შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ანნა 2 ნაწილი * ერთადერთი *


21-06-2018, 23:04
ნანახია 404

ანნა 2 ნაწილი * ერთადერთი *

***********
•თათა•

უკვე ჩვევად მექცა დილით ადრე ყავის დალევა , აევანზე.. ამ დროს ვფიქრობ ყველაფერზე.ჩემს ცხოვრებაზე სადაც სულ რამოდენიმე ადამიანია ვინც ჩემთვის მნიშვნელოვანია.. პირველი არის რა თქმა უნდა ჩემი მშობლები არიან,შემდეგ ჩემი განუყოფელი ნაწილი ანამარია და ბოლოს "ის".. ვინ არის ის?? ის არის ადამიანი,რომელმაც მოახერხა და შეძლო ჩემი სულიერი სიმშვიდის დარღვევა,ქურდი,რომელმაც გული წამართვა..ჰო,აი ასე აიღო და თან წაიყოლა ჩემი სულიც.. როგორ გავიცანი სანდრო?მოგიყვებით..
ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო... აგვისტოს ბოლოს ჩამოვედი თბილისში , ჩემს მშობლიურ მხარეში,რაჭაში ყოფნა ,რომ მომბეზრდა მაშინ. დაცლილ ქალაქში,სხვა რა გაეკეთებინა თუ არა , კაფეში წასვლა,ლიტერატურულ კაფეში. სადაც არაჩვეულებრივი წიგნები მეგულებოდა.. კითხვა ყოველთვის მიყვარდა ,ამიტომ მათი ხშირი სტუმარი ვიყავი,რადგან ძალიან მყუდრო გარემოა,მშვიდად კითხვისთვის.. მეც , სწორედ ჩამოსვლიდან მეორე დღეს ვესტუმრე..თაროებს შევავლე თვალი და ჩემი საყვარელი მწერლის ერთ-ერთი რომანი ხელში შევათამაშე..იქვე ახლოს ჩამოვჯექი და კითხვა დავიწყე.როგორც ყოველთვის ახლაც ისევე გავერთე კითხვაში.ვერც კი მივხვდი ,როდის აღმოჩნდა "ის" ჩემს მაგიდასთან...
ბიჭს,ხელში ზუსტად ის წიგნი ეჭირა,რომელსაც მე ვკითხულობდი.სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი,ამ ფაქტით. ზოგადად გამიკვირდა კიდეც, მისნაირი ბიჭები ,წიგნების კითხვას ხომ კლუბებში გართობას ამჯობინებენ.
სიმშვიდე,რომელიც სუფევდა მისმა სასიამოვნო ბატონმა დამირღვია.
- იმდენად საინტერესოდ კითხულობთ, აგერ უკვე 3 საათია,რომ მეც მომინდა წამეკითხა.
- იქნებ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთისას არ ემთხვევა??
გამომცდელად შევხედე..არ მჯერა ,რომ ბიჭს ვესაუბრები წიგნზე... ასეთები,მგონი აღარ არსებობენ.
- შეიძლება,მაგრამ არ არის გამორიცხული ,რომ ინტერესები დაემთხვას გარკვეულ საკითხებში.. შეგიძლიათ,მიამბოთ წიგნზე,მეტი ინტერესისთვის ?
-წიფნი მარტოხელა ვეტერან კაცზეა,რომელიც მისმა საყვარელმა ქალმა მიატოვა, ყველაზე მთავარი კი ის არის ,რომ ეს ქალი სწორედ ფრონტის ხაზზე გაიცნო... ერთი შეხედვით უბრალო ისტორიაა,თუმცა არის მასში რაღაც ხიბლი ,რაც მკითხველს აინტერესებს. ცხოვრებისეულია და მე პირადად ბევრი რაღაცის გარკვევაში დამეხმარა...
მგონი ამომწურავად გავეცი პასუხი. ერთხანს ჩაფიქრდა და შემდეგ ისეთი რამ თქვა რის გამოც,ყბა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით , ჩამომივარდა.
- შენი აზრით ქეითის საქციელი გამართლებულია,როდესაც მან გრეგორი მიატოვა?
-ანუ წაკითხული გაქვთ და მომატყუე?
რამ გამაკაპასა ,მეც არვიცი..
- კარგი,ჰო მაპატიე,უბრალოდ სხვა მიზეზი ვერ მოვიფიქრე ,რომ გამოლაპარაკების შანსი მქონოდა... მინდა,რომ აქ,ამ კაფეში შევხვდეთ ხოლმე,თუ რა თქმა უნდა გსურს.
- ტყულით დაწყებული ურთიერთობა არ მიყვარს.არ აქვს მიზეზს მნიშვნელობა,არც ის თუ რის გამო მითხარი.
შევეცადე კატეგორიული ,მტკიცე ვყოფილიყავი..
- ვფიქრობ,ჩემი უწყინარი ტყუილი ,რომ არა ვერც გავიცნობდი. ასე ,რომ ეს არ ითვლება..
ხვალ,ზუსტად ამ დროს!.
თქვა და უსიტყვოდ დამტოვა. თავხედი , თვითდაჯერებული. მაშ რა ჰგონია ,რომ ვნახავ??ცდება...
მეორე დღეს არ მივედი,არც მესამე დღეს.მეთოხე დღეს კი იქ ,მხოლოდ იმის იმედით მივედი,რომ არ დამხვდებოდა.თუმცა , გატყუებთ თქვენც და ჩემს თავსაც. მისი ნახვის იმედი ,სულ ცოტათი მაინც მინდოდა...
კარი გავხსენი თუ არა , იქვე შევუდექი.ზუსტად იმ მაგიდასთან იჯდა,სადაც პირველად შევხვდით...შევეცადე,მისი ნახვით გამოწვეული სიხარული ,სახეზე არ დამტყობოდა..მისკენ დავიძარი და ზუსტად მის წინ დავჯექი.
- ვიცოდი,რომ ქალური პრინციპულობის გამო არ მოხვიდოდი. დღეს,კი მოხვედი. გელოდი იცი?!
კმაყოფილებას ვერ მალავდა ბიჭი.
- ზედმეტად კმაყოფილი ჩანხარ,ამ ფაქტით.
- ხომ ხედავ ,არც ვმალავ..
მას მერე თითქმის ყველგან და ყოველთვის ,სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, იქ იყო.. გარკვეული გვქონდა დ ვიცოდით ,რასაც ველოდით ერთმანეთისგან... ბედნიერიც კი ვიყავი..მაგრამ... მაგრამ,ხომ იცით ყველაფერი ,როგორც გვინდა ისე არ ხდება.ბედნიერებასა აქვს დასასრული.. სწორედ,იმ დღეს ,როდესაც ერთმანეთს შევხვდით . გადავწყვიტე ამჯერად მე გამეკეთებინა ,მისთვის სიურპრიზი.. ყველაფერი იმ წამს გაჩერდა ,როდესაც მისი სახლიდან გამომავალი, ვულგარულად ჩაცმული , შავგვრემანი ქალი დავინახე... თითქოს,კარუსელი გაჩერდა.. იმ გრძნობამ ,რომ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანში შევცდი...
მას მერე რაც ურთიერთობა აგვერია,სულ კუდში დამსდევდა და ახსნას მთხოვდა, მაგრამ რა თქმა უნდა ,არ ვუსენდი..ვიცოდი,რომ არაფერი ჰქონიათ.ეს
კი მისი ერთერთი "დაქალისგან" გავიგე..
თქვენ არ იცით ,როგორი ძნელი იყო ჩემთვის მისი შორიდან ყურება.მაგრამ რა მექნა.. ვიცოდი,ერთი მისი სიტყვაც და აქეთ გავეკიდებოდი... ჯანდაბა, მაგიჟებს..მაგიჟებს მისი ახლოს და ასევე შორს ყურება..
******
კვირა დღეს,გადაწყვიტა იქ წასულიყო,სადაც ყველაფერი დაიწყო. იმ დღეს ,თითქოს გული უგრძნობდა,რომ უნდა მისულიყო ... შიგნით შევიდა, მოათვალიერა იქაურობა და ერთ ადგილას თვალი გაუშტერდა..თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოსავალს. ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოს კარუსელი გაჩერდა.. კარუსელი ,რომელზეც ის და სანდრო ერთად იყვნენ..თვალი, "წყვილისთვის" გაეშტერებინა,რომლებიც მშვენივრად ერთობოფნენ.. სანდრო და უცხო ქალი..თქვენ რას იზამდით ამავე სიტუაციაში?მიხვიდოდით და ფანიკას ატეხდით , თუ გემრიელ სილას უთავაზებდით, "მოღალატე" შეყვარებულს??
თათა, როგორც კი გამოფხიზლდა და დაეშვა დედამიწაზე, მაშინვე აიღო გეზი იქვე კუთხეში მდებარე მაგიდისკენ... არ ელოდით??არც ,თავად ელოდა საკუთარი თავისგან ,ამგვარ საქციელს.. ჯერ კიდევ დაუმთავრებელი წიგნი ამოიღო ჩანთიდან და კითხვა განაგრძო.
უცხოს ,რომ შეეხედა იფიქრებდა ,როგორ გულმოდგინედ კითხულობსო, სინამდვილეში კი ერთ გვერდს . ფიქრებით ისევ წყვილთან იყო,რომელთა მაგიდაც სულ რაღაც , ერთი მაგიდის დაშორებით იდგა..უაზროდ ეჭვიანი ,არასდროს ყოფილა.. მაგრამ ,როდესაც სანდრო ,უცხო გოგოსთან ერთად, "მათ ადგილას" მოიყვანა , იფიქრა,რომ ვინმე სერიოზული უნდა ყოფილიყო მისთვის... ამის გაფიქრებაც კი გულს ტკენდა..
თვალები გაურბოდა,მათკენ და ცოტახანში დაინახა როგორ ადგა გოგო და საპირფარეშოსკენ გაემართა... თვალები,ლამის ბუდიდან ამოუვარდა , როდესაც მის წინ სკამი გაიწია და სანდრო ჩამოჯდა..
- აბა? როგორ მოგწონს ნინა?
ისე ჰკითხა ,თითქოს მისი განუყრელი მეგობარი იყოს მისი..გოგონა , ამან ძალიან გააცოფა.ჯერ მათი ერთად დანახვა რა დღეში აგდებდა,ახლა კი ასე უტიფრად ეკითხება...
- აჰ,ნინა? გარეგნულად არაფერი აქვს დასაწუნი.მთავარია ჩემნაირი გულუბრყვილო არ იყოს,რომ მასაც არ უღალატო...
ბიჭს თვალები აუგიზგიზდა ,რაღაცის თქმა დააპირა მაგრამ სწორედ ამ დროს მიუახლოვდა მაგიდას თავად ნინა მიუახლოვდა..
- აბა, რაზე საუბრობთ ?
მხიარულად იკითხა.
- რაღაც საქმე ჰქონდა და იმაზე ნინ..
ღიმილით მიმართა.ხელის გადახვია გოგონას და გვერდით მოისვა..
- მისალმება სულ დამავიწყდა.. გამარჯობა , მე ნინა ვარ , სანდროს ნათლული..
თათას გაწვდილი ხელი გაუშეშდა, ძლივს მოიკრიბა ძალა და ამოთქვა.
- სასიამოვნოა, მე თათა ნიკოს მეგობარი. არ ვიცოდი ნათლული თუ გყავდა!
ნიშნის მოგებით გადახედა სანდროს.თვალებით ეუბნებოდა ,ხომ გამოგიჭირეო.
- ჰო, შვეიცარიაში ვცხოვრობ და რაც წავედი თითქმის არც ჩამოვსულვარ..ახლა,კი ძალიან შემომიტია სამშობლოს და საყვარელი ადამიანების მონატრებამ.ჰოდა,მეც აქ ვარ..
- ჰო,მესმის რთულია საყვარელი ადამიანების მონატრება..
თითქოს სევდიანად ჩაილაპარალა.რაც არ დარჩენია სანდროს , უყურადღებოდ.
საუბრობდნენ , ნუ ძირითადად ნინა საუბრობდა.
თათას ძალიან მოეწონა,ნინა.იმდენად ბავშვური იყო ,რომ ღიმილით შეჰყურებდა საუნრისას... წამოსვლისას,ნინამ ,თათა თავისთან დაპატიჟა. წვეულებასავით მაქვსო, ჩემი ახლო მეგობრები იქნებიან და შენც თუ იქნები, გამოხარდებაო. იმდენად სთხოვა ,რომ ვერ აწყენინა და დასთანხმდა.მისამართიც ჩაიწერა და დაემშვიდობა ნათლია-ნათლულს.
****
რატომღაც ნოსტალგიამ შეუტია და ის კაბა ჩაიცვა,პირველი შეხვედრისას ,რომ ეცვა.
მისი საყვარელი კაბა იყო და არის..ვერ იტანს ,დაგვიანებას.ამიტომ მალევე მოემზადა და გავიდა. ნინას სახლიდან მუსიკის და საუბრის ხმები გამოდიოდა. ზარს თითი მიაჭირა და დაელოდა მასპინძელს.
- თათა, შემოდი. მოდი, გელოსანდრო
- კეთილი იყოს ჩემი ფეხი. ეს შენ.
ორი ბოთლი წითელი ღვინო მიაწოდა.
- მადლობა,დიდი ძალიან მიყვარს ეს წითელი ღვინო.. შემოდი. უცხოდ,რომ არ იგრძნო თავი აი,მოდი აქ დაჯექი ,სანდროს გვერდით.
ნინამ ,ხელი ჩაკიდა და ისე წაიყვანა სანდროსკენ და ისე მიუსვა გვერდით,რომ ვერც შეეწინააღმდეგა..
- ამმ..კარგი..
სხვა რა დარჩენოდა..გვერით გაიხედა და სანდროს უძირო მწვანეებს წააწყდა.. იმდენად ჩამთრევი თვალები ჰქონდა,რომ თათა თვალს ვერ სწყვეტდა..როცა მიხვდა,რომ ბიჭმა გამოიჭირა ,უცებ ფეხზე წამოხტა და სასმელის ასაღებად წავიდა.. დახლზე სხვადასხვა სახის სასმელები ეწყო. მიხვდა,რომ რაიმე უფრო ძლიერი სჭირდებოდა ვიდრე ღვინო.ამიტომ კონიაკის ჭიქას დაავლო ხელი და ერთიანად გადაკრა...
- ვაუ! აი,ეს მესმის. რამ გაგამწარა ასე ?
გვერდიდან ნინას ხმა მოესმა..-მოდი , გამოვიცნიბ, ისევ სანდრო?
თათა გაკვირვებული მიუბრუნდა.არ ელოდა ,რომ მას ეტყოდა რაიმეს სანდრო..
-ჰო , სხვა ვინ იქნებოდა.არ მეგონა ჩემზე თუ ვინმეს უყვებოდა.
გულახდილობა გადაწყვიტა გოგონასთან, ვინაიდან ამ მოკლე დროში უკვე შეიცნო..
- უყვებოდა??? უყვებოდა კიარა ყველას თავს გვატკიებდა შენზე საუბრით.დილიდან-საღამომდე.. პირველად,რომ გნახა , მას მერე თითქმის ყოველდღე სკაიპში მოკითხვის მაგივრად შენზე მიყვებოდა.თითქმის დაუსწრებლად გიცნობ..
სიცილით უყვებოდა , ისტორიებს.თათა ამ დროს რას გრძნობდა?? ნუ იკითხავთ. ყველაფერს.სიყვარულს,სიხარულს,მონატრებას,ბედნიერებას და რაც მთავარია , გრძნობდა ,რომ კარუსელი ისევ დატრიალდა.ისევ აენთო თვალები..ისევ..
ვერ იაზრებდა ,მერამდენე ჭიქას სვამდა.თუმცა ,ერთი შეხედვითაც კი შეატყობდით ,რომ უზომოდ ბევრი დალია.. ეს სანდრომაც შეამჩნია და მისკენ დაიძრა.
პირთან მიტანილი ჭიქა ,ხელიდან გამოაცალა და კარისკენ წაიყვანა.გზად,მის ნივთებს იღებდა..
თათა,თავისთვის ლუღლუღებდა ,რასაც სანდრო დიდ ყურადღებას არ აქცევდა,თუმცა როდესაც მისი სახელი ახსენა ,ყურები ცქვიტა.
- სანნ..დრო..სანდრო.ჩემი ბრალ..ია..მიყვ..
და იგრძნო ,როგორ დაუმძიმდა ხელი..
ჩაეძინა...

*******
დილით გაღვიძებულს პირველი თვალში უცხო ოთახი მოხვდა,შემდეგ მზერა ოთახს მოავლო და იქვე მჯდარი სანდროც შეამჩნია..
- სად ვართ?
ცნობისმოყვარედ იკითხა გოგონამ,რადგან. გარემო ვერ იცნო..
- ყაზბეგში
- ყაზბეგში ? აქ რა გვინდა?
თან გაუხარდა ,რადგან ყაზბეგზე გიჟდებოდა ..
- მოგიტაცე!

^^^
გამარჯობა,როგორც მიხვდით ეს თავი მხოლოდ თათას და სანდროს დაეთმო და საკმაოდ მოზრდილი თავი გამოვიდა.შემდეგ თავში , დაგიბრუნდებათ ნიკო და ანამარია .ასევე ჩვენი მესამე წყვილი ,გიორგი და მაკო..
იმედი,მაქვს ისიამოვნეთ და შეგაყვარებთ თათა და სანდრო.. მიყვარხართ ❤❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ყვითელგულა

ძალიან მომწონს ეს მოთხრობა.ველი ნიკოს და ანამარიას წყვილს❤❤

 




ყვითელგულა
ძალიან მომწონს ეს მოთხრობა.ველი ნიკოს და ანამარიას წყვილს❤❤

მადლობა დიდიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent