შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღიმილი საუკეთესო ხერხია ტკივილის დასაფარად 5 თავი


17-06-2018, 20:57
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 665

ღიმილი საუკეთესო ხერხია ტკივილის დასაფარად 5 თავი

სახლში მალევე მივიდა, სამზარეულოდან ხმაური შემოესმა და იქეთკენ წავიდა.
მონატრებულ ბებოს მთელი სახე დაუკოცნა, ხვევნა კოცნით გული რომ იჯერა შემდეგ ბაბუ მოიკითხა.
- დღეს საქართველო- რუსეთის თამაში შვილო.
_ბრაზით ამბობს ქალი.
- ბილეთების საყიდლად წავიდა?
- როგორ გგონია ამ თამაშს გამოტოვებდა?
- არა რათქმაუნდა.
ერთი წუთით.
_ბებოს მოსცილდა და ამღერებულ ტელეფონს უპასუხა.
- ნინე სახლში ხარ?
- ესმის მეგობრის ხმა.
- კი სახლში ვარ.
_გაბრაზებულმა ჩასძახა.
- კარგი ათ წუთში მოვალ.
_არაფრის თქმა არ დააცადა ისე გათიშა ტელეფონი.
- რა ხდება შვილო?
_ გვერსით ამოუდგა ბებო.
- ლორენა მოვა.
- კარგი რაიმეს მოვამზადებ.
- არაფერი არ მოამზადო.
_გაბრაზდა მალევე.
- რატომ?
- ის არაფრის ღირსი არ არის.
- რა მოხდა საყვარელო?
- გათხოვდა.
- უიმე შვილო რა კარგია დააგდა საშველი.
_ გახარებული ამბობს ქალბატონი ნუნუ.
- ლაშას არ გაყოლია ბებო.
- აბა ვის გაყვა?
- არვიცი.
- კარგი, კარგი.
_ბებოს კიდევ ერთხელ აკოცა და თავის ოთახში შევიდა.
წყალი მალევე გადაივლო და ხალათის ამარა გავიდა ოთახში.
- ნინე.
ზურგს უკან მოესმა ნაცნობი ხმა, თუმცა მისკენ არ შებრუნებულა.
- რა გინდა?
- ნინ მაპატიე რა.
- სჯობს პატიება ლაშას სთხოვო.
- ლაშას უკვე ვესაუბრე.
- მერე?
- მაპატია.
- კარგია.
- ნინ.
_უკნიდან მიეხუტა მეგობარს.
- ლორე ხომ იცი არა როგორ მიყვარხარ, უბრალოდ.
- უბრალოდ არ გინდ არაიმე შეცდომა დავუშვა.
- ზუსტად.
- ეს ქორწინება უბრალოდ ფარსია, საშას დახმარება სჭირდებოდა.
მისი შეყვარებული ძალიან ცუდად არის, მას კიდევ საკმარისი თანხა არ ჰქონდა.
ბაბუამ დიდი რაოდენობით ფული დაუტოვა, რასაც მხოლოდ ქორწინების შემდეგ მიიღებდა მე კი დავეხმარე რათა ფული მიეღო, მასთან უბრალოდ ხელი მოვაწერე.
როდესაც ყველაფერი მოგვარდება გავშორდები.
- მართლა?
_გაეღიმა.
- მართლა საყვარელო.
_მისკენ მიბრუნდა და ჩაეხუტა.
- ძალიან მიყვარხარ.
- თავზე აკოცა როგორც ბავშვობაში.
- მეც ძალიან მიყვარხარ.
_მანაც ისევე აკოცა.
- ნინე.
- გისმენ?
- გინდა დღეს თამაშზე წავიდეთ?
- რა თამაშზე?
- საქართველო- რუსეთი.
- მე და ბაბუ მივდივართ, თუ გინდა დავირეკავ?  ვთხოვ ბილეთი  შენთვისაც იყიდოს?
- მე უკვე ვიყიდე, ორი.
- ძალიან კარგი შენ და ლაშა წამოდით.
- ლაშას არ სცალია.
- არ სცალია.
_ცალი წარბი ასწია.
- შენც იმას ფიქრობ რასაც მე?
_ ღიმილით ეუბნება მეგობარს.
- ნუნუ წავიყვანოთ.
_ერთხმაში იყვირა ორივემ.
- რომ არ წამოვა?
- მაგას მე მივხედავ.
_ამაყად ასწია თავი და ოთახიდან გავიდა.
- ბებო.
_ მომაჯადოვებლად უღიმის ბებიას.
- გისმენ?
- შენ ხომ ძალიან გიყვარვარ?
- რასა რომ ლაპარაკობ შენ? მიყვარხარ მა არ მიყვარხარ?
_მალევე გაბრაზდა ქალი და შვილიშვილისკენ შემობრუნდა.
- რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ?
- რა გინდა ახლა?
_ეჭვით აათვალიერა ნინე.
- თუ გიყვარვარ დღეს წამო რა თამაშზე. მე, შენ ბაბუ და ლორენა წავიდეთ.
- თქვენ სულ გაგიფრენიათ.
_ზუგი აქცია.
- აუ გთხოვ, გთხოვ რა.
_ უკნიდან მიეხუტა ბებოს.
- არა.
_კატებორიული არის ქალი.
- საერთოდ არ გიყვარვარ.
_ ქალს მალევე მოსცილდა და არარსებული ცრემლი მოიწმინდა.
- ნამდვილი სპეკულიანტი ხარ.
ვითონ ტირის ახალა, კარგი ჰო წამოვალ.
- მართლა? ვაიმე რა მაგარია.
_ სიხარულით მოხვია ხელები, ფუმფულა ნაოჭიანი სახე დაუკოცნა.
- ლორე მოდის, მოდის.
- რა მაგარია.
_მალევე გამოვარდა ლორენა და ორივეს ერთად შეახტა.
- მომშორდით ახლა.
_აქოთქოთდა ქალი და სტაფილოს დაჭრას შეუდგა.
- რა ხდება?
თქვენი კივილი სადარბაზოში ისმის.
_ანერვიულებული შემოვარდა სახლში ბატონი ნუგზარი.
- ბაბუ, ბებო დღეს თამაშზე მოდის.
_ყვირილით შეახტა კაცს.
- არ არსებობს.
_ გაოცებული ამბობს კაცი.
- არსებობს ბატონო ნუგზარ, არსებობს.
_ღიმილით გადაეხვია ლორენა.
- გაემზადეთ ერთ საათში თამაში იწყება.
_ სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ნინე და ლორენა ბოლო ბედნიერები  გულშემატკივრობენ თავიანთ გუნდს.
- ნინე.
- ჰო.
_მისკენ არც იხედება ისე ეუბნება.
- ნახე ჩვენკენ რა სიმპატიური ბიჭი მოდის.
_ აღფრთოვანებული ამბობს ლორენა.
- სად?
_ გაკვირვებული იხედება აქეთ-იქეთ.
როდესაც მის გვერდით მჯდომ კიტას ხედავს დაბნეული უბრუნდება ლორენას.
- ესარის გოგო სიმპატიური?
_ თვალებს უბრიალებს მეგობარს.
- თვალები სად ჯანდაბაში გაქვს? ნახე გოგო რა სიმპატიურია.
- ლორენა წყვიტე ხმა.
- როგორ ბრძანდებით ქალბატონო?
_ ირონიას არ იშურებს ბიჭი.
- შესანიშნავად. თავად?
_ მისკენ არც იხედება ისე ამბობს.
- გადასარევად.
- კარგია.
- ჩემს ძმას გულშემაგკივრობ?
- ბატონო?
_ გაკვირვებული მიაჩერდა ბიჭს.
- ჩემი ძმის მაისური გაცვია და.
- მისი არა ჩემი. მაისურს მხოლოდ მისი ნომერი აწერია.
- გასაგებია. მეგონა გორგაძის მაისური გეცმებოდა.
- უბრალოდ ჩემმა მეგობარმა წამართვა.
_ თვალების ბრიალით მიუბრუნდა მეგობარს.
- ლორენა მაისურაძე.
_ ხელი გაუწოდა ბიჭს.
- კიტა გრიგალაშვილი.
_ ღიმილით ეუბნება გოგოს.
- მოიცა შენ ხომ.
_ აღფრთოვანება დაეტყო ხმაში.
- დიახ მე.
_ ჩაეღიმა.
- ნინე იცნობ არა კიტას?
- სამწუხაროდ.
იცი ხომ ვისი ძმაც არის?
- ვისი?
- თორნიკე გრიგალაშვილის.
- კი, კი როგორ არა.
მაგრამ, თავად კიტა ვინ არის იცი?
- ვინ?
- ნინეე.
_ სტადიონიდან ისმის შაკოს ყვირილი.
- არ თქვა.
_ჩუმად ეჩურჩულება კიტა, ლორენას.
- კარგი.
- ნინე.
_ ისევ დაიყვირა შაკომ.
- შაკო დახარე თავი ბურთი მოგხვდება.
_ ყვირილით წამოხტა ფეხზე.
- რაა?
_ დაბნეული ყვირის ბიჭი.
- დებილო.
_ დაუყვირა როდესაც ბურთი მართლაც თავში მოხვდა და ძირს გაითხლაშა.
- რა იდიოტი ბიჭია.
_ ლორენას ფეხებს გადაახტა და სტადიონისკენ გაიქცა.
- ხომ გითხარი დახარე თავი თქო, რატომ არ დახარე?
- ნინე.
_ ღიმილით ამბობს შაკო.
- რა იდიოტი ხარ. კარგად ხარ?
- შესანიშნავად.
- მოიცა ექიმი გაგსინჯავს.
- არაფერი მჭირს კარგად ვარ.
_ ფეხზე წამოხტა და ნინე ხელში აიტაცა.
- დამსვი შე იდიოტო.
_ კისკისით ეუბნება ბიჭს.
- მახო.
- მალევე ნინე, მახოს ხელებში ჩნდება.
- დამსვი თორემ დაგაჯარიმებენ.
- როგორ ხარ დაო?
_ ღიმილით ეუბნება და ლოყაზე კოცნის.
- კარგად ვარ ძმაო შენ?
_ ბოლო ხმაზე ახარხარდა.
- კარგად ვარ, კარგად.
კიტა შენთვის რაღაცის "გაჩალიჩებას"
აპირებს და შაკომ ეს სპექტაკლი მაგიტომ დადგა.
- გასაგებია.
_ ბიჭის მკლავებიდან ჩამოხტა და თავისი ადგილისკენ წავიდა.
- აუ ლორე ადგილი გამიცვალე რა.
_მუდარით ეუბნება მეგობარს.
- რატომ?
- უბრალოდ გამიცვალე.
- არა.
_ მალევე წამოიყვირა გრიგალაშვილმა.
- რა გაყვირებს?
_ ინტერესით მიაჩერდა ბიჭს.
- აქ დაჯექი.
- არმინდა მადლობა.
- თუ გნებავთ ჩემს გვერდით დაჯექით.
_ ესმის ზურგიდან ბიჭის ხმა და მისკენ ბრუნდება.
- მადლობა.
_ იღიმის და უცნობის გვერდით იკავებს ადგილს.
- გოგა.
_ ხელს უწვდის ბიჭი.
- ნინე.
_ თავისი ხელი შეაშველა მალევე.
- სასიამოვნოა.
- მომაჯადოვებლად უღიმის ბიჭი.
- ჩემთვისაც.
_ დაიბნა.
-რატომ არ დაჯექით თქვენს ადგილას?
_ თავისი ნაცრისფერი თვალები მიანათა გოგოს.
- მივხვდი მის ზრახვებს.
_ თვალებში ჩააჩერდა, თვალებში რომლებიც თითქოსდა უკვე უნახავს.
- გასაგებია.
- შემთხვევით ჩვენ უკვე ხომ არ შევხვედრილვართ?
- არა.
_ კატეგორიული გაუხდა ხმა.
- კარგი.
_ დაბნეულმა გაიღიმა.
- რატომ მეცნობი?
_ თავისთვის ჩაილაპარაკა.
- ბებო როგორ მოგწონს?
_ მის წინ მჯდომ ქალს ხელები მოხვია.
- ძალიან მომწონს საყვარელო, კარგი ბიჭები გვყავს.
- ნამდვილად ბებო.
თამაში როგორც ყოველთვის ამჯერადაც ქართველების გამარჯვებით დასრულდა.
ბიჭებს მიულოცა, მის გვერდით მჯდომს დაემშვიდობა და სტადიონი ოჯახთან ერთად დატოვა.
მომდევნო ერთი კვირა მის ცხოვრებაში საინტერესო არაფერი მომხდარა.
- მეგობრებო.
_ თავის საფირმო სალათს აკეთებდა როდესაც, მათი ყურადღება შეფმა მიიპყრო.
თუმცა ნინე ისე იყო გართული არაფერი გაუგია
- გაიცანით ეს ჩვენი ახალი მზარეული,  მან სწავლა იტალიაში დაამთავრა.
ამიერიდან ის ჩვენი გუნდის წევრია, იმედი მაქვს მას ისევე მიიღებთ როგორც სხვა დანარჩენები მიიღეთ.
გაიცანით გოგა კახიანი.
_ შეფმა სიტყვით გამოსვლა დაასრულა, გვარის გაგებისას ნინე დაბნეული შემოტრიალდა.
როდესაც იქ ნაცნობი სახე ამოიცნო, უხერხულად გაეღიმა.
- გოგა ეს ჩვენი სამზარეულოს მშვენება, ნინე ჯაშია.
მას ხშირად უწევს, შეფის და სუ- შეფის მოვალეობის შესრულება.
- ჩვენ უკვე ვიცნობთ ერთმანეთს.
_ ღიმილით ამბობს ბიჭი.
- უი მართლა საიდან?
- ერთი კვირის წინ ერთმანეთი თამაშზე გავიცანით.
_ პასუხს სცემს ნინე.
- როგორ ხარ გოგა?
-_ ხელს უწვდის ბიჭს.
- კარგად თავად?
_ თავის ხელს აშველებს ისიც.
- მეც კარგად.
_ მათ მალევე შორდება და შეკვეთას, შეკვეთების მაგიდაზე დებს.
- ლაშ ხომ არ დაგეხმარო?
- აუ კი რა ჩემს თავს გაფიცებ.
_ მუდარით ეუბნება, ისიც მალევე მიდის მეგობრისკენ.
- აბა რაში დაგეხმარო?
- ტირამისუ უნდა გავამზადო.
- ფუუუ.
_ მალევე დამანჭა სახე.
- ვიცი რომ არ გიყვარს მაგრამ, რვა კაცის პორცია უნდა მოვამზადო და ვერ ვასწრებ.
- კარგი ჯანდაბას. იცოდე ჩემთან ვალში ხარ.
- ვიცი, ვიცი.
_ ღიმილით ამბობს ბიჭი და დესერტის მომზადებას შეუდგნენ.
სულ რაღაც ოც წუთში ყველაფერი მზად ჰქონდათ, მხოლოდ მაცივარში შედებაღა იყო საჭირო.
რაც თავის თავზე აიღო ლაშამ.
დაღლილი ჩამოჯდა იქვე მაგიდაზე და ტელეფონი ამოიღო.
_ ლორენას მისწერა რომ დღეს სამსახურის შემდეგ სახლში ელოდა.
ტელეფონი ისევ ჯიბეში დააბრუნდა.
- ნინე.
_ ღიმილოთ შემოდის სამზარეულოში ვიკა.
- გისმენ?
_ მალევე ჩამოხტა და მის წინ დადგა.
- დარბაზში გკითხულობენ.
- ვინ?
_ გაკვირვებული წავიდა კარისკენ.
- აი ის ბიჭი.
_ ხელით ანიშნა დარბაზის შუაში მჯდომი ბიჭისკენ.
- ის?
_ მალევე ანერვიულდა, აკანკალებული ხელი გულზე დაიდო.
თვალები დახუჭა რათა ცრემლები არ წამოსვლოდა. ფრთხილად დაიხია უკან და როდესაც გააცნობიერა საბას აქ ყოფნას რაც მოჰყვებოდა სირბილით გაიქცა.
- ნინე რა ვჭირს?
_ გიჟივით წამოვარდა ფეხზე შეფი, როდესაც მტირალე ნინე დაინახა.
- მე, მე უნდა წავიდე.
- რამოხდა?
- მე უნდა წავიდე.
- კარგად ხარ?
- გთხოვ მომეცი უფლება წავიდე.
- კარგი, კარგი წადი.
_ დაიბნა კაცი.
- შეიძლება ერთი კვირით ვერ მოვიდე, ანდაც ერთი თვით.
შეიძლება საერთოდ აღარ მოვიდე.
_ კაბინეტიდან გამოვარდა, ფორმა გამოიცვალა და უკანა გასასვლელით გაიპარა.
ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა.
განა ეშინოდა, არა საბასი აღარ ეშინოდა.
იცოდა მისი ხასიათი და ეშინოდა ხალხში არ შეერცხვინა, ამიტომ გაპარვა ამჯობინა.
არ უნდოდა მისი ყოფილი ქმრის გამო ისე შერცხვენილიყო, ისევ როგორც ადრე.
ცრემლიანი თვალები შეიმშრალა, ტაქსისტს თანხა მიაწოდა და ქურდივით შეიპაფა სადარბაზოში.
როდესაც თავი უსაფრთხოდ იგრძნო კიბეზე ჩამოჯდა.
- რატომ აძლევ მას ამდენის უფლებას?
_ თავისთვის ამოილაპარაკა.
- ესე გაგრძელება აღარ შეიძლება ნინე, ამბობ არ მეშინიაო მაგრამ მე ხომ ვიცი თუ როგორ გეშინია მისი.
_ ცრემლები წამოუვიდა.
- არ უნდა გეშინოდეს მისი ნინე.
_ ჩურჩულით ამოილაპარაკა.
- თუ უფლებას არ მისცემ ვერაფერს დაგიშავებს, არ უნდა მისცე უფლება წარსული განმეორდეს.
ნუ აძლევ უფლებას ისევ ისე მოგექცეს ნინე.
განა დედას ეს მოეწონებოდა?
განა დედა ამდენს აიტანდა?
_ უკვე ხმით სტიროდა.
ცრემლები შეიმშრალა და თავი წამოსწია,  შეშინებული წამოდგა ფეხზე როდესაც იქ შავ სფეროებს წააწყდა.
- კიტა.
_ პირველად წარმოსთქვა მისი სახელი.
- რატომ ტირი?
- რა შენი საქმეა? ანდაც აქ რას აკეთებ?
- ნინე.
_ დაიგვირგვინა ბიჭის ხმამ.
- რა?
_ შეშინებული თვალებით ამოხედა.
- რატომ ტირი მეთქი?
- შენი საქმე არ არის.
_ თვალები დაუბრიალა და ზურგი აქცია.
- სად მიდიხარ?
_მაჯაში ხელი ჩაავლო და მისკენ შემოაბრუნა.
- სახლში.
_ დაიბნა გოგო.
- როდესაც გელაპარაკები ზურგი არ უნდა მაქციო.
რაიყო დედაშენს არ უსწავლებია, როგორ უნდა მოიქცე ხალხში?
- სამწუხაროდ ვერ მოასწრო.
დედა 27 წლის წინ დავკარგე.
_ცრემლიანი თვალები მიანათა ბიჭს.
იცოდა, იცოდა რომ დედა გარდაცვლილი ჰყავდა.
უბრალოდ მისმა ცრემლიანმა თვალებმა ისე დაუბინდა გონება, ვერ მიხვდა თუ რა სისულელე დააბრეხვა.
როდესაც ნინეს თვალებზე ისევ ცრემლი დაინახა გული საშინლად ეტკინა.
არ უნდოდა, არც კი უფიქრია თუ რამხელა ტკივილი მიაყენა მას.
- მაპატიე ეს არ უნდა მეთქვა.
_ ხელი შეუშვა და თავი დახარა.
- არაუშავს პირიქით უნდა გიხაროდეს გული რომ მატკინე.
_ მხოლოდ ეს უთხრა და ზურგი აქცია.
ტირილით შევარდა სახლში, ბებოსთვის ყურადღება არ მიუქცევია პირდაპირ მის ოთახში შევიდა და საწოლზე დაემხო.
მალევე იგრძნო ბებოს თბილი ხელები მის თმებში.
- რატომ გამწირა ბედმა ესე?
_ ტირილით ამოილაპარაკა.
- რატომ არ გაიკეთა დედამ აბორტი? რატომ მომავლინა ამ ქვეყნად?
რატომ დამტოვა მან?
_ პირველად ამდენი წლის მანძილზე პირველად გაამხილა მისი ტკივილი ბებოსთან.
- რას ამბობ შვილო?
_ შვილიშვილოს სიტყვებმა გული მოუკა ქალს.
- რატომ მიმატოვა მამამ? მითხარი ბებო განა ისეთი რა დავაშავე ესე რომ ვიტანჯები?
მე ხომ არ მინდოდა დედას სიკვდილი?
რატომ არ ვუყვარვარ საკუთარ მამას?
მე ხომ მისი შვილი ვარ?
- სამაგიეროდ მე და ბაბუაშენს გვიყვარხარ.
_ შვილიშვილის გამხნევება სცადა მან.
- მე მამა მინდა ბებო, მინდა მას ვუყვარდე და არა სხვას.
მინდა მასაც ისევე ვუყვარდე როგორც შენ.
მინდა ვიგრძნო რა არის მამის სითბო და სიყვარული.
_ ყვირილით წამოხტა ფეხზე.
ყველაფერი გადმოყარა რაც კი ხელში მოჰყვა, ყველაფერი ნამსხვრევებად აქცია.
გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როდესაც დედის სამახსოვრო ზარდახშა კედელს შეახეთქა.
- მაპატიე დე, მაპატიე გთხოვ.
ნამსხვრევების შეგროვებისას მინის ნატეხს ძლიერ მოუჭირა თითები და ვენაზე გადაისვა. მანაც არ დააყოვნა და მალევე სისხლის გუბე დააყენა.
_ გიჟივით წამოვარდა ქალბატონი ნუნუ და შვილიშვილს ეცა.
- მოიცა საყვარელო.
არ იმოძრაო.
_ აბაზანიდა სამედიცინო ყუთი გამოიღო და ხელი გადაუხვია.
შემდეგ სასწრაფო დახმარებას დაურეკა.
ნინე ნელ-ნელა გონებას კარგავდა.
- გაუძელი საყვარელო, გაუძელი.
_ ბუნდოვნად ჩაესმის ბებიის ხმა.
სასწრაფო დახმარება მალევე მოვიდა, საკმაოდ დიდი ჭრილობა ჰქონდა ამიტომ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჭრილობა დაუმუშავეს და ნაკერები დაადეს.
გონს პალატაში მოვიდა, უსიამოვნოდ შეიშმუშნა როდესაც წამლების სუნი ეცა.
შეშინებულმა ჭყიტა თვალები. როდესაც შეშინებული ბებო დაინახა თვალები დახუჭა.
- რატომ არ მომეცი უფლება მოვმკვდარიყავი?
_ ბრაზით გამოსცრა კბილებში.
- ნინე.
მთელი ოცდაშვიდი წელი, გესმის?
მთელი ოცდაშვიდი წელი, ცივ ნიავს არ გაკარებდი.
სულ ისე გზრდიდი რომ ერთხელაც არ გაცივებულხარ, შენთვის არაფერი მომიკია.
ყოველთვის ისე გზრდიდი რომ არაფერი დაგმართოდა.
მე ჩემი შვილი, აი აქ.
_ გულზე ხელს იდებს.
- აი აქ დავმარხე.
რაც შენ გაჩნდი წამითაც კი არ მიფიქრია ნეტა შენზე აბორტი გაეკეთებინა.
წამითაც კი არ მიფიქრია რომ ჩემი შვილი შენს გამო მოკვდა.
არასოდეს არ მიფიქრია გესმის?
შენი თავი დედაშენმა მე ჩამაბარა და არ ვაპირებ ნა***რი მამაშენის გამო დაგკარგო.
არ ვაპირებ იმ არა**ის გამო თავი მოგაკლევინო.
არ შევეგუები გესმის? არ შევეგუები შენს ცრემლებს მამაშენის გამო.
მე შვილჯ დავკარგე, შვილ მკვდარი დედა ვარ მაგრამ შენ ისე გაგზარდე როგორც საკუთარი ჩემი შვილი.
მე და ბაბუაშენი ვზრუნავდით შენზე, მხოლოდ ჩვენ და არა ის არა**ი მამაშენი.
მაგრამ შენ მაინც იმ კაც მისტირი, მისტირი რადგან არ უყვარხარ.
ის არ არის შენი ღირსი და შეიგნე ეს, შეიგნე რომ ის არ უნდა გიყვარდეს.
შეიგნე რომ ის არ არის მამაშენი.
შეიგნე რომ ის შენ არ გიმსახურებს.
თუ მასთან წასვლა გინდა წადი, ოღონდ დაიმახსოვრე რომ მე და ბაბუაშენი შენთვის მოვკვდებით.
თუ შენ მასთან წახვალ ჩვენი სახელი აღარ ახსენო.
_ ამდენი წლის შემდეგ პირველად, პირველად დაუყვირა საყვარელ შვილიშვილს.
პირველად აუწია მასთან ხმას, პირველად დააყენა შვილკშვილი არჩევნის წინაშე.
პირველად იტირა მის წინაშე და უკანასკნელად.
- მაპატიე.
_ მხოლოდ ეს უთხრა და თვალები დახუჭა.
იცოდა, მიხვდა თუ რამხელა ტკივილი მიაყენა ბებოს.
მიხვდა თუ როგორ ატკინა მას გული.
იცოდა რომ ესეთ რაღაცას აღარასოდეს არ გაიმეორებდა.
როდესაც კარის გაჯახუნების ხმა გაიგო ატირდა, მწარედ ატირდა.
ფეხზე წამოდგა, იქვე დაკეცილი მისი ტანსაცმელი გადაიცვა და პალატა დატოვა.
ამდენი წლის შემდეგ პირველად გადადგა ნაბიჯი დედის საფლავისკენ. არასოდეს, არასოდეს ყოფილა ის აქ.
მთელი სასაფლაო ფეხით მოიარა და ბოლოს, როგორც იქნა მიაგნო დედის საფლავს.
_ თაფლისფერი თვალები მიანათა დედის ცივ ქვას.
- ეკატერინე ჯაში 1969- 1991.
უთქმელად ჩამოჯდა დედის საფლავზე.
ინტერესით აკვირდებოდა მისი სახის ნაკვთებს, მართლაც როგორ საოცრად ჰგავდა ნინე დედას.
მასსავეთ დიდი თაფლისფერი თვალები, მოზრდილი ტუჩები და ოდნავ გაბუშტული ცხვირი აქვს.
ღიმილი, ღიმილიც როგორ ზუსტად დედის მზგავსი აქვს.
- ახლა ვხვდები რატომ თქვა მამამ უარი ჩემზე.
_ დანანებით ამოილაპარაკა და ცივ ქვას ხელი ჩამოუსვა.
- ძალიან მაკლიხარ დე.
შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორი ძნელია შვილისთვის უდედოდა.
იცი როგორ მტკიოდა როდესაც პირველ კლაში მივედი, იცი როგორი ძნელი იყო როდესაც ყველა დედ-მამას ეხვეოდა.
მე კიდევ ბაბუს შევახტი და მის მხარზე ავქვითინდი.
- მე მაშინაც მტკიოდა როდესაც ბედნიერი ვიყავი, მე მაშინაც ვტირი როდესაც რაიმე მიხარია.
მე მაშინაც ვტირი როდესაც არ უნდა ვიტირო, თუმცა მე მაინც ვტირი.
ვტირი რადგან მიწევს ამ უსამართლო ქვეყანაში შენს გარეშე ვიცხოვრო.
მიჭირს სუნთქვაც კი მიჭირს დე რადგან ვიცი რომ შენ მე წაგართვი სუნთქვის უფლება.
ეს მე ვარ ყველაფერში დამნაშავე, ეს მევარ მიზეზი რათა დღეს მამას გვერდით შენ არ ხარ.
რომ შემეძლოს დე, წარსულის დაბრუნება რომ შემეძლოს მე არ გავჩნდებოდი.
რომ მცოდნოდა ჩემი დაბადებით შენ მოგკლავდი არ დავიბადებოდი.
შენს თავს ვფიცავ მე, მე არ მინდ აწ ცხოვრება.
მირჩევნია მოვკვდე შენთან ერთად, მირჩევნია იქ მაინც ვიყო შენთან ვიდრე აქ მკვდარმა ვიარო.
არ მინდა დე, წამიყვანე გთხოვ.
შენთან წამიყვანე დე, ვერ გავძლებ დე მოვკვდები.
გესმის შენს გარეშე ვკვდები.
სული მეხუთება დე, ვგრძნობ როგორ მელევა ჰაერი.
ვგრძნობ როგორ ვემსგავსები ნელ- ნელა მიცვალებულს.
- მითხარი დე ხომ გინდა შენთან რომ ვიყო? მითხარი ხომ გინდა მაქ გყავდე?
მე მინდა დე, შენთან მინდა.
აღარ შემიძლია გესმის, აღარ შემიძლია ამდენი სიყალბე.
აღარ შემიძლია ვიღიმი როდესაც მტკივა, შენ ძლიერი იყავი დე მე შენ არ გგავარ.
მე არ შემიძლია ავიტანო ის რასაც შენ იტანდი, მე არ შემიძლია განვაგრძო ცხოვრება ამდენ სიყალბეში.
მე ვკვდები დე, ვკვდები შენს გარეშე და ესეც ჩემი ბრალია.
მაპატიე დე, მაპატიე იმის მაგივრად რომ შენს ცხოვრებაში ბედნიერება მომეტანა მე გავხდი ყოველი უბედურების მიზეზი.
მე ვკვდები და ესეც მაპატიე, რადგან არ შემიძლია ვიცოცხლო იქ სადაც სულ უბედურება მომაქვს.
- ნინე.
_ ბუნდოვნად ჩაესმის ქალის ხმა.
- ნუ ტირი ნინე დე, შენ უნდა იცოცხლო გეამის?
შენ უნდა იპოვო ის ბედნიერება რასაც იმსახურებ.
მე შენ ძალიან მიყვარხარ ნინე დე.
ნუ ფიქრობ რომ შენ ჩემთვის უბედურება მოგაქვს, შენ ყველაზე დიდი ბედნიერება ხარ ჩემთვის დე.
შენ ხარ ის რის გამოც ღირდა მეცოცხლა ის ცხრა თვე.
მე ყველაზე ბედნიერი ცხრა თვე გავატარე შენთან ერთად.
შენ ხარ ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის.
ნურავის მისცემ უფლებას შენი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელოს.
გაძლიერდი შვილო, შენი სიამაყე არ დაგავიწყდეს.
მე ვამაყობ შენით და ესე გააგრძელე.
ძალიან მიყვარხარ ნინე შვილო.
- მეც მიყვარხარ დე.

ველოდები თქვენს შეფასებებს.
მაპატიეთ ვიცი ის არ არის რასაც ელოდით მაგრამ, მაგრამ გპირდებით ელჩო მდეგი უფრო საინტერესო იქნება.
გკოცნით გეხვევით თქვენი გოგონა მიგრაციიდან❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ეკო

ძალიან კარგი იყო, უბრალოდ გირჩევ არ დანებდეს გაძლიერდეს და კისერი მოუგრიხოდ თავის ყოფილ ქმარს, დანარჩენი შენთვის მომინდვია შენ უკეთ იცი. არ შემიძლია კიდევ არ ავღნიშნო მომწონს მალ -მალე რომ დებ ისტორიას რაც ძალიან კარგია მკითხველისთვის????????????????????

 



№2  offline მოდერი gogona migraciidan

სტუმარი ეკო
ძალიან კარგი იყო, უბრალოდ გირჩევ არ დანებდეს გაძლიერდეს და კისერი მოუგრიხოდ თავის ყოფილ ქმარს, დანარჩენი შენთვის მომინდვია შენ უკეთ იცი. არ შემიძლია კიდევ არ ავღნიშნო მომწონს მალ -მალე რომ დებ ისტორიას რაც ძალიან კარგია მკითხველისთვის????????????????????


მიუხედავად იმისა რომ ამ ისტორიას არ ჰყავს ბევრი მკითხველი, იმ რამოდენიმესთვისაც სიხარულით ვწერ.
მიხარია რომ კითხულობ ჩემო კარგო ❤

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

Imdeni vitireee, saocrebaaaaa, moutmenlad gelodebiiii,

 



№4  offline მოდერი gogona migraciidan

Qeti qimucadze
Imdeni vitireee, saocrebaaaaa, moutmenlad gelodebiiii,


მიხარია რომ მოგეწონათ ❤

 



№5 წევრი teengirllove

eseigi xutuve tavi erti amosuntqvit wavikitxe da ar meyo...ra aris es ,ase sainteresod rom wer ,dzalian bevri kitxva maqvs ici da mguwevs mipasuxo ;)))

 



№6  offline მოდერი gogona migraciidan

teengirllove
eseigi xutuve tavi erti amosuntqvit wavikitxe da ar meyo...ra aris es ,ase sainteresod rom wer ,dzalian bevri kitxva maqvs ici da mguwevs mipasuxo ;)))


ვაიმეე ჩემო სიხარულო მეგონა არ მოგეწონებოდა ❤

 



№7  offline წევრი მოცინარი

ნინაკოოო
იცი როგორ მიყვარხარ? იცი როგორ მიყვარს ყველა თავი? ყველა ისტორია? ყველა თავზე ტირილიც მიყვარს♡ ნინე დედამისი ბებია ბაბუა თუ ლორენა ( და რ ათქმა უნდა ჩემი ბექუნა :) )
უძალიანმაგრესი გოგო ხომ ხარ და უძალიანმაგრეს თავებს წერ ♡♡¤♡♡ ♡♡
უძალიანმაგრესად მიყვარხარ და როცა მეუბნევი მეცო იცი როგორ მიხარია? ♡
ხოდა ერთი სიტყვით :დ მიყვარხარმიყვარხარმიყვარხარრრრმოდიპირადში:დ

 



№8  offline მოდერი gogona migraciidan

მოცინარი
ნინაკოოო
იცი როგორ მიყვარხარ? იცი როგორ მიყვარს ყველა თავი? ყველა ისტორია? ყველა თავზე ტირილიც მიყვარს♡ ნინე დედამისი ბებია ბაბუა თუ ლორენა ( და რ ათქმა უნდა ჩემი ბექუნა :) )
უძალიანმაგრესი გოგო ხომ ხარ და უძალიანმაგრეს თავებს წერ ♡♡¤♡♡ ♡♡
უძალიანმაგრესად მიყვარხარ და როცა მეუბნევი მეცო იცი როგორ მიხარია? ♡
ხოდა ერთი სიტყვით :დ მიყვარხარმიყვარხარმიყვარხარრრრმოდიპირადში:დ


ჩემი მოცინარი, ჩემი გოგო როგორ მაკლდი ყველა თავში რომ იცოდე.
გული მწყდებოდა შენი კომენტარი რომ არ მხვდებოდა ახლა, ახლა კი უბედნოერესი ვარ ვგიჟდები შენზე ❤

 



№9  offline წევრი marikuna18

ვაიმე ედ რა იყო :(((( დავიღვარე ცრემლებად ერთადერთი ისტორია რაზეც ვტიტივარ :((( ძალიან მაგარი გოგო ხარ ♡♡♡♡♡

 



№10  offline მოდერი gogona migraciidan

marikuna18
ვაიმე ედ რა იყო :(((( დავიღვარე ცრემლებად ერთადერთი ისტორია რაზეც ვტიტივარ :((( ძალიან მაგარი გოგო ხარ ♡♡♡♡♡


ვაიმე დიდი მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent