შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თინეიჯერი მასწავლებელი (13)


21-06-2018, 01:19
ნანახია 787

თინეიჯერი მასწავლებელი (13)

მომდევნო დღეს, დილით უნივერსიტეტში წავედი. იქიდან კი ჩემ დას გავუარე სკოლიდან გამოსაყვანად. მის კლასში ავეედი როდესაც გაკვეთილები დაუმთავრდა. მისი თანაკლასელები მოვიკითხე, ხოლო თეკლას ხელკავი გამოვდე და სკოლა დავტოვეთ.
მშიერი და მაკდონალდში მივიყვანე. 2 ფრი, ბურგერი და კოლა შევუკვეთეთ და მაგიდას მივუსხედით. ვინაიდან და რადგანაც შუადღე იყო , ხალხი მხოლოდ კანტი-კუნტად იყვნენ.
- კესანე
- ჰმმ. ამოვიზმუილე პირგამოტენილმა
- იცი რომე მეც მოვდივარ სამეგრელოში?
- ჰაჰ, ნეტა ვის მიყავხარ. თებეას დედასთან იქნები შენ
- არაფერიც. მეც მოვდივარ და ტასოც. იოანემ მითხრა რომ შენ თუ უარს მეტყოდი ის მაინც წამიყვანა.
- კარგი
- ანუ მოვდივარ
- როგორც ჩანს იოანეს აზრი შენ მიმართ უფრო მნიშვნელოვანია ასე რომ რაც გინდა ის ქენი
- აუ, კარგი რა. ხო იცი რომ არაა ეგრე?
- აბა როგორაა?
- მე უბრალოდ მინდა წამოსვლა!
მივხვდი რომ სულ ტყუილად ვეკამატებოდი ჩემ დას ამიტომაც დავთანხმდი.
- ისე კესანე, იოს მოწონხარ ხო?
თვალები ვჭყიტე
- საიდან მოიტანე, გოგო?!
- გუშინ ხო დავრჩი ტასოსთან და რომ მოვიდა შენზე მელაპარაკა. მერე იცი რა მკითხა?
- რაააა? უნებურად წამოვიკივლე
- გყოლია თუ არა შეყვარებული!
- რა მისი საქმეა!
- გეუბნები მოსწონხარ- მეთქი
დავიბენი და ავწითლდი კიდევაც
- რაღაც შენ ისე აფორიაქდი, შენც მოგწონს არა? ეშმაკურად გამიღიმა თეკლემ
- რა? საიდან მოიტანე?! რაც არ არის შენი საქმე, უნდა გაჩუმდე! თვალები დავუქაჩე
- კარგი, ჩუმად ვარ. ისე მე გამიხარდება ჩემი სიძე თუ იქნება!
- რას დაიგრძელე გოგო ენა შენ, ჰა?! უყურე ერთი! გაგასიძებ მე შენ! ჭამე მალე და წავედით! ბურგერის კბეჩა განვაგრძე.
სახლში მისულმა თებეას მეგობრებს დავუკავშირდი და მოვახსენე სამეგრელოს შესახებ. უმეტეს წილად დამთანხმდნენ და მისამართი ჩავაწერინე. საღამოს ერეკლეს დავურეკე და ვუთხარი ყველაფერი კარგად რომ მიდიოდა. შემაქო. შემდეგ ისიც ვუთხარი რომ ის და თებეა გვიან ჩამოსულიყვნენ რადგან მე ლიკა და დანარჩენები მოვრთავდით ეზოს. ისიც უპრობლემოდ დამთანხმდა. რვისთვის დათუნა და ტასო ვამეცადინე შემდეგ კი უსაქმური ტელევიზორის წინ დივანზე მივესვენე. როგორც იქნა ტელევიზორში სასურველი ფილმი ავარჩიე და ჩიფსთან ერთად ყურება დავუწყე. ,,კოცნის ჯიხური“-ს ვუყურებდი და რამის გადავფიჩინდი როცა გოგონა ნოას გვერდით დავინახე. ვფიცავ სიმაღლეში ისე იყვნენ როგორც მე და მთა ჯომოლუნგმა. გვიან არ დავწოლილვარ. ვიბანავე და მაშინვე დასაძინებლად დავწექი. თორნიკეს არ დავლოდებივარ, თან შემდეგ მესიჯი მივიღე მისგან რომ გეგასთნ ჩებოდა.
15 წუთი არ იყო გასული კარებზე ზარი რომ გაისმა. ბაჭიებიანი პიჟამოებით გავფლატუნდი და კარებში გაკრეჭილი სამეული: იოანე, გეგა და ერეკლე დამხვდნენ.
- რით მერგო თქვენი ნახვის პატივი? თვალებ მილულულმა ვუთხარი
- გაგაღვიძეთ?
- არა, რა გამაღვიძეთ, უბრალოდ ვიწექი საწოლში და თვალები მეხუჭა!
- აუ, გაიწიე და შეგვატარე რა! შემოხტა სახლში გეგა
როცა ყველა შემოლაგდა კარები მივხურე და მათთან, სამზარეულოში გავედი და გეგას მივუბრუნდი
- თორნიკე შენთან არ არის?
- რა უნდა ქალო ჩემთან!
- აბა რომ მითხრა გეგასთან ვრჩებიო?
გეგას ცოტა ანერვიულება დაეტყო. მიხვდა ბიძაშვილი რომ ჩაუშვა უნებურად.
- აჰამ, ესეიგი მომატყუა!
- უიმე, ახლა გამახსენდა რომ მართლა ჩემთან რჩება უბრალოდ გვიან მოვალო
- გეგა, შენ მაინც ნუღარ მატყუებ…
- აბა, ხვალისთვის რა უნდა ვქნათ, გამარკვიე კონკრეტულად. საუბრის გადატანა სცადა ერეკლემ.
- ეზოში დავდგავთ ბევრ პატარა მაგიდებს, სადაც მზა საჭმელები ელაგება, აი ისეთი ხელითვე რომ ჭამო. ჭიქები, ალკოჰოლური სასმელები, წვენები, ტკბილეული... ნუ ხომ ხვდები? მოვრთავთ თეთრი ბუშტებით. გართობაც ხომ გვინდა? სხვადასხვა თამაშებს ვითამაშებთ... გვიან ღამე კი შენ ყურადღებას მოითხოვ და თებეს კითხავ გახდება თუ არა შენი ცოლი მერე ის გეტყვის არაო და ვსოოო...
- მადლობა გამხნევებისთვის. გამიღიმა
- კარგი რა, შენს გარდა არასდროს ყვარებია. ნუ ღელავ...
- იმედია კესანე, იმედია
- ისე, მე რომ ვინმემ მასე მთხოვოს ხელი უარს ვეტყვი...
- რატომ კი მაგრამ, ზუსტად ეგეთი ხელის თხოვნა არ მოგწონთ ქალებს?
- მე პირადად არა, შემოგცქერის ათასი შურიანი და ბოღმიანი თვალი... არ შემიძლია მერე ქალები ჯღნავილს რომ იწყებენ და ხტუნაობენ, უიმე... ნუ მოკლედ, ვღიზიანდები მე... ნუ შვეიცარიაში რომ მთხოვოს შეიძლება. გავიკრიჭე
- ჰმმ... ჩაიბურტუნა რაღაც იომ
- ისე რომ მომადექით აქ, ძილი და დასვენება მინდოდა!
- რა სტუმართმოყვარე ხარ ბიძაშვილო... მივდივართ ხო, მივდივართ.
გეგამ ბიჭები წამოყარა და სახლი დატოვეს, მეც ისევ საწოლში დავწექი მაგრამ მოუსვენრად... სად იყო თორნიკე? რაღაც კარგს არ მიგრძნობდა გული......

დილით ექვს საათზე ფეხზე წამოვხტი. ფანჯარასთან მივვარდი და გულში ვნატრობდი რომ არც თოვლი ყოფილიყო და არც წვიმა თორემ რანაირად გავაკეთებდი ეზოში ფართის? ან ამ თებერვალში რა ფართი მოვინდომე... ჩემი თავი კი გახმა! არა ბიჭებიც რომ დამთანხმდნენ?
იიიი! კიდევ უფრო დებილი ვარ! დილის ექვს საათზე როცა ჯერ კიდევ ბნელა მზეს ვეძებდი...ნუ ბოჟე მოი!
კარადიდან უბრალო შავი, წითელყვავილებიანი ჯემპრი და თეთრი ჯემპრი გამოვიღე და მხოლოდ წითელი კონტური წავისვი ტუჩებზე.
თორნიკე სახლში დამხვდა, ეძინა . მე და თეკლა ოთახში წივილით შევუვარდით და გავაღვიძეთ მან კი ბალიშები დაგვიშნა და ჯუჯღუნებდა. მე, თეკლა, ტასო, თოკა და გეგეა იოანეს მოვყავდით ხოლო ლიკა და დემე , დემეტრეს მანქანით. სოფიმ და ლუკამ უარი გვითხრეს წამოსვლაზე რადგან მგზავრობით დატვირთვა არ უნდოდათ ბავშვისთვის.
საჭირო ნივთები : ბუშტები, ტკბილეული, კონტეინერებში ჩაწყობილი საჭმელები მანქანებში გადავანაწილე და გავუდექით გზას. ბავშვებმა თავიანთი სკოლის ამბების მოწყობა დაიწყეს:
- კესანე იცი თეკლას საბა რომ ,,ქრაშავს“
- რას შვრება შვილო? გაკვირვებული მივუბრუნდი
- ქრაშავს
- როგორ ,რა?
- ქრაშავს, ქრაშავს...
- ძაან ჩამოვრჩი მე მგონი ამ ბავშვებს და ვინმემ იცით რას ნიშნავს? მე ვიცი crash შეჯახებას რომ ნიშნავს და არამგონია საბა მაგას შვრებოდეს...
- ანუ.. ვთქვათ შენ მოგწონს იოანე ანუ ქრაშავ...
- არაფერიც, არ მომწონს! თვალები დავაკვესე
- ვთქვათ-ო ჩემმა დამ!
- მერე თეკლა შენ თუ მოგწონს? კითხა გეგამ
- არაფერიც, არ მომწონს... და საერთოდ არც იმას მოვწონვარ, რა! ამ ტუტუცმა დააბრეხვა საიდანღაც!
- მე ვარ ტუტუცი და შენ ხარ ტუცი?
ამ დიალოგზე მიშა ანდღულაძე გამახსენდა კომედი შოუდან ვიღაცას რომ ეუბნებოდა მე ვარ ჩათლახი და შენ თლახიო? სიცილი ამიტყდა გოგოების კინკლაობააზე
- აუ რამდენ საათში ჩავალთ? დაიწუწუნა ანასტასიამ
- კარგი ანასტასია მოისვენე! მგონი გარედან რომ მანქანას შევხედოთ სამბას ცეკვავს! ალბათ 5 საათში
- აუუ, რა არის რა!

ნუ, როგორც იქნა ჩავაჭწიეთ დანიშნულების ადგილას. ერეკლეს ბებო დიდი სიყვარულით მოვიკითხე. ძალიან გაუხარდა ჩვენი სტუმრობა და როცა გაიგო კიდევ ბევრი ახალგაზრდა ესტუმრებოდა დაიწყო: მე, მიხოს ცოლი სტუმრებს ელარჯით თუ არ გავუმასპინძლდი, როგორ გავყო სირცხვილით გარეთ ცხვირიო. ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და სამზარეულოში საჭმლის კეთებაა დაიწყო. ჩვენ ცოტახანი დივნებზე დავსხედით და შემდეგ საქმეს შევუდექით. სახლიდან პატარა ლამაზი მაგიდები გამოვიტანეთ, ზოგიც მეზობლებისგან ვითხოვეთ და დავპატიჟეთ სტუმრად. განათებები გააკეთეს ბიჭებმა და ფერადი საახალწლო შუქებიც გააბეს. ვინაიდან და რადგანაც ბუშტები შეიძლება გამსკდარიყო, გადავწყვიტეთ სანამ სტუმრები ჩამოვიდოდნეე ერთი საათით ადრე გაგვება.
ჩვენდა საბედნიეროდ მზე კარგად ათბობდა და წვიმასაც არ უპირებდა.
თებეა და ერეკლე 5ზე უკვე ჩვენთან ერთად იყვნენ და ჩვენი მოხმარება დაიწყეს. თავიდან ეჭვნარევი მზერით გვიყურებდა თებეა მაგრამ მგონი ეს ეჭვი მალევე გაუქრა.
ნელ-ნელა მოდიოდნენ ჯურსელები და მეგობრები. საჭმელებიც დავაწყვეთ და განათებაც ჩავრთეთ. დაბალ ხმაზე Miyagi & Эндшпиль - Именно та ჩავრთეთ შემდეგ ეს სიმღერა
Busta Rhymes - Touch It -ით შეიცვალა. ერთმა თებეას კურსელმა გიორგიმ საცეკვაოდ გამიწვია და მეც უყუყმანოდ დავთანხმდი. იოანე მტაცებლური მზერით უყურებდა გიორგის... არა მეჩვენება, რატომ უნდა უყურებდეს ასეთი მზერით? მეჩვენება უბრალოდ!
მუსიკა რომ მორჩა შემდეგ გეგას ვეცეკვე Martin garixx- animals ზე.
ასე, დაახლოებით 11ის ნახევარზე მოულოდნელად თოვლის ფანტელები დაეშვნენ ციდან....
კი ვამბობდი ნეტავ არ მოთოვოს- მეთქი მაგრამ ამ მოვლენამ უზომოდ გამახარა. ხელები გავშალე და ხტუნაობა დავიწყე. ერეკლე უკეთეს დროს ვერც იპოვიდა ამიტომ ყველას ყურადღება მიიხმო და :
- მადლობა მინდა გითხრათ ყველას მობრძანებისთვის... აშკარად ღელავდა _ ახლა აქ რატომ ხართ... მე და თებეა როგორც იცით შეყვარებულები ვართ, მაგრამ ეს სტატუსი აღარ მომწონს... მოკლედ და კონკრეტულად ვიტყვი თორემ დავიტანჯე, სიტყვებს ძლივს ვაბავდ... თებეა, გამომყვები ცოლად?
ყველ;ა გაიყურსა და თებეასკენ გაიხედა. გაოცებული იყურებოდა. ისეთი კარგი სანახავი იყო... განათების სინათლე, თოვლის წვრილი ფანტელები სინათლეზე ალმასივით რომ მოჩანს, და ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანები...
- თა... თანახმა ვარ მთელი ცხოვრება გაგამწარო და სისხლი გაგიშრო! ერეკლესკენ გაიქცა და მთელი ძალით ჩაიხუტა;.
მოულოდნელად ვიღაცამ შემაბრუნა და ტუჩებზე მეძგერა...
მივხვდი...
სურნელით მივხვდი რომ ის იყო...
იოანე იყო...



აი ახალი თავიც... აღარ გავილანძღავ თავს ისედაც ყველამ იცით როგორ უნამოსოდ დავიკარგე.... მიყვარხართ მე თქვენ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი მაკო

ვაი მეეეეე ეს რა ვნახეეე ძლივს ეღირსა. მაგარიაა ძალიან მაგარი მაგრამ ასეთი დაგვიანებული. დავიღალე ლოდინით ასე თუ უნდა აგვიანო აღარ მინდა

 




სტუმარი მაკო
ვაი მეეეეე ეს რა ვნახეეე ძლივს ეღირსა. მაგარიაა ძალიან მაგარი მაგრამ ასეთი დაგვიანებული. დავიღალე ლოდინით ასე თუ უნდა აგვიანო აღარ მინდა

მადლობა❤❤ პირობას ვერ მოგცემთ მაგრამ ვეცდები რომ სიზარმაცე დავძილიო და ახალი თავი მალე დავდო

 



№3  offline მოდერი ლათინო

არა მაინც საცემი ხარ ადამიანო საცემიი! არ შეიძლება ასე რო გვალოდინებ რაა! მთელი თავი გაღიმებულმა ჩავიკითხე და ბოლოში ხო მთლად გავიღრიჯე.ყურებამდე გამეხა პირი :დდდ ის გამახსენდა გეგმებს რომ ვაწყობდით და... კი გითხარი ხვალ წავიკითხავ თქო მარა ჰა წავიკითხე დღეს
აბა ჰე გავქრი ♥♥♥

 




ლათინო
არა მაინც საცემი ხარ ადამიანო საცემიი! არ შეიძლება ასე რო გვალოდინებ რაა! მთელი თავი გაღიმებულმა ჩავიკითხე და ბოლოში ხო მთლად გავიღრიჯე.ყურებამდე გამეხა პირი :დდდ ის გამახსენდა გეგმებს რომ ვაწყობდით და... კი გითხარი ხვალ წავიკითხავ თქო მარა ჰა წავიკითხე დღეს
აბა ჰე გავქრი ♥♥♥

პაკა.
კის უ
ლავ უ
სისტერ

 



№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

შემდეგიც სსე ერთი თვის მერე იქნება??? თან რა მომენტზე დაასტოპე :დ

 




ანი ანი
შემდეგიც სსე ერთი თვის მერე იქნება??? თან რა მომენტზე დაასტოპე :დ

სპეციალურად არის ,,დასტოპებული''
იმედია არ იქნებ ერთი თვის მერე.....

 



№7  offline წევრი meocnebe avadmyopi

ვაიმე გული
ეს მინდოდა ახლა მე ,ისეთი მხიარული და რაც უმთავრესია უსაუკეთესოესი
ეს თავი იყო რაღაც სასტოული ,გამაგიჟო გინდა შენ მე ხო ,გამოვიცანი ეგრეა ხო????
აუ თან რა ადგილას გააჩერე ახლ;ა რას იზამს ერთს ხელუკუღმა თხლიშებს თუუუ
აყვება ნეტა მეორე მაგრამ ის რაღაც თავმოყვარეობა რომ ქვია მაგრამ ჭირსაც წაუღია რა მეორე
მეორე აუ არ თხლიშოს და არ ჩაუშალოს იმ ბიჭს სახის ნაკვთები
აი ახლა ხარ კაი გოგო ნახე აღარ გლანძღავ

 



№8 სტუმარი სტუმარი ნანა

აუ დროზე გააგძელე დავიღალე ყოველ დღე ვნახულობ .

 




სტუმარი ნანა
აუ დროზე გააგძელე დავიღალე ყოველ დღე ვნახულობ .

სამწუხაროდ დროზე ვერ გავაგრძელებ. თვალის ანთება მაქვს და კომპიუტერი და ტელეფონი თვალს უარესად მატკიებს

 




ანუ რახდება ახლა... ტელეფონი აღარ მაქვს ჩემი მოუხერხებლობის და დებილი თავის გამო ხოდა თუ სადმე, როგორმე ჩავიგდებ ლეპტოპს ავტვირთავ ახალ თავს... ადრე თვალიო ახლა ტელეფონი... თავს არ ვიმართლებ, რათქმაუნდა! ვწუხვარრ :(((((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent