რომ ვერაფერს შევძლებ.
-ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ როცა რაღაც გინდა-თავს იკავებ, არ გინდა-კომპრომისზე მიდიხარ. ანუ, შენ ისე ხარ, რომ გჭირდება და უკან იხევ. ეს თვითონ უნდა დაძლიო, ანა.
-განა, არ ვიცი? საბას უნდა დავურეკო.
საბასთან საუბარი ყოველთვის სიმშვიდის მომტანი იყო ჩემთვის. სასწრაფოდ მისი ნომერი მოვძებნე და დავურეკე საათის მიუხედავად.
-ანა?
-ნებისმიერ დროს დამირეკე, როცა დაგჭირდესო ხო მითხარი და ბოდიში, თუ გაგაღვიძე.
გამეცინა.
-არა, არ მეძინა. სულ 10 წუთია ანდრესთვის თერაპიის ჩატარებას მოვრჩი.
ანუ, ანდრესთვისაც საბა ისეთივე შვებისმომგვრელი იყო, როგორც ჩემთვის.
-ახლა მე მომისმინე, რა.
თხოვნით ვუთხარი.
-მიდი, ტაქსი გამოიძახე და სამსახურში მოდი, აქ ვარ მეც.
ტელეფონი გავთიშე და ტაქსი გამოვიძახე, ნინუცამ დაიჟინა წამოგყვებიო, მაგრამ მარტო მერჩივნა წასვლა. საბას იმიტომ ვაფასებდი ყველაზე მეტად, რომ ნებისმიერ დროს, მარტო ჩემს კი არა, ზოგადად მისი პაციენტების სამსახურში იყო.
ტაქსში ჩავჯექი, მძღოლს მისამართი ვუკარნახე.
-უკაცრავად, მაგრამ ამ შუა ღამით, რამე სერიოზული პრობლემა ხომ არ გაქვთ?
ისეთი სათნო თვალები ჰქონდა მოხუცს, რომ გამეღიმა.
-ფსიქოლოგთან მივდივარ, ბატონო. აუცილებლად მჭირდება.
გავუღიმე და ისე ვუპასუხე.
-ერთი რაღაც მინდა გკითხოთ, როგორც ახალგაზრდა გოგოს.
ინტერესიანი თვალებით მიყურებდა.
-შვილიშვილი მყავს, გოგონა-მარიამი. დედ-მამა გარდაეცვალა.-თვალები წამში დაუსევდიანდა მოხუცს, მაგრამ ისევ ლაღად გააგრძელა საუბარი.-გამუდმებით მის ოთახშია ჩაკეტილი და კომუნიკაციას არ ცდილობს. ტელეფონი უჭირავს ხელში, ან ხატავს. მე და ჩემი ცოლი ვზრდით. ათასჯერ ვუთხარი ჩემს ცოლს ფსიქოლოგთან წავიყვანოთ-მეთქი, მაგრამ არ მიჯერებს და თქვენ რას მეტყვით?
-იცით, მოზარდების 90%-ს ჰგონია, რომ ფსიქოლოგთან სიარული გრეხია, მაგრამ სინამდვილეში, სულაც არ არის ასე. აუხსენით, რომ აუცილებლად დაეხმარება ფსიქოლოგთან სიარული და გამოუმუშავდება ინსტიქტები. ამავდროულად, უამრავ რამეს ისწავლის და უფრო კომუნიკაბელურიც გახდება. მე პირადად, ძალიან მსიამოვნებს ჩემს ფსიქოლოგთან საუბარი და ძალიან დიდ შვებას ვგრძნობ, ხოლმე.
-თქვენი ფსიქოლოგის ნომერი მითხარით თუ შეგიძლიათ, აუცილებლად მივიყვან ჩემს შვილიშვილს.
საბას ნომერი ჩავუწერე ტელეფონში მოხუცს და მალევე მივედით.
-ძალიან დიდი მადლობა, ბატონო და ბოდიში, რომ შეგაწუხეთ ამ შუა ღამისას.
-შენს სამსახურში მიგულე.
ჯარისკაცივით ხელი შუბლზე მიიდო მოხუცმა და ღიმილით დამემშვიდობა. შედარებით კარგ განწყობაზე დავდექი და საბას კაბინეტისკენ ავიღე გეზი. პირდაპირ შევაჭერი ოთახში.
-დაჯექი, ანა.
საბას საქმიან იმიჯზე ყოველთვის მეცინებოდა, ცხვირზე სათვალეს რომ დაიკოფსებდა ხოლმე.
-ანდრემ რა გითხრა, საბა?
გაეღიმა საბას და შემრცხვა ჩემი ცნობისმოყვარეობის.
-შენ რა გაწუხებს, ანა?
-გახსოვს, რომ გითხარი ზღვარს გადასვლის მეშინია-მეთქი? უფრო სწორედ, მე ზღვარს დიდი ხანია გადავედი.
-ანა, მხოლოდ ერთადერთს გკითხავ, კარგი?
-გისმენ.
-ახლა გენატრება?
-სულის ტკივილამდე მენატრება და ეს რამდენიმე საათი, ჯოჯოხეთის ტოლფასია ჩემთვის.
-და მაინც გეშინია?
-საბა, ამ ექვსი წლიდან, არც ერთი დღე არ ყოფილა შენთან ვიზიტის გარეშე და შენ უნდა ხვდებოდე ახლა ყველაზე კარგად, როგორ ვარ მე.
-ანა, შენ გიჭირს. გგონია, რომ შენი შიშის გამო, ანდრე წავა და დაგტოვებს. არადა, რეალურად, ზუსტად ანდრე გეხმარება მაგ შიშის დაძლევაში.
ხდება ისე, რომ გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მერე არ ვნანობთ შედეგს.
ისეც ხდება, რომ ვნანობთ.
ისეც ხდება, რომ არც ვნანობთ და არც გვიხარია.
ისეც ხდება, რომ ვალდებულები ვართ გადაწყვეტილებამ გაგვახაროს.
ბევრი ისეც ხდება!
გამოცდასავითაა ცხოვრება. შენ ახლა გაქვს ეგ დრო. ან გაქვს უნარი დაძლიო, ან არა. ეს უნდა იყოს შენში, ან არა! სხვა აზრი აქ არ არსებობს. თუ არ შეგეძლო, თავიდანვე არ უნდა წასულიყავი ამ კოპმრომისზე. თუ ფიქრობ რომ შეგიძლია, უკან არ უნდა დაიხიო.
-საბა, შენ ფიქრობ რომ მე შევძლებ?
-რა თქმა უნდა, ანა!
გამიღიმა საბამ ისე თავდაჯერებულად, წამით მეც დავიჯერე, რომ შევძლებდი.
-არ არის მარტივი, საბა. არა! სამი საათია თავს ვუმეორებ, რომ შევძლებ და წინ რომ დამიდგეს, შეიძლება უკან დავიხიო.
-ყველას გვაქვს წარსული და შავი ლაქა, რომელიც გვდევს თან. შენ ისე არ უნდა ქნა, რომ ეგ შავი ლაქა უფრო გაამუქო და შენს თავს მეტის საშუალება უნდა მისცე. გიყვარს ანდრე, ანა!
ბოლო სიტყვებმა ისე უსწრაფესად მიაღწიეს ტვინამდე და უჯრედებმაც იმდენად სწრაფად აღიქვა ზემოთ თქმული, რომ ასე, აქამდე არასდროს.
-ვიცი, საბა.
-შეგიძლია შენ, ანა, მაგრამ მარტო არა, ანდრესთან ერთად!
და წამოვედი.
ფეხით გავუყევი სახლის გზას და ყველაფერზე ვფიქრობდი. ტვინში ქაოსი მქონდა.
მივდიოდი.
ისიც არ ვიცი, სახლის გზას სწორად თუ მივუყვებოდი, მაგრამ მივდიოდი.
-ანუკი.
უამრავში გამოვარჩევდი მის ხმას.
-საბამ მითხრა, სახლში ფეხით წავაო და არ მინდოდა მარტო გამეშვი, შუაღამეა.
-პრიმიტიული არგუმენტია.
-რომ არ გიცნობდე, იმასაც გეტყოდი-შენებს არ უყვარხარ ასე გვიან, რომ დადიხარ გარეთ-მეთქი.
-ვუყვარვარ ნინუცას.
-მეც.
გული წამით შემეკუმშა.
-და საბამ რაო?
-ენდეო.
-მერე, ანა?
-გენდო, ანდრე?
დაბრუნდა ანდრე.
-უნდა მენდო!
-შენ არ გეშინია?
დაეჭვებულმა ვკითხე და გაეღიმა.
-შენი ჩემთან ყოფნის? თუ ჩემი შენთან ყოფნის?
-პირველი.
-მე თუ არ დაგეხმარე, აბა, სხვა ვინ?
-მოვალეობის მიზნით ამბობ?
გაეცინა. უფრო ხმამაღლა.
-მჭირდები, ანუკი.
და დადუმდა. თავი დახარა. იმ წუთს ისე სევდიანი მომეჩვენა, მეგონა უამრავი პრობლემა ჰქონდა გარს მოხვეული. წამში იცვლებოდა, იდუმალი იყო. უფრო სწორედ, მისი ხასიათი იყო ამოუხსნელი.
-მეც, მაგრამ დროც მჭირდება.
-წადი და მე უკან წამოგყვები. არ დაგელაპარაკები, მიგაცილებ უბრალოდ.
სიბნელეშიც მოჩანდა, როგორ ჰქონდა თვალები აწყლიანებული და ხელებს ნერვიულად უსვამდა ერთმანეთს. ეტყობოდა, რომ მასაც უჭირდა.
-მოდი, ჩემ გვერდით.
უკან არ მიმიხედავს ისე ვუთხარი, ნაბიჯებს აუჩქარა და სულ მალე, მისგან წამოსულ სითბოს რეალურად ვგრძნობდი.
-დამელაპარაკე.
ცოტა ხანს მაინც ჩუმად იყო. წეღანდელ ნათქვამს ასრულებდა თითქოს.
-ანამარიამ გიკითხა.
გამეღიმა პატარა კიკინებიანის გახსენებისას.
-ანუკი სად არის და რატომ აღარ მნახულობსო.
-ვნახავ აუცილებლად.
ანდრეს ხელმა შემაჩერა. მკლავზე მომკიდა.
-მენატრებოდი ეს რამდენიმე საათიც.
-მეც, ანდრე.
-როცა ვიღაცას უყვარხარ, ეს ნიშნავს, რომ შენში რაღაცას ხედავენ. ფიქრობენ, რომ რაღაც ფასეული გაგაჩნია, ამიტომ ეს გრძნობა შენც ფასს გმატებს!
ჩამეხუტა და აბსოლიტურად ყველაფერი გადამავიწყდა. ხელები შემოვხვიე მეც.
-ახლა წადი, როგორმე გავუძლებ და როცა გადაწყვეტ, მოდი. მე აქ ვარ, ანუკი!


ესე იგი, ამ გამოცდების ციებ-ცხელების დროს რომ შემოგეწერინება, ეგ თემაა, რა.
განა ვიცი, რომ კარგია?
უნამუსო ვარ, ეგ კი ზუსტად ვიცი.
არც გახსოვთ, შეიძლება ანდრე და ანუკი, მაგრამ მე რა დამავიწყებს თქვენს თავს და დამიჯერეთ, ამათაც ახსოვხართ, სიყვარულის ადამიანებო!
მიყვარხართ და გკოცნით ბევრს!скачать dle 11.3





ღმერთო, მეჩვენება? წავალ ჩავუჯდები!❤

 



№2  offline მოდერი Girl with pretty smile

თვალის ტკივილი ახლა ფეხებზე .
არ ველოდი,იმდენად მოულოდნელი იყო,რომ ცრემლები თავისით იკვლევენ გზას.
არ ველოდი,შენ თავს ვფიცავარ არ ველელოდი.
განა არ ვიცოდი ადრე თუ გვიან რომ დაბრუნდებოდი,მაგრამ დღეს?!
ვკითხულობდი და ძველი დრო გამახსენდა.
ის დრო როცა ამ ისტორიას ვკითხულობდი და ჟრუანტელი მივლიდა ახლა ისევ დაბრუნდა.
იცი,როცა ეს ორი ძალიან მომენატრა ავდექი და ჩვენი გაცნობის პირველი მომენტები გავიხსენე.
პირველი კომენტარი და ისტორია,რომელმაც შენი თავი გამაცნო.
შენც კარგად იცი როგორ მენატრებოდა ეს ორი,ახლა წარმოგიდგენია ჩემი რეაქცია?!
დღე არ გადიოდა ისე ამათზე რომ არ მეფიქრა,ახლა კი...
როცა შემოვედი სათაურისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,მაგრამ აი ამან-[ ] მიიქცია ჩემი ყურადღება და მაშინვე გიცანი,ავტორის ვინაობის შემდეგ სათაური წავიკითხე და გავშრი.
გა'საოცარი ხარ!
უ'საზღვროდ მიყვარხარ.
ყველა'ფერი ხარ!
შენი ანუკი !!

 



№3  offline წევრი მარიკუნაა♥️

სწორად იყო ყველაფერი.
მართლა, ანა.
მიყვარხარ.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№4  offline მოდერი ელპინი

მწვანეთვალებაგოგო
ღმერთო, მეჩვენება? წავალ ჩავუჯდები!❤

აუ, არ მეგონა თუ გახსოვდა და ძალიან მიხარია!!!
უღრმესი მადლობა შენ!
❤❤❤

მარიკუნაა♥️
სწორად იყო ყველაფერი.
მართლა, ანა.
მიყვარხარ.

შენ რომ მეტყვი, ესე იგი, მართლა ეგრეა.
ჰოდა, მადლობა.
მიყვარხარ.


Girl with pretty smile
თვალის ტკივილი ახლა ფეხებზე .
არ ველოდი,იმდენად მოულოდნელი იყო,რომ ცრემლები თავისით იკვლევენ გზას.
არ ველოდი,შენ თავს ვფიცავარ არ ველელოდი.
განა არ ვიცოდი ადრე თუ გვიან რომ დაბრუნდებოდი,მაგრამ დღეს?!
ვკითხულობდი და ძველი დრო გამახსენდა.
ის დრო როცა ამ ისტორიას ვკითხულობდი და ჟრუანტელი მივლიდა ახლა ისევ დაბრუნდა.
იცი,როცა ეს ორი ძალიან მომენატრა ავდექი და ჩვენი გაცნობის პირველი მომენტები გავიხსენე.
პირველი კომენტარი და ისტორია,რომელმაც შენი თავი გამაცნო.
შენც კარგად იცი როგორ მენატრებოდა ეს ორი,ახლა წარმოგიდგენია ჩემი რეაქცია?!
დღე არ გადიოდა ისე ამათზე რომ არ მეფიქრა,ახლა კი...
როცა შემოვედი სათაურისთვის ყურადღება არ მიმიქცევია,მაგრამ აი ამან-[ ] მიიქცია ჩემი ყურადღება და მაშინვე გიცანი,ავტორის ვინაობის შემდეგ სათაური წავიკითხე და გავშრი.
გა'საოცარი ხარ!
უ'საზღვროდ მიყვარხარ.
ყველა'ფერი ხარ!
შენი ანუკი !!

ღმერთო, გიჟი ხარ შენ, მგონი, ხო?!
გეკითხები, რა არის ეს?!
მიპასუხებ?!
როგორ შეგიძლია ასე, ერთ წამში ადგე და უბრალოდ, ასეთი საოცრება სიტყვები მითხრა მე.
მგონი, არ ვარ კარგად.
უფრო სწორედ, მართლა არ ვარ კარგად და გამოცდაზე რაც ცრემლები არ მიღვრია, ახლა ვაფრქვევ ერთიანად.
ჰო, ტირილზე კი შევთანხმდით, მაგრამ არაუშავს, ხო?
ყველაზე მოციმციმე ვარსკვლავი ხარ შენ!
ყველაზე, ყველაზე საყვარელი და ულამაზესი ხარ!
ვიცოდი, რომ გახსოვდა ყოველ დღე, მაგრამ არც ამდენს მოველოდი და აბსოლიტურად ყველა ფაქტორი მიხარია, რაც შენ და ამ ისტორიას გაკავშირებთ.
უზომოდ მადლობელი ვარ შენი ყველაფრისთვის!
და არ არსებობს შენთვის ზღვარი, რომელიც არ შეგიძლია გაარღვიო ჩემს გასაბედნიერებლად.
უზომოდ მიყვარხარ, დაო!
ჩემი საოცრება ხარ შენ!
ჰო, [ ]-ესეც გამიხარდა, რომ მიცანი უკვე ამითაც.
მე მეგონა, ცოტა ავცდი და თურმე, არ ყოფილა ეგრე.
ძალიან მიხარია თუ მოგეწონა და შენია ეს ყველაფერი, ხომ იცი, დაო?!
მიყვარხარ უსაზღვროდ, ჩემო მოციმციმე ვარსკვლავო.
დაგპირდი, დავასრულებ-მეთქი და სულ რომ საშინელება დამმართნოდა, მაგ პირობას ყველანაირ შემთხვევაში შევასრულებდი.
მადლობა, მადლობა და კიდევ ათასი მადლობა შენ!
ჩემი გვერდით დგომისთვის და საერთოდ ყველაფრისთვის, ვარსკვლავო.
მიყვარხარ უზომოდ!

 



№5  offline წევრი ფერადიი...

დაგეკარგე დავშორდით ძალიან ხვდები?
ადამიანის შეყვარება ხდება გულით ტვინისგან დამოუკიდებლად და რასაც გიკარნახებს გული ისუნდა გააკეთო და არა რასაც გეტყვის ტვინი
ანდრეე ანდრე ჩემი იყო! ეს ისტორიაც! თქვენც ჩეემები იყავით! რამოხდა განაა?
ძაან ტკივა ფერადს ეს ყველაფერი ძაალიან განვიცდი დაგითვლია მაინც რამდენჯერ იჩხუბეთ და შერიგდით? რამდენჯერაც არუნდა იჩხუბოთ რახანც აქამდე მოხვედით მაინც ერთად იქნებით
ჩემი საოცრებახართქო ხომ გეუბნევოდი ისევ ეგრეა არაფერი შეცვლილა! მომენატრე ძალიან მომენატრე
ვინცარუნდა მიითვისოს ჩემები ხართ მაინც და მე მჯერავს და მწამს რო ერთად იქნებით ეს სახელი ხო შენ დამარქვი ხოდა ამ სახელზე გვიჟდები ეს თუ არა პეპლები ხო ჩემი იყოო ჩემი პეპლები და ჩემი გიორგი ჩემი ლენკა ხო ჩემი იყო ველი მენატრებიან და მენატრები შენ შენ იცი როგორუნდა მოხვიდე ადამიანის გულამდე ასეთი სიტყვებით გაფასებ და მიყვარხარ ელპინო ძალიან მიყვარხარ მასაც უყვარხარ ხომიცი მასაც ძაან ჭირდები ისევე როგორც ჩვენ ყველას ყველაფერი ზუსტი იყო ყველა სიტყვა ისეა როგორც საჭიროა ანამარიას ძაან უყვარხარ მაინც მისი ანუკი ბიცოლა ხარ
მიყვარხარ ელპინო ჩემი მერვე საოცრება ხარ!♡♡♡ თაკუს ძაან უყვარხარ ♡

 



№6  offline წევრი elena gavasheli

ბოლომდე უნდა წავიკითხო შეფასებისაგან ჯერ თავს შევიკავებ

 



№7  offline მოდერი ელპინი

ფერადიი...
დაგეკარგე დავშორდით ძალიან ხვდები?
ადამიანის შეყვარება ხდება გულით ტვინისგან დამოუკიდებლად და რასაც გიკარნახებს გული ისუნდა გააკეთო და არა რასაც გეტყვის ტვინი
ანდრეე ანდრე ჩემი იყო! ეს ისტორიაც! თქვენც ჩეემები იყავით! რამოხდა განაა?
ძაან ტკივა ფერადს ეს ყველაფერი ძაალიან განვიცდი დაგითვლია მაინც რამდენჯერ იჩხუბეთ და შერიგდით? რამდენჯერაც არუნდა იჩხუბოთ რახანც აქამდე მოხვედით მაინც ერთად იქნებით
ჩემი საოცრებახართქო ხომ გეუბნევოდი ისევ ეგრეა არაფერი შეცვლილა! მომენატრე ძალიან მომენატრე
ვინცარუნდა მიითვისოს ჩემები ხართ მაინც და მე მჯერავს და მწამს რო ერთად იქნებით ეს სახელი ხო შენ დამარქვი ხოდა ამ სახელზე გვიჟდები ეს თუ არა პეპლები ხო ჩემი იყოო ჩემი პეპლები და ჩემი გიორგი ჩემი ლენკა ხო ჩემი იყო ველი მენატრებიან და მენატრები შენ შენ იცი როგორუნდა მოხვიდე ადამიანის გულამდე ასეთი სიტყვებით გაფასებ და მიყვარხარ ელპინო ძალიან მიყვარხარ მასაც უყვარხარ ხომიცი მასაც ძაან ჭირდები ისევე როგორც ჩვენ ყველას ყველაფერი ზუსტი იყო ყველა სიტყვა ისეა როგორც საჭიროა ანამარიას ძაან უყვარხარ მაინც მისი ანუკი ბიცოლა ხარ
მიყვარხარ ელპინო ჩემი მერვე საოცრება ხარ!♡♡♡ თაკუს ძაან უყვარხარ ♡

უკაცრავად, მაგრამ შენ წახვედი და დაასრულე ყველაფერი!
მეორე-ეს ანდრე შენი არაა!
მესამე-არც ეს ისტორიაა შენი!
ჩვენ კი, ვიყავით შენი.
აზრი არ აქვს არაფერს უკვე.
ჯერ-ჯერობით მაინც.
მე ასე მჭირდება ჩემი კარგად ყოფნისთვის და არც მისი მოტყუებისთვის.
პეპლები კი, შენი იყო, რა თქმა უნდა!
ლენკაც, ლაშაც, ნათიაც და გიორგიც.
ნუ, ყველა რა!
მადლობა, რომ წამიკითხე და მაინც ჩემთან ხარ.
შენც მიყვარხარ და ისიც!
საკუთარ თავზე მეტად, მაგრამ ამ წუთს, არაფერი მინდა.


elena gavasheli
ბოლომდე უნდა წავიკითხო შეფასებისაგან ჯერ თავს შევიკავებ

რა თქმა უნდა, ნება შენი, საყვარელო.
გამიხარდება თუ ბოლოს აზრს გამიზიარებ და მადლობა, რომ დრო დამითმე.❤❤❤❤❤

 



№8 სტუმარი მარი. ელ❤

ჩემო ბრილიანტები დაბრუნდიიიი გამოცდების დასრულებამდე დაგიწერიაა ყოჩააღ ჩემი სიფორცხლეეე:))) უზადოა როგორც ყოველთვის თან სანატრელი თავიიი❤ ჭკვიანი სათნო ცოტა არანორმალური თუ ცოტაზე მეტი?:დდდ რომ მყავხარ ეგ ხო არცაა სათქმელიიიი და ძალიან ძალიან ძალიან რომ უყვარს შაქარყინულს თავისი ბრილიანტი ეგეც ხომ იციიი❤ ვგიჟდები შენზე და ამ განსხვავებულ ისტორიაზეე❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

 



№9  offline მოდერი ელპინი

მარი. ელ❤
ჩემო ბრილიანტები დაბრუნდიიიი გამოცდების დასრულებამდე დაგიწერიაა ყოჩააღ ჩემი სიფორცხლეეე:))) უზადოა როგორც ყოველთვის თან სანატრელი თავიიი❤ ჭკვიანი სათნო ცოტა არანორმალური თუ ცოტაზე მეტი?:დდდ რომ მყავხარ ეგ ხო არცაა სათქმელიიიი და ძალიან ძალიან ძალიან რომ უყვარს შაქარყინულს თავისი ბრილიანტი ეგეც ხომ იციიი❤ ვგიჟდები შენზე და ამ განსხვავებულ ისტორიაზეე❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

ჩემო შაქარყინულო, როგორ მიხარია რომ გახსოვს, ნეტავ იცოდე, ჩემო გოგო. ყოველთვის ჩემ გვერდით იყავი და მომყვები ბოლომდე.
აი, მხოლოდ ამიტომ გაფასებ ძალიან!
ცოტაზე მეტი არანორმალური, რა თქმა უნდა. :დდდდდდდ
მეც მიყვარხარ ჩემო შაქარყინულო.
გკოცნი ბეეეეევრს!!!!
და მადლობა ძალიან დიდი.
❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent