შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დესტრუქცია (დასაწყისი)


16-06-2018, 21:47
ავტორი lukakhati
ნანახია 429

დესტრუქცია (დასაწყისი)

23 წლის გუგა შუაზეა გახლეჩილი. მარტოგადასულს სურს უკან დატოვოს ყველაფერი და ახალი ცხოვრება დაიწყოს, მაგრამ მას სულ თან სდევს საკუთარი წარსული. წარსული, რომელიც მისი აშენებული არ არის, მაგრამ რომლის ნანგრევებშიცაა მოყოლილი.

დესტრუქცია
კვირას ღამის სამ საათზე მოვახერხე სახლში მოსვლა. ახალი ორშაბათი დაწყევბულიყო. დამავიწყდა უკვე რამდენი საათი გავატარე გარეთ. დავიღალე. სააბაზანო ოთახში შესულს კი აბაზანა ჭიანჭველებით სავსე დამხვდა. არ ვიცი როგორ გაჩნდნენ. რამდენიმე დღეა, რაც რემონტი დავასრულე. ახლა ამ ყველაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა - წყალი მოვუშვი. მშვიდად, აუღელვებლად ვუყურებდი როგორ ივსებოდა აბაზანა და როგორ იხრჩობოდნენ დაგუბებულ წყალში ჭიანჭველები. როდესაც წყალი თეთრი, წერტილებით გაივსო და დავწრმუნდი, რომ ცოცხალი ერთიც აღარ დარჩენილა, წყალი გავუშვი. ყველაფერი თითქოს თავის ადგილს დაბრუნებულიყო. მე ასეთი ვარ - ყოველთვის ღრმად, ფსკერზე ვმალავ ყველაფერს. თეთრი, კოხტა კაფელის შემხედვარე ვერავინ წარმოიდგენს, რომ აქაურობა შეიძლება ოდესმე ჭიანჭველებს შეეჭამათ, მაგრამ მე ყოველთვის მეცოდინება, როდესაც ჩემს ახალ ბინას ვინმე შეაქებს, რომ ეს ადგილი მათი საფლავია.
ტანსაცმელი სწრაფად გავიხადე. ორ დღეზე მეტია არ გამომიცვლია. ყველა კუნთი, სხეულის ყოველი ნაწილი მტკივა. ცხელი წყლის შეხებამ ცოტა გამომაფხიზლა.ოფლისა და სიგარეტის ჩამჯდარი სუნი მაღიზიანებს. ვცდილობ ჩამოვირეცხო, მაგრამ არ მშორდება. არ ვიცი შეიძლება მომშორდა კიდეც, მაგრამ მე მაინც ვგრძნობ ფილტვებში გაჩხერილ ნიკოტინს. ბევრს არ ვეწევი, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაშ ორ კოლოფზე მეტი მოვწიე. უძილობის წყალობით სიმძიმე არ მიგვრძნია, მაგრამ ახლა ცხელი წყლის შეხების თანავე, პირველი ფილტვები დამიმძიმდნენ. მინდა გავიხსენო ყოველი ღერის მოწევა. სად ვიყავი, როდესაც ვეწეოდი და რას ვგრძნობდი, როდესაც გრძელ ნაფაზებს ვქაჩავდი. შეუძლებელია, არაფერი აღარ მახსოვს.
ნეტა სიგარეტი კიდევ დამრჩა? აბაზანიდან სველი გადმოვედი და შარვლისა და მოსაცმელის ჯიბეებში დავიწყე სიგარეტის ძებნა. ერთი ცარიელი კოლოფი, ორი ასანთი და ძალიან ბევრი ნაგვის მეტი ხელში არაფერი შემრჩა. რამდენიმე წუთი ვიგინებოდი სანამ გავიხსენებდი, რომ სამზარეულოში შავ კარადაში რამდენიმე ღერს ყოველთვის ვტოვებდი. კვლავ სველმა გავიკვლიე გზა სიბნელეში სამზარეულობდე. გათენებას იწყებდა, მაგრამ სქელი, მწვანე ფარდები განთიადის ნათელს უკუნითის დარღვევის საშუალებას არ აძლევდნენ. მსიამოვნება სხეულზე სისველი შეგრძნება. კვლავ ვგრძნობდი, რომ ცოცხალი ვიყავი. სამი ღერი შემინახავს.
მესიამოვნა. სააბაზანოს ოთახი ამჟამად პირსაცოხში გახვეულმა გავაღე და პირველი ნაფაზი მაგრად მოვქაჩე. როდესაც იღლები ვერ გრძნობ, ამიტომ ეწევი ძალიან ბევრს და გემოს მაინც ვეღარ გრძნობ.
არ მსიამოვნებდა. აკი, ვთქვი ფილტვები მაქვს დამძიმებული თქო. უბრალო რეფლექსი იყო. აბაზანაში ფანჯარასთავ ვიდექი და ვეწეოდი, ყოველი მიზან-დანიშნულების გარეშე ნელა ვეწეოდი.
...ხელი სამ ადგილას გამიჭრია. მხოლოდ ახლა შევამჩნიე შემხმარი სისხლი. სპირტით დავიმუშავე და აუღელვებლად დაორთქლილი სარკე გავწმინდე. თეთრი ვიყავი, ძალიან ფერმკრთალი. არ მომეწონა საკუთარი თავი. ეს მე ვარ? - გავიფიქრე და თავში რამდენიმე წრედ დავატრიალე მანამ, სანამ საბოლოოდ დავრწმუნდებოდი, რომ ანარეკლი, რომელიც სარკის მეორე მხრიდან მიყურებდა ნამდვილად მე, მათე მიქელაძე, ვიყავი.
რთულია ყველა იმ დეტალის გახსენება, რომლის სამუდამოდ დამახსოვრებაც მინდა. ვის მოვუყვე? არავინ დაიჯერებს, რომ ეს ყველაფერი მართლა შეიძლებოდა ერთ კვირაში მომხდარიყო. არც მე მჯერა, ყველაფრის გახსენებას თავს ვარიდებ და ისევ ჩამხჩვალ ჭიანჭველებზე ვფიქრობ.
... გულის სიღრმეში მეც მინდა, წყალში დახრჩობა და მიწის მეორე მხარეს აღმოჩენა ძალიან მინდა.
ორშაბათი
არ არის დიდი ხანი, რაც მარტო გადმოვედი. სამსახური ახლახანს დავიწყე და ვიფიქრე - რატომაც არა? ერთ-ერთ იტალიურ ეზოში პატარა-კოხტად მოწყობილი სახლი ვიქირავე. რამდენიმე დღე დამჭირდა მოსაწესრიგებლად. საძინებელ ოთახში წითელი კედლები თეთრად შევღებე. არ მიყვარს წითელი. ბინის პატრონს მოველაპარაკე და ქირაობის ნაცვლად ბინის შეძენა გადავწყვიტე. ყოველი ხარჯი საგულდაგულოდ გადავთვალე და კრედიტის დახმატებით ბინის ჩემეულად გარდაქმნა დავიწყე.
შემოსავლელ ოთახამდე გრძელ დერეფანს მიჰყავდი. სიმართლე უნდა ვთქვა, ამ სახლში ყველაზე მეტად თავიდან სწორედ ეს დერეფანი და შემოსასვლელი კარი მომეწონა. ყველაფერი ნათელი გახდა, როდესაც ბინის პატრონს შევხვდი. 25 წლის მხატვარმა გოგომ მშობლების დანატოვარი ბინის გაყიდვა მათი გარდაცვალების შემდეგ გადაწყვიტა. მან ეს ბინდა დახატა სამუდამოდ თავის გონებაში, როგორც უკვდავყოფა ყველა იმ ტკივილისა, რომელიც მან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განიცადა. გამიმხილა, რომ უმძიმდა აქაურობას შელეოდა. მისი ყოველი სიტყვა გულწრფელი იყო, მაგრამ ბოლოს სასწორის ერთ მხარეს ყოველი ის ბედნიერი დღე დაალაგა, რომელიც აქ გაატარა. სცადა, მაგრამ ტკივილისა და სევდის ნამსხვრევებით დამძიმებული მეორე მხარე ვერ გადაწონა - ასე მიიღო საბოლოოდ გადაწყვეტილება.
ეს კარები ჯერ კიდევ პატარაობაში მოუხატავს. ერთხელ მშობლების საუბრისთვის შეუსწრია, რომლებიც დაჟანგული კარის გაყიდვაზე მსჯელობდნენ. ამდგარა და სანამ დედ-მამა წასულები იყვნენ თეთრი, გახუნებული საღებავი ყავისფრით შეუცვლია. სახელურის გარშემო ლამაზი ოქროსფერი ორნამენტები გამოიყვანა, რომლებიც მიდიან ქვევით, სადაც აქვარიუმში მიმწყვდეული სამი ასევე ოქროსფერი თევზი ხატია. შთამბეჭდავი ნამუშევარია, მაგრამ ყველაზე მეტად ის თეთრი ყვავილის ფოთლები მომწონს, რომელიც ზევით მარჯვენა კუთხეში მიეხატა. გაუკვრდა, მითხრა შენამდე მოსულს ყვავილი არავის შეუმჩნევიაო. ასე გავიცანი ელი.
შემოსავლელი ოთახი სამზარეულოსთან ერთად იყო გაერთიანებულ. დიდ, ფანჯარას სქელი, მწვანე ფარდა ფარავდა. მთხოვა ეს ფარდები არ შემეცვალა. მეც დავთანხმდი. მწვანე ფერი მიყვარს, თან მზის სხივი დიდად არ მიზიდავს. სიბნელე მირჩენია. მოკლედ, ბევრი, რომ აღარ გავაგრძელო სხვა ბინა აღარ მინახავს. დაუფიქრებლად დავთანხმდი ნინოს. ერთადერთი, რამაც შემაშფოთა ნინოს გულწრფელი სიტყვები იყო :
-სიმართლე უნდა გითხრა. ბინა სრულ წესრიგშია, მაგრამ პანაშვიდის შემდეგ, როდესაც სახლში დავბრუნდი ერთი უცნაური რამ შევამჩნიე - აბაზანა ჭიანჭველებით იყო სავსე. იმ დღეს არ მეცალა მათზე მეფიქრა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ყველაფერი შევამოწმე. ვერ მივხვდი საიდან მოვიდნენ. ორ თვეზე მეტი გავიდა ამ ამბის შემდეგ და მსგავსი არასდროს გამეორებულა. რომანტიკოსი ვარ, ამიტომ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევად ჩავთვალე. შეგიძლია მშვიდად იყო, იმედი მაქვს მსგავსი აღარ განმეორდება.
ყურადღება არ მიმიქცევია ამ სიტყვებისათვის. აღარც მახსოვდა, როდესაც კაფელი გამოვცვალე და სახლი მოვაწესრიგე. დედაჩემმა მითხრა სახლში ორშაბათს გადადიო. თითქოს ამ დღეზე იყო დამოკიდებული მთელი ჩემი ყოფა ამ სახლში.
ორშაბათიც გათენდა და მეც გამოვჩნდი სატვირთო მანქანასთან ერთად. სახლიდან ბევრი ავეჯი არ წამომიღია. არ მიყვარს გადატვირთული ოთახები. ყველაფერი დედამ გადაწყვიტა რა უნდა წამეღო, რა როგორ უნდა მომეწყო. ერთადერი რისი წამოღებაც აუცილებლად მინდოდა, ჩემს ოთახში, კარადის გვერდით დადგმული საკე იყო. ეს სარკე ყოველთვის მიყვარდა. ასეთი ჩვევა მაქვს ბავშვობიდან - არ ვიყურები სარკეში, როდესაც ცუდად ვარ, ამიტომ ეს სარკე ერთადერთია ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ძველ სახლში არ დავტოვებდი ყველა იმ ამბის პირისპირ, რომლის დავიწყებაც მინდოდა.
ავეჯის დალაგებაში ჩემი ძმა- გუგა მიქელაძე დამეხმარა. ვერ ვიტყვი რომ შესაშური ურთიერთობა გვაქვს. გულწრფელად რომ ვთქვა, ის ერთ-ერთ იმ ამბავთაგანია, რომლის დატოვებაც მინდა ძველ სახლში, ძველ კედლებში. დახმარება თავისი ნებით შემომთავაზა. გამიკვირდა. ალბათ, მასაც უხარია ჩემი წასვლა. ხშირად ვეკითხები ჩემს თავს - რა მოხდა? როდის გავუცხოვდით? და ყოველთვის ისეთ საშინელ პასუხამდე მივდივარ, რომ არ მინდა სიმართლის დაჯერება.
გუგა გავაცილე. სამზარეულოში ფარდები გავასწორე, მაგიდასთან ჩამოვჯექი და ფულის დათვლა დავიწყე. ყოველთვ ის ასე ვიქცევი - თვის დასაწყისში ფულს ვანაწილებ. სამხუწაროდ, ხშირედ მიწევს ჩემი მშობლებისათვის დახმარების თხოვნა, რადგან არასდროს არ ვდებ ფულს რაიმე გაუთვალისწინებლისათვის. სახარჯი ფული ბევრი არ დამრჩენია, მაგრამ საკმარისი, რომ ნინო სადმე დავპატიჟო.
-ნეტაც ნომერი სად ჩავწერე? ხო, მგონი კარადაში შევინახე. ხო არ ტეხავს? როდემდე უნდა ველაპარაკო საკუთარ ათავს?
ნომერი სწრაფად ავკრიფე, ნინომაც მალე მიპასუხა :
-ნინო, გამარჯობა მათე გაწუხებ.
-ვიცი , მათე, გიცანი.
-დღეს საბოლოოდ გადმოვედი. ნინო თუ დროს გამონახავ სადმე შენი დაპარიჟება მინდა.
-ხომ იცი რომ უსაქმური ვარ. - ხუმრობა სცადა, მაგრამ არ გამეცინა. მის ხმას დამჩნევია ჭრილობა, რომელიც სტკიოდა. ნინოს მოუშუშებელი ჭრილობა ძალიან სტკიოდა.
-კარგი, მაშინ შევთანხმდეთ. აქ ახლოს ერთი სასიამოვნო ადგილია ვნახე. იქნებ იქ შევხვდეთ?
-ექვსისკენ მზად ვიქნები.
-დროებით.
რა თქმა უნდა, გახარებული ვიყავი. იშვიათად მრჩება კარგი წარმოდგენა ადამიანებზე პირველი შეხვედრის შემდეგ. ჩემი მეგობრები ხშირად მეუბნებია, რომ ყველა მიყვარს, თუმცა ეს სიმართე არ არის. სინამდვილეში, უბრალოდ ვცდილობ ღიმილითა და უბრალოდ კულტურული ქცევით. დავმალო ის უხერხულობა, რომელიც ჩემთვის პირველ შეხვედრას მოაქვს.
რა შემიძლია ვთქვა ნინოზე, გოგოზე, რომლის გვარიც კი არ მახსოვს? ის პირველი გოგოა, რომელიც დავინახე და მომინდა, რომ ჩემი ყოფილიყო. მხრებამდე მწვდება. სახლის დასათვარიელებლად რომ მივყვებოდი თვალებს ვერ ვწყვეტდი მის ყავისფერი თმას, რომელსაც ჯერ კიდევ ეტყობოდა წითელი საღებავის კვალი. რაღაცით მგავდა. ისიც მიყურებდა და იღიმოდა, მაგრამ მე ვიცი რა არის ეს ღიმილი და როდესაც არის ღიმილი გულწრფელი. მისი ღიმილი არ იყო გულწრფელი, მაგრამ არც ჩემს მსგავსად უხერხულობის გასაქარწყებლად იღიმოდა. მას საკუთარი თავი გაღიმებული მოსწონდა და არ უნდოდა, რომ შემემჩნია იმ სევდის კვალი, რომელიც მთელ სხეულზე ეტყობოდა.
არასდროს მსგავსი არაფერი განმიცდია. ჩამოუყალიბებელი, გაუწონასწორებელი ადამიანი ვარ. სწორედ ამ შეგრძნებამ გადამაწყვეტინა ყველანაირი ლოდინის, დროის კარგის გარეშე დამერეკა მისთვის. ვამაყობ, როდესაც ვაკეთებ იმას, რასაც საკუთარი თავისაგან არ ველოდები.
მომზადებაში გართული ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა:
-ხო, გუგა.
-ბიჭო, შენი დახმარება მჭირდება. მანქანას ვერ ვმართავ დიღომში მოდი რა გამომიარე.
-კაიფში ხარ?
-მოდი, მოდი ძმა ხარ ჩემი თუ ძაღლი .
-სახლში აპირებ ეგრე მისვლას.
-აუ, დაიკიდე. ქათამი ხარ? გეშინია?
საათს შევხედე. ისრები ექვსის ოც წუთს უჩვენებდნენ.
-დამელოდე. ოც წუთში მანდ ვარ.
-ეგრე რა გელოდები.
როგორც კი გავუთიშე ნინოს დავურეკე. არაფერი უთქვამს. მშვიდად მომისმინა და შევიდა ჩემს მდგომარეობაში.როგორც კი გავუთიშე ნინოს დავურეკე. არაფერი უთქვამს. მშვიდად მომისმინა და შევიდა ჩემს მდგომარეობაში. გამეხარდა, როდესაც შეხვედრის გადატანაზე და სამშაბათს მოსვლაზე დამთანხმდა. რა მოხდა შემდეგ? როგორც ყოველთვის. მივაკითხე გუგას. ჩავსვი გათიშული, „დაბრედილი“ მანქანაში და წავიყვანე სახლში. რა თქმა უნდა, ჩემმა მშობლებმა ყველაფერი დაინახეს. დააყენეს 25 წლის ბიჭი და დატუქსეს, იჩხუბეს, იყვირეს, დაემუქრნე და ისევ ყველაფერი თავიდან. როგორ ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი.
მე კი ძალიან დავიღალე. ეს ყველაფერი ამ სახლში უახლოესი სამი წლის განმავლობაში ყოველ ღამე საოცარი სიზუსტით მეორდება. აღარ შემეძლო ამ ყველაფრის ყურება, ამიტომ ვრჩებოდი გვიანობამდე სამსახურში. ყველას ვარწმუნებდი, რომ ბევრი საქმე მქონდა, მაგრამ სინამდვილეში ვიცოდი, თუ რა მელოდა სახლში.
ჩემი და გუგას ურთიერთობა პირველად მაშინ გაფუჭდა, როდესაც საკუთარ საძმაკაცოსთნა ერთად „გასვლა“ დაიწყო. ერთის კი მადლობელი უნდა ვიყო მისი, მის შემხედვარეს არასდროს გამჩენია სურვილი, რომ რაიმე მსგავსი გამეკეთებინა. უკვე იუმორით შემიძლია ვთქვა, რომ გუგა არის ადამიანი, რომელმაც ოჯახი, დედა, მამა, ძმა, კარიერა, შეყვარებული უამრავ „საკაიფო“ საშუალებაზე გაცვალა. არასწორად არ იფიქროთ, გუგას არასდროს არ ჰქონია სადარდებელი და არც იმდენად მგრძნობიარე და თავდადებული ყოფილა ოდესმე, რომ ეს ყველაფერი გულის გადასაყოლებლად გაეკეთებინდა. პირიქით, ის საოცარი ეგოისტია. არ აინტერესებს, რომ ვნერვიულობ მე. არ აინტერესებს, რომ სახლიდან გასულს მთელი ღამის განმავლობაში ელოდება დაღლილი დედაჩემი. მას არაფერი აინტერესებს და მეც აღარ მაინტერესებს მასზეც არაფერი. კი, შეიძლება მეც ვარ დამნაშავე, მაგრამ მეც გავხდი გულგრილი ადამიანი, რომელსაც საკუტარ ძმასთან გვარის მეტი არაფერი აკავშირებს.
სახლში მისულს ნინოს მესიჯი დამხვდა. ტელეფონისათვის არ შემიხედავს. მომიკითხა, ხომ ყველაფერი კარგად არისო მკითხა. მესიამოვნა. ამ დღეს კიდევ დიდხანს ვიჯექი მარტო სამზარეულოში და პირველად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აღარ ვფიქრობდი გუგას გამოსასწორებელ გზებზე.
ვეწეოდი და ვფიქრობდი, მთელი ღამის განმავლობაში ნინოზე ვფიქრობდი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ეს იყო კატასტროფულად კარგი. აი, ზოგ მომეტში ცოტა ჰორორი იყო, მისტიკა, დრამა და რაც მთავარია, ჩამოყალიბებული წერის სტილი!
ეს იმედია, მესამე წიგნი იქნება smiling_imp

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent