შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სავსე მთვარე(5 ნაწილი)


21-06-2018, 17:05
ავტორი du-da
ნანახია 460

სავსე მთვარე(5 ნაწილი)

გაკვირვებულმა გახედა გეგამ ბაღში მჯდომ თამარას და მისკენ დაიძრა.
-კარგად ხარ დედა?
-ვფიქრობდი,ამოიოხრა ქალმა.
-ნუ ნერვიულობ,აი ნახავ მოგვარდება ყველაფერი.
-ასეთი ამბები ასე არ გვარდება გეგა,უკვე დიდი ბიჭი ხარ,ზოგჯერ მარტო სიყვარული არ კმარა,შეცდომა დავუშვით ორივემ,ტკივილმა გაგვაბოროტა და უდანაშაულო გოგოს ცხოვრება ჯოჯოხეთად ვუქციეთ.
-დედა გთხოვ.
-ჩემი ბრალია ბავშვი,რომ დაკარგა,სახლიდან ისე გავაგდე არც კი მიფიქრია.
-აუცილებლად დავაბრუნებ სახლში,აი ნახავ.
-არაფერი აიძულო გასაგებია? გვეყოფა მისი ცხოვრების მართვა,მიეცი თავისუფლად სუნთქვის საშუალება,ორი თვე ძალიან ცოტა დროა ამდენი რამის გადასახარშად.
-დღეს ბათუმში მივდივარ.
-გგონია იქ არის?
-უნდა ვცადო.
-თუ იპოვნი,უთხარი რომ ვნანობ,თუ შეძლებს მაპატიოს.~
-ვეტყვი დედა თუ მომისმენს,წავედი და მალე ჩამოვალ არ ინერვიულო შენ,გეგა წინ წაიწია ქალს ლოყაზე აკოცა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ეზო.

* * *
ელენამ გაღიმებულმა გაასრიალა ხელი ეკრანზე.
-აბა დამენახე გაბერილო,გაისმა ნატას მხიარული ხმა.
-როგორ მომენატრე,გაუღიმა ქალმა.
-რა ლამაზი ხარ ელე,ნეტა აქ იყო.
-რა განერვიულებს,ადექი და შენ ცამოდი,დაისვენებ კარგად.
-ვნახოთ,მოვიფიქრებ,როგორ არის ჩემი ნათლული?
-ჭამის ხასიათზე,არ მეტყობა?
-ნათლიას გოჭია ეგ.
-მაქეთ რა ხდება?
-კონკრეტულად რა გაინტერესებს?
-ნატა,დაანამუსა ქალმა.
-გეგა და მათე იყვნენ ჩემთან.
-რა უნდოდა? გული აუფანცქალდა ელენას.
-რა ენდომებოდა? შენ გეძებს,ხომ იცოდი რომ ეგრე იქნებოდა?ასე ადვილად რომ არ შეგეშვება.
-ვიცი ნატა,ხოდა მიპოვნოს არ ვიმალები,ცოტა რომ დაფიქრდეს მიხვდება სადაც ვარ.
-ასე მგონია გინდა,რომ გიპოვნოს,ელე გიყვარს?
-როგორ გგონია,ასე ადვილია აღარ გიყვარდეს?მე ხომ მის შვილს ვატარებ მუცლით,ის არასდროს მომცემს დავიწყების საშუალებას.
-ვფიქრობ,რომ უნდა იცოდეს,არ არის სამართლიანი საქციელი გეგას მიმართ.
-გაიგებს,როცა შევძლებ პირისპირ შევხვდე და თავი არ გავცე,ვეტყვი.
ნატა კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას,მაგრამ კაფეში ნაცნობი სილუეტი დალანდა.
-ელე უნდა წავიდე.
-მშვიდობაა?
-ძაღლი ახსენეო,მათეა აქ.
-კარგი კარგად,გაკოცე,დამირეკე.
-დროებით.სწრაფად გათიშა ტელეფონი და ბიჭს გახედა.
-მე რა გაგაფრთხილე?
-გგონია შენი თვალების ბრიალის მეშინია?
-რა გინდა მათე?
-ყავის დალევა.
-ხოდა დალიე,დაგიშალა ვინმემ?
-რატო მეუხეშები?
-რატო დაზდევ?ხომ გითხარით არაფერს გეტყვი თქო?
-რატო გგონია,რომ აქ ელენას და გეგას გამო ვარ?
-არა? დაეჭვებულმა გახედა ქალმა.
-არა,მართლა მინდა ყავაზე დაგპატიჟო,რათქმაუნდა თუ არ გაიქცევი მაშინდელივით.
-ჩაიზე.ჩაეღიმა ნატას.
-ვერ გავიგე?
-ჩაიზე დამპატიჟე,ყავას არ ვსვამ.
-იყოს ჩაი,გაეცინა მათეს და მიმტანს ხელი აუწია.

* * *
ელენამ ბოლო ნახატიც დაასრულა და ტილო გასაშრობად გაიტანა აივანზე,უკვე მოსაღამოებულიყო,ზღვიდან წმაოსულმა გრილმა ნიავმა საოცარი სიამოვნება მოჰგვარა,იქვე დაკიდებული მოსაცმელი მოიცვა და კიბეზე დაეშვა,გზად მის საყვარელ კაფეში შეიარა და ყავა იყიდა,ფრთხილად მიუახლოვდა უკვე დაცლილ სანაპიროს და ქვაზე ჩამოჯდა.
-დამაგვიანდა დღეს,ვხატავდი,ისევ შენ დაგხატე ახედა მთვარეს და გაეცინა, მგონი ვგიჯდები.
ნიავმა კიდევ ერთხელ მოუბერა და ბარათელმა საოცრად ნაცნობი სურნელი იგრძნო,თვალები მაგრად დახუჭა და შეეცადა უფრო მძაფრად შეეგრძნო,გულმა გამალებით დაუწყო ცემა და დაეფიცება რომ ნაბიჯების ხმაც გაიგო.
-გამარჯობა ელე,გეგა მის გვერდით ჩამოჯდა და გაშტერებულ ქალს გვერდიდან გახედა.
-აქ რას აკეთებ?
-შენი აზრით?ძალიან დიდი გზა გამოვიარე,მხოლოდ იმიტომ რომ მომისმინო,აქ არ მოვსულვარ იმიტომ რომ პატიება გთხოვო ან რამე გაიძულო,მხოლოდ ის მინდა გითხრა რაც უთქმელი დამრჩა.
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი,ისიც ვიცოდი რომ ამ საუბარს ვერ ავცდებოდით,ბევრი სისულელე ვუთხარით ერთმანეთს ცხელ გულზე.
-პატიებას არ გთხოვ ელენა,ისეც ვიცი რომ ამ ყველაფრის დავიწყება რთულია.
-შენ მე გამანადგურე გეგა,პირველად შეხედა ბარათელმა ქმარს და თვალები ცრემლებით აევსო.
-ოღონდ არ იტირო,არ ვიმსახურებ მაგ ცრემლებს.
-ნეტა შმეძლოს ყველაფრის წაშლა ჩვენი ცხოვრებიდან,უკან დაბრუნება,ყველაფერს ვიზამდი იმ დღეს ნინი გარეთ რომ არ გასულიყო,შენთვის ამ ტკივილის აცილება რომ შემძლებოდა ყველაფერს გავაკეთებდი.
-ვიცი,ელე ვიცი,ვერ ვხვდები რამ დამაბრმავა ასე?
-მითხარი გეგა და წადი,რკინის არ ვარ მეც ადამიანი ვარ.
-ვიცი თემო რასაც გეტყოდა იმ დღეს,დროა სიმართლე მოისმინო,ყოველშემთხვევაში მე მოგიყვები და შნ გადაწყვეტ რა და როგორ მოხდა.
-გისმენ.
-არასდროს მიგვიტოვებია მარტო,ჩემთან იყო საქმის დასაწყისში,ყველაფერში გვერდით დავიყენე,ერთ დღეს კი ხელფასების დარიგების დღეს,იმ ხალხის,ვინც საკუთარი ოფლით შოულობდა თანხას,მთელი ხელფასი კაზინოში წააგო,არაფერი მითქვამს,ჩემი ჯიბიდან გადავუხადე ყველას,მეგონა შეცდა მაგრამ არა,იგივე განმეორდა,კიდე დავუდექი გვერდში,მერე იცი რა გააკეთა? ჩვენს ფირმაში მომუშავე ერთ ერთ გოგოზე ძალადობა სცადა,რომ არ მიმესრო ოცი წლის გპოგოს ცხოვრებას დაუნგრევდა,ვერ მოვიტმინე და გამოვაგდე,მეტყვი რატომ? იმიტომ რომ არაკაცების ადგილი არ არის ჩემს გვერდით,ეს რომ მეპატიებინა მეც მისნაირი უნდა ვყოფილიყავი,არც ლალი დეიდა დმიტოვებია უყურადღებოდ,ტემოს რომ არ გაეგო სიკეთის ფონდის სახელით დავაფინანსე მისი მკურნალობა გერმანიაში,მაგრამ დაგვიანებული იყო და არ ეშველა,გასვენებას კი რაც შეეხება,მივლინებაში ვიყავი და ვერ ჩამოვუსწარი,სულ ეს არის რაც მაწუხებდა და მინდოდა უნრალოდ გცოდნოდა.
-ამხელა გზა მხოლოდ ამიტომ გამოიარე? ხმა უკანკალებდა ელენას.
-იმიტომაც ,რომ მენახა როგორ ხარ,არ მოიძებნბა სიტყვები რომელიც გამამართლებს შენთან,მაგრამ მინდოდა გცოდნოდა,რომ არაკაცი არ ვარ.
-მაპატიე გეგა,ბევრი ცუდი მოხდა, ალბათ დრო დაალაგებს ყველაფერს,შენ შენს გზას ნახავ ცხოვრებაში და აუცილებლად იქნები ბედნიერი.
-ელე,შენ რა გასუქდი? თმა გადაიტანა ბიჭმა,ქალი შეცბა.
-მე ხო ცოტა.
-ფეხზე ადექი,სიმკაცრე შეეპარა ხმაში გეგეშიძეს.
-გეგა.
-ადექი.
ელანა ნელა წმაოდგა და მის წინ დადგა,გეგას თვალები აემღვრა და მზერა ელენას ოდნავ გამობერილ მუცელზე მიეყინა.
-ეხლა თუ უნდა მეჩხუბო,ან დამადანასაულო გაიხსენე რა გამოვიარე შენს ხელში და მიხვდები რატო დაგიმალე.
-გაჩუმდი,გეგა ფრთხილად წამოდგა და ელენას მუცელს ხელით შეეხო.
-გამარჯობა პატარა,მუცლიდან მზერა ელენაზე გადაიტანა და გაუღმა,არ გეჩხუბები,მადლობა რომ არ მოიშორე,მაგრამ დღეიდან რაღაცეები შეიცვლება.
-გეგა,არაფერი არ შეიცვლება.
-კარგი არ ინერვიულო,არაფერს გაძალებ დარჩი კიდევ ცოტა ხანს აქ,დაისვენე,ცოტა ხანში ჩამოვალ და შენ თბილისში დაბრუნდები,ნუ შემირიგდები უბრალოდ დარწმუნებული უნდა ვიყო რომ კარგად ხართ,ამხელა გზაზე კი ვერ მოგხედავთ.
-არ გესმის რას გელაპარაკები? ტონს აუწია ქალმა.
-იცოდე სისულელეების გარეშე,აქედან წასვლა არც იფიქრო თორემ მიწიდანაც ამოგთხრი და მერე ასე მშვიდად აღარ ვილაპარაკებთ.
-მემუქრები? ძველი გეგა დაბრუნდი?
-არა თუ დაფიქრდები მიხვდები რის ფასად მიჯდება ეხლა მშვიდად ყოფნა,ამიტომ დღეიდან მხოლოდ ამ ბავშვზე ვფიქრობთ,კიდევ გიმეორებ ნუ შემირიგდები როგორც თქვი ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს,ამ წუთას მხოლოდ ბავშვი გვაერთიანებს.
ელენას გულზე მოხვდა ქმრის სიტყვები და გაბრაზებულმა მიატრიალა თავი,ცოტა დაკვირვებით რომ ყოფილიყო დაინახავდა,როგორ ჩაეცინა გეგეშიძეს.
რამდენიმე დღეში ბარათლი ტელეფონის ხმამ გააღვიძა.
-გისმენთ?
-ელე ტელევიზორი ცართე,გაისმე ნატას აღელვებული ხმა.
-მშვიდობაა გოგო?
-დროზე ჩართე.
ელენა სწრაფად წამოხტა ფეხზე და ტელევიზორი ჩართო,ახალ ამბებში გეგას შესახებ საუბრობდნენ.
- 'ახალგაზრდა და წარმატებულმა ბიზნესმენმა საკმაოდ სარფიანი კონტრაქტი გააფორმა პარტნიორებთან,მას აქვს კიდევ ერთი სიახლე,შეცვალა კომპანიის ლოგო"
ელენას თვალები გაუფართოვდა,როდესაც გავაშელის კომპანიის ახალ სახედ მისი ნახატი აღმოაჩინა,სავსე მთვარე რომელიც ყველაზე ლამაზად ეჩვენებოდა ქალს.
-გეგა რას აკეთებ? სასიამოვნოდ გაეღიმა და დიდხანს აკვირდებოდა,კომპანიის ფასადზე გაკრულ უზარმაზარ სავსე მთვარეს.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი ტატუკა20

აუუუ რა კარგი თავი იყოოო.ყოჩაღ!მიხარია რომ ასე განავითარე მოვლენები.მოუთმენლად გელოდები როდის დადებ შემდეგს.

 



№2 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian magariaaaa, au rodis iqneba momdevnooo

 



№3  offline წევრი დარინა

მიუხედავად ყველაფრისა მაინც მინდა რომ ერთად იყვნენ, ელე იმედია აპატიებს გეგას მართალია არ იმსახურებს მაგრამ მაინც ვერ წარმომიდგენია ესენი ცალკე მაინც საყვარელია გეგა, უნდა შეეცადოს რომ ელეს პატიება დაიმსახუროს.

 



№4 სტუმარი ტატუკა20

მეც დავეთანხმები დარინას და მაინც მინდა ერთად იყვნენ.მაგრამ ადვილად არ უნდა შეურიგდეს კარგად უნდა აწვალოს და მერე აპატიოს.ორივე მეცოდება ცალცალკე ყოფნისთვის.როდის გაგვახარებ ახალი თავით?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent