შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანნა 2 ნაწილი * პირველი პაემანი *


20-06-2018, 22:19
ნანახია 460

ანნა 2 ნაწილი * პირველი პაემანი *

******
ქუჩაში,სადაც ხალხი ერთმანეთში ბუზებივით ირეოდა ,იყო წყვილი. ბედნიერი ,წყვილი ,რომელთაც არ აინტერესებდათ თუ რას ფიქრობდნენ ხალხი.. აი ,ასე იდგნენ და მონატრებას , კოცნით აქარწყლ°ბდნენ..
ზოგიერთი გამვლელი შეშფოთებული უყურებდა ამ სცენას.. ზოგიერთი კი ,პირიქით ემხრობოდა კიდეც..
გოგონას სახე , მამაკაცის ყელში ჩაერგო და ნეტარად ისრუტავდა "ნიკოს სუნს".. რომელიც მხოლოდ მისი იყო... უსიტყვოდ ჩასხდნენ მანქანაში. კლასიკური მელოდია არღვევდა, სიჩუმეს.. ნიკო შიგადაშიგ გადახედავდა ხოლმე გოგონას და სიყვარულის ფერი თვალებით უცქერდა.მისი ხელი ჩაებღუჯა და თითებს მონიტორულად დაატარებდა..
სულაც,არ აინტერესებდა ანამარიას თუ სად მიდიოდნენ.მისთვიდ მთავარი იყო,რომ მის ნიკოსთან იყო.."ღმერთო ,ასე როდის შემიყვარდა??" -გაიფიქრა ,თან ღიმილით შეჰყურებდა მის ერთადერთს...
- არ გაინტერესებს,სად მივდივართ ?
ღიმილით გადახედა ბიჭმა..
- სულერთია.მთავარია შენთან ერთად ვიყო.
- იქნებ გიტაცებ?
ცბიერი ღიმილით მიმართა ბიჭმა .თითქოს ,გოგონას შეშინებას ცდილობდა.
- რა იცი, იქნებ მეც სწორედ ეგ მინდა??!!
ხუმრობა სცადა გოგონამ.რამაც მგონი არ გაჭრა , რადგან ბიჭს თვალებში ცეცხლოვანი წერტილები აუთამაშდა..
- აჰა , ანუ თანახმა ხარ!!
ხუმრობის არაფერი ეტყობოდა ბიჭს ,რამაც ცოტა არ იყოს შეაშფოთა გოგონა,ამიტომ დანებება გადაწყვიტა.
- კარგი , ჰო. მართლა, სად მივდივართ??
- ნახავ!
დაახლოებით 1 საათში ,დანიშნულების ადგილას მივიდნენ... მარია გაოცებული ათვალიერებდა იქაურობას და აღფრთოვანებას ვერ მალავდა..
- მოგწონს ?
- ხუმრობ?? არაჩვეულებრივია . ღმერთო ჩემო, თავი სიზმარში მგონია.
რეალურად ადგილი მართლაც,რომ შესანიშნავი იყო. ანამარია ეგონა ,რომ პაემანზე რესტორანში ან მყუდრო კაფეში წაიყვანდა. მაგრამ რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა.. წარმოიდგინეთ,ულამაზესი, გადამწვანებული ტყე,სადაც ოდნავ შემაღლებულ ადგილას ულამაზესი ხის სახლი დგას, გარშემო მარადმწვანეებით..მინდორი , სავსე გვრილებით და გადამწვანებული ბალახით.. მარიასთვის იქაურობა , ნამდვილად სამოთხის ტოლფასი იყო...
- უბრალოდ,სიტყვები არ მყოფნის. მართლა ,შესანიშნავი ადგილია,რომ შემეძლოს დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი აქ..
აღფრთოვანებული საუბრობდა,თან საუბრისას ხელებს შლიდა ,რაც მეტ ბავშურ იერს მატებდა .. სწორედ , ეს უყვარდა მასში ნიკოს. ბავშვობა და ქალურობა ერთად.. ერთხანს პატარა ბავშვი გეგონება,მეორე წამს კი ქალი,რომელიც ვნებებით აღსავსეა...
- მიხარია,რომ მოგეწონა..
ღიმილით შეჰყურებდა.მის თვალებში იმხელა სიყვარული იკითხებოდა ,რომ ანამარია უსაზღვროდ ბედნიერდებოდა ,გამოხედვითაც კი.
- როგორ შეიძლება ეს ადგილი არ მოგეწონოს? ბრმა ,უნდა იყო ადამიანი. თითქოს სამოთხეა დედამიწაზე, სიმშვიდე, გადამწვანებული მიდამო,მეტი არცაა საჭირო ბედნიერებისთვის...
- ჰო?? და მე დაგავიწყდი?
- არა ,რას ამბობ. შენ უპირველეს ყოვლისა..
სიჩუმეს, ჩიტების ჟღურტულთან ერთად , მარიას კისკისი არღვევდა..
- ბავშვო, ჩემო ბავშვო... კარგი,წამოდი შევიდეთ..
სახლისკენ მიმავალ ბილიკს , ფერად-ფერადი ყვავილები მიუყვებოდა,ხის სახლს დიდი აივანი ჰქონდა,ასევე ოთახი სხვენის ნაწილში..მარიას გაეღიმა და ნიკოს გახედა.
-იცი , ბავშობაში სულ ვოცნებობდი ,რომ სხვენზე ოთახი მქონოდა..საიდანაც ,ყველაფერს დავინახავდი და ბუნების ფონზე ,უსასრულოდ განვაგრძობდი წერას..
- შენ თუ ისურვებ , არამარტო სხვენი ,არამედ მთელი ეს ადგილი ჩვენი გახდება ..
მაცდური ღიმილით შეხედა ნიკომ..გოგონას,ჩაეღიმა და ლოყები გაუწითლდა..
- აქეთ...
მითითება მისცა და აევანზე გაიყვანა.. ნიკომ,აქაც გააოცა ანამარია,რადგან აევანზე საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა, ყვავილებით მორთული მაგიდა იდგა,ზედ რომელიღაც ძვირადღირებული ქართული ბრენდის წითელი ღვინო , ხილი , შოკოლადები და რა თქმა უნდა ,ანამარია საყვარელი ნამცხვარი ..
- ჯანდაბა. შენ რა მართლა არსებობს???.მითხარი,რომ არსებობ და ეს ჩემი ჰალუცინაციები არ არის.. გავგიჟდები ახლა. როგორ შეიძლება შენ რეალური იყო და თან ჩემთან..
ემოციურად დატვირთული გოგონა , სიტყვებს სწრაფად აყრიდა და როლში შეჭრილმა ისე დაიწყო ლაპარაკი ვეღარ ჩერდებოდა,სანამ ბიჭმა თავის თავზე არ აიღო კოცნის ინიციატივა... ნეტარად აჰყვა ანნა,საყვარელ მამაკაცს , კოცნაში.მხოლოდ უჟანგბადობის გამო მოშორდნენ ერთმანეთს..შემდეგ ჯელტმრნურად გამოუწია სკამი ,გოგონას.
ჭიქაში ღვინო გადაიტანა და როგორც მცოდნემ ,ღვინო ისე დააგემოვნა...
- ჩვენ გაგვიმარჯოს..ჩვენ და დარჩენილ პაემნებს.
ღიმილით მიადო მისი ჭიქა გოგონასას და მათრობელა სითხე , სულმოუთქმელად დალია.. გოგონამ მისგან განსხვავებით ალკოჰოლურ სასმელებს დიდად ერთი ემეგობრებოდა,მაგრამ მაინც მოსვა ცოტაოდენი..
- აბა , რაზე ფიქრობ??
ჰკითხა ფიქრებში წასულს გოგონას , რომელსაც ეტყობოდა,რომ მხოლოდ ფიზიკურად იმყოფებოდა იქ, სულიერად კი სადღაც დაფრინავდა... სივრცისთვის გაესწორებინა თვალი,ბიჭის ხმაზე კი მისკენ მიმართა მზერა.
- შენზე,ჩვენზე ,მეგობრებზე და ზოგადად ყველაფერზე.. ბოლო პერიოდში ,საკმაოდ შეიცვალა ჩემი ცხოვრება. არამარტო შენთან ურთიერთობაში,ზოგადად ამ ბოლო დროს ისეთ რაღაცეებს ვიგებ,მგონია ,რომ შენი გამოჩენით ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ,ძირფესვიანად შეიცვალა.. ყველაზე ძალიან ,ჩვენს ურთიერთობაზე ვფიქრობ.ასე უცებ ,რომ შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და შემცვალე.. მომავალზე ვფიქრობ.
-მომავალზე? გინდა გითხრა რა იქნება?! შენ გახდები აუცილებლად , ჯერ ჩემი შეყვარებული,შემდეგ საცოლე ,ცოლი და ბოლოს შვილების დედა... ნუ, შვილები მინიმუმ 3 გვეყოლება , შემდეგ ვიფიქრებ დანარჩენზე...
გოგონას ამის გაგონებისას ტანში სასიამოვნო ჭიანჭველებმა დაუარეს, გული საგულედან ამოხტომას ლამობდა ,ისე აუჩქარდა,ხელები დაუბუჟდა...
ბედნიერია ,უზომოდ ბედნიერი....
- ზოგჯერ მგონია ,რომ არარეალური ხარ.მართლა, ხანდახან არც კი მჯერა ,რომ არსებობ.. ნეტა , რა გავაკეთე ისეთი ,რომ ღმერთმა შენი თავი გამომიგზავნა ?!...
მონუსხული ესაუბრებოდა გოგონა.
- ასე შენ კი არა, მე უნდა ვიფიქრო. ღმერთმა შენი თავი 2 წლის წინ გამომიგზავნა და მიხარია,რომ ისევ შევხვდით ერთმანეთს. თითქოს ბედისწერაა , ჩვენი შეხვედრა.. ასე , ღმერთმა გადაწყვიტა და გარდაუვალი იყო.
ნანისთან,რომ არ შეგხვდროდი აუცილებლად ,შეგხვდები სადმე ,თუნდაც ქუჩაში ან ისეთ ადგილას, შეხვედრის შანსი მინიმალურია..დროის ამბავი იქნებოდა.. თუნდაც , ხუთი ან ათი წლის მერე შეგხვედროდი,მაინც არ გაგიშვებდი, არ დავთმობდი...
იმ საღამოს სხვადასხვა და საინტერესო თემებზე საუბრობდნენ.როგორც აღმოჩნდა , დომენიკო სასიამოვნო მოსაუბრეა,ყველანაირ თემაში ერთვებოდა..თავიანთ საქმეზეც ისაუბრეს. ანამარია ყვებოდა მის პირველ სამსახურზე რედაქციაში.. დომენიკო კი ,თავის პირველ და დაუვიწყარ სამსახურს ცნობილ რესტორანში... ისე შეყვნენ საუბარს,რომ შემოღამებაც კი ვერ შენიშნეს.. მხოლოდ ერთმანეთი ახდოვდათ,სხვა არაფერი... ცოტა შემთვრალი დომენიკო ,რომ დაინახა მარიამ ულტიმატუმი წამოაყენა ბიჭს .
- იცი, მგონი სჯობს მე დავჯდე საჭესთან. მერწმუნე, შესანიშნავი მძღოლი ვარ.
სიამაყით მიუგო ანამარიამ , თან თვალები მიაპყრო დომენიკოს უარი,რომ არ ეთქვა..
- ნასვამი არ ვარ,თუ გგონია ,რომ 4 ჭიქა ღვინო დამათრობდა ძალიან ცდები.. მე მხოლოდ შენი სიყვარული მათრობს..
თვალების ჟუჟუნით უყურებდა ბიჭი..
- ასეთი,რომანტიკული თუ იქნებოდი ,არ ვიცოდი...
- შენ გგონია მე ვიცოდი??! ეს შენ გამხადე რომანტიკოსი,არადა ვერ ვიტან ბანალურობებს , მაგრამ შენთან ყოველთვის იმას ვაკეთებ რაც გულიდან , სულიდან მოდის...
მონუსხული უსმენდა გოგონა მის საუბარს... თვალებ მიელულა და ისე უყურებდა მის სახეს.. მისი თვალები..მართლაც ,რომ საოცრებებს მართებდა ანამარიას..მისთვის მთავარი იყო თვალები და შემდგომ ადამიანი... მისი თვალების დანახვისას ის განიცადა ,რაც არავისთან არასდროს არ განუცდია.. მის ნიკოს, ნაცრისფერთან ერთად ლურჯი და მწვანე ფერებიც ერთვოდა... ფერებს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა სულ.. ახლაც,ასეა . როდესაც ადამიანს გაიცნობს ,მისი პიროვნებიდან გამომდინარე და თუ ვინ არის მისთვის ეს ადამიანი.გარკვეულ ფერებს ანიჭებს , მას... სწორედ,ამ საუბრის შემდეგ აღიქვა მისი ფერები,რომელიც ასე ძალიან შეუყვარდა და ვგონებ მთელი ცხოვრება ეყვარება...
- მგონი ძალიან დაგვაღამდა,ხომ არ ჯობს ,რომ წავიდეთ?
იკითხა გოგონამ , მას შემდეგ რაც ფიქრებიდან გამოერკვა და ცას ახედა..
- კარგი , წავიდეთ. მგონი , პირველი პაემნისთვის საკმარისია..
მარიამ ყველაფერი სამზარეულოში შეიტანა და თან წამოსვლამდე სახლიც დაათვალიერებინა ბიჭმა.. ცოტა გული წყდებოდა, მაგრამ რა იზამდა.. ნიკო დაპირდა ,რომ კიდევ მოიყვანდა და ასე დაემშვიდობნენ "სამოთხეს" ...
სახლამდე უხმოდ იმგზავრეს. სახლთან ახლოს გააჩერა მანქანა ბიჭმა და სანამ მარია გონს მოსვლას მოასწრებდა ,მანამდე ერთი ხელით დაქაჩა მისკენ და ბაგეებზე დაეკონა..
ვერც კი მიხვდა გოგონა ,ისე უცებ მოხდა ყველაფერი.
- ეს...რას.. რაიყო ნიკო?
გაურკვევლობაში მყოფი ,ბლუყუნებდა თავისთვის...
- აბა , სახლთან,რომ მეკოცნა და შენს მშობლებს დავინახეთ ? თუ გინდა არაა პრობლემა , იქაც გაკოცებ !
ნიშნის მოგებით უთხრა...გოგონა უცებ შეშფოთდა..
- გიკრძალავ,ასეთ მოულოდნელ კოცნებს .. და საერთოდ, სანამ მე არ მომინდება არ მაკოცო..
სერიოზული ხმით საუბრობდა გოგონა, და ცდილობდა ბიჭისთვის არ შეეხედა, რადგან იცოდა მისი დანახვისას სმ სერიოზულობას დაკარგავდა ....
- დარწმუნებული ხარ,რომ შეგიძლია ამიკრძალო ??
ცინიკურად ჩაილაპარაკა ბიჭმა და გოგონას თავი მოაბრუნებინა .. ახლა მას თვალებში უყურებდა და არ იცოდა ,როგორ გაეცა პასუხი, იმდენად მოქმედება მასზე..
-ამმ... კიი..
თვალების ცეცებით უთხრა...
- შენი ტუჩები,თვალები და საერთოდ შენ მე მეკუთვნი.. მხოლოდ მე მაქვს შეხების უფლება,მხოლოდ მე მაქვს ამ ბაგეების დაპატრონების უფლება და ეს თვალები,ხომ ისედაც მარტო მე აღმიქვავს...
დაიმახსოვრე,შენ სრულიად მეკუთვნი....
ჩემი პირადი სამოთხე ხარ,რომელშიც სიმშვიდე ვპოვე..ახლა,კი ადი და დაიძინე. ხვალ უნივერსიტეტის მესამე კურსს იწყებ..
შუბლზე აკოცა და სანამ არ დაინახა,რომ მის ოთახში შუქი აინთო,მანამ არ დატოვა ეზო...
გოგონა გათიშული ავიდა სახლში. ემოციურად ძალიან დაიტვირთა დღის განმავლობაში და მხოლოდ ძილი იყო მისი მშველელი ... დედას,რომელმაც ოთახში შეაკითხა და მოყოლა სთხოვა , მხოლოდ ხუთი სიტყვა უთხრა და გაითიშა..
-დღეს არა დეე, ხვალ მოგიყვები....
მორფეოსმა არც ამჯერად გაუცრუა იმედები და დღესაც მისი" ნიკო აჩუქა "....

*******
გამარჯობა ყველას.. მოკლედ,ნელ-ნელა მუზა მიბრუნდება,მოტივაცია კი უკან ინაცვლებს..თქვენი აქტიურობა დამაკლდა ძალიან .. იმედი მაქვს, ისიამოვნეთ და მოგეწონათ.. გთხოვთ, აზრი დააფიქსიროთ.რა მოგწონთ ან რა არ მოგეინთ..ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, თითოეული მკითხველის აზრს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი დარინა

ერთი ნიკო მეც მინდააა ისეთი საყვარელი და თბილიააა გამაგიჟა ეს ამხელა ქალიიი, ლამის ანნას წავართვა აღარ მემეტება არავისთვის.

 




დარინა
ერთი ნიკო მეც მინდააა ისეთი საყვარელი და თბილიააა გამაგიჟა ეს ამხელა ქალიიი, ლამის ანნას წავართვა აღარ მემეტება არავისთვის.

ერთი ნიკო ყველას უნდა ჰყავდეს ???? მიხარია,რომ დამიბრუნდი ❤

 



№3 სტუმარი A

Vau magaria dzalia momwons da maxarebs yoveli axali tavi. Erti suli maqvs axal-axali tavebi dado da amit gvabedniero. Warmatebebi chemo kargo.

 




A
Vau magaria dzalia momwons da maxarebs yoveli axali tavi. Erti suli maqvs axal-axali tavebi dado da amit gvabedniero. Warmatebebi chemo kargo.

ასეთი პოზიტიური კომენტარები, პირდაპირ მაგიჟებს,იმდენად მახარებს .. ძალიან დიდი მადლობა საყვარელო heart_eyes .. დიდ მოტივაციას ,სწორედ თქვენი კომენტარები ჰქმნის. მიხარიხართ ყველა ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent