შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტრამვაის ლოდინში {თავი I}


22-06-2018, 20:43
ავტორი annabelle
ნანახია 198

ტრამვაის ლოდინში {თავი I}

-ნუ გეშინია-ვუჩურჩულე ვიტრინაზე არეკლილ ჩემს გამოსახულებას. შეშლილივით ვიყურებოდი გარშემო. ალბათ იმ სასმელის ბრალი იყო წვეულებაზე რომ მომაჩეჩა ვიღაცამ. ყოველი მხრიდან ჩრდილები მელანდებოდნენ. რომელიღაც შენობის მინის კედელზე ატუზული ვცდილობდი გამბედაობის და ძალის მოკრებას ტაქსის გასაჩერებლად,მიუხედავად იმისა,ქუჩაში მანქანის ნასახი არ იყო. წარმოდგენა არ მქონდა რა დრო იყო ან სახლში მისვლას როგორ ვაპირებდი. თავზე ჩამოფხატული პარიკი შუბლზე კანს მწიწკნიდა და აზროვნების უნარს სულ მიკარგავდა.
-არაფერია საშიში!-ვუმეორებდი საკუთარ თავს-აქ არავინაა.ყველას სძინავს! შეგიძლია ტრამვაით წახვიდე.მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.-მინის კედელზე გავხოხდი.ფეხებში ძალა გამომცლოდა. თავს ვიმხნევებდი თორემ სადგურამდე მისვლა შეუძლებელი იყო. სინთეთიკური,შავი თმა ყურზე გადავიწიე და ლოყა ცივ მინას მივადე. სიამოვნებისგან შემაჟრჟოლა. რა ჯანდაბა მინდოდა? პირველად მოვინდომე წვეულებაზე წასვლა ისიც მაშინ,როცა სრულიად მარტო ვიყავი. გერმანიის სამხრეთში,პატარა ქალაქში მცხოვრებს არავინ მყავდა, ბინის ქარაფშუტა და აღვირახსნილი მეზობლის გარდა. სამი წლის მანძილზე პირველად დავთანხმდი ,,უწყინარ წვეულებაზე” წასვლაზე. და რა მივიღე?
-მარტო დამტოვა.მერე ვიღაცამ სასმელი მომაჩეჩა,რომელშიც ალბათ რამე საშინელება იყო გახსნილი.-დავასრულე ხმამაღლა. ჩემი ხმა მამხნევებდა შეუბრალებელ სიჩუმეში.
-du brauchst Hilfe! (დახმარება გჭირდება!)-დაასკვნა ვიღაცამ ჩემს ზურგს უკან. წამით ისედაც უფუნქციო სხეული ერთიანად გამიქვავდა დაბალი,ხრინწიანი ხმის გაგონებისას.
-კარგი ერთი არ გადამრიო-ამოვილუღლუღე ქართულად, როცა შევათვალიერე და დავრწმუნდი,ქუჩის ლოთი, ფსიქოპატი ან ქურდი არ უნდა ყოფილიყო.
-sprichst du deutsch? (გერმანულად ლაპარაკობ?)-საკმაო დისტანციაზე მომიახლოვდა და ჩემს მსგავსად ლოყა ვიტრინას მიაწება.
-აქამდე ვფიქრობდი გერმანელები პირველ შემხვედრს ,,თქვენობით” ელაპარაკებიან მეთქი. ტყუილში მიცხოვრია.-ძვლივს მოვუყარე თავი სათქმელს. მადლობა ღმერთს ნარკოტიკს ბოლომდე არ გაუთიშავს ტვინის უჯრედები და ენა მაინც არ დამვიწყებია.
-შვედი ვარ!-მითხრა სრულიად უემოციოდ. მე კი ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე სიცილის შესაკავებლად.ჩემდა გასაკვირად თავს დაცულად ვგრძნობდი.მარტოობის შეგრძნებაც სადღაც გამქრალიყო. ჩრდილებიც ლამპიონის შუქს ჩაეყლაპა.
-რა განახვავებაა…
-უკან წაიღე შენი სიტყვები!-წინ ჩამოყრილი,მხრებამდე დაფენილი,შოკოლადისფერი თმა თითებით გადაივარცხნა.თეთრი მოკლე მკავიანი პერანგი ეცვა,ყელთან შეხსნილი ბაფთით. ცალი მკლავი ,,მთვარის სონატის” პირველი გვერდის ნოტებით ჰქონდა მოხატული. ასეთი ტატუ არასდროს მინახავს. სუფთა და ზედმეტად მოწესრიგებული იყო.სწორი ცხვირით,მომრგვალებული ტუჩებით და თმით გილბერტ გრეიპს მაგონებდა.გამეცინა მსგავსების აღმოჩენისას.პირველად შევხვდი ფილმის გმირის ორეულს,მიუხედავად იმისა მიყვარდა მათი ბრბოში მოძებნა.
-რა გაცინებს? მემგონი გიჟი ხარ!
-ცოტათი გიჟები ყველანი ვართ გილბერტ!
-გილბერტ? სიტყვა ,,ცოტა” აშკარად არ გამოხატავს შენს მდგომარეობას.
-რა გინდა?
-რისი მადლობა.რა დიდი საქმე ეგაა,გაჭირვებულის დახმარება მიყვარს.
-გაჭირვებულიო?-წამით თვალები გამიფართოვდა მაგრამ ბრაზისგან მალევე დავაწვრილე.-სანამ სამუდამოდ გაგჭირვებია თავიდან მომწყდი!-დავემუქრე მე.სახეზე დამაკვირდა,რის გამოც თავი უხერხულად ვიგრძენი. იმედს ვიტოვებდი პარიკი არ შეუმჩნევია.
-რა ჯანდაბა გაცინებს?-ვიკითხე გაღიზიანებულმა.წყეული სასმელი.ახლა საწოლში უნდა ვიწვე და ფილმს ვუყურებდე და არა ამ არამზადას,რომელიც დამცინის და თან ვინ იცის რა აქვს ჩაფიქრებული მეთქი ვფიქრობდი.
-დიდი სიამოვნებით ვნახავდი,როგორ მესხი თავს ამ მდგომარეობაში-დამცინა ისევ.
-მუტრუკო!-ქართულად მივმართე ყალბი ღიმილით.
-რა თქვი ახლა?-ღიმილი სახეზე მიეყინა.იდიოტი!- ასე უსამართლობაა!
-დაცინვაზეც იგივეს ვიტყოდი!
-sorry-ისე საყვარლად გამიღიმა გული მომილბა და თავი დავუქნიე.
-მეც…
-რა შენც?
-იცი რაც!
-წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობ.
-რა აუტანელი ხარ!
-დააააა?
-კარგი ხო! მეც მაპატიე!-თვალები გადავატრიალე,ღიმილი რომ გაუფართოვდა.მისი დეპის გმირთან მაგავსება მართლა საოცარი იყო და ვცდილობდი,მუდმივად არ მივჩერებოდი.
-მიპატიებია.აბა, სად ცხოვრობ?-მინას მოშორდა და შარვალზე ჩამოისვა ხელები.
-მართლა გიჟი კი არ ვარ მისამართი გითხრა! რა ვიცი,რომ მკვლელი ან მანიაკი არ ხარ? და ჩემს გაუპატიურებას და ნაწილებად დაჭრას არ აპირებ?
-ღმერთო რა შეგცოდე ასეთი?!-თვალები ზეცისკენ აღაპყრო და ისე იკითხა,წამით დავვეჭვდუ მართლა ხომ არ უყურებდა ვინმე ზემოდან.
-შეგიძლია პირობა მომცე რომ არაფერს დამიშავებ?
-და ასე ჩვეულებრივად ენდობი ეჭვმიტანილის პირობას?
-სრულებით! ხალხს რაც არ უნდა გაეუფასურებინა,პირობის ძალა ჯერ კიდევ მოქმედებს-წამოვროშე გონება არეულმა. ძილი მომრეოდა და უკვე ასე დგომაც მიჭირდა.
-დღეს ნამდვილად ცუდ ფეხზე ავდექი!
-ბოდიში.
-მგონი ცუდათხარ?
-ხო მეც ეგრე ვფიქრობ.-ამოვიბუტბუტე უკანასკნელი ძალებით.
-სახლში წაგიყვან კარგი? მოდი. ზურგზე ამოძვერი-მომიახლოვდა და ჩემგან ზურგშექცევით მუხლებში მოიხარა მიწვდენა რომ შემძლებოდა.უსიტყვიდ დავემორჩილე.არაფრის თავი აღარ მქონდა.
-ტრამვაით მივდივარ ხოლმე. ბალინგენი. იანის ქუჩა. კორპუსი 30. ბილო სართული.მარჯვენა კარი. შეიძლება დავიძინო?-ლოყა მის მხარზე ჩამოვდე.ვცდილობდი უხერხულობა ჩამეხშო,როცა ჩემი ცხვირის წვერი მის კანს ეხებოდა კისერზე. თვალები დავხუჭე და ამ უცხო,უცნაური არსების სურნელი ღრმად შევისუნთქე.

888

ზედმეტმა შუქმა შემაწუხა მაგრამ თვალების გახელა ვერ მოვახერხე.საწოლზე დამაწვინეს.ვიღაც ტანსაცმლისგან მათავისუფლებდა,რომელიც მთელი დღე ტანზე მეკროდა.მერე ისევ სიბნელე,ძილის სურვილი და ნაბიჯების ხმა.
-მიდიხარ?-ამოვილუღლუღე ვლივსძვლივობით.
-ხო წასასვლელი ვარ.-გავიგე სასიამოვნო,ნაცნობი ხმა შორიდან.
-მადლობა გილბერტ გრეიპ…
-ტკბილი ძილი ,,ქერავ”-მკვეთრად წარმოთქვა.ღმერთო რა სირცხვილია მეთქი ვფიქრობდი ტვინის საღად დარჩენილი ნაწილით.ჩუმი ხითხითის შემდეგ კარის მიხურვის ხმასაც არ დაუყოვნებია.
ესეც ასე! წავიდა…
მე კი დავრჩი სრულიად გათიშული და პარალიზებული,ნახევრად შიშველი, ფუმფულა გადასაფარებელზე.
==============================
გამარჯობა????????‍♀️
ახალი ისტორიით დაგიბრუნდით :დ
ეს საცდელი თავია ???? დაწერეთ თქვენი აზრი და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ უნდა გავგრძელო თუ არა ????
პ.ს. მომენატრეთ ????????скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი makukuna

კარგი იყო. მიყვარს შენი მოხითხითე პერსონაჟები heart_eyes

არ დაიკარგო.

 



№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დავინტერესდი ვეკი ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent