შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერადი 3


15-06-2018, 00:57
ავტორი Marry Amm
ნანახია 306

ფერადი 3

კვირას ყველაფრისგან ისვენებდა, ამიტომ შაბათს ადრე წავიდა სააგენტოში, რომ საქმეები მოელია და საღამო მშვიდად გაეტარებინა.
სახლში ახალი შესული იყო დაუპატიჟებელი სტუმრები რომ ეწვივნენ. ნიტამ გაოცება ვერ დამალა როცა ზღურბლთან მდგარი, მომცინარი მაკო და ქეთა დაინახა. ხელში ნამცხვრების ყუთი ეჭირათ.
- ნიტა! - თითქმის ერთად დაიყვირეს და გადაეხვივნენ თანაკლასელს. - როგორ გამხდარხარ, რა სხვანაირი ხარ!
- არა მსუქანი ადრეც არ იყავი, მაგრამ ახლა ძალიან კარგ ფორმაში ხარ.
- შემოვალთ ხო?
გოგონამ ბრაზიანი მზერა გააყოლა უკვე შესულებს და თვალების ბრიალით მიაჯახუნა კარი.
- ნელა ძვირფასო, არ ჩამოიღო. - გაიცინა მაკომ და დივანზე ჩამოჯდა, ტელეფონი სწრაფად ამოიღო და რაღაცის წერას შეუდგა.
- ნამცხვარი მოგიტანეთ, ხომ გიყვარს?
- მახსოვს უყვარდა.
- ხო, თან მინანქარი აქვს ზემოდან, ნახე. - ყუთს თავი ახადა ქეთამ.
- რა ხდება? - ვეღარ მოითმინა ნიტამ და დოინჯი შეკრა.
- რა უნდა ხდებოდეს, შენი ნახვა დიდი ხანია გვინდოდა და მოვედით, აქეთ ვიყავით ლინდასთან, ხომ გახსოვს? ჩვენი პარალელი იყო, ქერა, კულულა.
- რამდენი ხანია მაინც?
- ნიტა რა დაგემართა, თავაზიანობა გამოიჩინე. - გაიოცა ქეთამ. - მე შენ ასეთი არ მახსოვდი.
- არც მე. როგორი რაღაცნაირი იყო, არა? საყვარელი, უპრეტენზიო.
- ხო, ახლა კი... ასე თუ არ გესიამოვნა ჩვენი ნახვა წავალთ. - მსახიობურად მოიბუზა ქეთა.
- ხო, კარგი იქნება. - არ დამალა გაბრაზება ნიტამ. - და ეგ ყუთიც წაიღეთ. მე არაფერში მჭირდება.
- კარგი რა ნიტა... გასაგებია რომ ბრაზობ... ვიცით... მაგრამ მას მერე წლები გავიდა, როგორ შეგიძლია მეგობრები ასე დაგვივიწყო?
- ღმერთო, - ხელები მაღლა ასწია ნიტამ. - შენ მომეცი გამძლეობა. მე როგორ შემიძლია დავიწყება არა? და თქვენ როგორ შეძელით?
- ჩვენ შენ სულ გვახსოვხარ. უბრალოდ უნივერსიტეტი, ისა-ესა და ხომ გესმის...
- არა, არ მესმის. ახლავე ადექით ჩემი დივნიდან და... - ნიტამ ბრაზით ამოისუნთქა კიდევ რომ გაიგო კარზე კაკუნი. - ახლა ესეც თუ ჩვენი კიდევ ერთი კლასელია ყველას გაგყრით! - გაგულისებულმა გამოაღო კარი და შეცბა.
- როგორ ხარ? - ბექას ხელში პარკები ეჭირა.
- ეს შენ მომიყვანე ესენი არა?
- ვინ? - გაიოცა ბიჭმა.
- ბექა! - მოესმა ნიტას ზურგსუკან. - ვაიმე რა დამთხვევაა, რამდენი ხანია არ გვინახიხარ.
- როგორ ხარ? - გადაეხვია ქეთაც.
- კარგად, კარგად. ესენი გამომართვით. - პარკები გაუწოდა ბიჭმა და ოთახში შევიდა. ნიტა გაოგნებული უყურებდა სამეულს და მისი მოთმინების ფიალა წვეთ-წვეთად ივსებოდა.
- ეს რა სპექტაკლი დადგით? - გაეცინა სიმწრისგან. - თქვენ მე უტვინო გგონივართ? ჰა, ბექა?
- არ მესმის.
- არ გესმის არა? არც თქვენ გესმით ალბათ. - გადახედა ქეთას და მაკოს. გოგოებმა დუეტში გააქნიეს თავი. - კარგი, ახლა გაიგებთ... - სამზარეულოსკენ წავიდა ნიტა.
- რა დაგემართა არ მესმის, - მიაძახა ბექამ. - შემთხვევით ამოვედი და ესენიც აქ იყვნენ...
- შემთხვევით არა? ესეც შემთხვევითია. - გაყინულ წყლიანი ბოთლები გამოალაგა მაცივრიდან და სახურავები მოხსნა. - მეც შემთხვევით წეღან შევდგი ეს ბოთლები მაცივარში და ახლა ვხვდები რომ თურმე არ მჭირდება. - პირველი ბოთლი მაკოს ჩამოაცალა თავზე, კივილით წამოხტა დივნიდან და გაქცევა სცადა. ქეთამ მიხმარება რომ გადაწყვიტა ახლა მას მოუტრიალდა ნიტა და ჯერი მეორე ბოთლზე მიდგა. დაბნეულმა ბექამ მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა ადგომა და წ....ბი ხელიდან გამოგლიჯა გოგონას.
- რას აკეთებ, გაგიჟდი?
- შენ მაინც გადამირჩი არა, ტუღუში? შენ ხარ ამ სპექტაკლის მთავარი სცენარისტი. პირველი შენ უნდა ყოფილიყავი წესით. - ვერ წყნარდებოდა ნიტა და ისევ ბოთლებისკენ იწევდა.
- დამშვიდდი ბოლოსდაბოლოს, ნიტა გაჩერდი მეთქი თორემ გატკენ რამეს და ძაან არ მინდა!
- სულელად მთვლი არა? - ყვირილზე გადავიდა გოგონა. - მორჩა, ეს ბოლო შემთხვევაა, ხვალვე გავაკეთებინებ კარზე ღრიჭოს რომ კარგად დაგინახოთ და აღარ შემოგიშვათ!
- ნიტა... - შეაწყვეტინა ქეთამ. გოგონამ თავი სწრაფად მიატრიალა. გოგოები ერთმანეთს ეხუტრბოდნენ და კანკალებდნენ.
- ესღა მაკლდა. - ხელი ჰკრა ბექას და თავი გაითავისუფლა.
- ხედავ რა გააკეთე? - თავი გააქნია ბიჭმა. - ახლა გაცივდებიან და ვისი ბრალი იქნება? მომინდომა ამ შუა მაისსში წუწაობა!
- გაჩუმდი! - ბუზღუნით წავიდა თავისი ოთახისკენ ნიტა. - თქვენ კიდე წამოდით!
რამდენიმე წუთში ქეთას და მაკოს ნიტას ტანსაცმელები ეცვათ. უკვე დივანზე ისხდნენ და პირსახოცებით იმშრალებდნენ სველ თმას. ბექას ყავების გაკეთება მოესწრო და უკვე მაგიდაზე დგავდა ნიტა რომ გამოვიდა.
- რამდენი ხანია ჩემი გაკეთებული ყავა არ დაგილევია? - გაუღიმა ბიჭმა.
- არ ვიცი, მაგრამ აშკარად არ იყო კარგი, რადგან არც გემომახსოვს და არც მომნატრებია. - ნიტას ტელეფონი აწკრიალდა. გოგონამ ეკრანს რომ დახედა წარბები ასწია, მეგობრებს თვალი მოავლო და სამზარეულოში გავიდა.
- გისმენთ.
- როგორ ხარ ნიტა?
- კარგად, მოხდა რამე?
- არა, პროსტა დაგირეკე, დღეს ადრე დაამთავრეთ მუშაობა?
- საკმაოდ, მასალები არ იყო. - იცრუა უცებ.
- აჰა...
- ხო... - უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
- არ გშია? წამო სადმე ვჭმოთ.
- რამე გაქვს სათქმელი?
- არ შეიძლება ისე რომ დაგპატიჟო?
- რავიცი... სტუმრები მყავს...
- ვინ?
- ბექა და ჩემი ორი კლასელი.
- კაი სხვა დროს იყოს...
- ენდი...
- რა?
- მოწყენილი ხარ თუ მეჩვენება?
- გეჩვენება...
- იცი რა? აქ ამოდი, ჩემთან.
- არა, არა... წავედი მეჩქარება. - ენდიმ ტელეფონი გათიშა. ნიტა ერთხანს უყურებდა ეკრანს.
- ენდი იყო? - მოესმა ზურგსუკან ბექას ხმა.
გოგონა არც კი მოტრიალებულა, ენდი მოწყენილი იყო, ხმაზე ეტყობოდა, ნიტასთვის კი ეს სულერთი ნამდვილად არ აღმოჩნდა. გულის სიღრმეში ესიამოვნა რომ ბიჭმა მას დაურეკა, აშკარა იყო, ენდი რაღაცას დარდობდა და ნიტასთან ერთად უბრალოდ გულის გადაყოლება უნდოდა. ნიტასთან ერთად... რატომ მასთან... სხვა მეგობრები არ ჰყავდა? რა თქმა უნდა, ჰყავდა, მაგრამ მაინც ნიტას დაურეკა, ნიტას და არა სხვას... გოგონას მუცელი უსიამოვნოდ შეეკუმშა.
- ნიტა კარგად ხარ?
- უნდა წავიდე... - მოტრიალდა უცებ.
- რამე მოხდა?
- მშენებლობასთან არის დაკავშირებული, სასწრაფოდ უნდა მივიდე...
- ენდის სახლის მშენებლობასთან?
- ხო...
- თუ მხოლოდ ენდისთან?
- ბექა, - წარბი ასწია ნიტამ. - გოგოებს უთხარი, რომ გავდივარ.
სწრაფად მოემზადა, ენდის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, გოგოები წავიდნენ, ბექა კი ჯიუტად იჯდა დივანზე და ნერვიულად ეწეოდა.
- შენ კიდევ აქ ხარ?
- გელოდებოდი, მე გაგიყვან სადაც მიდიხარ.
- არ მინდა, ენდი გამომივლის და წამიყვანს.
- იცი რომ ენდის და ანას ერთმანეთი ბავშვობიდან უყვართ?
- ბექა, უკვე ძალიან დამღალა ამ თემებმა...
- ვერ ხვდები რომ უბრალოდ გიყენებს?
- ანუ შენც გიყენებს ანა?
- მე უბრალოდ ვეხმარები, აი შენ კი ენდი მართლა გიყვარდება, იცი რა იქნება ,,კანეცი”? ის ანისთან დაბრუნდება, შენ კი დარჩები სულელი და შეყვარებული!
- შენით წახვალ თუ ჩემით?
- დაფიქრდი იცოდე, - წამოდგა ტუღუში. - კარგად დაფიქრდი, იმიტომ რომ... უკეთესების ძებნაში, ზოგჯერ მართლა საუკეთესოს ვკარგავთ...
- პირადი გამოცდილებით იცი ალბათ.
- ხო, ვიცი... - გაიღიმა ბექამ, ერთხანს უყურა გოგონას, შემდეგ კი ნელ-ნელა კარისკენ წავიდა.

რესტორანში სასიამოვნოდ თბილოდა. ნიტამ მოსასხამი გაიხადა და ენდი მოათვალიერა. დარბაზის სიღრმეში იჯდა, მწვანე თვალები მოეჭუტა, სივრცეს მიშტერებოდა და სიგარეტს ეწეოდა.
- მოვედი. - გაუღიმა გოგონამ.
- მოკლედ რა, - გამოფხიზლდა ენდი. - არასდროს აგვიანებ.
- შენ კი ყოველთვის ადრე მოდიხარ.
- ხო, ჩვევა მაქვს ასეთი... - ისევ უხერხული სიჩუმე. - რას შეუკვეთავ?
- არ ვიცი, რასაც შენ.
- კაი რა, იქნებ კიბორჩხალა მინდა?
- გინდა?
- არა, მაგრამ...
- ხოდა რაც გინდა ის შეუკვეთე, ვნახოთ რამდენად გემოვნებიანი ხარ.
დღეს რაღაც ხდებოდა, ვერცერთი ვერ პოულობდა სალაპარაკო თემას, ბოლოს ენდის თავისთვის გაეცინა.
- რა ხდება? - სტეიკს საკმაოდ დიდი ნაჭერი ჩამოაჭრა ნიტამ.
- ძაან უცნაურია. თუ არ ვჩხუბობთ ვერ ვლაპარაკობთ.
- მართალია. - გაეცინა ნიტას.
- რატომ მოხვედი?
- გინდა ჩხუბი დავიწყოთ? - იღიმოდა გოგონა.
- არა, მართლა მაინტერესებს, სტუმრები გყავდა, ბექა, უარი მითხარი და მერე უცებ მომწერე მოვდივარო...
- ხო, მიდიოდნენ უკვე. - თვალი აარიდა გოგონამ. - თანაც მოწყენილი მეჩვენე.
- არ მითხრა რომ განიცადე.
- რატომაც არა? რაც არ უნდა ვიჩხუბოთ მაინც ერთი საქმე გვაქვს, შენი წყალობით გადავრჩი და მეგობრები ვართ.
- რას ნიშნავს - ჩემი წყალობით გადარჩი?
- უკვე აღარ ვიცი ენდი ასეთი დაუკვირვებელი ხარ თუ მართლა ვერ შეამჩნიე ესენი? - ნიტამ შარფი მოიხსნა და სახელოები აიწია.
- ეს რაებია?
- დამწვრობა... უფრო სწორად... ერთ ამბავს მოგიყვები. - ამოისუნთქა ნიტამ. - გოგონა თორმეტი წლის იყო რუსთაველზე რომ მისეირნობდა და ბოშა ბიჭი აეკიდა, მან ხურდა მისცა მოსაცილებლად, მაგრამ ბოშა არ მოეშვა. - ენდიმ უფრო მეტად მოჭუტა თვალები, დაკვირვებით უსმენდა. - ბიჭმა გააფრთხილა, არ დადგე ხესთან, დიდი სინათლე ჩამოვარდებაო, ხმაც იქნება და ეს ძალიან ცუდი იქნებაო. - ენდის სახე გაეხსნა და ღიმილი შეეპარა. - რამდენიმე წლის შემდეგ გოგონა ექსკურსიაზე მიდის, ჭექა-ქუხილი იწყება და ხესთან აპირებს მისვლას, რომელთანაც მისი თანაკლასელი დგას და უცებ ბოშა ახსენდება. - ნიტას უსიამოვნებისგან სახე მოეღრუბლა და მინის მიღმა გაიხედა. - ცდილობს გააფრთხილოს, მაგრამ ბიჭი ჯიუტად არ გამოდის იქიდან... მერე... მერე დამაყრუებელი ხმა დიდ სინათლესთან ერთად და... იმ დღეს მეხი ჩამოვარდა ენდი, შედეგად კი ორივე მათგანს სამუდამო ნიშანი დარჩა... გოგონა გარიყეს... კუდიანად ჩათვალეს... მერე მამამაც დატოვა და... - ნიტას უკვე თვალები აემღვრა... - არაფერი გახსენდება ენდი?
- მახსენდება. - თქვა ბიჭმა ღიმილით. - პუტკუნა ნაცრისფერთვალებიანი გოგონა, რომელიც, ოღონდ მოვეშორებინე და, ქოლგას მთავაზობდა.
- საიდან იცოდი ენდი... ის დღე როგორ დაინახე... დღემდე ვერ ამიხსნია... ნათელმხილველი ხარ? - ბიჭმა ნიტას სიტყვებზე გულიანი სიცილი მორთო.
- მოდი მეც მოგიყვები მაშინ ერთ ამბავს. - გამჭვირვალე ჭიქა წითელი სითხით შეავსო ენდიმ. - ერთი ბიჭი იყო, უდედმამო, უმშობლო... დეიდა ზრდიდა, ქალს თავისი შვილებიც ჰყავდა და ყველას საკმარისად ვერ ინახავდა. ბიჭი თავს იდანაშაულებდა, ეგონა რომ მის გამო ეკლდა ამ ოჯახს ყველაფერი და სახლიდან წამოვიდა. დადიოდა ქუჩა-ქუჩა, ბოლოს ბოშებს დაუმეგობრდა, რაღაც-რაღაცეები ისწავლა მათგან და ხშირად დაყვებოდა. ერთ საღამოს გოგონა დაინახა რუსთაველზე, თავი ჩახრილი ჰქონდა - ნიშნავდა რომ ჩაკეტილი იყო და არავისთან ურთიერთობა არ უნდოდა. ბიჭმა იფიქრა რომ ასეთი გოგო მოსაცილებლად აუცილებლად მისცემდა ხურდას და მაშინვე აედევნა. მეხი, - ამას ყველაზე ხშირად იტყუებოდა, თითქმის ყველას ამას ეუბნებოდა, მსოფლიოში უამრავი ელვა ეცემა, ხოდა რა არის ალბათობა იმის რომ უცებ შენ არ დაგეცემა? - უღიმოდა ენდი ნიტას.
- ანუ მომატყუე?
- რატომ? ხომ მართლა ჩამოვარდა?
- ხო მაგრამ შენ არ იცოდი, ანუ მომატყუე!
- ხო, მოგატყუე, მაგრამ ჩემმა ტყუილმა გადაგარჩინა.
- ესეიგი... რა სულელი ვარ... მე კი სულ მეგონა რომ ის დღე ხილვაში ნახე და...
- მართლა რა სულელი ხარ. - ხარხარებდა ენდი.
- თან რომ გნახე ბოშა მეგონე...
- ხო, ანეგდოტებს რომ ყვებოდი მივხვდი რაღაც იცოდი, აშკარად ჩემი გაბრაზება გინდოდა.
- კარგად გამომდიოდა.
- საერთოდ არ მეცინებოდა, პირიქით იმაზე ვფიქრობდი შენ რა გაცინებდა, მგონი ცოტა ვერა ხარ ნიტა...
- მადლობთ. - ღვინო მოსვა გოგონამ.
- არა მართლა გეუბნები.
- ალბათ იმიტომ რომ ბავშვობაში ეშმაკი მყავდა ჩასახლებული. - გულიანად გაიცინა გოგონამ. ენდიმ პირი დააღო.
- რა?
- მაგარი ისტორიაა, ეკამ მომიყვა რომ თურმე....
დიდხანს იცინოდნენ, საერთოდ გაეთიშნენ ამ სამყაროს და ვერ ამჩნევდნენ რომ დარბაზში ბევრი სხვაც იჯდა. დროდადრო ნიტას ხმამაღალ სიცილზე უკმაყოფილოდ იხედებოდნენ გარშემო მყოფნი, თითქოს რესტორანში კი არა დაკრძალვაზე ისხდნენ და ლაპარაკიც კი ეკრძალებოდათ. მათ კი ამაზე უარესად უტყდებოდათ სიცილი და ცდილობდნენ ერთმანეთი გაეჩუმებინათ.
გვიანი იყო ნიტას სახლთან რომ გაჩერდნენ. აშკარად არცერთს არ უნდოდა წასვლა.
- ხვალ ისვენებ?
- თუ დასვენება ჰქვია მაგას, კი. უბორკის დღე მაქვს. წესით დღეს უნდა გამეკეთებინა მაგრამ ვინ დამაცადა. ის ორი შტერი მოვიდა... მერე წ....ბი დავასხი თავზე, მერე ჩემი ტანსაცმელი ჩავაცვი და მერე შენც დამირეკე. ასე რომ...
- ვინ ორი?
- მაკო და ქეთა. ბექამ მომიყვანა, ნეტა განახა რა სასაცილოები იყვნენ, ვითომ შემთხვევით მოვიდნენ ყველანი ჩემთან. - გადაიკისკისა გოგონამ.
- ცდილობს დაგიბრუნოს არა? - გაიღიმა ენდიმ.
- არ მინდა ამაზე... - სახელურისკენ წაიღო ხელი ნიტამ.
- გინდა ჩემ დამლაგებელს დავურეკავ და გამოგიგზავნი ხვალ.
- არა, არა. მერე მაინც თავიდან დასალაგებელი მექნება. არ მიყვარს სხვისი დალაგებული.
- მაშინ გაწყდი წელში მეტი რა გითხრა.
- ხო, იმას ხომ არ მეტყვი ამოვალ, დაგეხმარებიო!
- მე?
- ხო.
- დაგეხმარო დალაგებაში, შენ?
- ჰო, რა მოხდა.
ბექამ დამაყრუებლად გადაიხარხარა.
- რა კომპლექსიანი ხარ. - ნიტამ თავი დანანებით გააქნია.
- მე ვარ კომპლექსიანი?
- აბა მეგობრის დახმარება რა გგონია, მარტო ფულით შეიძლება?
- ასე არ ვფიქრობ...
- ხოდა მაშინ ხვალ მძიმე დღე მაქვს და აბა შენ იცი, - კარი გააღო ნიტამ. - ასე პიჯაკით ნუ მოხვალ. - მომხიბვლელი ღიმილით დააჯილდოვა ბიჭი და სანამ ენდი რამეს ეტყოდა, ნარ-ნარით დატოვა იქაურობა.

კვირა დილით ენდი ტელეფონის ზარმა გააღვიძა. ეკრანს ცალი თვალით დახედა, ანა რომ დაინახა მაშინვე წამოჯდა და უპასუხა.
- ხო ანა.
- ენდი... როგორ ხარ?
- კარგად, მოხდა რამე?
- არაფერი. - დაიბნა გოგონა. - უბრალოდ დაგირეკე... დღეს კვირაა და ვიფიქრე... არ ვიცი... რამე გეგმები გაქვს?
- რა იფიქრე?
- სადმე წავიდოდით... ვილაპარაკებდით... როგორც ადრე, მეგობრულად.
- ანა რამე მოხდა და არ მეუბნები?
- უბრალოდ... - ანას ეტყობოდა საუბარი უჭირდა. - მე და ბექამ ცოტა ვიკამათეთ და... ვიფიქრე განტვირთვა კარგი იქნებოდა თუ გცალია... თუ არ გცალია არაუშავს...
- როგორ არ მცალია... გამოგივლი ესე ერთ საათში. ხო სახლში ხარ?
- კი...
- კარგი, მაშინ, დროებით...
- დროებით...

ნიტამ უკმაყოფილოდ შეკრა დოინჯი, არ იცოდა საიდან დაეწყო, თავზე წითელი ბენდენა გაიბანტა და ღრმად ჩაისუნთქა. უნებლიედ ტელეფონს დახედა.
- არ დავურეკავ. - თქვა და ცხვირი მაღლა ასწია. - თუ არ უნდა ნუ მოვა!
უკვე ორი საათი იყო გასული, მხოლოდ სააბაზანო ჰქონდა დარჩენილი, ტელეფონი კი ისევ დუმდა, გადაწყვიტა რომ ამაზე აღარ იფიქრებდა, ბლუთუზი დააკავშირა და დინამიკებში ხმამაღალი მუსიკა ჩართო. თითქმის ბოლოში იყო გასული, კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა რომ მოესმა. მუსიკებს დაუწია და კარისკენ წავიდა. გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა ენდის მაგივრად ბექა რომ დაინახა.
- რა იყო, სხვას ელოდი? - მიზანში მოარტყა ბიჭმა.
- მაინტერესებს როდის დაიღლები!
- არასდროს!
- შემოდი, - გვერდზე გადგა გოგონა. ბექამ გაოცება ვერ დამალა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნიტამ სახლში შეიპატიჟა. - ესენი ამოიცვი. - ცისფერი პარკები გაუწოდა გოგონამ.
- რა ხდება, დეზიმფექციას ატარებ?
- ასე ვთქვათ. ახალი გაწმენდილია ყველაფერი, ეცადე არაფერს შეეხო, უბრალოდ დაჯექი და ჩუმად იყავი.
- სიჩუმე რაღა საჭიროა? - უკმაყოფილოდ ამოიცვა პარკები და დივნისკენ წავიდა.
- ბაქტერიებს მოაფრქვევ!
- ვაიმე, შენ რომ შვილი გეყოლება ალბათ მთლიან კორპუსს გადაკეტავ და რამე ანტიბაქტერიულ ხსნარებს მოასხავ ყველგან.
- აჰამ. - სერიოზულად დაეთანხმა გოგონა.
- გიჟი ხარ გეფიცები.
- აბა რა გგონია, ჩემ შვილს ბინძურ სახლში ვამყოფებ?
- მანიაკი ხარ.
- ბავშვი ძალიან სათუთია ბექა!
- ხო ვიცი, შენ საუკეთესო დედა იქნები ნიტა. - სევდიანად გაიღიმა ბიჭმა. მერე მზერა აბაზანის შეღებულ კარზე გადაიტანა. - მალე დაამთავრებ?
- თუ მომეხმარები კი.
- რა თქმა უნდა, მოგეხმარები. - წამოდგა ბექა. ნიტა რამდენიმე წამს უყურებდა, გულში კიდევ ჩაწყდა რაღაც. - მერე რამე გემრიელსაც გავაკეთებ და ვჭამოთ.
- ხო...
- აბა რომელ ბაქტერიებს ვერჩით უფრო? - სადეზინფექციო ხსნარი ხელში იარაღივით შეათამაშა ტუღუშმა.
- ყველას. - გაეცინა ნიტას.



ჩიჟი-ბიჟი - ასე ერქვა კერძს, რომელიც ბექამ დიდი თავმომწონებით მოამზადა და პირველი კოვზი ნიტას თვითონ გადაუღო.
- Bon appetit! (გემრიელად მიირთვი) - კმაყოფილი დაჯდა თავის თეფშთან.
- Merci! (გმადლობთ) - თავი დაუქნია ნიტამ და პირველი ლუკმა გასინჯა.
- აბა?
- გქირაობ! - გაიცინა ნიტამ. - მართლა. - ისე მადიანად დაიწყო ჭამა, ბექას წამით დაავიწყდა თავადაც რომ მთელი დღე არაფერი ეჭამა და გოგონას სიამოვნებით მიაშტერდა.
- შენც ჭამე. - გამოაფხიზლა ნიტას ხმამ. - არ გშია?
- ძალიან მშია. - გადმოიღო მანაც. - ნიტა... - განაახლა საუბარი ცოტა რომ დანაყრდა. - მე და ანა დავშორდით.
- რატომ?
- ვერ ხვდები რატომ?
- ბექა... ხომ ხედავ, მშვიდად, წყნარად ვზივარ ჩემთვის და ვჭამ, მეც კმაყოფილი ვარ და შენც. თუ ისევ ჩვენზე და ენდიზე გინდა საუბრის დაწყება იცოდე რომ კარგად დაწყებული დღე ცუდად დამთავრდება, რაც შენ წარმოიდგინე და არ მინდა.
- ანუ ამ თემებს არ შევეხო საერთოდ? - გაბრაზდა ბიჭი.
- არა!
- კარგი... - ამოისუნთქა მოთმინებამილეულმა. - ასე იყოს... მაგრამ შენ თხოვდები ნიტა!
- ვაიმეე, რა დროს ქორწილია ბექა, ენდის ხელი არ უთხოვია!
- აბა ანამ რატომ თქვა?
- უბრალოდ ასე დაასკვნა, რა ჩემი ბრალია. ათასი საქმე მაქვს გესმის? როგორც იქნა დავიწყე ცხოვრება. სანამ ენდის გავიცნობდი, სანამ ჩემ პროექტებს იყიდდა, უბრალოდ ვარსებობდი, ახლა კი ვცხოვრობ გესმის? უნივერსიტეტშიც კი ვეღარ მივდივარ იმდენი საქმე მაქვს, გამოცდები, ენდის სახლის მშენებლობა, ჩემი სააგენტო, სახლი... რა დროს ქორწინებაა...
- ესეიგი არ თხოვდები? - ღიმილი შეეპარა სახეზე ბექას.
- ოდესმე ალბათ გავთხოვდები, მაგრამ ჯერ არა...
- გასაგებია. - ბექას კმაყოფილებამ ნიტას ნერვები მოუშალა.
- ნუ ღელავ, შენზე ახლო მეგობარი არ მყავს, მეჯვარედ აუცილებლად დაგნიშნავ. - გაუცინა ტუღუშის წაშლილ სახეს გოგონამ და წვენის ჭიქა მიუჭახუნა.
- მეჯვარედ?
- ჰო.
- და პირდაპირ ნეფე რომ ვიყო არა?
- ესე პირდაპირ ხო იცი არაფერი ხდება. - მაიმუნურად იღიმოდა ნიტა.
- ნიტა...
- რა?
- ცხვარი ცხვარიაო ხომ გაგიგია?
- გამიგია, გამიგია. მაგრამ ნიტა ნიტააო, შენც ხომ გსმენია?
- მინახავს. - გაიცინა ბექამაც. - გინდა გავისეირნოთ ფეხით?
- არაა... - ამოისუნთქა გოგონამ, მიხვდა ბევრი მოუვიდა საჭმელი და სკამის საზურგეზე მიწვა. - ძალიან დავიღალე, თან გამოცდები მაქვს მალე, რამე მაინც უნდა წავიკითხო, ისედაც ვაცდენ ქვიზებს და ბევრი ქულა დავკარგე.
- როგორც გინდა. - წამოდგა ბიჭი. - შენ აალაგებ თუ დაგეხმარო?
- თვითონ ვიზავ, დიდი მადლობა. - შესასვლელისკენ გაუძღვა გოგონა.
- მადლობა შენ, ნიტა. - ზღურბლთან შედგა ტუღუში.
- კარგად. - გაუღიმა გოგონამ. ბექამ სევდიანად დაუქნია თავი. ცოტა ხანს უყურა და ზანტად დაეშვა კიბეებზე.


თითქმის ერთი თვე გავიდა, როგორც იქნა ჩააბარა გამოცდები ნიტამ და ეს პრობლემა მოეხსნა, ბექა სულ ურეკავდა, როგორც კი შეეძლო ნახულობდა, აი ენდი კი მხოლოდ ერთხელ ნახა, მაშინ, როცა მშენებლობის ამბით დაინტერესდა. თავი ჩვეულებრივ ეჭირა, ნიტამაც არ შეიმჩნია წყენა და ყველაფერი ანახა და მოუყვა რაც საქმეს ეხებოდა. იმ დღეს ისე წავიდა არც დაემშვიდობა. ნიტა ხშირად ურეკავდა, მაგრამ ენდი დაუფარავად არიდებდა თავს, ხან რას იმიზეზებდა, ხან რას. თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან განიცდიდა ნიტა. ერთ საღამოს ლილიმ ამოაკითხა, მისი დისშვილი თავისთან დაასაქმა ნიტამ და ქალი მადლობებს არ წყვეტდა. შემდეგ დღეს კი მოულოდნელად ეკა ესტუმრა. რაღაცნაირი მოტეხილი ეჩვენა ნიტას და ეტკინა.
- დარჩი აქ, ხომ ხედავ, მე კარგად ავეწყე, უკვე ჩემი საქმე მაქვს.
- მადლობა ნიტა, - გაუღიმა ქალმა. - მაგრამ არ შემიძლია, დედაჩემი უკვე ვეღარ დადის, ფაქტიურად ჩავარდნილია, დიდხანს ვერ ვტოვებ, ახლაც, მეზობელი რომ გვყავს ხომ იცი, ლალი, შენ რომ სულ ვაშლებს გჩუქნიდა.
- რა დამავიწყებს, - გაიცინა ნიტამ. - აღარ შემეძლო ამდენი ვაშლები, ახლაც ვერ ვიტან.
- ხოდა ლალის ვთხოვე მიეხედა. მაინტერესებდა შენი ამბები, ძალიან გამიხარდა ნიტა.
- სიგარეტი გაქვს?
- მოწევა დაიწყე?
- არა რა დავიწყე... რაღაცნაირად მინდა... - ქალმა ჩანთიდან ამოიღო კოლოფი და ნიტას გაუწოდა.
- მოხდა რამე?
- ბევრი რამ მოხდა ეკა... მე კიდე, აღარ ვიცი, გაურკვევლობაში ვარ...
- ბიჭის ამბავია არა? - გაიღიმა ქალმა.
- ბიჭების... - თვალი აარიდა გოგონამ.
- აბა დაიწყე!
- არა რა ეკა, მეზარება ახლა ამხელა ამბის მოყოლა. უბრალოდ არ ვიცი რა მემართება, როცა ბექასთან მინდოდა ხელი მკრა, ახლა მას უნდა ჩემთან და... ვერაფრით დავანგრიე ის კედელი ჩვენ შორის რომ დიდი ხნის წინ აღიმართა... ვცდილობ გესმის? მართლა...
- ალბათ ვიღაც სხვა გიშლის ხელს და საკმარისად არ ცდილობ. - გაუღიმა კვლავ ქალმა.
- ენდი...
- ენდი ქვია?
- ხო რა მოხდა?
- არაფერი, უცხოელია?
- არა. ქართველია, ქავთარაძე.
- მერე?
- ხოდა ეს ,,მერე” აღარ ვიცი... ვითომ ჭკვიანი ვარ, არც შესახედად ვარ ცუდი... მას კი მაინც ის სულელი, ამპარტავანი გოგო ურჩევნია.
- გიყვარს ნიტა?
- მერავიცი... - ნერვიულად დაარტყა ნაპასი და ფანჯარაში გაიხედა.
- გინდა გითხრა განსხვავებები ჭკვიან და სულელ ქალს შორის? ადრე სადღაც წავიკითხე და დამამახსოვრდა.
- მითხარი.
- აი, ნახე. - სულელი ქალი, ყოველთვის ბუნებრივად მიმზიდველი და საყვარელია, ის გარეგნობაზე აკეთებს აქცენტს, ჭკვიანისთვის კი ცხოვრებაში უფრო მეტად ღირებული წიგნები და საკუთარი საქმეა.
- მართალია...
- სულელი ყოველთვის თავდაჯერებულია და მისი მოქმედებები უბრალო და მარტივია, ჭკვიანი კი იმის შიშით რომ შეცდომა არ დაუშვას ხშირად ბევრს ფიქრობს და ამ დროში მთავარი საქმე გასაკეთებელი რჩება.
- ასეა... - ეთანხმებოდა გულდაწყვეტილი ნიტა.
- სულელს უაღრესად მნიშნელოვან შეცდომასაც კი პატიობენ ნიტა, ამბობენ თავისი უტვინობით მოუვიდაო, ჭკვიანს ერთ უბრალო არსწორ საქციელსაც კი მსოფლიოს ღალატად უთვლიან. სულელი ყოველთვის ზედაპირულად თხოვდება ძირითადად უზრუნველ ცხოვრებაზე და ბედნიერია, რადგან მზადაა ყველაფერი მოითმინოს, ჭკვიანი ქალი კი ბევრს ფიქრობს და ყოყმანობს, რადგან მისთვის ქორწინებაში ქმრის პატივისცემა და სიყვარული ყველაზე მთავარია.
- დალევა მინდა. - თავი გააქნია ნიტამ და მაცივრისკენ წავიდა. - დალიე რა ჩემთან ერთად.
- დავლევ... - გაიცინა ეკამ.
- გილოცავ, შენ მოახერხე და მომანდომე რომ ყველაზე სულელი გოგო ვიყო ამ ქვეყნად.
- მერე იყავი. - გაიცინა კვლავ ქალმა.
- რანაირად?
- იცი მთავარი განსხვავება რა არის მათ შორის?
- რა?
- ჭკვიან ქალს, ყოველთვის შეუძლია სულელის ნიღაბსამოფარებულმა ბედნიერად გაატაროს დრო მთელი ცხოვრება. აი უტვინოს კი პირიქით არ გამოუვა.
ნიტა წამით დაფიქრდა, გაიაზრა ეკამ რა უთხრა და არყით და ჭიქებით ხელში სკამზე დაეშვა.
- ანუ რა გინდა თქვა? ვითამაშო ვითომ სულელი ვარ?
- არაფერიც არ ითამაშო, - თავი გააქნია ქალმა. - უბრალოდ ამოარჩიე თვისებები, რომლებიც სულელში მოგწონს. მიეცი შენს თავს მოდუნების უფლება, დაუშვი შეცდომები და არ იღელვო, თუ რამე არასწორად მოხდა, მთავარია სცადო და არცერთი ცხოვრებისგან მოცემული შანსი არ გაუშვა ხელიდან.
- მგონი გავიგე...
- დაასხი მაშინ. - გაიცინა ეკამ.

იმ დილით ჯერ კიდევ საწოლში იწვა და ფიქრობდა, დიდ ხანს იჭყლიტა ტვინი, ბოლოს წამოჯდა და ხმამაღლა დაუსვა კითხვა საკუთარ თავს.
- რა მინდა? ან რა არ მინდა? ვიცი, - თავი დააქნია ბევრი ფიქრის შემდეგ. - ენდისთან მუშაობა აღარ მინდა, სულელი რომ ვიყო, ასე მოვიქცეოდი, ნამდვილად, უპასუხისმგებლოდ და თავქარიანად... - გაიღიმა კმაყოფილმა და საბანი გადაიძრო. - აბა ვნახოთ როგორ მოეწონება. კიდევ რა თქვა ეკამ? - კარადასთან მივიდა და ტანსაცმელს დაუწყო არჩევა. - გარეგნობა, ცოტა სახესაც მივხედავ...
რამდენიმე დღე არ წავიდა მშენებლობაზე, მთლიანად სააგენტოზე გადაერთო და ერეკლეს დაუბარა მე აღარ ვმუშაობ მანდ, შენ ხარ ახლა მთავარი ინჟინერიც, ქალიც და კაციცო. ბიჭს დიდად არ გაჰკვირვებია, ნიტას წასვლით მაინც არაფერი დააკლდებოდა, ამიტომ მშვიდად დაეთანხმა და ტელეფონი გათიშა.
დაახლოებით ერთ კვირაში ენდის ზარი დაინახა ტელეფონზე და სიამოვნებისგან გაეღიმა.
- მაპატიე ძვირფასო, დაკავებული ვარ. - ხმა გაუთიშა აპარატს და პროექტებში ჩარგო თავი. ტელეფონმა კიდევ რამდენიმეჯერ დარეკა, ნიტა სულ ღიღინ-ღიღინით აწერდა ხელს ფურცლებს.
- ქალბატონო ნიტა, - კარზე მოაკაკუნა გოგონამ.
- შემოდი თიკუნა.
- ბატონი ენდია მოსული, ამბობს რომ... - თიკას აღარ დასცალდა, ბიჭმა შეკრული წარბებით გადმოკვეთა ოთახი და ნიტას თვალებში ჩააჩერდა.
- გამარჯობა ენდი. - გაუცინა გოგონამ. - დაჯექი, რატომ დგახარ?
- დავჯდე არა?
- თავისუფალი ხარ თიკუნა.
- რა გააკეთე? - ხელები გაშალა ბიჭმა.
- არ მესმის ენდი, რაზე ამბობ?
- რატომ აღარ დადიხარ სამსახურში?
- აა, წამოვედი. - ვითომ ახლა გაახსენდაო ისე გაუცინა გოგონამ.
- რა ქენი?
- მომწყინდა ენდი და წამოვედი. რა მოხდა?
- ასეთი უპასუხისმგებლო როგორ შეგიძლია იყო?
- ერეკლე ხომ დავტოვე? - მხრები აიჩეჩა ნიტამ.
- რატომ აკეთებ ამას?
- რას?
- რატომ სულელობ?
ნიტა თითქოს გამოიჭირესო, ისე გაუშეშდა სახე. რამდენიმე წამით ვერაფერი თქვა.
- ენდი რა მოხდა ვერ გავიგე, ცა ჩამოიქცა? ერეკლე ჩემზე უკეთ ართმევს თავს ამ საქმეს. მე კი ჩემ საქმეებს და ჩემ ცხოვრებას მივხედავ.
- შენ ცხოვრებას მიხედავ?
- ხო. - ისევ აიჩეჩა მხრები ნიტამ. - შენ ხომ დაუბრუნდი შენსას, მეც ასე ვიქცევი.
- აი თურმე რაში ყოფილა საქმე, გაგიტყდა ყურადღება რომ მოგაკელი?
- ყურადღების დეფიციტი მე არ მაქვს ენდი. უბრალოდ ვაფასებ და პატივს ვცემ ადამიანურ ღირებულებებს, რაც შენ ასე გაკლია! - ვეღარ მოითმინა ნიტამ და ძველებურ ლაპარაკს დაუბრუნდა.
- ანუ მაშინ სახლის დალაგებაში რომ არ დაგეხმარე და ანასთან წავედი ეგ გაგიტყდა. - ნიტას ანას სხსენებაზე ხელები მოემუშტა.
- მე სულ არ ვიცოდი შენ სად წახვედი, გაინტერესებს რატომ? იმიტომ, რომ ერთსიტყვიანი მესიჯიც არ გამოგიგზავნია.
- ვერ გავიგე, ატჩოტები გინდა გაბარო?
- მე არაფერი არ მინდა შენგან ენდი, მე წამოვედი შენგან.
- ჩემგან?
- ხო.
- ანუ აღარ გინდა ჩემთან ურთიერთობა?
- არა!
- იმის გამო რომ იმ წყეულ დღეს არ დაგეხმარე? სახლის დალაგების გამო?
- სხვა რამეში რომ მეთხოვა დახმარება მოხვიდოდი? - ენდი დაფიქრდა და გაჩუმდა. - ხედავ? - სევდიანად გაიღიმა ნიტამ. - მე არ მჭირდება გვერდით ადამიანი, რომელსაც ლხინის დროსაც კი ვერ დავეყრდნობი, გაჭირვებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია...скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian magariaaa, male dade raaa

 



№2  offline მოდერი Marry Amm

Qeti qimucadze
Zalian magariaaa, male dade raaa

მე ყოველთვის ვცდილობ ქეთი, წუხელ დავდე დაჟე და დღეს დილით აიტვირთა. მეც ერთი სული მაქვს ხოლმე ისე როდის დავდებ :დ <3

 



№3  offline წევრი ablabudaa

ყველა რატომ იჭრება ნიტასთან? მერე იაზრებენ შეცდომებს მაგრამ რაღა დროს. მოკლედ ძალიან მაინტერესებს როგორ გაგრძელდება. <3 როგორც ყოველთვის ძალიან კარგი თავი იყო. <3

 



№4 წევრი დარინა

ამ თავმა სულ ამრიააა ნიტასავით დამემართააა, ჩემი ფერადები აღარ იყვნენ ფერადებიი, ბექა შემეცოდა მას მართლა უყვარს ნიტა მაგრამ სამწუხაროდ გვიან გააცნობიერა თავისი შეცდომა და ამით დაკარგა, ენდიმ კი რატომღაც იმედები გამიცრუვა არადა მეგონა უკვე ნიტაზე ფიქრობდა, ნიტა მართალია თუ ჭირში მასთან არ იქნება და ვერ დაეყრდნობა რაღად უნდა ასეთი ადამიანი გვერდით, პირველივე ანას ზარზე მასთან გაიქცააა.

 



№5  offline მოდერი Marry Amm

ablabudaa
ყველა რატომ იჭრება ნიტასთან? მერე იაზრებენ შეცდომებს მაგრამ რაღა დროს. მოკლედ ძალიან მაინტერესებს როგორ გაგრძელდება. <3 როგორც ყოველთვის ძალიან კარგი თავი იყო. <3

ხო როცა უკვე კარგი ფინანსური მდგომარეობა აქვს ყველა მაშინ დაბრუნდა, ბექას არ ვგულისხმობ, ის მართლა მიხვდა თავის შეცდომას. <3

 



№6 წევრი თუთა პირველი

Auuu im gogoebze nervebi momeshala da ver mivxvdi martla beqam miiyvana isini tu ara? )))) endis ana uyvars da ana ragato cdilobs endis echvianobas ver vxvdebia anasad a endis dialogs wavikitxvdi siamovnebit. Beqa jer kidev mashin gamohnda daxmarebis survili roca nitas araperi ar ebada da im gogoebma sashinlad gamagizianes me tansacmelsac ar mivcemdi ise gavagdebdi saxlidan ))))) dzalian kai googo xar shen ubralod tavis droze ratom ar tvirtavs saiti im istoriebs romlebic mkitxvels moswons ver vxvdebi(((

 



№7  offline მოდერი Marry Amm

თუთა პირველი
Auuu im gogoebze nervebi momeshala da ver mivxvdi martla beqam miiyvana isini tu ara? )))) endis ana uyvars da ana ragato cdilobs endis echvianobas ver vxvdebia anasad a endis dialogs wavikitxvdi siamovnebit. Beqa jer kidev mashin gamohnda daxmarebis survili roca nitas araperi ar ebada da im gogoebma sashinlad gamagizianes me tansacmelsac ar mivcemdi ise gavagdebdi saxlidan ))))) dzalian kai googo xar shen ubralod tavis droze ratom ar tvirtavs saiti im istoriebs romlebic mkitxvels moswons ver vxvdebi(((

ანა ჩემი ეგოისტი პერსონაჟია რომელსაც სინამდვილეში არც ენდი უყვარს და არც ბექა, ამავდროულად ორივე მოსწონს და ვერ გაუგია რა ქნას, არცერთი არ ემეტება გასაშვებად ასე ვთქვათ. მაკო და ქეთა საკმაოდ ჭკუამხიარული და ცოტა უთავმოყვარეო სულელი გოგონები არიან, საკმაოდ გამაღიზიანებლებიც, ნიტა კი გულის სიღრმეში კეთილია. რაც შეეხება საიტს ადმინები როცა ამოწმებენ სიახლეებს მაშინ იდება. ვეცდები ავაგროვო 2000ქულა და ისევ გავხდე მოდერი რომ როცა მინდა მაშინ ავტვირთო შემოწმების გარეშე.

 



№8 წევრი mirandaa31

დღეს წავიკითხე სამივე თავი და ძალიან მომეწონა. ასეთი განსხვავებული დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს. ნიტა ძალიან მომწონს. მიუხედავად ყველაფრისა ენდიც მომწონს ❤️ ველოდები მოვლენების განვითარებას.
--------------------
ხელმოწერა

 



№9  offline წევრი izabella

თითქოს ყველაფერი ლაგდებოდა, მაგრამ პირიქით, თავდაყირა დადგა. იმედია ნიტა ჩამოყალიბდება და ისეთ შეცდომას არ დაუშვებს რომელსაც მომავალში ინანებს.
კარგი თავი იყო, მომეწონა.

 



№10  offline მოდერი Marry Amm

mirandaa31
დღეს წავიკითხე სამივე თავი და ძალიან მომეწონა. ასეთი განსხვავებული დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს. ნიტა ძალიან მომწონს. მიუხედავად ყველაფრისა ენდიც მომწონს ❤️ ველოდები მოვლენების განვითარებას.

მიხარია რომ შემოგვიერთდი :D ჩვენ აქ დიდი განხილვები გვაქვს <3

izabella
თითქოს ყველაფერი ლაგდებოდა, მაგრამ პირიქით, თავდაყირა დადგა. იმედია ნიტა ჩამოყალიბდება და ისეთ შეცდომას არ დაუშვებს რომელსაც მომავალში ინანებს.
კარგი თავი იყო, მომეწონა.

ხოო ნიტა ჭკვიანი გოგოა :დ მიხარია ასე რომ მოგწონთ <3

 



№11  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მეც ანასავით მჭირს. ბექაც მომწონს და ენდიც. ბექას ძალიან უყვარს ნატაა. გულის სიღრმეში ვგულშემატკივრობ :დდდ ენდის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია ჯერ-ჯერობით ნატასთან, მეგობრებსაც ვერ უწოდებ. თან მაინტერესებს როგორი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ენდის ანასთან. ეს თავიც კარგი იყო, ყოჩაღ

 



№12  offline მოდერი Marry Amm

Chikochiko
მეც ანასავით მჭირს. ბექაც მომწონს და ენდიც. ბექას ძალიან უყვარს ნატაა. გულის სიღრმეში ვგულშემატკივრობ :დდდ ენდის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია ჯერ-ჯერობით ნატასთან, მეგობრებსაც ვერ უწოდებ. თან მაინტერესებს როგორი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ენდის ანასთან. ეს თავიც კარგი იყო, ყოჩაღ

ხო ენდის ვალდებულებები არ აქვს მაგრამ ნიტას მაინც ეწყინა : ) ენდი და ანა შემდეგ თავში :) <3

 



№13 სტუმარი ana

ძალიან საინტერესოდ იკითხება ❤️მალე დადე მომდევნო თავი რა ❤️

 



№14  offline მოდერი Marry Amm

ana
ძალიან საინტერესოდ იკითხება ❤️მალე დადე მომდევნო თავი რა ❤️

დღეს იქნება სავარაუდოდ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent