შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სავსე მთვარე (3 ნაწილი)


18-06-2018, 01:02
ავტორი du-da
ნანახია 504

სავსე მთვარე (3 ნაწილი)

ელენა საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა,ფაჭირვებით გაახილა თვალები და პირველი,რაც მხედველობამ აღიქვა,ნახევრად ჩაბნელბული ოთახი იყო,სწრაფად სცადა წამოდგომა ,თუმცა აღმოაჩინა,რომ სკამზე იყო მიბმული.
-ნეტაც სად ვარ?
-ჩვენს პრინცესას გაუღვიძია,გაისმა ოთახში ამაზრზენი ხმა,ელენამ მხედველობა დაძაბა და კარში მდგომი მაღალი სილუეტი შენიშნა.
-ვინ ხარ და რა გინდა?
-მშვიდად საყვარელო,ასე რატომ ჩქარობ? გაიგებ ყველაფერს.
-გამიშვი.
-მართალს ამბობდნენ შენზე,საოცრად ლამაზი ხარ,საცოდაობაა შენ რომ გეგეშიძის ცოლი გქვია.
-რას ერჩი გეგას? ან ნინიას?
-პრინციპში ჩემს ბიჭებს შეეშალათ,თავიდანვე შენ იყავი ჩემი სამიზნე.
-უნდა მომკლა?
-რა სულსწრაფი ხარ,გადაიხარხარა ბიჭმა,არ ვიცი ვნახოთ საქმე როგორ მოითხოვს,მანამდე უნდა ვისაუბროთ,გაინტერესებს რატომ ხარ აქ? მოგიყვები,დრო თავზე საყრელად გვაქვს.
-ხომ იცი,რომ მიპოვის? ხმა დაეძაბა ელენას.
-ნეტა შენ თუ გჯერა მაგისი? გეთანხმები მაგარი ქმარი გყავს,მაგრამ ჩემთან ვერაფერს გახდება,დალევ რამეს? ირონიულად გაუღიმა ბიჭმა.
-დაიწყე.
-ასე გეჩქარება შენს ქმარზე სიახლეების გაგება? დავიჯერო ამ ერთ თვეში საკმარისად არ გაიცანი? კარგი მოდი მე გაგეცნობი,თემო არაბული.
-რა? თვალები გაუფართოვდა ელენას გაოცებისგან.
-შენი რეაქციით თუ ვიმსჯელებთ გსმენია ჩემს შესახებ.
-როგორ? ეა როგორ გაუკეთე? თქვენ ხომ ბავშვობის მეგობრები ხართ?
-ვიყავით,მე გეგა და მათე ერთ უბანში გავიზარდეთ,გაჭირვებაში და სიღარიბეში,ჯერ კიდევ ბოთლების ჩაბარებით რომ ვირჩენდით თავს,ჩვენი ცხოვრება უერთმანეთოდ არაფერი იყო,იცი რატომ? ერთნაირები ვიყავით,ერთმანეთის გამონაცვალი ტანსაცმელი გვეცვა და ბოლო ლუკმას სამად ვყოფდით.მერე იცი რა მოხდა?
-მომიყევი,ცრემლებს ძლივს იკავებდა ბარათელი.
-გეგას გაუმართლა,არც მათე ჩამორჩა და მე დავავიწყდი,ისე მომისრილეს,როგორც ნივთი,ისევ ერთად იყვნენ,ოღონდ უკვე ორნი.
-მათი ბრალი არ არია,შენ თუ ცხოვრებაში რეალიზება ვერ მოახერხე.
-დამასრულებინე,მერე შენ გამოჩნდი მის ცხოვრებაში და შენს გარდა არავინ და არაფერი ადარდებდა,მასთან მივედი,დედა მყავდა ცუდად და დახმარება მინდიდა მეთხოვა,იმ დღეს გავიგე თქვენი ნიშნობის ამბავი,მერე მოხდა ის რისიც მეშინიდა,დედა დავკარგე და იცი რა გააკეთა შენმა ძვირფასმა ქმარმა?იმ ქალის გასვენებაში მოსვლაც კი აე იკადრა ვისთანაც ფაქტიურად გაიზარდა,მხოლოდ თაიგული და კონვერტით ფული გამიმიგზავნა.
-თემო.
-ხოდა არსებობს,ერთი გამონათქვამი,რასაც დასთეს იმას მოიმკი.
-დავიჯერო ნინიას სიცოცხლე ამად გიღირდა არაკაცო?იღრიალა ელენამ,როგორ არ შეგეცოდა?ისიც ხომ შენს თვალწინ გაიზარდა?ამის შემდეგ რისი იმედი გაქვს? რატომ მომიყეცი,გგონია გაგამართლებ? იცი რომ გეგაზე უარესი ხარ?ცხოველი ხარ,რომელიც ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობს.
-ნინიას სიკვდილი არ მინდიდა,ვერ გაუძლო სუსტი აღმოჩნდა,არ შეეფერებიდა გეგეშიძეს ეგეთი და.
-ღმერთო რა ავადმყოფი ხარ,გამიშვი ეხლავე,ხომ გინდოდა გეგას განადგურება?/ხოდა აგიხდა ოცნება,ჩვენი ამბავი ისედაც მორჩა,გესმის? დავამთავრეთ,უბრალოდ გამიშვი ჩემს გზაზე.
-მაპატიე,ჯერ კიდევ მჭირდები,მერე მოვიფიქრებ როგორ მოვიქცეთ მე და შენ.
-მობრუნდი,იყვირა ქალმა,არ დამტოვი ასე,გთხოვ თემო თუ კი დაგრჩა რამე ადამიანური,ორსულად ვარ ჯანდაბა შენს თავს.
ბიჭი წამით შედგა და ელენას გახედა.
-არ არის საჭირო ფეგეშიძის ნაშიერი მოევლინის ამ ქვეყანას.
ელენას ყურებმა წუილი დაუწყო,ასე ეგონა მთელი სამყარო თავზე ჩამოენგრა,რასაც აბრალებდბენ და რის ფამიც ჯოჯოხეთი გამოიარა,ყველაფერი გეგას ბრალი იყი,წამით ეგოისტურად მოუნდა ქმრის სახის დანახვა,როცა ამ ყცელაფერს გაიგებდა.

* * *
მოუსვენრად სცემდა ბილთას ოთახში გეგა და ყოველ წუთას საათს ამოწმებდა.უცებ კარი გაიღო და ოთახში გეგეშიძის დაცვის წევრები შემოვიდნენ.
-ბიდიში ბატონო გეგა,გალოდინეთ მაგრამ ბევრი ვერაფერი გავარკვიეთ,მხოლოდ ის რომ აქედან რამდენიმე მეტრის მოშორებით მოხდა,მოწმე არავინაა.
-ხომ გთხოვე დამლოდებოდი? წარბის აწევით გახედა მათემ ბიჭებს,გგონია კანონის გვერდის ავლით გააკეთებ რამეს.?
-კანონმა ერთხელ ვერ მიშველა.
-გეყოფა,სანამ ესენი რამეს გაარკვევდნენ,მანამდე მე უკვე გავიგე ყველაფერი,წუთიწუთზე დამირეკავენ და მანქანის მფლობელია ვინაობას მეტყვიან,ასე რომ მაცადე ჩემი საქმის კეთება.
-რატომ არ გესმის? მას ჩემი ელენა ჰყავს.
-კარგია ეხლა მაინც,რომ გახსოვს შენი ელენა.
-მათე,შეუბღვირა გეგამ,ჩემიც მყოფნის აღარ მინდა დამატება,ასე უმოქმედოს არასდროს ვყოფილვარ.
-ეხლა უნდა დამშვიდდე,აუცილებლად დაგიბრუნებ ცოლს უვნებელს,მერე უკვე იმაზეა დამოკიდებული გაპატიებს თუ არა,მაგრამ თუ გადაწყვეტს,რომ წასვლა უნდა,გაიშვებ?
-ზუსტად ვიცი,რომ აღარაფერი იქნება კარად,გავუშვებ.
რამდენიმე წუთში გეგას ტელეფონის ხმამ დაარღვია სიჩუმე,სწრაფად გაასრიალა ხელი ეკრანზე და ვიდეოზარი ჩართო.
-ღმერთი,ამოიგმინა კაცმა და თვალები დახუჭა,ელე ჩემი სიცოცხლე.
ეკრანზე სკამზე მიბმული ქალი ჩანდა,რომელსაც თავი ჩაეხაეა და აე ინძრეოდა.
-ნუ გეშინია გეგეშიძე,ცოცხალია,გაისმა ამაზრზენი ხმა კამერაში,მათემ სმენა დაძაბა,რატომღაც სასწაულად ეცნობოდა ხმა.
-დამენახე,კბილებში გამოსცრა კაცმა.
-ეგ არაფერს მოგცემა დამიჯერე,თავია დროზე ყველაფერს გაიგებ,ისე.მინდა გითხრა,რომ ტყუილად აბრალებდი ელენას,ისედაც ეს იყო ჩემი სამიზნე,უბრალოდ ბიჭება ნინიაში აერიათ.
-რა არაკაცი ხარ,გიპოვი იცოდე და ჩემი ხელით გაგიხვრეტ შუბლს.
-შენ ისედაც მომკალი უკვე,ასე რომ ისეთს ვერაფერს გააკეთებ რაც ჯერ არ გაგიკეთებია.
-რა სჭირს ელენას.?
-არაფერი,ვფიქრობ შენი დანახვა არ სურს,მიდი საყვარელო დაენახე შენს ქმარს.
ელენამ თავი წამოსწია და ეკრანს გახედა,გეგეშიძეს არ გამოჰპარვია ქალის ჩაწითლებული თვალბი და დაღლილი სახე.
-ცოტაც გაუძელი ჩემო სიცოცხლე,აი ნახავ სულ მალე ჩემთან იქნები.
ქალმა ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა და თავი დახარა.
მათეს შეტყიბინება მოუვიდა ტელეფონზე,სწრაფად გახსნა და ერთიანად გაფითრდა,ინსტინქტურაფ დაეყრდნი სავარძელს,წამებში გაახსენდა საიდან ეცნობიდა ხმა,აუტანელმა ტკივილმა დაუარა მთელ სხულში.
-ეხლა შენს გვერდით მდგომს დაუძახე,დროა გაგეცნოთ,გაისმა ისევ ხმა.
მათე ეკრანთან დაიხარა.
-ვიცი რომ იცი სადაც ვარ,გელოდებით.
-თემო,ამოიხრიალა ბიჭმა.
-გელოდებით,მარტოებს და ორივეს.
კავშირი გაწყდა და გაითიშნენ ბიჭებიც,სამარისებული სიჩუმე იდგა ოთახში,გეგას სახეზე აუტანელი ტკივილი ეხატა,ერთი წერტილისთვის გაეშტერებიბა მზერა და თითქოს აღარც სუნთქავდა.
-წავალ ელენას მოვიყცან,მძიმედ ამოთქვა მათემ
-წავალთ.
-ეს პოლიციის საქმე გეგა.
-ეს ჩვენი საქმეა,სამივესი,ტობს აუწია გეგეშიძემ.
-იცოდე ზედმეტების გარეშე,არ ვიცით იქ რა დაგვხვდება.
-არ მადარდებს,დასაკარგი აღარაფერია.
სულ ნახევარი საათი დასჭირდათ დანიშნულების ადგილამდე,სახლში სიმშვიდე სუფევდა,არც პერიმეტრზე ჩანდა თემოს ხალხი,მშვიდად გაიარეს დერეფანი და მისაღებში შეაბიჯეს,სადაც ელენა იყო დაბმული და იქვე იარაღით იდგა თემოც.
-სტუმრებს ვახლავარ,მობრძანდით ბიჭებო,კარში დგომა არ შეგეფერებათ.
-მორჩა თემო,დამთავრდა,იყვირა გეგამ და წინ წაიწია.
-აბა რომეო ადგილზე დარჩი თორე ტვინს გავასხმევინებ.
-რა გინდა მითხარი,შენ ხომ ჩემთან გაქვს პრობლმა,ელენა გაუშვი,ყველაფერს მოგცემ რასაც მეტყვი.
-ყველაფერს ფულით ნუ საზღვრავ.
-ხომ იცი რომ აქედან მშრალად ვერ გახვალ? ხმა ამოიღო მათემ.
-ვიცი,დიდად დასაკარგი არაფერი მაქვს,თქვენ ვერ შეგედრებით ბატონო გეგა,რაღაცას დაგიბრუნებ,თემომ ჯიბიდან კონერტი ამოიღო და ძირს გადმოყარა,ესეც შენი ბინძური ფული გეგეშიძე,არ დმაიხრჯია.
-მე შენთვის ფული არ მომიცია,რას ბოდავ გამაებინე,იყვირა გეგამ.
-აღარ აქვს მნიშვნელობა,სწრაფად დაიხარა და ელენას თოკები გადაჭრა.
-ადექი,უბრძანა ქალს.
-ნუ გეშინია ელე ადექი,წინ წაიწია მათე,როგორც კი ქალმა მისკენ გადმოდგა ნაბიჯი,სწრაფად წამოსწია იარაღი და თემოს დააუმიზნა,თუმცა არაბულმა დაააწრო და ლულა საფეთქელზე მიიდო.
-დაუშვი იარაღი.
-მენატრებოდით ბიჭებო,გაიღიმა არაბულმა და გამაყრუებელმა გასროლამ გაკვეთა ოთახი,რასაც ელენას შეკივლება და გეგას მუხლებზე დაცემა მოჰყვა.საკმაოდ მალე მოეგო გონს გეგეშიძე და იქვე მიყიდებულ ქალს მიუბრუნდა.
-არ შემეხო,კბელნაკბენივით გაერიდა ელენა.
-ელე.
-მათე წამიყვანე გთხოვ.
-ელე მოდი ექიმთან წავიდეთ,გაუღიმა მათემ,ბიჭები მოდიან გადავაბარებ საქმეა სა წაგიყვან.
-არა არ მინდა ექიმი,სახლში მინდა აქ ვერ ვსუნთქაც
ვ,გამიყვანე აქედან.
-წამოდი,ხელი მოხვია და გარეთ გაიყვანა,სულ ორი წუთი თქვენ მანქანაში დამწლოდეთ და წავიდეთ.ელენას ზედ არ შეუხედავს ქმრისთვის,ისე გამიხსნა კარი და ჩაჯდა,ერთ ამოტირებას არაფერი ერჩია,მაგრამ.მაქსიმალურად იკავებდა თავს,ასეთი შეუვალი და მტკიცე არასდროს ყოფილა,ყველა გრძნობა ირეოდა ერთმანეთში.სახლამდე ხმა არ ამოუღია,არც ოთახში მონლოდინე თამარი შეუმჩნევია სწრაფად აიარა საფეხურები და უკან მიყოლილ გეგას კარი ცხვირწინ მიუხურა.
-ელე გააღე კარი.
-თავი დამანებე,დაუყვირა ქალმა.
მთელი საათი ელოდნენ ქალის გამოჩენას მისაღებში,ბოლოს კიბეზე ნაბიჯების ხმა გაისმა და ბარათელის ქალი გამოჩნდა,ჩემოდნით ხელში.
-ეს რა არის? ხმა გაებზარა კაცს.
-ალბათ არ გგონია,რომ იმ ყცელაფრის მერე აქ დავრჩები,არც გაქვს უფლება და ვერც შემაჩერებ,მაგრამ მანამდე რაღაც მაქვს სათქმელი.
ყველა ხედავდა ოთახში ელენას სახეცვლილებას,ამ წუთას მათ წინ ის ქალი არ იდგა,რომელიც მოსმენას იხვეწებოდა და გეგა მიხვდა,რომ ელენა სამუდამ დაკარგა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Shorena kiladze

Rogor gamexatda rkm davinaxe.izeti dazabuli iko pirveli ori tavi kuntebi mtkioda nerviulobit.ragaceebs vxvdebi vigacaa garejli am sams shoris vbaxot vnacot.veli axal tavs

 



№2  offline წევრი ablabudaa

როგორ გამიხარდა ახალი თავის დანახვა. რაღაცნაირად ცოტათი თემო შემეცოდა, მაინტერესებს სინამდვილეში რა მოხდა ასე მგონია მთლად ასე ცუდად არ მოიქცეოდა გეგა, ელენეს რეაქცია ძალიან მომეწონა ღირსია გეგაც და დედამისიც ასეთი დამოკიდებულების. მოკლედ ველოდები გაგრძელებას დიდი მოუთმენლობით. :)

 



№3  offline წევრი talia

სიტყვები არ მყოფნის,ისეთი ემოციური იყო ცრემლლებად დავიღვარე ეხა წავიკითხე სამივე თავი და არ ვიცი,ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ ვარ ყოჩახ ელენეს იმედია ბედნიერი იქნება შვილთან ერთად.შენ კი ძალიან ემოციურად წერ ისე რომ ადამიანი ცრემლებამდე მიგყავს ან სიხარულამდე მაგარი ვინმე ხარ.

 



№4 წევრი დარინა

მოუხედავად ისა რომ გეგაზე ძალიან გავბრაზდი წინა ორ თავში მაიმც შემეცოდააა, ახლა ორმაგად დაიტანჯება საკუთარ თავს ვერ აპატიებს ელენეს ასე რომ მოექცაა, იმედია ბავშვის ამბავს არ დაუმალვს.

 



№5 სტუმარი ტატუკა20

აუუ რა მაგარი ისტორიაა და რა პატარა თავებიაა რაა:((((ცოტა გაზარდე რაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent