შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღაპარში * სრულად *


22-06-2018, 15:06
ნანახია 1 874

ზღაპარში * სრულად *

****
სად არის სამართალი?ან არსებობს ის?? ნუთუ ,არ არის უსამართლობა ,როდესაც ქუჩაში 10 წლის ბავშვები მოწყალებას სთხოვენ ფიტულებს.ჰო,ფიტულებს,რომელთაც გულის .მაგივრად დიდი ლოდი აქვთ.
უსამართლობა არაა? ახლა,ჩემს წინ ,რომ თანატოლი გოგონები მხოლოდ იმის გამო დამცინიან,რომ მათსავით არ მაცვია და მოწყალებას ვითხოვ. განა სათაკილოა? არა , სულაც არა.. არაფერია ,სათაკილო თუ ის ქმედება სიცოცხლეს გინარჩუნებს..
გგონიათ,მე მომწონს? მაღაზიასთან მთელი დღით ჯდომა და ვიტრინებში ყურება. უხეში ადამიანები,თითქოს რამე გადაედებათო,ისე ფრთხიან ჩემი დანახვისას..დამცირება, აი რა არის ქუჩის მთავარი პრინციპი. და ,ჰო რა მთავარია ფული. აქ ფულის გამო მოგკლავენ,გცემენ,აბუჩად აგიგდებენ , გაგანადგურებენ..
დღესაც, ვზივარ პარკში.მუჭები მუდამ მზად მაქვს.ველი,კეთილ ადამიანს ,ვინც დამეხმარება ,რომ დღეს პური ,ხვალ კი საჭმელი ვიყიდო..
ვიცოდი.ვიცდი.ვიცდი, ასე უსასრულოდ ვიცდი. და პოი ,საოცრებავ!
ჩემს წინ უცნობმა ჩაიარა,ისე რომ არც შემოუხედავს, 100 ლარიანი დამიდო გამოშლილ ხელზე..
" დღეს ბედი გწყალობს!". გავიფიქრე ,მაგრამ ვინ იცის ,რა იქნება ხვალ ან ზეგ.მომავალში.
უკან დავბრუნდი მაღაზიასთან,სადაც ჯერაც იჯდა ის პატარა,ჭუჭყისგან გაშავებული გოგონა.მივუახლოვდი და ხელში 50 ლარიანი ჩავუგდე.. თქვენ უნდა გენახათ მისი თვალები..უძირო,უფსკრულისფერი თვალები. კარგად თუ დააკვირდებით მიხვდებით ,რომ ეს გოგონა თოვლივით თეთრი კანის და ქერა თმის პატრონია. თუმცა, მტვერმა გააშავა..
"ცხოვრება მშვენიერია" ნეტა ვინ მოიფიქრა ეს??როდის იყო ცხოვრება მშვენიერი ,ჩემისთანა ხალხისთვის??...

******
უკვე 3 დღე გავიდა ,მას შემდეგ რაც მშიერ-მწყურვალი ვარ. იმ პარკს გუშინწინ მივაკითხე ,თუმცა ის კეთილი ადამიანი არ გამოჩენილა.
გუშინ მძიმე დღე იყო. მოხუცებული ქალი გარდაიცვალა,რომელიც ადრე პურს მიყოფდა. და მაინც ,რა უსამართლოა ცხოვრება.
სულ რაღაც 17 წლის ვარ და არც კი ვიცი,როგორია ოჯახი. ადრე,სულ ვოცნებობდი.ახლა,კი გავიზარდე და მხოლოდ საარსებო წყაროს ვნატრობ. კიდევ კარგი ,ოცნება მაინც გვაქვს უფასო...
დილით,მეეზოვეებმა გამაღვიძეს. "ჩემი სახლის" ადგილას , დასუფთავება ევალებოდათ.მეც , რა თქმა უნდა მორჩილად ავდექი ,ჩემი გუდა-ნაბადი წამოვკრიფე და ახალი ადგილის საპოვნელად გავეშურე,ხმაურიან ქუჩაში...
შორიახლოს ლამაზ პარკს მივაგენი.მგონი, დღეს საჭმელს შევჭამთქო , გავიფიქრე თუ არა,პარკის შესასვლელისკენ დავძარი..იქვე დავჯექი შესასვლელთან.ახალგაზრდებს თავი მოეყარათ.დაახლოებით,ჩემ ხელები იყვნენ,რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ.
მათ ყურებაში გავერთე.შემდეგ დავინახე ,როგორ თქვა ერთმა გოგომ იმას შეხედეთო.წამში,ყველას მზერა ჩემსკენ იყო მომართული.შემრცხვა...
- ჰეი, მათხოვარო.
თავი ჩავხარე. მიჩვეული ვიყავი მსგავს რაღაცეებს, მაგრამ ყოველ ჯერზე, მაინც გულს მტკენს.ვიგრძენი,როგორ მომაწვა ცრემლები...კიდევ , იტყვით ცხოვრება მშვენიერიაო??!!
- მათხოვარო,შენ გეძახით!
ვიღაც,ბიჭი მომიახლოვდა და სახეზე შემომხედა.
- მათხოვარო,რა მახინჯი ყოფილხარ! შეხედეთ რას ჰგავს!
ამის თქმა და იქ მყოფების ახარხარება ერთი იყო.
აი ,რა ვაჟკაცები ეზრდება ქვეყანას.
თავი ჩავრგე. ნეტავ თუ არსებობს,ადამიანი ვინც მათსავით არ დამამცირებს.ვინც,დამიცავს ხალხის ბრბოსგან.სასწაულები ხდება.თურმე ხდება ,როდესაც ეს ძალიან გინდა..
პარკის სადგომთან მანქანამ შემოუხვია.არ ვიცი ,რა მოდელის იყო,მაგრამ ეტყობოდა,რამდენიმე ათასი დოლარი მაინც ეღირებოდა.ბრბომაც,მანქანისკენ მიმართა ყურადღება. თან შეძახილებს არ წყვეტდნენ, აღფრთოვანებულები.
აღფრთოვანება, მითქმა-მოთქმამ შეცვლა.
-ეს ისაა?
- კი,ეგაა.როგორც ჩანს ჩამოვიდა.
-ნეტავ რა უნდა აქ?
- რავიცი ,ალბათ მათხოვარს მოაკითხა.
თქვა რომელღაცამ და სიცილი ატეხეს.თან ვითომ სიბრალულით გადმომხედეს.
მწარედ ჩამეცინა.მე , უსახლკარო,მარტოსულ ადამიანს,რატომ უნდა მომაკითხოს ვიღაც მდიდარმა. მდიდრები,ხომ ერთმანეთისგან არ განსხვავდებიან.ყველა ერთნაირია.
სასწაულები ხდება.
ჩემს წინ ის იდგა.აი,ის ვინც 100 ლარიანი მიწყალობა.იცით ვინ იყო? აი,იმ მანქანის მდიდარი პატრონი.ჰო, ნამდვილად ის არის.
- ადექი!
მბრძანებლური ტონით მომმართა მან. გაკვირვებული ვიყავი.მე?
-ადექი!
გაიმეორა კვლავ. თვალებგაფართოებული შევყურებდი ახალგაზრდა, მხარბეჭიანი მამაკაცს. ჩემდაუნებურად წამოვდექი,ქვემოდან ავხედე ,ჩემზე 3 თავით მაღალს.
- მერაბ,მანქანასთან მიიყვანე.მეც,მალე მოვალ! არ შეგეშინდეს.მენდე!
ნივთებისა მხოლოდ ჩემი ბლოკნოტი და ფანქარი ავიღე. ესენი,ადრე მაჩუქა ერთმა ბავშვმა.ხატვა, ძალიან მიყვარს.
მერაბს გავყევი. იმ ,მდიდრულ მანქანაში ჩამსვა,ხალხი ასე ,რომ აღაფრთოვანა. ფანჯრიდან, დავინახე,როგორ ესაუბრებოდა იმ ბრბოს. შემდეგ,მობრუნდა და მედიდური ნაბიჯებით ჩაჯდა მანქანაში.
მისმა ხმამ მანქანაში,კლასიკური მუსიკის ხმა გადაფარა.
- სახლში!
გაურკვევლობაში ყოფნა.ყველაზე საშინელი გრძნობაა.არვიცი რა უნდა ჩემგან,რატომ მფარველ ანგელოზად?.
- ყველაფერზე ,სახლში ვისაუბროთ!
სიტყვაძუნწი!..
სახლი?სახლი კიარა სასახლეა.ასეთი,მხოლოდ ზღაპრებში თუ იქნება. დარბაზივით უზარმაზარი,ოთახისკენ გამიძღვა.ხო ,რა თქმა უნდა, ეს მათი მისაღები ოთახი იქნება. გეუბნებით, სასახლეა.
გაურკვეველი სითხით სავსე ჭიქა აიღო და იქვე ტყავის სავარძელზე ჩამოჯდა,ხელით მის წინ იგივენაირად სავარძელზე მიმითითა.მომერიდა.ჩემს ჭუჭყიან ტანსაცმელს დავხედე , შემრცხვა მაგრამ , მის მითითებებს მივყევი და მის წინ ჩამოვჯექი.
- დიდხანს ვეძებდი ჩემს მეგობარს,რომელიც ბავშვთა სახლში გავიცანი. ძლივს გავედი შენს კვალზე. ნუთუ ვერ მიცანი? არ გახსოვს ბიჭი ,ბავშთა სახლში ,რომ გვეხმარებოდა ხოლმე?
ამან ცოტა არ იყოს გამაკვირვა და ჩამაფიქრდა.წარსულის მოგონებებიდან თითქმის არ მახსოვს მნიშვნელოვანი დეტალები..ჩავფიქრდი.იფიქრე, იფიქრე..
ბათუ.ბათუ..კი , ნამდვილად ისაა. თვალებში ჩავხედე.მის ყავისფერ თვალებში,პატარა ბათუ დავინახე..გამიხარდა.უსაზღვროდ გამიხარდა.ისე ძლიერად ჩავეხუტე ,თითქოს მას კიდევ ვინმე წამართმევდა..
- მაინც მიპოვე.სიტყვა შეასრულე..მიპოვნე.
-პირობა შევასრულე.გიპოვნე.ჩემო ელა.

დასასრული.

^^^
ერთი ამოსუნთქვით დაწერილია.. იმდენად მსურდა ,რაიმე განსხვავებული დამეწერა,რომ ვერ გავუძელი ცდუნებას და მაინც დავწერე.იმედი მაქვს , ისიამოვნებთ კითხვისას... მიხარიხართ ❤скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი marikuna18

აუ ეს რა იყო ძაან მაგარია♡♡♡ მალადეც ♡♡♡ მე დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებასაც ♡♡♡

 




marikuna18
აუ ეს რა იყო ძაან მაგარია♡♡♡ მალადეც ♡♡♡ მე დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებასაც ♡♡♡

ძალიან დიდი, მადლობა❤მიხარია,რომ მოგეწონა❤ ვიფიქრებ აუცილებლად ❤❤

 



№3  offline წევრი ყვითელგულა

ძალიან მომეწონა .ყოჩაღ ????????

 




ყვითელგულა
ძალიან მომეწონა .ყოჩაღ ????????

მადლობააა❤❤❤❤

 



№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუუუ როგორ მომეწონააა... დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მეც ამ ისტორიის გაგრძელებას უფრო ვრცლად.... ძალიან კარგი იყო <3

 



№6  offline წევრი richirichi

სიტყვები არ მყოფნის.ყოჩაღ:)

 



№7 სტუმარი kati

Gagrzelebas velodebi...

 



№8  offline წევრი მეDina

მართლა რა სულის შემძვრელი თემაა. "ღმერთი იყოს ყველა ობოლის და უმწეოს დამხმარე, ასეთ დამცინავებს კი გონება გაუხსნას"
--------------------
☆NaT☆

 




ანი ანი
აუუუ როგორ მომეწონააა... დიდი სიამოვნებით ვიხილავდი მეც ამ ისტორიის გაგრძელებას უფრო ვრცლად.... ძალიან კარგი იყო <3

ძალიან მიხარია,რომ მოგეწონა❤❤ ალბათ,დავწერ.თუმცაღა მაინც ვთვლი ,რომ ასეთი დასასრული ბევრად უკეთესია.❤

richirichi
სიტყვები არ მყოფნის.ყოჩაღ:)

დიდი მადლობა ❤

მეDina
მართლა რა სულის შემძვრელი თემაა. "ღმერთი იყოს ყველა ობოლის და უმწეოს დამხმარე, ასეთ დამცინავებს კი გონება გაუხსნას"

სწორედ,ამის გამო გადავწყვიტე დამეწერა. ჩემთვის პირადად ძალიან დიდ მწუხარებას წარმოადგენს , ასეთი მდგომარეობა.

 



№10  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

კარგია <3 იფიქრე ამ სიუჟეტით ცოტა ვრცლად დაწერო ისტორია.საინტერესო იქნება.წარმატებები

 




ტერიკო74
კარგია <3 იფიქრე ამ სიუჟეტით ცოტა ვრცლად დაწერო ისტორია.საინტერესო იქნება.წარმატებები

მადლობა,დიდი❤ შევეცდები,აუცილებლად ❤

 



№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიანნ კარგი იყო და აუცილებლად უნდაგააგრძელო❤️

 



№13  offline წევრი Jinijini

ძალიან მომეწონა, იმედია გააგრძელებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent