შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანნა (2 ნაწილი) * სასიამოვნო დამთხვევა *


18-06-2018, 23:18
ნანახია 593

ანნა (2 ნაწილი) * სასიამოვნო დამთხვევა *

ანნა (2ნაწილი) * სასიამოვნო დამთხვევა *
- მეგონა აღარ მოხვიდოდი.
- ხომ გითხარი უკვე,რომ ჩემი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს.. როცა,დამირეკე მივხვდი ,რომ ძალიან გჭირდებოდი..
ქერა,ცისფერთვალება და საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო ხმის პატრონი...
- სინამდვილეში მე კი არა თათას სჭირდები.
როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას ??
ახლა , მიუბრუნდა და ისე გაუბა ბაასი..
ბიჭმა , სევდიანი თვალები მიანათა.
- ხომ , იცი ,როგორ მიჭირს მის გარეშე? რა ვქნა ,რომ შემოვირიგო? რა აღარ ვცადე ,მაგრამ აზრი არ აქვს..
დაღონებული საუბრობდა...მის ხმაში დიდი სინანული იკითხებოდა...
- ხოდა ,კიდევ უნდა სცადო. რომ არ ვიცოდე ,თუ როგორ გიყვარს,ხომ იცი ,რომ არ დაგეხმარებოდი არა??
გოგონამ ნიშნის მოგებით უთხრა.
- ვიცი , მარია.. მაგრამ... ჯანდაბა.. ამის დედაც , . მთვრალი ვიყავი,უზომოდ მთვრალი და იმ ბო*მა , რომ მომაკითხა სახლში და გავაგდე, კართან თათა შეხვდა და იმან აურია ტვინი.. მას კი , ვერ დავაჯერე,რომ არაფერი გვქონდა .. თათას თავს გეფიცები ,თუ ვტყუოდე.
გულწრფელად საუბრობდა ბიჭი . ეს მარიიამაც იცოდა და სწორედ , ამიტომ ემხრობოდა ბიჭს ...
- კარგი ,ვიცი და მჯერა შენი . მაგრამ ამაში თათაც უნდა დაარწმუნო. ხომ იცი რა ჯიუტია,სანამ ბოლომდე არ მოგიშლის ნერვებს ,არ შეგირიგდება...
ამოთქვა მარიამ...ერთხანს ფიქრობდა მერე კი თქვა:
- ბოლოს როდის ნახე თათა?
-ორი დღის წინ , ლევანის დაბადების დღეზე..
ისე იქცეოდა ვითომც არავინ ვიყავი . გვერდით ისე ჩამიარა ,არც მომსალმებია. მაგიჟებს .გეფიცები ,მაგიჟებს ...
- ეცადე აღარ ნახო, ვნახოთ როდემდე გაძლებს შენს გარეშე .
იდეით კმაყოფილმა ბიჭმა ,მარიას უცებ ეძგერა ლოყაზე ,თან გარბოდა ,რომ მიაძახა "მადლობა , ბავშვი ჩემზე იყოსო" .. მარია ღიმილით ადევნებდა თვალს მიმავალს."მაინც როგორ უყვართ ერთმანეთი და როგორ აწამებენ ერთმანეთს"-ფიქრობდა ის.
წამოდგა და ფეხით გაუყვა, სახლისკენ მიმავალ გზას... მთელი გზა ფიქრობდა .რა თქმა უნდა ნიკოზე. ისევ გაახსენდა ... მონატრებამ შემოუტია ,მიუხედრ იმისა,რომ სულ რაღაც 3 დღის წინ ნახა ბოლოს... ფიქრებში წასულს,უკან ტელეფონის ზარმა მოიყვანა.. ნომერს დახედა ,მაგრამ ვერ იცნო ზარის ავტორი...
- გისმენთ
- ანამარია , დაკარგული როგორ ხარ ?
- ამმ.. გიორგი.. კარგად შენ ?
- შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები?! ხომ დამპირდი შეგხვდებიო ? ნუთუ მომატყუე?
გიორგი მისი უნივერსიტეტელია. მარიას მოსწონს ის ,როგორც ადამიანი და მეგობარი. მიუხედავად იმისა ,რომ თათა სულ ეუბნება მაგ ბიჭს მოსწონხარო , მარიამ კი ვერ დააჯერა , თათა,რომ უბრალოდ მეგობრობენ.
ხომ იცი სიტყვას ყოველთვის ვასრულებ. აბა გისმენ, როდის და სად შევხვდეთ?
-ოოო.... აი, ეს მომწონს .. ახლა გცალია,რომ გამოგიარო?ერთ ძალიან კარგ რესტორანში ,მინდა წაგიყვანო..
-ახლა? კი , მცალია . თათას სახლთან ახლოს,რომ პარკია იქ ვარ ..
- კარგი.დამელოდე და 10 წუთში მანდ ვარ ...
-კარგი.გელოდები.
ზუსტად 10 წუთში,მართლაც იქ იყო.. ბიჭმა მოიკითხა და კომპლიმენტებით აავსო,როგორც ყოველთვის... მთელი გზის განმავლობაში ბიჭი ლაპარაკობდა და თანდათან გოგონაც შეიყოლია საუბარში..რთულია , იყო მოწყენილი გიორგისთან ,რომელიც მუდამ პოზიტივით სავსეა...
მანქანა გააჩერა, თუ არა გოგონამ მხოლოდ მაშინ ინება გარემოს დათვალიერება ...
პირველი რაც მის თვალს მოხვდა ,ეს იყო რესტორნის ეზოში დიდი აბრა "Moonlight"....
დამთხვევების გჯერათ? ჰოდა, თქვენ უნდა მარიას გაოცებული სახე ,როდესაც მიხვდა თუ სად მიიყვანა ბიჭმა ... არადა, მისი და ნიკოს შეთანხმების მიხედვით,მხოლოდ პაემნების დროს უნდა ,შეხვედროდნენ ერთმანეთს... ახლა კი,ბიჭმა გეგმები შეიცვალა...
"ნეტა, თუ ჩამოვიდა და აქ არის , რას იტყვის ჩვენი ერთად დანახვისას?! " - ფიქრები არ ასვენებდა... ცოტათი აანერვიულა , მოსალოდნელმა შეხვედრამ..
- არ შევიდეთ?
მიუახლოვდა ბიჭი ..
-ამ.. კიი, შევიდეთ.
შიგნით შევიდნენ და მყუდრო ადგილი მონახეს ,საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა.
- აბა?! რას მიირთმევთ ,თქვენი აღმატებულებავ?
როგორც,ყოველთვის მხიარულად მიმართა ბიჭმა..
- როგორ იცი ხოლმე.. ბროწეულის წვენი და თქვენი საფირმო ლიმონის ნამცხვარი..
მარიამ , მიმართა მიმტანს...
- მეც, იგივე რაც ქალბატონს ...
მიმტანმა შეკვეთა აიღო თუ არა გაეცალა მაგიდას....
- აბა ...მომიყევი რა ხდება შენსკენ ახალი?
საუბრის წამოწყება ,ამჯერად გოგონამ აიღო საკუთარ თავზე...
- არაფერი ახალი.. 5 დღეში უნივერსიტეტი იწყება და თან ბოლო კურსს ვხურავ. გაწანაწიაწში ვიქნები ,მთელი წელი.. პირადში
.. როგორ გითხრა , ერთი ძალიან ლამაზი ადამიანი მომწონს , ნუ თითქმის მიყვარს , მაგრამ მისი გული ჯერაც ვერ მოვიგე..
- ჰო?? რა გიშლის ხელს მერე?
- ძალიან ჯიუტი,ამაყი და უკარებაა.
- მაინც ვინაა ასეთი?
ცნობისმოყვარე თვალები შეანათა გოგონამ.
- ჯაჯანიძე მომწონს ..
- ჯაჯანიძე ვინ ლუკა? გეი თუ იყავი არ ვიცოდი.
გახუმრება სცადა , გოგონამ..
- რა ლუკა გოგო , ან რა გეი.. ოხხ მარია.. ჩემი გამჭირვებია, ჯაჯანიძე მაკო , შენი კურსელი..
გოგონას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ყბა ჩამოვარდა.. ყველას იფიქრებდა მაგრამ მაკოზე ვერა.. მაკოსთან კარგი ურთიერთობა აქვს, მარიას.. საკმაოდ, კარგი იმისთვის,რომ მაკოს მოეყოლა მისთვის მისი ცალმხრივი სიყვარულის შესახებ , რომელიც სწორედ გიორგის მიმართ აქვს... ასე და ამგვარად ჯერ გაკვირვებისგან ხმას ვერ იღებდა შემდეგ კი , გაიფიქრა."თუ თათას და დემეტრეს ვერ ვარიგებ, ამათ მაინც დავეხმარები".თავისი იდეით აღტაცებლმა ,გადაწყვიტა მალევე დაეწყო მოქმედება და ბოდიშის მოხდით საპირფარეშოში გავიდა.. კონტაქტებში უცებ მოძებნა მაკო და მისწერა..
"მაკო, შეგიძლია ,რომ რესტორან "Moonlight" -ში მოხვიდე? სასწრაფო საქმე მაქვს.. ვერ გადავდებ,მინდა ,რომ სერიოზულად დაგელაპარაკო."
გაუგზავნა თუარა ,მალევე მიიღო პასუხი მაკოსგან.
"ნათესავთან ვაპირებდი გასვლას, მაგრამ... ძალიან სასწრაფოა?"
"კი,ძალიან. საქმე გიორგის ეხება! "
"მოვდივარ ".
- ესეც ასე...ახლა უკვე გიორგის ჯერია..
გიორგის მისწერა,რომ ოჯახის ახლობელი შეხვდა და იმას ესაუბრებოდა,თან სთხოვა იქნებ ჩემს მეგობარს დახვდეო,რაღაც საქმე აქვსო...
თვითონ მარია კი,ისეთ ადგილას დაჯდა სადაც ვერ დაინახავდნენ, თვითონ კი ყველაფერს შესანიშნავად ხედავდა...
კარგად დაინახა,როგორ შემოვიდა რესტორანში მაკო,შემდეგ გიორგის გავკირვებული,გაოცებული,გახარებული და მადლიერი მზერა დაინახა... შემდეგ , მაკოს გახედა ,რომელსაც სახეხე მოულოდნელი შეხვედრის გამო,ხმას ვერ იღებდა. მარიას , ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა " მადლობა".- ადრესატი კი, რა თქმა უნდა გიორგი იყო,რომელიც მალევე გამოერკვა სიტუაციაში და მიხვდა ,რომ ყველაფერი მარიას დაგეგმილი იყო . ამით ისარგებლა მანაც და გოგონა მიაცილა მაგიდამდე. ჯელტმრნურად გამოუწია სკამი და თავაზიანად მიმართა.. მაკოს სახეზე ღიმილი გამოესახა. პირველად ხედავდა ასეთ გიორგის.. მასზე ბევრი რამ სმენია,თუნდაც ის,რომ ძალიან მექალთანე , მოჩხუბარე იყო ... " შანსი გამოიყენე,მიყვარს უკვე თქვენი წყვილი " - მისწერა მარიამ, მაკოს...
დომენიკოს სიახლოვეს გრძნობდა.. არ იცოდა ზუსტად იქ იყო ,თუ არა , მაგრამ დარწმუნებული იყო ,რომ მისი იქ მისვლის შესახებ უკვე ექნებოდა ინფორმაცია.
ცოტახანში მის მაგიდას მიუახლოვდა მიმტანი ,შეკვეთით ,რომელიც მას არ შეუკვეთავს...
- ინებეთ , ეს თქვენთვისაა..
მაგიდაზე ,ის გემრიელი ნამცხვარი იყო , ნიკომ ,რომ ასწავლა ნანის , მის გვერდით კი ფურცელი იდო , ლამაზი კალიგრაფიით მიწერილი " ანნას "..
გულის ცემა ისე გაუხშირდა ,რომ ხელები ნერვიულობისგან აუკანკალდა , ორად გადაკეცილ ფურცელს სანამ გაშლიდა...
,, რომ იცოდე ,როგორი რთული იყო შენი ცქერა ასე შორიდან,როცა მოახლოება არ შემეძლო.. მიხარია,რომ მხოლოდ მეგობარია ,გიორგი. მოუთმენლად ველი შემდეგ შეხვედრას და რა თქმა უნდა ,პირველ პაემანს... დრო ახლოვდება!! "
ანნას სახე ღიმილით გაებადრა.. მისთვის ნიკო იყო ,ის საჩუქარი ,რომელიც ბედმა არგუნა და უნდა შეენარჩუნებინა...
სახლამდე გზა ,ღიმილით გალია. მიდი უჩვეულო ,მხიარულება დედამაც შეატყო ,თუმცა არაფერი არ უთქვამს .. იცის ,რომ მისი გოგონა უზომოდაა შეყვარებული,რაცარუნდა "უარყოს" მან..
მშვიდად ივახშმეს, შემდეგ ანნამ დაღლილობა მოიმიზეზა და ოთახში "საპატიო" მიზეზით ავიდა.. აბაზანაში შევიდა , მოწესრიგდა და სველი თმის დაშორების შემდეგ მისი დაწვნა დაიწყო.. ოთახში ,მხოლოდ მისი ღიღინის ხმა ისმოდა..
ტელეფონზე მოსულმა შეტყობინების ხმამ ,მოიყვანა გონს ანნა.. ამ დროს ვინ უნდა ყოფილიყო ,ხვდებოდა. არც შემცდარა.. ნიკო სწერდა.
,, ხვალ, საღამოს 7 საათზე მოაკითხავ,მზად დამხვდი. მოუთმენლად ველი ,გათენებას. უზომოდ მომენატრე.“
გოგონამ , ცხრაასჯერ მაინც გადაიკითხა , შეტყობინება. გაბადრულს ჩაეძინა. მორფეოსმა , საჩუქრად "ნიკო" აჩუქა,მის მონატრებას ,მხოლოდ ეს შველოდა...

***************

დილით გაეღვიძა თუ არა, უცებ წამოხტა ფეხზე. სააბაზანოში შევიდა,მოწესრიგდა ,შხაპი მიიღო.. მისი გრძელი თმა,ტალღოვნად დაეყარა ბეჭებზე.. სახლში მის გარდა არავინ იყო.. სამზარეულოში შევიდა და მაგიდაზე გამზადებული ყავა და კრუასანები დახვდა. რა თქმა უნდა ,საყვარელმა დედამ დაუტოვა..
ნეტარებით შეექცა,ყავას და კრუასანებს.. შემდეგ მიალაგა იქაურობა და მისაღებ ოთახში გადაინაცვლა. სოციალურ ქსელში შეიჭყიტა. შემდეგ კი , საღამომდე ფილმების ყურებით ირთობდა თავს... უკვე 5 საათი ხდებოდა ,როდესაც გამზადება დაიწყო. თათას რჩევით, მისი ღია ,ატმის ფერი , მუხლზე კაბა ჩაიცვა. კაბას ,ზურგი ამოღებული ჰქონდა ,ისევე როგორც გული.მაგრამ არა ვულგარულად.. ამ კაბაში,იმდენად ნაზად გამოიყურებოდა,რომ ყვავილის ჰგავდა,რომელიც მოწყვეტას ლამობდა.
საათს ,რომ შეხედა 7 ხდებოდა უკვე. ფანჯარასთან მივიდა და გადაიხედა. ნიკოს მანქანას მოკრა თვალი თუ არა, უნებურად აღელდა.ბუნებრივიცაა , ეს ხომ მისი პირველი სერიოზული პაემანი იყო,რომელიც ნიკოს "შანსი" იყო , მარიას თვის თავი შეეყვარებინა..
თუმცა,თქვენც მოგეხსენებათ ,რომ ანნას ის უკვე უსაზღვროდ უყვარს. ცამდე და ცის იქით....скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent