შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაკვეთილი მისია /2/


22-06-2018, 20:44
ავტორი Someone wandering
ნანახია 304

დაკვეთილი მისია /2/

ევამ 8 საათზე გაიღვიძა,საწოლზე წამოჯდა და ღიმილიანი სახით მძინარე კატოს გადახდა.
-კატოოო, ჩქარააა ხანძარიაა ვიწვიით-კიოდა განწირული ხმით
-ვაიიმეეე ხანძარიაა, ვიწვიით, 1 ვედრო წყალი შემასხიით-კიოდა კატო და მოკლე პენუარით მანამ დარბოდა ბინაში,სანამ რეალობა არ გაანალიზა,შემდეგ კი მკვლელი მზეა იატაკზე გაწოლილ ევას მიაპყრო
-გოგო შენ ნორმალური ხააარ? რამე რომ დამმართნოდაა? ფანჯრიდან რომ გადავმხტარიყავიი?
-მააგას არ იზამდი კატო, საკუთარი თავი ყველა და ყველაფერზე მეტად გიყვარს
-ნუ ეგ კი მართალია,მაგრამ არ იცი რას მოვიმოქმედებდი ამ დროს,თან იცი რომ ემოციური ვარ, მოსაკლავი ხარ შეენ
-აუუ ეს მართლა კარგად მოვიფიქრე
-შენი ტვინი მეტს ვერ წვდება მართალია. უფანტაზიო ვირიშვილი ხარ
-ვირები შენ ფერმაში მოიკითხე რააა
-ხოდაა მოვიკითხე უკვე
-აუუუ დღეს ჩემი პირველი დღეა ჩემ 'ახალ სამსახურში'-ბოლო სიტყვაზე სიცილი აუტყდა ევას
-სად გცალია შეენ? 26 წლის დეტექტივი ბავშვივით იქცევი
-აუ რა ჩავიცვაა? აზრზე არ ვარ, არ უნდა დავიგვიანო-დააიგნორა კატო
-აი ის შავი სექსუალური ბიკინი და ბიუსჰალტერი ჩაიცვი პირველი ღამისთვის რომ გიყიდე, შავი ბარხატის ქვედაბოლო და მოკლე ტოპიც არ დაგავიწყდეს...უი ჰოო კიდევ პრეზერვატივების შეკვრა, რაიცი რაში გადმოგადგება კაცს
-აიი ბუნების უდიდესი შეცდომა ხარ. შენი მშობლები მეცოდებიან ერთადერთი შვილი რომ ყავხარ და ისიც ასეთი განუვითარებელი. ''ბონობო'' ხარ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით
-უიიი მათრახი დამავიწყდაა, არ დაგრჩეს... მოიცა,მოიცა ''ბონობო'' რაღა ჯანდაბაა?
-მაგ მათრახს გვერდებში შემოგცხებ ახლა. ''ბონობო'' არის ორ ფეხზე მოსიარულე მაიმუნი, გოგო შენებს რატომ არ იკითხავ?
-იდიოტი ხარ რააა. როგორ არ ვიკითხავ? გუშინ დედაჩემს ველაპარაკებოდი 1 საათი
-გოგო ბონობოები ვიგულისხმე მე-გაიცინა ევამ და მხრები აიჩეჩა,საპასუხოდ კი ბალიში მიიღო
-აუუ ისე როგორ ტეხავს 26 წლის ქალბატონები ქალიშვილები რომ ვართ
-რაიყო ჯგუფურისკენ ხომ არ იხრები შენ? ისე აგიციმციმდა თვალები
-აუუუ ღმერთო რა დაგიშავე ამას რომ გადამყარე?
-ეგ დედაჩემს უთხარი, რას შემომიყვანა საერთოდ ბაღში
-რა დედაშენის ბრალია ასეთი რეგვენოზავრი რომ გაჩნდი?
-მართალია არც დედაშენის ბრალია ასეთი ბინძური აზროვნება რომ გაქვს
-ევა მაგაში არ გეთანხმ,ები, იცი?! ხშირად ვფიქრობ,რომ დედაჩემი ჩემზე ორსულად რომ იყო პორნოებს უყურებდა, აბა ასეთი მაგარი ფანტაზიორი როგორ ვარ ამ საქმეში?
-საქმეც ეგაა, რომ მხოლოდ ფანტაზიამდე მიდის შენი ფიქრები,მოქმედებამდე კი ვერა. წავედი ახლა მოვემზადო, არ მინდა პირველივე დღეს დავაგვიანო
-წადი ხოო, შენ მაინც ისიამოვნე ახალი გარემოთი
-აბა სულ გასართობად მივდივარ ვაჩე ხომერიკის სახლში,მოსამსახურედ სამუშაოდ
საბოლოო არჩევანი ევამ ჯინსის კომბინიზონსა და თეთრ ტოპზე აარჩია, ყველაზე კომფორტულად თავს სპორტულ ტანსაცმელში გრძნობდა, ახლაც არ უღალატა ჩვეულებას.
********
-ვაჩე აეროპორტში არ დაგაგვიანდეს-გაძახა ძმას ნიამ
-მოვრჩი ნიი, მაგრამ ჩემი მობილური სად დევს, ვერ ვნახე
-სამზარეულოშია,მაგიდაზე
-ვიპოვე. 2 დღეში ჩამოვალ, არ მოიწყინო-დას მოეხვია
-აუ დარწმუნებული ხარ,რომ არ გინდა აეროპორტში გამოგყვე?
-დარწმუნებული ვარ ნია-თავზე აკოცა
-უიი მართლა შენი ახალი დამხმარე როდის მოვა?
-აუუ ჩემი ეგ ვის გაახსენდა, წესით ნახევარ საათში აქ უნდა იყოს, ხომ გააცნობ ყველაფერს?
-აბა რას ვიზამ ძამიკო, რა ჰქვია?-ახლაღა დაფიქრდა ვაჩე,რომ გოგოს სახელიც კი არ იცოდა და თავი ყველაზე სულელად შერაცხა
-აუ, ისაა...
-არც გიკითხავს ხოო?-თვალები დაუბრიალა ძმას
-არ მიკითხავს ხო, რაში მაინტერესებს? დაიკიდე რაა
-აუ ვაჩეე რა ფეხებზე სავით ლაპარაკობ
- და მაგიტომ, მოვა და გაეცანით ერთმანეთს, მერე კი მეც გავიგებ რა ჰქვია-თქვა სიცილით და დას ისევ მოეხვია
-მიყვარხარ, თას გაუფრთხილდი
-კარგი რა იყო, გეგონება სასაკლაოზე მიდიოდე
-გაწყინა შენ ჩემმა მოფერებამ, ცუდი გოგო, ცუდიი
-აუ რა ბავშვი ხარ ვაჩიკოო-გაიცინა ნიამ
-ნუ მომმართავ მაგ სახელით მეთქი ნიაა!
-ახლა კი აღარ ხარ ბავშვი, რა იყო რა სახით მიყურებ-ჩაიბურტყუნა-გნებდები-ხელები აწია დანებების ნიშნად და ძმას ლოყაზე აკოცა
-მშვიდობით მგზავრობა ვაჩიი...კო...-ვაჩემ თვალები დაუბრიალა- ვაჩეე-შეასწორა სიცილით.
*******
-მოგესალმებით, მე ევა შენგელია ვარ, თქვენი ახალი დამხმარე
-დიახ, გელოდი. მე ნია ხომერიკი ვარ, ვაჩეს და.
-დიახ ვიცოდი,რომ თქვენ დამხვდებოდით.
-სახლში შევიდეთ-თბილად გაუღიმა გოგომ.
ევას ცოტა არ იყოს გაუკვირდა,რომ ორსართულიანი სახლი,სრულებით არ გავდა ისეთს,როგორიც უმსხვილეს ბიზნესმენს ვაჩე ხომერიკს შეეფერებოდა, სახლი ძალინ მყუდრო და დახვეწილ ფერებში იყო მორთული, სამზარეულო ნათელ ფერებში იყო მოწყობილი,რაც ევას ძალიან მოეწონა, მისთვის მთავარი იყო,რომ სახლში თავი კომფორტულად ეგრძნო,თუმცა შემდეგ დაფიქრდა,რომ ახლა ნამდვილად დამხმარე ქალის ფიქრები აწუხებდა, თუმცა ისიც მალავე გაახსენდა,თუ რა მისიით იმყოფებოდა იქ.
-მაშ ასე,ევა შენ გევალება საუზმის მომზადება და სახლის მოწესრიგება, 700 დოლარი გექნება ხელფასი,ერთი შემაფერხებელი არის ის,რომ ამ სახლში უნდა იცხოვრო,თუმცა ამას განცხადებაში გაეცნობოდი. კვირაში 6 დღე იმუშავებ, კვირას დაისვენებ.
-დიახ,ჩემთვის ყვეალფერი მისაღებია, გმადლობთ.
-გთხოვ თქვენობით ნუ მესაუბრები,თორემ თავი 80 წლის მგონია-ჩაიცინა ნიამ და ევას გაღიმებაც შეძლო. ევას ძალიან მეწონა ის,თუმცა მისი პროფესიის ქალბატონისთვის ემოციების კონტროლი უმნიშვნელოვანესი იყო.
-კარგი ნია, ჩემი ოთახი სად არის?
-რა თქმა უნდა, წამოდი-მეორე სართულზე ავიდნენ-აი ეს არის შენი ოთახი,ახლა დაისვენე. როგორც იცი ვაჩე 2 დღეში ჩამოვა,მანამდე მე ვიქნები აქ.
-კარგი,გასაგებია-ევამ როგორც გაიგო ვაჩეს კაბინეტი პირველ სართულზე სამზარეულოს გვერდით ოითახში იყო,ხოლო საძინებელი მისი ოთახის გვერდით. ამან ნამდვილად არ გაახარა,რადგან მასთან ახლოს მოუწევდა ყოფნა,თან კაბინეტი პირველ სართულზე იმყოფებოდა. ყველაფერი ისე უნდა გაეკეთებინა,რომ ამ საქმიდან რაც შეიძლება იმაზე მეტი სარგებელი მიეღო,ვიდრე ნუგზარს წარმოედგინა. 2 დღე წინ ჰქონდა,სანამ ვაჩე საქ-ში დაბრუნდებოდა,ნიასთან სიახლოვე კი ამაში ხელს შეუწყობდა.
********
-ბატონო ნუგზარ,ვაჩე ხომერიკი თურქეთში გაემგზავრა.
-რატომ გაემგზავრა?
-პეტრე ამაშუკელის ვაჟი, ავტოავარიაში მოჰყვა და თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ
-პეტრე ამაშუკელის?-თვალები გაუფართოვდა ნუგზარს,წარსულის მოგონებები ამოუტივტივდა
-დიახ ბატონო
-გასაგებია...-ჩუმად ჩაილაპარაკა კაცმა-დეტექტივების რა ისმის?
-რამდენიმე საათის წინ ევა შენგელია მივიდა ვაჩე ხომერიკის სახლში
-ძალიან კარგი, თავიანთ საქმეს იმედია მალე შეასრულებენ,შემდეგ კი მათთან ყველანაირ კავშირს გავწყვეტთ. იმაზე ჭკვიანები აღმოჩნდნენ ვიდრე მეგონა, მე კიდევ არ მიყვარს,როდესაც ჩემი წესების მიხედვი არ მოქმედებენ, ჩემზე ზედმეტიც ვეღარ უნდა გაიგონ.
********
2 დღის განმავლობაში ევამ ბევრი რამის გაგება ვერ მოახერხა, კაბინეტი დაკეტილი იყო, შესაბამისად დოკუმენტებს ხელშ ვერ ჩაიგდებდა, სამაგიეროდ ნიასთან დალაპარაკებით შეიძლებოდა რამის გაგება.
-ევა, დღეს ჩემი ძმა ჩამოდის 4 საათზე.
- გასაგებია, საუზმე გამზადებულია,სახლიც დავალაგე,მხოლოდ ბატონი ვაჩეს ოთახი და კაბინეტი დამრჩა დასალაგებელი.
-იცი, მისი ოთახი მხოლოდ მაშინ არ ჩაკეტილი,როდესაც აქ არ იმყოფება, არც მე ვიცი ასე რატომ იქცევა,როგორც წესი ყველაფერს კაბინეტში ინახავს-ჩაიცინა ნიამ
-დიახ, კაბინეტიც ჩაკეტილია.
-ზოგჯერ მგონია რომ ვაჩეს რაღაცის ეშინია. ის ძალიან გაწონასწორებული,თუმცა ვირზე თუ შეჯდა ვერავინ ჩამოიყვანს-იცინის-ჩემზე ჯუტიც კი არის
-რამდენი წლის ხარ ნია?
-მე 24 წლის ვარ,ვაჩე ჩემზე 4 წლით უფროსია. პატარაობიდანვე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ნამდვილი და-ძმური-გოგოს სახე გაებადრა-ახლა 2 დღეა არ მინახავს და ისე მომენატრა,თითქოს 2 დღის მაგივრად, 2 წელი გასულიყოს. შენ არ გყავს დედმამიშვილი?
-არა, მე დედისერთა ვარ-გაიღიმა ევამ.
-კარგი. აი უკვე 4 სრულდება, წესით მალე უნდა მოვიდეს, დღეს ძალიან მინდა აქ დარჩენა,თუმცა მშობლებთან უნდა წავიდე, უკვე 1 კვირაზე მეტია აქ ვარ.
-აი, მგონი მოვიდა ბატონი ვაჩე-ნია ფეხზე წამოიჭრა და როგორც კი მისაღებში მომავალი ძმა დაინახა, შეახტა, ვაჩემ წონასწორობა ძლივს დაიცვა
-ნიაკო, კინაღამ წავიქეცი-ყელში აკოცა დას და ჩაიცინა
-მომენატრე ვაჩიიკოო-ჩაიცინა ნიამ და ძმას უფრო აეკრო, პატარა ბავშვივით ფეხები წელზე ჰქონდა შემოხვეული
-რამდენჯერ გაგფრთხილე,რომ....-ვაჩემ ახლა დაინახა ევა-თქვენ დამხმარე ხართ არა?
-უიი ევა, სულ დამავიწყდა-მაშინვე მოშორდა ნია ძმას
-გამარჯობა, მე ევა შენგელია ვარ-გაიღიმა ევამ,საპასუხოდ მხოლოდ ვაჩეს უემოციო სახე მიიღო
-ხოო, ჩემი ვინაობა ისედაც იცით
-ვაჩეე-ნიამ ძმას გადახედა
-რა იყო ნია? ჩემი ვინაობა ისედაც იცის, მე ოთახში ავდივარ-ჩემოდნებს ხელი დაავლო და კიბეებზე ავიდა
-ზოგჯერ ასეთიც არის-მხრები დანანებით აიჩეჩა ნიამ
-არაუშავს-სიმწრით გაიღმა ევამ, იმდენად გაბრაზდა ამ თავხედ ბიჭზე, რომ ფიქრებში უკვე 100-ჯერ აკუწა კატოს მიერ სახლში შეძენილი დანით.
********
ევა სამზარეულოში იყო,როდესაც უკან ვიღაც ამოუდგა,შიშისგან ოდნავ შეჰყვირა.
-რა ჯანდაბააა?-შეიკურთხა გაკვირვებულმა ვაჩემ
-უბრალოდ,შემეშინდა-ჭურჭლის რეცხვა განაგრძნო
-მშია, საჭმელი რა არის?
-ომლეტი,კვერცხი,სალათა...
-რა ჯანდაბაა გემოვნება არ გაქვს? მოაშორე აქედან ვერცერთს ვერ ვიტან, პიცა გააკეთე-თვალები აატრიალა გაბრაზებულმა ვაჩემ და გოგოს ზურგი აქცია
-რაც ნიამ მითხრა ის გავაკეთე-არ დააკლო ევამ, გაკვირვებულმა ხომერიკმა უკან გამოიხედა
-ჯერ ეს ერთი, ქალბატონი ნია-გოგოს მიუახლოვდა-მერე მეორე, ვინ მოგცა უფლება,რომ ჩემ ნებას არ ემორჩილები?
-ნიამ მითხრა,რომ თქვენობით არ მიმემართა,ხოლო რაც შეეხება საუზმეს,მე ის გავაკეთე რაც იმ დროს ჩემმა უფროსმა მითხრა
-ხოდა ახლა მე ვარ შენი უფროსი-იღრიალა ვაჩემ
-რა გაყვირებთ?-შეუტია ევამ
-ახლავე პიცა გააკეთე
-გავაკეთებ, ბატონო ვაჩე-''ბატონოზე'' ყურადღება გაამახვილა და გულში ჩაიცინა. ვაჩემ სიმშვიდე შეინარჩუნა და იქაურობას გაეცალა
-1:0 ჩემ სასიკეთოდ-ვაჩემ ევას ბურტყუნს ყური მოჰკრა და ჩაიცინა,მიხვდა რომ ამ გოგოსთან ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრება რთული,თუმცა გასართობი იქნებოდა.
********
ნია საყავრელ კაფეში წავიდა. წარმოიდგენთ ვის ხედავს? ნამდვილად ვერა,რადგან თავადაც ვერ წარმოიდგენდა. გიორგი,თავისი კურსელი,რომელიც 2 წელია უგონოდ არის შეყვარებული მასზე,კაფეში იჯდა, ნამდვილად უკვირდა თუ როგორ შეეძლო ამ ბიჭს ასე ჰყვარებოდა ის,როდესაც თავად ყურადღებას არ აქცევა, არ ესმოდა მისი და არც სურდა გაგება, ბევრჯერ უთხრა,რომ მისგან საპასუხო გრძნობას ვერ მიიღებდა თუმცა დაიჯერა? არა! ხოდა დაიწვას სიყვარულის ცეცხლში. კაფეში ისე შევიდა,სახიდან ხელი არ მოუშორებია, მოშორებით მდგარი მაგიდისკენ აიღო გეზი,უეცრად თავზე ვიღაც წამოადგა, ოფიციანტი ეგონა და ისე რომ ხელი არ ჩამოუღია,შეკვეთა დაიწყო
-გამარჯობა,ალუბლის ნამცხვარი და კაპუჩინო მინდა. ნუ, დარიშხანიც გემოვნებით-ჩაიცინა-ბოლო მოვიტყუე
-დარიშხანი გემოვნებით?-ბოხი ბარიტონი მოესმა,აიხედა და ვის ხედავს? გაწითლდა,გალურჯდა,გაყვითლდა. ეს ის ბიჭი არ იყო, გაუპატიურებისგან რომ დაიცვა? კი ნამდვილად ის იყო. ბიჭმა ადგილი მის წინ დაიკავა, ნია დიდად კომპლექსიანი არც არასდროს ყოფილა,არც ახლა დაბნეულა
-აჰჰ ოფიციანტი მეგონეთ
-მაგას უკვე მივხვდი-ბიჭმა ტუჩის კუთხე ჩატეხა
-თქვენი სახელი?
-რეზი წულაია-ბიჭმა გვარიც მიაყოლა
-გასაგებია-ნია გაბრაზდა, რატომ არ ეკითხება სახელს? ჰმმ
-მე ნია ვარ ხომერიკი-თავად წარიდგინა თავი
-როგორ გრძნობ თავს ნია?-გოგოს სახელი რაღაცნაირად წარმოთქვა, ფაქტია ნიას სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა
-მშვენივრად-ჩაიცინა
-კარგი და შეიძლება გავიგო ვის ემალებოდი?
-მეე...-ჩაიცინა-ჩემი კურსელი არის აქ, რომელსაც ვუყვარვარ და...
-ჰმმ, როგორც ვატყობ თაყვანისმცემლებს ვერ აუდიხართ-ბიჭმა ჩაიღიმა,ისეთი საყვარელი იყო,ნიამ ტუჩი მოიკვნიტა
-დიახ, როგორც ვატყობ ეგრეა-თავისი იდიოტი შეყვარებული გაახსენდა. გგონიათ ასე მალე დაივიწყა? არა,რა თქმა უნდა, საყვარელი ადამიანის დავიწყება რამდენიმე კვირაში შეუძლებელია,თუმცა ისეთი გოგო არ იყო,რომ ვინმეს გაკიდებოდა, ამ ტკივილსაც აიტანდა.
-მადლობა მინდა გადაგიხადო მაშინდელი საქციელისთვის-ნერვიულად ჩაიცინა
-სამადლობელი არაფერია,არაკაცების ადგილი სანაგვეშია-ტუჩის კუთხე ჩატეხა. ოფიციანტიც მოვიდა
-ორი ალუბლის ნამცხვარი და კაპუჩინო-შეუკვეთა ბიჭმა
-შენც ალუბლის გიყვარს? და კაპუჩინო?
-დიახ, ეგრეა, არ გეგონოს რომ რადგან შენ შეუკვეთე მეც მაგიტომ მოვიქეცი ასე-ღიმილი სახიდან არ მოუშორებია. ღიმილი ამ ბიჭს სავიზიტო ბარათია, უკვე დაასკვნა ნიამ.
-არა, რატომ უნდა ვიფიქრო ეგრე-გოგო ცოტა არ იყოს დაიბნა
-რავიცი,გოგოებს კაცი ვერაფერს გაგიგებთ-მხრები აიჩეჩა რეზიმ და ტუჩი გადმოაგდო
-მაგაში გეთანხმები,მაგრამ მე, მე ვარ! სხვებს რომ მადარებენ არ მიყვარს.
-რამდენი საერთო გვაქვს,ვერც კი წარმოიდგენ.
-კარგი, არ წარმოვიდგენ.
-ამაღამ ჩემზე იფიქრებ.
-აჰჰჰ, ეგ საიდან დაასკვენი? ვანგა ხარ?-ჩაიფხუკუნა გოგომ
-კარგი რა, ვანგას მადარებ ამ ანგელოზ ბიჭს?
-უფრთო ანგელოზო,რამდენი წლის ხარ?
-ბიჭებს ასაკს არ ეკითხებიან
-აჰჰ, მეგონა ეგ ქალებზე იყო
-ჩემთან კაცების შემთხვევაშიც ეგრეა, თუ გაინტერესებს გაიგე
-მაგდენადაც არ მაინტერესებს-თქვა თითქოს უემოციოდ
-დაგაინტერესებს
-რა თავდაჯერებული ხარ შენ
-ეგრეც უნდა იყოს
-არც მე ვარ ნაკლები-აღნიშნა გოგომ
-მეორედ გეუბნები,ვერც კი წარმოიდგენ რამდენი საერთო გვაქვს-ბიჭმა ჩაიცინა და ხელი მაგიდაზე მოათავსა.
********
-გემრიელი პიცა იყო-აღნიშნა ვაჩემ
-გმადლობთ. თქვენი კაბინეტი და ოთახი არ დამილაგებია,რადგან ჩაკეტილი იყო.
-კარგი ხომ არ მატყუებ?-ცინიზმით წარმოთქვა-მეც ვიცი,რომ ჩაკეტილი იყო
-როდის შემიძლია დავალაგო?-გვერდი აუარა ვაჩეს უხეშ რეპლიკას
-ხვალ დაალაგე, დღეს საქმე მაქვს
-კარგი-ევა წასვლას აპირებდა,როდესაც ვაჩემ ხელი მკლავში მოკიდა,არ ელოდა ამიტომ გაკვირვებული მზერა მიაპყრო კაცს
-რამე გნებავთ?
-შენ მინდიხარ-ცინიზმით აღსავსე მზერა მიაპყრო გოგოს,გულში კი იცინოდა,მოსწონდა როდესაც გოგოებს ასე ეთამაშებოდა, თავქარიანი ბიჭი არასდროს ყოფილა,თუმცა ამ სტილის გართობა მის ინტერესებში ყოველთვის შედიოდა.
-მე გინდივართ?-თვალი თვალში გაუყარა ევამ,რომელსაც არ გამოპარვია ვაჩეს თვალები,რომელიც ნამდვილად გაკვირვებულ იყო გოგოს გამბედაობით,თუმცა მალევე გააკონტროლა ემოცია
-ნუ ღელავ საყვარლობას არ გთავაზოვ-ხელი უხეშად შეუშვა და სიცილი დაიწყო
-იქნებ მეც მკითხოთ, საერთოდ მინდა თქვენი საყვარლობა?-მხრები აიჩეჩა ევამ
-ყველა ცემზე ოცნებობს-ჩაიცინა-შენ არავინ არაფერს გეკითხება-თითი დაუქნია
-მე ყველა არ ვარ
-მართალია, შენ განსაკუთრებული ჯიშის არსება ხარ-ევა გამწარდა, ახლა მას ''არსება'' უწოდეს? თუმცა ის ხომ დეტექტივია? თავი როგორმე უნდა შეეკავებინა,თორემ უკვე ატყობდა,რომ ერთხელაც კარგად გამოლანძღავდა ამ კაცს.
-ყველა დამხმარეს ასე აგდებულად და ცინიზმით ელაპარკებით?-გულწრფელად კითხა
-კითხვების დასმა აკრძალულია.
-განცხადებაში არ ეწერა ამ წესის შესახებ-წარბები აწკიპა ევამ
-განცხადებაში არც ის ეწერა,რომ ამდენად სიმპათიური ვარ
-და მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
-ნუ, შენთვის არც არაფერი-ევამ უკვე აღიარა რომ ვაჩე ხომერიკი,ნამდვილად მამაკაცური იყო, თავის ოდნავ მოზრდილ წვერში, ტანიც იდეალური ჰქონდა, ფიტნესში დადის? ნუ, რატომაც არა, ფულში ცურავს
-შემიძლია წავიდე?-თქვა მობეზრებით
-წადი,წადი-ხელი აუქნია-და ხო კიდევ,მოგატყუე
-რა მომატყუეთ?
-ის რომ მინდიხარ-ტუჩის კუთხე ჩატეხა
-ვაიმე, გული იმდენად მეტკინა, წავალ თავს მოვიკლავ-ქვედა ტუჩი გადმოაგდო ევამ,ისე რომ ცინიკური მზერა არ მოუშორებია კაცისთვის
-შენ თუ ჩემი სიტყვები ამდენად გტკენს გულს აქ როგორ იმუშავებ?-ახლა ვაჩემ გადმოაგდო ქვედა ტუჩი, არცერთი აღიარებდა,მაგრამ ორივეს უნდოდა ერთმანეთის ტუჩების დაგემოვნება
-მაგას თქვენ არ დაგეკითხებით
-არა, მოსკოვს დაეკითხები
-მხოლოდ ჩემ თავს დავეკითხები-თქვა და გაბრუნდა
-მაგასაც ვნახავთ თავხედო-ტუჩს კუთხე ჩატეხა ხომერიკმა.
*******
P.S. ესეც მეორე თავი ^_^ ძალიან მახარებთ თქვენი კომენტარებით.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Firefly

Kargi iyo dzaan ???? male dade shemdegii
--------------------
M.T

 



№2  offline წევრი ჰაიკო

სიტყვებს ნუ აგრძელებ, "ხანძარიააა" ეს რას ჰგავს :( შენთვითონ მოგწონს ასე?
ისევ "ვაჩე"!!!!!! ხალხო ეს სახელი არ მოგწყინდათ??? ცუდად არ მიიღო, სხვა მხრივ კარგია.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№3  offline წევრი Someone wandering

ჰაიკო
სიტყვებს ნუ აგრძელებ, "ხანძარიააა" ეს რას ჰგავს :( შენთვითონ მოგწონს ასე?
ისევ "ვაჩე"!!!!!! ხალხო ეს სახელი არ მოგწყინდათ??? ცუდად არ მიიღო, სხვა მხრივ კარგია.

სიტყვა იმიტომ წავაგრძელე,რომ ყვირილის იმიტაციას ვაკეთებ. სხვისი მოთხრობის არ ვიცი და ჩემ მოთხრობაში ძალიან მინდოდა მთავარ გმირს ვაჩე რქმოდა. მადლობა შეფასებისთვის heart_eyes

 



№4  offline წევრი ჰაიკო

MaaiKoo
ჰაიკო
სიტყვებს ნუ აგრძელებ, "ხანძარიააა" ეს რას ჰგავს :( შენთვითონ მოგწონს ასე?
ისევ "ვაჩე"!!!!!! ხალხო ეს სახელი არ მოგწყინდათ??? ცუდად არ მიიღო, სხვა მხრივ კარგია.

სიტყვა იმიტომ წავაგრძელე,რომ ყვირილის იმიტაციას ვაკეთებ. სხვისი მოთხრობის არ ვიცი და ჩემ მოთხრობაში ძალიან მინდოდა მთავარ გმირს ვაჩე რქმოდა. მადლობა შეფასებისთვის heart_eyes


"ხანძარია" - იყვირა ქალმა. ეს არ არის ყვირილი?? მაგრამ შენ როგორც გინდა ისე დაწერე,უბრალოდ გიხსნი რომ ლიტერატურულ ენაზე არასწორია.
--------------------
...In sleep She sangs to me, in dreams She came, inside my mind ;) She's best between bests!!! :*:*:*

 



№5  offline წევრი Someone wandering

ჰაიკო
MaaiKoo
ჰაიკო
სიტყვებს ნუ აგრძელებ, "ხანძარიააა" ეს რას ჰგავს :( შენთვითონ მოგწონს ასე?
ისევ "ვაჩე"!!!!!! ხალხო ეს სახელი არ მოგწყინდათ??? ცუდად არ მიიღო, სხვა მხრივ კარგია.

სიტყვა იმიტომ წავაგრძელე,რომ ყვირილის იმიტაციას ვაკეთებ. სხვისი მოთხრობის არ ვიცი და ჩემ მოთხრობაში ძალიან მინდოდა მთავარ გმირს ვაჩე რქმოდა. მადლობა შეფასებისთვის heart_eyes


"ხანძარია" - იყვირა ქალმა. ეს არ არის ყვირილი?? მაგრამ შენ როგორც გინდა ისე დაწერე,უბრალოდ გიხსნი რომ ლიტერატურულ ენაზე არასწორია.

გასაგებია,გავითვალისწინებ

 



№6  offline წევრი Someone wandering

ხვალ დავდებ აუცილებლად

 



№7  offline წევრი Someone wandering

მოგესალმებით, გადავწყვიტე,რომ თქვენც არ გალოდინოთ,ამ ახალ-ახალი თავების დადებით და ისტორია ''სრულად'' ავტვირთო, და არა თავების მიხედვით. არ ვიცი ისტორიაზე მუშაობას როდის დავასრულებ,თუმცა ასე სჯობს, იმედია კომენტარს წაიკითხავთ,რადგან სხვა მხრივ ვერ შევძლებდი ამ იფნორმაციის მოწოდებას. მადლობა ყველას.

 



№8 სტუმარი სტუმარი Rainbow

დეტექტივის მნიშვნელობა უფრო სხვა რამ არის. ევა ამ შემთხვევაში არაკანონიერად მოქმედებს, თან იმ დროს, როდესაც მისი პროფესიაც კი არ აძლევს ამის გაკეთების უფლებას. დეტექტივი ვალდებულია გამოიძიოს საქმე და არა ვიღაც ბიზნესმენს მის წინააღმდეგ სამხილების მოპარვაში დაეხმაროს, ამ კაცის ადგილას ნამდვილად პროფესიონალ ქურდს დავიქირავებდი და მას გადავუხდიდი ფულს. საკმაოდ არარეალურად მეჩვენება ის ფაქტი, რომ ევა ასე ადვილად აიყვანეს სამსახურში, დავიჯერო ასე უბრალოდ შეიძლება ადამიანს მუშაობა დააწყებინო? ისე, რომ არაფერი ჰკითხო? მეტიც წინადადებაც კი არ დაამთავრებინო, თან იმ დროს, როდესაც მას შენ სახლში შვიდი დღიდან ექვსი დღის გატარება მოუწევს.(ვაჩემ რას მოიპარავს, რა უნდა მიქნასო?)
წერის სტილი საკმაოდ ნორმალურია, მეტიც, კარგის თქმაც კი შეიძლება. თუმცა უფრო კარგი იქნება, თუ პერსონაჟებს უკეთესად გაგვაცნობ, რომ მათი შეყვარება შევძლოთ, ძალიან ცოტა დოზით ჩანს მათი personality.
ვაჩე არ ვიცი, მაგრამ ალექსანდრე, რომ მართლა ყელშია ეგ უკვე ფაქტია, თუმცა მიუხედავად ამისა არავის აქვს უფლება რამე შეგაცვლევინოს, სულ რომ ამ პერსონაჟსაც ალექსანდრე ერქვას მაინც.
არ მინდა ცუდად მიიღო ჩემი კომენტარი, თუ გინდა საერთოდ ნუ მიპასუხებ და ჩემ სიტყვებსაც აინუნშიც ნუ ჩააგდებ, მე უბრალოდ მინდა, რომ საუთარი მოთხრობა სხვა თვალითაც დაინახო.
სრულად, როდესაც დადებ აუცილებლად წავიკითხავ. ❤

 



№9  offline წევრი Someone wandering

სტუმარი Rainbow
დეტექტივის მნიშვნელობა უფრო სხვა რამ არის. ევა ამ შემთხვევაში არაკანონიერად მოქმედებს, თან იმ დროს, როდესაც მისი პროფესიაც კი არ აძლევს ამის გაკეთების უფლებას. დეტექტივი ვალდებულია გამოიძიოს საქმე და არა ვიღაც ბიზნესმენს მის წინააღმდეგ სამხილების მოპარვაში დაეხმაროს, ამ კაცის ადგილას ნამდვილად პროფესიონალ ქურდს დავიქირავებდი და მას გადავუხდიდი ფულს. საკმაოდ არარეალურად მეჩვენება ის ფაქტი, რომ ევა ასე ადვილად აიყვანეს სამსახურში, დავიჯერო ასე უბრალოდ შეიძლება ადამიანს მუშაობა დააწყებინო? ისე, რომ არაფერი ჰკითხო? მეტიც წინადადებაც კი არ დაამთავრებინო, თან იმ დროს, როდესაც მას შენ სახლში შვიდი დღიდან ექვსი დღის გატარება მოუწევს.(ვაჩემ რას მოიპარავს, რა უნდა მიქნასო?)
წერის სტილი საკმაოდ ნორმალურია, მეტიც, კარგის თქმაც კი შეიძლება. თუმცა უფრო კარგი იქნება, თუ პერსონაჟებს უკეთესად გაგვაცნობ, რომ მათი შეყვარება შევძლოთ, ძალიან ცოტა დოზით ჩანს მათი personality.
ვაჩე არ ვიცი, მაგრამ ალექსანდრე, რომ მართლა ყელშია ეგ უკვე ფაქტია, თუმცა მიუხედავად ამისა არავის აქვს უფლება რამე შეგაცვლევინოს, სულ რომ ამ პერსონაჟსაც ალექსანდრე ერქვას მაინც.
არ მინდა ცუდად მიიღო ჩემი კომენტარი, თუ გინდა საერთოდ ნუ მიპასუხებ და ჩემ სიტყვებსაც აინუნშიც ნუ ჩააგდებ, მე უბრალოდ მინდა, რომ საუთარი მოთხრობა სხვა თვალითაც დაინახო.
სრულად, როდესაც დადებ აუცილებლად წავიკითხავ. ❤


რა არ გავითვალისწინო კაცო, პირიქთ უღრმესი მადლობაა ასეთი გულახდილობისთვის.
ასეთი კომენტარი ჩემ წინა ნაშრომზეც არ დაუწერიათ,კრიტიკაც არის და სხვა რამეს აღნშნული.
ძალიან მიხარია,რომ ნაშრომს ელით,მაქსიმალურად ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ.
ძალიან მასიამოვნეთ ამ კომენტარით და აუცილებლად გავითვალისწინებ ამ შენიშვნებს.
ნამდვილად არ ველოდი ნაშრომზე კიდევ ახალ კომენტარს,მიუხედავად იმისა,რომ ყოველ დღე ვამოწმებ.
აუცილებლად დავუთმობ დროს პერსონაჟების გაცნობას და მათ შეყავრებასაც, ვნახოთ რა გამოვა.
წერის სტილს რაც შეეხება, კიდევ უნდა ვთქვა.....კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent