შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერადი 4


16-06-2018, 20:51
ავტორი Marry Amm
ნანახია 332

ფერადი 4

იმ საღამოს არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, უბრალოდ უნდოდა სახლში მჯდარიყო და ტელეფონში რაღაცეები ეთამაშა. შვიდი ხდებოდა უცხო ნომერმა რომ დარეკა.
- გისმენთ.
- ნიტა გამარჯობა, ანი ვარ ჩიქოვანი, გახსოვარ?
- გამარჯობა ანა, მოხდა რამე?
- არ ვიცი ენდიმ გითხრა თუ არა, მე მისი სახლის ინტერიერი უნდა გავაკეთო, მოვაწყო და ასე შემდეგ, ამიტომ იქნებ შევხვდეთ სადმე და დავილაპარაკოთ? რაღაცეების გადაკეთება მინდა.
- ერეკლეს ნომერს გამოგიგზავნი, ახლა ისაა მთავარი ინჟინერი, მე აღარ ვმუშაობ ენდისთან.
- არა, არა. პროექტი შენია, ამიტომ შენთან მინდა შევათანხმო, იქნებ მოიცალო დღეს?
- დღეს არ მცალია. - გაჯიუტდა ნიტა.
- კარგი რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
- შენთვის ალბათ თორემ ჩემთვის სულაც არა.
- ნიტა გთხოვ, რა დაგემართა?
რამდენიმე წამით დაფიქრდა, შერცხვა თავისი უაზრობის და ღრმად ამოისუნთქა.
- კარგი, სად მოვიდე?
- მისამართს მოგწერ.
- კარგი.
- დროებით.
- დროებით.
ტუჩაბზეკილმა გათიშა ტელეფონი და იქვე მიაგდო.

მოკლე, შავ საღამოსკაბაში გამოწყობილი ნიტა რესტორნის შესასვლელთან იდგა და უკვე თავს იწყევლიდა ამხელა ქუსლიან ფეხსაცმელზე რამ დააყენა. ოდნავ ჩაბნელებული დარბაზი მის ფერმკრთალ მაკიაჟს უფრო გამოკვეთილს ხდიდა, თვალის ჩრდილებიც შავი შეარჩია. თვითონაც არ იცოდა რას აიტეხა ასე გამოპრანჭვა, გულის სიღრმეში ეშინოდა, რომ ანა ჩვეულებრივი ტანსაცმლით მოვიდოდა და ძალიან სულელი გამოჩნდებოდა. განცვიფრება ვერ დამალა, როცა წითელ კაბაში გამოწყობილი ანას გვერდით ორი პიჯაკიანი ბიჭი, ენდი და ბექა დაინახა. ერთ ადგილს მიეყინა და ფაილში ჩადებული სახლის პროექტი უხერხულად მოჯმუჯნა.
- ნიტა! - ათი წლის უნახავი დაქალივით შეხვდა ანა, ფეხზე წამოდგა და გადაკოცნა. - გამიხარდა რომ მოხვედი. დაჯექი. მიუთითა სკამზე და თავისი ადგილი დაიკავა. გოგონამ ინსტიქტურად ენდის გადახედა, აშკარა იყო, არც ის ელოდა ნიტას ნახვას. ფრთხილად წავიდა სავარძლისკენ და დაძაბული დაჯდა.
- როგორ ხარ ნიტა? - გაუღიმა ბექამ.
- კარგად. ანა რა ხდება?
- რაზე ამბობ?
- შენ მითხარი რომ...
- ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ, ძალიან მიხარია რომ ისევ შევიკრიბეთ ყველა ერთად. ენდი, დაასხი ძვირფასო. - მკლავზე მოეფერა ბიჭს. ნიტას უდიდესი სურვილი დაეუფლა ხელები დაემტვრია მისთვის მაგრამ თავი შეიკავა. ,,მიეცი შენს თავს მოდუნების უფლება” - გაახსენდა ეკას სიტყვები და დაძაბული სხეული ოდნავ მოუშვა.
- დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. - ჭიქა ასწია ბექამ. - გაგვიმარჯოს.
- გაგვიმარჯოს. - იყო ენდის პასუხი. ნიტა თვალებში არ უყურებდა მაგრამ მისი დაჟინებული მზერა ერთიანად სწვავდა ისედაც გაცხელებულ კანს.
- რას აღვნიშნავთ? - ვეღარ მოთმინა ნიტამ.
- ბედნიერებას. - გაუღიმა ბექამ. ნიტას ცუდად ენიშნა ეს პასუხი და ღვინო მოსვა. - დღეს შენც განსაკუთრებულად გამოიყურები, იცი?
- ალბათ გული მიგრძნობდა. - გაიღიმა გოგონამ.
მთელი საუბრის განმავლობაში ენდი ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავდა. ასეთ ფორმაში მართლა არასდროს ენახა გოგონა, ტვინს მის ყოველ ნახვაზე თითქოს რაღაც უღრღნიდა, საკუთარი თავისთვის ვერაფრით აეხსნა რა იყო და ახლაც სწორად ამაზე ფიქრობდა. მოულოდნელად მუსიკა შეიცვალა, ბექამ პიჯაკის ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო და ნიტას გაუწოდა.
- მოგწონს?
- კი ბექა, ლამაზია. - უსიამოვნების შეგრძნება ახლა უკვე მთელ სხეულში დაეუფლა გოგონას.
- შენია...
- ჩემი?
- გახდები ნიტა ჩემი ცოლი?
ენდიმ შეუცნობლად მომუშტა ხელები. რამდენიმე კუნთიც შეუთამაშდა სახეზე და ახლა უფრო უარესი დაჟინებით მიაჩერდა აწითლებულ გოგონას.
- ბექა, მე...
- ვიცი, ახლა დაბნეული ხარ, იმიტომ რომ ვიცი, შეყვარებული ხარ, შეიძლება ცოტა ადრე გეჩვენება, მაგრამ დამიჯერე, პირიქით, ისედაც ძალიან დავაგვიანე ნიტა. - მისი ხელი მუშტში მოიქცია ტუღუშმა. ნიტამ ინსტიქტურად გახედა ენდის. მათი თვალები სულ რამდენიმე წამს გადააწყდნენ ერთმანეთს, ნიტას უნდოდა რამე დაენახა, მაგრამ დაძაბული მზერის გარდა ვერაფერი იგრძნო. გოგონამ თავი ჩახარა.
- მართალი ხარ ბექა. - გაიღიმა სევდიანად.
- ანუ? - თვალები აუციმციმდა ტუღუშს.
- ძალიან დააგვიანე... ძალიან... - თვალი-თვალში გაუყარა ნიტამ ბიჭს. - შეყვარებული მართლა ვარ, ოღონდ შენზე არა...
- ნიტა, რას ამბობ? - გაოცდა ანა.
- ჩემგან თავი შორს დაიჭირეთ დღეიდან, სამივემ... არცერთის ნახვა აღარ მინდა...
- ნიტა. - ფეხზე წამოხტა ბექა და წასასვლელად გამზადებული გოგონა შემოაბრუნა.
- სპექტაკლებს ვერ ვიტან, შეიგნე ბოლოსდაბოლოს, ვერ ვიტან!
- რა შუაშია სპექტაკლები?
- აბა რა საჭირო იყო ჩემი აქ მოტყუება და ამათ თვალწინ ხელის თხოვნა?
- ხელის თხოვნა, კარგად აღნიშნე, ცოლად გამოყოლას გთავაზობ და შენ იმაზე ღელავ რომ... თუმცა რას ვკითხულობ. - სიმწრით ჩაიცინა ბიჭმა. - ენდის თვალწინ რომ გთხოვე ხელი ეგ არ მოგეწონა? - ნიტამ ინსტიქტურად გახედა ბიჭს. არაფრისმთქმელი მზერით უყურებდა ენდი, თუმცა ყბის კუნთები დაჭიმვოდა და დროდადრო უთრთოდა.
- მე უკვე ყველაფერი გითხარი... კარგად...
- ნიტა, მოიცადე....
ჩაესმა უკანასკნელად ანას ხმა, მაგრამ ყურადღება აღარ მიუქცევია. მტკიცე ნაბიჯებს ნელნელა თავდაჯერებულობა მოაკლდა, ნიტამაც ნაბიჯს უკლო და ტრასას გახედა. ტაქსის ლოდინში რამოდენიმეჯერ მოატრიალა თავი და შემდეგ სიმწრით ჩაიცინა.
- ვის ველოდები... როდის იყო ენდი გამოგკიდებოდა...


ნიტას წასვლის შემდეგ მაგიდასთან მხოლოდ ანა და ენდი დარჩნენ.
- კმაყოფილი ხარ? - ხასიათზე ვერ იყო ბიჭი.
- მე? მე რა შუაში ვარ?
- შენ არ დაპატიჟე ნიტა? შენ არ მოგვიყვანე აქ ყველა? რა გინდოდა, რისი მიღწევა გინდოდა, რატო ერევი სხვის საქმეში გამარკვიე, რატო? - გაცხარდა ენდი.
- ენდი რანაირად მელაპარაკები?
- როგორც იმსახურებ!
- ბექამ მთხოვა დახმარება... - თავი ჩახარა გოგონამ.
- მე და ნიტა ერთად ვიყავით და თქვენ თქვენი პრიალა ტვინებით გადაწყვიტეთ რომ ძაან ჩვეულებრივი იქნებოდა ეს შეხვედრა და ხელის თხოვნა ჩემს წინ?
- ვერ გავიგე რა ხდება, ისევ გიყვარს?
- რა შუაშია?
- აბა რა მნიშვნელობა ჰქონდა სად თხოვდა ხელს?
- ხომ ხედავ თურმე ჰქონდა!
- არ მესმის ამ გოგოსი, ჯერ შენთან იყო, დაშორდით, ახლა ბექასთანაა და ცოლად არ მიყვება!
- რა არ გესმის ანა, რატომ გამაგიჟე? თუ არ უყვარს როგორ გაყვება?
- აბა რა უნდა მასთან?
- შენ რა გინდოდა ბექასთან?
- ეგ სხვა რამე იყო...
- ადექი წავიდეთ!
- კარგი რა ენდი, რაზე მიბრაზდები?
- შენ არ გიბრაზდები.
- აბა ვის?
- საკუთარ თავს. - დანანებით გაიცინა ენდიმ და წამოდგა. - სახლში მიგიყვანო?
- სახლში? მეგონა სადმე წავიდოდით.
- სხვა დროს. - გასაღებს დასწვდა ბიჭი და გასასვლელისკენ წავიდა.



ზაფხული ისე მიიწურა არცერთი მათგანი არ უნახავს, მხოლოდ მაკო და ქეთა ესტუმრნენ რამდენიმეჯერ, ნიტა უკვე აღარც ბრაზობდა მათზე, პირიქით ხანდახან ეცინებოდა. მთელი ეს დრო სააგენტოს და მართვის მოწმობის აღებას მოუნდა, ასე ბევრად მარტივი იყო, დროდადრო, როდესაც ყურადღება გაეფანტებოდა და წარსულის ფიქრებში ჩაძირულს გამოიჭერდა საკუთარ თავს, მაშინვე ცხვირს მაღლა სწევდა და ამბობდა.
- ნუ ფიქრობ ნიტა, რასაც არ ეშველება, არ ეშველება...
მეოთხე ცდაზე აიღო მართვის მოწმობა და სიხარულით ცას ეწია, თეორია მაშინვე ჩააბარა მაგრამ პრაკტიკა გაუჭირდა, მანქანის მართვა ადრე მამამ ასწავლა, იცოდა, თუმცა როგორც კი გამოცდაზე ჯდებოდა მაშინვე ფეხები უკანკალებდა, ხან სად შეუხვევდა არასწორად და ხან სად.
რამდენიმე დღეში მანქანის ყიდვა გადაწყვიტა, ბევრი იფიქრა და ბოლოს ერეკლე გაახსენდა.
- როგორ ხარ ერეკლე?
- კარგად ნიტა, თავად?
- ვარ რა. როგორ მიდის მშენებლობა?
- მალე დავასრულებთ.
- მართლა?
- აჰამ... მოხდა რამე?
- ერეკლე გამყევი რა რუსთავში...
- რა გინდა იქ?
- მანქანა მინდა ვიყიდო, საშუალო ფასში და ნორმალური... სააგენტო კი ამუშავდა კარგად მაგრამ, ჯერ იმხელა მოგება არ აქვს რომ პირდაპირ მაღაზიაში ვიყიდო მანქანა.
- როდის გინდა?
- ხვალ დილით.
- ვეტყვი ენდის და გავეთავისუფლები მარა... ნიტა აზრზე არ ვარ მე მანქანების.
- არაუშავს, ვითომ ხარ. ბიჭს რომ დაინახავენ არ მომატყუებენ, მაგიტომ გადავწყვიტე შენი წაყვანა.
- კარგი, კარგი. - იცინოდა ერეკლე. - ხვალ რვაზე მანდ ვიქნები ზუსტად და აღარ დაგირეკავ, პირდაპირ ჩამოდი.
- ჯიგარი ხარ. - გაეცინა ნიტასაც.

ზუსტად რვა საათზე გოგონა სადარბაზოში გამოჩნდა. გაეღიმა ენდის, იცოდა წინ მთელი ამბები ელოდა და მანქანიდან დინჯად გადმოვიდა. ნიტა ფეხსაცმლის ყურებით იყო გართული, თავი ასწია და ენდი რომ დაინახა ხესავით გაშეშდა.
- შენ აქ რა გინდა?
- როგორ ხარ ნიტა?
- აქ რა გინდა-მეთქი?
- ჩაჯექი მანქანაში და მშვიდად წყნარად ვილაპარაკოთ, აგიხსნი რატომ მოვედი მე.
- მოიცა, ერეკლეს მაგივრად შენ მოხვედი?
- ხო, ვერ გამოვუშვებდი, ადრე დამეთხოვა და ისეთი რაღაცეები გააკეთეს მუშებმა კინაღამ ჭკუიდან გადავედი, ერთი კვირით მაინც დავიხიეთ უკან.
- კარგი, შეგიძლია წახვიდე, სხვას ვიპოვი ვინმეს ან დაველოდები როდის დაისვენებს ერეკლე. - მიუხედავად დაუძლეველი სურვილისა რომ წაყოლოდა მაინც თავი შეიკავა გოგონამ.
- კარგი რა, დაჯექი გთხოვ, ჩემზე კარგად ვინ ერკვევა მანქანებში?
- არ მაინტერესებს.
- თან ცათამჯენზე მინდა დაგელაპარაკო, მშენებლობა უკვე დავიწყეთ. - გაუღიმა ბიჭმა.
- არ მინ-და!
- გეყოფა სიჯიუტე და ახლავე ჩაჯექი მანქანაში! - მოთმინება ამოეწურა ენდის.
- შენ ყრუ ხარ? - კორპუსისკენ შეტრიალდა ნიტა.
- გიყვარს არა, რომ გაძალებ... - უკვე ახლოდან მისწვდა მის სმენას და ჰაერში აფრინდა.
- რას აკეთებ შე სულელო, არ მინდა წამოსვლა! - ენდის მკლავებში აფართხალდა გოგონა.
- ნუ იტყუები თორემ ეგ ნიშკვა ცხვირი გაგეზრდება. - ღიმილით მიჰყავდა მანქანისკენ და თან გოგონას მოქნეულ ხელებს იგერიებდა.
- დამსვი შე ველურო!
- ახლავე, მოიცა, - ცალი ხელით მანქანის კარი გამოაღო და სავარძელზე დასვა ნიტა.
- რას შვრები?
- ხომ მითხარი დამსვიო? - ღვედი შეუკრა ენდიმ და კარი მიუკეტა.
- აქ არ მითქვამს, ენდი!
- დამშვიდდი. - საჭეს მიუჯდა ბიჭი. - წავალთ, მანქანას ვიყიდით და წამოვალთ.
- არ მინდა, გაიგე, შენთან ერთად არ მინდა!
- მე მინდა.
- რა? - სუნთქვა შეეკრა გოგონას.
- შენთან ყოფნა მინდა.
- აუჰ, - ტაში შემოჰკრა ნიტამ. - როდიდან ბატონო ენდი?
- რაც გაგიცანი იქიდან.
- აა, მაგიტომ არ მცილდები ეტყობა გვერდიდან, დღე და ღამე ჩემთან ხარ!
- აწი მართლა არ მოგცილდები. - თავდაჯერებულად გაიღიმა ენდიმ.
- ვერ გავიგე... - გაოცებული სიტყვებს თავს ვერ აბამდა ნიტა. - სრულ ჭკუაზე ხარ?
- რა მანქანა გინდა?
- მერავიცი... ახლა სულ არ ვფიქრობ მაგაზე.
- მაშინ მე აგირჩევ...
- შენ არ ამირჩევ!
- თუ მოგეწონება ჩემი არჩეული არ იყიდი? - იცინოდა ენდი.
- არა!
- ძაან თუ მოგეწონა?
- მაინც არა!
- აი, ძაან ძაან თუ...
- არა-მეთქი!
- უტვინო ვარ. - გულიანი სიცილი უცებ შეწყვიტა ენდიმ. - აქამდე უნდა მოვსულიყავი შენთან... სულ მაცინებ და რაღაცნაირი ხარ...
- რანაირი?
- ფერადი...
ნიტას კვლავ შეეკრა სუნთქვა.
- შენ კიდევ ეგოისტი...
- მეც დავაგვიანე?
- რა?
- ბექამ დააგვიანა, მეც დავაგვიანე?
ნიტამ პირი გააღო თანხმობის სათქმელად, მაგრამ შინაგანი ძალა არ ეყო, საკუთარ თავზე გაებრაზა და მინის მიღმა გაიხედა. ბექას უყოყმანოდ, დაუფიქრებლად უთხრა ეს სიტყვები, რამ შეაკავა ახლა? რამე უნდა ეთქვა, ასე ვერ გაჩუმდებოდა, მაგრამ ენა ვერაფრით მოატრიალა, აზრები გაეფანტა და საბოლოოდ ქაოსმა მოიცვა.
- შენ საერთოდ რა შუაში ხარ? - ამოღერღა ბოლოს.
- ჩვენც ხომ ვიყავით ერთად?
- ეგ ტყუილი იყო.
- ნამდვილად?
- ვერ გავიგე?
- რა ფერის მანქანა გინდა? - ღიმილით გადაიტანა თემა ენდიმ.
- თავი დამანებე. - გაიბუსხა გოგონა და მინისკენ შეტრიალდა.
- გვიანია ნიტა, გვიანიაა.
- რას გულისხმობ გამაგებინებ? - მოტრიალდა ცნობისმოყვარედ.
- უკვე წამოვედით საყიდლად და ახლა აქ ხო არ დაგანებებ თავს?
- ენდი...
- რა?
- ნუ მეთამაშები იცოდე...
- საიდან მოიტანე?
- მე გაგაფრთხილე. - საჩვენებელი თითი წარბთან ერთად ასწია გოგონამ, ერთხანს უყურა თვალებში, შემდეგ კი უკან მოტოვებულ თბილისს სარკეში გახედა.


საშინლად ცხელოდა რუსთავის ბაზრობაზე, თუმცა ნიტა ამას ვერ ხვდებოდა, აღტაცებული უყურებდა მანქანებს და ყველა მათგანი მოსწონდა. ენდის მოთმინება ამოეწურა, დიდ ხანს სდია უკან და საბოლოოდ თითქმის იყვირა.
- ნიტა!
- რა მოხდა? - შეეშინდა გოგონას.
- ახლა ან აირჩიე ყველაზე ძალიან რაც მოგწონს, ან არ ვიცი ოფლი გამდის უკვე, ვერ ხედავ?
- რას მოგყავდი მერე ვინ შეგეხვეწა?
- რო მცოდნოდა შენი ამბავი ერეკლეს გამოვუშვებდი აუცილებლად! - წამოსცდა ბიჭს. ნიტამ თვალები მოჭუტა.
- ესეიგი შეგეძლო მისი გამოშვება?
- ნიტა, გთხოვ... დამაყენე საშველი და აირჩიე რამე...
- მე ის მომწონს ყველაზე უფრო, ,,ინფინიტზე” მიუთითა გოგონამ. მაგრამ ძვირი ეღირება, მისვლაც არ მინდა. - ჩაილაპარაკა წყენით.
- მე მივალ და ვკითხავ, რამდენი გაქვს ფული? - და როგორც კი ნიტამ თანხა დაუსახელა ღიმილით წავიდა გამყიდველისკენ.
ერთხანს უცადა გოგონამ მოლაპარაკე წყვილს, საუბარი არ ესმოდა მაგრამ ენდის გამომეტყველებით უკმაყოფილო არ უნდა ყოფილიყო, ბოლოს ღიმილით მოტრიალდა და ანთებული თვალებით დაუქნია ხელი ნიტას.
- ვყიდულობთ.
- ეგ როგორ? - გაუკვირდა ნიტას.
- აბა ჰკითხე რამდენს აფასებს? - გოგონამ კითხვით აღსავსე მზერა მიაპყრო გამყიდველს და როგორც კი მისგან ზუსტად ის თანხა გაიგო რაც მას ჰქონდა სიხარულით ჯერ ტაში შემოჰკრა, მერე თვალები მოჭუტა და ეჭვიანად ჰკითხა.
- ეს ცოტა არაა ამ მანქანისთვის?
- იცით, ძალიან მეჩქარება და სწრაფად მინდა გავყიდო. - გაუღიმა კაცმა.
- გაფუჭებული ხომ არაა?
- შეგიძლიათ ანახოთ თქვენს ნაცნობ ხელოსანს.
- ენდი სერიოზულად? ანუ... ანუ ახლავე შემიძლია ყიდვა?
- შეგიძლია.
- ვაფშე არაფერი არ აქვს გაფუჭებული?
- ძალიან უმნიშვნელოდ, პირდაპირ ჩემ ხელოსანთან მივიყვანთ, შეცვლის და ეგაა.
- კარგი... - კიდევ ერთხელ მოავლო ეჭვიანი მზერა, შემდეგ მანქანისკენ წავიდა. სალონში ჩაჯდა და თითქმის დაიყვირა. - ვყიდულობ ენდი, ახლავე... ჩქარა, ჩქარა!


წინ ენდი მიდიოდა, უკან ნიტა მიყვებოდა, დაძაბული იჯდა ეს ციცქნა გოგო ამხელა ჯიპში და თვალებს სასაცილოდ აცეცებდა. მთელი გზა სარკეში უყურებდა ენდი და დროდადრო გულიანად იცინოდა, მშვიდობით ჩავიდნენ თბილისში, ხელოსნამდე მივიდნენ და შემდეგ ნიტა ისევ ენდისთან გადმოჯდა.
- ენდი...
- რა იყო?
- რამე არ უქნას ჩემს მანქანას...
- რა უნდა უქნას გოგო, ვიცნობ მეთქი, გააკეთებს კარგად, ზეგ მოვალთ და წავიყვანთ.
- ხომ აკეთებენ ასე, კარგ ნაწილებს აცლიან და ცუდებს უდგავენ... - ნერვიულობდა გოგონა.
- ნიტა, დამშვიდდი და მოეშვი. არ მენდობი თუ რა ხდება?
- არც შენ გენდობი და არც იმ შენს ხელოსანს!
- დიდი მადლობა! - ბრაზით საჭე კინაღამ მოგლიჯა ენდიმ.
- არაფრის... - ცხვირი ასწია გოგონამ.
- არ გშია?
- ძალიან...
- რესტორანში წავიდეთ...
- კარგი რა, ამოვიდა ყელში ეს რესტორანი, მოდი ,,მაკდონალდში” წავიდეთ...
- გიყვარს?
- შემიძლია ყველაფერი ვჭამო რაც კი იქ აქვთ. მაგრამ ორმაგ ,,ჩიზბურგერს” არაფერი მირჩევნია.
- კარგი. - გაიღიმა ენდიმ. - მაშინ ,,დრაივში” შევალ.
- და მერე სად ვჭამ?
- სახლში შენთან.
- არც იოცნებო, მე შენ არ შეგრიგებულვარ.
- ნიტა ცოტა ხნის წინ ძალიან სერიოზული მანქანა დაგათრევინე თუ გახსოვს!
- მერე რატომ მაყვედრი?
- არ გაყვედრი, უბრალოდ მინდა გაითვალისწინო.
- ან რას ნიშნავს დამათრევინე?
- რა გგონია, მართლა ასე ცოტა ღირდა ეგ ,,ინფინიტი”? - ენდიმ ენაზე იკბინა.
- აბა? - ბიჭი დუმდა. - ენდი რას ნიშნავს რაც ახლა თქვი, ანუ რა?
- არაფერი, ვევაჭრე ამდენი ხანი, გავიქაფე, დავიღალე და შენ არც კი მირიგდები!
- ამიტომ გადაიღალე მერე ასე ძაან? შესარიგებლად გააკეთე ეს ყველაფერი?
- არა, ბაზრობაზე ამ სიცხეში სიარული ძაან მერომანტიულებოდა.
- გააჩერე მანქანა!
- არ დაიწყო ახლა...
- გა-ა-ჩე-რე!
- არა!
- ენდი ნუ შემშლი ახლა ჭკუიდან, გააჩერე!
- ა-რა, მორჩა, თუ გინდა მთელი გზა იკივლე, მაინც არ ჩამოგსვავ ახლა აქ!
- როგორ მძულხარ! - უსუსურად მომუშტა ნიტამ ხელები, ენდის კმაყოფილად გაეღიმა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი დარინა

ჩემი ფერადები, მიყვარს მე ამათი კამათიი, ისეთი საყვარლები არიან რომ ჩხუბობენ მახალისებენ. ენდი გამოსწორების გზაზეა, ნიტა იმედია ასე მალე არ შეურიგდება ცოტა აწვალოს ღირსია, ბექა შემეცოდა მაინც.

 



№2  offline მოდერი Marry Amm

დარინა
ჩემი ფერადები, მიყვარს მე ამათი კამათიი, ისეთი საყვარლები არიან რომ ჩხუბობენ მახალისებენ. ენდი გამოსწორების გზაზეა, ნიტა იმედია ასე მალე არ შეურიგდება ცოტა აწვალოს ღირსია, ბექა შემეცოდა მაინც.

ბექა მეც შემეცოდა მაგრამ არ უყვარს ნიტას და რა ვქნათ :დ <3

 



№3 წევრი ablabudaa

როგორი კარგი და მართლაც ფერადი თავი იყო, შენ ხარ საუკეთესო, ანიტაზე ოფიციალურად ვგიჟდები, ენდის შეუპოვრობა ძალიან მომწონს, აი ბექა კი ცოტა შემეცოდა <3

 



№4 წევრი mirandaa31

მაინც ენდისკენ ვიყავი მე :დდ ძაან საყვარლები არიან. მანქანის ყიდვას რომ დავაპირებ გეტყვი და გამოუშვი ენდი მეც დამათრევინოს იაფად :დდდ ნიშკვა ცხვირზე გადავყირავდი :დდ ძალიან კარგია ველოდები მალე ახალ თავს ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№5  offline მოდერი Marry Amm

ablabudaa
როგორი კარგი და მართლაც ფერადი თავი იყო, შენ ხარ საუკეთესო, ანიტაზე ოფიციალურად ვგიჟდები, ენდის შეუპოვრობა ძალიან მომწონს, აი ბექა კი ცოტა შემეცოდა <3

აი როგორ მახარებ არცერთ თავს რომ არ უვლი გულგრილად შენ არ იცი <3

 



№6  offline მოდერი Marry Amm

mirandaa31
მაინც ენდისკენ ვიყავი მე :დდ ძაან საყვარლები არიან. მანქანის ყიდვას რომ დავაპირებ გეტყვი და გამოუშვი ენდი მეც დამათრევინოს იაფად :დდდ ნიშკვა ცხვირზე გადავყირავდი :დდ ძალიან კარგია ველოდები მალე ახალ თავს ❤️


რამდენად იაფად დაითრია ვნახოთ შემდეგ თავში :დ <3

 



№7  offline წევრი izabella

ეს რა გიჟური თავი იყო)) ნიტა სულ არიეს, ახლა დავრწმუნდი, რომ ანა და ენდი ზუსტად ერთნაირები არიან. ბავშვობის სიყვარული თუ იყო ანა კარგად გამოწყობილ ნიტას რაღატომ გაეკიდა? ერთადერთი ბექა აღმოჩნდა, რომელსაც ნიტა გაჭირვებაში მყოფიც უნდოდა და წელში გამართულიც. არადა ბექას როგორ ვადანაშაულებდი და ახლა ძალიან შემეცოდა, დაიჩაგრა((((

 



№8  offline მოდერი Marry Amm

izabella
ეს რა გიჟური თავი იყო)) ნიტა სულ არიეს, ახლა დავრწმუნდი, რომ ანა და ენდი ზუსტად ერთნაირები არიან. ბავშვობის სიყვარული თუ იყო ანა კარგად გამოწყობილ ნიტას რაღატომ გაეკიდა? ერთადერთი ბექა აღმოჩნდა, რომელსაც ნიტა გაჭირვებაში მყოფიც უნდოდა და წელში გამართულიც. არადა ბექას როგორ ვადანაშაულებდი და ახლა ძალიან შემეცოდა, დაიჩაგრა((((

ხო ბექა ცოდოა, შეცდომები ვის არ მოსვლია მაგრამ, არ უყვარს ნიტას და რა ვქნათ <3

 



№9  offline წევრი izabella

Marry Amm
izabella
ეს რა გიჟური თავი იყო)) ნიტა სულ არიეს, ახლა დავრწმუნდი, რომ ანა და ენდი ზუსტად ერთნაირები არიან. ბავშვობის სიყვარული თუ იყო ანა კარგად გამოწყობილ ნიტას რაღატომ გაეკიდა? ერთადერთი ბექა აღმოჩნდა, რომელსაც ნიტა გაჭირვებაში მყოფიც უნდოდა და წელში გამართულიც. არადა ბექას როგორ ვადანაშაულებდი და ახლა ძალიან შემეცოდა, დაიჩაგრა((((

ხო ბექა ცოდოა, შეცდომები ვის არ მოსვლია მაგრამ, არ უყვარს ნიტას და რა ვქნათ <3

ანასნაირი გოგოსთვის სულ არ მემეტება ბექა, რამე უშველე, მთლად ნუ გაწირავ)))
დღეს დადებ ახალ თავს?

 



№10  offline წევრი ლიკკა

მე არ შემეცოდა ბექა, არ ვიცი რატო(
როდის
დაიდება შემდეგი თავი? ყოჩაღ

 



№11  offline მოდერი Marry Amm

ლიკკა
მე არ შემეცოდა ბექა, არ ვიცი რატო(
როდის
დაიდება შემდეგი თავი? ყოჩაღ

დღეს ალბათ, საიტის გამორთვამ მუზა გამიქრო :დ <3

izabella
Marry Amm
izabella
ეს რა გიჟური თავი იყო)) ნიტა სულ არიეს, ახლა დავრწმუნდი, რომ ანა და ენდი ზუსტად ერთნაირები არიან. ბავშვობის სიყვარული თუ იყო ანა კარგად გამოწყობილ ნიტას რაღატომ გაეკიდა? ერთადერთი ბექა აღმოჩნდა, რომელსაც ნიტა გაჭირვებაში მყოფიც უნდოდა და წელში გამართულიც. არადა ბექას როგორ ვადანაშაულებდი და ახლა ძალიან შემეცოდა, დაიჩაგრა((((

ხო ბექა ცოდოა, შეცდომები ვის არ მოსვლია მაგრამ, არ უყვარს ნიტას და რა ვქნათ <3

ანასნაირი გოგოსთვის სულ არ მემეტება ბექა, რამე უშველე, მთლად ნუ გაწირავ)))
დღეს დადებ ახალ თავს?

დღეს ალბათ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent