შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გატაცება( თავი 2)


22-06-2018, 20:22
ავტორი Life is Good
ნანახია 1 080

გატაცება( თავი 2)

ძილბურანში მყოფს რაღაც, გაურკვეველი ხმები ჩასემოდა.თითქოს რამოდენიმე ადამიანისგან შემდგარი მცირე ჯგუფი კამათობდა მის სიახლოვეს და მიუხედავად ასეთი სიახლოვისა,სიტყვების გარჩევას მაინც ვერ ახერხებდა და შიშინისმიერი ბგერები უშნოდ უღიზიანებდა ყურის აპკებს.გამოფხიზლებას ცრდილობდა მაგრამ, გაურკვეველ ბურანში იკარგებოდა. თუმცა, თავის და ძვლების გაუსაძლისმა ტკივილმა თავისი გაიტანა და გაჭირვებით დააშორა დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს.რძისფერ ბურუსში გახვეული მონდომებით შეეცადა გარემოს აღქმას და თვალების რამოდენიეჯერ დახუჭვა გახელის შემდეგ ბურუსიც გაიფანტა და თეთრად შეღებილი კედლებიც გამოჩნდა.ჭერში ჰალოგენის ნათურები დაემონტაჟებინათ,მზერა ზანტად გააცოცა და ოთახის კუთხეში მდგარ სავაძელზე, მოკუნტულ, თხელ ფიგურაში დედის ერთიანად გაფითრებული სახე გამოიკვეთა.რამოდენიმე ღამის უძინარ ქალს,თვალის უპეები ჩაშავებოდა და წონაშიც საგრძნობლად დაეკლო.თმა დაუდევრად ჰქონდა კეფაზე შეკრული და თბილ სპორტულ მოსაცმელში გახვეულიყო რომელიც ალბათ ორი ზომით მაინც ექნებოდა დიდი.ოთახში გამეფებულ სიჩუმეს საწოლის გვერდით მდგარი აპარატების გულის გამაწვრილებელი წრიპინი არღვევდა.
-დედაა..
გამშრალი ყელიდან ამოსული ბგერები იმდენედ უცხოდ მოხვდა ყურში შუბლი შეეჭმუხნა, რის შედეგედაც დაბინტული თავი უარესად ასტკივდა.ყელის ჩასაწმენდად სუსტად ჩაახველა.ხმაურზე ქალმა თავი წამოსწია და საწოლს დააკვირდა თითქოს, დარწმუნებას ცრდილობდა ხომ არ მომეჩვენაო.შემდეგ კი გველნაკბენივით წამოხტა ფეხზე და საწოლს დაფეთებული მივარდა.სხვა დროს თამარის ასეთ რეაქციაზე გაეღიმებოდა მაგრამ,ახლა იმდენედ სუსტად იყო ტუჩების დამორჩილებას ვერ ახერხებდა.
-სალომეე?ჩემო პატარავ...
წამიერედ აცრემლებული თვალები ხელის ზურგებით მოიწმინდა ქალმა და სულელივით გაიცინა.
-კარგად ხარ?ხომ არაფერი გტკივა დეე?ახლავე ექიმს მოვიყვან დედიკო...
-ერთი წუთით-ხელის აწევით სცადა ქალმა დედის შეჩერება .-რა მოხდა?სად ვარ?
-არაფერი გახსოვს დეე?-ამოისლუკუნა თამარმა და შვილს ათრთოლებული ხელით მიეფერა თმაზე.შემდეგ კი ცხვირი ხმაურით მოიწმინდა და ძლივს შესამჩნევად გაუღიმა გაოცებულ შვილს.-ავარიაში მოყევი დედიკო
სალომემ შუბლი შეჭმუხნა მომხდარის გასახსენებლად მაგრამ მსგავსი ვერეფერი გაიხსენა რაც ზემოთხსენებულ ავარიას უკავშირდებოდა.არაფერი ახსოვდა გარდა იმ ავადსახსენებელი დღისა რომელმაც ძველი კინოს კადრებივით ჩაუქროლა გონებაში და შიშის პატარა მწერებივით დაიწყო მთელს სხეულში ფუტფუტი.
-რა ავარია?რას ამბობ დედა?-ამოიხრიალა სასოწარკვეთილმა და ტუჩები სატირლად დაებრიცა. გადასხმის მილებისგან თავისუფალი ხელი საგულდაგულოდ დაბინტულ მტკივან შუბლზე მოისვა და ცოტა აკლდა არ აღრიალებულიყო.
-თავზე რა მჭირსა?რატომ მტკივა ასე საშინლად?
-დარტყმისას გაგიტყდა დედიკო და ტვინის შერყევა გაქვს მძიმე ფორმებში.
-ჯანდაბა,არაფერი მახსოვს
-ექიმს დავუძახებ-ნებართვას არ დალოდებია ისე გაუჩინარდა პალატიდან და სულ მალე თეთრ ხალათში გამოწყობილ შუახნის მამაკაცთან ერთად დაბრუნდა.როერლსაც, შავ კლასიკურ შარვალზე და თეთრ პერანგზე ზედმეტად
შეუხამებელი ჰალსტუხი მოერგო და ისე ჰქონდა კისერში წაჭერილი სალომეს წამით შეეცოდა კიდეც.თეთრი ხალათის გულის ჯიბეში რამოდენიმე საწერი კალამი და სათვალე მოეთავსებინა.კეთილი ჯამბაზივით იღიმოდა და თვალები ისე ანცად უციმციმებდა როგორც ბავშვს რომელსაც ზუსტად ის სათამაშო უყიდეს რომელიც უნდოდა.
-დაგვიბრუნდა ჩვენი ლამაზი პაციენტი?-ღიმილი ყურებამდე გაეხა კაცს,სათვალე მოირგო და ინტერესით ჩახედა პაციენტის ისტორისა
-აბა როგორ ხარ?გტკივა რამე?-ქალს სახეში დააჩერდა და პარალელურად თვალის გუგები შეუმოწმა.
-თავი მტკივა,კიდევ ვერ ვტოკდები და ზურგზე რაღაც მეწვის საშინლად.
ჩამოთვალა ჩივილები სალომემ.
-ეს არც არის გასაკვირი ,ჩვეულებრივი მოვლენაა თავის ტკივილი ტვინის მდზიმე შერყევის დროს და თუ გავითვალისწინებთ გადატანილ მძიმე ოპერეციას.შენ ძლიერი გოგო ხარ და უფალს ძალიან უყვარხარ
-რა ოპერეციას?რას ამბობთ?დედა რა ხდება?-ბრინჯივით დაიბნა ქალი.
- არ ინერვულოთ ყველეფერი კარგად იქნება.-დაამშვიდა ექიმმა-ხალხი ცალი თირკმელით სიბერემდე სრულფასოვნად ცხოვრობს...ჰყავთ შვილები,შვილიშვილები...
აგრძელებდა კეტილი ექიმი მშვიდი,გაწონასწორწბული ხმით პაციენტის დამშვიდებას თუმცა,სალომეს ერთი სიტყვაც აღარ გაუგონია თავში მხოლოდ "ავარია" და "ცალი თირკმელი " უტრიელდებდა მანტრასავით.შემდეგ დამამშვიდებელი გაუკეთეს და მშვიდად გადაეშვა მორფეოსის სამყაროში.

პალატაში მეორე დღესვე გადაიყვანეს,უტარებდნენ ათასნაირრ გამოკვლევებს თამარი კი წინ და უკან დარბოდა და შვილს თავს ევლებოდა.
-მამაშენმა დარეკა და მოგიკითხა,ქვეყნიდან ვარ გასული და როგორც კი დავბრუნდები მოვინეხულებო.იმედი მაქვს როგორც გჩვევია თავს ისე არ გაიგიჟებ.
სალომემ ფანჯრის მიღმა ჰორიზონტზე გაშტერებული მზერა დედაზე გადაიტანა და გაიგიმა.
-ბატონოო?
-დიმიტრიმ დარეკათქო და შენს ნახვას აპირებს-საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში ჩაჯდა თამარი და შვილს მომლოდინე თვალები მიაბყრო.
-გადაეცი არ შეწუხდეს!-კბილებს შორის ზიზღით გამოსცრა სალომემ.დედემ პირი გააღო რაღაცის სათქმელად მაგრამ გააჩუმა.-არ მინდა დედა ამაზე კემათი!
-ის მამაშენია და ისეთივე უფლებები აქვს როგორც მე..
-ის, მამაჩემი არ არის! მამობა მხოლოდ გენეყოფიერება არ არის დედა,სპერმის რამოდენიმე გრემი(გაეცინა)ის არ იქნებოდა?სხვა იქნებოდა ეგრედ წოდებული სტატუსით და არარსებული უფლებებით.
-ცუდად იქცევი დედი-შვილის სიჯიუტით ნნირწამხდარმა თამარმა მძიმედ ამოიოხრა-მით უმეტეს რომ საავადმყოფოს სრულ ხარჯებს დიმიტრი და მისი ოჯახი ფარავს.
სალომე მოულოდნელობისგან შეცბა,ისეთი შეგრძნება დაეუფლა თითქოს მუცელში მწარედ ჩაარტყესო.ხორცები აეწვა და თმის ძრები ისე ასტკივდა რომ შეცძლებოდა საკუთარი ხელით აიხდიდა სკალპს.
-გინდა მითხრა რომ იმ ნაბი@ვრების კლინიკაში ვწევარ და სრულ ხარჯებს ისინი ფარავენ?-ყელში გაჩხერილი მრისხანების ბურთი გაჩირვებით გადააგორა ბოღმას რომ არ დაეხრჩო.
-უფრო სწორად, მისი სიძის კლინიკაში...-შვილის მრისხანებამ ცოთა შეაშინა თამარი-კარგი ადამიანია ბარათელი,უკან არ დაუხევია არაფერზე იმდენი გააკეთა ჩვენთვის...მთელი ეს დრო გვერდიდან არ მოგვშორებია დედი..
-გაჩუმდი!!
იფეთქა უცებ სალომემ.საწოლზე მოიკუნტა,მკერდამდე მუხლები აიტანა და თავზე იტაცა ორივე ხელი-გაჩუმდი!ხმა არ ამოიღო! არ მიხსენო ეგ ნაბი@რი...გაჩუმდი...
ღრიალებდა გიჟივით და თავს აქეთ-იქითაქნევდა.ატეხილ ხმაურზე ,პალატის კარი უხეშად შემოგლიჯეს და კარის ზღურბლზე მაღალი,თეთრ ხალათში გამოწყობილი მამაკაცის და ექთნის ფიგურა გამოჩნდა.
-რა სჭირს?-იკითხა ექიმმა და პასუხს არც დალოდებია ისე გაემართა საწოლისკენ.მამაკაცის ბოხი ბაროტონი მეხის გავარდნასავით მისწვდა სალომეს სმენას და თითქოს სილა გაარტყესო თვალები შეშლილივით დაქაჩა.
-შე ნაბი@რო!
გამოსცრა კბილებსშორის ქალმა და მისკენ წასულ მამაკაცს გავეშებული ეცა მუშტების რტმით.-შე ნაგავო!
მამაკაცი ძლიერად სწვდა მკლავვებში და ერთიანად შებოჭა გაველურებული ქალის სიფრიფანა სხეული.
-არ მომეკერო!ხელი არ მახლო...მომშორდი შე არაკაცო...-მისი ხელებიდან თავის დახსნას ცრდილობდა ქალი.რომლებიც მჭიდროდ ბოჭავდნენ მხრები ასტკივდა და ცრემლებმაც არ დააყოვნეს თვალის ჯებირების გადმორღვევა.
-დამამშვიდებელი მოიტანე მარიამ!-მკაცრად გახედა ექთან გოგონას მამაკაცმა რომელიც ახლავეს ძახილით გაიჭრა კარში და ატირებული თამარიც ფეხდაფეხ გაიყოლა.
-მორჩი ისტერიკებს!-სახეში ჩააშტერდა მამაკაცი სალომეს და კბილები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა მრისხანება როგორმე რომ მოეთოკა.-მორჩი!სანამ საკუთარი ხელიტ არ გადაგამთვრიე ძვლებშ!
სალომე უცებ გაჩერდა,თვალი თვალში გაუყარა,შემდეგ კი ირონიულად გაუღიმა და სახეში შეაფურთხა.მამაკაცი მოულოდნელობისგან გაშეშდა.რომ არა იმ წუთს შემოსული დამამშვიდებლით შიარაღებული ექთანი რომრლმაც,შედარებით გაანეიტრალა მათ შორის ავისმომასწავლებლად დამუხტული ჰაერი არბათ ვერ გაუარჩებოდა წყობიდან გამოსულ ბარათელს.რომელიც თავს ძლივს იკავებდა ყელში რომ არ სწვდომოდა და საკკუთარი ხელით არ გამოეცალა ხორხი.
-დამამშვიდებელი გაუკეთე და ყურადღება მიაქციე შეტევა ისევ არ გაუმეორდეს-დარიგება მისცა ექთანს და პალატა უკანმოუხედავად დატოვა.

ყველაფერი იმ დაწყევლილ დღეს დაიწყო როდესაც, უნივერსიტეტიდან სახლსში დაბრუნებულ სალომე ვადაჭკორიას საკუთარი სახლის მისაღებ ოთახში, ყავის ფინჯნით შეიარაღებული მამა დახვდა.რომელიც სავარძელზე მოკალათებულიყო და რაღაცას უყვებოდა ყურებემდე გაღიმებულ თამარს.კაცმა, ალერსიანი ღიმილით მოიკითხა უკანონო შვილი და უფლება რომ მიეცა გოგონას ალბათ, გულში ისე მხურვალედ ჩაიკრავდა გეგონება დღეს და ღამეს მასზე ფიქრსა და ლოცვაში ასწორებდა.სალომე ირონიული ღიმილით უყურებდა ხანში შესულ მაგრამ, მაინც ძალიან სიმპატიურ მამაკაცს და იმ წყენას და ზიზღსაც კი აღარ გრძნობდა რაც მთელი ამ დროის განმავლობაში ასულდგმულებდა და მისი 23 წლიანი ცხოვრების ერთგული თანამგზავრი გამხდარიყო.
კარგად იცოდა ცოლიანი, მდიდარი კაცის და ახალგაზრდა, აცერცეტებული ქალის ერთი ღამის გართობის ნაყოფი რომმ იყო და ალბათ, მაგიტომ არ ჰქონდა დედამისსაც მამაკაცის კვარტალში ერთხელ გამოჩენაზე პრეტენზია.თუმცა თვითონ ბერ შეეგუა და ვერც ვერასდროს შეეგუებოდა ამ ფაქტს.
როგორც აღმოჩნდა ორჯონიკიძეების მთელი ოჯახი,სრული შემადგენლობით სამშობლოში, საკუთარ ფესვებს დაბრუნებოდნენ და აქ დამკვიდრებას და ბიზნესის გაფართოვებას აპირებდნენ.პატრიოტული სულიკვეთება(ბარემ საკუთარმა ერმა ისარგებლოს)ლოზუნგით და გულში უაღრესად დიდი სურვილით დებს სალომე ვადაჭკორიასა და ირინა ორჯონიკიძეს კარგი ურთიერთობა ჩამოეყელიბებინათ.ამ იდეის საფუძვლის ჩასაყრელად კი ირინას 30 წლის აღსანიშნავ წვეულებაზე იყო მიწვეული საპატიო სტუმრის სტატუსით.რასაც ადასტურებდა საგულდაგულოდ დაბეჭდილი ბრჭყვიალა მოსაწვევი ბარათიც.აქაც როგორც ყოველთვის ქალბატონმა თამარმა იმარჯვა და უსიკვდილოდ მისვლა გადაუწყვიტა შვილს კიი ისეთი თვალებით გადახედა,მზერით აგრძნობინა შანსიი არ გაქვს და შეეშვი ფართხალსო.
წვეულება?
აი ისეთი,პირველი რამოდენიმე წამის განმავლობაში საკუთარ თავს რომ ეკითხებოდა:აქ რა ჯანდაბას ვაკეთები?!მომდევნო რამოდენიმე წამში მრავალწახნაგოვან წყევლა-კრულვას უგზავნიდა არამკითხე დედიკოს და მოულოდნელად გამოჩეკილ მამიკოს.ირინაა?! აი ისეთი ქალი რომ არის ირიშკა რომ შეეფერება სახელად.მთელი წვეულების განმავლობაში უზადო სხეულის მიხვრა-მოხვრით და ყალბი ღიმილით ქმრის,გუგა ბარათელის მკლავზე ჩამოკონწიალებული ეგებებოდა სტუმრებს და აკვალიანებდა საით უნდა მიბრძანებულიყვნენ.სამი ფუჟერი წითელი ღვინის შემდეგ კი დააფიქსირა იმ მწველი მზერის პატრონიც აქ გამოჩენის წამიდან ზურგს რომ უწვავდა და ისიც უხერხულად იშმუშნებოდა.ორი ყინულივით ცივი ნაცრისფერი სფერო არანაირ ემოციას რომ არ გამოხატავდა და ამავდროულად იმდენად მეტყველი და ყოვლის მთქმელი იყო ვეღარ იტევდა.
გუგა ბარათელი!ირინას ქმარი და მისი სამი წლის ქალიშვილის მამა.ექიმი ნეირო ქირურგი ასე გააცნეს მისვლის წამიდან.მაღალი ,შავგვრემანი მამაკაცი ზედმეტად ცივი თვალის ფერით და უზადოდ ლამაზი და თლილი გრძელი თითებით.
ზუსტად ამავე მზერით უყურებდა ,საპირფარეშოში გასული შემთხვევით რომ გადააწყდა ჩაბნელებული ,გრძელი დერეფნის შორეულ კუთხეში კედელს ზურგით მიყრდნობილი მის ფეხებთან დაჩოქილი ქალისთვის კეფაზე დახვეული წითური თმისთვის რომ ჩაევლო თავისი ლამაზი თითები და სიამოვნების ზენიტში მყოფი საერთოდ გასულიყო ამ სამყაროდან.არც ეს დაძრულა ადგილიდან დაგიპნოზებულივით იდგა და თვალი თვალში გაეყარა მამაკაცისთვის რომელმაც,განცდილი ორგაზმიშ შემდეგ ცივად მოიშორა ფეხებზე შემოხვეული ქალის ხელები,შარვლის ღილები შეიკრა ,სიგარეტს მოუკიდა და აუჩქარებელი ნაბიჯით ისე ჩაუარა გვერდით თითქოს მის ადგილზე ცარიელი სივრცე ყოფილიყო.

ცუდი სიზმრიდან გამოფხიზლებულივით ერთიანად გამოეღვიძა.გარეთ უკვე დაღამებუიყო,პალატაში მაგიდის ლამფა აენთოთ რომელიც სუსტად ანათებდა მოზრდილ ოთახს.თამარი არსად ჩანდა,სამაგიეროდ მოშორებით მდგარ სავარძელში კი ის იჯდა.მუხლებზე დაყრდნობილი იდაყვებით,თითები ერთმანეთში აეხლართა და ნიკაპით დაყრდნობოდა თან საწოლს არ აშორებდა გამყინავ მეზარას.ქალს ტანში გასცრა,მუხლები აიკეცა და დამფრთხალი შველივით აეკრა საწოლის თავს.
-თამრიკო სად არის?
-სახლში გავუშვი...
სავარძლიდან წამოდგა მამაკაცი,გორგოლაჭებიანი საკამი მოითრია, საწოლთან მისწია და დაჯდა.-დაისვენოს ცოდოა.
-შენ რა ჯანდაბას აკეთებ აქ?-ნერვიულობას ძლივს ფარავდა ქალი და ცრდილობდა თავი მხნედ დაეჭირა.
-სად აქ?
წარბის აწევით იკითხა ბარათელმა.
-ჩემი კლინიკაა გავიწყდებაა?!
-ჩემს პალატაში იდიოტო!
-მისმინე სალომე!ხვდები ალბათ ტრაკს ტყუილად რომ ათამაშებ ხოო?!-თვალები მობეზრებით აატრიალა კაცმა.
-გიკვირს შენი დანახვა რომ არ მახარებს?-ზიზღით გამოსცრა ქალმა-შენ, ჩემი მოკვლა გინდოდა და რა გავაკეთო?!, შენს გამოჩენას ტაშით შევხვდე?!
-ცდები.შენი მოკვლა რომ მდომოდა იქ-თითი კარისკენ გაიშვირა.-საოპერაციოში ,მაგიდაზე დაგტოვებდი და დამიჯერე სინდისიც კი არ შემაწუხებდა.მაგრამ,არ გავაკეთე,შენ აქ ხარ,ცოცხალი ხარ და არც მოკვდები სიბერემდე ნუ, ჩემი ხელით-გაეცინა.
-ღმერთო რამხელა პატივიაა?-პათოსით გაშალა ხელები ქალმა-მადლობა ხომ არ გითხრა იმისთვის ცხვირ -პირი რომ გამიეთიანე,თირკმელი ამომკვეთე,ან იქნებ იმისთვის რაღაც ტყუილები რომ მოჩმახეთ?? რა ავარია სრულ ჭკვაზე რომ არ ხარ გეტყობა მაგრამ,ასეე??
ხმას აუწია ქალმა და ნერვიული კანკალით გამოკვეთილად ამბობდა თითოეულ სიტყვას.
-ნუ წიკვინებ, ძლიან გთხოვ !-ხელი აიქნია კაცმა-თავი აგტკივდება და გევასებაა ამდენ გამაყუჩებელს რომ გიკეთებენ ტო?
-ცინიკოსო !-მისკენ გაიწია ქალმა და ხელი მოუქნია დასარტყმელად მაგრამ,კაცმა უცებ დაუჭირა და იმდენად მტკივნეულად მოუჭირა მარწუხებივით თითები.ძვლებმა ხრჭიალი დაიწყო.
-მეორედ გამოიქნევ ამ ხელს და ს შვილი ვიყო ძირში თუ არ წაგამტვრიო._მუქარით გამოსცრა ბარათელმა.
-მეტკინა._ამოიკნავლა სახეზე წამოწითლებულმა ქალმა და ხელის გაწევას შეეცადა.
-უარესად გეტკინება თავს თუ არ მოუხმობ საღად აზროვნებისკენ-ხელის აქნევით გაწია ქალის მკლავი და სკამის საზურგეს ნახევარი ტანით მიეყრდნო.სანახევროდ მოჭუტული თვალებით დააკვირდა სახეზე და გაეღიმა
-მაინც არ გევასებოდა შენი ცხვირი(გაეცინა)ახლა ახალი გაქვს და ბევრად უკეთესი!
-რამხელა პატივიაა??? მკერდიც არ მომწონს და ხომ არ გამიდიდებდით?!-ირონიით დაჭყანა სახე სალომემ-იცი რაა ბატონო გუგაა?!ეგ შენი ცინიზმი ტრაქში გაირჭე!
-მე ვიცი რასაც გაგირჭობდი ტრაქში მაგრამ,ცუდად ხარ და შენთვის არ შეიძლება.-ღიმილით ჩაუკრა თვალი სახე ალეწილ ქალს და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია ხარხარი რომ არ აეტეხა.
-ავადმყოფო!ჩემი თუ არა ღმერთის მაინც რატომ არ გეშინია?!
-ამას მეუბნება ათეისტი რომელსაც არანაირი უფლის არსებობის არ სწამს და გულმოდგინედ ამტკიცებს, რომ ადამიანები მაიმუნებისგან წარმოიშვნენ?!-მხრები აიჩეჩა ბარათელმა და ტუჩები სასაცილოდ დაბრიცა.-ღმერთს მიღების საათები მხოლოდ საიქიოში აქვს..მე კი ჯერჯერობით სიკვდილს არ ვაპირებ!-ხელები თეატრალურად გაშალა კაცმა
-ამას განანებ!
-კაი პატარავ-უცებ მისკენ გადაიხარ ბარათელი და ცერა თითი გაუხეშებულ, სავსე ქვედა ტუჩ გადაატარა-დაგელოდები როდის მოხვალ სამაგიეროს გადასახდელად!მანამდე კი გამოიძინე ჯერ ისევ სუსტად ხარ ძალები ხომ გჭირდება ჩემთან საბრძოლველად?
მოულოდნელად დაიხარა და ბრთხილად შეეხო ტუჩებზე მერე კი კარისკენ დაიძრა დინჯად.
-იცი რაა?-ერთიანად იფეთქა ქალმა.ბარათელი გამოღებულ კართან შეჩერდა და ინტერესით გამოხედა.
-წადი შენიც-სამი თითის კომბინაცია გააკეთა ქალმა და ზურგი აქცია.
მამაკაცს ქალის საქციელზე ჩაეცინა,თავი აქეთ-იქით გააქნია და პალატის კარი გაიხურაა.სალომემ ზიზღით გადაისვა ხელის ზურგი იმ ადგილზე სადაც რამოდენიმე წამის წინ მამაკაცის ტუჩები ეხებოდნენ და მისი კვალის წაშლას შეეცადა.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი თაკო

ოოო საინტერესოა ძალიან,უბრალოდ ჯერ ვერ ჩავხდი რა ხდება

 



№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვერ მოვწვი საერთოდ რა ხდება...

 



№3  offline მოდერი Life is Good

სულ მალე გაერკვევით :)) სრულად მაქვს დაწერილი უბრალოდ,სახლში მყავს პატარა ტერორისტი რომელსაც ოკუპირებული აქვს კომპიუტერი და ხომ ხვდებით რა სიტუაციაც არის მეტი დიდი თავების დადებას ვერ ვახერხებ:)

 



№4 წევრი mirandaa31

ძალიან დამაინტრიგა. თხოვნაა არ დააგვიანო ხოლმე ❤️
--------------------
ხელმოწერა

 



№5  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

საინტერესო ჩანხარ, კარგად წერ. ისტორიაც საკმაოდ საინტერესო და ჩამთრევია. ველი ახალ თავს

 



№6 სტუმარი ლია

ღრმა შინაარსის მოთხრობა ჩანს.მომეწონა.

გამიმართლე იმედები,არ გააბანალურო.

გეტყობა ნიჭიერი გოგო ხარ.

ახალი თავის დადება არ დააგვიანო❤❤❤

 



№7 სტუმარი სტუმარი თაკო

ძალიან მაგარია???? შემდეგს როდის დადებ?

 



№8  offline მოდერი Life is Good

მადლობა დიდი...გამომდინარე იქიდან რომ მე დღე გამოშვენით ვმუშაობ მაინც დავდებხოლმე და ძალიან არ დავაგვიანებ.კიდევ ერთხელ მადლობა ვინც კითხულობთ...აშკარად არ ჯდება ზოგიერთების გემოვნაბაში და დიდი გამოხმაურებაც არ მოჰყოლიან.თუმცა ეს იმას არ ნიშნაავს რომ მეე სხვა დანარჩენებივით შუა გზაში მივატოვებ.ბოლომდე აიტვირთება ეს მოთხრობა და ვისაც სურვილი ექნება წაიკითხავს.

 



№9  offline წევრი richirichi

ძალიამ დამაინტრიგებელი და განსხვავებული ისტორიაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent