შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ციცქნა! (2)


21-06-2018, 17:23
ავტორი ჵჵჵჵ
ნანახია 623

ჩემი ციცქნა! (2)

***
კლასში შესულმა განცალკევებული მერხისკენ ავიღე გეზი, რომელიც სულ უკან იდგა. ჩანთა სწრაფად მოვიხსენი და სკამზე დავაგდე, შემდეგ კი თავი ხელებში ჩავრგე და ტირილი დავიწყე. მანამ არ ამიწევია თავი სანამ ზარი არ დაირეკა და კლასი მოსწავლეებით გაივსო. დღეს პირველი დღე იყო და თავს არავინ იკლავდა გაკვეთილზე მოსმენისათვის.
ოცწუთიანი დასვენება იყო, როდესაც ჩვენი კლასის დამრიგებელმა შემოხსნა კარი, ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყება მოგვილოცა და წარმატებები გვისურვა.
-დემეტრე მოდი-კლასიდან გასძახა ვიღაც დემეტრეს.
-მოვდივარ-საშინლად ბოხი ბარიტონი გაისმა, მაგრამ დიდად აღარ დავვინტერესებულვარ თუ ვინ იყო დემეტრე და ადგილს დავუბრუნდი. ალბათ კიდევ ერთი ახალი მოსწვლე მაგათი ატანა აღარ მაქვს იმედია გაკვეთილები მალე დასრულდება. როგორც ვთქვი კიდევ ერთი ახალი მოსწავლე გადმოვიდა თუმცა მისკენ არც კი გამიხედავს არ მინდოდა მისი სახის დანახვა, პირველ რიგში იმიტომ, რომ არ მაინტერესებდა, მეორეც იმიტომ, რომ არ მინდოდა კიდევ ერთი ირონიით გაჟღენთილი სახის დანახვა. იმმდენად ვარ ჩაციკლული, რომ ყველა ასეთი მგონია. კლასელები დამრიგებლის გასვლისთანავე მიცვივდნენ და გამოკითხვა დაუწყეს ისიც, ყველა კითხვას მოთმინებით პასუხობდა. ზარიც მალევე დაირეკა, ძალიან გამიკვირდა, როდესაც კუთვნილი სკამი და მერხი, ჩემი მაგიდის უკან მოათავსა და იქ დაიკავა ადგილი. ყველა გაკვირვებული აკვირდებოდა, მეც გამიკვირდა, მაგრამ არაფერი შემიმჩნევია გაკვეთილისათვის მზადებით დავკავდი. გაკვეთილები მალე დასრულდა დემეტრე კი კვლავ ყურადღების ცენტრში იყო აქამდე თუ ცემს მერხე არ უახლოვდებოდნენ ახლა აღარ შორდებიან. მაგრამ ისე, რომ ჩემსკენ ყოველთვის ზურგით დგებიან და ზოგჯერ ზიზღითაც გადმომხედავდნენ.
სახლისაკენ გავუდექი გზას, თან ვფიქრობდი. სასწრაფოდ სმსახური უნდა მეშოვნა, რადგან დანაზოგი საკმარისი არ არის ეკონომიურად თუ მოვიხმარ ალბათ, ერთი თვე მაინც არ მეყოფა, მაგრამ მე სამსახურში ვინ ამიყვანს?! ტანსაცმელიც კი არ მაქვს შესაბამისი, რადგან მამაჩემის დატოვებული ფულით საკვების გარდა არაფერი არ მიყიდია.
სახლის კარები გავაღე და სამზარეულოსაკენ ავიღე გეზი, რათქმაუნდა არაფერი დამხვდა ერთი პატარა პურის ნატეხის გარდა ახლა ისევ უკან დბრუნება მომიწევს, რადგან ახლოს მდებარე მაღაზიებში ყველაფერი ძვირია და რაც უფრომოვუფრთხილდები ფულს ჩემთვის იქნება ისევ სასარგებლო ფულის ამოწურვის შემდეგ კი არვიცი რა მეშველება იმედია ვიშოვი სამსახურს. ოთახში შევედი და ოცი წუთით დავისვენე, შემდეგ კი კვლავ ფეხით დავადექი გზას. სულ რაღაც ხუთი ლარი ავიღე მაგრამ მის მთლიანად დახარჯვას არ ვაპირებ. მარკეტში შესულმა მხოლოდ და მხოლოდ სამი კვერცხი და ერთი პური ვიყიდე ალბათ ხვალ საღამომდე მეყოფა. მარკეტიდან გმოსულმა, იქვე ბიჭების ბირჟა შევამჩნიე ოთხი მათგანი ჩემი კლასელი იყო ორი გოგო და ორი ბიჭი, ერთ-ერთ მათგანში კი დემეტრე ამოვიცანი, სერიოზული სახით იდგა და საუბრობდა. ახლა მხოლოდ ის მინდოდა, რომ მათ არ შევემჩნიე, თავი დავხარე და ისე წვედი, რადგან გვერდით უნდა ჩამევლო.
-რაო მათხოვარო ფული აღარ გეყო?!-მომაძახა ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა დათომ და ციინიკურად გადმომხედა. სიტყვა არ შემიბრუნებია ვიცოდი ამას აზრი არ ჰქონდა. შევამჩნიე, როგორი გაკვირვებული სახით იყურებოდნენ დემეტრე და ის უცხო ბიჭი. ყურადღება აღარ მიმიქცევია ისე გავნაგრძე გზა. უკან კი აუტანელი სიცილის ხმა მომესმა. ცრემლებმა დაუკითხავად იწყეს დენა. მეც თავის ვეღარ შევიკავე და, როდესაც საკმაოდ ჩამვშორდი მათ ერთ-ერთ შესახვევში შევუხვიე და ბოლო ხმაზე ავტირდი.
-რა უნდათ ჩემგან რა დავუშავე?! მხოლოდ იმიტომ ვეზიზღები ყველას , რომ ღარიბი ვარ?! მე ხომ მაქვს გული?! ამაზე რატომ არავინ ფიქრობს?!-უაზროდ ვსაუბრობდი ჩემთვის და სკუთარ თავს იმ კითხვებს ვუსვამდი რაზეც ალბათ, თვითონ ამ საზოგადოებასაც არ ექნებოდა პასუხი.
საკმაოდ ჩამობნელდა სასწრაფოდ ავიღე პური და კვერცხი და გეზი სხლისაკენ ავიღე. მხოლოდ სალში მისულმა შევამჩნიე, რომ სამი კვერცხიდან მხოლოდ და მხოლოდ ერთი დარჩენილიყო. მწარედ ჩამეცინა და წყალი დავდგი ასადურებლად, მაგრამ ბედი არ გინდა? ჩაის ფერიც გათვებულიყო. ნერვებ მოშლილმა, ის პური და კვერცხიც კარადაში მოვათავსე და სამეცადინოდ წავედი.
***
მეორე დღეს რვა იყო საათი, რომ გამეღვიცა ძალიან მშიოდა, მაგრამ ამის დრო აღარ იყო სსწრაფოდ სასწრაფოდ ჩავიცვი, თმა დავივარცხნე, ჩანთა ზურგზე მოვიგდე და სკოლისაკენ მიმავალ გზას ფეხით დავადექი. სკოლაში მისულს, ყველამ ერთდროულად მომაშტრდა და გაკვირვებული აქა-იქ დაიწყეს ჩურჩული, ვინაიდან ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, პირდაპირ კლასისაკენ ავიღე გეზი.
კლასის კარი, როგორც კი შევხსენი დათო ამესვეტა და ხელი ძლიერად ჩამავლო მკლავში ძალიან შემეშინდა. ნეტავ ახლა რაღა დავაშავე.
-მომისმინე შე მათხო...-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ კლასში ვიღაც შემოვიდა, მეგონა, რომელიმე მასწავლებელი იქნებოდა და ამიტომ გაჩერდა, მაგრამ შევცდი, უკან მიბრუნებულს დემეტრე დამხვდა, რომელმაც ამ წამს შემოაბიჯა კლასში ჩანთა ხელში მომაჩეჩა და დათოს თითქოს მშვიდად ანიშნა გამომყევიო, მაგრამ ისეთი გაბრაზებული იყო იმედია არ შემოაკვდება. სულელივით ვიდექი, მისი ჩანთა ხელში მეკავა და მიმავალთ გავყურებდი. ზარი მათი გასვლისთანავე დაირეკა შევამჩნიე, როგორ ჩაავლო ხელი დათოს საყელოში და გაბრაზებულმა ქვედა სართულისაკენ წაათრია. ერთ წამს მეგონა, რომ მე დამიცვა, მაგრამ ეს უაზრო ფიქრი სასწრაფოდ ამოვშალე ჩემი უტვინო თავიდან მწარედ ჩამეცინა ჩემივე ფიქრებზე და მისი ჩანთა თავისსავე მერხზე მოვათავსე. ალბათ კიდევ რაღაც დააშავა დათომ, დემეტრემ კი დაინხა თუ არა, ისე რომ არც დაფიქრებულა ჩანთა შემომაჩეჩა ხელებში ალბათ, ვერც შემამჩნია მე, რომ ვიყავი თორემ ახლოსაც არ გამაკარებდა მის ჩანთასთან მან ხომ უკვე იცის, რომ ღარიბი ვარ.
ორი გაკვეთილის შემდეგ კარი დაუკითხავად შემოხსნა დემეტრემ და თავისი ადგილისაკენ აიღო გეზი იქ მისულმა სწრაფად დასტაცა ხელი ჩანთას და სწრაფადვე დატოვა კლასი. ყველა გაკვირვებული უყურებდა, მასწავლებელს კი კინაღამ ყბა ჩამოუვარდა და თვალები გადმოუცვიდა. შემდეგ რაღაც ჩაილაპარაკა მობეზრებული სახით თავი გააქნი და ჟურნალს მიუბრუნდა.
***
სახლში, რომ მივედი ოთხი იყო საათი სწრაფად გამოვიცვალე ცოტა დავისვენე და მეცადინეობას შევუდექი, შემდეგ კი სამზარეულოს მივაშურე და თითქმის ორი დღის უჭმელმა ისე გემრიელად შევექეცი ჭამას, რომ აღარავის ახსოვდა არც ეკონომიურად ჭამა და მითუმეტეს ფინანსური მდგომარეობა.
ათი საათი იყო, როდესაც დასაძინებლად წავედი. ხვალ შაბათია ძლიან მიხარია, თან დროა სამსახურის ძებნა დავიწყო, მაგრამ აზრზე არ ვარ სად უნდა ვეძებო.
დილით ადრიანად წავედი იქნებ რამე ვიშოვომეთქი. ერთერთ ქუჩას მივუყვებოდი, როდესაც კაგის ვიტრინაზე გაკრულ განცხადებას მოვკარი თვალი სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ მიმტანი, არც კი დავფიქრებულვარ ისე შევაღე კარი და ერთ-ერთი თანამშრომლის დახმარებით კაფის მეპატრონის კაბინეტიც მალევე ვიპოვე. გასაუბრება წარმტებული აღმოჩნდა, თან სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ კიდევ ერთი თანამშრომელი და თითქმის არც დაფიქრებულა ისე ამიყვანა სამსახურში. ბედნიერმა დავტოვე შენობა ხვალიდან მუშაობას ვიწყებდი.
მეორე დღეს კვირა იყო და ადრიანად წავედი აწ უკვე ჩემს სამსახურში, იქ მისულს არაჩვეულებრივი გარემო და თბილი ადამიანები დამხვდნენ. გართულება მხოლოდ მათ უნიფორმაზე მქონდა, რომელიც ძალიან მაკომპლექსებდა, მაგრამ რა უნდა მექნა.
კაფეს მეპატრონეს კიდევ ერთხელ ვესაუბრე, რადგან სკოლა მქონდა დრო უნდა შემეთანხმებინა მასთან. ძალიან გამიხარდა, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ ორშაბათის გაცდენა მომიწევდა დანარჩენ დღეებში სკოლის შემდეგ ვიმუშავებდი საღამოს რვა საათამდე.
ორშაბათი დღეც მალევე მიიწურა. დაღლილ დაქანცულმა სახლში მისვლისთანავე დავიძინე დილით კი ადრიანად გავიღვიძე და წავიმეცადინე. სკოლაში ხუთი წუთით დამაგვიანდა. კარებზე დავაკაკუნე და მასწავლებლის „შემოდის“ შემდეგ თავდახრილმა შევაღე კარი ბოდიში მოვიხადე დაგვიანებისათვის და ჩემი ადგილისაკენ ავიღე გეზი.
თან მერხისაკენ მიმავალმა დემეტრეს გაბრაზებულ სახეს, გადავაწყდი თვალს არ მაშორებდა და ყველა ჩემს მოძრაობას აკვირდებოდა სანამ დავჯდებოდი ჩემს მერხთან. კი შემეშინდა, მაგრამ მაინც არაფერი შევიმჩნიე.

***

ესეც მეორე თავი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი mirandaa31

საინტერესოა. ცოტა გაზარდე თავები.. ველოდები ახალ თავს
--------------------
ხელმოწერა

 



№2  offline წევრი ჵჵჵჵ

mirandaa31
საინტერესოა. ცოტა გაზარდე თავები.. ველოდები ახალ თავს

მადლობაა.

 



№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ჰმ... დამაინტერესა... ასე გააგრძელე და არ დააგვიანებ ხოლმე იმედია <3 წარმატებები

 



№4  offline წევრი ჵჵჵჵ

ანი ანი
ჰმ... დამაინტერესა... ასე გააგრძელე და არ დააგვიანებ ხოლმე იმედია <3 წარმატებები

შევეცდები არ დავაგვიანო.

 



№5 წევრი nathali lifhonava

აუცილებლად გააგრძელე
არარა მაინც ნერვები იცით რაზე მეშლება?;დდ
ასე მაგრად წერთ და უფრო ადრე
რომ დარეგისტრირდეთ არა?;დ
იმედია პასუხისმგებლიანი იქნები ჩემო ციცქნა და
ამ ისტორიას ოლომდე ჩაათავებ და
ჩემს პატარა გულს არ დამწყვეტ<3
ლყყყყ გელოოდები სიყვარულო heart_eyes heart_eyes joy
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

 



№6  offline წევრი ჵჵჵჵ

nathali lifhonava
აუცილებლად გააგრძელე
არარა მაინც ნერვები იცით რაზე მეშლება?;დდ
ასე მაგრად წერთ და უფრო ადრე
რომ დარეგისტრირდეთ არა?;დ
იმედია პასუხისმგებლიანი იქნები ჩემო ციცქნა და
ამ ისტორიას ოლომდე ჩაათავებ და
ჩემს პატარა გულს არ დამწყვეტ<3
ლყყყყ გელოოდები სიყვარულო heart_eyes heart_eyes joy


დიდი მადლობა. ვიყავი ადრე დარეგისტრირებული მაგრამ იმ გვერდით ვეღარ ავტვირთე.

 



№7 წევრი nathali lifhonava

ჵჵჵჵ
nathali lifhonava
აუცილებლად გააგრძელე
არარა მაინც ნერვები იცით რაზე მეშლება?;დდ
ასე მაგრად წერთ და უფრო ადრე
რომ დარეგისტრირდეთ არა?;დ
იმედია პასუხისმგებლიანი იქნები ჩემო ციცქნა და
ამ ისტორიას ოლომდე ჩაათავებ და
ჩემს პატარა გულს არ დამწყვეტ<3
ლყყყყ გელოოდები სიყვარულო heart_eyes heart_eyes joy


დიდი მადლობა. ვიყავი ადრე დარეგისტრირებული მაგრამ იმ გვერდით ვეღარ ავტვირთე.

გასაგებია
ველი ახალ თავს<3
წარმატებები შენ kissing_heart
--------------------
❤❤თორნიკეს გოგო❤❤

 



№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დღეს დადებ ახალ თავს?

 



№9 სტუმარი სტუმარი ნუკა

ძაან მაგარია!! გაგრძელებას ველიიი))

 



№10  offline წევრი ჵჵჵჵ

ანი ანი
დღეს დადებ ახალ თავს?

სტუმარი ნუკა
ძაან მაგარია!! გაგრძელებას ველიიი))

დავდე მესამე თავი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent