შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკვეთილი მისია /1/


21-06-2018, 02:17
ავტორი Someone wandering
ნანახია 684

დაკვეთილი მისია /1/

''როცა მეფეს ესხმი თავს ჯობია არ ააცილო''
ომარ ლითლი

⦁ ევა შენგელია- 26 წლის, დეტექტივი.
⦁ ვაჩე ხომერიკი-28 წლის,ბიზნესმენი.
⦁ კატო რევიშვილი-26 წლის,დეტექტივი.
⦁ ნუგზარ ორჯონიკიძე-55 წლის,ბიზნესმენი,ასევე შავი მაფიის წარმომადგენელი.
რა აქვს საერთო ამ 4 ადამიანს?
1)ყველა ცხოვრობს თბილისში.
2)ყველას ინტერესის სფეროს წარმოდგენს საკუთარი პროფესიის დაცვა.
3)ყველა მათგანს აკავშირებს მთავარი-დაკვეთილი მისია.
********
-ევა დაუჩქარე,ოფისში მალე უნდა მივიდეთ-გაჰყვირის ოთახში მყოფი დაქალი და კოლეგა კატო
-აიი სულ 5 წუთი
-უკვე 4 დაგრჩა საყვარელო
-შენ ვერ ხარ გოგო, 1 წუთი სად მოტეხე?
-მშიოდა და შევჭამე
-გადამრევ მე შენ
-ეგ მე უნდა გითხრა! უპუნქტუალურო
-ვინ არის უპუნტქუალურო? თან, რა ვერ გაიგე,რომ ეგ ოფისი ჩვენია, არ გაგვიკონტროლებენ როდის მივალთ,თან დიდი ამბავი 20 წუთით თუ დავიგვიანებთ
-მაინც უპუნქტუალურო ხარ!
-მზად ვარ და მორჩი ლაქლაქს. გასაღები არ დაგავიწყდეს. გახსოვს სად დადე?
-როდის დამვიწყებია?!
- 2 წლის წინ,კლუბიდან რომ ვბრუნდებოდით ჩემი გასაღები მთვრალმა ტაქსიდან მოისროლე,შენი კი ბინაში დატოვე. 3 თვის წინ სახლი კინაღამ გადაწვი,როდესაც გასაღებს გახურებულ მიკროტალღურ ღუმელში ეძებდი
-გვეჩქარებოდა ჩვენ.
-''როცა მეფეს ესხმი თავს ჯობია არ ააცილო'' ხომ გახსოვს კატუშ
-ოოხ, შენ და შენი დევიზი რაა. მთელი 8 წელია ამას ვისმენ
-დამიჯერე, გამოგადგება.
-გამოადგი ფეხი,თორემ სახლში ჩაგკეტავ დედა მომიკვდეს.
-მეც მაქ გასაღები ისე-აღნიშნა ევამ- ქერა ხარ თხემიდან ფეხამდე.
-ლამაზი,ტანადი,ჭკვიანი ქერა თხემიდან ფეხამდე-შეუსწორა და ჩაიცინა
-თვითდაჯერებულობის სინდრომო გამოდი ჩემი დაქალის ორგანიზმიდან
-არ ესმის,გასულია მომსახურეობის ზონიდან.
კოლეგები ოფისისკენ მიმავალ გზას გაუდგნენ,ისინი მოთხოვნადი, კერძო, დეტექტივები არიან. 26 წლის ასაკში ბევრს მიაღწიეს და ცალკე მშობლების დახმარებით საკუთარი ოფისი გახსნეს,სახელად ''შენვილი''. ჰმ, როგორი სახელწოდებაა არაა? მოდით,დავუკვირდეთ მათ გვარებს: 'შენ'გელია და რევი'შვილი'.
შენ+შვილი=შენვილი. აი ასეთ კრეატიული აზრონების დეტექტივები არიან ისინი. ჯერ სად ხართ,კიდევ ბევრს გაგაოცებენ.
********
-ბატონო ვაჩე თუ შეილება აწიეთ თქვენი უკანალი და სასადილოდ ჩამობრძანდით-უყვირა საწოლში მყოფ ძმას ნიამ.
-აუ ნია თუ ავდექი დედა მომიკვდეს სიცოცხლეს გამოგასალმებ. ამ დილაუთენია რა ჯანდაბა გინდა ჩემთან
-ჰეე ადი ახლა, არ მომიშალო ნერვები
-მე ვარ 28 წლის ზრდასრული მამაკაცი,როგორც მინდა ისე მოვიქცევი და ათასჯერ გეუბნები ჩემ ოთახში დაუკაკუნებლად ნუ შემოდიხარ და რა გაღრიალებს კიდეეე?
-ვაიიმეე ჩემი ბიჭი გაბრაზდაოოო, ვინ არისო ჩემი დათვის ბელიო-ძმას მიუახლოვდა და ლოყებზე აკოცა
-აუუ გადიი გოგოო, ელზა სად არის? საჭმელი მან უნდა მოამზადოს და არა შენ,რას დამადექი ამ დროს სახლში?-მოიშორა პატარა დაიკო
-მერედა ვინ გითხრა რომ საჭმელი მე მოვამზადე?
-ჰოო არ გაგიკეთებია თუ?
-მოკლედ, ელზა სამზარეულოშია,შენ გელოდებით ზარმაცო
-ეს მე კი არ ვარ ზარმაცი შენ ხარ თავხედი
-მეე?თავხედი? ეს რა მაკადრე ძამიკო
-აბა რომელი ნორმალური ადგება ამ დროს ადამიანს სახლში?
-რომელი ნორმალური მე მნახე ჩემ თავს გაფიცებ
-პრინციპში მართალი ხარ. ახლა კი ქვევით ჩადი
-კაი რა იყო, რას მაგდებ
-გოგო, გამაღვიძე და ახლა აღარც ჩაცმის საშუალებას მაძლევ?
-კაი ხო ჩავდივარ, ნუ მებღვირები შენი ჭირიმე.
-ღმერთო მომეცი გამძლეობა-ჩაილპარაკა ვაჩემ
-გავიგონეეე
ნახევარ საათში ვაჩე სამზარეულოში ჩავიდა,იქ მოფუსფუსე ელზა და ნია დახვდა.
-გამარჯობა ელ-მიესალმა ქალს
-გაგიმარჯოს ვაჩე
-ელზა, ამ ხისთავიანს რა ჯანდაბა უნდა 7 საათზე რომ დამადგა სახლში?-მზერა დისკენ გააპარა,რომელიც სასადილოდ მოემზდა
-რა იყო ვაჩიკო, მქონდა მიზეზი-თავი ჩახარა პროფესიონალმა მსახიობმა
-რამდენჯერ გაგაფრთხილე ნუ მომმართავ მაგ სახელით მეთქი-შეუღრინა
-არ ვიცი ვაჩე შვილო, ასე მითხრა,სახლში მოვიწყინეო-ჩაიცინა ქალმა
-მერედა აქ გასართობი ბაღი ნახე გოგო?
-ბავშვები გვაკლია,თორემ ნამდვილად გასართობი ბაღია-არ ჩამორჩა ძმას
-ჩემ მოთმინებას ცლი ნია!
-დამტენზე შეგაერთებ და ენერგიაც მოგემატება
-მშობლები მოსაკლავი მყავს სამსახიობოზე რომ ჩაგაბარებინეს შენ.
-არავის აქვს უფლება ჩემ ცხოვრებაში ჩაერიოს.
-არა ჰოო? ახლა ისეთს შემოგცხებ რომ ნახავ მერე ვის რა უფლება აქვს შენ ცხოვრებაში
-შემომცხებ და მეც ისეთს მოგიქნევ გაგაგორებ დაჭრილი დათვივით
-კარგით ბავშვებო ისადილეთ-ჩაიცინა ელზამ
-ელზა დაგვტოვე გთხოვ-უფროსი ხომერიკი მიუბრუნდა
-ახლავე
-ნია შენ თავს ვფიცავარ მოთმინება ამომეწურა,უკვე მერამდენედ მადგები სახლში ხან 6,ხან 7 საათზე, ავფეთქდები მალე. ან თუ მოდიხარ რამით მაინც დაკავდი ეს უპატრონო, მაინც და მაინც ჩემთან რომ შემორბიხარ გასაღვიძებლად
-ამდენად გაწუხებ ვაჩე?-სადღაც გაქრა ის ხალისიანი გოგო. მისი დის ასეთი სახის დანახვისას თავი შეძულდა ვაჩეს
-მოდი ჩემთან...ჰოო მოდიი რას მიყურებ მამა აბრამის ბატკანივით-მუხლებზე დაისვა ნია-ახლა კი მითხარი, რამე გაწუხებს? ხომ მითხარი მიზეზი მაქვსო?
-ხო, მაქვს
-მერედა მითხარი გოგო რას შემშალე ამხელა კაცი
-სინამდვილეში გუშინაც აქ დავრჩ...
-რაააა??
-მათქმევინებ ახლა? ისედაც მიჭირს-ძმას მოშორდა და მის წინ დაიკავა ადგილი
-კაი,გისმენ-ბიჭი დაიძაბა
-გუშინ მე და საბა ვიყავით კლუბში, გავერთეთ,ცოტა დავლიეთ კიდეც. თუმცა საბამ აშკარად ბევრი დალია,რატომღაც მე დებილს გასეირნება მომინდა...ჰოდა ის მეუბნება რომ ვეღარ ითმენდა და მაშინვე მისი უნდა გავმხდარიყავი, აზრზე ვერ მოვედი ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი...-თვალები დახუჭა და ცრემლი გადმოუგორდა
-რა მოხდა???? არ გადამრიო მითხარი რომ იმ არაკაცმა, სირმა არაფერი დაგიშავა თორე, სიცოცხლს გამოვასალმებ!!-ღრიალებდა ფეხზე წამომხტარი ვაჩე-ნიაკო, ნიიი, ჩემო ლამაზო მითხარი რამე დაგიშავა?-სახე მის ხელებში მოიქცია და სევდიანად შეხედა, გული ეწვოდა.
-არა.ცდილობდა,მაგრამ ვიღაც ბიჭი გამოჩნდა და ცემა, მან წამომყვანა ტაქსით, მშობლებთან ასე ვერ წავიდოდი. ინერვიულებდნენ,თან მეტყოდნენ ხომ გაფრთხილებდით რომ მაგ ბიჭთან ურთიერთობა შეწყვიტეო, მართლებიც არიან. 1 წელი ტყუილად დავკარგე, რა ბრმა ვიყავი, ღმერთო-ტირილი დაიწყო გოგომ, ვაჩემ სიბრაზისგან კბილები გააჭრიალა და ნიას მოეხვია
-გპირდები ის ვეღარ შეგეხება! ვეღარასდროს! გეფიცები.
-გთხოვ, რამე შარში არ გაყო თავი, გევედრები ვაჩე. ხომ იცი როგორ გენდობი, მიყვარხარ, არ მინდა რამე მოხდეს
-მე და შარი? ღადაობ ნიი? ენ მაგაზე არ იდარდო ჩემო ტკბილო. ახლა კი ცრემლები შეიშვრე, ასეთს ვერ გიყურებ. თავი ხელში აიყვანე.
-მიყვარხარ. ეს გახსოვდეს კარგი?
-როგორ არ მიყვარს ეს სენტიმეტალურობები-ჩაიცინა-მეც მიყვარხარ ჩემო სიცოცხლის აზრო.
-აბა შე თავხედოო?
-თავხედიც ხარ,ზოგჯერ.
-შენ კიდევ უხეში.
-ოღონდ,ზოგჯერ.
********
ვაჩემ ნია სახლში წაიყვანა,თავად კი საბას მიაკითხა, საქმეს ყოველთის ისე აგვარებდა,რომ მის საყვარელ ადამიანებს საფრთხე არ შექმნოდათ,ამას არც ვინმეს გააგებინებდა,ყველაფერს თავად აწესრიგებდა.
-ვაა ვაჩეე?
-სახლში შეეთრიე-შეუღრინა და საყელოში ხელი წაავლო
-ეეეე, რა ხდება ტოო
-მეორედ ჩემ დას შეხვდები, ან დაელაპარაკები და ციხეში ამოგალპობ
-აჰჰჰააა,ჩაგიკარკლა არა??
-შენი ბო*ი დედაც მოვ**ან-მუშტი მოუქნია და თითი დაუქნია-მეორედ ნიას აღარ შეეხები,თორემ ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ გასაგებია?
-შენი და ისედაც ფეხებზე მეკიდა,მხოლოდ ფული მაინტერესებდა,წაათრიე ეგ კახპა, შენთან გყავდეს
-შე პიდარასტოოო, შენ მოგი**ან სუყველაფერი-გამეტებით ურტყამდა საბას,ბოლოს კი შეჩერდა,თმაში მოქაჩა და ჩაჩურჩულა-როცა მეფეს ესხმი თავს ჯობია არ ააცილო. აქ მეფე მე ვარ,შენ კიდევ მათხოვარი ხარ, შენი ადგილი იცოდე, ჩემ საკუთრებას აღარ გაეკარო თორემ, სიკვდილს მოგანატრებ ციხის კედლებში შე საცოდავო,ამაზე პირადად მე ვიზრუნებ.
-კარგი ჰოო, გასაგებიაა. გამიშვი და წადი ჩემი სახლიდან
-წავალ აბა რას ვიზამ! ნაგავი ხარ-მისკენ წაიწია
-კიდევ უნდა დამარტყა? დატოვე ჩემი სახლიი
-ყველაფერთან ერთად ლაჩარიც ყოფილხარ, შე სირო-მიაფურთხა და ბინა დატოვა
********
-ევა, დაკავებული ვარ ტელეფონს უპასუხე-საბუთებიდან თავაუღებლად უთხრა კატომ
-მოგესალმებათ ''შენვილის'' ოფისი.
-მოგესალმებით.
-რით შეგვიძლია დაგეხმაროთ?
-მე ბიზნესმენი ნუგზარ ორჯონკიძე გახლავართ. გავიგეთ,რომ თქვენ ყველაზე მოთხოვნადი დეტექტივები ბრძანდებით,თქვენთან შემოთავაზება მაქვს
-რა თქმა უნდა, შეგვიძლია დავილაპარაკოთ, დღეს 2 საათზე გაწყობთ?
-დღეს 2 საათზე,გესტუმრებით.
-ნახვამდის.
-კარგად ბრძანდებოდეთ.
ევამ თვალებგაბრწყინებული მზერა მიაპყრო კოლეგას.
-აბა თუ გამოიცნობ ვინ დარეკა?
-ბრეტ პიტი იყო, ანჯელინას ვშორდები და ცოლად მომყავხარო
-ახლოს ხარ
-ჯონი დეპმა შემოგთავაზა სექსი
-აუუ უარს არ ვიტყოდი,მაგრამ არც ეგ-ტუჩი მოიკვნიტა
-აბა რა აღგზნებული ქალივით იყურები,მეგონა ვინმემ რამე შემოგთავზა. რავიცი მე ვინ დარეკა ვანგა ვაარ?
-იდიოტო ეგ წინასწარმეტყველი იყო
-სულ არ ? ვინ იყო მითხარი,თუ არა და სამუშაოს გავაგრძელებ არ მცალია სალაზღანდაროდ
-ცნობილი ბიზნესმენი ნუგზარ ორჯონიკიძე იყო, გავიგე,რომ ყველაზე მოთხოვნადი დეტექტივები ბრძანდებით და შემოთავაზება მაქვს თქვენთანო, დღეს 2 საათზე გგვესტუმრება.
-ნუგზარ ორჯონკიძეს რა უნდა უნდოდეს დეტექტივისგან? დავინტრიგდი
-მთელი ჩვენი პროფესია ინტრიგაზეა აგებული
-მაგიტომაც ავირჩიეთ.
-აუუუ ახლა რა გამახსენდა იციი?
-აბაა გადმოაფრქვიე შენი ბრძნულია აზრები
-დავიწყოთ-ევა ისეთი გამომეტყველებით იდგა,თითქოს ამინდის პროგნოზს აცხადებდა-სიტუაცია მე და რევიშვილი რესტორანში,გასულ წელს.
-გოგო ეს რომელი სიმღერაა,ეს კაცი რომ მღერის?-ამბობს უჭკვიანესი კატო
-ფილმი რომ არის ''შერეკილები'' იქიდანაა-ვპასუხობ უაღრესად განათლებული მე
-ეგ რომელია?
-აიი გაფრინდაა გაფრინდაო რომ იძახიან ის
-უიმე გოგო ეს მომღერალი კაცი გაფრინდაა??-თან სრული სერიოზულობით და ინტერესით რომ მეკითხები და იმ კაცისკენ იშვერ თითს. ვითომ 1-მა ჭიქამ დაგაშტერა?? ნუ შტერი ისედაც კი იყავი,მაგრამ ეს სასმელი ბოლოს გიღებს და ვერ გაიგე დაიკო
-შენ ვის რას ეუბნები გოგო, 1 კვირის წინ დათოს დაბადების დღეზე იმდენი დალიე, უნიტაზს ეჩურჩულებოდი და 5 საათამდე თავი არ აგიწევია რაც ჭამე, იქვე მოინელე.
2 საათი.
-მოგესალმებით ბატონო ნუგზარ, დაბრძანდით
-გმადლობთ.
-ყავას ან ჩაის ხომ არ ინებებთ?
-არა,გმადლობთ. ჯობს დავიწყოთ
-გისმენთ-ორივე მათგან მოკალათდა და ყურადღებიანი მზერა მიაპყრეს ბატონს
-როგორც იცით ცნობილი ბიზნესმენი გახლავართ,მაგრამ არ იცით რომ ასევე შავი მაფიის წარმომადგენელი ვარ.
-ძალიან კარგადაც ვიცით-გამარჯვებული მზერა მიაპყრეს გაოგნებულს
-როგორ?კი მაგრამ ეს შეუძლებელია.
-როგორც ხედავთ ჩვენ შემთხვევაში არა-მიუგო ევამ
-ეს როგორ გაიგეთ?
-დეტექტივები ვართ ბატონო ნუგზარ.
-რადგან აქ მოხვედით, ანუ გვენდობით-თვაი თვალში გაუყარა კატომ
-სასიამოვნოდ გაკვირვებული ვართქო ვერ გეტყვით, ნამდვილად არ მეგონა,თუ ეს გეცოდინებოდათ. კარგით, საქმეზე გადავიდეთ. ალბათ იცით ბიზნესმენი ვაჩე ხომერიკი.
-დიახ, გაგვიგია.
-რადგან უკვე ჩემი შავბნელი სამყაროს შესახებ მოგეხსენებათ, გეტყვით,რომ ხომერიკს აქვს ის დოკუმენტები,სადაც ყველა ჩემი რამდენიმე ბრალეულობა არის წარმოდგენლი, ეს სამხილებია ჩემ წინაარმდეგ, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ თქვენ უნდა შეძლოთ ამ სამხილების ჩემ ხელში მოხვედრა. ნამდვილად რთული საქმეა,თუმცა თქვენი იმედი მაქვს. აბა რას იტყვით?
-პირველ რიგში უნდა გავიგოთ რა გაკავშირებთ ვაჩე ხომერიკთან.
-ბიზნესპარტნიორები ვიყავით წლების წინ მე და ვაჩე ხომერიკის მამა,ბატონი ზურა-ზიზღთ წარმოთქვა კაცის სახელი
-ახლა ვაჩე ხომერიკის მამა აღარ უძღვება კომპანიას?
-არა,შვილი განაგრძობს მის საქმეს
-კარგი, ვაჩეს ხელში როგორ აღმოჩნდა თქვენი ბრალეულობის დამამტკიცებელი დოკუმენტები?შავბნელ სამყაროსთან აქვს კავშირი კომერიკს?-ნუგზარი ანერვიულდა
-შეიძლება ასეც ითქვას-დაცვარული შუბლი მოიწმინდა
-რას ნიშნავს, შეიძლება?
-თქვენთვის მთავარი ის უნდა იყოს თუ როგორ დააკმაყოფილოთ ჩემი ინტერესები, ეს დაკითხვა რა საჭიროა? თავი პოლიციაში მგონია.
-პოლიციაში ასე ცივილურად არ ექცევიან შავი მაფიის წარმომადგენლებს.
-თუ ხომერიკს ის დოკუმენტები აქვს,რაც სიცოცხლის აღკვეთით დაგემუქრებათ, რა უშლის ხელს რომ არ დაგაბეზღოთ?
-პირადი მოტივი.
-რას ნიშნავს პირადი მოტივი?-კვლავ ანერვიულდა ბატონი, არ ელოდა ასეთ ჩამჭრელ კითხვებს, ის ფიქრობდა,რომ დეტექტივები დოკუმენტებს მოიძიებდნენ,თანხას გადაუხდიდა და მორჩა. თურმე უმსხვილსი მაფიის წარმომადგენლებიც ვერ ითვალისწინებენ ზოგ რამეს.
-თქვენ შეძლებთ ამ საქმის საკუთარ თავზე აღებას?-კითხვას გვერდი აუარა, რაც დეტექტივებს უფრო და უფრო აინტრიგებდა.
-არ ვაპირებთ ამ საქმის ხელიდან გაშვებას. დამატებით აუცილებლად ვისაუბრებთ.
-შევთანხმდით, თქვენი იმედი მაქვს, რადაც არ უნდა დაგიდჯეთ სახლში უნდა შეაღწიოთ.
-მაგაზე ჩვენ ვიზრუნებთ. დროში შეზღუდულები არ უნდა ვიყოთ.
-დროში შეზღუდულები არ ხართ,მაგის გარანტია მაქვს-ტუჩის კუთხე ჩატეხა-თუმცა რაც მალე მით უკეთესი
-გმადლობთ, თანხას სამუშაოს შესრულების შემდეგ ვიღებთ.
-კარგი.
-კარგად ბრძანდებოდეთ.
-წარმატებები ქალბატონებო.
კლიენტი გააცილეს და ერთმანეთს ინტერესით აღსავსე მზერა მიაპყრეს.
-რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა გავარკვიოთ, რა არის ამ კაცის გარანტი
-ევა იმ გარანტს გულისხმობ,რის საფუძველზეც ხომერკი ნუგზარს არ აბეზღებს?
-ნამდვილად.
-ვფიქრობ ნამდვილად საინტერესო და ჩახლართული ფილმი გველის წინ.
-მიყვარს ასეთი ჟანრის ფილმები-ხელები ერთმანეთს გაუხახუნა ევამ
********
-გისმენთ-ტელეფონი აიღო ოფისში მყოფმა ვაჩემ
-ბატონო ვაჩე ელზა ვარ,სამწუხაროდ სამსახურიდან უნდა წავიდე
-ელზა რა ხდება? ტირი?
-იცით...რატი,ჩემი ბიჭი მოხვდა ავარიაში,ძალიან მძიმედ არის,მე უბრალოდ არ შემიძლია მისი დატოვება,მხოლოდ მე დავრჩი.
-ელზა,რა თანხაც საჭიროა მითხარი კარგი? ახლავე გადმოგირიცხავ.
-სამსახურიდან რომ მივდივარ როგორ დავფარავ...
-ბიძია პეტრეს იმხელა ამაგი აქვს ჩემ ოჯახზე,რომ თანხა სალაპარაკო არ არის.
-მეუხერხულება,მაგრამ...ბოლომდე დაგიბრუნებთ. პეტრე ალბათ საფლავში ტრიალებს-ტირილს განაგრძობდა ქალი
-ანგარიშის ნომერი გადმომიგზავნე ელზა, ყველაფერს მე მოვაგვარებ,დაწყნარდი და შვილს მიხედე,პეტრე ბიძიამ მე ჩამაბარა თქვენი თავი.
-ღმერთმა გაგაძლიეროს შვილო
-ნუ ღელავთ,რატი ძლიერი ბიჭია. ახლა არ მცალია,საღამოს გამოვალ და მოგინახულებთ.
3 დღის განმავლობაში ეძებდა ვაჩე ხომერიკი მოსამსახურეს,რომელიც ელზას მაგივრობას გაუწევდა,პასუხი ჯერაც არ მოსვლოდა,ამ ხნის განმავლობაში ნია იყო მისი დამხმარე ძალა. ელზა და მსი ქმარი მის ოჯახში 15 წლის განმავლობაში მუშაობდნენ, პეტრე 2 წლის წინ გარდაიცვალა,თუმცა მხოლოდ ვაჩემ და მამამისმა იცის,რომ პეტრე მოკლეს. ვაჩემ ელზა თავისთან წაიყვანა,როდესაც მარტო გადავიდა საცხოვრებლად. 3 დღეა რატი რეამინაციაში იმყოფება,მკურნალობა სჭირდება,ამიტომ ვაჩეს მოტხოვნით თურქეთში გადაგზავნიან. ხომერიკების ოჯახი მათ გვერდით იმყოფება და ელზას ამხნევებს.
-ვაჩე ხომ კარგად იქნება?-ცრემლები მოადგა ნიას,რატის ძმად აღიქვამდა
-კი ჩემო პატარავ აბა რა, რატი ძლიერი ბიჭია-ხელები მოხვია დას
-ელზა ყველაფერი კარგად იქნება, ძლიერი ქალი ხარ-ამშვიდებდა ლალი,ხომერიკების დედა.
-ძლიერი უნდა იყო ელზა-გვერდში ამოუდგა უფროსი ზურა ხომერიკიც.
********
-კატოოო კოზირი ჩვენ ხელშია
-ლაბირინთში გასასვლელი გზა იპოვეე?
-ნამდვილად. ვაჩე ხომერიკი მოსამსახურეს ეძებს.
-და შენ იქნები მისი გდამრჩენელი-ეშმაკურად ჩაცინა
-დაარტყი ხელი
-მიდი გოგო დაურეკე ახლავე.
-მართალი ხარ, კატუშკები.
-მოგესალმებით, სამსახურის თაობაზე გაწუხებთ.
-გასაგებია, აყვანილი ხართ.
-როდის შემიძლია რომ...
-ხვალვე მობრძანდით, მე მივლინებაში ვიქნები, სახლში ჩემი და დაგხვდებათ-ვაჩე უემოციო პასუხებს ისროდა
-კარგით,მადლობა.
ევამ გამწარებული მზერა მოავლო კატოს
-ეს მუტანტი ესა, ეს გაიძვერა, წესიერად ლაპარაკიც არ მაცადა
-ნეტავ იცოდეს ვის ხელშია მაგ ბიჭმა, კარგი რა ისედაც ცოდოა
-ჰმ, მაგან ნახოს ვინ არის ევა შენგელია და ნატო რევიშვილი.
-მე აქედან შეგიწყობ ხელს დაია-ჩაიცინა კატომ
-აუ გოგო 700 დოლარს მეხუმრები შეენ? მაგარი ხელფასია,თან კულინარია კარგად გამომდის
-ბიზნესმენია ბოლოსდაბოლოს, აბა 100 დოლარს ხომ არ გადაუხდის მოსამსახურეს?
-მართალია,მართალი, ანუ ძუნწი ბიჭი არ არის, ეგ უკვე კარგია.
-ნუ გაილექსე შენი ჭირიმე, წამოდი სახლში მგელივით მშია.
-უიმე,კარგი ხოო, არ გადამყლაპო დაა.
-მე ძვლებს არ ვხრავ, ხორცი უფრო მაყმაყოფილებს ევა
-შენ და შენი იუმორი გადამრევს ერთდ დღეს
-აბა იუმორი?-გაიკვირვა კატომ
-კატოოო, გამოადგი ფეხიიი
-ღმერთო მესროლეთ ერთი ტომარა პიცა
-შენ გაგისკდა ეგ კუჭი და მოგაყარე ეგ პიცა საფლავზე
-ეპიტაფიაზე დააწერეთ ''გარდაიცვალა პიცის ზედმეტი დოზის მიღების გამო''
-თან დავამატებ ''სიყვარულით კოლეგა კატოსგან''.

P.S. დაგიბრუნდით ახალი ისტორიით. იცოდეთ,რომ ველი თქვენ აზრს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.





უპუნქტუალურო არა, რა... არაპუნქტუალური❤ კარგია და წარმატებები❤

 



№2  offline წევრი Someone wandering

მწვანეთვალებაგოგო
უპუნქტუალურო არა, რა... არაპუნქტუალური❤ კარგია და წარმატებები❤

მადლობაა. გავითვალისწინებ აუცილებლად.

 



№3 სტუმარი Qeti qimucadze

Me armqonia amaze gartulebaa, Es gogonebi xom xumrobdnen, da agviqvi rogorc amis nacili, chven megobrebi simpatiurus magivrad simpitaurs viyenebt, aserom velit shemdeg tavss, ubralod uxarisxo iumors nu gamoiyenwbb, gaafuchebs mtel istoriassa, carmatebebiiii

 



№4  offline წევრი Someone wandering

Qeti qimucadze
Me armqonia amaze gartulebaa, Es gogonebi xom xumrobdnen, da agviqvi rogorc amis nacili, chven megobrebi simpatiurus magivrad simpitaurs viyenebt, aserom velit shemdeg tavss, ubralod uxarisxo iumors nu gamoiyenwbb, gaafuchebs mtel istoriassa, carmatebebiiii

მადლობაა,მაგრამ ამ კომენტარის აზრს ვერ ჩავწვდი. Me armqonia amaze gartulebaa, Es gogonebi xom xumrobdnen, da agviqvi rogorc amis nacili, chven megobrebi simpatiurus magivrad simpitaurs viyenebt,

 



№5  offline წევრი talia

უმაგრესია, ძალიან ვისიამოვნე ამის წაკითხვით და ბევრიც ვიცინე.მომწონს ძაან.

 



№6  offline წევრი Someone wandering

talia
უმაგრესია, ძალიან ვისიამოვნე ამის წაკითხვით და ბევრიც ვიცინე.მომწონს ძაან.

უღრმესი მადლობა,ახალ თავს ვეცდები ყოველ დღე დავდო

 



№7  offline წევრი meocnebe avadmyopi

დაბრუნდა დაბრუნდა
იმ დიდი და საყვარელი ისტორიის მერე ისევ დაბრუნდა
ძალიან მაგარია,რაღაც უცხოა საინტერესო და ჩახლართული
არა ესეც ხომ ძაან მაგრად მომეწონა,მაგრამ ჩემს
ნატალის და სანდროს შეედრება ვინმე????????არა ხოდა ჩუ

stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes heart_eyes

 



№8  offline წევრი Someone wandering

meocnebe avadmyopi
დაბრუნდა დაბრუნდა
იმ დიდი და საყვარელი ისტორიის მერე ისევ დაბრუნდა
ძალიან მაგარია,რაღაც უცხოა საინტერესო და ჩახლართული
არა ესეც ხომ ძაან მაგრად მომეწონა,მაგრამ ჩემს
ნატალის და სანდროს შეედრება ვინმე????????არა ხოდა ჩუ

stuck_out_tongue_winking_eye stuck_out_tongue_winking_eye heart_eyes heart_eyes

ვაიიმე ჩემი გოგოოოო heart_eyes heart_eyes
როგორ მახარებ innocent
ნატი და სანდრო განსაკუთრებულები არიან,ჩემი პირველი ისტორიის ნაწილები არიან kissing_heart relaxed
განსხვავებულის დაწერა მინდოდა,მუზებმა შემაწუხეს და სინდისმა უკანალი აწიე და წერას შეუდექიოო joy

 



№9  offline წევრი ყვითელგულა

ძალიან მაგარია ველოდები შემდეგს ????????

 



№10  offline წევრი Someone wandering

ყვითელგულა
ძალიან მაგარია ველოდები შემდეგს ????????

მადლობაა ^^ ხვალ დავდებ აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent