შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღიმილი საუკეთესო ხერხია ტკივილის დასაფარად 4თავი


15-06-2018, 22:30
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 628

ღიმილი საუკეთესო ხერხია ტკივილის დასაფარად 4თავი

დილით როგორც ყოველთვის ადრიანად გაიღვიძა, მალევე მოწესრიგდა და სამზარეულოში გავიდა.
ჯერ არავის გაუღვიძია ამიტომ სადილის მომზადებას შეუდგა, თეფშზე ბოლო ბლინი გადმოდო და ღიმილით მიესალმა სამზარეულოში ახლახანს გამოჩენილ ლიკას.
- ვაიმე რა სუნები ტრიალებს.
_ნინე გადაკოცნა და ბლინის ერთი ნაჭერი პირისკენ გააქანა.
- ესე ადრე რატომ ადექი?
_ პირგამოტენილი ეკითხება.
- მე ყოველთვის ადრე ვდგები.
- ნინე.
_ სევდიანი გაუხდა გამომეტყველება ლიკას.
- გისმენ?
_ღიმილოთ გახედა.
- რა გჭირს?
- არაფერი რა უნდა მჭირდეს?
_დაიბნა.
- ნინე მიუხედავად იმისა რომ გუშინ  გაგიცანი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ადამიანებს ერთი შეხედვით ვცნობ.
შენ ძალიან გულჩათხრობილი ხარ, შენს თვალებში ძალიან ბევრი სევდა და ტკივილი იმალება.
გულში ძალიან ბევრ რამეს ინახავ, შენი ღიმილი.
ღიმილი რომელიც ამ ქვეყნად არავის არ აქვს, ისეთი მომაჯადოვებელი როგორც შენ.
ძალიან ბევრ დარდს და ტკივილს მალავს.
შენ ამ ღიმილოთ ცდილობ დამალო შენი შინაგანი ტკივილი.
_წამში გამოააშკარავა ნინე.
- იცი.
- ნინე მე ფსიქოლოგი ვარ.
- გასაგებია.
_გაეღიმა.
- ნინე თუ სხვანაირად არ გამიგებ, მინდა შენს შესახებ ყველაფერი ვიცოდე.
მინდა დაგეხმარო და ის ტკივილი რაც გულში გაქვს დაგავიწყებინო.
თუ სურვილი გექნება ჩემთან კაბინეტში გელოდები.
- ლიკა იცი ძალიან დიდი ხანია ვცდილობ დავივიწყო წარსული.
ამ დროის განმავლობაში სამასჯერ მაინც მივედი ფსიქოლოგის კართან, თუმცა შესვლას ვერ ვბედავდი და უკან ვბრუნდებოდი.
- თუ სურვილი გექნება მე მოგისმენ.
- ძალიან დამეხმარები.
_სევდიანად უღიმის გოგოს.
-მაშ დღეს რომელზე გეცლება?
- სამისთვის შევძლებ.
- ძალიან კარგი. ამ მისამართზე გელოდები.
_ხელში სავიზიტო ბარათს აწვდის და ლოყაზე კოცნის.
- მე ახლა წავალ თორემ დამაგვიანდება.
_ლიკას დაემშვიდობა და სახლი დატოვა.
სამსახურში საინტერესო არაფერი ხდებოდა, მხოლოდ რამოდენიმე კერძის მომზადება მოუხდა.
სამის ნახევარზე რესტორანი დატოვა და ლიკასკენ გაეშურა.
- შემოდი.
- მაპატიე ცოტა დამაგვიანდა.
- ეგ არაფერია. იცი მეგონა არ მოხვიდოდი.
_მალევე გაუმხილა თავისი ფიქრები.
- სიმართლე გითხრა ძალიამ ვნერვიულობდი, ერთი ფიქრი ისიც ვიფიქრე არ მივალ ამისთვის ჯერ მზად არ ვარ თქო. მაგრამ როგორც ჩანს გადავიფიქრე.
- ძალიან მიხარია რომ გადაიფიქრე.
აი აქ დაჯექი.
_სავარძლისკენ მიუთითა.
- რამეს დალევ?
- მხოლოდ წყალს.
_ნერვიულად გადაისვა ხელი თმაზე.
ყოველთვის ესე აკეთებდა როდესაც ნერვიულობდა, ამითაც დედას ჰგავს.
- შეგიძლია მომიყვე ყველაფერი რისი მოყოლაც გსურს.
- არ ვიცი საიდან დავიწყო.
- მგონი სჯობს ყველაფერი თავიდან დაიწყო, თანმიმდევრობით გავყვეთ.
- როგორც იცი დედა არასოდეს მინახავს.
როდესაც დედა ჩემზე დაორსულდა ექიმმა აბორტი მოსთხოვა.
რადგან დედას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა.
- რა სჭირდა?
- მწვავე აპენდიციტი ანუ ბრმანაწლავი აწუხებდა.
მოგეხსენება იმ დროს ექიმები არ იყვნენ კარგად გაწვრთნილები როგორც ახლა.
ექიმის თქმით ორსულისთვის ნარკოზი არ შეიძლებოდა, ამიტომ დედას ბავშვის მოშორება მოსთხოვა რათა ოპერაცია გაეკეთებინათ.
რათქმაუნდა დედამ ამაზე უარი განაცხადა.
მიუხედავად ექიმის დაჟინებული თხოვნისა, და მიუხედავად იმისა რომ დიდი შანსი იყო ის გახეთქილიყო და ორგანიზმი მოწამვლოდა მან მაინც უარი განაცხადა.
- მირჩევნია მოვკვდე ვიდრე საკუთარ შვილს ჩემი ხელით გამოვუტანო განაჩენი.
_როგორც ბებომ მითხრა ეს მისი ბოლო სიტყვა იყო.
როდესაც ჩემზე რვა თვის ორსული იყო ძალიან ცუდად გახდა.
დადგინა რომ მას მართლაც გაუსკდა ბრმანაწლავი და უკვე ორგანიზმი ისე მოეწამლა, მის გადარჩენა შეუძლებელი გახდა.
ჩემი ხელში დაკავებაც კი ვერ მოახერხა, ვერ მოახერხა ეთქვა თუ როგორ ვუყვარდი.
საკეისრო კვეთამდე ჩემთვის შერჩეული სახელი უთხრა ბებოს.
შემდეგ კი დაიღუპა.
ის ჩემს გამო დაიღუპა, მან ჩემს მოშორებაზე უარი განაცხადა.
მიუხედავად იმისა რომ მან იცოდა, თუ აბორტს არ გაიკეთებდა ის დაიღუპებოდა.
მან ჩემი ამ ქვეყნად მოვლენა გადაწყვიტა, მან საკუთარი სიცოცხლის სანაცვლოდ ჩემი სიცოცხლე აირჩია.
როდესაც გავიზარდე ბებომ დედას მიერ დაწერილი წერილი გადმომცა.
თუმცა მისი წაკითხვა მანამ არ შემიძლო სანამ არ გავთხოვდებოდი.
იმ წელს თხუთმეტი წლის გავხდი.
_ცრემლიანი თვალები მიანათა ლიკას.
- თუ გინდა შეისვენე?
- რადგანაც დავიწყე მირჩევნია გავაგრძელო.
- კარგი.
_ხმის გასასწორებლად ჩაახველა.
- საერთოდ ყოველ დღე სკოლაში ბაბუს დავყავდი, გაკვეთილების შემდეგაც ის მაკითხავდა ხოლმე.
იმ დღეს სასწრაფო საქმე გამოუჩნდა ამიტომ სკოლიდან წამოსვლა მარტოს მომიწია.
როდესაც სკოლას საკმაოდ გავცდი, ვიგრძენი თუ როგორ მომყვებოდა უკან ვიღაც.
შიშმა ამიტანა როდესაც ჩემს ფეხებთან მანქანა გაჩერდა.
დაკივლება კი არა თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი ისე ჩამტენეს მანქანაში.
როდესაც აზრზე მოვედი ყვირილი დავიწყე, ვთხოვდი ეს არ გაეკეთებინათ.
ვთხოვდი სახლში დავებრუნებინე მაგრამ ამაოდ.
საბამ ჩემმა ყოფილმა ქმარმა გამომიცხადა, რომ მე თხუთმეტი წლის ბავშვი უკვე მისი ცოლი ვიყავი.
როდესაც სახლში მიმიყვანეს, მითხრეს თუ ჩემს ოჯახის წევრებს ვეტყოდი რომ იქედან წავეყვანე ბაბუს მოკლავდა.
დამემუქრა იარაღი მომადო და დამემუქრა, თუ ხმას ამოვიღებდი დ არაიმე ზედმეტს ვიტყოდი ჩემს ოჯახს ამოხოცავდა.
შემეშინდა, მართლა შემეშინდა.
დედის დაკარგვის შემდეგ არ მინდოდა ისინიც დამეკარგა.
ამიტომ როდესაც ბებო და ბაბუ მოვიდა ვუთხარი რომ მე ის მიყვარდა და იქ ვრჩებოდი.
ბაბუმ გააპროტესტა ჩემი გადაწყვეტილება, თუმცა მე ისეთი კატეგორიული ვიყავი ბოლოს დანებდა.ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემს ასაკში იმის გააზრება რომ ცოლქმრული ურთიერთობა უნდა შემესრულებინა.
იმ დროს არც კი ვიცოდი ეს რას ნიშნავდა, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.
როდესაც ღამით მარტონი დავრჩით და ის ჩემთან გარკვეული ურთიერთობის დამყარებას შეეცადა გავაპროტესტე.
არ მინდოდა მომკარებოდა, იმ დროს პორველად აღმართა ჩემზე ხელი.
შემეშინდა არ მოვეკალი ამიტომ დავნებდი, მაგრამ თურმე ყველაფერი საშინელება წინ მელოდა.
როდესაც საწადელს მიაღწია და თავისი ჰორმონებისგან განთავისუფლდა, ზეწარს დახედა სადაც თურმე წითელი ლაქა უნდა დახვედროდა მაგრამ არ დახვდა.
იმ დღეს საშინლად მცემა, არ უნდოდა ვინმეს ამის შესახებ გაეგო ამიტომ მუცელში გამეტებით მირტყამდა ფეხებს.
მეუბნებოდა რომ თურმე მე მაქამდე სხვა კაცი მყავდა, და სწორედ ამის გამო არ მსურდა მასთან დაწოლა.
იმ დღეს პირველად ვინატრე ნეტა დედას არ გავეჩინე და მოვეკალი თქო.
იმ დღეს პირველად ვთქვი თუ ორსულად დავრჩებოდი მისგან ბავშვს აუცილებლად მოვიშორებდი, რადგან არ მინდოდა ჩემს შვილსაც იგივე განეცა და რაც მე განვიცადე.
მთელი ღამე იატაკზე შიშველმა გავატარე. მეწვოდა, მტკიოდა განა ჭრილობები სული მეწვოდა.
ვტიროდი, ტკივილისგან არა ჩემს ბედს მივსტიროდი.
მივსტიროდი რადგან ესეთი უბედური გავჩნდი, ბედნმა დაბადებისთანავე გამწირა.
მამამ ჩემი დაბადებისთანავე თქვა ჩემზე უარი, მან მიმატოვა ვერ მაპატია დედის სიკვდილი ვერ მაპატია.
ვერ მაპატია რომ მე დღითი დღე ვემსგავსებოდი მას.
როდესაც ჩემი "გათხოვების შესახებ გაიგო მოვიდა.
მხოლოდ მას გავუნდე და ვთხოვე წავეყვანე.
მაგრამ მან უარი განაცხადა, შელახული ღირსების შვილს უკან ვერ დავიბრუნებო.
ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს რომ ჩემს გამო მას საკუთარი ცოლი დაეღუპა.
დამსაჯა დედის სიკვდილის გამო სწორედ ესე დამსაჯა, მან მე სასიკვდილოდ გამიმეტა.
მას შემდეგ აღარ მინახავს, იმ დღის შემდეგ საბოლოოდ ვთქვი მასზე უარი.
მთელი სამი წელი, მთელი სამი წელი მომიწია ესეთ მდგომარეობაში ყოფნა.
ის გამუდმებით მცემდა.
მცემდა რადგან მისგან არ ვორსულდებოდი, მცემდა რადგან ტკივილის მიუხედავად ვიღიმოდი.
მცემდა რადგან სადილის, საუზმის და ვაღშმის მომზადება არ შემეძლო.
მცემდა რადგან მასთან მოსულ სტუმრებს ვმასპინძლობდი, იმის გამოც მცემდა თუ მისი რომელიმე მეგობარი შემომხედავდა.
თუ რაიმეზე ნერვები მოეშლებოდა მცემდა.
ყველაფრის მიუხედავად მცემდა, დილით კი ბოდიშს მიხდიდა.
თუმცა საღამოს ისევ იმას იმეორებდა.
ძალიან ბევრჯერ ვცადე იქედან გამოქცევა, თუმცა ყოველ ჯერზე ახერხებდა ჩემს დაჭერას.
შემდეგ კი უარესად მცემდა.
ბოლოს დავნებდი ყველაფერზე ხელი ჩავიქნიე და ბედს შევეგუე.
მაგრამ იმედის ნაპერწკალი გამოჩნდა როდესაც ჩემი დედამთილი გარდაიცვალა.
ვიცი უნდა მწყენოდა ქალის სიკვდილი მაგრამ მე გამიხარდა, რადგან იმ დღეს მე იმ ჯოჯოხეთს თავი დავაღწიე.
დედამისის გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო იმ დროსაც მე მცემა, მე მადანაშაულებდა ყველაფერიში.
როდესაც ყველა სამზარეულოში შეიკრიბნენ, დრო ვიხელთე თანხა რომელიც დედამთილმა გარდაცვალებამდე მაჩუქა ავიღე და გამოვიქეცი.
თბილისში გამთენიისას ჩამოვედი, როდესაც ბაბუმ ესეთი ნაცემი დამინახა ლამის ჭკუიდან გადავიდა.
ბაბუმ პოლიციაში წამიყვანა, მის წინააღმდეგ საჩივარი დაწერა და ის დაიჭირეს.
მაგრამ მამამისის დამსახურებით მალევე გამოვიდა, თუმცა იმ დროს მე უკვე საქართველოში აღარ ვიყავი.
მას შემდეგ ჩემს ცხოვრებაში აღარ გამოჩენილა, მაგრამ.
_ცრემლიანი თვალები შეიმშრალა და თავი წამოწია.
იქვე დადებული ხელსახოცი აიღო, წყალი დაასხა და მაკიაჟი მოიშორა.
- ნინე.
_ტირილით ამოიყვირა ლიკამ.
- მაგრამ  რამოდენიმე დღის წინ ის ისევ გამოჩნდა, როგორც ჩანს თამაშზე დამინახა მახომ ხელში რომ ამიტაცა და სახლში მომივარდა.
იმ დღესაც დაუნდობლად მცემა, 11 წლის შემდეგაც ისეთივე დაუნდობელია როგორც ადრე.
ახლა ხვდები ლიკა, რატომ ვმალავ ჩემს ტკივილს ღიმილით?
- ნინე არც კი ვიცი რა უნდა გითხრა.
არვიცი განუგეშო, თავზე ხელი გადაგისვა თუ გითხრა რომ ვწუხვარ.
მგონი ჩემს წუხილს აზრი არ აქვს, ვერცკი წარმოვიდგენდი თუ ამხელა რამეს მალავდი.
ვერ გეტყვი რომ ესეთი რამ პირველად მოვისმინე, მაგრამ გეტყვი იმას რომ ერთი ადამიანისგან ამდენი რამ პირველად მოვისმინე.
ღმერთს ვფიცავ შენ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ.
-  ძლიერი არა მე ყველაზე სუსტი ადამიანი ვარ.
რომელმაც ვერაფერი გააკეთა მისი თავის დასაცავად.
- არ თქვა ნინე, იმ ტკივილის ატანა რაც შენ აიტანე მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.
- შესაძლოა.
- და წერილი, დედის წერილი არ წაგიკითხავს?
- არა.  გამბედაობა არ მეყო, მე ვერ ავღმოჩნდი დედის ნაირი ძლიერი.
- ნინე შენი ძმა, მასზე რატომ არაფერს არ ამბობ?
- მე მას არ ვიცნობ, მხოლოდ მისი ასაკი ვიცი ის არასოდეს  მინახავს.
სიმართლე გითხრა მისი არსებობით არც დავინტერესებულვარ.
არც ის ვიცი იცის თუ არა საერთოდ ჩემი არსებობის შესახებ.
მასზე არაფერი მაინტერესებს, თუ ოდესმე გადაწყვეტს ჩემს პოვნას და თუ მოვა ჩემამდე მე მას ყველაფერს მოვუყვები, მამამისის შესახებ.
ვეტყვი სინამდვილეში რა მამა ჰყავს.
თუ ის მოინდომებს მიმიღოს როგორც და ხელს არასოდეს ვკრავ.
- ის ხომ შენი ძმა არის? როგორ შეიძლება მისი მოძებნის სურვილი არასოდეს გაგჩენოდა?
- როგორც ბებოსგან ვიცი ისინი ჰოლანდიაში ცხოვრობენ.
შესაბამისად მე არ მქონდა შესაძლებლობა ის მომეძებნა.
- გასაგებია.
შენი ყოფილი ქმარი, რატომ არ უჩივი მას?
- რომ ვუჩივლო აზრი? ის ისევ გამოვა და შესაძლებელია ჩემებს რაიმე დაუშავოს.
- გეშინია მისი?
- მისი აღარ მეშინია.
- შენს ცხოვრებაში ყოფილა ვინმე შენი ქმრის გარდა?
- არა არავინ. მეშინია ისევ ის არ განმეორდეს.
- ტრავმირებული ხარ.
- შესაძლოა.
- მანამ სანამ ის შენი ქმარი გახდრბოდა იცნობდი მას?
- სკოლიდან ვიცნობდი.
ის ჩემზე სამი წლით უფროსი იყო, როგორც გავიგე მის ერთ კლასელს ვუყვარდი.
მან კი როდესაც ამის შესახებ გაიგო, ჩემი მოტაცება გადაწყვიტა.
- იცნობდი მას ვისაც უყვარდი?
- არა, მის კლასელებს საერთოდ არ ვიცნობდი.
არც მას ვიცნობდი, მხოლოდ სკოლაში მყავდა რამოდენიმეჯერ დანანახი.
- ნინე შენ თქვი რომ თუ მისგან ოდესმე დარჩებოდი ორსულად ბავშვს მოიშორებდი.
- არასოდეს დავორსულვებულვარ, როგორ შეიძლებოდა ორსულად დავრჩენილიყავი იმ ყველაფრის შემდეგ.
- გასაგებია.
გინდა კიდევ რაიმეს დამატება?
- მხოლოდ იმის რომ ეს ყველაფერი ჩვენს შორის უნდა დარჩეს, არასოდეს უნდა გაიგოს ამის შესახებ არავინ.
განსაკუთრებით ჩემი დალურჯებული სახის შესახებ, მახომ არაფერი უნდა იცოდეს.
- ნინე მე ექიმი ვარ, ჩემი მოვალეობა პაციენტის საიდუმლოს შენახვაა.
- მადლობა.
_მაკიაჟი თავიდან გაიკეთა, ლიკას დაემშვიდობა და კაბინეტი დატოვა.

ესეც ახალი თავი მიხარია რომ კითხულობთ მადლობა თქვენ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Damecva guli, saocrebaaa, zalian momcons, amdeni ramis gadatanis shemdeg iyo aseti xalisiani, gmirobaaa, moutmenlad velodebi momdevno tavsss

 



№2  offline წევრი meocnebe avadmyopi

ესეიგი 'ჩემო გოგო მონატრებაზე კი გელაპარაკე ყველა საიდუმლო გავიგეთ...მისი მთელი ცხოვრება,ახლა მივხვდი ამხელა სათაურს რა აზრი ჰქონდა....
ნუ ერთი ორი კითხვა მაქვს და გეტყვი

 



№3  offline მოდერი gogona migraciidan

Qeti qimucadze
Damecva guli, saocrebaaa, zalian momcons, amdeni ramis gadatanis shemdeg iyo aseti xalisiani, gmirobaaa, moutmenlad velodebi momdevno tavsss


ვაიმე ჩემო კარგო როგორ მიხარია რომ კითხულობთ.
აუცილებლად მალე ავტვირთავ ❤

meocnebe avadmyopi
ესეიგი 'ჩემო გოგო მონატრებაზე კი გელაპარაკე ყველა საიდუმლო გავიგეთ...მისი მთელი ცხოვრება,ახლა მივხვდი ამხელა სათაურს რა აზრი ჰქონდა....
ნუ ერთი ორი კითხვა მაქვს და გეტყვი


ჩემო სიხარულო გელოდები პირადში ❤

 



№4 სტუმარი სტუმარი ეკო

ღმერთოო ძალიან მაგარიააა????????????????

 



№5  offline მოდერი gogona migraciidan

სტუმარი ეკო
ღმერთოო ძალიან მაგარიააა????????????????


მადლობა ❤

 



№6  offline წევრი მოცინარი

რატოოოოომ????????????რატომ უნდა არსებობდნენ საბასნაირიადამიანები და არ არსებობდნენ ისეთები როგორიც ნინეს დედაა????????????უსამართლობაა!!! იმედია მალე მოგვარდება ყველაფერი♡ ხო მოგვარდება?? მითხარი რო მოგვარდება:"(( ♡♡
ძალიან ძალიან ძლიერი თავი იყო♡♡( ძალიან დაგეხვეწა წერის მანერა და ძალიან საინტერესოდ წერ♡მომენატრე საშინლად და მიყვარხარ მარწყვო♡

 



№7  offline მოდერი gogona migraciidan

მოცინარი
რატოოოოომ????????????რატომ უნდა არსებობდნენ საბასნაირიადამიანები და არ არსებობდნენ ისეთები როგორიც ნინეს დედაა????????????უსამართლობაა!!! იმედია მალე მოგვარდება ყველაფერი♡ ხო მოგვარდება?? მითხარი რო მოგვარდება:"(( ♡♡
ძალიან ძალიან ძლიერი თავი იყო♡♡( ძალიან დაგეხვეწა წერის მანერა და ძალიან საინტერესოდ წერ♡მომენატრე საშინლად და მიყვარხარ მარწყვო♡

ჩემი გოგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent